განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115001061377
საქმე №2ბ/2654-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე - ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ნატალია ნაზღაიძე
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
I. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - ნ----- გ--------ი
წარმომადგენელი - ა-–---------- ბ------------ი
II. აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს ,,ბ------------------------------“
წარმომადგენელი - დ-------- კ-----------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება
I. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
II. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,ბ------------------------------“-ის სარჩელი მოპასუხე ნ----- გ--------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე ნ----- გ--------ს მოსარჩელე შპს ,,ბ------------------------------“-ის სასარგებლოდ დაეკისრა 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსის შესაბამისად.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2014 წლის 09 დეკემბერს სანოტარო წესით ნ----- გ--------ის მხრიდან გაიცა მინდობილობა (რეგისტრაციის N1--------), რომლის თანახმად ნ----- გ--------ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭათ გ------- ქ------------ა და დ-------- კ-----------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- რწმუნებულება/მინდობილობა (ტომი I, ს.ფ. 20-22).
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.2. 2014 წლის 30 დეკემბერს გ------- ქ-----------მა და დ-------- კ-----------მა ნ----- გ--------ის სასარჩელო განცხადება წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლში. სასარჩელო მოთხოვნა განისაზღვრა: 400 000 აშშ დოლარის ოდენობით (ეკ. ლარში), და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება, ძირითადი თანხის 400 000 აშშ დოლარის წლიური 10%-ის ოდენობით, 2013 წლის 21 ნოემბრიდან მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც სარჩელის შეტანის მომენტისათვის (13 თვეზე გაადანგარიშებით) შეადგენდა 43 332.9 აშშ დოლარს.
ამავე სასარჩელო განცხადებაში დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე 2014 წლის 31 დეკემბერს ყადაღა დაედო შპს ,,---------------ს პ-–----"-ს (ს/კ 2--------) საწესდებო კაპიტალში შპს ,,დ--------ი"-ს (ს/კ 4--------) კუთვნილ 85%-იან წილს. ამასთანვე, შპს ,,დ--------ის" შპს ,,---------------ს პ-–----ს" 85%-იანი წილის მფლობელს აეკრძალა შპს ,,---------------ს პ-–----ს" საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა - ქ. თბილისი, რ----------–--------–-------------–- (ნაკ. 0-----) ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო. დაზუსტებული ფართობი 400 კვ.მ. შენობა- ნაგებობა 1, მშენებარე საერთო ფართით 1385 კვ.მ-დან 1321.53 კვ.მ. საკადასტრო კოდი N-------------.
განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2015 წლის 08 იანვარს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის სარეგისტრაციო ხარჯები გაიღო მოსარჩელემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები (ტომი I, ს.ფ. 29-55);
- სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების ასლი (ტომი I, ს.ფ. 56-60);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.3. 2015 წლის 28 იანვარს ნ----- გ--------ის წარმომადგენლის სახელით გ------- ქ-----------მა სასამართლოს წარუდგინა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შპს ,,დ--------ისთვის" ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი.
2015 წლის 02 თებერვალს ნ----- გ--------მა განცხადებით მიმართა საქმის განმხილველ მოსამართლეს და განაცხადა, რომ უარს ამბობდა სარჩელზე, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის "გ" პუნქტისა და 273-ე მუხლის თანახმად, ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას და მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.
2015 წლის 03 თებერვალს შპს ,,დ--------ის" წარმომადგენელმა გ------- მ-----------მა განცხადებით მიმართა მოსამართლეს და მოითხოვა მის მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
2015 წლის 04 თებერვალს სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება შპს ,,დ--------ის" საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2015 წლის 04 თებერვალს სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც ნ----- გ--------ის სარჩელზე მოპასუხე შპს "დ--------"-ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ შეწყვეტილ იქნა საქმის წარმოება, რასაც საფუძვლად დაედო ნ----- გ--------ის 2015 წლის 02 თებერვლის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო. ამავე განჩინებით გაუქმდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.01.15 განცხადება (ტომი I, ს.ფ. 84-85);
- 02.02.2015 განცხადება (ტომი I, ს.ფ. 86);
- განჩინების ასლები (ტომი I, ს.ფ. 88-93);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.06.2016 წლის #--------- დასკვნის თანახმად, ნ----- გ--------ის მიერ ექსპერტისთვის დასმულ შეკითხვას: ,,2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილ ხელშეკრულებაზე მომსახურების შესახებ, ხელმოწერა ნ----- გ--------ის სახელით შესრულებულია თუ არა ნ----- გ--------ის მეირ?“, ექსპერტმა პასუხი ვერ გასცა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,გადაწყვეტა საკითხისა ხელმოწერა, ნ----- გ--------ის სახელით, განლაგებული ხელშეკრულებაზე, იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის თაობაზე, 2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით, მეხუთე გვერდზე, გრაფაში: ,,დამკვეთი ხელმოწერა“ შესრულებულია თუ არა ნ----- გ--------ის მიერ შეუძლებელია, გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
07.06.2016 წლის #--------- დასკვნა (ს.ფ. 221-226);
2.5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 25.07.2016 წლის #------- დასკვნის თანახმად, ნ----- გ--------ის მიერ ექსპერტისთვის დასმულ შეკითხვაზე: ,,2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილ მომსახურების ხელშეკრულებაზე გაკეთებული ხელმოწერა ნ----- გ--------ის სახელით შესრულებულია თუ არა ნ----- გ--------ის მიერ?“, ექსპერტმა განმარტა, რომ ,,2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილ ,,იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის თაობაზე“ ორმხრივ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ნ----- გ--------ის გვარი სავარაუდოთ შესრულებულია არა ნ----- გ--------ის, არამედ სხვა პირის მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 25.07.2016 წლის #------- დასკვნა (ს.ფ. 232-243);
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.6. 2014 წლის 15 დეკემბერს ნ----- გ--------სა და შპს ,,ბ-----------------------------–----გ“-ს შორის დაიდო იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა მინდობილობა, რომლის თანახმად, ნ----- გ--------ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭათ გ------- ქ------------ა და დ-------- კ-----------ს. ხელშეკრულების მეორე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხისათვის იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევა შპს ,,დ--------“-თან წარმოებულ დავაში, - შემსრულებლის ადვოკატების მეშვეობით. ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ რომ: ,,4.1. მოცემული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს. 4.2. პუნქტი 4.1.-ით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური სრულად არის გადახდილი დამკვეთის მიერ მოცემული ხელშეკრულების ხელმოწერამდე. 4.3. დამკვეთი შემსრულებელს უხდის პრემიას 10%-ის ოდენობით იმ თანხებიდან ან/და სხვა მატერიალური ქონებიდან, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად უნდა მიიღოს დამკვეთმა ან რომელთა გადახდისგან იგი განთავისუფლდება. 4.4. პუნქტი 4.3.-ით გათვალისწინებული საზღაურის გადახდა უნდა განხორციელდეს დამკვეთის მიერ მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღის ვადაში. 4.5. პუნქტი 4.4.-ით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში დამკვეთს დაეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 4.6. დამკვეთის მიერ მოწინააღმდეგე მხარესთან (საპროცესო ოპონენტთან) მორიგების, ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა, დამკვეთი ვალდებულია შემსრულებელს სრულად გადაუხადოს წინამდებარე ხელშეკრულების პუნქტი 4.3.-ით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური; 4.7. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თუ დამკვეთი საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს ხელშეკრულებას, იგი ვალდებულია შემსრულებელს გადაუხადოს ფულადი თანხა დავის საგნის ღირებულების 10%-ის ოდენობით; ამავე ხელშეკრულების 3.2.9. პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,3.2.9. დამკვეთი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, მესამე პირებთან ურთიერთობაში, იმოქმედოს მხოლოდ შემსრულებელთან წინასწარი შეთანხმებით და მისი თანხმობით. დამკვეთი ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი განცხადებისა თუ ქმედებისაგან, რაც წინასწარ არ არის შეთანხმებული შემსრულებელთან.“
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო 2014 წლის 15 დეკემბრის იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება ნამდვილია, მასზე მოპასუხე ნ----- გ--------ის ხელმოწერაა და მისი ხელმოწერა გაყალბებული არ არის. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა. მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში მართლმსაჯულების როლი შეზღუდული არ არის, პირიქით, სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა - განკუთვნადობის საკითხი როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ- სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე განმარტავს, რომ მას 2014 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია, ხელმოწერა ყალბია.
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია მას 2014 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულებაზე ხელი არ მოუწერია და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საპირისპიროზე მიუთითებენ.
სასამართლოს მითითებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტის მიერ, ნ----- გ--------ის მიერ დასმულ შეკითხვაზე: ,,2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილ ხელშეკრულებაზე მომსახურების შესახებ, ხელმოწერა ნ----- გ--------ის სახელით შესრულებულია თუ არა ნ----- გ--------ის მეირ?“, პასუხი ვერ იქნა გაცემული. თავად ექსპერტი უთითებს, რომ ,,გადაწყვეტა საკითხისა ხელმოწერა, ნ----- გ--------ის სახელით, განლაგებული ხელშეკრულებაზე, იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის თაობაზე, 2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით, მეხუთე გვერდზე, გრაფაში: ,,დამკვეთი ხელმოწერა“ შესრულებულია თუ არა ნ----- გ--------ის მიერ შეუძლებელია, გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.“
ხოლო რაც შეეხება მეორე დასკვნას, რომელიც გაკეთებულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ, აღნიშნული დასკვნა იძლევა მხოლოდ სავარაუდო პასუხს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო არა ნ----- გ--------ის, არამედ სხვა პირის მიერ.
მოპასუხე სადავოდ არ ხდის ადვოკატ გ------- ქ-----------თან იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე სიტყვიერი შეთანხმების არსებობის ფაქტს, შპს ,,დ--------“-თან წარმოებულ დავაზე. მოპასუხის განმარტებით, მას შემდეგ რაც სხვადასხვა მიზეზის გამო, აღმოჩნდა, რომ წარდგენილი სარჩელი საფრთხის შემცველი იყო მოპასუხისა და მისი ოჯახის წევრების ინტერესებისათვის, ნ----- გ--------ი შეუთანხმდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომ გამოითხოვდა სარჩელს და მოსარჩელე მიიღებდა ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოსათვის, რაც გამოიხატა სარჩელის და უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადების მომზადებაში. თუმცა მოპასუხე არ უთითებს კონკრეტულად თუ რაზე შეთანხმდნენ მხარეები და რას შეადგენდა მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს ღირებულება.
მოპასუხის ახსნა-განმარტებით, საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებით ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარეს კ------- ს------------- მეშვეობით, რომელიც არის ნ----- გ--------ისა და მ------ ს----------ის ბიზნეს პარტნიორი, დაუკავშირდა მოპასუხე და სთხოვა იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევა.
საქმეში წარმოდგენილია აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ, რომლითაც განხორციელდა გ------- ქ-----------ისა და მ------ ს----------ის მეილზე მიღებული შეტყობინების დაფიქსირება. აღნიშნული ოქმის თანახმად, დასტურდება, რომ გ------- ქ-----------ის მეილიდან გაიგზავნა სადავო ხელშეკრულების ვარიანტი მ------ ს----------ის მეილზე, რომლის მიღებაც მან დაადასტურა. ამავე ფაქტების კონსტანტაციის ოქმით დასტურდება, რომ ნ----- გ--------ის მიერ გ------- ქ-----------ისა და დ-------- კ-----------ის სახელზე გაცემული მინდობილობა, 2014 წლის 30 დეკემბერს გ------- ქ-----------ისათვის გაიგზავნა მ------ ს----------ის მეილიდან.
რაც შეეხება მოწმის სახით დაკითხული მ------ ს----------ის ჩვენებას, მისი ჩვენებიდან სასამართლომ ვერ გამოიტანა საქმისათვის არსებითი გარემოების - განსხვავებულ სახელშეკრულებო პირობებზე შეთანხების შესახებ დასკვნა.
მოწმის ჩვენების სანდოობის შეფასებისას მხედველობაში მისაღებია შემდეგი ფაქტორები: მოწმის ქცევა ჩვენების მიცემისას - თანმიმდევრულობა, თავდაჯერებულობა, რეაქციები კითხვების დასმის დროს – მოწმის ჩვენების შინაარსის შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან.
მოწმე მიუთითებს, რომ კ------- ს------------ს არ ჰქონდა კომუნიკაციის საშუალება და მის მეილს იყენებდა გ------- ქ-----------თან საკონტაქტოდ. აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა მოწმის სახით დაკითხული კ------- ს------------- ჩვენებით. გარდა ამისა, მოწმე კ------- ს------------ მიუთითებს, რომ ერთხელ შეხვდა გ------- ქ------------, სადაც განიხილეს სადავო ხელშეკრულების დადების საკითხი, თუმცა ვინაიდან ხელშეკრულების პირობები მათთვის კაბალური იყო, უარი თქვეს ხელშეკრულების დადებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ მოწმე მ------ ს----------ის აღნიშნული ჩვენების შინაარსი არ შეესაბამება საქმეში არსებულ ფაქტის კონსტანტაციის ოქმს, რადგან მის მიერ დადასტრურებული იქნა სადავო ხელშეკრულების ვარიანტის მიღება, ხოლო 2014 წლის
30 დეკემბერს მისივე მეილიდან გ------- ქ-----------ის მეილზე გაგზავნილი იქნა ნ----- გ--------ის მიერ გ------- ქ-----------ისა და დ-------- კ-----------ის სახელზე გაცემული მინდობილობა, ხოლო 2014 წლის 14 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე პერიოდში არ მომხდარა აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსის უარყოფა.
კითხვაზე - თუკი ხელშეკრულების პირობები კაბალური იყო და არ ეთანხმებოდა პირობებს, ხელშეკრულების მიღების შემდეგ რატომ იქნა გადაგზავნილი გ------- ქ-----------ის მეილზე ნ----- გ--------ის მიერ გაცემული მინდობილობა, მოწმე მ------ ს----------ემ კონკრეტული პასუხი ვერ გასცა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მითითებული მოწმის ჩვენება მოცემულ საქმეზე მტკიცებულებად არ მიიჩნია.
მოპასუხემ ასევე მიუთითა ექსპერტის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ექსპერტისთვის დასმულ შეკითხვაზე ექსპერტი იძლევა მხოლოდ სავარაუდო პასუხს, რომ ხელმოწერა შესრულებული იყო არა ნ----- გ--------ის, არამედ სხვა პირის მიერ.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში. სასამართლო ექსპერტის დასკვნას სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განიხილავს. მოცემულ შემთხვევაში, ექსპერტის პასუხი არ არის კატეგორიული და ცალსახა. უფრო მეტიც, პირველმა ექსპერტიზამ პასუხი ვერ გასცა მოპასუხის მიერ დასმულ შეკითხვას. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს და მით უფრო გადაწყვეტილების მიღებისას ვერ დაეყრდნობა ექსპერტის დასკვნას, რომელიც არ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი.
სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2014 წლის 15 დეკემბრის იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალში აღიარებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან, რომელმაც ნორმატიული ასახვა ჰპოვა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ მის მიერ მითითებული ფაქტების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2014 წლის 15 დეკემბრის იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 23-27);
- ფაქტების კონსტანტაციის ოქმი (ტომი II, ს.ფ. 27-54).
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს
07.06.2016 წლის #--------- დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 221-226);
- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 25.07.2016 წლის #------- დასკვნა (ტომი I, ს.ფ. 232-
243);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- მოწმეების ჩვენებები.
2.7. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების განხილვისას სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნია, ხელშეკრულების 4.7. პუნქტის განმარტება.
მითითებული პუნქტის თანახმად, თუ დამკვეთი საკუთარი ინიციატივით წყვეტს ხელშეკრულებას, იგი ვალდებულია შემსრულებელს გადაუხადოს ფულადი თანხა დავის საგნის ღირებულების 10%-ის ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ნ----- გ--------ის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას. ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის პირველ რიგში, უნდა გაირკვევს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.
სასამართლოს მითითებით მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ 2015 წლის 02 თებერვალს ნ----- გ--------მა განცხადებით მიმართა საქმის განმხილველ მოსამართლეს და განაცხადა, რომ უარს ამბობდა სარჩელზე, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის "გ" პუნქტისა და 273-ე მუხლის თანახმად, ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას და მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.
2015 წლის 04 თებერვალს სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც ნ----- გ--------ის სარჩელზე მოპასუხე შპს "დ--------"-ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ შეწყვეტილ იქნა საქმის წარმოება, რასაც საფუძვლად დაედო ნ----- გ--------ის
2015 წლის 02 თებერვლის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო. ამავე განჩინებით გაუქმდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
მოცემულ საქმეზე მოწმე მ------ ს----------ის განმარტებით, ნ----- გ--------ის მხრიდან, რომელიც არის მისი ოჯახის წევრი (დედა), სარჩელზე უარის თქმა განაპირობა მას და შპს ,,დ--------ს“ შორის მიღწეულმა მორიგებამ, რაც მისი მხრიდან მოლაპარაკების გზით მოხდა. თუმცა მოწმემ ვერ გაიხსენა მორიგების პირობების საფუძველად მიღებული თანხის ოდენობა.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლზე, რომლის თანახმად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
ამავე კოდექსის 720-ე მხულის პირველი ნაწილით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
ამდენად, ცალსახაა, რომ მითითებული მუხლი ხელშეკრულების ორივე მხარეს ანიჭებს უფლებას შეწყვიტოს დავალების ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის პატივსადები მიზეზის არსებობა არ მოითხოვება. რამდენადაც დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა დაიშვება, იგი არ განიხილება ხელშეკრულების დარღვევად, შესაბამისად არ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას მეორე მხარისათვის.ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულების შეწყვეტის გამო შესაძლებელია მოითხოვოს მარწმუნებელმა ზემოთ მოყვანილი მუხლის მე-2 ნაწილით, რომლითაც, თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.
ამრიგად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მარწმუნებელი ვალდებულია გადაიხადოს გასამრჯელო მხოლოდ გაწეული სამუშაოსათვის. მხარეთა სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ შეთანხმებას წარმოადგენს და იგი ბათილია 720-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
სასამართლომ განმარტა, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი.
დავალების ხელშეკრულება მიეკუთვნება იმ ხელშეკრულებულათა ტიპს, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან. განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ მესამე პირთან სასამართლო დავის წარმოების საჭიროება, რომლის შესრულებასაც ემსახურებოდა სადავო ხელშეკრულების გაფორმება, აღარ არსებობდა რადგან ნ----- გ--------ის 2015 წლის 02 თებერვლის განცხადებით სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, შეწყდა საქმის წარმოება.
აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ----- გ--------ის მხრიდან მოხდა იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის განმარტება, რომ აღნიშნული მოპასუხის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულის დარღვევად განიხილება.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.8. სასამართლომ იხელმძღვანელა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ ''თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად.'' (სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ (#7932/03)).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება ან/და რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით, ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი, სწორედ, ამ მხარეებს - რწმუნებულსა და მარწმუნებელს გააჩნიათ.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ 2014 წლის 15 დეკემბერს ნ----- გ--------სა და შპს ,,ბ------------------------------“-ს შორის დაიდო იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა მინდობილობა, რომლის თანახმად ნ----- გ--------ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭათ გ------- ქ------------ა და დ-------- კ-----------ს. ხელშეკრულების მეორე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხისათვის იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევა შპს ,,დ--------“-თან წარმოებულ დავაში, - შემსრულებლის ადვოკატების მეშვეობით. ხელშეკრულების მე-4 მუხლის საფუძველზე, მხარეები შეთანხმდნენ რომ: ,,4.7. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, თუ დამკვეთი საკუთარი ინიციატივით შეწყვეტს ხელშეკრულებას, იგი ვალდებულია შემსრულებელს გადაუხადოს ფულადი თანხა დავის საგნის ღირებულების 10%-ის ოდენობით; ამავე ხელშეკრულების 3.2.9. პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,3.2.9. დამკვეთი ვალდებულია, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმის წარმოებასთან დაკავშირებით, მესამე პირებთან ურთიერთობაში, იმოქმედოს მხოლოდ შემსრულებელთან წინასწარი შეთანხმებით და მისი თანხმობით. დამკვეთი ვალდებულია თავი შეიკავოს ნებისმიერი განცხადებისა თუ ქმედებისაგან, რაც წინასწარ არ არის შეთანხმებული შემსრულებელთან.“
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო 2014 წლის 15 დეკემბრის იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის ხელშეკრულება ნამდვილია, მასზე მოპასუხე ნ----- გ--------ის ხელმოწერაა და მისი ხელმოწერა გაყალბებული არ არის. საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს.
2.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
ამავე კოდექსის 720-ე მხულის პირველი ნაწილით, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
ამდენად, ცალსახაა, რომ მითითებული მუხლი ხელშეკრულების ორივე მხარეს ანიჭებს უფლებას შეწყვიტოს დავალების ხელშეკრულება ნებისმიერ დროს, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის პატივსადები მიზეზის არსებობა არ მოითხოვება. რამდენადაც დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა დაიშვება, იგი არ განიხილება ხელშეკრულების დარღვევად, შესაბამისად არ წარმოშობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას მეორე მხარისათვის. ზიანის ანაზღაურება ხელშეკრულების შეწყვეტის გამო შესაძლებელია მოითხოვოს მარწმუნებელმა ზემოთ მოყვანილი მუხლის მე-2 ნაწილით, რომლითაც, თუ ხელშეკრულება რწმუნებულმა მაშინ შეწყვიტა, როდესაც მარწმუნებელი მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, რწმუნებულმა უნდა აანაზღაუროს ხელშეკრულების შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა რწმუნებულს ამისათვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, თუ ხელშეკრულება წყდება მარწმუნებლის მიერ, მაშინ ის მოვალეა აუნაზღაუროს რწმუნებულს მინდობილი მოქმედების შესრულებისას გაწეული ყველა აუცილებელი ხარჯი, ხოლო, თუ ხელშეკრულება სასყიდლიანი იყო, - გადაუხადოს გასამრჯელო შესრულებული სამუშაოს კვალობაზე.
ამრიგად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მარწმუნებელი ვალდებულია გადაიხადოს გასამრჯელო მხოლოდ გაწეული სამუშაოსათვის. მხარეთა სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ შეთანხმებას წარმოადგენს და იგი ბათილია 720-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
უდავოა, რომ 2015 წლის 28 იანვარს ნ----- გ--------ის წარმომადგენლის სახელით გ------- ქ-----------მა სასამართლოს წარუდგინა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შპს ,,დ--------ისთვის" ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი.
2015 წლის 02 თებერვალს ნ----- გ--------მა განცხადებით მიმართა საქმის განმხილველ მოსამართლეს და განაცხადა, რომ უარს ამბობდა სარჩელზე, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის "გ" პუნქტისა და 273-ე მუხლის თანახმად ითხოვდა საქმის წარმოების შეწყვეტას, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას და მიღებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას.
2015 წლის 03 თებერვალს შპს ,,დ-------ის" წარმომადგენელმა გ------- მ-----------მა განცხადებით მიმართა მოსამართლეს და მოითხოვა მის მიერ წარდგენილ საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტა იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.
2015 წლის 04 თებერვალს სასამართლოს მიერ მიღებული იქნა განჩინება შპს
,,დ--------ის" საჩივართან დაკავშირებით საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
2015 წლის 04 თებერვალს სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც ნ----- გ--------ის სარჩელზე მოპასუხე შპს "დ--------"-ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ შეწყვეტილ იქნა საქმის წარმოება, რასაც საფუძვლად დაედო ნ----- გ--------ის
2015 წლის 02 თებერვლის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო. ამავე განჩინებით გაუქმდა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
ე.ი. ხელშეკრულება შეწყდა მარწმუნებლის ინიციატივით, შესაბამისად, რწმუნებულს უფლება აქვს ხელშეკრულების შეწყვეტის გამო მიიღოს გასამრჯელო გაწეული სამუშაოს კვალობაზე.
მოპასუხე სადავოდ არ ხდის, რომ 2014 წლის 30 დეკემბერს გ------- ქ-----------მა და დ-------- კ-----------მა ნ----- გ--------ის სასარჩელო განცხადება წარადგინეს თბილისის საქალაქო სასამართლში. სასარჩელო მოთხოვნა განისაზღვრა - 400000 აშშ დოლარის ოდენობით (ეკ. ლარში), და მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურება, ძირითადი თანხის 400 000 აშშ დოლარის წლიური 10%-ის ოდენობით,2013 წლის 21 ნოემბრიდან მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რაც სარჩელის შეტანის მომენტისათვის (13 თვეზე გაადანგარიშებით) შეადგენდა 43 332.9 აშშ დოლარს.
ამავე სასარჩელო განცხადებაში დაყენებული შუამდგომლობის საფუძველზე 2014 წლის 31 დეკემბერს ყადაღა დაედო შპს ,,---------------ს პ-–----"-ს (ს/კ 2--------) საწესდებო კაპიტალში შპს ,,დ--------ი"-ს (ს/კ4--------) კუთვნილ 85%-იან წილს. ამასთანვე, შპს ,,დ--------ის" შპს ,,---------------ს პ-–----ს" 85%-იანი წილის მფლობელს აეკრძალა შპს ,,---------------ს პ-–----ს" საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა - ქ. თბილისი, რკინისგზის ცენტრალური ვაგზალი (ნაკკ. 0-----) ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო. დაზუსტებული ფართობი 400 კვ.მ. შენობა- ნაგებობა 1, მშენებარე საერთო ფართით 1385 კვ.მ-დან 1321.53 კვ.მ. საკადასტრო კოდი N-------------.
განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2015 წლის 08 იანვარს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის სარეგისტრაციო ხარჯები გაიღო მოსარჩელემ.
2015 წლის 15 იანვარს შპს ,,დ--------მა" განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე გამოტანილ განჩინებაში აღნიშნული ,,უფლებრივად დატვირთვის აკრძალვა" გულისხმობდა თუ არა შენობა- ნაგებობის იჯარით გაცემისა და მისი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის აკრძლვას. სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის განჩინებით შპს ,,დ--------ს" უარი ეთქვა განჩინების განმარტებაზე.
შპს ,,დ--------მა" 2015 წლის 12 იანვარს საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმება იმდაგვარად, რომ შპს ,,დ--------ს" შეძლებოდა საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ნივთის იჯარით გაცემის უფლება, რამეთუ აღნიშნულს ჰქონდა სასიცოცხლო მნიშვნელობა კომპანიისთვის. სასამართლოს 2015 წლის 20 იანვრის განჩინებით შპს ,,დ--------ის" საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.
2015 წლის 27 იანვარს შპს ,,დ--------მა" სასამართლოში წარადგინა შესაგებელი, რომელშიც სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო.
2015 წლის 28 იანვარს მოსარჩელე მხარემ სასამართლოს წარუდგინა სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შპს ,,დ--------ისთვის" ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი.
სასამართლომ განმარტა, რომ რამდენადაც საქმე შეეხება იმგვარი სამუშაოს შესრულებას, როგორიცაა სარჩელის მომზადება და სასამართლოში საქმის წარმოების დაწყება, ზემოაღნიშნული გაწეული სამუშაოსათვის ასანაზღაურებელი გასამრჯელო უნდა განისაზღვროს გონივრული ოდენობით, რაც სასამართლოს აზრით შეადგენს 5000 აშშ დოლარს. საქმის მასალების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ განახორციელა მოპასუხის კვალიფიციური იურიდიული მომსახურება, ხელშეკრულების შეწყვეტამდე.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა ნ----- გ--------ის მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.1. ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:
3.1.1. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მხარეებს შორის 15.12.2014 წელს დადებული იყო იურიდიუი და წარმომადგენლობითი მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ამ მიმართებით სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო საქმეში წარმოდგენილი ექსპერტზიის დასკვნები, მართალია ერთ შემთხვევაში ექპერტმა ვერ გასცა დასმულ შეკითხვას პასუხი, თუმცა მეორე შემთხვევაში ექსპერტმა პირდაპირ მიუთითა, რომ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ ეკუთვნის ნ----- გ--------ს. აპელანტის განმარტებით სასამართლომ ხელშეკრულების დადებულად მიჩნევასთან მიმართებით არგუმენტი გაამყარა იმაზე მითითებით, რომ ნ----- გ--------ის მიერ მოსარჩელის სახელზე გაცემული იქნა მინდობილობა, ამ მიმართებით მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ მინდობილობა გაიცა 09.12.2014 წელს, ხელშეკრულება მხარეებს შორის აღარ დაიდო იმ საფუძვლი, რომ მოსარჩელის მიერ შეთავაზებული მპირობები არ აღმოჩნდა მისთვის მისაღები.
სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული იქნა შპს ,,ბ------------------------------ის’’ მიერ, რომელიც ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
3.2. ფაქტობრივი და სამართლებრივ საფუძვლები:
3.2.1. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარეს გაეწია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება, რის შედეგადაც მან სრულად მიიღო სადავო თანხა (443 332,9 აშშ დოლარი). თანხის მიღების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: ა) მოწმე კ------- ს------------- ჩვენება, სადაც იგი აცხადებს, რომ მოპასუხე მხარემ შპს "დ--------"-ისაგან "მიიღო 400 000 აშშ დოლარზე მეტი"; ბ) მოწმე მ------ ს----------ის ჩვენება, სადაც იგი ნაწილობრივ ადასტურებს სადაო თანხის მიღების ფაქტს, კერძოდ 200 000 აშშ დოლარის მიღებას; გ) თავად მოპასუხემ (შეკითხვების ეტაპზე) არ უარყო თანხის მიღების ფაქტი, თუმცა კი მისი ოდენობა (მოსარჩელის წინაშე არსებული ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით) "ვერ გაიხსენა".
3.2.2. აპელანტის მითითებით მოპასუხე მთელი პროცესის განმავლობაში პერიოდულად ცვლიდა პოზიციას ცალკეულ ფაქტებთან მიმართებაში, ამასთანავე იძლეოდა არადამაჯერებელ პასუხებს დასმულ კითხვებზე და ბოლოს: შპს "დ--------"-ის წინააღმდეგ დაყენებული სასარჩელო მოთხოვნის შემდეგ მოპასუხემ პირადად განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საქმის შეწყვეტა (სარჩელზე უარის თქმის საფუძვლით), რითაც მოისპო აღნიშნულ მოთხოვნასთან მიმართებაში დავის განახლების შესაძლებლობა. მოვლენათა გონივრული განვითარების პირობებში (მოთხოვნილი თანხის სოლიდურობიდან გამომდინარე) თანხის მიუღებლობის შემთხვევაში (ბიზნესით დაკავებული ადამიანისათვის) გონივრული იქნებოდა, როგორც მინიმუმ სარჩელის განუხილველად დატოვების მოთხოვნა (საჭიროების შემთხვევაში შემდგომში მოთხოვნის დაყენების პერსპექტივით), რაც მოპასუხეს არ გაუკეთებია. აღნიშნული გარემოება სხვა ფაქტებთან ერთად იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ მოპასუხემ შპს "დ--------"-თან მიმართებაში მოთხოვნა სრულად დაიკმაყოფილა და ამის გამო უარი თქვა სარჩელზე.
3.2.3. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ: 1.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც: "კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას." მხარეებს შორის თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დაიდო ხელშეკრულება იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის თაობაზე, რომელშიც მხარეთა შეთანხმებით გაიწერა მისი პირობები. ამასთანავე დამკვეთმა აიღო ვალდებულება, რომ შემსრულებელს გადაუხდიდა წინასწარ შეთანხმებულ თანხას საქმის შედეგებიდან გამომდინარე, მათ შორის: საკუთარი ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში "წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არსებობისას." (მუხ. 4.7.). ანუ იმ პირობების არსებობისას, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების 4.3. და 4.6. პუნქტებში, კერძოდ: მუხლი 4.3: "დამკვეთი შემსრულებელს უხდის პრემიას 10%-ის ოდენობით იმ თანხებიდან ან/და სხვა მატერიალური ქონებიდან, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად უნდა მიიღოს დამკვეთმა ან რომელთა გადახდისგან იგი განთავისუფლდა." მუხლი 4.6: "დამკვეთის მიერ მოწინააღმდეგე მხარესთან (“საპროცესო ოპონენტთან”) მორიგების, ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა, დამკვეთი ვალდებულია შემსრულებელს სრულად გადაუხადოს წინამდებარე ხელშეკრულების პუნქტი 4.3-ით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასური." მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შედეგად ნ----- გ--------მა სრულად დაიკმაყოფილა მოთხოვნა.
აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ამასთანავე არასწორად განმარტა იგი, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც: "დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია." აპელანტის განმარტებით მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შემდეგი გარემოება: მხარეებს შორის თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში დაიდო ხელშეკრულება იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის თაობაზე, რომელშიც მხარეთა შეთანხმებით გაიწერა მისი პირობები. ამასთანავე დამკვეთმა აიღო ვალდებულება, რომ შემსრულებელს გადაუხდიდა წინასწარ შეთანხმებულ თანხას - საკუთარი ინიციატივით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ანუ იმ პირობების არსებობისას, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების 4.3. და 4.6. პუნქტებში. მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულება შეწყდა მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შედეგად ნ----- გ--------მა დაიკმაყოფილა მოთხოვნა. რაც შეეხება სასამართლოს პოზიციას ხელშეკრულების შეწყვეტის შეზღუდვის დაუშვებლობის ნაწილში, ხელშეკრულების 4.7. მუხლი გულისხმობს არა ამ უფლებაზე უარის თქმას, არამედ მისი გამოყენების შემთხვევაში გადასახდელი თანხის ოდენობას, რაც არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებაზე უარის თქმად.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
4. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
4.1.1. 2014 წლის 09 დეკემბერს სანოტარო წესით ნ----- გ--------ის მხრიდან გაიცა მინდობილობა (რეგისტრაციის N1--------), რომლის თანახმად ნ----- გ--------ის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება მიენიჭათ გ------- ქ------------ა და დ-------- კ-----------ს. (ტომი I, ს.ფ. 20-22)
4.1.2. 2014 წლის 30 დეკემბერს გ------- ქ-----------მა და დ-------- კ-----------მა, როგორც ნ----- გ--------ის წარმომადგენლებმა მოპასუხე შპს ,,დ--------ის’’ მიმართ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს. სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხისთვის 400 000 აშშ დოლარის და მიუღებელი შემოსავლის სახით 43 332.9 აშშ დოლარის დაკისრება წარმოადგენდა.
აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 დეკემბერის განჩინებით ყადაღა დაედო შპს ,,---------------ს პ-–----ს’’ (ს/კ 2--------) საწესდებო კაპიტალში შპს ,,დ--------ი"-ს (ს/კ4--------) კუთვნილ 85%-იან წილს. ამასთანვე, შპს ,,დ--------ის" შპს ,,---------------ს პ-–----ს" 85%-იანი წილის მფლობელს აეკრძალა შპს ,,---------------ს პ-–----ს" საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა - ქ. თბილისი, რ----------–--------–-------------–- (ნაკკ. 0-----) ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო. დაზუსტებული ფართობი 400 კვ.მ. შენობა- ნაგებობა 1, მშენებარე საერთო ფართით 1385 კვ.მ-დან 1321.53 კვ.მ. საკადასტრო კოდი N-------------. 2015 წლის 08 იანვარს აღნიშნული განჩინება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომლის სარეგისტრაციო ხარჯებიც გაიღო მოსარჩელემ. (ტომი I, ს.ფ.29-67)
4.1.3. 2015 წლის 28 იანვარს ნ----- გ--------ის წარმომადგენლმა - გ------- ქ-----------მა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების შპს ,,დ--------ისთვის" ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი წარუდგინა.
4.1.4. 2015 წლის 02 თებერვალს ნ----- გ--------მა განცხადებით მიმართა სასამართლოს და უარი განაცხადა შპს ,,დ--------ის’’ მიმართ აღძრულ სარჩელზე, აღნიშნულის გათვალისწინებით განმაცხდებელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის ,,გ’’ პუნქტის და ამავე კოდექსის 273-ე მუხლის საფუძველზე საქმის წარმოების შეწყვეტა, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნებას და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება მოითხოვა.
4.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 04 თებერვალის განჩინებით შპს ,,დ--------ის" საჩივარზე საქმის წარმოება შეწყდა. ამავე დღეს სასამართლომ მიიღო განჩინება, რომლითაც ნ----- გ--------ის სარჩელზე მოპასუხე შპს ,,დ--------ის’’ მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ შეწყდა საქმის წარმოება, განჩინებას საფუძვლად დაედო ნ----- გ--------ის 2015 წლის 02 თებერვლის განცხადება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ. (ტომი I, ს.ფ. 84-93)
4.1.6. განსახილველ შემთხვევაში სარჩელის წინაააღმდეგ წარმოდგენილ შესაგებელში ნ----- გ--------ი შპს ,,ბ------------------------------თან“ გარიგების არ არსებობის თაობაზე უთითებს, კერძოდ, მოპასუხის მტკიცებით 15.12.2014 წ. იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელომოწერა მას არ ეკუთვნის და შესაბამისად, სარჩელში მითითებული ოდენობით მოსარჩელის მიმართ ჰონორარის გადახდის ვალდებულებაც არ წამოშობია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო სამართალში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპია დამკვიდრებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს ამყარებს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. დასახელებული ნორმის თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებულნი არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით, მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა დაადასტურონ. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომლებიც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციალურ წესს ადგენს, მოსარჩელეს სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება ევალება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, ისეთი მტკიცებულებები წარადგინოს, რომლებიც მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს გააქარწყლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების სტანდარტს. სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არა აქვს. სასამართლო მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით აფასებს, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, გადაწყვეტილებაში უნდა აისახოს.
განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულების არანამდვილობის მტკიცების ტვირთი ნ----- გ--------ს ეკისრებოდა.
საგულისხმოა, რომ სადავო ხელშეკრულებაზე ხელმოწერის არანამდვილობის დადასტურების მიზნით მოპასუხემ ექსპერტიზის დასკვნებზე მიუთითა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 07.06.2016 წლის #--------- დასკვნის მიხედვით, კითხვაზე: ,,2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილ ხელშეკრულებაზე მომსახურების შესახებ, ხელმოწერა ნ----- გ--------ის სახელით შესრულებულია თუ არა ნ----- გ--------ის მიერ?“, ექსპერტმა უპასუხა შემდეგი: ,,გადაწყვეტა საკითხისა ხელმოწერა, ნ----- გ--------ის სახელით, განლაგებული ხელშეკრულებაზე, იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის თაობაზე, 2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით, მეხუთე გვერდზე, გრაფაში: ,,დამკვეთი ხელმოწერა“ შესრულებულია თუ არა ნ----- გ--------ის მიერ შეუძლებელია, გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.’’ (ტ.1.ს.ფ. 221-226); საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 25.07.2016 წლის #------- დასკვნის მიხედვით ნ----- გ--------ის მიერ ექსპერტისთვის დასმულ კითხვაზე: ,,2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილ მომსახურების ხელშეკრულებაზე გაკეთებული ხელმოწერა ნ----- გ--------ის სახელით შესრულებულია თუ არა ნ----- გ--------ის მიერ?“, ექსპერტმა უპასუხა შემდეგი: ,,2014 წლის 15 დეკემბრის თარიღით შედგენილ ,,იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის თაობაზე“ ორმხრივ ხელშეკრულებაზე არსებული ხელმოწერა ნ----- გ--------ის გვარი სავარაუდოთ შესრულებულია არა ნ----- გ--------ის, არამედ სხვა პირის მიერ. (ტ.1.ს.ფ 232-243) დასახელებული დასკვნის კვლევით ნაწილში ექსპერტი უთითებს, რომ გამოსაკვლევ ხელმოწერაში გრაფიკული მასალის სიმცირის გამო განსხვავებითი ნიშნების ერთობლიობა საკმარისია მხოლოდ სავარაუდო უარყოფითი დასკვნისთვის. ამდენად, ვერც ერთ ზემოთ დასახელებულ დასკვნაში ექსპერტი დასმულ შეკითხვას ვერ სცემს ზუსტ პასუხს, გამოსაკვლევი ხელმოწერის მოკლე და მარტივი აგებულებაზე, გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირეზე და გრაფიკული მასალის სიმცირეზე მითითებით.
აღნიშნულის საპირისპიროდ კი ნიშანდობლივია აღინიშნოს, რომ 09.12.2014 წელს ნ----- გ--------მა გ------- ქ------------ ან/და დ-------- კ-----------ს ერთად ან ცალ-ცალკე ყველა ინსტანციის სასამართლოში მისი ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესების დაცვის უფლებამოსილება მიანიჭა. საგულისხმოა, რომ 2014 წლის 30 დეკემბერს გ------- ქ-----------მა და დ-------- კ-----------მა, როგორც ნ----- გ--------ის წარმომადგენლებმა მოპასუხე შპს ,,დ--------ის’’ მიმართ სარჩელით და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით მიმართეს სასამართლოს, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ მიღებული განჩინება კი, რომლითაც მოსარჩელის სასარგებლოდ ყადაღა დაედო შპს ,,---------------ს პ-–----ს’’ (ს/კ 2--------) საწესდებო კაპიტალში შპს ,,დ--------ი"-ს (ს/კ4--------) კუთვნილ 85%-იან წილს, ამასთანვე, შპს ,,დ--------ის" შპს ,,---------------ს პ-–----ს" 85%-იანი წილის მფლობელს აეკრძალა შპს ,,---------------ს პ-–----ს" საკუთრებაში არსებული შემდეგი უძრავი ქონების გასხვისება ან/და უფლებრივად დატვირთვა - ქ. თბილისი, რ----------–--------–-------------–- (ნაკკ. 0-----) ნაკვეთის საკუთრების ტიპი თანასაკუთრება, ნაკვეთის დანიშნულება - არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 400 კვ.მ. შენობა- ნაგებობა 1, მშენებარე საერთო ფართით 1385 კვ.მ-დან 1321.53 კვ.მ. საკადასტრო კოდი N-------------. სარეგისტრაციოდ წარუდგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, სადაც განჩინებით გათვალისწინებული შეზღუდვა 2015 წლის 08 იანვარს დარეგისტრირდა. (ტომი I, ს.ფ.29-67) მხედველობაშია მისაღები, რომ 2015 წლის 28 იანვარს გ------- ქ-----------მა ნ----- გ--------ის სარჩელზე სასამართლოს სარჩელის და თანდართული დოკუმენტების მოპასუხე მხარისთვის ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო ქვითარი წარუდგინა. საგულისხმოა ასევე, რომ ნ----- გ--------ი სადავოდ არ ხდის გ------- ქ-----------თან და დ-------- კ-----------თან სახელშეკრულებო ურთიერთობაში ყოფნის ფაქტს და განმარტავს, რომ სარჩელზე უარის თქმის შემდეგ მათ შორის შედგა შეთანხმება უკვე გაწეული მომსახურების ანაზღარების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული ) იურიდიული პირების რეესრიდან ირკვევა, რომ შპს ,,ბ------------------------------ის’’ ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი გ------- ქ-----------ია, ამავე საზოგადოების პარტნიორები არიან გ------- ქ-----------ი და დ-------- კ-----------ი. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ მოსარჩელე საზოგადოების დამფუძნებელმა პარტნიორებმა გ------- ქ-----------მა და დ-------- კ-----------მა 30.12.2014 წლიდან ნ----- გ--------ის მიერ სარჩელზე უარის თქმამდე, მისი სახელით არაერთი საპროცესო მოქმედება განახორციელეს, საქმეში წარმოდგენილია 15.12.2014წ. იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სპეციალური ცოდნით აღჭურვილმა პირმა ვერ შეძლო სადავო კითხვაზე - გარიგებაზე ხელმოწერა შესრულებულია თუ არა ნ----- გ--------ის მიერ ზუსტი პასუხის გაცემა, უფრო მეტიც, ნ----- გ--------ი ადასტურებს ფაქტს მასზედ, რომ მოსარჩელესთან იურიდიული მომსახურების გაწევასთან მიმართებით მოპალარაკებებს აწარმოებდა, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს ნ----- გ--------ის პოზიციას მასზედ, რომ 15.12.2014 წლის ხელშეკრულება იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის შესახებ არანამდვილია. პალატა აქვე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ გ------- ქ-----------ის და დ-------- კ-----------ის მიერ ნ----- გ--------ის სახელით არაერთი საპროცესო მოქმედების განხორციელების ფარგლებში ამ უკანასკნელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების სარწმუნოდ დადასტურება, რომ აღნიშნული მომსახურების შესახებ გარიგება სწორედ მათთან და არა მოსარჩელე საზოგადოებასთან და სადავო ხელშეკრულებისგან განსხვავებული პირობებით გაფორდა, აღსანიშნავია, რომ ნ----- გ--------მა მისი წილი მტკიცების ტვირთი ვერც ამ მიმართულებით ვერ დაძლია, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით ნ----- გ--------ი მხოლოდ იმაზე მითითებით შემოიფარგლა, რომ სარჩელზე უარის თქმის შემდეგ გ------- ქ------------ უკვე გაწეული მომსახურების ანაზღაურებაზე შეუთანხმდა, რასაც ეს უკანასკნელი არ დაეთახმა.
4.1.7. სააპელაციო სასამართლო, უწინარესად, იმას აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად განსაზღვრა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, მის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების სანაცვლოდ გასამრჯელოს (ჰონორარის) მიღებაზე გამომდინარეობს სსკ-ის 709-ე და მომდევნო მუხლებიდან, რაც დავალების ხელშეკრულების საფუძველზე რწმუნებულსა და მარწმუნებელს შორის ურთიერთობებს ასახავს.
2014 წლის 15 დეკემბერს ერთი მხრივ ნ----- გ--------ს და მეორე მხრივ შპს ,,ბ--------------------------------ს“ შორის იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება დაიდო. აღნიშნული ხელშეკრულების საგანს დამკვეთის - ნ----- გ--------ისთვის შპს ,,დ--------თან’’ წარმოებულ დავაში, იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევა წარმოადგენდა. ხელშეკრულების მე-4 მუხლით მხარეებმა ანაზღაურების წესი და პირობები განსაზღვრეს. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის მიხედვით ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასური განისაზღვრა 100 ლარით, რომელიც სრულად იყო გადახდილი დამკვეთის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერამდე. 4.3. პუნქტის მიხედვით მხარეები შთანხმდნენ, რომ დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდიდა პრემიას 10%-ის ოდენობით იმ თანხებიდან ან/და სხვა მატერიალური ქონებიდან, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად უნდა მიეღო დამკვეთს ან რომელთა გადახდისგან იგი განთავისუფლდებოდა. 4.6. პუნქტით დამკვეთის მიერ მოწინააღმდეგე მხარესთან (საპროცესო ოპონენტთან) მორიგების, ან სხვა ნებისმიერი საფუძვლით, რომელიც არ არის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული, საქმის შემდგომ წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედების ვადისა, დამკვეთის ვალდებულებად განისაზღვრა შემსრულებლისთვის ხელშეკრულების 4.3 პუნქტით გათვალისწინებული იურიდიული მომსახურების საფასურის სრულად გადახადა.
4.1.8. განსახილველ შემთხვევაში შპს ,,ბ------------------------------ის’’ სასარჩელო მოთხოვნას 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარების ნ----- გ--------ისთვის დაკისრება წარმოადგენს. მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე 15.12.2014წ. ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებაზე და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხის მიერ 400 000 აშშ დოლარის მიღებაზე უთითებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მითითებული მუხლის დანაწესი ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც ამ სახის წარმოების ამოსავალი პრინციპია და დავის გადაწყვეტის ბედიც ამ პროცესში მონაწილე მხარეების პოზიციითაა განსაზღვრული. შესაბამისად, მხარემ, თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივი საფუძვლის დამტკიცების მიზნით, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი მტკიცებულება შეიძლება წარუდგინოს სასამართლოს. თუმცა, მხარისათვის მხოლოდ მტკიცებულების წარმოდგენის უფლების მინიჭებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპი არ რეალიზდება. ამისათვის სავალდებულოა, რომ „თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე, მტკიცებულებების ჩათვლით, ისეთ პირობებში, რომელიც მას თავის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით არსებითად არახელსაყრელ პირობებში არ მოაქცევს“ .
მითითებული ნორმის ანალიზით დგინდება, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ, განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე 15.14.2014წ. ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების შედეგად ნ----- გ--------ის მიერ შპს ,,დ--------ისგან’’ 400 000 აშშ დოლარის მიღების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. საგულისხმოა, რომ 15.12.2014წ. ხელშეკრულებით პრემიის/ჰონორარის მიღების უფლება დაკავშირებული იყო 15.12.2014წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავის ფარგლებში ნ----- გ--------ის მიერ თანხის მიღებასთან ან/და დაზოგვასთან. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის შპს ,,ბ------------------------------ის’’ პოზიციას, რომ ნ----- გ--------ის მიერ შპს ,,დ--------ისგან’’ 400 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით. საგულისხმოა, რომ აღნიშნული გარემოების დადასტურებულად მიჩნევის მიზნებისთვის აპელანტმა მოწმეთა ჩვენებაზე მიუთითა, მოწმე კ------- ს------------- ჩვენების თანახმად, ნ----- გ--------მა შპს ,,დ--------ისგან’’ 400 000 აშშ დოლარზე მეტი მიიღო, მოწმე მ------ ს----------ის ჩვენების მიხედვით ნ----- გ--------მა შპს ,,დ--------ისგან’’ 200 000 აშშ დოლარი მიიიღო. სადავო გარემოების დადასტურების მიზნით აპელანტი თავად მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებაზეც უთითებს და აღნიშნავს, რომ მან არ უარყო თანხის მიღების ფაქტი, თუმცა მისი ოდენობა ვერ გაიხსენა. სააპელაციო სასამართლო სადავო გარემოების - ნ----- გ--------ის მიერ შპს ,,დ--------ისაგან’’ 400 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტის დასადასტურებულად საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს დასახელებულ მოწმეთა ჩვენებას, მათი შინაარსის არათანმიმდევრულობის და დაუზუსტებლობის გამო, საგულისხმოა, რომ არც ერთი მოწმე არ უთითებს შპს ,,დ---------ისგან’’ ნ----- გ--------ისთვის სარჩელში მითითებული ოდენობით თანხის გადაცემის ფაქტს, გარდა ამისა, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენება არაპირდაპირ ჩვენებას წარმოადგენს და არ ასახავს მოწმეთა მიერ უშუალოდ დანახულ ინფორმაციას.
გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელის მიერ სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებზე მითითებით დადასტურებული ვერ იქნა 15.12.2014წ. ხელშეკრულების საფუძველზე მის მიერ ნ----- გ--------ისთვის გაწეული მომსახურების შედეგად ამ უკანასკნელის მიერ შპს ,,დ---------გან’’ 400 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი, თუმცა უდავოა, მოსარჩელის მხრიდან ამ ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,,დ---------ს’’ მიმართ აღძრულ დავაში ნ----- გ--------ის სახელით საპროცესო მოქმედებების განხორცილების ფაქტი, როგორიცაა სარჩელის შედგენა და წარდგენა სასამართლოში, მარეგისტრირებელ ორგანოში სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების წარდგენა, მოპასუხე მხარისთვის სარჩელის და თანდართული დოკუმენტების ჩაბარება და ამის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოსთვის წარდგენა, სააპელაციო სასამართლოს ნაწილობრივ დასაბუთებულად მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნა ჰონორარის დაკისრების თაობაზე, ოღონდ არა სარჩელით მოთხოვნილი საფუძვლით და ოდენობით, არამედ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად გაწეული იურიდიული მომსახურებისთვის. ამ მიმართებით სააპელაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას, ფაქტობრივად გაწეული იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ მოსარჩელისთვის გადასახდელი ჰონორარის 5 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებით განსაზღვრის თაობაზე. საბოლოოდ, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიკვლია და დაადგინა დავის გადაწყვეტისათვის ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და მათ კვალობაზე გააკეთა სწორი სამართლებრივი შეფასებები შპს ,,ბ------------------------------ის“ სარჩელის ნაწილობრივ დაკამაყოფილების შესახებ. არც მოსარჩელის და არც მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრები არ შეიცავს საკმარის სამართლებრივ დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგოდ და მასში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გასაბათილებლად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ნ----- გ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს ,,ბ------------------------------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა აუდრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე ირაკლი ბონდარენკო
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ნატალია ნაზღაიძე