განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 02.11.2018
საქმის ნომერი
330310017002076308
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017002076308 (3ბ/42-18)

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

13 სექტემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე - მერაბ ლომიძე

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

მირანდა ერემაძე

 

სხდომის მდივანი - ხვთისო აზარაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი

წარმომადგენელი - ც-------------–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა-----------–--ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 02 აგვისტოს M---------------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ; მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს დაევალა გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-----------–--ის დიპლომის S------------ ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 1 ივლისს ა-----------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და კერძო სამართლის იურიდიული პირის - თ---–--------–---–-------------------------------ის მიერ 2008 წლის 25 აგვისტოს მასზე გაცემული თ----------- უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. აღნიშნული დიპლომის თანახმად, თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს, დაბადებულს 1----–-–-----------------, მიენიჭა ბიზნესის მართვის (საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის) დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.

 

2.2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 6 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ა-----------–--ის 2015 წლის 1 ივლისის განცხადებაზე საქმისწარმოების ვადა გაიზარდა 3 თვემდე. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 29 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს უარი ეთქვა თ---–--------–---–-------------------------------ის მიერ 2008 წლის 25 აგვისტოს მასზე გაცემული თ----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შპს თ---–--------–---–-------------------------------ის საარქივო დოკუმენტების მფლობელი სუბიექტებისაგან მოთხოვნილ იქნა ა-----------–--ის კუთვნილი დიპლომირებული სპეციალისტის თ----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის აუცილებელი საარქივო დოკუმენტაცია (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ფაკულტეტის მითითებით) ა-----------–--ის ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულებისა და დიპლომში მითითებული კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი ჩარიცხვის წინაპირობის (სრული ზოგადი განათლების ატესტატი) არსებობის, დიპლომის გაცემის რეგისტრაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები), თუმცა ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში, შპს თ---–--------–---–-------------------------------ის საარქივო დოკუმენტების მფლობელი სუბიექტებისგან მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი. ამასთან, ცენტრში წარდგენილ დიპლომზე დასმულ ბეჭედში გამოყენებული იყო საქართველოს სახელმწიფო გერბი. ,,საქართველოს სახელმწიფო გერის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–10 მუხლის მე–11 პუნქტის თანახმად კი, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ეკრძალებოდათ სახელმწიფო გერბის გამოყენება შენობების ფასადებზე, ბეჭდებზე, შტამპებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე. დიპლომის ფორმა ასევე არ შეესაბამებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის N281 ბრძანებით დამტკიცებულ დიპლომის ფორმას, კერძოდ, დიპლომში არ იყო მითითებული დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შესაბამისად, ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტი. აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხვნებთან შესაბამისობა. ამდენად, ა-----------–--ეს განემარტა, რომ წარდგენილი დიპლომი ექვემდებარებოდა გამოცვლას, რასაც დაინტერესებული პირის მოთხოვნით უზრუნველყოფდა შპს ,,–-------------–---------------–------------–---–------------------ი“, ამასთან, განმცხადებელს მიეთითა, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება შესაძლებელი გახდებოდა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტისა და სრულყოფილი, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არსებული საარქივო მასალის ცენტრში წარდგენის შემთხვევაში.

 

2.3. 2015 წლის 25 დეკემბერს შპს ,,–-------------–---------------–------------–---–------------------ის“ მიერ ა-----------–--ეზე გაცემულ იქნა უმაღლესი განათლების დიპლომი S------------ მასზედ, რომ თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის N2 გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს, რომელმაც დაასრულა ეკონომიკის ფაკულტეტის ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით.

 

2.4. 2015 წლის 28 დეკემბერს ა-----------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს ,,–-------------–---------------–------------–---–------------------ის“ მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს ა-----------–--ეზე გაცემული S------------ უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა, ხოლო 2015 წლის 31 დეკემბერს ა-----------–--ემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა დამატებით მოძიებული დოკუმენტები.

 

2.5. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 24 თებერვალს M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს უარი ეთქვა უმაღლესი განათლების S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილ იქნა ა-----------–--ის კუთვნილი უმაღლესი განათლების S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის აუცილებელი საარქივო დოკუმენტაცია, კერძოდ: ა-----------–--ისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანების, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, სტუდენტის სასწავლო ბარათის, ჩარიცხვის წინაპირობის და დიპლომის გაცემის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები, ამავე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილ იქნა შპს ,,წ-------------–---------------–-----------–---–------------------ის (თ---–--------–---–-------------------------------ი) მიერ ა-----------–--ის სახელზე გაცემული N--- და 4-- ცნობები, თუმცა არ იქნა წარდგენილი ა-----------–--ის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების დამოწმებული ასლი. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულ იქნა, რომ უმაღლესი განათლების S------------ დიპლომში დაფიქსირებული იყო, რომ თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის N2 გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით, თუმცა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭება სასწავლებლებს უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის განმარტებით, ზემოხსენებული საგანამანათლებლო დაწესებულების მიერ 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება არ შეესაბამებოდა კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულ იქნა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89–ე მუხლის მე–82 პუნქტის თანახმად, 2004–2005, 2005–2006 და 2006–2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო მაგისტრის დიპლომთან, 4–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო ბაკალავრის დიპლომთან. შესაბამისად, შეუძლებელი იყო 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის მინიჭებული, ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის განათლების კონკრეტული საფეხურის დიპლომთან შესაბამისობის დადგენა.

 

2.6. 2016 წლის 25 თებერვალს ა-----------–--ემ განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისთვის წარადგინა დამატებითი დოკუმენტები, კერძოდ, ა-----------–--ის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების ასლი.

 

2.7. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 19 აპრილის M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს განემარტა, რომ მის მიერ 2016 წლის 25 თებერვლის განცხადებით წარდგენილი დოკუმენტი - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების ასლი არ ცვლიდა ფაქტობრივ მდგომარეობას დიპლომის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ძალაში იქნა დატოვებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 24 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილება S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

2.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №3-------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 19 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

2.9. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 02 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------–--ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, უმაღლესი განათლების S------------ დიპლომში დაფიქსირებული იყო, რომ თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის N2 გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით, თუმცა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87–ე მუხლის მე–7 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭება სასწავლებლებს უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის განმარტებით, ზემოხსენებული საგანამანათლებლო დაწესებულების მიერ 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება არ შეესაბამებოდა კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულ იქნა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89–ე მუხლის მე–82 პუნქტის თანახმად, 2004–2005, 2005–2006 და 2006–2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო მაგისტრის დიპლომთან, 4–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო ბაკალავრის დიპლომთან. შესაბამისად, შეუძლებელი იყო 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის მინიჭებული, ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის განათლების კონკრეტული საფეხურის დიპლომთან შესაბამისობის დადგენა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.10. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ’’ პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე სადავოდ ხდის სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის 2017 წლის 02 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილებას, რომლითაც ა-----------–--ეს უარი ეთქვა უმაღლესი განათლების S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. სასამართლომ ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან.

 

2.11. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 25–ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების – დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი – დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

2.12. განსახილველ შემთხვევაში საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს შპს ,,–-------------–---------------–------------–---–------------------ის“ მიერ ა-----------–--ეზე გაცემულ იქნა უმაღლესი განათლების დიპლომი S------------ მასზედ, რომ თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის №- გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს, რომელმაც დაასრულა ეკონომიკის ფაკულტეტის ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 28 დეკემბერს ა-----------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს ,,–-------------–---------------–------------–---–------------------ის“ მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს ა-----------–--ეზე გაცემული S------------ უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა, ხოლო 2015 წლის 31 დეკემბერს ა-----------–--ემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა დამატებით მოძიებული დოკუმენტები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა-----------–--ემ 2008 წელს ნამდვილად დაამთავრა თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტი და 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს, რომელმაც დაასრულა ეკონომიკის ფაკულტეტის ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №3-------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 19 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 02 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------–--ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, უმაღლესი განათლების S------------ დიპლომში დაფიქსირებული იყო, რომ თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის N2 გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით, თუმცა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87–ე მუხლის მე–7 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭება სასწავლებლებს უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007–2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის განმარტებით, ზემოხსენებული საგანამანათლებლო დაწესებულების მიერ 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება არ შეესაბამებოდა კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულ იქნა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89–ე მუხლის მე–82 პუნქტის თანახმად, 2004–2005, 2005–2006 და 2006–2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო მაგისტრის დიპლომთან, 4–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო ბაკალავრის დიპლომთან. შესაბამისად, შეუძლებელი იყო 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის მინიჭებული, ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის განათლების კონკრეტული საფეხურის დიპლომთან შესაბამისობის დადგენა. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ა-----------–--ისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭება სასწავლებლებს უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007–2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის განმარტებით, ზემოხსენებული საგანამანათლებლო დაწესებულების მიერ 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება არ შეესაბამებოდა კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სადავო გადაწყვეტილების მიხედვით, ა-----------–--ის მიერ მიღებული განათლება აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, თუმცა მისთვის 2008 წელს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება (კვალიფიკაცია) კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამოა.

 

2.13. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტით განისაზღვრა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა, თუმცა იმავე კანონის 89-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირებზე ვრცელდება 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი. იმავე მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად კი, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის სამართლებრივი შედეგები არ ვრცელდება ამ დაწესებულებაში ავტორიზაციის გავლამდე ჩარიცხულ პირებზე. მათზე ვრცელდება ავტორიზაციის გავლამდე მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების პირობები და საფასური დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, მითითებული ნორმის 23-ე პუნქტი ადგენს, რომ 2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ვალდებული იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირისათვის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისათვის წარედგინა ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით). იმავე ნორმის 231 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირი უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი ჰქონდა ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია. ამასთან, საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტით ასევე განისაზღვრა, რომ ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები მიიღებენ უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს. მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების წესს, მათ შორის, დამატებით საგანმანათლებლო მოდულებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტი. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ვერ გავრცელდება მოსარჩელის მიმართ, თუმცა სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არის შეუძლებელი აღნიშნული ნორმების გავრცელება მოსარჩელე ა-----------–--ის მიმართ, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული განათლება აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება მოხდა საგანმანათლებლო საქმიანობის უფლების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან და მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი შესწორება შეეტანა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში.

 

2.14. საქალაქო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, ვინაიდან კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

2.15. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად ასევე უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ა-----------–--ეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული იურიდიული საქმიანობის უფლება. ს.ზ.ა.კ-ის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მათი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც, სასამართლოს რწმენით, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. საქალაქო სასამართლოს მოსაზრებით, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს კანონიერი ნდობა არ გააჩნდა დიპლომის მიმართ. ასევე, საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. სახეზე არ არის აგრეთვე სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. აღსანიშნავია, რომ ძირითადად სწორედ ამგვარადაა განმარტებული კანონიერი ნდობის პრინციპი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც (საქმე ბს-1153-1142(კ-11). აქვე, საქალაქო სასამართლომ mutatis mutandis მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივესრიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

 

2.16. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა-----------–--ის სარჩელი საფუძვლიანია, განსახილველ შემთხვევაში ადგილი აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. ამდენად, ბათილად უნდა იქნას ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 02 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება და უნდა დაევალოს მოპასუხე - სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ა-----------–--ის სახელზე გაცემული S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შპს თ---–--------–---–-------------------------------ის 2003 წლის 1 სექტემბრის N3- ბრძანების საფუძველზე, ა-----------–--ე ჩარიცხულ იქნა აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პირველ კურსზე. ასევე, თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის N2 გადაწყვეტილებით, ა-----------–--ეს მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისათვის ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება არ შეესაბამება კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 82-ე პუნქტის თანახმად, 2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს, არანაკლებ ხუთ წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი, გათანაბრებული იყო მაგისტრატის დიპლომთან, 4 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი კი გათანაბრებული იყო ბაკალავრის დიპლომთან. შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, შეუძლებელია 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის მინიჭებული, ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის განათლების კონკრეტული საფეხურის დიპლომთან შესაბამისობის დადგენა. მიუხედავად აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა, სასამართლომ უგულებელყო ის ფაქტობრივ-სამართებრივი მოცემულობა, რომ შეუძლებელია 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის მინიჭებული, ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის განათლების კონკრეტული საფეხურის დიპლომთან შესაბამისობის დადგენა ცენტრის მიერ (მითუმეტეს იმ მოცემულობით, რომ შპს „წ-------------–---------------–------------–---–------------------ი“ არ არის არც საქმინობაშეწყვეტილი და არც ლიკვიდირებულად გამოცხადებული). აპელანტის მოსაზრებით, სწორედ ზემოაღნიშნული გარემოება გამორიცხავს ა-----------–--ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურების შესახებ მისთვის სასარგებლო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, რადგან სახეზე არ არის „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი შინაარსი.

სასამართლოს ამგვარი გადაწყვეტილება წარმოადგენს როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას.

 

3.2. აპელანტი მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლი, რომელიც აქტის ბათილად ცნობის პირობებს განსაზღვრას. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ცენტრმა დაიცვა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ფორმალური და მატერიალური კანონიერება. შესაბამისად, ცენტრმა გადაწყვეტილებები მიიღო კანონმდებლობის, მათ შორის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვით „სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხივლის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ“. აღნიშნული საერთაშორისო აქტებით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვის უფლების განხორციელება უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას, მიმართოს სასამართლოს, არამედ, სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის გასაჩივრების უფლების განოხრიცელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. იგივე უფლებები გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით, რომელიც თავისი შინაარსით გულისხმობს არა მხოლოდ უფლების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვის გარანტიას, არამედ სამართლიანი, გამჭვირვალე სასამართლოს უფლებას, სადაც სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს მხარეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტებისა და მტკიცებულებების ამომწურავად შეფასებას. აპელანტი მიიჩნევს, რომ ცენტრის მიერ, ა-----------–--ის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოიცა ადმინისტრაციული წარმოების საფუძველზე, ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ ნომრებთან. ცენტრმა თავის გადაწყვეტილებაში მოახდინა იმ ფაქტების კონსტატაცია, რომელიც დასტურდებოდა სხვადასხვა სახის მტკიცებულებებით და ამ ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად მივიდა კონკრეტულ სამართლებრივ შედეგამდე, რაც გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან.

 

3.3. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო მოცემულ შემთხვევაში, არასწორად განმარტავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ რიგ დებულებებს და ამასთან, უსაფუძვლოა სასამართლო მსჯელობა ცენტრის მიერ მათ დარღვევასთან დაკავშირებითაც. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა მოქმედი საკანონმებლო რეგულაცია და განხორციელდა ქვეყანაში დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების სპეციალური მარეგულირებელი აქტის - წესის არსისა და მიზნის საწინააღმდეგო განმარტება. ზემოაღნიშნული წესი განმარტავს, თუ რას ნიშნავს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება, კერძოდ, წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/ პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალისიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის საფუძველი არ შეიძლება გახდეს გარემოება, რომლის დროსაც ცენტრი მოკლებულია შესაძლებლობას, დაადგინოს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის დიპლომთან გათანაბრების საკითხი. ხსენებული მუხლის მე-6 პუნქტის თანამხად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისათვის ცენტრი იყენებს საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემებს, აგრეთვე ცენტრი უფლებამოსილია, შესაბამისი მონაცემების შეტანაზე უფლებამოსილ საგანმანათლებლო დაწესებულებას მოსთხოვოს აუცილებელი ინფორმაციის რეესტრში შეტანა. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება კი წარმოადგენს, როგორც მოცემულ საქმეზე არასწორი სამართლებრივი შედეგის დადგომის, ასევე საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ არასწორი ინტერპრეტაციის - რეგულაციის არსთან და მიზანთან შეუსაბამო სამართლებრივი დასკვნის დემონსტრირებას. ამ წესის მოქმედების პირობებში კი, ადმინისტრაციული ორგანო მოკლებულია საქმეზე სხვაგვარი რეაგირების შესაძლებლობას, ისევე როგორც სასამართლოა ვალდებული მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება და დაასაბუთოს იგი მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციების გათვალისწინებით.

 

3.4. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლო არასწორად განმარტავს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, რადგანაც აღნიშნული კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭება, სასწავლებლებს უნდა უზრუნველყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის განმარტებით, ზემოხსენებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება არ შეესაბამება კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისთვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, ცენტრის გადაწყვეტილებაში ასევე მითითებული იქნა, რომ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 82-ე პუნქტის თანახმად, 2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს, არანაკლებ 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო მაგისტრის დიპლომთან, 4 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი კი გათანაბრებული იყო ბაკალავრის დიპლომთან. შესაბამისად, შეუძლებელია 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის მინიჭებული, ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის განათლების კონკრეტული საფეხურის დიპლომთან შესაბამისობის დადგენა. კერძოდ, სასამართლო უთითებს „მართალია, უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტით განისაზღვრა, რომ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზნრუნველყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა, თუმცა გასათვალისწინებელია ამავე კანონის 89-ე მუხლის 21-ე პუნქტი, რომლის თანახმად 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირებზე ვრცელდება 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი სამართებირვი რეჟიმი. ამავე მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად კი, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის სამართებივი შედეგები არ ვრცელდება ამ დაწესებულებაში ავტორიზაციის გავლამდე ჩარიცხულ პირებზე. მათზე ვრცელდება ავტორიზაციის გავლამდე მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. ლიცენზირებულ უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ახორციელებს ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. აპელანტი ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზემოაღნიშნულზე მსჯელობისას სასამართლო უგულებელყოფს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 88-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტით დადგენილ, მოქმედ იმპერატიულ ნორმატიულ შინაარსაც ლიცენზირებული ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ, 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. მსგავსი მიდგომით კი სასამართლო არ მსჯელობს და არ აფასებს საკითხს საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებისათვის წესით გათვალისწინებული კუმულატიურ ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობების არსებობაზე. აპელანტის მითითებით, სასამართლოს ზემოაღნიშნული მსჯელობის შემდგომი განვითარება ასევე აცდენილია ცენტრის მიერ ა-----------–--ის მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებასთან. რადგანაც, სასამართლო განმარტავს ზემოაღნიშნული ნორმის 23-ე პუნქტს, რომელიც ადგენს, რომ „2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყაველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა, ვალდებული იყო ცენტრისათვის წარედგინა ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია. ამავე ნორმის 231-ე პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალსიწინებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირი უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც ცენტრში წარდგენილი ჰქონდა ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია. ამდენად, ზემოხსენებული საკანონმდებლო ნორმები ვერ გავრცელდება ა-----------–--ისთვის 2008 წელს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭების ფაქტის მიმართ, ამ ნომრებით რეგულირებული საკითხის განსხვავების გამო“. აპელანტი ყურადღებას ამახვილების სასამართლოს მითითებაზე, რომ, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტით მინიჭებული კვალიფიკაცია ან გავლილი სწავლის პერიოდი არ არის აღიარებული სახელმწიფოს მიერ, ცენტრი ვალდებულია ნამდვილობის შესახებ გადაწყვეტილებაში მიუთითოს აღნიშნულის თაობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგანაც ცენტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში მკაფიოდაა განმარტებული, რომ ა-----------–--ის მიერ მიღებული განათლება აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, თუმცა მისთვის 2008 წელს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება (კვალიფიკაცია) კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობაშია. ამდენად, აპელანტის მითითებით, სასამართლომ თავისი 2017 წლის 16 ნომერბის 3/6082-17 გადაწყვეტილებით უგულებელყო შემდეგი ფაქტობრივ-სამართლებრივი მოცემულობა: „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება არ შეესაბამება კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. აგრეთვე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის 82-ე პუნქტის თანახმად, 2004-2005, 2005-2006 და 2006-2007 სასწავლო წლების დასასრულს, არანაკლებ 5 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი, გათანაბრებული იყო მაგისტრის დიპლომთან, 4 წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი კი გათანაბრებული იყო ბაკალავრის დიპლომთან. შესაბამისად, შეუძლებელია 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის მინიჭებული, ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის განათლების კონკრეტული საფეხურის დიპლომთან შესაბამისობის დადგენა ცენტრის მიერ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების მიღების არგუმენტაცია აცდენილია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 1 ოქტომბრის N98/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესის“ იმ ნორმათა შინაარსსა და მიზანს, რომლებითაც რეგულირებულია საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების პროცედურა და ამ უკანასკნელისათვის აუცილებელი ფაქტობრივ-სამართებივი წინაპირობები. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება სადავო პერიოდში დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილებისა და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

 

3.5. აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლო არასწორად განმარტავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პრიმა მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გარანტირებულ კანონიერი ნდობის პრინციპის არსს და მისი მნიშვნელობას. საგულისხმოა, რომ ცენტრმა იმსჯელა უმაღლესი განათლების S------------ დიპლომის მიმართ ა-----------–--ის კანონიერი ნდობის არსებობის საკითხის თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 პირველი პრიმა მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინსიტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათლად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. აპელანტის მითითებით, გასათვალისწინებელია ის გარემობა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ვრცელდება სწორედ იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო (ცენტრი) ბათილად ცნობს თავის მიერ გამოცემულ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამიტომ იმისათვის, რომ აღნიშნული ნორმა ცენტრმა გამოიყენოს გადაწყვეტილების მიღებისას, ცენტრის მიერ უნდა იყოს განხორციელებული ისეთი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის ბათილად ცნობა, რომლითაც ა-----------–--ემ მიიღო რაიმე უფლება ან სარგებელი. საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ აქტი არ წარმოადგენს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას. აღნიშნული ნორმის გამოყენების საფუძველი იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ბათილად ცნობდა ა-----------–--ის მიმართ ადრე გამოცემულ აქტს, რომლითაც იგი აღჭურვა გარკვეული უფლებით ან რომლითაც მან მიიღო სარგებელი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის დაცვითი ფუნქცია. აპელანტის მოსაზრებით, დაინტერესებულ მხარის კანონიერ ნდობა ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის მიმართ ვერ იარსებებს იმ შემთხვევაში, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს. კანონიერი ნდობის მარეგულირებელი ნორმის გამოყენების საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოსა და საზოგადოების უფლებებისა და ინტერესების დარღვევაზე მეტყველებს ინსტიტუციური აკრედიტაციის გარეშე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ფაქტი, როდესაც საქმიანობის აღნიშნული რეგულირებიდან გამომდინარე, კონკრეტული, ინსტიტუციური აკრედიტაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობისადმი სახელმწიფოსა და საზოგადოებას გააჩნდა მომეტებული ინტერესი, ვინაიდან ინსტიტუციური აკრედიტაციის გავლის გარეშე განხორციელებული საგანმანათლებლო მომსახურების შედეგად გაცემულ უმაღლესი განათლების დიპლომს არ ცნობდა სახელმწიფო და მსგავს დიპლომს სახელმწიფო არ უკავშირებდა იმ სამართლებრივ შედეგებს, რომელიც გამომდინარეობდა სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებიდან - დიპლომებიდან. აპელანტის მითითებით, კანონიერი ნდობა წარმოადგენს მატერიალურ-სამართლებრივ ინსტიტუტს. იგი ადმინისტრაციული ორგანოსათვის განკუთვნილი ინსტრუმენტია. ცხადია, ეს გულისხმობს, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული ორგანოა უფლებამოსილი თავისი მმართველობითი ღონისძიების განხორციელების დროს, უზრუნველყოს კანონიერი ნდობისა და კანონიერების პრინციპების შეპირისპირება და მისი უფლებამოსილების ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, აპელანტის განმარტებით, გაუმართლებელია სასამართლოს მხრიდან კანონიერი ნდობის ინსტიტუტის გამოყენება პროცესუალური ინსტიტუტის სახით, ცენტრის დისკრეციაში უხეში ჩარევის ფორმით. მსგავსი ჩარევა იწვევს საკითხის გადაწყვეტას ისე, რომ კანონიერი ნდობის ინსტიტუტი სრულიად კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომას იწვევს. კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენება კი არ უნდა უქმნიდეს საფრთხეს განათლების სისტემის სამართლებრივ ფუნქციონირებას. სასამართლომ გადაწყვეტილებაში ისე იმსჯელა კანონიერი ნდობის პრინციპის გამოყენებაზე, რომ არ მოუხდენია მისი შეპირისპირება კანონიერების პრინციპთან. შესაბამისად გუაგებარია, თუ რაზე დაყრდნობთ დაადგინა სასამართლომ კანონიერი ნდობის პრიმატი კანონიერების პრინციპთან მიმართებით. აპელანტის მითითებით, მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა საგანმანათლებლო დოკუმენტის ნადვილობის დადასტურების წესისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. ცენტრის მიერ გადაწყვეტილების მიღების საფუძველს წარმოადგენდა „წესის“ ნორმები, რომელიც საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების პროცედურასა და წესს არეგულირებენ. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებისას ცენტრმა შეამოწმა, სახეზე იყო თუ არა შესაბამისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები ა-----------–--ის კუთვნილი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ცენტრმა იმოქმედა მმართველობის კანონიერების პრინციპის შესაბამისად. აპელანტის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლო უპირობოდ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე, ემხრობა კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქციის გამოყენებას, რაც ყველა შემთხვევაში ვერ იქნება გამართლებული. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება აზრს უკარგავს სამართალწარმოებას და ადმინისტრაციულ ორგანოს აიძულებს მიიღოს აშკარად კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება, რითაც უგულებელყოფს კანონიერების პრინციპს. საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ასეთი განმარტება საფრთხეს უქმნის თავად სასამართლო წარმოების მიზანს, მიღებულ იქნას კანონთან შესაბამისი, სწორი და ობიექტური გადაწყვეტილება. შეუიარაღებელი თვალით იდენტიფიცირებადი, საკანონმდებლო რეგულაციებისაგან ამდენად განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების სურვილის შემთხვევაში, რაც შესაძლოა გამომდინარეობდეს სასამართლოს შინაგანი რწმენიდან (თუმცა კი, შინაგანი რწმენის ამოსავალსაც კანონი წარმოადგენს), უდავოა, რომ გადაწყვეტილება მოითხოვს მეტ დასაბუთებას და არგუმენტაციას.

 

3.6. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონტიტუციის მე-14 მუხლით დადგენილი შინაარსი. საგულისხმოა, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლით განმტკიცებული ყველა ადამიანის კანონის წინაშე თანასწორეობის პრინციპიდან გამომდინარე, აკრედიტაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის პირობებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭება და დიპლომის გაცემა არღვევს სხვა პირთა (ანალოგიური სპეციალობის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული ის პირები, რომლებმაც სწავლა დაასრულეს იმავე ან ანალოგიურ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საგანმანათლებლო პროგრამის აღიარების რეჟიმში და მოიპოვეს სახელმწიფოს მხრიდან აღიარებულ უმაღლესი განათლების დიპლომის მიღების უფლება) უფლებებს, რა დროსაც ვერ ხორციელდება ყველასათვის თანაბარი უფლების რეალიზაცია. არათანასწორი მოპყრობის პირობებში ადგილი აქვს მნიშვნელოვნად თანასწორისადმი თვითნებურად უთანასწოროდ ან მნიშვნელოვნად უთანასწოროსადმი თვითნებურად თანასწორად მოპყრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, თანასწორობის პრინციპის დარღვევად ჩაითვლება სახელმწიფოს მხრიდან კანონის ნორმის ადრესატთა ერთი ჯგუფისადმი ადრესატთა მეორე ჯგუფთან შედარებით განსხვავებულად მოპყრობა იმის მიუხედავად, რომ გამართლებული იქნეს უთანასწორო მოპყრობა. ზემოხსენებული სამართლებრივი აქტების საფუძველზე, არ დგინდება კანონის ნორმის ადრესატთა დიფერენცირების (არათანასწორი მოპყრობის) ლეგიტიმური საჯარო მიზანი, დიფერენცირების გამოსადეგი კრიტერიუმის დიფერენცირების ინტენსივობისა და სიძლიერის აუცილებლობის და თავად დიფერენცირების შესაბამისობის (ზომიერების) არსებობა. ამდენად, ცენტრმა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტის გამოცემისას დაიცვა ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის ისე, რომ არ დარღვეულა ეს ბალანსი გაუმართლებლად ან დაუსაბუთებლად კერძო ინტერესის საზიანოდ და საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. ცენტრმა იმსჯელა ბალანსის საჯარო ინტერესის სასარგებლოდ დარღვევის მიზანშეწონილობაზე და მიიღო შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება. აპელანტის მითითებით, სასამართლოს მიერ ასევე არასწორად იქნა გამარტებული და გამოყენებული ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი, რომლის შესაბამისადაც „არავის შეიძლება ეთქვას უარი განათლების მიღებაზე სახელმწიფოს ნებისმიერი ფუნქციების შესრულების დროს, რომელსაც იგი თავის თავზე განათლებისა და სწავლების დარგში(...)“. ცენტრის მიერ შესაბამისი ადმინსიტრაციული წარმოების საფუძველზე ეროვნული და საერთაშორისო აქტების გათვალისწინებით გამოიცა ადმინისტრაციულ-სამართებივი აქტი, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ზემოაღნიშნულ ნორმებთან.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

 

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 1 ივლისს ა-----------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და კერძო სამართლის იურიდიული პირის - თ---–--------–---–-------------------------------ის მიერ 2008 წლის 25 აგვისტოს მასზე გაცემული თ----------- უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა. აღნიშნული დიპლომის თანახმად, თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს, დაბადებულს 1----–-–-----------------, მიენიჭა ბიზნესის მართვის (საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის) დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი.

 

4.3. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 6 ივლისის M---------------- გადაწყვეტილებით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ა-----------–--ის 2015 წლის 1 ივლისის განცხადებაზე საქმისწარმოების ვადა გაიზარდა 3 თვემდე. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2015 წლის 29 სექტემბრის M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს უარი ეთქვა თ---–--------–---–-------------------------------ის მიერ 2008 წლის 25 აგვისტოს მასზე გაცემული თ----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე იმ საფუძვლით, რომ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, შპს თ---–--------–---–-------------------------------ის საარქივო დოკუმენტების მფლობელი სუბიექტებისაგან მოთხოვნილ იქნა ა-----------–--ის კუთვნილი დიპლომირებული სპეციალისტის თ----------- დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის აუცილებელი საარქივო დოკუმენტაცია (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ფაკულტეტის მითითებით) ა-----------–--ის ჩარიცხვის, კურსიდან კურსზე გადაყვანის, სწავლის დასრულებისა და დიპლომში მითითებული კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების, საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისი ჩარიცხვის წინაპირობის (სრული ზოგადი განათლების ატესტატი) არსებობის, დიპლომის გაცემის რეგისტრაციისა და საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლები), თუმცა ცენტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში, შპს თ---–--------–---–-------------------------------ის საარქივო დოკუმენტების მფლობელი სუბიექტებისგან მოთხოვნილი დოკუმენტაცია არ იქნა წარდგენილი. ამასთან, ცენტრში წარდგენილ დიპლომზე დასმულ ბეჭედში გამოყენებული იყო საქართველოს სახელმწიფო გერბი. ,,საქართველოს სახელმწიფო გერის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე–10 მუხლის მე–11 პუნქტის თანახმად კი, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ეკრძალებოდათ სახელმწიფო გერბის გამოყენება შენობების ფასადებზე, ბეჭდებზე, შტამპებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე. დიპლომის ფორმა ასევე არ შეესაბამებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 8 ივნისის N281 ბრძანებით დამტკიცებულ დიპლომის ფორმას, კერძოდ, დიპლომში არ იყო მითითებული დიპლომის გამცემი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, შესაბამისად, ვერ იქნა დადგენილი საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტი. აგრეთვე საგანმანათლებლო პროგრამის სრულად გავლისა და კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის მოთხვნებთან შესაბამისობა. ამდენად, ა-----------–--ეს განემარტა, რომ წარდგენილი დიპლომი ექვემდებარებოდა გამოცვლას, რასაც დაინტერესებული პირის მოთხოვნით უზრუნველყოფდა შპს ,,–-------------–---------------–------------–---–------------------ი“, ამასთან, განმცხადებელს მიეთითა, რომ საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება შესაძლებელი გახდებოდა კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისი საგანმანათლებლო დოკუმენტისა და სრულყოფილი, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არსებული საარქივო მასალის ცენტრში წარდგენის შემთხვევაში.

 

4.4. 2015 წლის 25 დეკემბერს შპს ,,–-------------–---------------–------------–---–------------------ის“ მიერ ა-----------–--ეზე გაცემულ იქნა უმაღლესი განათლების დიპლომი S------------ მასზედ, რომ თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის N2 გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს, რომელმაც დაასრულა ეკონომიკის ფაკულტეტის ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით.

 

4.5. 2015 წლის 28 დეკემბერს ა-----------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს ,,–-------------–---------------–------------–---–------------------ის“ მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს ა-----------–--ეზე გაცემული S------------ უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა, ხოლო 2015 წლის 31 დეკემბერს ა-----------–--ემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა დამატებით მოძიებული დოკუმენტები.

 

4.6. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 24 თებერვალს M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს უარი ეთქვა უმაღლესი განათლების S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ადმინისტრაციული წარმოების პროცესში წარდგენილ იქნა ა-----------–--ის კუთვნილი უმაღლესი განათლების S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისათვის აუცილებელი საარქივო დოკუმენტაცია, კერძოდ: ა-----------–--ისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ბრძანების, კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების, სტუდენტის სასწავლო ბარათის, ჩარიცხვის წინაპირობის და დიპლომის გაცემის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები, ამავე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში წარდგენილ იქნა შპს ,,წ-------------–---------------–-----------–---–------------------ის (თ---–--------–---–-------------------------------ი) მიერ ა-----------–--ის სახელზე გაცემული N--- და 4-- ცნობები, თუმცა არ იქნა წარდგენილი ა-----------–--ის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების დამოწმებული ასლი. გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულ იქნა, რომ უმაღლესი განათლების S------------ დიპლომში დაფიქსირებული იყო, რომ თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის N2 გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით, თუმცა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭება სასწავლებლებს უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის განმარტებით, ზემოხსენებული საგანამანათლებლო დაწესებულების მიერ 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება არ შეესაბამებოდა კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულ იქნა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89–ე მუხლის მე–82 პუნქტის თანახმად, 2004–2005, 2005–2006 და 2006–2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო მაგისტრის დიპლომთან, 4–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო ბაკალავრის დიპლომთან. შესაბამისად, შეუძლებელი იყო 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის მინიჭებული, ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის განათლების კონკრეტული საფეხურის დიპლომთან შესაბამისობის დადგენა.

 

4.7. 2016 წლის 25 თებერვალს ა-----------–--ემ განცხადებით კვლავ მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, რომლითაც S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებისთვის წარადგინა დამატებითი დოკუმენტები, კერძოდ, ა-----------–--ის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების ასლი.

 

4.8. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 19 აპრილის M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს განემარტა, რომ მის მიერ 2016 წლის 25 თებერვლის განცხადებით წარდგენილი დოკუმენტი - უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ ბრძანების ასლი არ ცვლიდა ფაქტობრივ მდგომარეობას დიპლომის ნამდვილობის დადასტურებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ძალაში იქნა დატოვებული სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 24 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილება S------------ დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №3-------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 19 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.

 

4.10. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 02 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------–--ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, უმაღლესი განათლების S------------ დიპლომში დაფიქსირებული იყო, რომ თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის N2 გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით, თუმცა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87–ე მუხლის მე–7 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭება სასწავლებლებს უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის განმარტებით, ზემოხსენებული საგანამანათლებლო დაწესებულების მიერ 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება არ შეესაბამებოდა კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულ იქნა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89–ე მუხლის მე–82 პუნქტის თანახმად, 2004–2005, 2005–2006 და 2006–2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო მაგისტრის დიპლომთან, 4–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო ბაკალავრის დიპლომთან. შესაბამისად, შეუძლებელი იყო 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის მინიჭებული, ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის განათლების კონკრეტული საფეხურის დიპლომთან შესაბამისობის დადგენა.

 

სამართლებრივი დასაბუთება

 

4.11. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს ეწინააღმდეგებოდა, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდა მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

 

4.15. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ,,განათლების ხარისხის განვითარების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმების სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა. ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით იქმნება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი), ხოლო მე-5 მუხლით განსაზღვრულია ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. ზემოხსენებული საკანონმდებლო აქტის 25–ე მუხლის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას ცენტრი ადგენს პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გავლის, აგრეთვე მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან მათ შესაბამისობას. მითითებული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებით სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამტკიცებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესსა და საფასურებს. აღნიშნულის საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ 2010 წლის 1 ოქტომბრის №98/ნ ბრძანებით დამტკიცებულ იქნა ,,საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი”, რომლის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების (გარდა ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმებისა), უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების, ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებისა და ლტოლვილებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირების - დევნილების, ასევე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლო საქმიანობაშეწყვეტილ დაწესებულებაში განათლებამიღებული იმ პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ თავიანთი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას, განათლების აღიარების (შემდგომში – განათლების აღიარება) პირობებსა და პროცედურას. ზემოხსენებული კანონქვემდებარე აქტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების ობიექტია უმაღლესი და პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი - დიპლომი და ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი (ზოგადი განათლების ატესტატი). ამავე ნორმის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით ცენტრში წარმოდგენილ განაცხადს უნდა ერთვოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურების მიზნით, პირის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლისა და პირისათვის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე სათანადო დოკუმენტის გაცემის ფაქტს ადასტურებს პირის სახელზე გაცემული ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის დროს ცენტრი ამოწმებს საგანმანათლებლო დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილებას, სწავლის პერიოდისა და საგანმანათლებლო დოკუმენტის სახელმწიფო აღიარებას და ამ დოკუმენტში ასახული კვალიფიკაციის შესაბამისობას საქართველოში არსებულ კვალიფიკაციებთან. ნამდვილობის დადასტურების დროს ცენტრი ადგენს პირისათვის მინიჭებულ კვალიფიკაციას/პირის მიერ მიღებული განათლების კონკრეტულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების საკითხს.

 

4.16. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს შპს ,,–-------------–---------------–------------–---–------------------ის“ მიერ ა-----------–--ეზე გაცემულ იქნა უმაღლესი განათლების დიპლომი S------------ მასზედ, რომ თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის №- გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს, რომელმაც დაასრულა ეკონომიკის ფაკულტეტის ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. ასევე დადგენილია, რომ 2015 წლის 28 დეკემბერს ა-----------–--ემ განცხადებით მიმართა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს და შპს ,,–-------------–---------------–------------–---–------------------ის“ მიერ 2015 წლის 25 დეკემბერს ა-----------–--ეზე გაცემული S------------ უმაღლესი განათლების დიპლომის ნამდვილობის დადასტურება მოითხოვა, ხოლო 2015 წლის 31 დეკემბერს ა-----------–--ემ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარადგინა დამატებით მოძიებული დოკუმენტები. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ა-----------–--ემ 2008 წელს ნამდვილად დაამთავრა თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტი და 2008 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს, რომელმაც დაასრულა ეკონომიკის ფაკულტეტის ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამა, მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით. ამასთან, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 იანვრის №3-------- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ა-----------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2016 წლის 19 აპრილის M---------------- გადაწყვეტილება და დაევალა მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით. ასევე დადგენილია, რომ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2017 წლის 02 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილებით ა-----------–--ის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, უმაღლესი განათლების S------------ დიპლომში დაფიქსირებული იყო, რომ თ---–--------–---–-------------------------------ის ეკონომიკის ფაკულტეტის 2008 წლის 14 აპრილის N2 გადაწყვეტილებით ა-----------–--ეს მიენიჭა ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხი, საფინანსო, საბანკო და სადაზღვევო საქმის სპეციალობით, თუმცა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87–ე მუხლის მე–7 პუნქტიდან გამომდინარე, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭება სასწავლებლებს უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007–2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის განმარტებით, ზემოხსენებული საგანამანათლებლო დაწესებულების მიერ 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება არ შეესაბამებოდა კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ამასთან, გადაწყვეტილებაში ასევე მითითებულ იქნა, რომ ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89–ე მუხლის მე–82 პუნქტის თანახმად, 2004–2005, 2005–2006 და 2006–2007 სასწავლო წლების დასასრულს არანაკლებ 5–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო მაგისტრის დიპლომთან, 4–წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის ათვისების შედეგად გაცემული დიპლომირებული სპეციალისტის დიპლომი გათანაბრებული იყო ბაკალავრის დიპლომთან. შესაბამისად, შეუძლებელი იყო 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის მინიჭებული, ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის განათლების კონკრეტული საფეხურის დიპლომთან შესაბამისობის დადგენა. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის სახელზე გაცემული დიპლომის ნამდვილობის დადასტურების დამაბრკოლებელ გარემოებად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ა-----------–--ისათვის კვალიფიკაციის მინიჭების მომენტში მოქმედი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანთლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭება სასწავლებლებს უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007–2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცენტრის განმარტებით, ზემოხსენებული საგანამანათლებლო დაწესებულების მიერ 2008 წლის 14 აპრილს ა-----------–--ისთვის ბიზნესის მართვის დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება არ შეესაბამებოდა კვალიფიკაციის მინიჭების მომენტისთვის მოქმედ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. სადავო გადაწყვეტილების მიხედვით, ა-----------–--ის მიერ მიღებული განათლება აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, თუმცა მისთვის 2008 წელს დიპლომირებული სპეციალისტის აკადემიური ხარისხის მინიჭება (კვალიფიკაცია) კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამოა.

 

4.17. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ, მართალია, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტით განისაზღვრა, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უნდა უზრუნველეყოთ არა უგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა, თუმცა იმავე კანონის 89-ე მუხლის 21-ე პუნქტის თანახმად, 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირებზე ვრცელდება 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი. იმავე მუხლის 22-ე პუნქტის შესაბამისად კი, ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის სამართლებრივი შედეგები არ ვრცელდება ამ დაწესებულებაში ავტორიზაციის გავლამდე ჩარიცხულ პირებზე. მათზე ვრცელდება ავტორიზაციის გავლამდე მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების პირობები და საფასური დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ამასთან, მითითებული ნორმის 23-ე პუნქტი ადგენს, რომ 2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ვალდებული იყო საჯარო სამართლის იურიდიულ პირისათვის - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრისათვის წარედგინა ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით). იმავე ნორმის 231 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირი უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი ჰქონდა ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია. ამასთან, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 87-ე მუხლის მე-7 პუნქტით ასევე განისაზღვრა, რომ ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი, არანაკლებ ხუთწლიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები მიიღებენ უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს. მაგისტრის დიპლომთან გათანაბრების წესს, მათ შორის, დამატებით საგანმანათლებლო მოდულებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ფაკულტეტი. მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ვერ გავრცელდება მოსარჩელის მიმართ, თუმცა, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სადავო აქტი არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რატომ არის შეუძლებელი აღნიშნული ნორმების გავრცელება მოსარჩელე ა-----------–--ის მიმართ, მით უფრო იმ პირობებში, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული განათლება აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ხოლო მისთვის კვალიფიკაციის მინიჭება მოხდა საგანმანათლებლო საქმიანობის უფლების მქონე საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან და მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი შესწორება შეეტანა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებაში.

 

4.18. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და შეუფერხებელი განხორციელების თვალსაზრისით უპირობოა სპეციალური რეგულაციების, შესაბამისი აკრძალვებისა და კონტროლის მექანიზმების დაწესება. განათლების ხელმისაწვდომობის საყოველთაო უფლების აღიარებისა და პროფესიის თავისუფალი არჩევის კონსტიტუციური გარანტიების შექმნის პარალელურად, სახელმწიფოს ლეგიტიმური ვალდებულებაა დაამკვიდროს და აღიაროს განათლების ის ხარისხი, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების მიზნების მიღწევადობას, კვალიფიკაციის მაღალი სტანდარტების დანერგვას. თუმცა, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ კანონით გაცხადებული სტანდარტების დამკვიდრება უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროფესიის არჩევისა და განათლების მიღების ეტაპზე, ხელი უნდა შეეშალოს არაპროფესიული კადრების მომზადების და ინტელექტუალურ ბაზარზე მათ შემოღწევის პროცესს, რათა თავიდან იქნას აცილებული ის გართულებები, რაც თან ახლავს ერთის მხრივ სახელმწიფოს მხრიდან უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემას და მეორეს მხრივ, იმავე სახელმწიფოს მიერ დოკუმენტისათვის იურიდიული მნიშვნელობის გამოცლას, ვინაიდან, დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე უარის თქმა გამორიცხავს მისი პროფესიული მიზნებისათვის გამოყენების შესაძლებლობას და დღის წესრიგში აყენებს იმ პირთა უფლებების დაცვის საჭიროებას, რომელთაც სახელმწიფოს მიერ გაცემული დიპლომის საფუძველზე განახორციელეს იურიდიული შედეგის მქონე მოქმედებები. ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” ქვეპუნქტის თანახმად, დიპლომი არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მინიჭებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. იმავე მუხლის ,,ღ2” ქვეპუნქტის შესაბამისად, კვალიფიკაცია არის სწავლის შედეგი, რომელიც მიიღწევა უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით და დასტურდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დიპლომით ან სერტიფიკატით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, ვინაიდან კანონმდებლის მიერ დიპლომი მიჩნეულია კვალიფიკაციის განმსაზღვრელ დოკუმენტად, ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტის პროცესში ჩნდება სასამართლოს ვალდებულება ადმინისტრაციული ორგანოს უარი დიპლომის ნამდვილობის დადასტურებაზე შეაფასოს რაციონალურად, თანაზომიერებისა და კანონიერი ნდობის პრინციპების გათვალისწინებით.

 

4.19. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველი საკითხის გადასაწყვეტად ასევე უმნიშვნელოვანესია დადგინდეს, გააჩნდა თუ არა ა-----------–--ეს კანონიერი ნდობა მის სახელზე გაცემული დიპლომის მიმართ. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ დიპლომი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, არ წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, არამედ იგი არის უკვე არსებული ფაქტის (აქტის) სპეციალური დოკუმენტის სახით დაფიქსირება, რეალაქტი, რომელიც მხარისათვის აღმჭურველი ბუნებისაა და რომლითაც დაინტერესებულ მხარეს გარკვეული უფლებამოსილება ენიჭება, მოცემულ შემთხვევაში - პროფესიული იურიდიული საქმიანობის უფლება. ს.ზ.ა.კ-ის თანახმად, აღმჭურველი აქტით მინიჭებული უფლების დაცვის განსაკუთრებულ გარანტიას წარმოადგენს კანონიერი ნდობა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი აქტის გაუქმების რამდენიმე შემთხვევას იცნობს, თუმცა, კოდექსის სიტყვასიტყვითი წაკითხვის საფუძველზე, კანონიერი ნდობის პრინციპი ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ადმინისტრაციული ორგანო აქტს აუქმებს საკუთარი ინიციატივით. განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანია არა დიპლომის ბათილად ცნობა, არამედ მათი ნამდვილობის დადასტურებაზე უარი, რაც სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, განსახილველი საქმის გარემოებებიდან გამომდინარე (დიპლომის დადასტურებაზე უარი გამორიცხავს მათ გამოყენებას პროფესიული მიზნებისათვის), სამართლებრივი შედეგებით უთანაბრდება აქტის გაუქმებას და ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, ამ დოკუმენტების მიმართ სრული მოცულობით ვრცელდება კანონიერი ნდობის დამცველობითი ფუნქცია. ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი კანონიერ ნდობას უკავშირებს მხოლოდ აღმჭურველი აქტის არსებობას (როგორც აღინიშნა, დიპლომი აქტი არ არის), ვერ დააბრკოლებს სასამართლოს, რომ კანონი განმარტოს გონივრულად, სამართლიანად, მისი მიზნიდან გამომდინარე და მოსარჩელის განსაკუთრებული დაცვის ღირსი იურიდიული ინტერესის ადეკვატურად. საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ კანონიერი ნდობის ობიექტია ძირითადად ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის შედეგები, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ როგორც ადმინისტრაციული აქტის, ასევე მოქმედებების (რეალაქტის) სახით; ანუ, მოცემულ შემთხვევაში დაცვის ობიექტია სახელმწიფოს მიერ განხორციელებული აღმჭურველი ბუნების მოქმედებებიც; დაცვის ღირსია მათი კანონიერების რწმენა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ეხება უფლების მიმნიჭებელ აქტებსა და მოქმედებებს; ამ უფლების მატარებელს, კანონიერი ნდობის პრინციპზე დაყრდნობით, უფლება აქვს წინააღმდეგობა გაუწიოს მათ გაუქმებასა თუ მათი ნამდვილობის, იურიდიული ძალმოსილების არაღიარებას. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, კანონმდებლის მიზანი კანონიერი ნდობის პრინციპის საკანონმდებლო დონეზე დამკვიდრებისას (სზაკ-ის მე-9, მე-601 და 61-ე მუხლები), იყო და არის მმართველობითი საქმიანობის შედეგად გარკვეული უფლებით აღჭურვილი პირის დაცვა უფლების მიმნიჭებელი არამარტო კანონსაწინააღმდეგო აქტის, არამედ მოქმედების გაუქმებისაგანაც. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, საქალაქო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს კანონიერი ნდობა არ გააჩნდა დიპლომის მიმართ. ასევე, საქმის მასალების თანახმად, სახეზე არ არის სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება, კერძოდ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიერ სახელმწიფო, საზოგადოებრივი ან სხვა პირის კანონიერი უფლების ან ინტერესების არსებითი დარღვევა. სახეზე არ არის აგრეთვე სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება. კერძოდ, სზაკ-ის მე-601 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, კანონიერი ნდობა არსებობს მაშინ, თუ პირმა აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის ქმედება და სახეზე არ არის კანონიერი ნდობის გამომრიცხავი გარემოება - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება. ადმინისტრაციული აქტის მიმართ კანონიერი ნდობა გამოირიცხება, თუ ეს აქტი გამოიცა დაინტერესებული პირის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების საფუძველზე, ასეთად შეიძლება მივიჩნიოთ ყალბი დოკუმენტის, არასწორი ინფორმაციის წარდგენა, ზეწოლა, მოტყუება, ქრთამის მიცემა და სხვა, რასაც, განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ადგილი არ აქვს სზაკ-ის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-601 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარემოებას - დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედებას. მოსარჩელე ენდობოდა გაცემული დიპლომის სტაბილურობას და მისი ეს ნდობა დაცვის ღირსია სამართლებრივი უსაფრთხოების ფაქტორიდან გამომდინარე, რაც თავის მხრივ ზღუდავს აქტის ბათილად გამოცხადების შესაძლებლობას, მოცემულ შემთხვევაში კი ზღუდავს მოპასუხეს - არ დაადასტუროს დიპლომის ნამდვილობა. აღსანიშნავია, რომ ძირითადად სწორედ ამგვარადაა განმარტებული კანონიერი ნდობის პრინციპი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერაც (საქმე ბს-1153-1142(კ-11). აქვე, საქალაქო სასამართლომ mutatis mutandis მოიხმო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე მიურსელ ერენი თურქეთის წინააღმდეგ (Mürsel Eren v. Turkey), სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კანონიერი ნდობის პრინციპის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის დამატებითი ოქმის მე-2 მუხლით გათვალისწინებული განათლების უფლების დარღვევა. კერძოდ, სტუდენტს, რომელმაც უნივერსიტეტის მისაღებ გამოცდაზე დააგროვა ქულათა საჭირო რაოდენობა, ჰქონდა უნივესრიტეტში ჩარიცხვის ლეგიტიმური მოლოდინი. სასამართლომ მიიჩნია, რომ გამოცდების შედეგების გაუქმების გადაწყვეტილებას (რომელიც შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა ძალაში დატოვეს) არ ჰქონდა სამართლებრივი და გონივრული საფუძველი და ამიტომ, იგი თვითნებური იყო. სტრასბურგის სასამართლომ მიიჩნია, რომ ამგვარი ქმედებით დაირღვა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი (განათლების უფლება).

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

 

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 3-2-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.

 

თავმჯდომარე მერაბ ლომიძე

 

მოსამართლეები თეა ძიმისტარაშვილი

 

მირანდა ერემაძე