განაჩენი

სისხლის სამართლის 07.11.2018
საქმის ნომერი
010141318700068354
ინსტანცია
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010141318700068354

საქმე ?1/აგ-578-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

7 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინა ხოლოაშვილი

მოსამართლეები: მზია ლომთათიძე

გერონტი კახეთელიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დავით კორკოტაშვილის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენით თ----------------ი (დაბ. 19---–-–-------------, პ/ნ 0----------) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 27 იანვრის და 2009 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდები), საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2009 წლის 06 დეკემბრის და 2010 წლის 27 იანვრის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 1(ერთი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64 -ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5(ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) – 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2009 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდი) – 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2009 წლის 06 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით (2010 წლის 27 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1500 (ათასხუთასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის ტანახმად დანიშნულ სასჯელები შეიკრიბა სა საბოლოოდ თ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის გამოყენებით 2(ორი) წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4(ოთხი) წელი საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 5(ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით და ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშვალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწოფო და ადგილობრივი თვითმართველოსბის სახაზინო-საბიუჯეტო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

თ----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 27 იანვრიდან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ თ----------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2010 წლის 27 იანვრის და 2009 წლის 30 აგვისტოს ეპიზოდები) დანიშნული სასჯელი (მათ შორის რეალური სასჯელი, პირობითი მსჯავრი და გამოსაცდელი ვადა) შემცირდა ერთიმეოთხედით და განესაზღვრა 4(ოთხი) წლითა და 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1(ერთი) წელი და 6(ექვსი) თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, ჩაეთვალა პირობით 3(სამი) წლის და 9(ცხრა) თვის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენით თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.

 

თ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენასათვის საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებით ჩაეთვალა პირობით, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და დანაშაულთა ერთობლიობით ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით ჩაეთვალა პირობით, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელის სახედ დაეკისრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილისა და სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად დანიშნულ სასჯელს დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განაჩენით და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის გამოყენების შედეგად დანიშნული პირობითი მსჯავრი 3(სამი) წელი და განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით 6(ექვსი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე თ----------------ს დამატებით სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

თ----------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2013 წლის 08 იანვრიდან 2013 წლის 06 მარტამდე.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებაში და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენში თ----------------ის მიმართ, შეტანილი იქნა ცვლილება:

 

მსჯავრდებულ თ----------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილიდან (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ამჟამად მოქმედი რედაქცია).

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით, მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დავით კორკოტაშვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

 

2018 წლის 23 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შუამდგომლობით მომართა მსჯავრდებულმა თ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დავით კორკოტაშვილმა, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, 2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის თანახმად, ამავე კოდექსის 59-ე მუხლში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენის გადასინჯვა თ----------------ის მიმართ, პირობითი მსჯავრის შემცირება და გამოსაცდელი ვადის განსაზღვრა 3(სამი) წლითა და 9(ცხრა) თვის ვადით.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა წარმოდგენილი მასალები მიიჩნია, რომ მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დავით კორკოტაშვილის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

2013 წლის 17 აპრილის „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის საფუძველზე, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში, თ----------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების გათვალისწინებით, აგრეთვე იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენის დადგენის დროისათვის ნასამართლევია განზრახ მძიმე დანაშაულისათვის, (დანაშაულის რეციდივი) პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია, მის მიმართ დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის განსაზღვრისას შთანთქმის ან ნაწილობრივი შეკრების გამოყენება და თვლის, რომ უცვლელად უნდა დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენი) თ----------------ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-314-ე, 3321-ე მუხლებით, საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ თ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დავით კორკოტაშვილის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი (თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 მარტის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 თებერვლის განჩინება, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 6 მარტის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 15 მაისის განაჩენი) თ----------------ის მიმართ.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ხოლოაშვილი

 

მოსამართლეები: მ.ლომთათიძე

 

გ. კახეთელიძე