განაჩენი

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
330100118002584023
ინსტანცია
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100118002584023

საქმე №1/ბ1284-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ რ-------- მა------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ-------- გ-------ს ძე მა------–-–---–-ს მიმართ, (პ/№0----------), დაბადებული: 1----–-–----------------- რეგისტრირებული: ს-------------------------–---------- და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–------–--–-----------–-----------–-----------–----------------------–-- დანაშაულისთვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით და სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენით, რ-------- მა------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით, თავისუფლების აღკვეთა 12(თორმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ-------- მ-------–-–---–ს სასჯელის სახით განესაზღვრა თვისუფლლების აღკვეთა 12(თორმეტი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ რ-------- მ-------–-–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან 2018 წლის 9 ივლისიდან.

 

რ-------- მ-------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობის მუქარით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან.

მანვე ჩაიდინა ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის ზაფხულში, გამოძიებით დაუდგენელ თვესა და რიცხვში, დღის საათებში, თ---------–------–---–ი, თავის 12 წლის შვილთან, ს--–-----–------–---–თან ერთად მივიდა სტუმრად, თბილისში, ლ--–-----------–-----------–-----------–-----------------------------ში მცხოვრებ თავის მეგობარ მამაკაცთან, რ-------- მ-------–-–---–თან. მისვლის შემდეგ თ---------–------–---–ი გავიდა საქმეზე და შვილი დატოვა სახლში რ-------- მ-------–-–---–თან, რომელმაც იცოდა, რომ ს--–-----–------–---–ი იყო თოთხმეტ წელს მიუღწეველი, ზურგიდან მოხვია ხელები და მისი ნების საწინააღმდეგოდ დაუწყო მოფერება მკერდსა და კისერზე, თუმცა ს--–-----–------–---–მა შეძლო თავის დაღწევა, ხოლო რ-------- მ-------–-–---–მა ძალადობის მუქარით მოსთხოვა არავისთვის მოეყოლა მომხდარის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ, იმავე წლის შემოდგომაზე, გამოძიებით დაუდგენელ თვესა და რიცხვში, დღის საათებში თ---------–------–---–ი ს--–-----–------–---–თან ერთდ კვლავ ესტუმრა სახლში რ-------- მ-------–-–---–ს, რა დროსაც თ---------–------–---–ი შევიდა სააბაზანო ოთახში, ხოლო შვილი დატოვა ოთახში მყოფ რ-------- მ-------–-–---–თან ერთად, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ძალადობის მუქარით, რათა ს--–-----–------–---–ს არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ და არ დაეყვირა, მისი ნების საწინააღმდეგოდ დაუწყო ხელებით მოფერება ფეხებზე და შემდეგ სასქესო ორგანოზე, თუმცა ს--–-----–------–---–მა კვლავ შეძლო თავის დაღწევა.

რ-------- მა------–-–---–- საკუთარი მობილური ტელეფონიდან 2018 წლის 22 ივნისიდან 2018 წლის 6 ივლისამდე პერიოდში სექსუალური ხასიათის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა 13 წლის ს--–-----–------–---–ს. აღნიშნული ქმედებით მან ჩაიდინა ინტელექტუალური სახის გარყვნილი ქმედება.

თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა რ-------- მ-------–-–---–მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის შემსუბუქება.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რ-------- მა------–-–---–-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად იქნა დადასტურებული მოწმეების: თ---------–------–---–ის, გ-----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, არასრულწლოვან ს--–-----–------–---–ის გამოკითხვის ოქმით, ბრალდებულ რ-------- მა------–-–---–-ს გამოკითხვისა და დაკავების ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმნეტის ოქმით, თანდართული ფოტოსურათებით, დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიდიციული მნიშვნელობა.

ამდენად, საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ რ-------- მ-------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით და საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ვინაიდან სასჯელის განასაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, დამდგარ შედეგი, დანაშაულის მოტივი, მიზანი და განსაკუთრებით მსჯავრდებულის მიერ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება. ამასთან, ხაზი უნდა გაესვას ქმედების ზნეობრივ და მორალურ მხარეს. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას სასჯელის შემსუბუქება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულ რ-------- მ-------–-–---–ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენი რ-------- მა------–-–---–-ს მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს ძალაში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ რ-------- მა------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქლაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 სექტემბრის განაჩენი რ-------- მა------–-–---–-ს მიმართ დარჩეს უცვლელად;

3. რ-------- მა------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს: საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით, 12(თორმეტი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, რ-------- მ-------–-–---–ს სასჯელის სახით განესაზღვროს 12(თორმეტი)წლით თავისუფლლების აღკვეთა ვადით.

4.მსჯავრდებულ რ-------- მ-------–-–---–ს სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან 2018 წლის 9 ივლისიდან.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ რ-------- მა------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

6. ნივთიერი მტკიცებულები:

-თ---------–------–---–ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონი „სამსუნგი“ დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–------------------–---–ი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

-რ-------- მა------–-–---–-საგან ამოღებული მობილური ტელეფონი „სამსუნგი“ დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს ი----------------------------–------------------–---–ი - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

-მობილური ტელეფონიდან ამოღებული ინფორმაცია გადატანილი კომპიუტერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამათლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი დადგენისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ.მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: ლ. თევზაძე

 

მ. კაპანაძე