განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1ბ/994-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
სოფიო კაპანაძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - მი----–-------–---–ის
გამართლებულ - მი----–-----–---–---–ის
მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მი----–-------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
მი----–------–---–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 24 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი 5----------, დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: გ------------------------–----–---ი, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით; 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენით მი----–-----–---–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
მი----–-----–---–---–ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;
მუქარა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 22 იანვარს, ღამის საათებში, გ------------------------–---–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მი----–-----–---–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - რო-----------–---–ის მიმართ, მისივე არასრულწლოვანი შვილის - გვ--–------–---–---–ის თანდასწრებით, კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მი----–-----–---–---–მა, შელაპარაკების ნიადაგზე, რო-----------–---–ს ხელი სამჯერ დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც რო-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, გ------------------------–---–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მი----–-----–---–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - რო-----------–---–ის მიმართ, კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა მი----–-----–---–---–მა, შელაპარაკების ნიადაგზე, რო-----------–---–ს ხელი ერთხელ დაარტყა ტანის არეში, რის შედეგადაც რო-----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 24 იანვარს, დაახლოებით 18:30 საათზე, გ------------------------–---–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, მი----–-----–---–---–ი მეუღლეს - რო-----------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც რო-----------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მი----–-----–---–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მი----–-------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენის გაუქმება და მი----–-----–---–---–ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, რადგან მცდარია სასამართლოს განმარტება, თითქოს მი----–-----–---–---–ის მხრიდან ძალადობის ფაქტს არ ადასტურებდა არც ერთი მოწმე და მხოლოდ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის მიერ სასამართლოზე მიცემული ჩვენება, აგრეთვე „112“-ში მიღებული შეტყობინება და შეტყობინების ავტორის ლი-----------–---–ის ჩვენება არ არის საკმარისი პირის დამნაშავედ ცნობისთვის. გამოძიებისას მოწმის სახით გამოიკითხნენ შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლები: ლა–---------ე და რე-----------–---–ი, მათ ჩვენებებს დაცვის მხარის პოზიციიდან გამომდინარე მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა, მათი ჩვენებებით ირკვევა, რომ შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც გ------------------------–---–----ში ადგილი ჰქონდა მოქალაქე რო-----------–---–ის მიმართ მუქარას, ადგილზე მისულებს რო-----------–---–მა განუმარტა, რომ მას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ მი----–-----–---–---–მა, რომელიც ასევე დაემუქრა მოკვლით, ვინაიდან მი----–-----–---–---–ის ქმედებაში იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები მოხდა მისი დაკავება ბრალდებულის სახით. საქმის განხილვისას დაკითხული იქნა მი----–-----–---–---–ის მეზობელი - გი-------------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ ცხოვრობს მი----–-----–---–---–ის მეზობლად და მისი სახლიდან არაერთხელ გაუგონია ჩხუბის ხმა, რა დროსაც მი----–-----–---–---–ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მისი ოჯახის წევრებს მათ შორის მის მეუღლეს - რო-----------–---–ს. მი----–-----–---–---–ის ბრალეულობა უტყუარად დასტურდება ასევე წერილობითი მტკიცებულებებით, კერძოდ: შსს გორის რაიონულ სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში 2018 წლის 24 იანვარს, 19:04 საათზე, შესული შეტყობინებით ირკვევა, რომ ლი-----------–---–მა დახმარებისთვის მიმართა საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ს და ოპერატორს განუმარტა, რომ მი----–-----–---–---–ის ოჯახში იყო კონფლიქტი და მი----–-----–---–---–ი სიცოცხლის მოსპობით ემუქრება რო-----------–---–ს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილი, სადაც ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს და დაემუქრა მას სიცოცხლის მოსპობით, მდებარეობს გ------------------------–---–---ში მი----–-----–---–---–ის საცხოვრებელ სახლში. საქმეზე გამოკვლეული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა რო-----------–---–ის მიმართ, რომლის თანახმადაც ცნობილი ხდება, რომ რო-----------–---–ს 2018 წლის 22 იანვარს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან მი----–-----–---–---–თან, რომელმაც ხელი გაარტყა სახეში. ექსპერტის მიერ პირადი გასინჯვისას დაზარალებული უჩიოდა თავის ტკივილს. ამავე დროს დაკითხულმა ექსპერტმა - მა-–----------------მა განმარტა, რომ დაზიანების არქონის მიუხედავად არ არის გამორიცხული, რომ დაზარალებული დარტყმების შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
აპელანტის აზრით, აღნიშნული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით და ლოგიკური გაანალიზებით სასამართლო აუცილებლად უნდა მისულიყო იმ დასკვნამდე, რომ მი----–-----–---–---–ს ნამდვილად აქვს ჩადენილი ოჯახში ძალადობის ფაქტები. აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ ოჯახური დანაშაული, მისი ბუნებიდან გამომდინარე, მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა და დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა, მისი ოჯახის წევრისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობდეს და სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს (უზენაესი სასამართლოს განაჩენი სისხლის სამართლის N527აპ-17 საქმეზე). ამდენად, სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებები ქმნიდნენ ერთობლიობას გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო, გამართლებულმა მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის სხდომაზე დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი უდავოდ გახადა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად აღნიშნული მტკიცებულებები წარმოადგენენ უდავო მტკიცებულებებს და შესაბამისად მათი გამოკვლევა არ მომხდარა.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება უნდა მოხდეს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ, პალატა ითვალისწინებს შემდეგს:
აპელანტი მიუთითებს ოჯახური დანაშაულის სპეციფიკაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს.
აპელანტის მოსაზრებას პალატა იზიარებს, მაგრამ თვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.
მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა რო-----------–---–მა, არასრულწლოვანმა მოწმემ გვ--–------–---–---–მა, მოწმეებმა: ცი----------–---–---–მა და ელ------------–---–---–მა უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ხოლო, მი----–-----–---–---–ი, როგორც ბრალდების მოწმე დაკითხული არ ყოფილა.
რაც შეეხება მოწმე ლი-----------–---–ს, იგი არ არის ფაქტის უშუალო თვითმხილველი, მისი განმარტებით, იგი მი----–-----–---–---–სა და რო-----------–---–ს შორის კონფლიქტს ან ჩხუბს არასოდეს შესწრებია. შესაძლოა წარსულში მეუღლეებს შორის იყო გარკვეული ურთიერთშელაპარაკება, თუმცა, მათ შორის კონფლიქტს სერიოზული ფორმა არასოდეს მიუღია. ხოლო, საქართველოს შსს სსიპ ,,112’’-ში განხორციელებული ზარი კი იმით ახსნა, რომ როცა სიძემ - მი----–-----–---–---–მა დაურეკა და უთხრა მიეხედა თავისი შვილისთვის, პირადად არ შეეძლო სოფელ ქ-–---ში ჩასვლა, იყო აღელვებული და ამიტომ დარეკა 112-ში. თუმცა აღნიშნა, რომ მას ოპერატორისათვის არ უთქვამს, რომ მი----–ი რო--------–---–---–ს მოკვლით ემუქრებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა თა----------–-–---–ი, რომელმაც უარყო 2018 წლის 22 იანვარს, გ------------------------–---–---ში, გუ-–---–---–--ის სახლში სტუმრობისას, მი----–-----–---–---–სა და რო-----------–---–ს შორის კონფლიქტის ფაქტი. მისი განმარტებით, 2018 წლის 22 იანვარს, გუ-–---–---–--ის სახლში სტუმრობისას, მეუღლეებს შორის ურთიერთობა არ დაძაბულა და მათ ერთმანეთთან უთანხმოება არ მოსვლიათ.
აპელანტი აღნიშნავს, რომ უდავოდაა ცნობილი შსს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის თანამშრომლების: ლა–---------ისა და რე-----------–---–ის გამოკითხვის ოქმები, საიდანაც ირკვევა შემდეგი: შეტყობინების საფუძველზე, რომლის თანახმადაც გ------------------------–---–----ში ადგილი ჰქონდა მოქალაქე რო-----------–---–ის მიმართ მუქარას, ადგილზე მისულებს რო-----------–---–მა განუმარტათ, რომ მას ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ მი----–-----–---–---–მა, რომელიც ასევე დაემუქრა მოკვლით.
პალატა ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები არ შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან ლა–---------ე და რე-----------–---–ი არ არიან ფაქტის თვითმხილველნი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც მხოლოდ ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთანავე, ბუნებრივია მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ ის ფაქტი, განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი ან გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, ექსპერტ მა-–----------------ის განმარტებაზე, რომელმაც აღნიშნა - დაზიანების არქონის მიუხედავად არ არის გამორიცხული, რომ დაზარალებული დარტყმების შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს.
პალატა ითვალისწინებს, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 22 თებერვლის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, რომელიც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დადგენილია შემდეგი: 2018 წლის 25 იანვარს, 11:35 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის, რო-----------–---–ს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში, მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ხოლო, ექსპერტ მა-–----------------ის ვარაუდი, რომ დაზიანების მიუხედავად შესაძლებელია დაზარალებულმა განიცადა ტკივილი, არ დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, თავად დაზარალებულმა კი ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. ამდენად, ვერ იქნა დადასტურებული ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
აპელანტი ასევე აპელირებს მოწმე გი-------------–---–ის ჩვენებაზე, თუმცა გი-------------–---–მა განმარტა, რომ იგი მი----–-----–---–---–სა და რო-----------–---–ს შორის კონფლიქტს ან ჩხუბს არასოდეს არ შესწრებია. წარსულში გუ-–---–---–--ის სახლიდან გაუგია მი----–-----–---–---–ის გინების ხმა, თუმცა, ვის აგინებდა იგი ან რა იყო მისი ამგვარი საქციელის მიზეზი, გი-------------–---–ისთვის უცნობია.
აპელანტი ასევე უთითებს საქმეში არსებულ, დაზარალებულ რო-----------–---–ის სანოტარო წესით დამოწმებულ განცხადებაზე, სადაც დაზარალებული აღნიშნავს, რომ 2018 წლის 22 და 24 იანვარს მი----–-----–---–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას.
პალატა განმარტავს, რომ მართალია განცხადებაში რო-----------–---–ი მიუთითებს მეუღლის მიერ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე, მაგრამ აღნიშნული ინფორმაცია არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი ან გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ვინაიდან განცხადებაში ამაზე არაფერია ნათქვამი, პირიქით, დაზარალებული აღნიშნავს, რომ მსგავსი გაუგებრობები ყველა ოჯახში ხდება, მი----–-----–---–---–ის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და არც მომავალში ექნება, ნანობს, რომ ,,ამ პატარა კომფლიქტის გამო მისი შვილების ერთადერთი მარჩენალი მამა ციხეში გაუშვა’’. შესაბამისად აღნიშნული განცხადება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელი განაჩენს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ მი----–-------–---–ი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
მი----–-----–---–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
მი----–-----–---–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მი----–-----–---–---–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე