განაჩენი

სისხლის სამართლის 25.10.2018
საქმის ნომერი
330100118002303641
ინსტანცია
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002303641

საქმე #1ბ/1014-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ნ--------------–-ს

მსჯავრდებულის: პ------------–---ს

ადვოკატის: ვ----------------–---–ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ პ------------–---ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების #0-----------) მსჯავრდებულ პ------------–---ს, დაბადებულის 1----–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #2----------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: კ------------------------–-------–-- ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–--–---–---–------------------–-- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი);

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით:

 

პ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 9 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

პ------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თანაბარი სასჯელებიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სასჯელმა (2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი (2017 წლის 9 მარტის ეპიზოდი) 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით პ------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

პ------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან და იგი აყვანილ იქნა პატიმრობაში სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

მსჯავრდებულ პ------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო 2018 წლის 1 იანვრიდან - 2018 წლის 3 იანვრის ჩათვლით პერიოდი;

 

პ------------–--ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).

პ------------–---ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის 9 მარტს, დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე დროის მონაკვეთში პ------------–--ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, - ს-----–----–---–--ას მიმართ, კერძოდ: თ---–--–-------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, პ------------–--ემ ს-----–----–---–--ას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შეკრული ხელის მტევანი რამდენჯერმე დაარტყა სახეში და წიხლი დაარტყა ზურგში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი (2017 წლის 9 მარტის ეპიზოდი).

2018 წლის 1 იანვარს, 02:00 საათიდან 03:00 საათამდე დროის მონაკვეთში პ------------–--ემ ოჯახური ძალადობა განახორციელა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირის, - ს-----–----–---–--ას მიმართ, კერძოდ: თ---–--–-------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მარცხენა ლოყაში მუშტი დაარტყა ს-----–----–---–--ას და ელექტროსადენი მოუჭირა ყელზე, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი (2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდი).

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა პ------------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ----------------–---–მა. დაცვის მხარემ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და პ------------–---ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტები აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად უთითებენ იმ გარემოებას, რომ ერთადერთი ვინც პირდაპირ ადანაშაულებს მსჯავრდებულს ძალადობაში და ცემაში არის თვით დაზარალებული, სხვა,- მოწმის სახით დაკითხული პირები მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ადასტურებენ. აპელანტები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ დაზარალებულს დაზიანებები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მიიჩნევენ, რომ დაზიანებები არის დაზარალებულის წაქცევის შედეგი და ისინი მსჯავრდებულს არ მიუყენებია. დაზარალებულს მსჯავრდებულთან მიმართებით აქვს გარკვეული ქონებრივი ინტერესი და ამის გამო, ამხელს მას. აპელანტებისათვის გაუგებარია ბრალდების პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით, დაზარალებულმა პოლიციას დაუყოვნებლივ რატომ არ მიმართა და აღნიშნულის შესახებ, რატომ განაცხადა თვეების გასვლის შემდეგ, მაშინ, როდესაც შეძულებელი იყო ექსპერტიზის ჩატარება. დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ 2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდთან დაკაშირებით, ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა დადგენილი, რომ დაზარალებულს დაზიანება ნამდვილად 2018 წლის 1 იანვარს აქვს მიყენებული. ასევე, ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს ყელის არეში დაზიანება არ დაუდგინდა, მაშინ, როდესაც დაზარალებული და მოწმეები ამტკიცებდნენ, რომ პ------------–--ემ დაზარალებულს ძლიერად მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ტკივილი.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ პ------------–---ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება პ------------–---ს მიერ საქართველოს 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს-----–----–---–--ამ განმარტა, რომ პ------------–--ესთან არაოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა 2012 წლიდან. თანაცხოვრების პერიოდში ხშირად ჰქონიათ კონფლიქტები, რა დროსაც მეუღლე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. 2017 წლის 8 მარტს ახლობლებთან ერთად საღამოს სურდა წასულიყო წვეულებაზე, ვინაიდან პატარა ბავშვი ჰყავდა მისი დატოვება მეუღლეს სთხოვა, რაზეც მეუღლემ უარი უთხრა და იმ საღამოს სახლში დარჩა. მეორე დღეს - 9 მარტს მისი მეუღლე, სამსახურიდან დაგვიანებით, ნასვამი დაბრუნდა და მას (დაზარალებულს) უთხრა, რომ საგანგებოდ დათვრა, რათა უფრო თამამად დალაპარაკებოდა. რის შემდეგაც პ------------–--ემ ჩხუბი დაუწყო. დაზარალებულის განმარტებით, მან მეუღლის დაწყნარება და კონფლიქტის განმუხტვა სცადა, მაგრამ ამაოდ. პ-----მ გაშლილი ხელი დაარტყა ტუჩსა და ნიკაპზე, მუშტი - ცხვირსა და თავში, ბოლოს კი ზურგში ფეხი ჩაარტყა. წინააღმდეგობას ვერ უწევდა, რადგან ხუთი თვის ბავშვი ხელში ეჭირა. შემდეგ ისარგებლა იმით, რომ ქმარი საპირფარეშოში შევიდა, ბავშვი საწოლზე მიაწვინა და სახლიდან გაიქცა. მეზობელ კორპუსში მცხოვრებ დედასთან მიირბინა და სთხოვა, ბავშვების წამოყვანაში დახმარება. თავს ცუდად გრძნობდა, თავბრუ ეხვეოდა, წონასწორობას ძლივს იცავდა და გრძნობდა, რომ სახე უსივდებოდა. პ----- თავიდან მისი ცემის ფაქტს უარყოფდა, მაგრამ შემდეგ ბოდიში მოუხადა, სინანულს გამოხატავდა და გამოსწორებას ჰპირდებოდა. მის სიტყვას ენდო და აპრილის თვეში შეურიგდა. ოთხი თვე ალკოჰოლს არ სვამდა, შემდეგ კი ისევ დაიწყო. დაზარალებულმა დაკითხვისას აღნიშნა, რომ 2017 წლის 9 მარტს მეუღლისგან მიღებული დაზიანებები მისმა დამ - თ------–---–---მ საკუთარი მობილური ტელეფონით გადაიღო და მოგვიანებით გამომძიებელს წარუდგინა. 2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდთან დაკავშირებით, დაზარალ;ებულმა განმარტა, რომ ახალ 2018 წელს მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად სახლში შეხვდა. მოგვიანებით, შინ დაბრუნებულმა პ------------–--ემ მისი ტელეფონი „დინამიკებზე“ შეართა და ხმამაღლა უსმენდა სიმღერებს. ვინაიდან უძინარი და გადაღლილი იყო, ხმამაღალმა მუსიკამ შეაწუხა და მეუღლეს სთხოვა გამოერთო და დაესვენათ. როდესაც მობილური ტელეფონს გასასწორებლად მიუახლოვდა პ-----მ იფიქრა, რომ გამორთვას აპირებდა და ჩხუბი დაუწყო, გაბრაზებულმა ჯერ ,,დინამიკები“ აჯანჯღარა, რის შედეგადაც სადენი დაუზიანა, შემდეგ მას ყბაში მუშტი დაარტყა და ყელზე სადენი წაუჭირა. ძალიან ეტკინა და შეეშინდა, ეგონა კლავდა. კარადაზე შემოდგმული დინამიკები სათითაოდ ჩამოაგდო და მისი მობილური ტელეფონი დაამტვრია. აბაზანაში შევიდა, რათა პ----- დაწყნარებულიყო. აბაზანაში იმყოფებოდა, ვიდრე პ-----მ არ დაუძახა - ბავშვმა გაიღვიძა და მიხედეო. სანამ ბავშვს აძინებდა, პ----- დაწყნარდა და ჩაეძინა. თავად ვერ დაიძინა. ვინაიდან მისი ტელეფონი დამტვრეული იყო, ჩუმად გავიდა გარეთ, „112“-ში დარეკა და მასზე განხორციელებული ძალადობის გამო, დახმარება ითხოვა. შინ შესვლა ვერ გაბედა და პოლიციას გარეთ ელოდებოდა. სამართალდამცველებმა პ----- დააკავეს და მას შემდეგ ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვთ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულ ს-----–----–---–--ას დედა, - მ-----------–---–--ა, რომლის განმარტებით, 2017 წლის 9 მარტს, ღამით, მისი შვილი - ს-----–----–---–--ა მასთან სახლში ნაცემი მივიდა. ს-----–--- ძალიან შეშინებული იყო და უთხრა, რომ ქმარმა სცემა, სახლიდან გამოიქცა და ვინაიდან იქ დაბრუნებას აღარ აპირებდა, შინ დატოვებული ბავშვების წამოყვანა მას სთხოვა. ს-----–---ს თვალები ჰქონდა დასიებული, დასისხლიანებული და დაკაწრული ჰქონდა ყელი, თვალი და ლოყა. ერთ ადგილზე მუშტის დანარტყამიც ეტყობოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ 2018 წლის 1 იანვარს ს-----–---მ დაურეკა და სთხოვა მასთან მისულიყო. როდესაც ს-----–---სთან მივიდა, ს-----–--- გარეთ დახვდა და უამბო, რომ დილის დაახლოებით ოთხ-ხუთ საათზე ს-----–---მ პ-----ს სთხოვა გაეთიშა მუსიკა, რომელსაც დიდ ხმაზე უსმენდა, რადგან ბავშვებს ეძინათ და მეზობლებიც წუხდებოდნენ. პ----- გაბრაზდა, ჯერ ტელეფონი და ხმის გამაძლიერებლები დაამტვრია, შემდეგ კი ტელეფონის კაბელი მოუჭერია ყელზე და მუშტი დაარტყა სახეში. ს-----–---ს დანარტყამი მოგვიანებით ჩაუშავდა და აწუხებდა. ს-----–---ს მასთან შეხვედრამდე პოლიციაში ჰქონია დარეკილი და ადგილზე გამოცხადებულმა სამართალდამცველებმა პ------------–--ე დააკავეს, ს-----–--- კი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ვინაიდან თავს ცუდად გრძნობდა.

მოწმე თ------–---–---ს ჩვენებით ირკვევა, რომ მის დას, - ს-----–----–---–--ას და სიძეს - პ------------–--ეს ოთხი-ხუთ წლიანი თანაცხოვრების მანძილზე კონფლიქტი ხშირად ჰქონიათ, რა დროსაც პ----- ს-----–---ს ფიზიკურ შურაცხყოფასაც აყენებდა. სიძის მხრიდან ს-----–---ს სიტყვიერი შეურაცხყოფის შემსწრე არაერთხელ ყოფილა, ცემის ფაქტს კი არასდროს შესწრებია. 2017 წლის 9 მარტს, დაურეკა ს-----–---მ და შეატყობინა, რომ პ----- სთხოვდა თანხას, მან არ მისცა და პ-----მ ამის გამო სცემა. როდესაც ს-----–---სთან მივიდა, იგი მართლაც ნაცემი დახვდა, სახეზე დალურჯებები ჰქონდა. მეორე დღეს თავისი მობილური ტელეფონით ს-----–---ს დაზიანებების ფოტოგადაღება მოახდინა. მოგვიანებით კი ეს სურათები გამომძიებელს წარუდგინა. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 1 იანვარს დაურეკა ს-----–---მ და უთხრა, რომ პ-----სთან ისევ კონფლიქტი ჰქონდა და სთხოვა მისულიყო მასთან. მისვლისას დას ნიკაპსა და ყელზე დაზიანება შეატყო. სვეტლამან უთხრა, რომ პ-----მ ჩხუბის დროს ყელზე მოუჭირა მავთული.

მოწმე თ------–----------ის განმარტებით, მისი მეუღლის და - ს-----–----–---–--ა და სიძე - პ------------–--ე მეზობლად ცხოვრობდნენ, რის გამოც მათთან ხშირი კომუნიკაცია ჰქონდათ. 2017 წლის 9 მარტს სტუმრად იმყოფებოდა, რა დროსაც დაურეკეს და შეატყობინეს, რომ ს-----–--- ქმარმა სცემა. ოჯახის წევრების თხოვნით სახლში მალევე მივიდა, სადაც ს-----–--- მართლაც ნაცემი დახვდა, კისერი და თვალები დალურჯებული ჰქონდა, ზურგსა და მკლავებზეც ძალადობის კვალი ეტყობოდა. მოწმემ აღნიშნა, რომ 2018 წლის 1 იანვარს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, მეზობლად მცხოვრები ს-----–----–---–--ას ბინიდან ყვირილის, გინების და ნივთების მტვრევის ხმა შემოესმა. ხმაური დაახლოებით ორმოცი წუთი გაგრძელდა. დაახლოებით ხუთი საათისთვის ს-----–---მ სთხოვა მისულიყო მასთან და უამბო, რომ პ-----მ სცემა, ტელეფონის სადენი შემოუჭირა ყელზე და დაუმტვრია ტელეფონი. მოწმის განმარტებით, ს-----–---ს ნიკაპსა და კისერზე ჩალურჯებები ჰქონდა, ყელზე კი სიწითლე ეტყობოდა.

მოწმე ხ-------------ას განმარტებით, იგი მუშაობს თბილისის შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილებაში უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 1 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, მიიღო ინფორმაცია რომ, თ---–--–---------------------------------ში იმყოფებოდა 1982 წელს დაბადებული პ------------–--ე, რომელმაც ძალადობა განახორციელა მეუღლის, ს-----–----–---–--ას მიმართ. შემდგომი რეაგირებისათვის აღნიშნულის თაობაზე აცნობა განყოფილების უფროსის მოადგილე დავით იობაშვილს.

მოწმე გ-----------–-----ს განმარტებით, 2018 წლის 1 იანვარის თანამშრომელ ზ-------------ესთან ერთად დაუყოვნებლივ გაემართა პ--------–--ისა და ს--–---–---ს საცხოვრებელ მისამართზე - თ---–-----------------------------------ში, სადაც დახვდათ პ------------–--ე. იქვე ნახეს გატეხილი ტელეფონი, რომელიც ნივთიერი მტკიცებულების სახით ამოიღეს. იგივე გარემოებები დაადსურა მოწმე ზ-------------ემ.

მოწმე თ---------------ის განმარტებით, მუშაობს საექსპერტო კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში უფროსი ექსპერტის თანამდებობაზე. 2018 წლის 1 იანვარს ექსპერტ გიორგი კბილაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო თ---–--–-----------------------------------------------------ში მდებარე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებული ქალბატონის მიერ მითითებული ნივთები - დამტვრეული მობილური ტელეფონი და ელექტროსადენი.

მოწმე მ-------------–--ს განმატებით, პ------------–---ს ბრალდების საქმესთან დაკავშირებით შემთხვევის დღეს გამოიკითხა დაზარალებული ს-----–----–---–--ა, რომელიც იყო აღელვებული და შეშინებული, ვიზუალურად სახესა და ნიკაპზე ჩალურჯებების სახით ემჩნეოდა დაზიანებები, ყელის მიდამოში კი - ოდნავი სიწითლე.

მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, რომელიც შედეგენილია გამომძიებელ მ--------–--- მიერ დგინდება, რომ დაზარალებული ს-----–----–---–--ას დის - თ------–---–---ს კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებისას ფოტოსურათებს შორის ნანახი იქნა ათი სურათი, რომლებზეც აღბეჭდილი იყო ს-----–----–---–--ა და მის სახესა და სხეულზე არსებული დაზიანებები - ჩალურჯებები, სისხლჩაქცევები და ნაკაწრები ორივე თვალთან, ნიკაპზე და ყელის არეში; ნახეთქი - ტუჩზე, ხოლო მარცხენა გვერდზე - სისხლნაჟღენთი. თ------–---–---ს განმარტებით, ფოტოსურათებში ასახული დაზიანებები ს-----–----–---–--ას მისმა მეუღლემ - პ------------–--ემ 2017 წლის 9 მარტს მიაყენა.

N6-- შეტყობინების ბარათის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვარს, 09:24 საათზე, საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციებზე ოპერატიული რეაგირების სამსახურს - „112“-ს დაუკავშირდა ს-----–----–---–--ა, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ, პ------------–--ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც ითხოვდა დახმარებას.

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვარს, 15:55-16:50 საათზე, დაზარალებულ ს-----–----–---–--ას და ექსპერტთა - თ---------------ის და გიორგი კბილაშვილის მონაწილეობით, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, თ---–--–---------------------------------ში მდებარე ბინა, საიდანაც ამოღებული იქნა წითელი ფერის „სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, დაზიანებულ მდგომარეობაში და შავი ფერის ელექტროსადენი.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით 2018 წლის 4 იანვარს ს-----–----–---–--ას ჩაუტარდა პირადი შემოწმება, რომელსაც ქვედა ყბის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების განვითარება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს - 2018 წლის 1 იანვარს. შემოწმების მონაცემებით დგინდება, რომ მარცხნივ, ქვედა ყბის ტოტის შუა მესამედში, აღენიშნებოდა მოიისფრო-მოლურჯო ფერის, განივად მდებარე სისხლნაჟღენთი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–--------------–---–მა გარდა იმისა, რომ დაადასტურა მის მიერ გაცემული აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა, აღნიშნა, რომ სამედიცინო შემოწმებისას ს-----–----–---–--ამ განუმარტა, რომ სახეზე არსებული დაზიანება 2018 წლის 1 იანვარს მუშტის დარტყმით მიაყენა მეუღლემ - პ------------–--ემ.

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N0-------- დასკვნით, სამედიცინო კორპორაცია „ევექსი“-ს ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის სტაციონარული პაციენტის N0----- სამედიცინო ბარათისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, 2018 წლის 1 იანვარს ს-----–----–---–--ას სახის მიდამოში აღენიშნებოდა ჰემატომა. დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციაში დაზიანების მორფოლოგიური სურათის არასრული აღწერილობის გამო მისი ხანდაზმულობის განსაზღვრა ექსპერტის მიერ შეუძლებლად იქნა მიჩნეული. ექსპერტის მიერ აღინიშნა, რომ სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემების თანახმად, ს-----–----–---–--ა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში შეყვანილი იქნა 2018 წლის 1 იანვარს, 17:45 საათზე, რა დროსაც იგი უჩიოდა თავბრუსხვევას, ტკივილს ქვედა ყბის მიდამოში მარცხნივ. ავადმყოფის გადმოცემით, 2018 წლის 1 იანვარს ღამის დაახლოებით 03:00 საათზე სცემა ქმარმა. ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ--------------–-----–---–მა.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ს-----–----–---–--ას ჩვენება სრულ თანხვედრაშია მოწმე თ------–---–---ს, მ-----------–---–--ას, თ------–----------ის, ხ-------------ას, გ-----------–-----ს, სხვა მოწმეების და საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებთან. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულ ს-----–----–---–--ას ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობის და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს. ვინაიდან დაზარალებულის მიერ ბრალდების ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია თანმიმდევრულია და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ან/და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას. პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებული არის მიუკერძოებელი და ჩვენების მიცემის დროს, იგი იყო გულწრფელი. ამდენად, დაცვის მხარის აპელირება, რომ დაზარალებულს გარკვეული ქონებრივი ინტერესი გააჩნია, მან დაზიანებები მიიღო წაქცევის შედეგად და პ------------–--ეს უსაფუძვლოდ ამხელს დანაშაულის ჩადენაში მოგონილია და ემსახურება პ------------–---ს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის დაღწევის მიზანს.

 

დაცვის მხარე წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 2017 წლის 9 მარტის ეპიზდთან დაკავშირებით ბრალდება ეყრდნობა მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, სხვა დანარჩენი მოწმეები გადმოსცემენ დაზარალებულისგან მიღებულ ინფრომაციას. აღნიშნული არგუმენტის საპასუხოდ, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, დაზარალებულ ს-----–----–---–--ას დედა, - მ-----------–---–--ა, დაზარალებულის და, - თ------–---–---, ასევე მოწმე თ------–----------ე არ შესწრებიან ფაქტებს, - თუ როგორ განახორციელა ძალადობა პ------------–--ემ, თუმცა, მათი ჩვენებები მნიშვნელოვანია, ვინაიდან გადმოსცემენ და დეტალურად აღწერენ დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას, ასევე მიუთითებენ დაზარალებულისათვის მიყენებულ დაზიანებებზე. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები სრულ შესაბამისობაშია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან. აღნიშნულ კონტექსტში სააპელაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს, რომლითაც უტყუარად დგინდება ს-----–----–---–--ასათვის მიყენებული დაზიანებების ფაქტი (2017 წლის 9 მარტის ეპიზოდთან დაკავშირებით).

 

ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით, სააპელაციო საჩივრის ავტორებისათვის გაურკვეველია დაზარალებულმა დაუყოვნებლივ რატომ არ მიმართა პოლიციას და დაზიანებებთან დაკავშირებით დროულად რატომ არ ჩატარდა ექსპერტიზა. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოებების მიზეზები დამაჯერებლად ახსნა მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს-----–----–---–--ამ, როდესაც განმარტა, რომ პ------------–--ე თავიდან მისი ცემის ფაქტს უარყოფდა, მაგრამ შემდეგ ბოდიში მოუხადა, პ----- მომხდარის გამო სინანულს გამოხატავდა და გამოსწორებას დაჰპირდა. დაზარალებულის განმარტებით, იგი პ------------–---ს სიტყვას ენდო და აპრილის თვეში შეურიგდა მას.

 

რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას იმასთან დაკაშირებით, რომ 2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდთან დაკაშირებით ვერ იქნა დადგენილი დაზიანებების მიყენების დრო, ასევე ვერ იქნა დადგენილი ის გარემოება, რომ დაზარალებულს დაზიანება ყელის არეში ჰქონდა მიღებული. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული ამოღების ოქმის თანახმად, სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტლის კანცელარიიდან ამოღებული იქნა ს-----–----–---–--ას სამედიცინო დოკუმენტაცია. სტაციონარული პაციენტის N0----- სამედიცინო ბარათისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ჩანაწერების თანახმად, 2018 წლის 1 იანვარს ს-----–----–---–--ას სახის მიდამოში აღენიშნებოდა ჰემატომა. დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; ს-----–----–---–--ა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ კლინიკაში შეყვანილი იქნა 2018 წლის 1 იანვარს, 17:45 საათზე, რა დროსაც იგი უჩიოდა თავბრუსხვევას, ტკივილს ქვედა ყბის მიდამოში მარცხნივ.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ ადასტურებს პ------------–---ს ბრალეულობას. სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, - სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ პ------------–--ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი). უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა პ------------–---ს ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს პ------------–---ს მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ პ------------–---ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

პ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2017 წლის 9 მარტის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

პ------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თანაბარი სასჯელებიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სასჯელმა (2018 წლის 1 იანვრის ეპიზოდი) 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი (2017 წლის 9 მარტის ეპიზოდი) 1(ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, პ------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით.

მსჯავრდებულ პ------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 6 ივლისიდან; მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 1 იანვრიდან - 2018 წლის 3 იანვრის ჩათვლით პერიოდი;

 

პ------------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დაზიანებულ მდგომარეობაში მყოფი სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი და ასევე ელ. სადენი, რომელიც ინახება შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-10 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, ერთ მყარ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი