განაჩენი

სისხლის სამართლის 12.11.2018
საქმის ნომერი
210100116001243458
ინსტანცია
თარიღი
12.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 210100116001243458

საქმე №1ბ/635-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

2 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის და ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორის: გო------------–---–-ს

ადვოკატის: ალ--------------------–---–-ს

გამართლებულის: ზა------------–---–-ს

მონაწილეობით,ს--------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ბა-----–---–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზა------------–---–-ს მიმართ, დაბადებული: 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3----------- ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------------------------–---–------------ დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენით, ზა-------------–---–ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

ზა------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2015 წელს გამოძიებით დაუდგენელ თვესა და რიცხვში, ზა------------–---–მა კედლის გამონგრევის გზით, უკანონოდ შეაღწია ქალაქ ს----------–--------------------–--–------–- მდებარე შპს „-------- ღვინის ქარხანაში, საიდანაც ფარულად დაეუფლა შპს „-------- კუთვნილ 145000 ცალ „კორპის“ საცობს, აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა 85859,98 ლარის დიდი ოდენობით ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს--------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ბ------–---–---–--- რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩვრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი. იგი არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, რომელთა გამოკვლევის შედეგად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ზა------------–---–-ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ზა------------–---–-ს მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გი---------------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს „------–-- საინჟინრო სამსახურის უფროსად და ამასთან ერთად ზედამხედველობას უწევს ცენტრალურ სამეურნეო საწყობს. 2015 წლის 25 დეკემბერს წარმოების შემოვლისას შეამოწმა ცენტრალური საწყობიც, სადაც ნახა ნალესის ნამტვრევები, კედელი იყო დანგრეული და იგივე ნანგრევებით აშენებული, მაგრამ „ღრიჭოები“ იყო დატოვებული. მოწმე მიხვდა, რომ რაღაც იყო იქედან წაღებული და დაიწყო ძებნა. ამასთანავე, დარეკა პოლიციაშიც. ნახეს, რომ კორპის საცობის ყუთები იყო ცარიელი, ტომრები იყო იქიდან ამოღებული და მერე ისევ შეფუთული, მაგრამ ის შეფუთვა აღარ გავდა ქარხნულს. მოწმის განმარტებით, თითო ტომარაში არის 1000 ცალი საცობი, 4 კგ. წონის და 5 მ3-ზე ცოტა მეტი მოცულობის. კორპის საცობებს აქვს ლოგო - ქართული ასო „ს“ და ყურძნის მტევანი ახატია. გიო------------–-–---–მა ასევე განმარტა, რომ სულ დაიკარგა 145000 ცალი საცობი, რომლის დღევანდელი ფასი არის 85000 ლარი; იგი ზა------------–---–ს იცნობს, მაგრამ მასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს; ქარხანას ზა------------–---–-ს მიმართ დავალიანება არ ჰქონდა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ირ---–--–--–---–-–---–მა განაცხადა, რომ არის შსს კ------------–-–----------------------------------- რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი. მის მიერ ქურდობის კვალიფიკაციით დაიწყო გამოძიება შპს „-------- ინჟინერის გიო------------–-–---–ის მომართვის საფუძველზე, სადაც მან განმარტა, რომ საწყობი იყო გამონგრეული და „კორპის“ საცობები არ იყო ადგილზე. მოწმის მიერ ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ნანახი იქნა, რომ საწყობის კედელი იყო დანგრეული, საწყობში არსებული კორპის საცობების მუყაოს ყუთებიდან კი რამოდენიმე იყო ცარიელი. ასევე, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მ------ ღვინის ქარხანაში ჩატარდა ჩხრეკა, სადაც, საამქროს შენობაში ნახეს 11 ტომარა, მასში მოთავსებული საცობებით, ორი გახსნილი და ცხრა დალუქული. მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ კორპის ტომრები ამოღებისას არ დაულუქავს. მათი დალუქვა და სხვა ტომრებში მოთავსება შეუძლებელი იყო, რის თაობაზეც დეტალურად მიუთითა ოქმში. ამასთან, არ იყო საჭირო დალუქვა, რადგან გაუხსნელი ტომრები იყო, ხოლო გახსნილი ორი ტომარა უბრალოდ დაისკოჩა, საცობები რომ არ გაფანტულიყო. შემთხევის ადგილზე მას ტომარა არ გაუხსნია და არ დაუთვალიერებია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა :ზა-----------–-–---–მა და ლე--------------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული ზა------------–---–-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც გაიჩხრიკა, როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე ეზოში არსებული დამხმარე სათავსოები და რაიმე კანონსაწინაღმდეგო ნივთი ან საგანი არ ყოფილა ამოღებული.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მი----–--------–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ჩხრეკა „შ----- მ------“ ქარხანაში, სადაც ნახეს ტომრებში მოთავსებული საცობები. სულ იყო 11 ტომარა, 9 გაუხსნელი და 2 გახსნილი. გახსნილი ტომრებიდან ერთში 100 საცობამდე იყო, მეორეში კი 200-მდე. ამ საცობებს ლათინური ასოებით ჰქონდა წარწერა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შა-–--------------მა განაცხადა, რომ შემთხვევის დროს იგი იყო სს „შ----- მ------“ მთავარი ინჟინერი და ღვინის ჩამოსხმას ხელმძღვანელობდა. ქარხანაში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და ამოიღეს ცელოფნის ტომრებში შეფუთული საცობები, რომელთაგან ნაწილი გასხნილი იყო, რადგან ჩამოსხმა მიმდინარეობდა. ამ პერიოდში მათთან ჩამოსხმას აწარმოებდა შპს „------------- და იქ არსებული შესაბამისი მასალები „შ----- მ------“ არ ეკუთვნოდა. აღნიშნული კორპის საცობები მათთან ვინ მიიტანა, არ ახსოვს. იმ დროს ასევე ადგილზე იყო შპს „--------------ის წარმომადგენელიც. მან როგორც „შ----- მ------“ წარმომადგენელმა, „შ----- მ------“ მხრიდან მიიღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებაში.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გი-------------–----–---–მა განაცხადა, რომ არის შპს „---------------ის დირექტორი. თარიღი ზუსტად არ ახსოვს, რაიონში შეხვდა ზა------------–---–ს, რომელმაც უთხრა, რომ საცობები ჰქონდა გასაყიდი. მოწმე დაინტერესდა ამ შეთავაზებით და შეიძინა 11000 ცალი, როგორც ახსოვს, თითო 8 თეთრად, სულ გადაიხადა 880 ლარი. ნასყიდობის თაობაზე მისმა ბუღალტერმა გააფორმა დოკუმენტაცია, რომელიც გამოძიების დაწყების შემდეგ წარუდგინა გამომძიებელს. ერთ გზაზე მიიტანა საცობები ზა------------–---–მა თუ არა, ზუსტად არ იცის. მათ მოილაპარაკეს შეძენაზე და ბუღალტერმა გააფორმა შესაბამისი აქტი. ხოლო მოტანის დროს იქ აღარ ყოფილა და არც ის უნახავს, რომ ზა------------–---–-ს მიერ მიტანილ საცობებზე შპს „-------- ლოგო იყო გამოსახული. მას ტომრები არ უნახავს და არ გაუხსნია. ეს მხოლოდ პოლიციაში ნახა და მაშინ იფიქრა, რომ ზაზა რადგან „------–-- მუშაობდა, შესაძლოა მისთვის ვალში მიეცათ საცობები.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე თ---------------–---–-- განაცხადა, რომ მუშაობდა შპს „--------------ში მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. 2015 წლის 19 ნოემბერს, დირექტორმა - გი-------------–----–---–მა უთხრა, რომ ზა------------–---–-სგან 8 თეთრად უნდა შეესყიდათ 11000 ცალი „კორპის“ საცობი. მან გააფორმა მხოლოდ საბუთები და ზ----- 880 ლარი გადაუხადეს. კორპების წარმომავლობა არ იცის, მოლაპარაკების ნაწილი მის ფუნქციებში არ შედიოდა და არც თვითონ საცობები უნახავს.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე და------------მ განაცხადა, რომ მუშაობს შპს „------–--. კორპის საცობები ინახებოდა საწყობში, ქარხნის ტერიტორიაზე. ერთხელ მასთან მივიდა ზა------------–---–- და უთხრა, რომ საცობები სჭირდებოდა, რაც მოწმეს არ გაუტანებია მისთვის. ზ----- მისთვის არ უთქვამს, რომ დახმარებოდა საცობების ფარულად დაუფლებაში და არც არავისგან სმენია, რომ საცობები ზ----- მოიპარა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე არ---–-------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს „--------------ში წარმოების უფროსად. მის საქმიანობაში შედის შეკვეთების მიღება, შემდგომ ჩამოსხმა და გაყიდვა. მათი კომპანია ღვინის ჩამოსხმას აწარმოებდა „შ----- მ----–-“. ჩამოსასხმელად, რომ მიდიან, ნაწარმიც თავადვე მიაქვთ. მათ შორის კორპის საცობებიც მათ მიიტანეს ჩამოსასხმელ ქარხანაში, 10-11 გაუხსნელი ტომარა, რომლებიც შემდეგ გახსნეს ჩამომსხმელმა ოპერატორებმა. შპს „--------------ში ეს საცობები ვინ მიიტანა არ იცის, მას მანამდე არ ჰქონდა ნანახი, შემდგომ პოლიციამ აჩვენა. მან დაადასტურა 2015 წლის 25 დეკემბრის „შ----- მ----–-“ ჩატარებულ ჩხრეკაში მონაწილეობა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებულ იქნა მოწმე ზა-------–-–---–-ს ჩვენება, რომლითაც დასტურდება, რომ 2015 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე პერიოდში მან თავისი მართვის ქვეშ მყოფი ფ---------------- სატვირთო მიკროავტობუსით მეზობელი - ზა------------–---–- წაიყვანა ქ.საგარეჯოში მდებარე ყოფილი სამების ღვინის ქარხანაში. ზა------------–---–- უნდა შეხვედროდა ინჟინერ და------------ს, თუმცა მასთან რა საქმე ჰქონდა, მოწმისათვის უცნობია. იმ დღეს ზა------------–---–ს ქარხნიდან არაფერი წამოუღია.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნა---------–---------–--მა განაცხადა, რომ გარდაცვლილი გი-----------–------–---–ი 2005 წლიდან იყო მისი მეუღლე, რომელსაც სატრანსპორტო საშუალება არ ჰქონია, მართვა არ იცოდა და იგი საჭესთან არასდროს უნახავს. გი-----------–------–---–ს ღვინის ქარხნებთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. მოწმეს არც ბოთლის საცობები უნახავს როდისმე. ბრალდებულ ზა------------–---–ს იგი არ იცნობს.

ზა------------–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ 2011 -2012 წლებში მუშაობდა ღვინის ქარხანა „------–-- არაოფიცილაურად. შემდგომ გადავიდა სხვა ღვინის ქარხანაში, რომელიც მას აღებული ჰქონდა იჯარით, იქ აწარმოებდა სპირტს და არაყს. მასთან რამდენჯერმე იყო მისული გი-----------–------–---–ი, რომელმაც შესთავაზა ბოთლის სახურავები, თუმცა ზა------------–---–მა უთხრა, რომ იმ მომენტში მას საცობები არ სჭირდებოდა. მოგვიანებით, შემოდგომაზე გი-----------–------–---–ი კვლავ მივიდა მასთან და უთხრა, რომ ძალიან უჭირდა, ჰქონდა 11 შეკვრა კორპის საცობი და შესთავაზა ძალიან იაფად - 200 ლარად. ვინაიდან იყო მისაღები ფასი, ზა------------–---–მა იყიდა აღნიშნული 11 ტომარა საცობები. ტომრები იყო ცელოფნის და ეწერა, რომ თითოში იყო 1000 ცალი. ზა------------–---–ს ტომრები არ ეცნო, „-------- ლოგო ძალიან ცნობილია და ის რომ ყოფილიყო გამოსახული საცობებზე, შეამჩნევდა. ფოცხვერაშვილი მასთან მივიდა მიკროავტობუსით, რომელიც ფ------------------- გავდა. ვინაიდან მას გარკვეული პერიოდი საცობები არ დასჭირდა, მის ნაცნობს გი-------------–----–---–ს შესთავაზა ეყიდა ისინი. შეთანხმდნენ 800 ლარის გადახდაზე, რის შემდეგაც ერბოწონაშვილს გაატანა 11 გაუხსნელი ტომარა საცობები, ხოლო შემდეგ გააფორმეს ხელშეკრულება.

ამდენად, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ შპს „-------- ღვინის ქარხნიდან დაკარგული იქნა 145000 ცალი „კორპის“ საცობი. ხოლო შპს „--------------ის დირექტორმა გი-------------–----–---–მა ზა------------–---–-სგან 880 ლარად შეიძინა 11000 ცალი საცობი.

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდაზა------------–---–-ს მიერ შპს „-------- კუთვნილი საცობების დაუფლების ფაქტს.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიმოიხილავს თითოეულ მტკიცებულებას თუმცა, არ აკეთებს ანალიზს, თუ რომელი მათგანი ადასტურებს უტყუარად ზა------------–---–-ს ბრალეულობას.

სასამართლოში დაკითხული პოლციის თანამშრომლები ადასტურებენ მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორეს, საიდანაც ზა------------–---–-ს ბრალეულობა არ დგინდება. მოწმეებმა გი-------------–----–---–მა და თ---------------–---–-- დაადასტურეს, რომ მათ ნამდვილად ზა------------–---–-სგან იყიდეს „კორპის“ საცობები 11000 ცალი, რომელშიც გადაიხადეს 880 ლარი და მათ შორის ოფიციალურადაც გაფორმდა ხელშეკრულება, რასაც თავის მხრივ არ უარყოფს ზაზა მეზვრიშივლიც. ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ გი-------------–----–---–ისათვის შესაბამისი თანხის სანაცვლოდ გადაცემული საცობები, 11 შეკვრა, მან შეიძინა გი-----------–------–---–ისგან 200 ლარად.

მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ უზრუნველყო იმ პირდაპირი ხასიათის აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რომელიც დაცვის მხარის მიერ განვითარებულ ვერსიაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. მხოლოდ ის გარემოებები, რომ მოწმე დავით ჩეჩვაძის ჩვენებით ზა------------–---–- დაინტერესებული იყო შპს „-------- ქარხნის საამქროში დასაწყობებული საცობებით, ხოლო ნა---------–---------–--ის ჩვენებით მის მეუღლეს - გი-----------–------–---–ს არც სატრანსპორტო საშუალება ჰყოლია და არც ღვინის ქარხანასთან ჰქონდა შეხება, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ვერ ქმნიან ობიექტურ საფუძველს პირის დამნაშავედ ცნობისათვის.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიან იმ უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ზა------------–---–-ს მსჯავრდებისათვის. ისინი იძლევიან მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“.

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ასეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა კი ბრალდების მხარის მიერ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი ზა------------–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად..

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს--------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ბა-----–---–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. ს--------- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ზა------------–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ზა------------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.

5. გამართლებულ ზა------------–---–ს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, განემარტოს უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე;

6. ნივთიერი მტკიცებულება:

-სს ,,შ----- მ------“ ჩამოსასხმელი საამქროს ჩხრეკის შედეგად ამოღებული 9 გაუხსნელი ტომარა და 2 გახსნილი ტომარა საცობებით, რომელიც ინახება საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

7. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი