განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002477649
საქმე №1ბ/1299-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ივ-------–-–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 06 მაისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №1----------, რეგისტრირებულის ქ. ბ---------------------–-----–---------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ბ------------------------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენით ივ-------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 02 წელი.
ივ-------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 21 აპრილიდან 2018 წლის 26 აპრილის ჩათვლით.
ივ-------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 21 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ქ. ბ---------–---------------------ში, თავის საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე უთანხმოების მოტივით, ივ-------–-–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დედას - თე------–---–ს, კერძოდ, ხუთჯერ დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც თე------–---–ს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნულს არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი-----------–---–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ივ-------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ გამოყენებული სასჯელი არის უკანონო, რადგან ის არ შეესაბამება დანაშაულის ჩამდენის პიროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას არ გაითვალისწინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით განსაზღვრული დამამძიმებელი გარემოებები, რომლებიც გააჩნია ივ-------–-–---–ს, კერძოდ, დანაშაული ჩადენილია ოჯახის წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, რის გამოც სასამართლო უნდა ყოფილიყო უკიდურესად მკაცრი. ამასთან, დანაშაული ჩადენილია ისეთი პირის მიმართ, რომელსაც ობიექტურად არ ჰქონდა უნარი გაეწია მისთვის წინააღმდეგობა, ასევე, მუქარაში გამოყენებულია დანა, რის გამოც რისკები არის მაღალი.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ თე------–---–ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - მა-----------–---–ის და ნა-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №3--------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის მსჯელობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531-ე მუხლით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებზე მითითებით ივ-------–-–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნის თაობაზე და განმარტავს, რომ დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. პალატა მიუთითებს, რომ ჩამოთვლილი გარემოებები ვერ ჩაითვლება დამატებით დამამძიმებელ გარემოებებად მაშინ, როდესაც კონკრეტული მუხლის დისპოზიციის მიხედვით, სწორედ ეს გარემოებები ქმნიან დანაშაულის შემადგენლობას. ივ-------–-–---–ისათვის ბრალად შერაცხული მუხლის დისპოზიცია კი თავად გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის ჩადენას.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ დანაშაული ჩადენილია ისეთი პირის მიმართ, რომელსაც ობიექტურად არ ჰქონდა უნარი გაეწია მისთვის წინააღმდეგობა, ასევე, მუქარაში გამოყენებულია დანა, რის გამოც რისკები არის მაღალი, არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებიდან და შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს აღნიშნულზე პალატა ვერ იმსჯელებს.
პალატა ასევე მხედველობაში იღებს, რომ ივ-------–-–---–ის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მის მიერ დანაშაულის ნასვამ მდგომარეობაში ჩადენაა, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილს. დაზარალებული არ ითხოვს მისთვის საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ივ-------–-–---–ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი ივ-------–-–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი-----------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 21 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ივ-------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის გამოყენებით, ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუწესდეს 2 (ორი) წელი.
პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულ ივ-------–-–---–ის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ივ-------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2018 წლის 21 აპრილიდან 2018 წლის 26 აპრილის ჩათვლით.
ივ-------–-–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას 41280 ლარის ღირებულების უძრავ ქონებაში კო------–-–---–ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ 4/5 წილს 5 000 ლარის ფარგლებში, მდებარე: ქ. ბ---------------------–-----–--------, საკ. კოდი 6----------- (ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინება).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე