განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002518214
საქმე №1ბ/1322-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ მ---–---------–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს------------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ---–----------------------–-- მიმართ, დაბადებულის 19---–-–-------------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N2----------- რეგისტრირებულის: მა-------–--------------------–-----------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-----–-----------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით მ---–----------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
მ---–----------–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ---–---------–--ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 13 სექტემბრიდან. მ---–---------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 12 მარტიდან - 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
მ---–---------–--ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ნ---------------ის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია - ქ------------–--ის ეპიზოდი
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე, თ---–--–---–-------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში ოპერატორ ნ---------------ის მომსახურების გამო მ---–---------–--მ გამოხატა უკმაყოფილება და იგი სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით სცემა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი. ცემის შედეგად დაზარალებულმა მიიღო თავის ტვინის შერყევა.
2018 წლის 12 მარტს, დაახლოებით 23:15 საათზე, თ---–--–----–-------------------ში მდებარე სასურსათო მაღაზიაში კონსულტანტ ქ------------–--ეს მ---–---------–--მ სხეულის სხვადასხვა ადგილებში ხელებისა და ფეხების დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება - ცხვირის ძვლების მოტეხილობისა და თავის ტვინის შერყევის სახით, რამაც ქ------------–--ის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა მ---–---------–--ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ს------------------მ რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენში ცვლილებების შეტანა სასჯელის ნაწილში და მის მიმართ სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის განსაზღვრა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული გამოცხადდა ბრალის აღიარებით, დანაშაულის გახსნას აქტიურად შეუწყო ხელი და მოინანია დანაშაული, ასევე გასათვალისწინებელია მსჯავრდებულის პიროვნება, ოჯახური მდგომარეობა, მისი დამოკიდებულება საქმისადმი, წარსული ცხოვრება კერძოდ, რომ იგი წარსულში არ ყოფილა პასუხისგებაში მიცემული, არის დასაქმებული და ინტეგრირებული საზოგადოებაში, მისი მიზანსწრაფვა არ ყოფილა მოტივირებული დანაშაულის ჩადენისაკენ, ხოლო სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა ერთგვაროვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მსჯავრდებულმა რაიმე დამამძიმებელ გარემოებაში ჩაიდინა დანაშაული რაც გახდებოდა სასამართლოს მხრიდან უმკაცრესი ზომის გამოყენების საფუძველი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ--–---------–--ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. მ---–---------–--ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების - ნ----------------ის, ქ------------–--ის და მოწმეების - ვე-----------–------–-------–--–----------------------–-–---–-----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებით, მსჯავრდებულის დაკავების ოქმით, დაზარალებულების სამედიცინო დოკუმენტაციით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის სახით პირობითი მსჯავრის განსაზღვრა თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ: ძალადობის სიმძიმე, მასშტაბი და ხერხი: ნ----------------ემ ძალადობის შედეგად მიიღო თავის ტვინის შერყევა, ხოლო ქ------------–--ემ ცხვირის ძვლის მრავლობითი მოტეხილობა, თავის ტვინის შერყევა, საყურადღებოა, რომ ძალადობამ ორი ადამიანის ჯანმრთელობა დააზიანა და დანაშაულის ხერხი იყო სასტიკი - მრავალჯერადად სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის თავზე დარტყმების განხორციელება, როგორც ხელით, ასევე ფეხით და ძალადობის შედეგად იატაკზე დაცემული პირების დამატებით ცემა, დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ საჯარო ადგილას, მსხვერპლთა პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით, ასევე მ---–---------–--ს აგრესიულმა ქმედებამ გამოიწვია სასურსათო მაღაზიის საქმიანობის დროებითი შეწყვეტაც, რაც დამატებით ხაზს უსვამს მისი ქმედების მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებებია მ---–---------–--ს მიერ გამოძიებასთან თანამშრომლობა და მის მიერ ბრალის აღიარება, ასევე დაზარალებულებთან შერიგება და მიყენებული ზიანის ანაზღაურება (სამედიცინო ხარჯები) მიუღებელი განაცდურის ნაწილშიც და მტკიცებულებების გამოკვლევაზე უარის თქმით მართლმსაჯულების რესურსის დაზოგვა და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ მ---–---------–--სთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის პირობითად ჩათვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ მ---–---------–--ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ს------------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ---–----------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) თვის ვადით.
მ---–----------–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა თავისუფლების აღკვეთამ 1 (ერთი) წლის ვადით სრულად შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მ---–---------–--ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
გაუქმდეს მ---–---------–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა.
მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 13 სექტემბრიდან. მ---–---------–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 12 მარტიდან - 2018 წლის 15 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი.
ნივთიერი მტკიცებულება: 2(ორი) ცალი ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო სისხლის ნიმუშები და ბამბა მოწითალო ფერის ლაქებით - განადგურდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი