განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.11.2018
საქმის ნომერი
330210016001218433
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001218433

N2ბ/2993-2018

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04 ოქტომბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია

მოსამართლეები - გოგიტა თოთოსაშვილი, ლევან გვარამია

 

სხდომის მდივანი - ნანა კაბულაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - შპს ,,ღ-------------ი’’

წარმომადგენელი - გ------- ტ----ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – შპს ,,კ----------------–----–---------------------------’’

წარმომადგენელი - დ----- ი------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „კ----------------–----–---------------------------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ღ-------------ს“, შპს „კ----------------–----–----------------------------ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 8000 ლარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2015 წლის 18 ნოემბერს, შპს „კ----------------–----–----------------------------ა“-ს და შპს „ღ-------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც სტუდია უზრუნველყოფს, დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, სარეკლამო კლიპის გადაღებას, რისთვისაც დამკვეთი უხდის სტუდიას მხარეების მიერ დამატებით შეთანხმებულ თანხას. 6.1. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება მოიცავს 16 000 ლარს;

 

2.2. ხელშეკრულების 1.3 პუნქტის მიხედვით, კლიპის დეტალური დამტკიცებული კონცეფცია ასახულია ხელშეკრულების დანართში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და განიხილება მასთან ერთად;

 

ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი ვალდებულია სტუდიის მიერ შესრულებული სამუშაოს და გადასახდელი თანხის ავანსი - 50% გადაიხადოს ხელშეკრულების მოწერიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე, ხოლო კლიპის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დარჩენილი 50%, ასევე ინვოისში ასახული თანხის და სამუშაოს შესრულების შედეგად მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე;

 

2.3. ხელშეკრულების შესაბამისად, სტუდია ვალდებულია: ჯეროვნად შეასრულოს ამ ხელშეკრულებათა და მხარეთა შეთანხმებებით ნაკისრი ვალდებულებები (4.2.1. პუნქტი); განიხილოს დამკვეთის მოთხოვნა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად შესთავაზოს დამკვეთს სარეკლამო კლიპის დამკვეთისათვის სასურველი კონცეფცია, აგრეთვე კლიპში გადასაღები მსახიობები პირობით როლებზე „ბებია“, „მამა“, „დედა“, „ 2 ბავშვი“ და ტექნოლოგი (4.2.2 პუნქტი);

 

2.4. წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა წარუდგინოს დამკვეთს კლიპის კონცეფციის საფუძველზე პერსონაჟების სინჯები როლებზე „ბებია“, „მამა“, „დედა“, „ 2 ბავშვი“ და ტექნოლოგი (4.2.3); უზრუნველყოს მომსახურების გაწევა ამ ხელშეკრულებითა და მის საფუძველზე მიღწეული შეთანხმებით დადგენილი პირობების სრული დაცვით (4.2.3.);

 

2.5. ხელშეკრულების 4.2.5 პუნქტის მიხედვით, სტუდია ვალდებულია გადაიღოს და დაამონტაჟოს კლიპი წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის მიხედვით, დამკვეთის მიერ კლიპის პერსონაჟების დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის დადგენილ ვადაში და იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც ასახულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში, ხოლო 4.2.6 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 1.3 პუნქტის შესაბამისად დამტკიცებული კონცეფციის საფუძველზე, კლიპის სამონტაჟო სამუშაოების დასრულების შემდგომ, თუ დაკვეთის მიერ ადგილი ექნება რაიმე სახის შენიშვნას, ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების გარეშე მოახდინოს კლიპის სამონტაჟო სამუშაოები (ს.ფ 13-16);

 

2.6. 2015 წლის 18 ნოემბრის N0--- საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ შპს „კ----------------–----–---------------------------“-ს ავანსის სახით გადახდილი აქვს 8000 ლარი შპს „ღ-------------ის“ მიმართ 2016 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის შესაბამისად (ს.ფ. 18 ).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.7. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევა გამოწვეული იყო თავად მოსარჩელის მხრიდან, რაც დაკავშირებული იყო კლიპის დეტალური კონცეფციის არაერთხელ შეცვლით.

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების დადასტურების მიზნით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე მოწმის სახით დაკითხული იქნა მ----- ც--------. მოწმის ჩვენებით, მოდავე მხარეების დაკავშირება მოხდა მისი საშულებით. იგი მხარეთა შორის მოლაპარაკებებს ესწრებოდა ხელშეკრულების გაფორმებამდე, ხოლო აღნიშნულის შემდგომ განვითარებული მოვლენები მისთვის უცნობია, ვინაიდან იგი მოსარჩელე კომპანიაში აღარ მუშაობს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, სადავო საკითხთან მიმართებაში და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დანაწეზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა ჯეროვნად და შესრულების მიღების დაყოვნება გამოწვეული იყო დამკვეთის მიერ, იყო მოპასუხის სამტკიცებელი. აღსანიშნავი იყო, რომ მოპასუხე სადავო ფაქტთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებით შემოიფარგლებოდა და სხვა ხასიათის მტკიცებულება შედავებული გარემოების არსებობის დასადასტურებლად არ ჰქონდა წარმოდგენილი.

 

ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა წინასწარი ავანსის სახით გადახდილი თანხების მიზნობრიობასთან მიმართებაში წარმოდგენილ დოკუმენტაცია და განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, შესრულებული სამუშაოები მენარდის მხრიდან შემოიფარგლა მხოლოდ მსახიობების „ქასთინგებით“ და დამატებით რაიმე სახის სამუშაო მოპასუხეს არ უწარმოებია. შესაბამისად, რა მიზნით იქნა დადებული მომსახურების ხელშეკრულება გარკვეულ პირებთან შესაბამისი ანაზღაურებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.

 

ამრიგად, მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ არსებობდა შემკვეთის მიერ სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის კანონისმიერი საფუძველი.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით, მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასებულიყო.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი იყო, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს, შპს „კ----------------–----–---------------------------“-ს და შპს „ღ-------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც სტუდია უზრუნველყოფს, დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, სარეკლამო კლიპის გადაღებას, რისთვისაც დამკვეთი უხდის სტუდიას მხარეების მიერ დამატებით შეთანხმებულ თანხას. ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი ვალდებულია სტუდიის მიერ შესრულებული სამუშაოს და გადასახდელი თანხის ავანსი - 50% გადაიხადოს ხელშეკრულების მოწერიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე, ხოლო კლიპის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დარჩენილი 50%, ასევე ინვოისში ასახული თანხის და სამუშაოს შესრულების შედეგად მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა წინამდებარე ხელშეკრულების 4.2.3. პუნქტზე, რომლის თანახმად, სტუდია ვალდებული იყო ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა წარუდგინოს დამკვეთს კლიპის კონცეფციის საფუძველზე პერსონაჟების სინჯები როლებზე „ბებია“, „მამა“, „დედა“, „ 2 ბავშვი“ და ტექნოლოგი, ხოლო 4.2.5 პუნქტის მიხედვით, სტუდიას უნდა გადაეღო კლიპი წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის მიხედვით, დამკვეთის მიერ კლიპის პერსონაჟების დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის დადგენილ ვადაში და იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც ასახული იყო წინამდებარე ხელშეკრულების დანართში.

 

სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით დადგენილად მიიჩნია, რომ მენარდემ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, რომ სამუშაოები სინჯების წარდგენის ეტაპს არ გასცდენია, რომელიც დამკვეთისათვის იყო მიუღებელი.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის ხელშეკრულების პირობებში კანონმდებლის მიერ უპირატესობა ენიჭებოდა შემკვეთის ნებას, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეეძლო ცალმხრივად მოეშალა ხელშეკრულება. ამასთან, მენარდის ინტერესების და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად შემკვეთს ეკისრებოდა ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, განეხორციელებინა თანმდევი მოქმედება და მენარდისათვის აენაზღაურებინა შესრულებული სამუშაოს ღირებულება და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მიზნებისთვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი იყო ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აენაზღაურებინა შემკვეთს მენარდისათვის და ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავდა მენარდის მიერ ხელშეკრულების შესრულების ფარგლებში გადახდილ თანხებს.

 

სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების, ასევე ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის მოცულობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მენარდეს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან არ იკვეთებოდა, რომ ხელშეკრულების მოშლის შედეგად მოპასუხე მხარემ განიცადა მატერიალური ზიანი.

 

სასამართლომ შენიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მყოფი მხარეებისთვის განსაზღვრავს ხელშეკრულების მოშლის დამოუკიდებელ საფუძველს და ამავე ნორმით დამკვეთის მხრიდან ხელშეკრულების მოშლა, გარდა დამკვეთის ნებისა, რაიმე გარემოებებზე დამოკიდებული არაა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ნარდობის ხელშეკრულების მოშლის ფაქტის გათვალისწინებით სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადახდილი თანხა უნდა დაბრუნებოდა დამკვეთს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა შპს „ღ-------------ი“-სთვის 8000 ლარის დაკისრების ნაწილში, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია, და დააკმაყოფილა.

 

სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობას.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მითითებული სადავო გარემოების დადგენისას, არ გაითვალისწინა მოპასუხე მხარის მიერ საქმის მასალებში წარდგენილი შემდეგი მტკიცებულებები: ა) მოპასუხის 2017 წლის 09 აგვისტოს განცხადება, რომლითაც სასამართლოს წარედგინა მომსახურების ხელშეკრულებები, მათში განხორციელებული ცვლილებები, ხელშეკრულებების თანახმად გადახდილი საფასურის დამადასტურებელი სახელფასო უწყისები და სალაროს გასავლის ორდერები; ბ) მოპასუხის 2017 წლის 20 ოქტომბრის განცხადება, რომლითაც სასამართლოს წარედგინა მხარეთა კომუნიკაციის ამსახველი ელექტრონული ფოსტის წერილები 14 ფურცლად, სადაც გარდა მხარეთა პოზიციების დაფიქსირებისა, მითითებული იყო ვიდეორგოლების/ჩატარებული ქასთინგების ვებ-მისამართები/,,ლინკები“; გ) მოპასუხის 2017 წლის 22 ნოემბრის განცხადება, რომლითაც სასამართლოს წარედგინა ვიდეორგოლების/ჩატარებული ქასთინგების ელექტრონული ვერსია (დივიდი დისკი); ყოველივე აღნიშნულით კი დაარღვია საქართველოს სსკ-ის 105.3., 244-ე და 249.3. მუხლების მოთხოვნები.

 

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლი.

 

აპელანტმა აღნიშნა, რომ სასამართლოს დასკვნა რომლითაც დადგინდა მოპასუხე მხარის ვალდებულება, ნარდობის ხელშეკრულების მოშლის ფაქტის გათვალისწინებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადახდილი თანხის - 8000 ლარის, სრულად, მოსარჩელისათვის/დამკვეთისათვის უკან დაბრუნების თაობაზე, წინააღმდეგობაში მოდის გადაწყვეტილების იმ ნაწილთან, სადაც სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, მოპასუხის მიერ, სამუშაოს ნაწილის - სინჯების/ქასთინგების მომზადებისა და წარდგენის ეტაპის შესრულება, როგორც ფაქტი.

 

აპელანტმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ამ ეტაპის სამუშაოების შესრულება არც მოსარჩელე მხარეს გაუხდია სადავოდ საქმის განხილვის ეტაპზე. შესაბამისად, სამუშაოს თუნდაც ნაწილის შესრულება ერთმნიშვნელოვნად გამორიცხავდა გადახდილი საფასურის სრულად დაბრუნების შესაძლებლობას სსკ-ის 636-ე მუხლის თანახამდ. ამდენად, სასამართლო ვალდებული იყო გადაწყვეტილების მიღებისას გაეთვალისწინებინა შესრულებული სამუშაოს საფასური, რომ აღარაფერი ვთქვათ ხელშეკრულების მოშლით მიყენებულ ზიანზე.

 

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან, იმსჯელა მხოლოდ მომსახურების ხელშეკრულებებისა და მოწმის ჩვენებაზე. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად გამოიკვლევდა და განიხილავდა საქმეზე არსებულ ყველა მტკიცებულებას, კერძოდ, კი მხარეთა კომუნიკაციის ამსახველი ელექტრონული ფოსტის წერილებს და ჩატარებული ქასთინგების ვიდეორგოლებს, მივიდოდა იმ დასკვნამდე, რომ მხარეთა შორის 2015 წლის 18 ნოემბერს დადებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება შესრულდა ნაწილობრივ და არასრული შესრულების მიზეზს წარმოადგენდა არა მოპასუხის, არამედ მოსარჩელის ქმედება.

 

აპელანტმა განმარტა, რომ სახელშეკრულებო პირობის დარღვევით მოსარჩელემ არათუ არ მიიღო შესრულება (მსახიობების კანდიდატურების მოწმონება), არამედ არაერთხელ თავად შეცვალა კონცეფცია და ყოველ ჯერზე ითხოვდა ახალი კანდიდატების წადგენას (რამაც თავის მხრივ გამოიწვია დამატებითი სამუშაოს (ახალი ქასთინგები) შესრულება და შესაბამისად ხარჯების გაზრდა), რაც უდავოდ უნდა ჩაითვალოს პირველადი შესრულების მოსარჩელის მიერ მიღებად (სსკ-ის 649-ე მუხ.). ანუ მოსარჩელემ ხელშეკრულებით შეთანხმებული კონცეფციიდან გამომდინარე კი არ დაიწუნა მოპასუხის შესრულება, როგორც ნაკლის მქონე, რაც თავის მხრივ მოპასუხეს საკუთარი ხარჯით დაავალდებულებდა ნაკლის გამოსწორებას ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში, არამედ შეცვალა ხელშეკრულების პირობა (კონცეფცია), რასაც მართალია დაეთანხმა მოპასუხე შესრულებით (ახალი კონცეფციების შედგენითა და კიდევ დამატებითი ქასთინგების ჩატარებით და მათი შედეგების მოსარჩელისათვის წარდგენით), მაგრამ ამან გამოიწვია დამატებითი ხარჯიც, რაც დასტურდება მოპასუხის მიერ პროექტის შემსრულებელ პერსონალთან გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანით დამატებით ანაზღაურებასთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულს ადასტურებს მხარეთა შორის ელექტრონული მიმოწერა, რაც სადავო არ გამხდარა, თუმცა აღნიშნულს სასამართლომ რაიმე შეფასება არ მისცა.

 

3.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ ასევე არაჯეროვნად გამოიკვლია საქმეზე წერილობითი მტკიცებულების სახით წარმოდგენილი მომსახურების ხელშეკრულებები (ასევე მათ საფუძველზე განხორცილებული შესრულება და საფასურის გადახდის დოკუმენტაცია) პროექტის პერსონალთან - პროდიუსერთან, რეჟისორთან, სცენარისტთან, ოპერატორთან, ქასთინგ - მენეჯერთან და ბუღალტერთან. ცხადია მტკიცებულების არაჯეროვან გამოკვლევას შედეგად მოჰყვა საქმის გარემოების არასწორად დადგენა. კერძოდ, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ „პროექტის პერსონალთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილ მომსახურების საფასურს არ გააჩნია საფუძველი, ვინაიდან შესრულებული სამუშაოები მენარდის მხრიდან შემოიფარგლა მხოლოდ მსახიობების „ქასთინგებით“ და დამატებით რაიმე სახის სამუშაო მოპასუხეს არ უწარმოებია. შესაბამისად, რა მიზნით იქნა დადებული მომსახურების ხელშეკრულება გარკვეულ პირებთან შესაბამისი ანაზღაურებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება“.

 

აპელანტის განმარტებით, თუ სასამართლო კანონით დადგენილი წესით გამოიკვლევდა მტკიცებულებას დაადგენდა, რომ ყველა მომსახურების ხელშეკრულება დადებული იყო სარეკლამო კლიპის გადაღების შესახებ მოსარჩელე შპს ,,კ----------------–----–---------------------------სთან’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ყოველი სპეციალისტის ფუნქციებში ერთი ან რამოდენიმე პოზიცია უკავშირდებოდა სწორედ სამუშაოს პირველ ეტაპს - ქასთინგების მოწყობას (ბუნებრივია აღნიშნული მომსახურების მიღების გარეშე შპს ღ-------------ი, საქმიანობის სპეციფიურობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ვერ გამართავდა კონკრეტული სარეკლამო რგოლისთვის მსახიობების შესარჩევ ქასთინგს).

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. 2015 წლის 18 ნოემბერს, შპს „კ----------------–----–----------------------------ა“-ს და შპს „ღ-------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ.

 

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, სტუდია უზრუნველყოფდა, დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, სარეკლამო კლიპის გადაღებას, რისთვისაც დამკვეთი უხდიდა სტუდიას მხარეების მიერ დამატებით შეთანხმებულ თანხას. 1.3. პუნქტის თანახმად, კლიპის დეტალური დამტკიცებული კონცეფცია ასახულია ხელშეკურლების დანართი N1-ში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკურულების განუყოფელ ნაწილს და განიხილება მასთან ერთდ.

 

ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო ღირებულება მოიცავს 16 000 ლარს; ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის მიხედვით, დამკვეთი ვალდებულია სტუდიის მიერ შესრულებული სამუშაოს და გადასახდელი თანხის ავანსი - 50% გადაიხადოს ხელშეკრულების მოწერიდან 2 სამუშაო დღის განმავლობაში წარმოდგენილი ინვოისის საფუძველზე, ხოლო კლიპის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში დარჩენილი 50%, ასევე ინვოისში ასახული თანხის და სამუშაოს შესრულების შედეგად მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე (იხ. ტომი 1; ს.ფ. 13-15; ს.ფ. 16; დანართი N1);

 

4.2. ხელშეკრულების მე-4 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობები. დამკვეთის ვალდებულება ძირითადად გამოიხატა იმაში, რომ უზრუნველეყო ქარხანაში გადაღებისათვის აუცილებელი რეკვიზიტები: ხილის, მურაბისა და ჯემის ეტიკეტირებული მზა პროდუქცია და უნიფორმა. სამზარეულოს კადრებისათვის: ეტიკეტირებული პროდუქცია (საჭირო რაოდენობის) (4.1.3 მუხლი); მიეწოდებინა გადაღების დაწყებამდე სტუდიისათვის სპეციალურად კლიპისათვის შექმნილი სიმღერა (4.1.4. მუხლი). თუ დამკვეთის მიზეზის გამო არ შედგებოდა დანიშნულ დღეს გადაღება ან ჩაიშლებოდა, დამკვეთი ვალდებული იყო გაცდენილი დღის ხარჯი აენაზღაურებინა სტუდიისათვის (4.1.5. მუხლი). თავის მხრივ, სტუდია ვალებული იყო განეხილა დამკვეთის მოთხოვნა და ხელშეკურლებით გათვალისიწნებული პირობების შესაბამიად, შეეთავაზებინა დამკვეთისათვის სარეკლამო კლიპის დამკვეთისათვის სასურველი კონცეფცია, აგრეთვე, კლიპში გადასაღები მსახიობები პირობით როლებზე ,,ბების’’, ,,მამა’, ,,დედა’’, ,,2 ბავშვი’’ და ,,ტექნოლოგი’’ (4.2.2. მუხლი); წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა წარედგინა დამკვეთისათვის კლიპის კონცეფციის საფუძველზე პერსონაჟების სინჯები როლებზე „ბებია“, „მამა“, „დედა“, „2 ბავშვი“ და ტექნოლოგი. დამკვეთის წერილობითი დასტურის შემდგომ, სტუდია უზრუნველყოფდა წინამდებარე ხელშეკრულების 1-ელი მუხლით დადგენილი ვალდებულების შესრულებას (4.2.3 მუხლი); სტუდია ვალდებული იყო გადაეღო და დაემონტაჟებინა კლიპი წინამდებარე ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის მიხედვით, დამკვეთის მიერ კლიპის პერსონაჟების დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის დადგენილ ვადაში და იმ კონცეფციის მიხედვით, რომელიც ასახული იყო წინამდებარე ხელშეკრულების დანართში (4.2.5. მუხლი).

 

4.3. 2015 წლის 18 ნოემბრის N0--- საგადახდო დავალებით დასტურდება, რომ შპს „კ----------------–----–---------------------------“-ს ავანსის სახით გადახდილი აქვს 8000 ლარი შპს „ღ-------------ის“ მიმართ 2016 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის შესაბამისად (იხ. ტომი 1; ს.ფ. 18);

 

4.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმა გულისხმობს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ნამდვილი ნების დადგენას. ამასთან, ნების განმარტება უნდა განხორციელდეს განსამარტ ტექსტთან მჭიდრო კავშირში. ნების განმარტება ადექვატური უნდა იყოს ფაქტის.

 

18.11.2015 წ. შპს „კ----------------–----–----------------------------ას“ და შპს „ღ-------------ს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების განმარტების საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების 4.2.2. მუხლის პირველი წინადადებით დადგენილი სტუდიის ვალდებულება განეხილა დამკვეთის მოთხოვნა და ხელშეკურლებით გათვალისიწნებული პირობების შესაბამიად შეეთავაზებინა დამკვეთისათვის სარეკლამო კლიპის დამკვეთისათვის სასურველი კონცეფცია, გულისხმობდა იგივე ,,სასცენარო გეგმას’’, რაც შეთანხმების ხელმოწერის დროისთვის უკვე შესრულებული იყო სტუდიის მიერ და ხელშეკრულების 1.3. პუნქტის შესაბამისად დანართის სახით წარმოადგენდა ხელშეკურულების განუყოფელ ნაწილს. პალატა მიუთითებს, რომ ხელშეკრულების დანართი N1 კონცეფცია (სასცენარო გეგმა), ხელმოწერილია იმავე დღეს (18.11.2015 წ) ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირების (ერთის მხრივ, შპს ,,კ----------------–----–----------------------------ას’’ დირექტორის ალექსანდრე დადიანის, და მეორეს მხრივ, შპს ,,ღ-------------ის’’ დირექტორის, ი---- ც--–--ის) მიერ. კონცეფია მოიცავს ვიდეო რგოლი ,,ნ---ს’’ სრულ სასცენარო გეგმას. სცენარიდან ირკვევა, რომ მასში მონაწილეობენ: ტექნოლოგი, მამა, დედა, 2 ბავშვი და ბებია.

 

ამდენად, სტუდიის ვალდებულება განეხილა დამკვეთის მოთხოვნა და ხელშეკურლებით გათვალისწინებული პირობების შესაბამიად, შეეთავაზებინა დამკვეთისათვის სარეკლამო კლიპის დამკვეთისათვის სასურველი კონცეფცია, სტუდიის მიერ შესრულებული იქნა, რაც დაადასტურეს ხელშეკრულების ხელმომწერმა მხარეებმა.

 

4.5. პალატა ყურადრებას გაამახვილებს ხელშეკრულების 4.2.5. პუნქტზე, რომელის თანახმად სტუდიის ვალდებულება გადაეღო და დაემონტაჟებინა კლიპი, მას წარმოეშობოდა მხოლოდ დამკვეთის მიერ კლიპის პერსონაჟების დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მანამდე, კი, კერძოდ, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, სტუდიას დამკვეთისათვის უნდა წარედგინა კლიპში გადასაღები მსახიობები პირობით როლებზე ,,ბების’’, ,,მამა’, ,,დედა’’, ,,2 ბავშვი’’ და ,,ტექნოლოგი’’ (4.2.3. პუნქტი), და ამ როლებზე მითითებული სინჯები;

 

ამდენად, კლიპის გადაღება-დამონტაჟებამდე, განსახორციელებელი პროცედურა წარმოდგენილი იყო შემდეგი სქემით:

1. კონცეფციის დამტკიცება (რაც როგორც აღინიშნა მხარეთა მიერ 18.11.2015 წელს უკვე დამტკიცებული იყო);

2. ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, (24.11.2015 წ.) სტუდიის ვალდებულება დამკვეთისათვის წარედგინა კლიპში გადასაღები მსახიობები პირობით როლებზე ,,ბების’’, ,,მამა’, ,,დედა’’, ,,2 ბავშვი’’ და ,,ტექნოლოგი’’, და ამ როლებზე მითითებული სინჯები;

3. დამკვეთის მიერ კლიპის პერსონაჟების დამტკიცება;

4. კლიპის პერსონაჟების დამტკიცებიდან 10 სამუშაო დღის დადგენილ ვადაში, სტუდიის ვალდებულება გადაეღო და დაემონტაჟებინა კლიპი;

 

4.6. გამომდიანრე იქიდან, რომ კონცეფცია მხარეთა შორის უკვე დამტკიცებული იყო ხელშეკრულების ხელმოწერის ღდესვე, შემდეგი კვლევის საგანს წარმოადგენს იმის დადგენა, მოხდა თუ არა ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა სტუდიის მიერ მისი ვალდებულების (დამკვეთისათვის წარედგინა კლიპში გადასაღები მსახიობები პირობით როლებზე ,,ბების’’, ,,მამა’, ,,დედა’’, ,,2 ბავშვი’’ და ,,ტექნოლოგი’’, და ამ როლებზე მითითებული სინჯები), შესრულება.

 

ამ კუთხით, პალატა ყურადრებას გაამახვილებს საქმის მასალებში დაცულ, მოდავე მხარეთა შესაბამისი უფლებამოსილი პირების კომუნიკაციის ამსახველ ელექტრონულ მიმოწერაზე:

 

- 19.11.2015 წ. 20:03 სთ. (საგანი: 19 ნოემბრის შედეგები), მოპასუხე უგზავნის შემკვეთს ბებიების სინჯებს და განუმარტავს, რომ ერთ-ერთი ბებია არის ის, რომელიც ბატონი ზურაბისთვის მისაღებია, ხოლო, მეორე გაგზავნილია შესადარებლად. წერილს ერთვის ფატის ვიდეო და მანანას ვიდეო. რაც შეეხება გურულ კილოს, იმ შემთხვევაში, თუ არჩეული მსახიობი ვერ შეძლებს თავისი ხმით, იგი გახმავანებული იქნება სხვა მსახიობის ხმით, რომელიც კარგად მიბაძავს გურულ კილოს. მიმოწერა ასევე მოიცავს დაპირებას, რომ მომდევნო დღეს გადაუგზავნის ტექნოლოგის, მამის და დედის ვიდეო სინჯებს.

 

მიმოწერით ასევე ირკვევა, რომ მოპასუხე ესაუბრა ნ---ს კლიპის სიმღერის ავტორს გ--------–---–ს, რომელიც დაჰპირდა, რომ სიმღერის შავი ვარიანტი იქნებოდა კვირის ბოლოსთვის. რაც შეეხება დამკვეთის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოწვეულ ბავშვს კლიპში შეესრულებინა სიმღერის იმიტაცია, გ--------–---–მა განუმარტა, რომ მაშინ, ბავშვების ხმები საერთოდ არ იქნებოდა სიმღერაში, და ძირითადი აქცენტი მამის ხმაზე და ბექებზე გაკეთდებოდა. შესაბამისად, გ--------–---–ი მათ სთავაზობდა კლიპში დარჩენილიყო 1 (ერთი) არააქტიური ამ თვალსაზრისით ბიჭი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, კონტრაქტში უკვე ეწერა 2 ბავშვი, შემსრულებლისათვისა არ წარმოადგენდა პრობლემას დაემატებინა - ვოკალის თვალსაზრისით პასიური გოგონა. ამ ცვლილებასთან დაკავშირებით სტუდია ითხოვდა შემკვეთისგან გადწყვეტილების მიღებას.

 

ამდენად, მითითებულ წერილში, მოცემულია მსჯელობა იმაზე, რომ: 1. მოპასუხემ შემკვეთს გაუგზავნა ბებიის სინჯები; 2. დაპირება, რომ მომდევნო დღეს გადაუგზავნიდა ტექნოლოგის, მამის და დედის ვიდეო სინჯებს; ასევე, ირკვევა, რომ 3. შემკვეთს უკვე შეცვლილი ჰქონდა ხელშეკრულების პირობა სცენარში 2 ბავშვთან დაკავშირებით და სთავაზობდა ახალ ვარიანტს, 4. სტუდია ითხოვს გადაწყვეტილების მიღებას რამოდენიმე საკითხთან მიმართებაში;

 

ამავე წერილიდან ირკვევა, რომ პარალელურად მხარეები უკვე მუშაობდნენ კლიპის გადაღების მოსამზადებელ ეტაპზე, შემკვეთის შეკითხვაზე ჩოხატაურში გადაღების დღესთან დაკაშირებით მოპასუხე პასუხობს, რომ ეს დამოკიდებულია სიმღერაზე და ელოდება გ--------–---–ის მიერ მის მოწოდებას და თუ კვირის ბოლომდე - 2015 წლის 22 ნოემბრამდე მიაწოდებს მას, 24 ნოემბერს დაგეგმავს წასვლას და ეს იმ შემთხვევაში, თუ ქასთინგები დასრულდება ამ კვირაში და პროდაქშენის 10 სამუშაო დღის ათვლა დაეწყებათ ორშაბათიდან, 23 ნოემბრიდან.

 

საგურამოს სადეგუსტაციო ფოტოებთან დაკავშირებით, რაც შემკვეთის მიერ იყო გამოგზავნილი, მოპასუხემ მიუთითა, რომ სამზარეულო არ ჩანდა, რომელიც მათ ვიზუალურად და ფუნქციონალურად ესაჭიროებოდა. თუ არსებობდა იქ სამზარეულო და გამოუგზავნიდნენ შესაბამის ფოტოებს, ისინი საგურამოს მოინახულებდნენ რეჟისორთან ერთად და გადაწყვიტავდნენ აწყობდათ თუ არა გადასაღებად (ტომი 1; ს.ფ. 106-107).

 

- 22.11.2015 წ. 12:32 სთ. (საგანი: 22 ნოემბრის პირველი ნახევრის შედეგები) წერილით მოპასუხე შემკვეთს აცნობებს, რომ მოინახულა საგურამოს მარანი და სადეგუსტაციო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი და საინტერესოა, დიდი ალბათობით კონკრეტული სამზარეულო გადასაღებად არ გამდგებოდა. ასევე, ატყობინებს, რომ დიდი ალბათობით ვეღარ მოასწრებს 24 ნოემბერს ჩოხატაურის გადაღებას, ვინაიდან ქასთინგი არ იყო დამტკიცებული. ასევე აცნობებს, რომ გ--------–---–ს ჯერ არ მიუწოდებია მისთვის სიმღერა და იქნებ საღამოსთვის მიაწოდოს (ტომი 1; ს.ფ. 105).

ამდენად, მითითებული წერილიდან იკვეთება, რომ 23 ნოემბრისთვის ჯერ კიდევ არ იყო დამტკიცებული ქასთინგი, რის გამოც ვეღარ იწყებდა გადაღებას.

 

- 24.11.2015 წ. 20:06 სთ (საგანი: 24 ნოემბრის შედეგები) წერილით, მოპასუხე უგზავნის შემკვეთს სინჯებს ნ---ს, მამის, ტექნოლოგის პოზიციებზე და ელოდება დამკვეთის მოსაზრებებს (ტომი 1; ს.ფ. 103-104);

 

- 26.11.2015 წ. 17:01 სთ (საგანი: 26 ნოემბრის შედეგები) წერილით, მოპასუხე წერს შემკვეთს, რომ დღეს დილით ნ---ს სარეკლამო რგოლის სრული კონცეფციის შეცვლის შემდეგ, უგზავნის ამ ახალი კონცეფციის თანახმად, ახალ სასცენარო გეგმას და მიუთითებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შემკვეთი გაეცნოს მიბმულ ფაილს და შენიშვნების არქონის შემთხვევაში ამ კვირაშივე დამტკიცდეს იურიდიულად. ასევე ატყობინებს, რომ 27 ნოემბერს გაიმართება დედის როლთან დაკავშირებული ქასთინგი, ვიდეოსინჯებს იმავე საღამოს გამოუგზავნის და მიუთითებს, რომ ქასთინგის ამ კვირაში იურიდიულად დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება პროდაქშენის დაწყება.

 

ამასთან, მოპასუხე სთხოვს შემკვეთს სუპერმარკეტის მოძიებას, სადაც შესაძლებელი იქნება გადაღება და ნ---ს ჯემების ვიზუალური რიგის სცენისთვის 100 ქილა მზა პროდუქციის მომარაგებას (ტომი 1; ს.ფ. 102).

 

ამდენად, მითითებული წერილით იკვეთება, რომ 2015 წლის 26 ნოემბრის ჩათვლით, მიუხედავად სტუდიის მიერ ვალდებულების შესრულებისა (წარედგინა კლიპში გადასაღები მსახიობები პირობით როლებზე და ამ როლებზე მათი სინჯები), დამკვეთმა არათუ დაამტკიცა სინჯები, არამედ, უკვე მეორედ, ამჯერად არსებითად, შეუცვალა სტუდიას ვიდეორგოლი ,,ნ---ს’’ სასცენარო გეგმა (კონცეფცია). რის გამოც, მოპასუხემ შეიმუშავა ახალი კონცეფცია, რომელიც ბმულის სახით გადაუგზავნა შემკვეთს და შენიშვნების არქონის შემთხვევაში, ამ კვირაშივე მოითხოვა მისი დამტკიცება. ამასთნ, შეატყობინა, რომ 27 ნოემბერს გაიმართებოდა დედის როლთან დაკავშირებული ქასთინგი, და ვიდეოსინჯების იმავე საღამოს იურიდიულად დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა პროდაქშენის დაწყება.

 

- 27.11.2015 წ. 19:36 სთ. (საგანი: 27 ნოემბრის შედეგები) წერილით, მოპასუხე შემკვეთს უგზავნის დედის როლზე კანდიდატების სინჯებს. კლიპის სასცენარო გეგმას დასამტკიცებელი ტექსტებით და მიუთითებს მიმაგრებულ ფაილზე. მსჯელობს, რომ თუ ორშაბათს - 28 ნოემბერს მოხდება ყველაფერის იურიდიულად დადასტურება, მაშინ დაიწყებს პროდაქშენს. ასევე, სავარაუდოდ ოთხშაბათს 02 დეკემბერს წავა ჩოხატაურში, პარასკევს 04 დეკემბერს მოხდება სამზარეულოსა და სუპერმარკეტის სცენების გადაღება. ატყობინებს, რომ გ--------–---–მა გადმოაგზავნა მუსიკა, უთხრა, რომ ის 80 პროცენტით მზადაა და კლიპი საეთეროდ რომ გამზადდება დასრულებულ ვარიანტს მაშინ მოგვაწვდის. ასვე უგზავნის აღნიშნულ მუსიკას, რასთან დაკავშირებითაც მიუთითებს მიმაგრებულ ფაილზე (ტომი 1; ს.ფ. 100-101);

 

- 28.11.2015 წ. 11:25 სთ. (საგანი: 27 ნოემბრის შედეგები) წერილით, შემკვეთი სთავაზობს მოპასუხეს შეხვედრას გ--------–---–თან ერთად(ტომი 1; ს.ფ. 99);

 

- 28.11.2015 წ. 14 :55 სთ. (საგანი: 27 ნოემბრის შედეგები) წერილით, შემკვეთი სთხოვს შემსრულებელს გაესაუბროს გ--------–--–ს, არის კიდევ სხვა მოსაზრება. ასევე მიუთითებს, რომ თვითონვე აირია და ვერ ჩამოყალიბდა, ვინაიდან პირველი რეკლამაა სურს იყოს უმაღლესი კლასი (hi class) (ტომი 1; ს.ფ. 96);

 

ამდენად, 2015 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, შემკვეთს კიდევ არ აქვს დამტკიცებული ქასთინგი, არ არის მზად მუსიკა კლიპისთვის, რომელიც დამკვეთის წარმოსადგენია. ამასთან, მიუთითებს კიდევ სხვა მოსაზრებაზე, რომელზეც ჯერ თვითონაც არ არის ჩამოყალიბებული და არეულია.

 

- 05.12.2015 წ. 14:43 სთ. (საგანი: 27 ნოემბრის შედეგები) წერილით, მოპასუხე მსჯელობს შემკვეთსა და მას შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე და მიუთითებს, რომ შემკვეთს სურს მოპასუხემ წარმოუდგინოს ,,ნ---ს“ სარეკლამო რგოლის კიდევ ერთი ახალი კონცეფცია, სადაც აუცილებლად უნდა იყოს შემდეგი კომპონენტები დაცული: 1) კლიპში არ იქნება ტექნოლოგები; 2) სამსახიობო კლიპში წაროდგენილი იქნება ჩოხატაურის ქარხნის წარმოების პროცესი; 3) სამსახიობო კომპონენტში წარმოდგენილნი იქნებიან ქალბატონები თ----- ს-------–--ე და ნ------ ხ--------ე (მათი ჰონორარები დამტკიცებულ ბიუჯეტში არ ფიგურირებს) და 10 წლის ბავშვი; 4) უნდა იყოს საახალწლო თემა-დეტალი. მიმართავს შემკვეთს, რომ კიდევ ერთხელ წერილობით დაუდასტუროს ეს პუნქტობრივი ჩამონათვალი, რათა დროულად და ხარისხიანად წარმოადგინოს ,,ნ---ს“ სარეკლამო რგოლის მორიგი კონცეფცია (ტომი 1; ს.ფ. 95).

 

ამდენად, 2017 წლის 05 დეკემბერს, შემკვეთმა გამოთქვა სურვილი, რომ მოპასუხეს წარედგინა ,,ნ---ს“ სარეკლამო რგოლის კიდევ ერთი ახალი კონცეფცია, სრულაიდ განსხვავებული სახეცვლილებით, სადაც მოცემული იქნება საახალწლო დეტალი.

 

- 05.12.2015 წ. 14:49 სთ. (საგანი: 27 ნოემბრის შედეგები) წერილით, შემკვეთი აცნობებს მოპასუხეს, რომ კარგად გაუგია მისი ნათქვამი, მაგრამ არ უნდა დაავიწყდეს რომ თვითონ არც სცენარის ავტორია და არც რეჟისორი, ინტელექტუალური ხედვა და შემოქმედებითი რესურსის პოტენციალი უნდა წარმოადგინოს მოპასუხემ (ტომი 1; ს.ფ. 94);

 

- 05.12.2015 წ. 14:57 სთ. (საგანი: 27 ნოემბრის შედეგები) წერილით, მოპასუხე შემკვეთს პასუხობს, რომ იმედს იტოვებს აქამდე წარმოდგენილ კონცეფციებში იყო ინტელექტუალური ხედვა და შემოქმედებითი პოტენციალი, წინააღდეგ შემთხვევაში არ მოხდებოდა მათ შორის ხელშეკრულების დადება. ატყობინებს, რომ სამი დღეა საჭირო ახალი კონცეფციების წარმოსადგენად და სთავაზობს ახალი კონცეფციის წარდგენისას შემკვეთისთვის სასურველ დროს, ერთად შეხვდნენ რეჟისორსაც და სცენარისტსაც, რომლებიც წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.

 

ამდენად, შემკვეთმა ითხოვდა 3 დღე ახალი კონცეფციის წარსადგენად (ტომი 1; ს.ფ. 94);

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სტუდიის მიერ შესრულებული იქნა ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა (19 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით, რადგან 21, 22, 23 ნოემბერი იყო უქმე დღეები) დამკვეთისათვის წარედგინა პირობით როლებზე კლიპში გადასაღები მსახიობები, შესაბამისი სინჯებით. რაც შეეხება მის ვალდებულებას, გადაეღო და დაემონტაჟებინა კლიპი, პალატა მიიჩნევს, რომ მისი შეუსრულებლობა გამოწვეული იყო თავად შემკვეთის ბრალით, რაც გამოიხატა იმაში, რომ მის მიერ არ იქნა დამტკიცებული კლიპში გადასაღები პერსონაჟები, უფრო მეტიც, მან 3-ჯერ (პირველად - 2015 წლის 19 ნოემბერს; მეორედ - 2015 წლის 26 ნოემბერს; მესამედ - 2015 წლის 05 დეკემბერს), შეცვალა დამტკიცებული კონცეფცია და საბოლოოდ მოითხოვა სრულიად სახეშეცვლილი ახალი კონცეფციით (საახალწლო თემატიკით) შემუშავებული სცენარის წარმოდგენა.

 

4.7. საქმის მასალებით დგინდება, რომ 05.12.2015 წ. წერილზე, შემკვეთს არ უპასუხია და მხოლოდ 2015 წლის 18 დეკემბერს აცნობა წერილობითი მათ შორის გაფორმებული 18.11.2015 წლის თანამშრომლობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, მოითხოვა, მათი კომპანიის მიერ ავანსის სახით გადახდილი თანხის დაბრუნება (ტომი 1; ს/ფ 17; 18.12.2015 წ. წერილი).

 

4.8. წინამდებარე სარჩელით, შპს ,,კ----------------–----–----------------------------ა’’ მოითხოვდა, შპს „ღ-------------ისათვის“, მის სასარგებლოდ 8 000 ლარის დაკისრებას, რაც წარმოადგენდა ავანსის სახით მისთვის გადაცემულ თანხას. მოსარჩელე, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებდა მოპასუხე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობაზე, რაც მას აძლევდა ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადაცემულის უკან დაბრუნების უფლებას.

 

პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.

 

დადგენილია, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს შპს „კ----------------–----–---------------------------“-ს და შპს „ღ-------------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება თანამშრომლობის შესახებ, რომლის საფუძველზეც სტუდია უზრუნველყოფს, დამკვეთის მოთხოვნის საფუძველზე, სარეკლამო კლიპის გადაღებას, რისთვისაც დამკვეთი უხდის სტუდიას შეთანხმებულ თანხას.

 

დადგენილია, რომ შპს „კ----------------–----–---------------------------“-ს ავანსის სახით შპს „ღ-------------ისთვის“ გადახდილი აქვს 8000 ლარი, 2016 წლის 18 ნოემბრის ხელშეკრულების 4.1.1. პუნქტის შესაბამისად. დადგენილია ასევე, რომ შპს ,,ღ-------------ის’’ ვალდებულება სარეკლამო კლიპის გადაღების თაობაზე, ვერ შესრულდა. ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო თავად მოსარჩელე მხარის ქმედებით, რაც გამოიხატა კლიპის კონცეფციის არაერთხელ შეცვლაში და შესაბამისად, მისი დაუმტკიცებულობით. სტუდიის ვალდებულება კი მიბმული იყო შემკვეთის ქმედებაზე, კერძოდ კლიპის კონცეფციის და პერსონაჟების დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში გადაეღო კლიპი.

 

შესაბამისად, პალატა ვერ გაიზიარებს შემკვეთის მტკიცებას, რომ ადგილი ჰქონდა მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას (სსკ-ის 636-ე, 405-ე მუხლები).

 

სსკ-ის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: Nას-697-663-2015, 15.12.2015წ.; Nას-901-851-2015,05.02.2016წ.; Nას-981-926-2015,11.03.2016წ.; Nას-399-383-2016, 15.07.2016 წ.).

 

მითითებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლომ უნდა დაადგინოს, თუ რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაო შეასრულა მენარდემ და იყო თუ არა ეს სამუშაო ჯეროვნად შესრულებული. სააპელაციო სასამართლო ეთანხმება აპელანტის პოზიციას და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მის მიერ შესრულებულ სამუშაოებს არ მიეცა სათანადო შეფასება.

 

პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის მიზნებისთვის ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ ხელშეკრულების შესრულების ფარგლებში გადახდილ თანხებს. ხოლო, შესრულებული სამუშაოს ღირებულების, ასევე ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანის მოცულობის მტკიცების ტვირთი ეკისრება მენარდეს.

 

პალატა ვერ გაიზიარებს საქალაქო სასამართლოს დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, შესრულებული სამუშაოები მენარდის მხრიდან შემოიფარგლა მხოლოდ მსახიობების „ქასთინგით“ და დამატებით რაიმე სახის სამუშაო არ უწარმოებია.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და 4.6. პუნქტში მითითებული უფლებამოსილი პირების კომუნიკაციის ამსახველი ელექტრონული მიმოწერით დასტურდება, რომ სტუდიის მიერ შესრულებული იქნა ვიდეორგოლებისა და სინჯების ჩაწერის სამუშაოები, რომლის ორგანიზება გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

 

პალატა განმარტავს, რომ სიტყვა ,,ქასთინგი’’, ნიშნავს ადამიანის მოქმედებას, მონაწილეობა მიიღოს რამდენიმე სცენაში შესარჩევი კონკურსისთვის.

 

პალატა მიუთითებს, რომ სწორედ ,,ქასთინგის’’ ჩატარებისა და ვიდეორგოლის ჩაწერის უზრუნველსაყოფად გარკვეულ პირებთან დადებული იქნა მომსახურების ხელშეკრულებებები შესაბამისი ანაზღაურებით. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2015 წლის 18 ნოემბერს, შპს „კ----------------–----–----------------------------ას“ და შპს „ღ-------------ს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მიზნით, დაიდო არაერთი მომსახურების ხელშეკრულება, კერძოდ:

 

- 2015 წლის 19 ნოემბერს, შპს ,,ღ-------------სა’’ და თ----- პ-------–---–ს შორის, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშკეურლების საგანს წარმოადგენდა საბუღალტრო მომსახურება. მომსახურებისათვის, საზღაური განისაზღვრა 375.00 ლარით; (ტომი 1; ს.ფ. 49;);

- 2015 წლის 19 ნოემბერს, შპს ,,ღ-------------სა’’ და მ--–--- პ-------–---–ს შორის, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშკეურლების საგანს წარმოადგენდა ქასთინგ მენეჯერის მომსახურება, მომსახურებისათვის, საზღაური განისაზღვრა 250.00 ლარით; ხოლო, შემდეგ, მითითებულ ხელშეკრულებაში 27.11.2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს რამოდენიმეჯერ და მოდიფიცირებული სახით შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურების საზღაური განისაზღვრა 500.00 ლარით. გამოიწერა სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ (20%), ხელფასის სახით ხელზე მიღებული იქნა 200/200, ჯამში, 400 ლარი (ტომი 1; ს.ფ. 50-53);

- 2015 წლის 19 ნოემბერს, შპს ,,ღ-------------სა’’ და ი---- ც--–--ეს შორის, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშკეურლების საგანს წარმოადგენდა საპროდიუსერო მომსახურება. მომსახურებისათვის, საზღაური პირველ ეტაპზე განისაზღვრა 1750.00 ლარით, ხოლო, შემდეგ, მითითებულ ხელშეკრულებაში 27.11.2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს რამოდენიმეჯერ და მოდიფიცირებული სახით შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურების საზღაური განისაზღვრა 2000.00 ლარით. გამოიწერა სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ (20%), ხელფასის სახით ხელზე მიღებული იქნა 1400/200, ჯამში, 1600 ლარი (ტომი 1; ს.ფ. 54-58);

- 2015 წლის 19 ნოემბერს, შპს ,,ღ-------------სა’’ და მ------ ჯ-----–---–ს შორის, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშკეურლების საგანს წარმოადგენდა სარეჟისორო მომსახურება. მომსახურებისათვის, საზღაური პირველ ეტაპზე განისაზღვრა 1875.00 ლარით, ხოლო, შემდეგ, მითითებულ ხელშეკრულებაში 27.11.2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს რამოდენიმეჯერ და მოდიფიცირებული სახით შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურების საზღაური განისაზღვრა 2125.00 ლარით. გამოიწერა სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ (20%), ხელფასის სახით ხელზე მიღებული იქნა 1500/200, ჯამში, 1700 ლარი (ტომი 1; ს.ფ. 58-61);

- 2015 წლის 19 ნოემბერს, შპს ,,ღ-------------სა’’ და გ------–-----ს შორის შორის, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშკეურლების საგანს წარმოადგენდა საოპერატორო მომსახურება. მომსახურებისათვის, საზღაური პირველ ეტაპზე განისაზღვრა 375.00 ლარით, ხოლო, შემდეგ, მითითებულ ხელშეკრულებაში 27.11.2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს რამოდენიმეჯერ და მოდიფიცირებული სახით შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურების საზღაური განისაზღვრა 625.00 ლარით. გამოიწერა სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ (20%), ხელფასის სახით ხელზე მიღებული იქნა 200/300, ჯამში, 500 ლარი (ტომი 1; ს.ფ. 60-65);

- 2015 წლის 19 ნოემბერს, შპს ,,ღ-------------სა’’ და ნ-----–-- პ--------ას შორის შორის, დაიდო მომსახურების ხელშეკრულება. ხელშკეურლების საგანს წარმოადგენდა სცენარისტის მომსახურება. მომსახურებისათვის, საზღაური განისაზღვრა 750.00 ლარით, ხოლო, შემდეგ, მითითებულ ხელშეკრულებაში 27.11.2015 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს რამოდენიმეჯერ და მოდიფიცირებული სახით შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, მომსახურების საზღაური განისაზღვრა 1000.00 ლარით. გამოიწერა სალაროს გასავლის ორდერი, რომლითაც საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის შემდეგ (20%), ხელფასის სახით ხელზე მიღებული იქნა 600/200, ჯამში, 800 ლარი (ტომი 1; ს.ფ. 66-69);

- წარმოდგენილია შპს ,,ღ-------------ის“ სახელფასო უწყისები (N 4 და N 5), რომლითაც დასტურდება 20.11.2015წ და 27.11.2015წ ხელფასის სახით 6 250 ლარის გაცება (დარიცხული), რასაც ემატება ბუღალტერზე გაცემული 375 ლარი და ჯამში ხელფასებზე გაცემული თანხა შეადგენს 6 625 ლარს (ტ.1, ს/ფ 47-48, 49);

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა იზიარებს აპელანტის (მოპასუხე მხარის) განმარტებას, და მიიჩნევს, რომ რომ ყველა მომსახურების ხელშეკრულება დადებული იყო სარეკლამო კლიპის გადაღების შესახებ მოსარჩელე შპს ,,კ----------------–----–----------------------------ასთან’’ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე და ყოველი სპეციალისტის ფუნქციებში ერთი ან რამოდენიმე პოზიცია უკავშირდებოდა სწორედ სამუშაოს პირველ ეტაპს - ქასთინგების მოწყობას. აღნიშნული მომსახურების მიღების გარეშე შპს ,,ღ-------------ი’’, საქმიანობის სპეციფიურობიდან გამომდინარე, ვერ გამართავდა კონკრეტული სარეკლამო რგოლისთვის მსახიობების შესარჩევ ქასთინგს. მაგ. ქასთინგ მენეჯერის მომსახურება გულისხმობდა პრეპროდაქშენს ქასთინგის კუთხით და კოორდინატების მოძიებას, მსახიობების ფოტოების სისტემატიზაციას, ანთროპომეტრული მონაცემებით დახარისხებას და ახალი სახეების მოძიებას. სცენარისტის ფუნქციების ნაწილს წარმოადგენდა სცენარის მომზადება, მათ შორის იმ სცენარის, რომელიც გამოიყენებოდა ქასთინგებზე, კონცეფციის შემუშავებას, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამოდენიმეჯერ შეცვალა მოსარჩელემ, სლოგანებისა და სკრიპტების შემუშავება, რომლებიც ასევე გამოიყენებოდა ქასთინგებზე და მსახიობების ასისტირება ქასთინგებზე. რეჟისორის ფუნქციების ნაწილს წარმოადგენდა კონცეფციის შემუშავება (რომელიც ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რამოდენიმეჯერ შეცვალა მოსარჩელემ) და ქასთინგის კოორდინაცია. ოპერატორის ვალდებულებების ნაწილს წარმოადგენდა გადასაღები პროცედურების ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა, განათების დაყენების კოორდინაცია, ქასთინგების გადაღება და რეჟისორის ტექნიკური და შემოქმედებითი დავალებების შესრულება. პროდიუსერის შესასრულებელი სამუშაო გახლდათ რეჟისორის, ოპერატორის, სცენარისიტისა და ქასთინგ მენეჯერის მომსახურების პირველი და მეორე ეტაპების კოორდინაცია. ბუღალტრის ფუნქციას წარმოადგენს პროექტის (ბუნებრივია მათ შორის ქასთინგების, როგორც პროექტის განუყოფელი ნაწილის) ბუღალტრული მომსახურება.

 

მომსახურების ხელშეკრულებებით დასტურდება, რომ ყველა მომსახურების ხელშეკრულების შესრულების სანაცვლოდ, მოპასუხეს კონკრეტულ სპეციალისტთან შეთანხმებული ჰქონდა კონკრეტული გასამრჯელო. დადგენილია ასევე, რომ დაქირავებული სპეციალისტების გასამრჯელოს გაზრდა განპირობებული იყო შემკვეთის მიერ სამუშაოს გადიდებით, რაც აისახა კიდეც მათთან (სპეციალისტებთან) 2015 წლის 19 ნოემბერს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულებებში 2015 წლის 27 ნოემბერს შეტანილი ცვლილებებით.

 

ამდენად, 2015 წლის 18 ნოემბრის ძირითადი ხელშეკრულების შესასრულებლად, სტუდიას, ხელფასის სახით სულ გაცემული აქვს 6 625.00 ლარი და ავანსის სახით მიღებული 8 000 ლარიდან გახარჯვის მიზნობრიობა წარმოდგენილი არ არის მხოლოდ 1375 ლარზე (იხ. ტომი 1; ს.ფ. 47-49).

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა მხოლოდ 1375 ლარის გახარჯვის მიზნობრიობა, პალატა მიიჩნევს, რომ დამკვეთს სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ავანსის სახით გადახდილი 8 000 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს მხოლოდ 1375 ლარი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა შპს „ღ-------------ი“-სთვის თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია მხოლოდ, 1 375 ლარის ნაწილში.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ შპს ,,ღ-------------ის’’ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება. შპს ,,კ----------------–----–---------------------------’’-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. შპს „ღ-------------ს“, შპს „კ----------------–----–---------------------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1375 ლარის გადახდა.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, 1. იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. 2. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. 3. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, შპს ,,კ----------------–----–---------------------------’’-ს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 240.00 ლარს (ტომი 1; ს.ფ. 23). ხოლო, შპს ,,ღ-------------ის’’ მიერ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა - 320.00 ლარი. დადგენილია, რომ შპს ,,კ----------------–----–---------------------------’’-ს სარჩელი, რომლითაც მოითხოვდა მოპასუხისათვის 8000 ლარის დაკისრებას, დაკმაყოფილდა 1375.00 ლარის ნაწილში, ამდენად, მან სარჩელი მოიგო 17,2%-ის ნაწილში, ხოლო, წააგო - 82,8%-ის ნაწილში. შესაბამსიად, შპს „ღ-------------ს“, შპს „კ----------------–----–---------------------------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 41,28 ლარი; ხოლო, შპს „კ----------------–----–---------------------------“-ს შპს „ღ-------------ის“ მიმართ, უნდა დაეკისროს მის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 264,96 ლარის გადახდა.

 

საბოლოოდ, შპს „კ----------------–----–----------------------------ას“ შპს „ღ-------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ორივე ინსტანციის სასამართლო ხარჯები უარყოფილი მოთხოვნის პროპორციულად - 224 ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ღ-------------ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

 

3. შპს ,,კ----------------–----–----------------------------ას’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

4. შპს „ღ-------------ს“, შპს „კ----------------–----–----------------------------ას“ სასარგებლოდ დაეკისროს 1375 ლარის გადახდა;

 

5. შპს „კ----------------–----–----------------------------ას“ შპს „ღ-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ორივე ინსტანციის სასამართლო ხარჯები, უარყოფილი მოთხოვნის პროპორციულად - 224 ლარის ოდენობით;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაწყვეტილების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე: გელა ქირია

 

მოსამართლეები: ლევან გვარამია

 

გოგიტა თოთოსაშვილი