განაჩენი

სისხლის სამართლის 01.11.2018
საქმის ნომერი
330100117001876874
ინსტანცია
თარიღი
01.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117001876874, №1/ბ-1007-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

19 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ქე------ გუ---–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - აკ--- ჯ----------- ბე----–---–ი, დაბადებული 197--–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–------------–---------------------–---–-----------------);

 

ადვოკატი - ირ----კ-----ა.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი - ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა, იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი - ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით შეძენა და შენახვა, ასეთი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

 

სასჯელი:

 

აკ--- ბე----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ქე------ გუ---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და აკ--- ბე----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებდა აკ--- ბე----–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან საჩივარი უსაფუძვლოა, ხოლო განაჩენი არის სამართლიანი და კანონიერი (იხ. სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენით, აკ--- ბე----–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ პუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა აკ--- ბე----–---–მა უკანონოდ შეიძინა და 2017 წლის 23 თებერვლამდე უკანონოდ ინახავდა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს მიკუთვნებულ AB-CHMINACA, ADB-FUBINACA და FUB-AMB-ის შემცველ ნივთიერებას, რომელიც 2017 წლის 23 თებერვალს, ქ.თბილისში, ს------–---------–-----------–---–----------ში მდებარე აკ--- ბე----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 26 ნოემბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით ნასამართლევმა აკ--- ბე----–---–მა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რასაც ასევე უკანონოდ ინახავდა. 2017 წლის 23 თებერვალს, ქ.თბილისში, ს------–---------–-----------–---–----------ში მდებარე აკ--- ბე----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა 0,000038 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

 

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს აკ--- ბე----–---–ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ პუნქტით და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამართლებელი განაჩენი მის მიმართ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილემ, მოწმე შო----–--–---–-–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 23 თებერვალს მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, აკ--- ბე----–---–ი თავის საცხოვრებელ სახლში უკანონოდ ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, რის თაობაზეც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.

 

საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ აკ--- ბე----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა ქ.თბ--–--–----------–---------–-----------–---–---------ში, ჩატარდა 2017 წლის 23 თებერვალს, 04:00-05:40 შუალედში. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი, წარწერით „COCA COLA”, სახურავში არსებული ნამწვით. ასევე პლასტმასის ბოთლი, წარწერით „ლიკანი“, თავსახურის ნაცვლად მოვერცხლისფრო პარკის ნაჭერში არსებული ნამწვით და შპრიცები. საგამოძიებო ოქმის თანახმად, ჩხრეკას ესწრებოდნენ ნი-----------–---ი და სა-------------ა, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელი გი--------------ე. საგამოძიებო მოქმედების ოქმის სისწორე დაადასტურეს მასში მონაწილე სამართალდამცავებმა: იო------------–---–მა, ზუ-----------------მა, ალ---------------------მ, ასევე ხელი მოაწერეს ნი-----------–---მა და სა-------------ამ, ხოლო გი--------------ემ და აკ--- ბე----–---–მა ჩხრეკის ოქმის ხელმოწერაზე განაცხადეს უარი.

 

გამომძიებლებმა ზუ-----------------მა და იო------------–---–მა ჩვენების მიცემისას დაადასტურეს, რომ ოპერატიული ინფორმაცია აკ--- ბე----–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტზე მიიღო შო----–--–---–-–---–მა, რის შემდეგაც, გადაუდებელი აუცილებლობის გამო, მითითებულ მისამართზე გავიდა ჯგუფი, მათი და ალ--------------------ის შემადგენლობით. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლის, მეზობლების ნი-----------–---ისა და სა-------------ას მისვლის შემდეგ აკ--- ბე----–---–მა კარი გააღო. დამსწრეთა მონაწილეობით დაიწყეს საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, საიდანაც გარე კიბისა და აივნის ქვეშ მდებარე სარდაფიდან ამოიღეს ერთჯერადი მოხმარების შპრიცები და „ლიკანის“ ბოთლი, ხოლო მეორე სართულზე არსებული ფართიდან - „კოკა კოლას“ ბოთლი. ბოთლები სპეციალურად იყო კუსტარულად დამზადებული და გამოყენებული ნარკოტიკული საშუალებების მოსახმარად. ჩხრეკის ოქმს ხელი არ მოაწერა მონაწილე პირებიდან მხოლოდ აკ--- ბე----–---–მა და სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

 

მოწმე ნი-----------–---ის ჩვენების მიხედვით, 2017 წლის 23 თებერვალს, საგამოძიებო მოქმედებაზე დასასწრებად, გვიან ღამით აკ--- ბე----–---–თან მივიდა მისივე თხოვნით. სახალხო დამცველის წარმომადგენლის მისვლის შემდეგ აკ--- ბე----–---–მა გარეთ მყოფები სახლში შეუშვა. საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას სამართალდამცველებთან ერთად ესწრებოდა აკ--- ბე----–---–ის მეუღლე, დედა, სა-------------ა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი. საგამოძიებო მოქმედების მსვლელობისას, მონაწილე პირები ცდილობდნენ სამართალდამცველებისთვის ყურადღებით თვალყურის დევნებას. ყველა ოთახის ჩხრეკას მოწმე არ დასწრებია, რადგან პარალელურად რამდენიმე ოთახში მიმდინარეობდა. მოწმე სამართალდამცველ „ცოცხალასთან“ ერთად იღებდა მონაწილეობას ჩხრეკაში, რომლის ქმედებებში საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. მანვე საძინებლის ფანჯრის რაფიდან შავი, გაკვამლული ბოთლი ამოიღო. ასევე ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილზე შპრიცები და მეორე ბოთლი. ამოღებული ნივთები დაილუქა და შედგა შესაბამისი ოქმი, რაც მოწმემ დაადასტურა ხელმოწერით.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა სახალხო დამცველის რწმუნებულმა გი--------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 23 თებერვალს ცხელ ხაზზე შესული სატელეფონო შეტყობინების საფუძველზე, დაახლოებით ღამის 03:50 საათზე გამოცხადდა ს-------–---–---------ში. მისი მისვლის შემდეგ დაიწყო საგამოძიებო მოქმედება, რომელშიც მონაწილეობდა ათამდე სამართალდამცველი, აკ--- ბე----–---–ი, მისი მეუღლე, დედა და კიდევ 2 ადამიანი. ბოლომდე ესწრებოდა ჩხრეკის მსვლელობას, რომელიც მიმდინარეობდა პარალელურად რამდენიმე ადგილას. სამართალდამცველების მიერ ამოღებულ იქნა ბოთლები და შპრიცები, ვერ ნახეს ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციის თანამშრომლების მიერ ხელმძღვანელთან სატელეფონო გასაუბრების შემდეგ ამოღებული ნივთები დაილუქა და შედგა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რომელსაც გაცნობის შემდეგ დამსწრეებმა ხელი მოაწერეს. მან უარი განაცხადა ხელმოწერაზე, რადგან დამსწრის ოფიციალური სტატუსი არ ჰქონია და მისთვის საპროცესო უფლება-მოვალეობებიც არ იყო განმარტებული. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ დაკავებული იქნა აკ--- ბე----–---–ი, ხოლო კანონსაწინააღმდეგო ფაქტს სამართალდამცველების მხრიდან ადგილი არ ჰქონია.

 

ქიმიური ექსპერტიზის N407/სქ -468/ქრ დასკვნით (ექსპერტები: თა----------–--- და სო--------–--------ია) დგინდება, რომ აკ--- ბე----–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული:

 

- ერთჯერადი მოხმარების ცარიელი შპრიცების შიდა კედლებზე არ აღინიშნება ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კვალი;

 

- პოლიმერული მასალის გადაჭრილი ბოთლის, ეტიკეტზე წარწერით „coca cola” და პოლიეთილენის ნაჭრის შიდა კედლებზე აღინიშნება ნივთიერებები: ნიკოტინი, AB- CHMINACA, ADB-FUBINACA, FUB-AMB ნარკოტიკშემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებული კანაბინოიდური კომპონენტები: ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კანაბინოლი და კანაბიდიოლი. ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის წონამ შეადგინა 0,000014 გრამი. AB-CHMINACA, ADB- FUBINACA, FUB-AMB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს. ნიკოტინი, კანაბინოლი და კანაბიდიოლი არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას.

 

- პოლიმერული მასალის ბოთლის, ეტიკეტზე წარწერით „ლიკანი“ შიდა კედლებზე აღინიშნება ნიკოტინი და ნარკოტიკშემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებული კანაბინოიდური კომპონენტები: ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კანაბინოლი და კანაბიდიოლი. ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის წონამ შეადგინა

0,000024 გრამი. ნიკოტინი, კანაბინოლი და კანაბიდიოლი არ მიეკუთვნება ნარკოტიკულ საშუალებების, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კატეგორიას.

 

ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N002790317 დასკვნის (ექსპერტი: შო---------–-----ე) თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით „...4 ცალი 1 მლ-იანი ინსულინის შპრიცი, 2 ცალი 3 მლ-იანი შპრიცი“ მოთავსებულ: შპრიცზე, წარწერით „4“ არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მამრობითი სქესის პირს და განსხვავდება აკ--- ბე----–---–ის (ობ. N9) გენეტიკური პროფილისგან. შპრიცზე, წარწერით „5“ არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში აკ--- ბე----–---–ის (ობ. N9) გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. შპრიცზე, წარწერით „2“ არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში აკ--- ბე----–---–ის (ობ. N9) და ობ. N4-ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. შპრიცზე, წარწერით „1“, შპრიცზე, წარწერით „3“ და თავისივე შესაფუთში მოთავსებულ შპრიცზე (ობ. N6) გენოტიპირებისთვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ბოთლებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილები იდენტიფიკაციისთვის უვარგისია.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რომელიც უთითებს, რომ განაჩენი არ არის დასაბუთებული და კანონიერი, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება.

 

თავდაპირველად აღსანიშნავია ის არგუმენტები, რაც სასამართლომ საფუძვლად დაუდო გამამართლებელ განაჩენს. სასამართლომ განმარტა, რომ სამართალდამცველთა განმარტებებსა და მათ მიერ შედგენილ ოქმში არსებული შეუსაბამობების მიუხედავად, სასამართლო ვერ გაიზიარებდა დაცვის მხარის მინიშნებას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთების სამართალდამცველების მიერ „ჩადების“ თაობაზე. გარდა ამისა, სასამართლომ აღნიშნა, რომ საფუძველი არ ჰქონდა ეჭვი შეეტანა პოლიციის თანამშრომლების კეთილსინდისიერებაში, იმდენად, რომ მათ მიერ უდანაშაულო პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში განზრახ მიცემის შესაძლებლობა ერწმუნა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2017 წლის 23 თებერვალს შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-6 განყოფილების თანამშრომლების მიერ აკ--- ბე----–---–ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული იქნა პოლიმერული მასალის ორი ბოთლი და ერთჯერადი მოხმარების შპრიცები, თუმცა დადასტურებულად არ მიიჩნია ნარკოტიკული ნივთიერების და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების აკ--- ბე----–---–ისადმი კუთვნილება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დასადგენ გარემოებას წარმოადგენს არა მოწმეთა ჩვენებების შეფასება იმ ნაწილში იყო თუ არა მითითებულ მისამართზე გადაჭრილი ბოთლი, ეტიკეტზე წარწერით „coca cola” და ბოთლი, ეტიკეტზე წარწერით „ლიკანი“, არამედ ის საკითხი, ეკუთვნოდა თუ არა აღნიშნული ბოთლები აკ--- ბე----–---–ს.

 

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს არ გამოკვლეულა რაიმე მტკიცებულება, რომელიც ქ.თბ--–--–----------–---------–-----------–---–-------ში მდებარე სახლში მუდმივად მცხოვრებ პირთა ვინაობას დაადგენდა. რაიმე სახის დამატებითი მტკიცებულება ასევე არ წარმოდგენილა სააპელაციო სასამართლოშიც. ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში შემოიფარგლა მხოლოდ მოწმეთა ჩვენებების შეფასებით, თუმცა, მხოლოდ აკ--- ბე----–---–ის ნასამართლობა ვერ დაადასტურებს ნივთების კუთვნილებას გამართლებულისადმი. ასევე აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში დაეთანხმა სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნა, რომ სახლის ნახევარი ქირავდებოდა კიდეც, რომ არაფერი ითქვას იმაზე, რომ სახლში აკ--- ბე----–---–ის გარდა მისი ოჯახის სხვა წევრებიც ცხოვრობდნენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ნივთების კუთვნილებას ვერ დაადგენს ვერც ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა, შემდეგ გარემოებათა გამო: სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ნივთიერებები: ნიკოტინი, AB-CHMINACA, ADB-FUBINACA, FUB-AMB ნარკოტიკშემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებული კანაბინოიდური კომპონენტები: ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კანაბინოლი და კანაბიდიოლი აღმოჩნდა პოლიმერული მასალის გადაჭრილი ბოთლის, ეტიკეტზე წარწერით „coca cola” შიდა კედლებზე, ასევე ნიკოტინი და ნარკოტიკშემცველი მცენარე კანაფის შემადგენლობაში არსებული კანაბინოიდური კომპონენტები: ტეტრაჰიდროკანაბინოლი, კანაბინოლი და კანაბიდიოლი აღმოჩნდა პოლიმერული მასალის ბოთლის, ეტიკეტზე წარწერით „ლიკანი“ შიდა კედლებზე. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კი, გამოკვლევისთვის წარდგენილ ბოთლებსა და დანარჩენ შპრიცებზე აღმოჩენილი ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ზოგ შემთხვევაში განსხვავდება აკ--- ბე----–---–ის გენეტიკური პროფილისაგან, ზოგში კი - პიროვნების იდენტიფიკაციისთვის არასაკმარისია. შესაბამისად, ის გარემოება, რომ დასკვნით არ გამოირიცხა აკ--- ბე----–---–ის გენეტიკური პროფილის არსებობა მითითებულ ნივთებზე, არ ადასტურებს მის კუთვნილებას. რაც შეეხება ერთჯერადი მოხმარების ცარიელ შპრიცებს, მის შიდა კედლებზე საერთოდ არ აღინიშნებოდა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების კვალი და ის გარემოება, რომ ერთ-ერთზე არსებული ბიომასალის შერეულ გენეტიკურ პროფილში აკ--- ბე----–---–ის გენეტიკური მონაწილეობა გამორიცხული არ იყო, ასევე არ მიუთითებდა მის ბრალეულობაზე.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც - მათ შორის მისი მამა და ძმა ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს (ვრცლად იხილეთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენი, საქმეზე №294აპ-15).

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს სასამართლოს არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, იმ დროს, როდესაც არ გამორიცხულა ქ.თბილისში, ს------–---------–-----------–---–----------ში აკ--- ბე----–---–ის გარდა სხვა პირთა ცხოვრების ფაქტი, მხოლოდ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები ვერ გახდება აკ--- ბე----–---–ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი.

 

„ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ [...]. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს“ (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

აღსანიშნავია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; 25.12.2001, §30).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით აკ--- ბე----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ პასუხობენ მტკიცებულებათა ერთობლიობის და უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ქე------ გუ---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 ივლისის განაჩენი აკ--- ბე----–---–ის მიმართ.

 

აკ--- ბე----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და 273-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია აკ--- ბე----–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხა განაჩნის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

 

გამართლებულ აკ--- ბე----–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ერთჯერადი მოხმარების შპრიცები, პოლიმერული მასალის ბოთლები, წებოვანი ლენტი, ხუფი, ფერცხლისფერი ფოლგის ქაღალდები, პოლიეთილენის ნაჭერი, პოლიმერული მასალის ორ სინჯარაში მოთავსებული ბოთლების გამონაწვილები - სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე