განაჩენი

სისხლის სამართლის 09.11.2018
საქმის ნომერი
330100118002343108
ინსტანცია
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/965-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

მარინე თათრიაშვილის, ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - დ--------------ძის,ადვოკატ - ი-----–------ვას,მსჯავრდებულ - ა--------------------ნის,თარჯიმნების - გ--------------------ნის, კ----–--------------ის, ს------------–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ა---------------------ნის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ა---------------------ნის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------რს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, მისამართის გარეშე; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბ--–---------------------------, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით:

 

ა---------------------ნი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

ა---------------------ნი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ა---------------------ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 13 თებერვლიდან.

 

ა---------------------ნს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2018 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 02:20 საათზე, ქ-------–--–------------–-------------------------–---------------თაზე, გ--------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული, ა--------------------ის კუთვნილი ავტომანქანა ,,BMW-X5”-დან, ა---------------------ნი შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაუფლებოდა ავტომანქანის მარჯვენა გვერდითა სარკეს, კერძოდ, მოტეხა ზემოთხსენებული სარკე და ცდილობდა მიმალვას, რა დროსაც იგი შენიშნეს პოლიციის თანამშრომლებმა და ადგილზევე დააკავეს.

 

სასამართლომ დადგენილად არ სცნო ა---------------------ნის ბრალდება მასში, რომ აღნიშნული ქმედებით დაზარალებულ ა--------------------ს შესაძლოა მისდგომოდა 250 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ა---------------------ნმა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი; სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა ბრალის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა. მსჯავრდებულის განმარტებით, მისი კანონმორჩილი ხასიათიდან გამომდინარე, დააპირა აეღო ქუჩაში დაგდებული ავტომობილის სარკე და მიეტანა მეპატრონისთვის, რაც პოლიციის თანამშრომლებმა აღიქვეს ქურდობის მცდელობად.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ა---------------------ნმა და მისმა ადვოკატმა ი-----–------ვამ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

პროკურორმა დ--------------ძემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ა---------------------ნის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება წარდგენილ ბრალდებაში ა---------------------ნის ბრალეულობა, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოზე მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებული ა--------------------ი, რომელმაც განმარტა შემდეგი: საკუთრებაში ყავს ,,BMW“ ფირმის ,,X5“-ის მოდელის ავტომანქანა, რომელიც 2018 წლის 13 თებერვალს გაჩერებული ჰყავდა თ---–--–------------–--------- მიმდებარე ტერიტორიაზე. როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, დაინახა, რომ მის ავტომობილთან იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები. ადგილზე მისვლისას პოლიციელებმა განუმარტეს, რომ მისი ავტომობილიდან მოიპარეს მარჯვენა გვერდითა სარკე. დაზარალებულმა ა--------------------მა განმარტა, რომ ავტომობილის სარკეს ქონდა წარწერა - ,,-------“.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაიკითხა მოწმე გ---------–---–ი, რომელმაც განმარტა, რომ პოლიციის თანამშრომელ კ-----------------ის პატაკის საფუძველზე დაიწყო გამოძიება ა---------------------ნის მიმართ ავტომობილის მარჯვენა გვერდითი სარკის ქურდობის მცდელობის ფაქტზე. მოწმე გ---------–---–მა დაადასტურა ჩატარებული საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმე კ-----------------ემ განმარტა, რომ არის შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების თანამშრომელი. 2018 წლის 13 თებერვალს მეწყვილესთან, ჯ------------–---–--ან ერთად ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მოძრაობისას, იქვე გაჩერებულ ,,BMW“-ს ფირმის ,,X5“-ის მოდელის ავტომანქანასთან შეამჩნიეს მოქალაქე, რომელმაც მოტეხა მანქანის გვერდითა სარკე, ჩაიდო უბეში და შეეცადა მიმალვას. მეწყვილესთან ჯ------------–---–--ან ერთად დაედევნა დამნაშავეს და მოახერხეს მისი შეჩერება. პიროვნების დადგენის შედეგად იგი აღმოჩნდა ა---------------------ნი. პირადი ჩხრეკის შედეგად ა---------------------ნისგან ამოღებული იქნა ჩანთა, მკვნეტარა და ავტომობილის სარკე.

 

ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოწმე ჯ------------–--ლმა.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 თებერვალს, 02:20 საათზე, შსს ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომლების მიერ ა---------------------ნი ბრალდებულის სახით იქნა დაკავებული. ბრალდებულ ა---------------------ნის პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა: მისი ქურთუკის შიდა მხრიდან ,,B-----“-ის მოდელის წინა მარჯვენა გვერდითა სარკე, თავისი პლასტმასის ბუდესთან ერთად, სარკის მინაზე აღენიშნება წარწერა Q------, სარკის პლასტმასის ბუდე არის დაზიანებული. ა---------------------ნისგან ასევე ამოღებული იქნა მუქი ფერის ჩანთა ნივთების გარეშე, ხოლო ა---------------------ნის ქურთუკის მარჯვენა გვერდითა ჯიბიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მკვნეტარა (ე.წ. კუსაჩკა) შავი და წითელი ფერებით გაწყობილი რეზინის ტარით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბილისში, ვ-----------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე. საავტომობილო გზაზე ავტომანქანებისათვის განკუთვნილ პარკინგის განკუთვნილ ადგილზე გაჩერებულია ავტომანქანა ,,BMW“ ,,X5“ მოდელის (შავი ფერის), სახელმწიფო ნომრით N--------. ავტომანქანის მარცხენა მხარეს, წინა კარებზე არსებული მარცხენა გვერდითა სარკე არის მომტვრეული და დარჩენილია მხოლოდ ელგაყვანილობის სადენი. აღნიშნულ მხარეს, ავტომანქანის წინა მარჯვენა საბურავთან, ასფალტის ზედაპირზე გდია ერთი ცალი პლასტმასის ნატეხი.

 

სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე საკვლევ ობიექტად წარმოდგენილი მარჯვენა გვერდითა უკან ხედვის სარკე თავისივე სარკის მინით წარმოადგენს ავტომობილ ,,ბმვ“-ს სახ.N N-------- შემადგენელ ნაწილს და განცალკევებულია ერთმანეთისაგან მათზე ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, ხოლო მათ ელ. სადენების განცალკევება წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით რაიმე მკვნეტარა თვისებების მქონე საგანთან (ხელსაწყოსთან) კონტაქტის შედეგად.

 

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა დ-------–-----მ.

 

სასაქონლო ექსპერტიზის #5---ს დასკვნის თანახმად, ავტომანქანა ,,B-----“-ის სახელმწიფო ნომრით N---------ს, მარჯვენა კარზე განთავსებული უკანა ხედვის სარკის საბაზრო ღირებულება ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით (წარმოდგენილი სახით) შეადგენს 20 (ოცი) ლარს. ამასთანავე, სასაქონლო ექსპერტიზის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ სარკის ქვედა კუთხეში იკითხება წარწერა Q------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა ა---------------------ნმა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აირჩია დუმილის უფლება. სააპელაციო სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ იმ დღეს იყო ძალიან მთვრალი და მომხდარის თაობაზე დეტალები არ ახსოვს; ახსოვს მხოლოდ ის, რომ იპოვნა ავტომობილის სარკე და აპირებდა პატრონთან მიტანას.

 

პალატამ გააანალიზა რა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის, აგრეთვე პირის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ა---------------------ნმა ნამდვილად ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის განმარტებას მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, ვინაიდან იგი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხოს თავის ქმედებაში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტება, რომ აპირებდა მოტეხილი სარკის პატრონთან მიტანას და სწორედ ამ მიზნით აიღო იგი, აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ და გამოკვლეულ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დასტურდება, რომ ა---------------------ნის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ის დანაშაულებრივი ქმედება, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია, კერძოდ:

 

პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივარში განვითარებულ მსჯელობას იმის შესახებ, რომ თითქოსდა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა. ფაქტია, რომ მსჯავრდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათ ჩვენებში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავებმა დეტალურად აღწერეს, თუ როგორ შენიშნეს გაჩერებულ ავტომობილთან პიროვნება, რომელმაც მოტეხა მანქანის მარჯვენა გვერდითი სარკე, ჩაიდო უბეში და შეეცადა მიმალვას. მოწმეთა ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმთან, რომლის თანახმადაც ა---------------------ნის პირადი ჩხრეკისას მისი ქურთუკის შიდა მხრიდან ამოღებულ იქნა ,,B-----“-ის მოდელის წინა მარჯვენა გვერდითი სარკე, თავისი პლასტმასის ბუდესთან ერთად, ასევე ამოღებულ იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი - ერთი ცალი მკვნეტარა; პალატა ყურადღებას მიაქცევს სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნაზე, რომლის თანახმადაც ექსპერტიზაზე საკვლევ ობიექტად წარმოდგენილი მარჯვენა გვერდითა უკან ხედვის სარკე თავისივე სარკის მინით წარმოადგენს ავტომობილ ,,ბმვ“-ს სახ. N N-------- შემადგენელ ნაწილს და განცალკევებულია ერთმანეთისაგან მათზე ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, ხოლო მათ ელ. სადენების განცალკევება წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედებით რაიმე მკვნეტარა თვისებების მქონე საგანთან (ხელსაწყოსთან) კონტაქტის შედეგად; აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ცალსახად გვაძლევს იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ ა---------------------ნი ავტომობილის სარკეს დაეუფლა მის ხალთ არსებული მკვნეტარას გამოყენებით.

 

იმ ფაქტს, რომ ა---------------------ნისგან ამოღებული სარკე ნამდვილად დაზარალებულ ა--------------------ის კუთვნილი ავტომანქანიდან არის მოხსნილი, ადასტურებს დაზარალებულ არუთინ მკირტიჩიანის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ა/მანქანის სარკეს ჰქონდა წარწერა ,,-------“, რაც თანხვედრაშია ჩხრეკის ჩამტარებელი პირის კ-----------------ის ჩვენებასთან, ასევე სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში აღნიშნულ ფაქტთან იმის თაობაზე, რომ კვლევაზე წარმოდგენილი სარკის მინაზე აღინიშნება წარწერა Q------.

 

პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯელობა იქონია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას შორის არსებულ წინააღმდგობაზე, რომელიც ეხება საკითხს, თუ რომელი მხრის (მარჯვენა თუ მარცხენა) გვერდითი სარკე იქნა მოტეხილი ავტომანქანიდან. პალატა ამ ნაწილშიც სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, ეჭვის ქვეშ არ აყენებს მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნაში ასახული გარემოების სისწორეს და მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში შეცდომით არის მითითებული, რომ თითქოს მომტვრეულია ავტომანქანის წინა კარებზე არსებული მარცხენა გვერდითა სარკე არის. სინამდვილეში მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტია, რომ ,,B-----“-ის მოდელის ავტომანქანიდან ა---------------------ნის მიერ მომტვრეული იქნა მარჯვენა გვერდითი უკანა ხედვის სარკე.

 

ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა სამართალდამცავებმა თანმიმდევრულად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერეს განვითარებული მოვლენები. ამასთან, საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული და არც დაცვის მხარეს წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან რაიმე ინტერესის არსებობას მსჯავრდებულის მიმართ. შესაბამისად, უსაფუძვლოა მსჯავრდებულის განმარტება, რომ მას უკანონო ქმედება არ ჩაუდენია, პოლიციელებმა კი დანაშაულად აღიქვეს მისი სურვილი - დაზარალებულისთვის მიეტანა ავტომობილზე მოტეხილი სარკე, რომელიც სწორედ ამ მიზნით აიღო მიწის ზედაპირიდან.

 

პალატა ასევე აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ დასდებია მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, მათი შეფასება მოხდა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და სათანადო დასაბუთების საფუძველზე იქნა გამოტანილი შესაბამისი დასკვნები. კერძოდ, წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით დადგინდა, რომ საგამოძიებო მოქმედებების განხორიცელებისას არ გამოვლენილა კანონის მოთხოვნებთან რაიმე სახის შეუსაბამობა და გამოძიების მიმდინარეობისას ადგილი არ ჰქონია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას. დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია სრულყოფილად და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით, რაც დადასტურებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირთა ხელმოწერებით. აღნიშნული საგამძიებო მოქმედებების ოქმების სისწორე სასამართლო სხდომაზეც დაადასტურეს მისმა ავტორებმა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნშნული საფუძველზე, პალატა ადგენს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ა---------------------ნმა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ა---------------------ნის გამართლებას საქართველოს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ბრალდების მხარეს ამ ნაწილში განაჩენი არ გაუსაჩივრებია, რის გამოც აღნიშნულ გარემოებაზე პალატა მსჯელობას არ იქონიებს.

 

მსჯავრდებულ ა---------------------ნის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით კი პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამაძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროება და ხასიათი, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, შესაძლო დამდგარი შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, დანაშაულის ჩადენის მოტივი/მიზანი და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

 

შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი ა---------------------ნის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ა---------------------ნის სააპელაციო საჩვრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი;

 

ა---------------------ნი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ა---------------------ნი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ა---------------------ნის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

ა---------------------ნს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის

13 თებერვლიდან.

 

ნივთმტკიცება:

რარატი გრიგორიანის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ,,B-----“-ის მოდელის ავტომობილის წინა მარჯვენა გვერდითა სარკე თავის პლასტმასის ბუდესთან ერთად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს;

 

ა---------------------ნის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი მუქი ფერის ჩანთა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ა---------------------ნის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი მკვნეტარა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვლის ნიმუში, ანაწმენდები, ერთი ცალი პლასტმასის ნატეხი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო მასალა მოთავსებული 1 დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე