განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210016001208273
საქმე № 2ბ/2094-18
დ ა უ ს წ რ ე ბ ე ლ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
1-----–-სი, 2--- წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი ნანა კაბულაშვილი
აპელანტი - სს „ს--------------------------–---“
მოწინააღმდეგე მხარე - გ--–---------–--ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
სასამართლომ გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით გ--–---------–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე სს ,,ს--------------------------–---ს“ მოსარჩელე გ--–---------–--ას სასარგებლოდ დაეკისრა 2--- წლის 08 ნოემბერს სადაზღვეო შემთხვევის დადგომის შედეგად მიღებული დაზიანებების მკურნალობის ხარჯის - 2300 ლარის გადახდა; მოპასუხე სს ,,ს--------------------------–---ს“ მოსარჩელე გ--–---------–--ას სასარგებლოდ დაეკისრა მოსარჩელის მიერ მედიკამენტებზე გაღებული ხარჯის - 215.22 ლარის ანაზღაურება; გ--–---------–--ას სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 2--- წლის იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ის ოდენობით ჯარიმის - 117.22 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გ--–---------–--ას სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 2--- წლის იანვრის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0,01%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა სს „ს--------------------------–---მ“, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს 2--- წლის 11 აპრილის განჩინებით სს „ს--------------------------–---ს“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ხოლო 2--- წლის 1-----–-სს 12:00 საათზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; კერძოდ მოწინააღმდეგე მხარე - გ--–---------–--ას სატელეფონო შეტყობინების გზით, რაზედაც შედგა შესაბამისი აქტი, ეცნობა სხდომის ჩატარების დროისა და ადგილის თაობაზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი სს „ს--------------------------–---ს“ წარმომადგენელი. არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ლ-–---------–--ა, რომელსაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეცნობა სასამართლო სხდომის დღისა და ადგილის თაობაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და სასამართლოსათვის არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია. აპელანტმა იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილების შესახებ კერძოდ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.2 მუხლის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. 387.3 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდება აპელანტი მხარე, მაგრამ არ გამოცხადდება მისი მოწინააღმდეგე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:
_ აპელანტი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;
_ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით;
_ სააპელაციო საჩივარში მითითებული და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის წარმომადგენელი შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარი სხდომის შესახებ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის არ უცნობებია.
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას. კერძოდ, დამტკიცებულად ითვლება, რომ:
- გ--–---------–--ა იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. ამასთან, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არ დასრულებულა, ინციდენტში მისი ბრალეულობა მოცემული ეტაპისთვის დაუდგენელია.
- საქართველოს ს------–---------–--ისა და პ------–იის ს----------ოს ს------–---------–--ის დეპარტამენტსა და სს ,,ს--------------------------–---ს“ შორის 2--- წლის 1---------ს დადებული ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულების ტექნიკური დავალების 6.15 მუხლის (გამონაკლისების ჩამონათვალი) „-- ქვეპუნქტის შესაბამისად, გ--–---------–--ასთან დაკავშირებული შემთხვევა არ წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევას და არა ექვემდებარება ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანიის მიერ.
- კერძოდ, წმინდა მ-----–--------------–------------–-------------–---------–-------–-------------------------ს მიერ 2--- წლის 11 ნოემბერს გაცემული სამედიცინო ფორმა N--------------ში ანამნეზში მითითებულია, რომ პაციენტს „პირიდან ამოსდის ალკოჰოლის სუნი“, ასევე გ--–---------–--ას სამედიცინო ბარათში (ისტორიაში) არაერთგზის აღნიშნულია სხვადასახვა ექიმების მიერ, რომ გ--–---------–--ას პირიდან/პირის ღრუდან ამოსდის ალკოჰოლის სუნი, რითაც დასტურდება ის ფაქტი, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.
სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ მითითებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.1 მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები სამოქალაქო კოდექსის 799-ე და 829-ე მუხლის საფუძველზე იურიდიულად ამართლებს აპელანტის მოთხოვნას. ამდენად საქმეზე მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება
და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება გ--–---------–--ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად მოწინააღმდეგე მხარე - გ--–---------–--ას უნდა დაეკისროს სს 150 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 236-ე, 237-ე, 230-ე 372-ე, 387-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს--------------------------–---ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. გ--–---------–--ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. გ--–---------–--ას სს „ს--------------------------–---ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი ბაჟის - 150 ლარის გადახდა;
5. მხარეს, რომელიც არ გამოცხადებულა სასამართლო სხდომაზე, რის გამოც მის წინააღმდეგ გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოში _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრიგოლ რობაქიძის 7ა) შეიტანოს საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ 10 (ათი) დღის განმავლობაში, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის გადაცემიდან.
მოსამართლე გოგიტა თოთოსაშვილი