განაჩენი

სისხლის სამართლის 26.10.2018
საქმის ნომერი
330100117002226710
ინსტანცია
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117002226710

საქმე №1ბ/1084-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა---------–ის

ადვოკატების - მა---------–-–---–ის, ზა--–-----------ს

მსჯავრდებულ - გუ-------------–--ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ გუ-------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა---------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გუ-------------–--ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 27 მარტს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, მცხოვრების: ქ-------–--–-------------------–------------–-, ამჟამად პატიმრის, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენით გუ-------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, გუ-------------–--ეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლით.

 

გუ-------------–--ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2017 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 21:55 საათზე, ქ. თბილისში, ც-------------------------------------------, გუ-------------–--ე მოძრაობდა თავისი მართვის ქვეშ მყოფი მოტოციკლით „სუზუკი" სახელმწიფო ნომრით A------, რა დროსაც დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მოთხოვნები და შეეჯახა ქვეითად მოსიარულე მუ------------ეს. აღნიშნული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებების შედეგად მუ------------ე იმავე დღეს კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გუ-------------–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მა---------–-–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, კერძოდ, გუ-------------–--ისათვის დანიშნული სასჯელის მინიმუმამდე შემცირება და პირობითად ჩათვლა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გუ-------------–--ისათვის დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, რადგან გუ-------------–--ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მან ნაწილობრივ, შესაძლებლობის ფარგლებში აღმოუჩინა მატერიალური დახმარება დაზარალებულის ოჯახს, არ არის ნასამართლევი, არის 19 წლის, ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ის დღეის მდგომარეობითაც მზადაა ერთჯერადად 3000 (სამი ათასი) ლარი გადურიცხოს დაზარალებულის ოჯახს და ვინაიდან, გარდაცვლილს დარჩა მცირეწლოვანი შვილი, მას ყოველთვიურად აღმოუჩენს დახმარებას სრულწლოვნობამდე შესაძლებლობის ფარგლებში, ან ოჯახის სურვილის შესაბამისად გადაუხდის სპორტული თუ საგანმანათლებლო ხასიათის მოსამზადებელი კურსის თანხას, წაიყვანს მას სეზონურად დასასვენებლად და ოჯახის თანხმობის შემთხვევაში მაქსიმალურად მიიღებს მონაწილეობას მის აღზრდაში. ამასთან, გუ-------------–--ის მიმართ შერაცხული დანაშაული არ არის განზრახი და სახეზეა ის გაუფრთხილებელი სახის დანაშაული, როდესაც მოძრაობის უსაფრთხოების შემთხვევა დაარღვია როგორც მსჯავრდებულმა ისე გარდაცვლილმა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, ესენია: საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შესახებ ცნობა, დაზარალებულის უფლებამონაცვლის - თა-----------ის ჩვენება, მოწმეების: ავ--------–-------ის, გი--------------–--ის, ირ---–----------–---–ის, ვ-–----------–---–-ს, ნ-----–-----–----ის, ტ-------------–---–ის, ექსპერტების: დე-----------–ის, ირ---–----------ის, და-------------–-ას, დი----------------–--ის და კო------------–----------–---–ის ჩვენებები; 2017 წლის 7 ნოემბრის სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნა, 2017 წლის 17 ივლისის სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის №-------- დასკვნა, 2017 წლის 20 სექტემბრის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა, 2018 წლის 19 თებერვლის სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ გუ-------------–--ისათვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მისი ფინანსური მდგომარეობა, პიროვნული მახასიათებლები, მისი პოსტდანაშაულებრივი ქცევა /დაზარალებულის ოჯახისათვის ნაწილობრივ მატერიალური დახმარების აღმოჩენა/, ასევე ის ფაქტი, რომ მას არ ჰქონდა შესაბამისი სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, მეტყველებს მასზე, როგორც არაკანონმორჩილ მოქალაქეზე, ხოლო ის გარემოება, რომ მოძრაობის უსაფრთხოების წესები დაარღვია, როგორც გუ-------------–--ემ, ასევე მსხვერპლმა, სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას განმარტა გუ-------------–--ის სასარგებლოდ. ამასთან, სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ იგი არ აღიარებდა დანაშაულს და შესაბამისად დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საფუძველი არ არსებობდა. პალატას მიიჩნია, რომ გუ-------------–--ისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს და მისი პირობითად ჩათვლის საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გუ-------------–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის მა---------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გუ-------------–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, გუ-------------–--ეს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა 2 (ორი) წლით.

 

მსჯავრდებულ გუ-------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 13 ნოემბრიდან.

 

სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი მოტოციკლი „სუზუკი“ სახელმწიფო ნომრით A------, რაც მოთავსებულია საჯარიმო ავტოსადგომზე საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გუ-------------–--ის ოჯახის წევრებს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე