განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 140310018002289280
საქმე N3ბ/2041-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე
მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო”;
წარმომადგენელი - ს--–---- ა--–--ე;
აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
წარმომადგენელი -ც---- მ-----–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - კ------------------------–-- კოოპერატივი;
წარმომადგენელი-ჯ----– ჩ--–-–---–ი, ხ---- ქ-------–-–---–ი, გ--------–---–-----ი;
მესამე პირი (ა.ს.კ 16.2)- კასპის მუნიციპალიტეტის მერია;
მესამე პირი (ა.ს.კ 16.2) - სსიპ ,,შემოსავლების სამსახური";
წარმომადგენელი -ნ---- ს----–---–ი;
მესამე პირი (ა.ს.კ 16.1) - სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიურო";
წარმომადგენელი - ე---------ე ა---–--–ი;
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება;
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის №-------- ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. სახელმწიფოს სახელზე №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) კასპის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 24 ივლისის №--------- ბრძანების ბათილად ცნობა;
1.3. ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის №-------- ბრძანების ბათილად ცნობა.
2. მოპასუხეებისა და მესამე პირების პოზიცია:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ სცნო; მიუთითა და განმარტა, რომ კანონმდებლობით განსაზღვრული წინადადება - ,,ბალანსზე რიცხული ქონება" - გულისხმობს მხოლოდ სარგებლობის უფლებას ამ ქონებაზე და არა საკუთრებას;
სადავო აქტებით სახელმწიფოზე, დღეის მდგომარეობით კი კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონება წარმოადგენდა კ------------------------–-- კოოპერატივის სარგებლობაში მყოფ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გასატან ქონებას, რომლის მიმართაც ,,შემოსავლების სამსახურს" გააჩნია ინტერესი, ხოლო ამ შენობა-ნაგებობების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მას კანონიერი ინტერესი ვერ ექნება.
მოპასუხე სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" და მესამე პირმა - კასპის მუნიციპალიტეტმა სარჩელი არ სცნეს, სასამართლო სხდომაზე განმარტეს, რომ კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხული და სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გატანილი შენობა-ნაგებობა სხვა ქონებაა, სადავო აქტებით სახელმწიფოზე, დღეის მდგომარეობით კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონება კი - სრულიად სხვა; საქმის მასალებით მათი იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება. გარდა ამისა, ამ შენობა- ნაგებობების მიმდებარედ არსებულ მიწაზე მოსარჩელეს რაიმე უფლება არ გააჩნია.
სსიპ ,,აღსრულების ეროვნულმა ბიურომ" სარჩელი სცნო, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ სადავო შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხულ და სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გატანილ ქონებას; ეს შენობა-ნაგებობა რომ არ აღრიცხულიყო სახელმწიფოს და შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სააღსრულებო ბიურო მოახდენდა მის იძულებით რეგისტრაციას კ------------------------–-- კოოპერატივის სახელზე, ხოლო შემდგომ - მის რეალიზაციას აუქციონის წესით.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
კ------------------------–-- კოოპერატივის სარჩელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის №------- ბრძანება;
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფოს სახელზე №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) კასპის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 24 ივლისის №--------- ბრძანება;
სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის №-------- ბრძანება;
სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" დაევალა, შეისწავლოს კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე უძრავ ქონებაზე მოსარჩელის, სახელმწიფოს (აუცილებლობის შემთხვევაში აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და ფარგლები, საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით, მიიღოს გადაწყვეტილება ამ ქონებების სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ; ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და შესაბამისი შეფასება იქნეს მიცემული: 1. გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებაზე; 2. დღეის მდგომარეობით, კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონებისა და კ------------------------–-- კოოპერატივის მფლობელობაში მყოფ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გასატანი ქონების იდენტურობაზე; 3. ამ საკითხზე ამ საქმის განხილვაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციაზე; 4. მოსარჩელის უფლებაზე - სადავო შენობა-ნაგებობების მიმდებარედ არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთთან მიმართებაში, რაც აღირიცხა ჯერ სახელმწიფოს, ხოლო შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
4.1. კ------------------------–-- კოოპერატივი (ს/კ 2--------) დაფუძნდა 1998 წლის
28 ოქტომბერს; მისი იურიდიული მისამართი კასპი, კ-------ას ქ. №---ია. (ტ.1 ს.ფ 34)
4.2 გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის გორის საგადასახადო ინსპექციის შუამდგმლობა და დადგინდა კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხული, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული 37 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების, მათ შორის ადმინისტრაციული შენობის, ყოფილი წითელი კუთხის, მომხმარებელთა საზოგადოებრივი შენობის, ,,ნავესის", საყარაულო ჯიხურისა და სასურსათო საწყობის რეალიზაცია ღია აუქციონის წესით; (ტ.1 ს.ფ 24, 25,26)
4.3. აღნიშნული ბრძანება აღსასრულებლად მიექცა 2010 წლის 10 ივნისს; (ტ.1 ს.ფ 30)
4.4. კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხული, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული 37 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების შესახებ აქტი (რასაც დაეფუძნა გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება) გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კასპის სარეგისტრაციო სამსახურსაც; (ტ.1 ს.ფ 45, 173)
4.5. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს” შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით (საქმე № 3/65-10) კ------------------------–-- კოოპერატივის, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული, ღია აუქციონის წესით სარეალიზაციოდ გასატანი ქონებიდან უ----------ის შენობაზე (მდებარე კასპში, ს-----ის ქ. №----ში) აღიარებული იქნა კ------------------------–-- კოოპერატივის საკუთრების უფლება;(ტ.1 ს.ფ 130)
4.6. კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 ივლისის მიმართვით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" ეცნობა, რომ ქალაქ კასპში, ,,ი-----–-------------------–-------------------ს" ფილიალის განთავსების მიზნით, იგეგმება ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობა; კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1598 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 3 შენობა-ნაგებობით, არ წარმოადგენს კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებას, და ,,სააგენტოს" ეთხოვა ამ უძრავი ქონების კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა. (ტ.1 ს.ფ 54)
4.7. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის ბრძანებით მიმართული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონების - 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის, როგორც ყოფილი სასაწყობე მეურნეობის დამხმარე შენობების (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით;(ტ.1 ს.ფ 17)
4.8. ამ ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 21 ივლისს სახელმწიფოს სახელზე №------------- საკადასტრო კოდით აღირიცხა მითითებული უძრავი ქონება.(ტ.1 ს.ფ 42)
4.9. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებით, მითითებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა კასპის მუნიციპალიტეტს; (ტ.1 ს.ფ 22)
4.10. კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" აცნობა, რომ ქ. კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემამდე ნამდვილად ეკუთვნოდა კ-------------------------–-- კოოპერატივს; მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, მოხდეს ამ ქონების შეფასება და კოოპერატივის ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანებიდან მისი ღირებულების მოკლება; (ტ.1 ს.ფ 136)
4.11. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის ბრძანებით კ------------------------–-- კოოპერატივის ადმინისტრაციული საჩივარი სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა" და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის სადავო აქტების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში არ იყო აღრიცხული საჩივრის ავტორის სახელზე; სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინება, რომლითაც 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული, ღია აუქციონის წესით სარეალიზაციოდ გასატანი ქონებიდან უ----------ის შენობაზე (მდებარე კასპში, ს-----ის ქ. №----ში) აღიარებული იქნა კ------------------------–-- კოოპერატივის საკუთრების უფლება, საჯარო რეესტრის სამსახურში არ წარდგენილა; ამავე დროს, ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის 74 მუხლის თანახმად, 2012 წლის 1 იანვრიდან კერძო სამართლის იურიდიული პირი კარგავს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებას. აღნიშნული თარიღის შემდეგ საკუთრების უფლების მოპოვება შესაძლებელია სახელმწიფო ქონების პრივატიზაციისათვის დადგენილი ზოგადი წესის შესაბამისად. (ტ.1 ს.ფ 282)
5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, სადავოა იმ აქტების კანონიერება, რომლის გადასაწყვეტადაც საჭიროა გაირკვეს, გააჩნია თუ არა რაიმე უფლება კ------------------------–-- კოოპერატივს ამ აქტებით ჯერ სახელმწიფოზე, ხოლო შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემულ უძრავ ქონებაზე.
როგორც აღინიშნა, გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით დადგინდა კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხული, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული 37 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების, მათ შორის ადმინისტრაციული შენობის, ყოფილი წითელი კუთხის, მომხმარებელთა საზოგადოებრივი შენობის, ,,ნავესის", საყარაულო ჯიხურისა და სასურსათო საწყობის რეალიზაცია ღია აუქციონის წესით.
მოსარჩელის მითითებით, სადავო აქტებით ჯერ სახელმწიფოზე, ხოლო შემდეგ კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემული უძრავი ქონება - ყოფილი სასაწყობე მეურნეობის დამხმარე შენობები - წარმოადგენს სწორედ ზემოთ ჩამოთვლილ შენობა-ნაგებობებს.
გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადება, თუნდაც ეს ქონება არ იყოს საჯარო რეესტრში მასზე რეგისტრირებული, მართებული და კანონშესაბამისია.
სასამართლოს მითითებული ბრძანებით დადგინდა, რომ ეს ქონება ირიცხებოდა რა კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე, წარმოადგენდა მის საკუთრებას, და ამის გამოც მიექცა ღია აუქციონზე სარეალიზაციოდ, როგორც მოვალის კუთვნილი ქონება.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ერთ შემთხვევაში კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 ივლისის მიმართვით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" ეცნობა, რომ კასპში, კ-------ას ქ. №--- ში მდებარეობს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1598 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 3 შენობა-ნაგებობით, არ წარმოადგენდა კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და ,,სააგენტოს" ეთხოვა ამ უძრავი ქონების კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა, რის საფუძველზეც მოახდინა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" სადავო აქტებით მუნიციპალიტეტისათვის ამ ქონების გადაცემა, ხოლო, მეორე შემთხვევაში, კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" აცნობა, რომ ქ. კასპში, კ-------ას ქ. № 2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე, ნამდვილად ეკუთვნოდა კ------------------------–-- კოოპერატივს.
მიუხედავად ამისა, განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა კასპის მუნიციპალიტეტმა მოცემული საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვისას, და სარჩელს არ დაეთანხმა (მისი პოზიცია, ძირითადად, მიმართული იყო საქმის მორიგებით დასრულებისაკენ).
აღსანიშნავია, რომ შემოსავლების სამსახურის პოზიციით, რომლის სასარგებლოდაც მიღებულია გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანება, სადავო აქტებით სახელმწიფოზე, დღეის მდგომარეობით კი კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონება წარმოადგენდა კ------------------------–-- კოოპერატივის სარგებლობაში მყოფ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გასატან ქონებას, თუმცა, მიუხედავად ამისა, სარჩელი მაინც უსაფუძვლოდ მიიჩნია, რითაც ფაქტობრივად დაეთანხმა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" პოზიციას.
სსიპ ,,აღსრულების ეროვნული ბიუროს" განმარტებით, სადავო შენობა-ნაგებობა წარმოადგენს კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხულ და სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გატანილ ქონებას.
საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა მოპასუხე მხარემ და განმარტა, რომ, ერთი მხრივ, კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხული და სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გატანილი შენობა-ნაგებობა, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო აქტებით სახელმწიფოზე, დღეის მდგომარეობით კი კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონება სრულიად სხვა და სხვა ქონებას წარმოადგენს.
სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხისადმი ადმინისტრაციული ორგანოების ამგვარი ორაზროვანი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედ კანონის საფუძველზე უფლებამოსილების განხორციელების პრინციპს.
სასამართლომ განმარტა, რომ ისეთ პირობებში, როდესაც არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ, თვით სახელმწიფოს მიერ, ყოველგვარი კვლევისა და საქმის გარემოებების სათანადო შეფასების გარეშე მოხდა სადავო ქონების თავის სახელზე აღრიცხვა, სრულიად გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოს სადავოდ გამხდარი აქტების გამოცემის მართლზომიერება.
მოპასუხის მიერ გასაჩივრებული აქტების მიღების ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით.
ისეთ ვითარებაში, როდესაც არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, მოცემულ საქმეში მხარედ მყოფი ადმინისტრაციული ორგანოების ნაწილის განმარტებები, რომ სადავო აქტებით სახელმწიფოზე, დღეის მდგომარეობით კი კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონება წარმოადგენდა კ------------------------–-- კოოპერატივის სარგებლობაში მყოფ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გასატან ქონებას, ამავე დროს არ არსებობს გასაჩივრებული აქტების გამოცემის დასაბუთებისა და მოტივაციის კონკრეტული გარემოებები, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ აქტების გამოცემისას ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოება იმდენად არასრულყოფილია, რომ შეუძლებელია მისი კანონიერებისა და მართლზომიერების შემოწმება.
ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციული წარმოებისას, მტკიცებულებათა მოპოვების, საქმის სხვა ფაქტობრივ მონაცემთა გამოკვლევის გზით, უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავო ქონების სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვისა თუ სხვა გადაწყვეტილების მიღებასთან მიმართებაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სასამართლომ განმარტა, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 22 აგვისტოს განჩინებით აღიარებული იქნა კ------------------------–-- კოოპერატივის საკუთრების უფლება არა კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე უძრავ ქონებაზე, არამედ კასპში, ს-----ის ქ. №-----ში მდებარე უ----------ის შენობაზე, რაზეც მხარეებს შორის ამ სარჩელით დავა არ არის; ასევე,, ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიულ პირების საკუთრების უფლება დასტურდება უფლების დამდგენი შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე, ხოლო ამ უფლების საჯარო რეესტრში აღრიცხვა-რეგისტრაცია არის მათი უფლება, და თუ ისინი არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, ეს იმთავითვე, უპირობოდ არ ნიშნავს, რომ რეესტრში რეგისტრაციამდე არ გააჩნიათ საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე.
ამავე დროს, სასამართლოს ხელთ არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ შეუძლებლად მიიჩნია დავის არსებითად და საბოლოოდ გადაწყვეტა და საქმის სხვა დამატებითი გარემოებების გამოკვლევა- შეჯერების გარეშე, სადავო ქონების ბედის არსებითად გადაწყვეტა; სასამართლოს მოსაზრებით, ამ გარემოებების დადგენა უნდა დაევალოს სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს"; კერძოდ: ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა შეისწავლოს სადავო ქონებაზე მოსარჩელის (აგრეთვე სხვა პირთა) საკუთრების უფლების არსებობა და საქმის წარმოებისას დაინტერესებულ პირთა მონაწილეობის უზრუნველყოფით იქნეს მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფოს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხვასა თუ მასზე უარის თქმის შესახებ; ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შესწავლილი და შესაბამისი შეფასება უნდა იქნეს მიცემული გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებაზე, დღეის მდგომარეობით კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში აღრიცხული ქონებისა და კ------------------------–-- კოოპერატივის სარგებლობაში მყოფ, სასამართლოს გადაწყვეტილებით აუქციონზე გასატანი ქონების იდენტურობაზე ამ საქმის განხილვაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანოების პოზიციაზე.
6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო მოთხოვნა:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით კ------------------------–-- კოოპერატივისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად და უკანონოდ მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. კასპში, კ-------ას ქ. N--ში მდებარე 1589 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა -ნაგებობით საკუთრების უფლებით ეკუთვნოდა კ------------------------–-- კოოპერატივს. ეს გარემოება იყო არსებითი, რაც შემდგომში სასამართლომ საფუძვლად დაუდო გასაჩივრებული აქტების ბათილად ცნობას.
სასამართლომ არსებითად იმსჯელა მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლების არსებობაზე, მაშინ, როდესაც აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა სასამართლოს უწყებრივად არ ექვემდებარებოდა. არ არსებობდა მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან მიმართებით. მოქმედი კანონმდებლობით, საკუთრების უფლება დგინდება საჯარო რეესტრის მონაცემებიდან. სასამართლომ ისე დაადგინა მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო უძრავ ქონებაზე, რომ არ არსებობდა კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ან რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.
6.2 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმის მასალებიდან ირკვევა და არ დასტურდება ისეთი გარემოება, რომელიც შექმნიდა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-60 პრიმა მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებს გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ - სამინისტრომ, საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს ამავე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 6 ივლისის მიმართვით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს" ეცნობა, რომ ქალაქ კასპში, ,,ი-----–-------------------–-------------------ს" ფილიალის განთავსების მიზნით, იგეგმება ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობა; კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1598 მ2 მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 3 შენობა-ნაგებობით, არ წარმოადგენს კასპის მუნიციპალიტეტის საკუთრებას და ,,სააგენტოს" ეთხოვა ამ უძრავი ქონების კასპის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემა. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის ბრძანებით მიმართული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსადმი კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე უძრავი ქონების - 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის, როგორც ყოფილი სასაწყობე მეურნეობის დამხმარე შენობების (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე რეგისტრაციის მოთხოვნით; ამ ბრძანების საფუძველზე, 2017 წლის 21 ივლისს სახელმწიფოს სახელზე №------------- საკადასტრო კოდით აღირიცხა მითითებული უძრავი ქონება. სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 24 ივლისის ბრძანებით, მითითებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა კასპის მუნიციპალიტეტს. (ტ.1 ს.ფ 17, 22, 42,54 )
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის N391 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ დებულების მესამე მუხლის „ქ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად სააგენტოს ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს კანონით დადგენილი წესით ქონების, მათ შორის, უმკვიდრო/მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე სახელმწიფოსათვის გადაცემული ქონების სახელმწიფო საკუთრებად მიღებასთან, აღრიცხვასთან ან/და რეგისტრაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2013 წლის 01 მაისის N-------, სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მომსახურების ცენტრების შექმნისა და ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ ბრძანების მეორე მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, ცენტრი თავისი ძირითადი ფუნქციების შესასრულებლად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში არსებული სახელმწიფო ქონების რეგისტრაციას, სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანას და დაყოფას/გაერთიანებას.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 113-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი მუნიციპალიტეტის მერიის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში პალატა განმარტავს, მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის მიმართვის საფუძველზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტო ვალდებული იყო კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვისა და ამის შემდგომ კასპის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემამდე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის საფუძველზე გამოეკვლია საკითხი იმგვარად, რომ არ მომხდარიყო კ------------------------–-- კოოპერატივის კონსტიტუციურად გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფა, რამდენადაც სახელმწიფოს ნეგატიურ ვალდებულებას წარმოადგენს თავი შეიკავოს ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან, რომელიც გამოიწვევს საკუთრების უფლებაში ჩარევას.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის ბრძანებით დადგინდა კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხული, 2005 წლის 19 მარტის ბრძანების საფუძველზე, 2005 წლის 27 აპრილს აღწერილი და დაყადაღებული 37 დასახელების უძრავ-მოძრავი ქონების, მათ შორის ადმინისტრაციული შენობის, ყოფილი წითელი კუთხის, მომხმარებელთა საზოგადოებრივი შენობის, ,,ნავესის", საყარაულო ჯიხურისა და სასურსათო საწყობის რეალიზაცია ღია აუქციონის წესით. ამავე ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნულია, რომ კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადება, თუნდაც ეს ქონება არ იყოს საჯარო რეესტრში მასზე რეგისტრირებული, მართებული და კანონშესაბამისია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადასტურებულია,რომ ეს ქონება ირიცხებოდა რა კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე, წარმოადგენდა მის საკუთრებას, და ამის გამოც მიექცა ღია აუქციონზე სარეალიზაციოდ, როგორც მოვალის კუთვნილი ქონება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს, კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება; ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე; უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებას არა აქვს იურიდიული ძალა და ბათილად უნდა გამოცხადდეს.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმის თაობაზე, რომ საკითხისადმი ადმინისტრაციული ორგანოების ამგვარი ორაზროვანი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედ კანონის საფუძველზე უფლებამოსილების განხორციელების პრინციპს; ისეთ პირობებში, როდესაც არსებობდა სასამართლოს გადაწყვეტილება კ------------------------–-- კოოპერატივის ბალანსზე რიცხული ქონების ღია აუქციონის წესით რეალიზაციის შესახებ, თვით სახელმწიფოს მიერ, ყოველგვარი კვლევისა და საქმის გარემოებების სათანადო შეფასების გარეშე მოხდა სადავო ქონების თავის სახელზე აღრიცხვა, სრულიად გაუგებარია ადმინისტრაციული ორგანოს სადავოდ გამხდარი აქტების გამოცემის მართლზომიერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო იზიარებს გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) სახელმწიფოს სახელზე აღრიცხვის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის №-------- ბრძანებისა და სახელმწიფოს სახელზე №------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული, კასპში, კ-------ას ქ. №---ში მდებარე 1598 მ2 არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და 3 შენობა-ნაგებობის (სულ 268,70 მ2) კასპის მუნიციპალიტეტისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 24 ივლისის №--------- ბრძანების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნობის თაობაზე.
აქვე, საკითხის თავიდან შესწავლისას ადმინისტრაციულმა ორგანომ მხედველობაში უნდა მიიღოს სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მხარეთა მიერ გაჟღერებული გარემოება იმის შესახებ, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი გადაწყვეტილებით ი-----–-------------------–-------------------ს ფილიალის განთავსება გადაწყდა არა მათ კუთვნილ ტერიტორიაზე, არამედ სრულიად სხვა ადგილას.
7.2 სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს ძირითადი მახასიათებელია ის, რომ დაინტერესებულ მხარეს ეძლევა, მოთხოვოს ადმინისტრაციული წარმოების შედეგად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების გადასინჯვა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს, გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
პალატა მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის 2017 წლის 7 ივლისის №-------- ბრძანება და სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" 2017 წლის 24 ივლისის №--------- ბრძანების ბათილად ცნობა ქმნის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2018 წლის 5 ივნისის №-------- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველს.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარეთა მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს, რისი გათვალისწინებითაც, სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
8. პროცესის ხარჯები:
8.1. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარები არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
3. აპელანტები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოსამართლეები:
შოთა გეწაძე -
ილონა თოდუა -
გიორგი გოგიაშვილი -