განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002575765
საქმე №1ბ/1348-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
9 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ა-------------–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ა---------------------------–--–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლეობის მქონის, რეგისტრირებულის: თ---–-------–----–----–-----------------–--------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------–----–----–-----------------–-----------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენით ა-------------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული 3(სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1(ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ა-------------–--–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ა-------------–--–---–ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ ოჯახის წევრის მიმართ.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 ივნისს, ა-------------–--–---–ის მიმართ გამოიცა N0----- შემაკავებელი ორდერი დედის - ნ-----–---------–--–---–ის მიმართ განხორციელებული შეურაცხყოფის საფუძველზე.
2018 წლის 24 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით ა-------------–--–---–ი ცნობილ იქნა სამართალდამმრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლის პირველი ნაწილით და ითვლება ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულ პირად.
2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 01:15 საათზე, თ---–-------–----–----–-----------------–-----------------------------ში, ა-------------–--–---–მა კვლავ არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დედას ნ-----–---------–--–---–ს, კერძოდ ლანძღავდა და აგინებდა უცენზურო სიტყვებით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა-------------–--–---–ის ინტერესების დამცვემა ადვოკატმა გ----------------ემ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკეთოდ.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა საქმეზე დაზარალებულად ცნობილი ნ-----–---------–--–---–ის პოზიცია, რომ მისი შვილის ა-------------–--–---–ის ასეთი ნეგატიური ქცევა იყო არა მისი ხასიათის ან აღზრდის ბრალი, არამედ უკიდურესი სოციალური და ეკონომიკური გაჭირვების ბრალი, სთხოვა სასამართლოს გაეთვალისწინებუნა აღნიშნული და რომ მან აპატია და შეურიგდა მსჯავრდებულს და რომ მისი შვილის ხანგრძლივი პატიმრობაში დატოვება კიდევ უფრო ნეგატიურად აისახებოდა როგორც ა-------------–--–---–ის სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობაზე, ისე მთელ ოჯახის მდგომარეობაზე.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ა-------------–--–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ა-------------–--–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ:
დაზარალებულ ნ-----–---------–--–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ა-------------–--–---–ი საპატიმრო დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ გახდა ალკოჰოლზე დამოკიდებული, ალკოჰოლის მიღების შემდეგ ხდება არაადეკვატური, აგრესიული, დედას სთხოვს ფულს, სისტემატურად თამაშობს კომპიუტერში ონლაინ თამაშებს, სადაც აგებს თანხებს და მერე წაგებულ თანხას დაზარალებულს სთხოვს, თუ დედა მოთხოვნილ თანხას არ მისცემს იგი ხდება აგრესიული და აყენებს შეურაცხყოფას. დაზარალებულმა ნ-----–---------–--–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია და დამატებით განმარტა, რომ 2018 წლის 6 ივლისს, შვილმა ა-------------–--–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით დაკისრებული ვალდებულები, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა უცენზურო სიტყვებით, აგინებდა და ლანძღავდა მას. ქმედების ჩადენისას ა-------–--–---–ი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და იქცეოდა აგრესიულად. დაზარალებულის განმარტებით, მან აპატია შვილს და შეურიგდა, ბრალდებულის აგრესია და შეურაცხყოფა გამოწვეულია იმით, რომ საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლების შემდეგ მან სამსახური ვერ მოიძია და დარჩა შემოსავლის გარეშე, რამაც მის ფსიქიკაზე ჰპოვა ასახვა.
უდავო მტკიცებულებით - არასრულწლოვანი მოწმის გ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ 2018 წლის 6 ივლისს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ა-------------–--–---–ი ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, დედის - ნ-----–---------–--–---–ის მიმართ გახდა აგრესიული და მიმართვდა უცენზურო სიტყვებით, ლანძღვადა და აგინებდა მას. მოცემულ შემთხვევას წინ უძღოდა შემაკავებელი ორდერი და ადმინისტრაციული პატიმრობა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებულ მოვალეობათა დარღვევის გამო. გ-------–---–ი გამოკითხვის ოქმში აღნიშნავს, რომ ა-------------–--–---–ი ალკოჰოლური სასმელის მიღების შემდეგ დედის მიმართ ხდება აგრესიული, აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამ ფაქტს სისტემატური ხასიათი აქვს.
უდავო მტკიცებულებით მოწმე ე-–--------------ს გამოკითხვის ოქმით დადგინდა, რომ არაერთხელ შესწრებია ა-------------–--–---–ის მხრიდან დედის ნ-----–---------–--–---–ის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს. გარდა ამისა ა-------–--–---–ი ალკოჰოლური სასმელის ხშირი მომხმარებელია, რის შემდგომაც ხდება აგრესიული და არაადეკვატური.
ბრალდებულმა ა-------------–--–---–მა საბოლოო სიტყვაში აღიარა დანაშაული, დაადასტურა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა დედის ნ-----–---------–--–---–ის მიმართ.
რაც შეეხება მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანის თაობაზე სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათვის სასიკეთოდ, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, კერძოდ: ბრალდებულის მხრიდან სისტემატური ფსიქოლოგიური ძალადობა ოჯახის წევრზე, დედაზე - ნ-----–---------–--–---–ზე, გასათვალისწინებელია ის, რომ 2018 წლის 13 ივნისს გამოცემულმა შემაკავებელმა ორდემა ვერ იქონია პრევენციული ხასითი, ვერც 2018 წლის 24 ივნისს შეფარდებულმა ადმინისტრაციულმა პატიმრობამ და ორდერის გამოცემიდან დროის უმოკლეს მონაკვეთში 2018 წლის 6 ივლისს ბრალდებულმა მსხვერპლს კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე მხედველობაშია მისაღები სხვა დამამძიმებელი გარემოებაც, როგორიცაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ასევე დანაშაულის მაპროვოცირებელი გარემოებები, რაც გამოიხატება ალკოჰოლზე დამოკიდებულებით და ლუდომანიით, მსჯავრდებულის დამოკიდებულება აზარტულ თამაშებზე და თანხის წაგების შემდეგ უკიდურესი აგრესია დედის მიმართ, ა-------------–--–---–ი ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და იმყოფება გამოსაცდელ ვადაში, მიუხედავად მის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი ლმობიერებისა, რაც გამოიხატა საპროცესო შეთანხმებაში და საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეწყალების აქტში, რომლითაც გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისგან, გამოსაცდელ ვადაში ბრალდებულმა კვლავ ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული, ხოლო შემამსუბუქებელი გარემოებებია ა-------------–--–---–ის მიერ ბრალის აღიარება და სინანული, ასევე ის რომ ბრალდებულმა უდავოდ გახადა მტკიცებულებები, რის გამოც მაქსიმალურად დაიზოგა მართლმსაჯულების რესურსი და დრო და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ა-------------–--–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება გამხდარიყო განსაზღვრული სასჯელის მსჯავრდებულისათვის სასიკეთოთ შეცვლის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ა-------------–--–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა-------------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 6 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული 3(სამი) წლით და 6 (ექვსი) თვით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს თავისუფლების აღკვეთას 1 (ერთი) წლის ვადით ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1(ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და ა-------------–--–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 8 ივლისის განჩინებით ა--------------–--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 6 ივლისიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი