განაჩენი

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
010140018700067364
ინსტანცია
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 010140018700067364

საქმე №1/ა.გ.562-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი

მოსამართლეები: ლევან თევზაძე

მანუჩარ კაპანაძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი-------------ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, ი-------------ე (დაბადებული: 1----–-–----------------–------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით, თბილისის დ---------------------- რაიონული პროკურატურის პროკურორსა და ბრალდებულ ი-------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

ი-------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1 000(ათასი)ლარის ოდენობით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს სრულად დაემატა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 1 000(ათასი)ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ი-------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორის ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 3(სამი)წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო საქმიანობის უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება, საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

გ----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით, გ----------- რაიონული პროკურატურის პროკურორ ო-------------–---–-ა და ბრალდებულ ი-------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

ი-------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ სსკ-ის 273-ე მუხლით და ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) აათი.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 2000 ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ, ი-------------ეს განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახით და ზომად დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათი და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი.

მასვე, „ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ჩამოერთვა ამავე კანონის მესამე მუხლით გათვალისწინებული თანამდებობების დაკავების და საქმიანობის უფლება (საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება) 3(სამი)წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, გ----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენით დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ასოცი)საათი შეეცვალა ჯრიმით 1500(ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

2018 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა ი-------------ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, მოითხოვა მის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვა.

პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლის სიტყვების „ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 92-ე ჰორიზონტალურ გრაფაში განსაზღვრული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის მოხმარებისთვის.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის და გ----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენებით ი-------------ეს მსჯავრი დაედო სსკ-ის 273-ე მუხლით - ნარკოტიკული საშუალების „მარიახუანის“ ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

მსჯავრდებულ ი-------------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელები - ჯარიმა 2 000(ორი ათასი)ლარი და ჯრიმა 1500(ათასხუთასი) ლარის ოდენობით, დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს.

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება სამართლებრივად გავლენას ახდენს მსჯავრდებული-------------ის საქმეში გამოყენებულ სისხლის სამართლის კანონზე და შესაბამისად, ის უნდა გათავისუფლდეს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, დანიშნული სასჯელებისგან და აღუდგეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებებით, საქართველოს სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ ი-------------ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებული ი-------------ე გათავისუფლდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის და გ----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენებით საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით დადგენილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის განაჩენით და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 17 ნოემბრის განჩინებით დანიშნული სასჯელებისაგან.

3. ი-------------ეს აღუდგეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 23 ოქტომბრის, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის და გ----------- რაიონული სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის განაჩენებით, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

4.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანიდან და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

5. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი

 

მოსამართლეები: მ. კაპანაძე

 

ლ. თევზაძე