განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210018001417692
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-567-18 07 ნოემბერი, 2018 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენლები მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - - - წ--------------------------------------- თ------–---------ე, თ--------------ე შპს ,,N--------'' ვ--–---------------------
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება და შპს ,,N--------''-ისათვის წ---------------------------------------ს სასარგებლოდ 46 775.2 ლარის დაკისრება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,N---------“-ის სარჩელი;
- გაუქმდა წ----------------------------------------–-ს 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანება, შპს ,,N---------’’-ზე პირგასამტეხლოს სახით 45.266.40 ლარის დაკისრების ნაწილში;
- შპს ,,N---------“ის სარჩელი, წ----------------------------------------–-ს 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანების, შპს ,,N---------“-ზე ჯარიმის სახით 1508.88 ლარის დაკისრების გაუქმების ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო;
- შპს ,,N---------“-ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 1357.99 ლარი, შპს ,,N---------“’’- ის სასარგებლოდ დაეკისრა წ-----------------------------------------ას. ასევე შპს ,,N---------“-ის სასარგებლოდ წ---------------------------------------------ას დაეკისრა იურიდიული მომსახურებისათვის გადახდილი 1810.65 ლარის გადახდა შპს ,,N---------“’’- ის სასარგებლოდ;
- ნაწილობრივ დაკმაყოფილდა წ-----------------------------------------ის შეგებებული სარჩელი;
- შპს ,,N---------’’-ს წ-----------------------------------------ის სასარგებლოდ ჯარიმის სახით დაეკისრა 1508.88 ლარის გადახდა;
- უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა უცვლელი.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. 2016 წლის 25 აპრილს, წ------------------–----–-------ა და შპს ,,N---------“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 150.888.00 ლარი. ხელშეკრულების შესრულების საერთო ვადის გადაცილების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 7.5. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების ყოველ შეუსრულებელ შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით; შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%-ს; იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 პროცენტს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან;
2.2. 2016 წლის 27 მაისს, წ-----------------------------------------–-ა შპს ,,N---------“-ს გაუგზავნა მიმართვა, რომლის მიხედვით - შპს ,,N---------“-ს უნდა უზრუნველეყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის (მზა ბეტონის) მიწოდება წყ--–-------- მუ--–----–-------- სოფელ ტ------–-, სოფელ გ------–- და სოფელ ფ---–---------–-, ზემოაღნიშნული თანმიმდევრობით. წერილის მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში საქონლის მიუწოდებლობის შემთხვევაში, შპს ,,N---------“-ის მიმართ გატარდებოდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობითა და შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები. 2016 წლის 31 მაისს შპს ,,N---------“-ის დირექტორმა მ------------------ წერილით მიმართა წ-----------------------------------------–ს სადაც აღნიშნა, რომ წ-----------------------------------------ას და შპს ,,N---------“-ს (ს/კ 4--------) შორის, 2016 წლის 25 აპრილს გაფორმდა ხელშეკრულება №--, სახელმწიფო შესყიდვაზე, რაც ითვალისწინებს
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 300 მარკიანი მზა ბეტონის მიწოდებას. კერძოდ-სოფ: პ----------- 251 კუბ/მეტრი, გ------- 500 კუბ/მეტრი, ფ---–---------- 475 კუბ/მეტრი და 140 კუბ/მეტრი 0,40-იანი ფრაქცია ღორღი. აღნიშნული ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, კომპანია იღებს ვალდებულებას, 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით, მიაწოდოს შემსყიდველს ზემოთ ჩამოთვლილი სამშენებლო მასალები, ასევე 7.5 პუნქტის თანახმად, მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მე-3 დღისა. შემსყიდველისგან პირველი მოთხოვნა განხორციელდა (230 კუბ/მეტრი) 2016 წლის 20 მაისს, თითქმის ერთი თვის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შეეცადა დაუყოვნებლივ დაეწყო ბეტონის მიწოდება, პერიოდულმა ნალექიანმა (წვიმა) ამინდებმა, ორგანიზაციას ხელი შეუშალა, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას ვალდებულების შესასრულებლად ძალიან მცირე დრო რჩებოდა და ეს გარემოება გამოწვეული იყო მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შპს ,,N---------“-ის დირექტორმა ითხოვა, ხელშეკრულების შესრულების ვადის გაგრძელება 30 (ოცდაათი) დღით, რაც ორგანიზაციას მისცემდა საშუალებას, გარდა იმისა, რომ არ დაკისრებოდა საჯარიმო სანქციები, ასევე ჯეროვნად და ხარისხიანად შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
2.3. 2016 წლის 27 მაისს, წ----------------------------------------–-ს №31/2208 წერილი, 2016 წლის 25 აპრილს დადებული №-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით გაეგზავნა შპს ,,N---------“-ის დირექტორს მ----------------------, ხელშეკრულებით მითითებულ მისამართზე, ქ. თბილისი, გ--------------. აღნიშნულ მისამართზე წერილი არ იქნა ჩაბარებული შპს ,,N---------’’-ის ადმინისტრაციის არარსებობის მიზეზით (არასწორი მისამართი) და 30 მაისს დაბრუნდა წერილი. 2016 წლის 31 მაისს აღნიშნული წერილი პირადად წ-----------------------------------------აში გამოცხადებისთანავე ჩაიბარა შპს ,,N---------“-ის დირექტორმა მ---------------------მა, რომელმაც გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მ----------------ის, ამავე სამსახურის განყოფილების უფროსის კ------------–----ს და მთავარი სპეციალისტის ი--------------ს თანდასწრებით განაცხადა, რომ 2016 წლის 25 აპრილის №-- ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებდა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ეკონომიური პრობლემების გამო;
2.4. 2016 წლის 02 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის №51 სხდომის ოქმის მიხედვით, განხილული იქნა წ-----------------------------------------ას და ,,N---------“-ს შორის 2016 წლის 25 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულებების პირობები. მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინეს: სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №-- ხელშეკრულების მიმწოდებლის შპს ,,N---------’’-ის მიერ შეუსრულებლობა და მას დაეკისრა ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები;
2.5. 2016 წლის 03 ივნისის, შპს ,,N---------“-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული №-- ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასკვნის მიხედვით - 1. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შეწყდეს წ-----------------------------------------ასა და შპს ,,N---------“-ს შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული №-- ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით. 2. №-- ხელშეკრულების 7.5. პუნქტით გათვალისწინებული პირობის ორგზის დარღვევის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების ყოველ შეუსრულებელ შემთხვევაში ,,მიმწოდებელს’’ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 745.44+554.44=1508.89 ლარს. 3. №-- ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შპს ,,N---------“-ის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30 %-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 150 888 30%=45266.40 ლარს. თანხობრივად შეადგენს 150 888 30% = 45266.40 ლარს;
2.6. წ----------------------------------------–-ს 2016 წლის 03 ივნისის №----- ბრძანების მიხედვით 1. შეწყდა წ------------------–----–-------ა და შპს ,,N---------“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №-- ხელშეკრულება. 2. შპს ,,N----------“-ს ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150.888 ლარი) 0,5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1508,88 ლარს, ხოლო შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტისათვის დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 150888 ლარი) 30%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 45 266 40 ლარს. სულ ჯამში შპს ,,N---------“-ს წყ--–-------- მუ--–----–-------- სასარგებლოდ დაეკისრა 46 775,2 ლარის გადახდა;
2.7. 2016 წლის 03 ივნისს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ლ-------------ეს მიმართვა გაუგზავნა წყ--–-------- მუ--–----–-------- მ-----------------–--ემ, რომლის მიხედვით - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყ--–-------- მუ--–----–-------- გ-------ს, პ-----------სა და ფ---–----------ს ადმინისტრაციულ ერთეულებში მზა ბეტონის შესყიდვის მიზნით, წყ--–-------- მუ--–----–-------- მიერ 2016 წლის 11 აპრილს გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებულ პრედენდენტთან - შპს ,,N---------“-თან დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №-- ხელშეკრულება შეწყვეტილია წ----------------------------------------–-ს 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანებით, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის საფუძველზე, მიმწოდებელს აგრეთვე დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებელი საჯარიმო სანქცია/პირგასამტეხლო;
2.8. 2016 წლის 13 ივლისს შედგა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყ--–-------- მუ--–----–-------- გ-------ს, პ-----------სა და ფ---–----------ს ადმინისტრაციულ ერთეულებში მზა ბეტონის შესყიდვის პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით შპს ,,M–-’’-ს და წ----------------------------------------–-ს 2015 წლის 10 თებერვლის №31 204 ბრძანებით შექმნილმა ჯგუფმა მოახდინა წ-----------------------------------------ასა და შპს ,,M–-’’-ს შორის 2016 წლის 15 ივნისის №120 ხელშეკრულებით გათვალისწინებული, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში წყ--–-------- მუ--–----–-------- გ-------ს, პ-----------სა და ფ---–----------ს ადმინისტრაციულ ერთეულებში მზა ბეტონის შესყიდვის პირველი ეტაპის მიღება-ჩაბარება, საერთო ღირებულებით 27.810 ლარი, ხოლო 2016 წლის 18 აგვისტოს აქტით კი იმავე მხარეებს შორის მოხდა მეორე ეტაპის მიღება-ჩაბარება, რომლის ღირებულებამ შეადგინა 110.658.00 ლარი;
2.9. სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოდავე მხარეების მიერ მითითებული არგუმენტები განსახილველ დავასთან დაკავშირებით და განმარტა, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და დამკვეთისთვის ამ შესრულების მიღების დადასტურების პირობებში, ნაკლიანი შესრულების დადასტურების ვალდებულება მოსარჩელეს (ამ შემთხვევაში შეგებებული სარჩელის ავტორს) ეკისრება, სწორედ მან უნდა დაამტკიცოს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება და შესაბამისად, სარჩელის საფუძვლიანობა. კერძოდ, დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;
2.10. სასამართლომ სრულად გაიზიარა შეგებებული სარჩელის პოზიცია მოპასუხე შპს ,,N---------“-ზე, 2016 წლის 25 აპრილის №-- ხელშეკრულების 9.2. პუნქტის საფუძველზე ვალდებულების ყოველ შეუსრულებელ შემთხვევაში ჯარიმის 0.5% დაკისრების თაობაზე, რადგან დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 31 მაისის წერილით, შპს ,,N---------“-ის დირექტორის მ------------------ მიერ აღიარებულ იქნა, რომ ვერ შეძლებდა 2016 წლის 25 აპრილის №-- ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შესრულებას. იმავე წერილით მ------------------ აღიარა, რომ შემსყიდველმა პირველი მოთხოვნა განახორციელა (230 კუბ/მეტრი) 2016 წლის 20 მაისს და აღნიშნული შეკვეთა ვერ შესრულდა მისი კომპანიის მიერ;
2.11. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელე (იგივე მოპასუხე) შპს ,,N---------“-ის წარმომადგენელის განმარტება იმის შესახებ, რომ 2016 წლის 20 მაისის მოთხოვნის (230 კუბ/მეტრი ბეტონის მიწოდება) შეუსრულებლობა გამოწვეული იყო რთული მეტოროლოგიური პირობებით, რადგან წარდგენილი არ იყო აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
2.12. დადგენილი იქნა, რომ 2016 წლის 31 მაისს, გამგეობის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მ----------------ის, ამავე სამსახურის განყოფილების უფროსის კ------------–----ს და მთავარი სპეციალისტის ი--------------ს თანდასწრებით, შპს ,,N---------“-ის დირექტორმა მ------------------ განაცხადა, რომ 2016 წლის 25 აპრილის №-- ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ეკონომიური პრობლემების გამო და ითხოვა ვადის გაგრძელება ერთი თვით;
2.13. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიჩნია, რომ შპს ,,N---------“-ის სარჩელი, ჯარიმის 1508,88 ლარის დაკისრების ნაწილში წ-----------------------------------------ის 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანების გაუქმების შესახებ იყო უსაფუძვლო და არ დააკმაყოფილა ის;
2.14. სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია შპს ,,N---------“-ის სარჩელი წ-----------------------------------------ას და შპს ,,N---------“-ს შორის, 2016 წლის 25 აპრილს №-- ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, წ--------------------------------------------ს 2016 წლის 3 ივნისის №31 656 ბრძანების გაუქმების შესახებ იმ ნაწილში, რომლითაც შპს ,,N---------“-ს წ-----------------------------------------ის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 45.266.40 ლარის გადახდა;
2.15. სასამართლოს მითითებით: აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისას, სასამართლოს კვლევის საგანია, 2016 წლის 25 აპრილს №-- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის ფაქტის დადგენა. სწორედ შპს ,,N---------“-ის მიერ ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტა დაედო ერთ-ერთ საფუძვლად წ----------------------------------------–-ს 2016 წლის 03 ივნისის №----- ბრძანებას;
2.16. სასამართლომ ციტირება გააკეთა მხარეთა შორის, 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული №-- ხელშეკრულების 9.3.პუნქტისა, რომლის თანახმადაც ,,შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%-ს“. სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,N------------ “-ს 2016 წლის 25 აპრილს №-- ხელშეკრულება თვითნებურად არ შეუწყვეტია, არამედ წ----------------------------------------–-ს 2016 წლის 03 ივნისის №----- ბრძანების მიხედვით, შეწყდა წ-------------------–----–-------ა და შპს ,,N---------“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №-- ხელშეკრულება;
2.17. შესაბამისად სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია შპს ,,N---------“-ის სარჩელი წ----------------------------------------–-ს 2016 წლის 03 ივნისის №----- ბრძანების იმ ნაწილში გაუქმების შესახებ, რომლითაც შპს ,,N---------- “-ს, 2016 წლის 25 აპრილის №-- ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისათვის, წყ--–-------- მუ--–----–-------- სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30%- ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენდა 45.266.40 ლარს;
2.18. სასამართლოს მითითებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ იმავე ბრძანებით შპს ,,N--------- “-ს ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებელ შემთხვევაზე ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150.888 ლარი) 0,5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1508,88 ლარს;
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.19. სარჩელისა და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ შემდეგ დასაბუთებაზე მიუთითა:
2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
2.21. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი;
2.22. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ;
2.23. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2016 წლის 25 აპრილის №-- ხელშეკრულება არ შეწყვეტილა შპს ,,N--------- “-ის ინიციატივით, თვითნებურად. პირიქით, დადგენილი იქნა, რომ შპს ,,N--------- “-ის დირექტორმა მ------------------ 2016 წლის 31 მაისის წერილით ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ერთი თვით და მას უარი არ განუცხადებია ხელშეკრულების შესრულებაზე, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ წ-----------------------------------------ას ჰქონდა პატივსადები ინტერესი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის რადგან, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ადგენს იმ პირობებსა და გარემოებებს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, მხარეს შეუძლია გამოიყენოს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება. ესენია: ვალდებულების შესრულებაზე დამატებითი ვადების გასვლა და ინტერესის დაკარგვა ვალდებულების დარჩენილი ნაწილის მიმართ. თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენა დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება, თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი;
2.24. სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით;
2.25. სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, წყ--–-------- მუ--–----–-------- მიერ ხელშეკრულებაზე უარი, ყოველგვარი ვადის დაწესების გარეშე - მართლზომიე----, ვინაიდან აშკარა იყო, რომ ვადის დაწესებას შედეგი არ მოჰყვებოდა. წინამდებარე შემთხვევაში, შესასრულებელი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,N---------“-ი ვერ ახდენდა ვალდებულების შესრულებას, დამატებითი ვადის მიცემა უშედეგო იქნებოდა, რადგან ხელშეკრულების შესრულების საბოლოო ვადა განისაზღვრა 2016 წლის 10 ივნისით, ხოლო 2016 წლის 31 მაისს შპს ,,N--------- “-ის დირექტორმა ითხოვა ხელშეკრულების ერთი თვის ვადით გახანგრძლივება. მითითებული ხელშეკრულების შპს ,,N---------“-ის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტაზე მთითება სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია;
2.26. აქვე სასამართლომ პირგასამტეხლოს შესახებ განმარტა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას;
2.27. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ,,ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ შპს ,,N---------“-ს წყ--–-------- მუ--–----–-------- სასარგებლოდ დააკისრა 1508.88 ლარის ჯარიმის სახით გადახდა, რაც შინაარსით პირგასამტეხლოს წარმოადგენს. ხოლო 2016 წლის 03 ივნისის №----- ბრძანება, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო მოპასუხე შპს ,,N---------“-ზე 45.266.40 ლარის დაკისრების ნაწილში უკანონოდ მიიჩნია და გააუქმა;
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა წ---------------------------------------მ, ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შპს ,,N---------“-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და წ---------------------------------------ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოპასუხე შპს ,,N---------“-ისათვის პირგასამტეხლოს სახით 45.266.40 ლარის დაკისრება;
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, წ---------------------------------------ს, მიერ დასახელებული და დაკითხული მოწმეები ადასტურებენ რეალობას. ისინი აწარმოებდნენ შემსყიდველ ორგანიზაციასთან ურთიერთობებს. შესაბამისად ორივე მათგანი სადაო ფაქტობრივ გარემოებებს და საქმესთან დაკავშირებულ ფაქტებს ასახავდნენ ისე, როგორც ეს სინამდვოლეში იყო;
3.2. სასამართლოს, მიერ უსაფუძვლოდ არ იქნა დაკითხული ის მოწმეები, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ საქმის გადაწყვეტისათვის საჭირო ინფორმაციას;
3.3. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ 2016 წლის 25 აპრილის N74 ხელშეკრულება არ შეწყვეტილა შპს ,,N----------ის ინიციატივით თვითნებურად პირიქით დადგენილი იქნა, რომ შპს ,,N---------"-ის დირექტორმა მ----------------- 2016 წლის 31 მაისის წერილით ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ერთი თვით და მას უარი არ განუცხადებია ხელშეკრულების შესრულებაზე;
3.4. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს აღნიშნულ მოსაზრებას და განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე საქმეში წარდგენილი 2016 წლის 31 მაისის წ-----------------------------------------ის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის აქტით დგინდება, რომ შპს ,,N---------"-მა 2016 წლის 25 აპრილის #74 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში ეკონომიური პრობლემების გამო. ამ შემთხვვაში შპს ,,N---------"-ის მხრიდან ფიქსირდება ხელშეკრულების 9.3. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა, რაც გულისხმობს შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურ შეწყვეტას;
3.5. ამასთან საყურადრებოა ის გარემოება, რომ წ-----------------------------------------ა არ იყო ვალდებული დაეკმაყოფილებინა შპს ,,N---------"-ის უსაფუძვლო მოთხოვნები იმის გამო რომ შემსრულებელ ორგანიზაციას არ დაკისრებოდა ხელშეკრულების მე-9.3. პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციების გადახდა;
3.6. აღნიშნულ გარემოებებზე მითითებით აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ითხოვა.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუქნტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით;
პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ამ გადაწყვეტილებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მის სამართლებრივ შეფასებებს და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, სწორად დაადგინა დავის საგანთან მიმართებაში არსებითი ფაქტობრივი გარემოებები, ასევე, დავის გადაწყვეტისას სწორად გამოიყენა და განმარტა მითითებული სამართლის ნორმები;
ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1. დადგენილია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წყ--–-------- მუ--–----–-------- გ-------ს, პ-----------სა და ფ---–----------ს ადმინისტრაციულ ერთეულებში, მზა ბეტონის შესყიდვის მიზით 2016 წლის 25 აპრილს წ------------------–---–-------ა და შპს ,,N---------“-ს შორის გაფორმებული იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №-- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 150.888.00 ლარი (ს.ფ. 15-17);
4.2. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად: ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდი (ს.ფ.16);
4.3. დადგენილია, რომ ამავე ხელშეკრულებით მხარეებმა განსაზღვრეს ის პირობები, რომელთა დარღვევის შემთხვევაში მათ დაეკისრებოდათ ფინანსური სანქციები, კერძოდ ხელშეკრულება ითვალისწინებს ასეთი სანქციის დაწესების 2 შემთხვევას:
1) ხელშეკრულების 7.5. პუნქტით ნაკისრი ვალდებულების ყოველ შეუსრულებელ შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების 7.5. პუნქტით ნაკისრი ვალდებულება გულისხმობს მიმწოდებლის ვალდებულებას საქონელი მიეწოდებინა შემსყიდველისათვის მოთხოვნის შესაბამისად არაუგვიანეს მესამე დღისა (9.2.პ., ს.ფ. 16);
2) შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30% (9.3.პ., (ს.ფ. 16);
4.4. დადგენილია, რომ შპს ,,N--------''-მა ვერ შეასრულა ხელშეკრულების 7.5. პუნქტით ნაკისრი ვალდებულება (შემკვეთის მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში ვერ იქნა მიწოდებული საქონელი) და მას დაეკისრა აქედან გამომდინარე სანქციები. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში გასაჩივრებული არ არის და ის ამ ნაწილში შესულია ძალაში;
4.5. რაც შეეხება სახელშეკრულებო სანქციის მეორე პირობას, ეს პირობა დაწესებულია მხოლო-და მხოლოდ მიმწოდებლისათვის (შპს ,,N--------''-თვის), რომლის მიხედვით მას შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში უნდა გადაეხადა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%;
4.6. მოსარჩელე/აპელანტი უთითებს, რომ შპს ,,N--------''-ის მიერ თვითნებურად იქნა შეწყვეტილი სამუშაოები, რასაც არ ეთანხმება მეორე მხარე. პალატა ამ თვალსაზრისით ადგენს შემდეგ ფაქტებს:
4.7. დადგენილია, რომ შპს ,,N--------''-ის მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენების მიუხედავად მას არ გამოუვლენია ნაკისრი სამუშაოების შეუსრულებლობისა და ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის სურვილი, ამასთან სახელშეკრულებო დათქმით პირგასამტეხლოს გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებდა ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან (ხელშ. 9.5. პ.);
4.8. დადგენილია, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს შეწყვეტის რამოდენიმე პირობას:
1. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%, შემსყიდველი იტოვებდა უფლებას შეეწყვიტა ხელშეკრულება...(9.4. პ.)
2. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილი იყო ცალმხრივად მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ (10.3. პ.);
3. ხელშეკრულება ასევე შეიძლებოდა შეწყვეტილიყო მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე (10.5.პ.).
4.9. განსახილველ შემთხვევაში შემსყიდველმა - წ---------------------------------------მ ხელშეკრულება შეწყვიტა სწორედ ხელშეკრულების 10.3. პუნქტზე მითითებით, მიმწოდებლის - შპს ,,N--------''-ის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, თუმცა საჯარიმო სანქციებთან ერთად (რომელიც სადაოდ არ არის გამხდარი) მას დააკისრა ამავე ხელშეკრულების 9.3. პუნქტით გათვალისწინებული სანქცია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30%-ის ოდენობით, სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტისათვის;
4.10. აქვე საყურადღებოა ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის წ---------------------------------------ს მიერ დაცული იყო თუ არა სახელშეკრულებო დათქმის 10.4. პუნქტით გათვალისწინებული პირობა - ,,ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღების განზრახვის მხარისათვის არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით შეტყობინების თაობაზე’’. პალატა თვლის, რომ ხელშეკრილების შეწყვეტისათვის დადგენილი ეს სახელშეკრულებო პირობა დაცული არ არის. ამ თვალსაზრისით მოსარჩელის მიერ საქმეში 25-ე გვერდზე წარმოდგენილ 03.06.2016 წლის ,,...ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასკვნა’’-ში მითითებული გარემოება, რომ ,,2016 წლის 27 მაისის №------ წერილით შპს ,,N--------''-ის დირექტორი მ---------------------ი პირადად იქნა გაფრთხილებული... ხელშეკრულების შესაძლო შეწყვეტის შესახებ’’- არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან აღნიშნული თარიღით და ნომრით საქმეში მე-19 გვერდზე წარმოდგენილი წერილის შინაარსით ირკვევა, რომ შპს ,,N--------''-ის დირექტორი მ---------------------ი გაფრთხილდა ,,წერილის მიღებიდან სამი კალენდარული დღის ვადაში საქონლის მიუწოდებლობის შემთხვევაში მის მიმართ გატარდებოდა შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სანქციები’’ და ამ წერილში საუბარი არ არის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რაიმე სახით ხელშეკრულების შეწყვეტის განზრახვაზე. თუმცა ამ თვალსაზრისით ფაქტის დადგენა დავის საგნის გათვალისწინებით რაიმე რეზულტატის მომცემი არ არის და მთავარია დადგენილ იქნეს ფაქტი - მიმწოდებლის - შპს ,,N--------''-ის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის შესახებ;
4.11. დადგენილია, რომ 2016 წლის 02 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის მიერ, 2016 წლის 02 ივნისს შედგა სხდომა. №51 სხდომის ოქმის მიხედვით, ჯგუფმა გადაწყვიტა შეწყდეს წ-----------------------------------------ას და შპს ,,N---------“-ს შორის 2016 წლის 25 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №-- ხელშეკრულება პირობების შეუსრულებლობის გამო და მასვე დაეკისრებოდა ხელშეკრულებითა და კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები (ს.ფ.23-24);
4.12. დადგენილია, რომ 2016 წლის 03 ივნისის, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის მ/შ-ის დ-------------ის მიერ შედგა დასკვნა - შპს ,,N---------“-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული №-- ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მითითებული დასკვნის მიხედვით - 1. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული შეწყდეს წ-----------------------------------------ასა და შპს ,,N---------“-ს შორის 2016 წლის 25 აპრილს გაფორმებული №-- ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულების მე-10 მუხლის მე-3 პუნქტით. 2. №-- ხელშეკრულების 7.5. პუნქტით გათვალისწინებული პირობის ორგზის დარღვევის საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულების ყოველ შეუსრულებელ შემთხვევაში ,,მიმწოდებელს’’ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 745.44+554.44=1508.89 ლარს. 3. №-- ხელშეკრულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად შპს ,,N---------“-ის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 30 %-ის ოდენობით, რაც თანხობრივად შეადგენს 150 888 30%=45266.40 ლარს. თანხობრივად შეადგენს 150 888 30% = 45266.40 ლარს (ს.ფ. 25-26);
4.13. დადგენილია, რომ შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2016 წლის 03 ივნისის დასკვნა და 2016 წლის 02 ივნისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების და შესყიდვის ობიექტის მიღების მიზნით შექმნილი ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა ჯგუფის №51 სხდომის ოქმი დაედო საფუძვლად წ----------------------------------------–-ს 2016 წლის 03 ივნისის №----- ბრძანებას, რომლის თანახმადაც შეწყდა წ------------------–----–-------ა და შპს ,,N---------“-ს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2016 წლის 25 აპრილის №-- ხელშეკრულება. შპს ,,N----------“-ს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების (150.888 ლარი) 0,5%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 1508,88 ლარს, ხოლო შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტისათვის დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 150888 ლარი) 30%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 45 266 40 ლარს. სულ ჯამში შპს ,,N---------“-ს წყ--–-------- მუ--–----–-------- სასარგებლოდ დაეკისრა 46 775,2 ლარის გადახდა (ს.ფ. 27-28);
4.14. ზემოთ მითითებული მტკიცებულებების თანახმად უტყუარად დასტურდება ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ,,N---------“-სა და წ---------------------------------------ს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა ვადამდე, რადგან მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად: ხელშეკრულების შესრულების ვადად განისაზღვრა 2016 წლის 10 ივნისამდე პერიოდი, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა კი განხორციელდა წ---------------------------------------ს ინიციატივით - წ----------------------------------------–-ს №----- ბრძანებით, 2016 წლის 03 ივნისს;
4.15. პალატა თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში მიმწოდებლის - შპს ,,N--------''-ის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტა არ დასტურდება, ხოლო აპელანტი - წ--------------------------------------- ამ გარემოების დასადასტურებლად მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე და წ-----------------------------------------ის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელთა 31.05.2016 წლის აქტზე (იხ. ს/ფ.:22). აღნიშნული აქტის შინაარსის მიხედვით, ,,მ---------------------მა ზემოთ მითითებული სამსახურის თანამშრომეთა თანდასწრებით განაცხადა 25.04.2016 წლის №-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულების შეუძლებლობის შესახებ ეკონომიკური პრობლემების გამო’’. სწორედ ეს გარემოებაა აპელანტის თვალსაზრისით შპს ,,N--------''-ის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. აქვე აღსანიშნავია, რომ მითითებული შინაარსის სისწორეს ადასტირებენ მხოლოდ აქტის შემდგენი პირები საკუთარი ხელმოწერით, ამასთან მათვე აქტის ბოლოს მიუთითეს, რომ ,,დირექტორმა მ---------------------მა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე’’. ყოველივე აღნიშნული პალატის აზრით ადასტურებს მოსარჩელის/აპელანტის მიერ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი/ძირითადი ფაქტის (სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის) დასადასტურებლად არარელევანტური/უვარგისი მტკიცებულების წარმოდგენაზე, რომლითაც არ შეიძლება დადასტურდეს სახელშეკრულებო დათქმის იმ პირობის დარღვევა, რომელსაც ეს ხელშეკრულება უკავშირებს სოლიდურ სანქციას. მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც სადავო არ არის მიმწოდებლის - შპს ,,N--------''-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების სურვილი და სახელშეკრულებო პირობის გაგრძელების ლეგიტიმური მოლოდინი, როდესაც შპს ,,N--------''-მა 31.05.2016 წლის წერილით მიმართა წ---------------------------------------ს ხელშეკრულების ვადის გაგრძელების თხოვნით (იხ. ს.ფ. 21). მოპასუხის ეს ქმედება (ვადის გაგრძელების წერილობით მოთხოვნა) არ ეწინააღმდეგებოდა სახელშეკრულებო დათქმას, კერძოდ ხელშეკრულების 10.1. პუნქტს, რომლის მიხედვით ,,ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე’’.
4.16. ყოველივე ზემოთ აღნიშნული არ იძლევა იმის საშუალებას, რომ დავასკვნათ - სახელშეკრულებო პირობის შესრულებისას მიმწოდებლი - შპს ,,N--------''-ი იქცეოდა თვითნებურად და სწორედ მის ასეთ ქმედებას მოჰყვა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა.
4.17. განსახლველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება შპს ,,N---------“-ის მიერ შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტა. აღნიშნულის საპირისპიროდ კი დადგენილია, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტა განხორციელდა წ---–---------------------------------ს მიერ. მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კი გამორიცხავს შპს ,,N---------“-ის მიმართ ხელშეკრულების 9.3. პუნქტის ამოქმედებას და მისთვის ხელშეკრულებით შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებას;
სამართლებრივი დასამუთება:
4.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
4.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი;
4.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა;
4.21. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის თანახმა: თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი;
4.22. კოდექსის მითითებული ნორმა უფლებამოსილებას ანიჭებს ხელშეკრულების ერთ ერთ მხარეს ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ;
4.23. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას;
4.24. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ წ---------------------------------------მ შპს ,,N---------“-თან არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობისას ისარგებლა მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით და შპს ,,N---------“-თან ვადამდე 2016 წლის 03 ივნისს შეწყვიტა ხელშეკრულება; ანუ არ დამდგარა ფაქტობრივი გარემოება - შპს ,,N---------“-ის მიერ ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული კი გამორიცხავს შპს ,,N---------“-ის მიმართ ხელშეკრულების 9.3. პუნქტის ამოქმედებას და შპს ,,N---------“-ისათვის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის მოტივით - პირგასამტეხლოს დაკისრებას;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წ---------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;
6. საპროცესო ხარჯები
6.1. აპელანტი წ--------------------------------------- გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. წ---------------------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
7. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია;
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: ირმა პერანიძე
თამარ სვანიძე