განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
330100118002358375
ინსტანცია
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1/ბ-1201-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - მ-----------–---–ის,ადვოკატ - ლ-------------ას,გამართლებულ - ი-----–----------ას მონაწილეობით,ქ.თბილისის ვ---------------–--------------–-------------------------------------------------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ი-----–----------ას მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ---------------------–---–-----------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ი-----–----------ას ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 დეკემბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ი-----–----------ა, 2018 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, ა-–------------------------------------ში მდებარე ,,ა------------------------------–---–-ს“ სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------------–--ლის საფულეს, მასში მოთავსებული ,,ID” და სხვადასხვა სახის პლასტიკურ ბარათებთან და ფულთან ერთად. აღნიშნული ქმედებით მ------------–--ლს მიადგა 35 ლარის და 40 თეთრის მატერიალური ზიანი. იმავე დღეს, 21:41 საათიდან, 21:45 საათამდე დროის პერიოდში, ი-----–----------ამ მართლსაწინააღმდეგოდ ისარგებლა მ------------–--ლის სახელზე რეგისტრირებული სს ,,ს----------–---------ს“ ექსპრეს ბარათით, კერძოდ, ქალაქ თბილისში, ქ--–----------------ში მდებარე შპს „ო-----------ს“ სუპერმარკეტში განახორციელა 2 (ორი) ლარის და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01აგვისტოს განაჩენით:

 

ი-----–----------ა უდანაშაულოდ იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და გამართლდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარემ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ბრალდებულ ი-----–----------ას ბრალდება მასში, რომ 2018 წლის 17 იანვარს, საღამოს საათებში, ქალაქ თბილისში, ა-–------------------------------------ში მდებარე ,,ა------------------------------–---–-ს“ სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------------–--ლის საფულეს მასში მოთავსებული ,,ID” და სხვადასხვა სახის პლასტიკურ ბარათებთან და ფულთან ერთად, რითაც მ------------–--ლს მიადგა 35 ლარის და 40 თეთრის მატერიალური ზიანი. ასევე ვერ იქნა დადგენილი ის ფაქტი, რომ იმავე დღეს, 2--------------------- საათამდე დროის პერიოდში, ი-----–----------ამ მ------------–--ლის სახელზე რეგისტრირებული სს ,,ს----------–---------ს“ ექსპრეს ბარათით ისარგებლა მართლსაწინააღმდეგოდ, კერძოდ, ქ-------–--–------–----------------–------------–-----------------ის“ სუპერმარკეტში განახორციელა 2 (ორი) ლარის და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----------–-–---–-ა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და ი-----–----------ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი და გამოკვლეული იქნა იმ პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ი-----–----------ას ბრალეულობს „ა------------------------------–---–-ს“ სახელობის კლინიკიდან მ------ ქვეხიშვილის ნივთების დაუფლებასა და მისი პლასტიკური ბარათით სარგებლობაში. დაზარალებულ მ------------–--ლის ჩვენებით, მისგან გამოთხოვილი მობილური ტელეფონის ე.წ. „ს-----–------“, სს „ს----------–---------დან“ გამოთხოვლი ამონაწერის და შპს „ო-----------ს“ ვიდეოჩანაწერების გამოკველვით უტყუარად დგინდება, რომ მ------------–--ლის კუთვნილი „ს----------–---------ს“ პლასტიკური ბარათით შპს „ო-----------ს“ მაღაზიაში გადახდა სწორედ ი-----–----------ამ განახორციელა. ხოლო, ი-----–----------ას მიერ კლინიკიდან მ------------–--ლის ნივთების დაუფლების ფაქტს ბრალდების მხარის განმარტებით, ადასტურებს მისივე მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ის გარემოება, რომ მ---------------მა მიუთითა, თუ როგორ გამოიყურება მათი კლინიკის პერსონალის სამსახურებრივი ელექტრონული ბარათები, რომელიც აღწერილობით ემთხვევა ი-----–----------ასგან ამოღებულ თეთრი ფერის ელექტრონულ ბარათს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას პროკურორმა მ-----------–---–მა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

 

გამართლებულმა ი-----–----------ამ და მისმა ადვოკატმა მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. პალატა არ იზიარებს პროკურორის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილია საკმარისი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც უტყუარად დასტურდება ი-----–----------ას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა მ------------–--ლმა განაცხადა, რომ შემთხვევის დროს მუშაობდა „ა------------------------------–---–-ს სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში“ ექთნის თანაშემწედ. 2018 წლის 17 იანვარს, დაახლოებით ხუთ საათზე მივიდა სამსახურში, გამოიცვალა მესამე სართულზე მდებარე პერსონალის გასახდელში და თაროზე დადო ჩანთა საფულით, რომელშიც მოთავსებული იყო ,,ს----------–---------ს’’ სახელფასო ბარათი, ,,თ-----------ს’’ ბარათი, პირადობის მოწმობა, ,,ი-------“–ის სადაზღვევო ბარათი, მეტრომანი, სამსახურის ელექტრონული გასაღები, სავიზიტო ბარათები, ბავშვობის ფოტოსურათი და ხურდა ფული, დაახლოებით 3 ლარამდე. მოგვინებით საფულიდან ამოიღო ხურდა ფული და ავიდა სასადილოში, გასახდელში ხურდის შესანახად კი აღარ დაბრუნებულა, ვინაიდან ჰქონდა საქმე. დაახლოებით ათი საათისთვის მობილური ტელეფონის საშუალებით მიიღო შეტყობინება, რომლის თანახმადაც მისი კუთვნილი ,,ს----------–---------ს“ სახელფასო ბარათის გამოყენება მოხდა ქ--–--------------ე მდებარე სუპერმარკეტ ,,ო---------–ი“, კერძოდ გადახდილი იქნა 2.40 თეთრი. მაშინვე გადაამოწმა გასახდელში დატოვებული ჩანთა, სადაც აღარ იდო საფულე, მასში არსებული ნივთებით. მომხდარის შესახებ მეორე დღეს მიმართა პოლიციას. მ------------–--ლმა დამატებით განმარტა, რომ გასახდელ ოთახში შესვლა ნებისმიერ პირს შეეძლო, ვინაიდან იგი არ იყო დაკეტილი და არც წარწერა ქონდა, რომ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. მეტროთი სარგებლობისას იყენებდახოლმე სახელფასო ბარათსაც და ზოგჯერ მეტრომანსაც. როგორც ახსოვს, სახელფასო ბარათის მეტროში გამოყენებისას ტელეფონზე შეტობინება არ მოდის. სს „ს----------–---------ს“ სახელფასო ბარათის და მეტრომანის ციფრები არ ახსოვს, ზეპირად ბარათის ნომრებს არ იმახსოვრებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა------------------–მა განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 18 იანვარს განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება კლინიკიდან მ------------–--ლი საფულის ქურდობის ფაქტზე. დაკითხა დაზარალებული, რის შემდეგაც მისი მონაწილეობით ჩაატარეს საგამოძიებო ექსპერიმენტი. რამდენიმე დღეში თანამშრომელმა რობერტ კობაიძემ მიიღო ინფორმაცია, რომ აღნიშნული დანაშაული ჩადენილი უნდა ჰქონოდა ი-----–----------ას. გამოკითხვისას ი-----–----------ამ აღიარა ჩდენილი ქმედება და მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც მიუთითა ის ადგილი, საიდანაც მოიპარა საფულე. აღნიშნულის შემდეგ სს „ს----------–---------დან“ ამოღებული იქნა მ------------–--ლის ბარათიდან განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდა მ------------–--ლის პლასტიკური ბარათიდან გარკვეული თანხის გადარიცხვა. ასევე, ამოღებულ იქნა სუპერმარკეტ ,,ო-----------ს“ ვიდეო მასალა - 21:41 საათიდან, 21:45 საათამდე დროის შუალედში, სადაც ჩანდა, რომ ი-----–----------ამ მაღაზიაში განახორციელა ტრანზაქცია. მ------------–--ლის ბარათიდან გადახდა დადასტურდა მისი მობილურიდან ამოღებული მესიჯის ე.წ. „ს-----–--------ც“. ა------------------–ის განმარტებით, მან საჭიროდ არ ჩათვალა ბ--------–---–ის კლინიკის კამერის ჩანაწერების, ამავე კლინიკის თეთრი ფერის პლასტიკური ბარათის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების და მეტროსადგურ ,,----------–----ნ’’ ვიდეო ჩანაწერების გამოთხოვა. ასევე, არ გამოითხოვეს სუპერმარკეტ ,,ო---------–ი“ სალარო აპარატის მონაცემები პროდუქციის დასახელების, ოდენობის, ღირებულების, საათის და იმ ბარათის ტრანზაქციის თაობაზე, თუ რა ბარათიდან იქნა გადახდილი თანხა. აღნიშნული მოწმემ ახსნა იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ტრანზაქციასთან დაკავშირებით იდენტური მონაცემები გამოთხოვილი იქნა სს „ს----------–---------დან“, რაც დროში ზუსტად ემთხოდა მაღაზიის ვიდეოკამერაში დაფიქსირებულ ფაქტს, როცა ი-----–----------ა ახორციელებდა ტრანზაქციას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ---------------მა განაცხადა, რომ არის „აკ. ვ------გ ბ--------–---–ის სახელობის კლინიკის“ მოზრდილთა ინფექციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2018 წლის 24 იანვარს მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ეხებოდა 2018 წლის 17 იანვარს მისი თანამშრომლის მ------------–--ლის კუთვნილი საფულის გასახდელიდან დაკარგვას. სამართალდამცავებმა დაათვალიერეს გასახდელი და გადაიღეს ფოტოსურათები. მ------მა მიუთითა თავის გასახდელზე, თუ სად ედო საფულე და რა ნივთები ჰქონდა მასში. მოწმის განმარტებით, კლინიკა საკმაოდ დაცულია და ყველა თანამშრომელის აქვს თავისი ელექტრონული გასაღები საიდენტიფიკაციო ნომრით, რომლითაც ხდება კლინიკაში შემოსვლისა და გასვლის დროის დაფიქსირება. ამასთან, გასაღები აღებს განყოფილებას და ნებისმიერ შიდა კარს. იგი არის თეთრი ფერის, მართკუთხედის ფორმის და ქვედა მხარეს აქვს წარწერა. კლინიკაში განსაზღვრულია შემოსვლის საათები - ხუთიდან შვიდ საათამდე, დაცვის თანამშრომლები აფიქსირებენ ყველა შემომსვლელს. უშუალოდ მესამე სართულზე განთავსებულია ორი სათვალთვალო კამერა, რომლებსაც შესაძლოა დაეფიქსირებინა გასახდელ ოთახში შემსვლელი და გამსვლელი პირები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-------------ა განაცხადა, რომ არის მაღაზია „ო-----------ს“ მენეჯერი. 2018 წლის 26 იანვარს მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში, ს--------–------–----------------ში მდებარე შპს „ო-----------ს“ მარკეტში, რა დროსაც ბრალდებულმა მიუთითა საბანკო ტერმინალზე, სადაც გაატარა ბარათები. გამომძიებელმა ა------------------–მა გამოითხოვა ვიდეო ჩანაწერი, სადაც დაფიქსირებული იყო 2018 წლის 17 იანვარს, საღამოს სალაროსთან ბარათის გატარების პროცესი. მოწმის განმარტებით, ჩეკზე/ქვითარზე მითითებულია პროდუქციის დასახელება, ღირებულება, ტრანზაქციის დრო, ასევე, ბარათის ბოლო ოთხი ციფრი, რისი საშუალებითაც ხდება იმ ბარათის იდენტიფიკაცია, რომლითაც განხორციელდა გადახდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------------–---–მა განაცხადა, რომ არის სს „ს----------–---------ს“ იურისტი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამომძიებელს გადაეცა მ------------–--ლის ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოიცავდა ორ დღეს - 2018 წლის 17 და 18 იანვარს. მ------------–--ლს 17 იანვარს „ვ------გ ბ--------–---–ის“ სახელობის კლინიკიდან ლარის ანგარიშზე ჩაერიცხა ხელფასი 180 ლარის ოდენობით. ამავე დღეს მეტროპოლიტენში იყო გადახდილი 50 თეთრი და ქ--–--------------ე მდებარე მაღაზია „ო----------–ი“ - 2 ლარი და 40 თეთრი. აღნიშნული ბოლო ოპერაცია გახორციელებულიიქნა 17 იანვარს, თუმცა ამონაწერში გატარებული იყო 18 იანვარს. დ--------------–---–ის განმარტებით, ოპერაციის თაობაზე მომხმარებელთან შეტყობინება იგზავნება ოპერაციის ასახვის დასრულებამდე. მომხმარებელს თუ ჩართული აქვს შესაბამისი სერვისი, შეტყობინება უნდა მიუვიდეს იმავე დღეს, თუმცა ბანკის ამონაწერში ასახვა შეიძლება მეორე დღეს მოხდეს. მათ მიერ გაცმეულ ამონაწერში მითითებული მონაცემები ზუსტად ასახავს დროს, თუ როდის მოხდა ოპერაცია. როგორც წესი, ბანკში ხელმისაწვდომია ამონაწერი, სადაც მითითებულია გადახდის ზუსტი საათი, წუთი და წამი, თუმცა არ ახსოვს, თუ რატომ არ აისახა იგი მათ ამონაწერში მაღაზია „ო---------–ი“ განხორციელებულ გადახდასთან დაკავშირებით.

 

ბრალდებულმა ი-----–----------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 16 იანვარს ზუგდიდიდან ჩამოვიდა თბილისში, ბიძაშვილთან, რომელიც ცხოვრობს სანზონაში. მეორე დღეს სახლიდან ჩავიდა ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სუპერმარკეტ ,,ო---------–ი“, სადაც თავისი ,,ვ-----------ს’’ ბარათით იყიდა შოკოლადი ,,ბ------ი’’ და ენერგეტიკული სასმელი, გადაიხადა 3 ლარი და 80 თეთრი. ასევე, მისმა ბ---–---–-აც გაატანა ბარათი სიგარეტის შესაძენად, რომელიც ვერ უყიდა, ვინაიდან ბარათზე თანხა არ იყო. მეორე დღეს დაურეკა გამომძიებელმა და დაიბარა მე-5 განყოფილებაში, სადაც კითხა - გადაიხადა თუ არა ჯარიმა და დაახლოებით 10 წუთში გამოუშვა. გამოსვლისას კარებთან შეხვდა გამომძიებელი რობერტ კობაიძე, დააკავეს და გადაიყვანეს მე-7 განყოფილებაში, სადაც განყოფილების უფროსისაგან შეიტყო, რომ ბრალი ედებოდა „ვ------გ ბ--------–---–ის კლინიკაში“ მომხდარ ქურდობის ფაქტზე, რის შემდეგაც თითქოსდა მაღაზია „ო---------–ი“ დაზარალებულის ბარათით იყიდა პროდუქტები. მან (ი-----–----------ამ) გამომძიებელს წარუდგინა საფულე, მასში მოთავსებული მეტრომანით და სადისტრიბუციო კომპანიის მოთეთრო ფერის ბარათით, რომლითაც აფიქსირებდა სამსახურში მისვლის და წასვლის დროს. მეორე დღეს კვლავ დაიბარეს და მოსთხოვეს რაღაც საბუთებზე ხელის მოწერა, რაზეც დათანხმდა, ვინაიდან დედას ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და არ სურდა პოლიციაში მისი დაბარების შესახებ გაეგო. ასევე, მისგან ამოიღეს მეტრომანის ბარათი და თეთრი ფერის ბარათი, რომლებიც დალუქეს. მონაწილეობა მიაღებინეს საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც გამომძიებელი კარნახობდა, თუ რა უნდა გაეკეთებინა.

 

2018 წლის 24 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებელმა ა------------------–მა ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, მოწმე მ------------–--ლის, კლინიკის თერაპიული განყოფილების უფროსის მ---------------ის და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით. შევიდნენ ქ------–---–-----–-------------------------ში მდებარე „აკ. ვ------გ ბ--------–---–ის კლინიკაში“, ა----------------------–--------–--------------ე ოთახში, რომელიც წარმოადგენს გასახდელს. შესასვლელიდან ხელმარცხნივ კუთხეში განთავსებულია ღია ტიპის კარადა. მ------------–--ლმა აღნიშნა, რომ კარადის თაროზე 2018 წლის 17 იანვარს ედო კუთვნილი საფულე, რომელიც მოპარეს. საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა------------------–მა და ექსპერტებმა - თ------------------–---–-------–--–------------ა.

 

2018 წლის 27 იანვრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მე-7 განყოფილების გამომძიებელმა ა------------------–მა ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი - მოწმე ი-----–----------ასაგან მიღებული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. ი-----–----------ასთან, საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ-კრიმინალისტებთან და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ--------–---–-----თან ერთად მივიდნენ ქ. თბილისში, ა-–-------------------------ში მდებარე „აკ. ვ------გ ბ--------–---–ის კლინიკაში“, ავიდნენ მესამე სართულზე მდებარე თერაპიულ განყოფილებაში, შევიდნენ N3-- ოთახში, სადაც ი-----–----------ამ მიუთითა ღია კარადაზე და აღნიშნა, რომ 2018 წლის 17 იანვარს სწორედ ხსენებული კარადის თაროზე დადებული ჩანთიდან მოიპარა საფულე, მასში არსებული პლასტიკური ბარათებით და ფულადი თანხით. აღნიშნულის შემდეგ წავიდნენ ქ-------–--–------–-------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ო---------–ი“, სადაც ი-----–----------ამ მიუთითა სალაროზე და აღნიშნა, რომ მოპარულ საფულეში არსებული „ს----------–---------ს“ პლასტიკური ბარათით შეიძინა პროდუქცია და გადაიხადა 2.40 ლარი. საგამოძიებო ექსპერიმენტის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ა------------------–მა, ექსპერტმა თ----------------–---–მა, ექთანმა ნ----------–--ემ, ო-----------ს მენეჯერმა მ-------------ა და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ--------–---–-----მა.

 

2018 წლის 26 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, ქ-------–--–-------------------------–-------------------–----------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში ირ---–---------------------------ან ამოღებულ იქნა მეტრომანის ბარათი, რომელსაც ქვედა მარჯვენა მხარეს აქვს ციფრები - 1---------, მეორე მხარეს წარწერა - მს და პ-–-----ს ნიშანი; ასევე, მისგან ამოღებულ იქნა თეთრი ფერის ელექტრონული პლასტიკური ბარათი, რომელსაც ქვედა მხარეს აქვს დატანებული ციფრები: 0--------------------. გამომძიებელმა თ-------------------მ დაადასტურა ამოღების ოქმის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ ბარათზე არსებული წარწერით არ ირკვევოდა ბარათის ბ--------–---–ის კლინიკისადმი კუთვნილება.

 

2----–-–---------------–-- ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 01 თებერვლის განჩინების საფუძველზე, დაზარალებულ მ------------–--ლისგან, მისი კუთვნილი, ,,I--------ის მობილური ტელეფონიდან (იმეი კოდი: 3--------------) გამოთხოვილ იქნა სს „ს----------–---------ს“ საინფორმაციო ხასიათის სმს-ის ს-----–-----, რომელიც ხსენებული პიროვნების ნომერზე გამოიგზავნა 2018 წლის 17 იანვარს, 21:47 საათზე (09:47pm). აღნიშნულ სმს-ში მითითებულია ინფორმაცია მ------------–--ლის „ს----------–---------ს“ პლასტიკური ბარათიდან განხორციელებული ტრანზაქციის შესახებ ქ-------–--–------–-------------–ი მდებარე შპს „ო-----------ს“ სუპერმარკეტში. კერძოდ, „ს-----–-----ს“ ჩანაწერში აღნიშნულია: ს----------–---------. გადახდა: 2.40 ლარი; ბარათი*------- ობიექტი: O------------------------------------------------–-------------–---------–----–--------------------–------------------------–---------------------------------–---------------

 

სს ,,ს----------–---------ს“ ამონაწერით, მ------------–--ლის პირადი ანგარიშიდან (პერიოდი:1----------------) დგინდება, რომ თარიღი: 1-------------–-------–--------------------------------------------–-------------------------------------------------–----–--------------------------------------------–---------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------–-------–-------------------------------------------------–-----------------------------------–----–--------------------------------------------------------------------------------

 

2----–-–---------------–-- ნივთმტკიცების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად,დათვალიერებულ იქნა ქ-------–--------–----------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ო-----------ს“ შიდა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი - 2018 წლის 17 იანვრის 21:41 საათიდან, 21:45 საათამდე დროის მონაკვეთში. ჩანაწერში, სახელწოდებით „c--“ ჩანს, რომ კამერა მიმართულია ისე, რომ უყურებს შემოსასვლელ კარებს და სალაროს, ასევე თვალთახედვის არეში ხვდება სხვადასხვა პროდუქციის სექციები. ჩანაწერის ზედა მხარეს განთავსებულია თარიღი და დრო, ხოლო ქვედა მარჯვენა მხარეს აწერია „C--------“. მასალაში ჩანს, რომ 2------- საათზე აღნიშნულ ობიექტში შემოდის ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც აქვს შავი ფერის თმები, ამავე ფერის წვერები, აცვია იასამნისფერი ქურთუკი, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და ბოტასები. იგი იღებს ენერგეტიკულ სასმელ „ბუმს“, შოკოლად „ბ------ის“ და 21:43:25 საათზე მიდის სალაროსთან, პროდუქციას აწყობს მოლარის წინ, მოლარე ატარებს, რის შემდეგაც აღნიშნული პირი მოლარეს აწვდის ჯერ ერთ პლასტიკურ ბარათს, ესაუბრება მოლარეს და ცოტა ხნის შემდეგ კი აძლევს მას მეორე პლასტიკურ ბარათს. აღნიშნულის შემდეგ, იასამნისფერი ქურთუკის მქონე მამაკაცი იღებს ნაყიდ სასმელს, შოკოლადს და 21:44:21 საათზე გადის ობიექტიდან. აღნიშნული ვიდეო მასალა მთავრდება 21:44:59 საათზე. ჩანაწერში, სახელწოდებით „ch11“, კამერა დამაგრებულია სალაროს ზედა მხარეს, ისე, რომ უშუალოდ მიმართულია სალაროსაკენ. მითითებული ჩანაწერის ზედა მხარეს განთავსებულია თარიღი და დრო, ხოლო ქვედა მარჯვენა მხარეს აწერია „C--------“. ვიდეო მასალაში ჩანს, რომ 21:43:25 საათზე ხსენებულ სალაროსთან მიდის N- კამერაში ასახული მამაკაცი, იგი სალაროს დახლზე დებს ენერგეტიკულ სასმელ „ბუმს“ და შოკოლად „ბ------ის“. ჩანს, რომ მარცხენა ხელში უჭირავს პლასტიკური ბარათები. მოლარე ატარებს აღნიშნულ პროდუქციას. შემდეგ კი ხსენებული პირი მოლარეს აწვდის „TBC ბანკის“ მოლურჯო ფერის პლასტიკურ ბარათს. მოლარე ტერმინალზე ატარებს აღნიშნულ ბარათს და უკან აწვდის მითითებულ პირს, თან ესაუბრება. ამის შემდეგ ხსენებული, იასამნისფერი ქურთუკის მქონე პირი 21:43:47 საათზე მოლარეს აძლევს „ს----------–---------ს“ ნარინჯისფერ და თეთრ ფერებში გაწყობილ პლასტიკურ ბარათს, რომელსაც მოლარე ატარებს ტერმინალზე და უკან აწვდის აღნიშნულ პირს. ბიჭი იღებს სასმელს, შოკოლადს და 21:44:14 საათზე სცილდება სალაროს. აღნიშნული ვიდეო მასალა სრულდება 21:45:00 საათზე.

 

ამდენად, ზემოთაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, პალატამ უნდა დაადგინოს - ჩაიდინა თუ არა ი-----–----------ამ ბრალად წარდგენილი დანაშაულები და მიიღო თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. მტკიცებულებათა შეფასების დროს პალატა ხელმძღვანელობს იმ მაღალი სტანდარტებით, რომლებიც დადგენილია ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო კონვენციებით, კერძოდ:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებები უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით; ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამდენად, ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლებების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, საკმარისი და რელევანტური მტკიცებულებების საფუძველზე. სწორედ აღნიშნულ კონტექსტში უნდა შეფასდეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები - თუ რამდენად არიან ისინი უტყუარი, საკმარისი და ურთიერთთავსებადი.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს აგრეთვე ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის შინაარსი მთელი თავისი არსით, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დაცვისკენაა მიმართული. აღნიშნული მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიიჩნია საკმარისად წარდგენილ ბრალდებებში ი-----–----------ას დამნაშავედ ცნობისათვის, რასაც სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატა და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის პოზიცია ი-----–----------ას დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს, რამდენადაც პროკურორმა სასამართლოში ვერ წარმოადგინა არათუ მტკიცებულებათა ერთიობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც უტყუარად მიანიშნებდა ი-----–----------აზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე.

 

ბრალდების მხარე სააპელაციო საჩივარში მიმოიხილავს საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა მათი ანალიზის შედეგად შეუძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ი-----–----------ა 2018 წლის 17 იანვარს „ა------------------------------–---–-ს სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან“, ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------------–--ლის საფულეს, მასში არსებული სხვადასხვა ნივთებით და იმავე დღეს, 21:41 საათიდან, 21:45 საათამდე დროის პერიოდში, მ------------–--ლის სახელზე რეგისტრირებული სს „ს----------–---------ს“ ბარათით, შპს „ო-----------ს“ სუპერმარკეტში განახორციელა 2 (ორი) ლარის და 40 (ორმოცი) თეთრის გადახდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის აუცილებელია არა უბრალოდ მტკიცებულებათა „ფორმალური ერთობლიობა“, არამედ ურთიერთშეთანხმებული, სარწმუნო და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში კი აშკარაა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი იმ სარწმუნო, დამაჯერებელ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----–----------ას ბრალეულობას.

 

პალატა პირველ რიგში ყურადრებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ განხორციელებული არ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა მეშვეობითაც უტყუარად შეიძლებოდა დადგენილიყო, თუ ვინ და რა ხერხით შევიდა „აკ. ვ------გ ბ--------–---–ის სახელობის კლინიკაში“; დაწესწებულებაში, რომელსაც მუდმივად აკონტროლებენ დაცვის თანამშრომლები; ამასთან, როგორ მოხვდა აღნიშნული პირი მესამე სართულზე განთავსებულ თანამშრომლთა გასახდელ ოთახში და რა ფორმით დაეუფლა იგი მ------------–--ლის კუთვნის საფულეს. აღნიშნული მტკიცებულებებით შესაძლოა უტყუარად დადგენილიყო - იყო თუ არა ქურდობის ჩამდენი პირი უშუალოდ ი-----–----------ა. რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე გაცხადებულ არგუმენტაციას, რომ კლინიკაში განთავსებული ვიდეოკამარების ჩანაწერები არ იქნა ამოღებული, ვინაიდან სხვა მტკიცებულებებითაც უტყუარად დასტურდებოდა ი-----–----------ას ბრალეულობა, ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

 

ქურდობის ეპიზოდში ი-----–----------ასადმი წარდგენილი ბრალდება დამყარებული იყო გამოძიების პროცესში ი-----–----------ას მიერ მიცემულ აღიარებით ჩვენებასა და მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმზე. სასამართლო სხდომაზე ი-----–----------ამ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და უარყო საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მითითებული გარემოებებიც. პალატა აღნიშნული მტკიცებულებების შეფასებაში სრულად დაეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტის განხორციელებისას ზედმიწევნით არ იქნა დაცული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლის მოთხოვნები. ამასთან, როგორც საქმეში არსებული ოქმიდან ირკვევა, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებული იქნა ი-----–----------ასაგან მიღებული ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. იმ პირობებში, როდესაც ი-----–----------ამ უარყო გამოძიების დროს მიცემული აღიარებითი ჩვენება (ანუ ის ჩვენება, რომლის შესამოწმებლადაც ჩატარდა ექსპერიმენტი), საქართველოს სსსკ-ის 247-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, როგორც პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, გამოყენებული იქნეს ი-----–----------ას ბრალეულობის დასადასტურებლად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს N5------- და N4------- განაჩენები).

 

რაც შეეხება ქურდობის ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ: შპს ,,ო-----------დან“ ამოღებულ ვიდეოჩანაწერებს, მაღაზიის მენეჯერის მაია ჩხეტიანის ჩვენებას და საბანკო ამონაწერებს, ისინი ძირითადად დაკავშირებულნი არიან კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევისათვის ირაკლი ხარაბევას მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან და შეუძლებელია მიჩნეულ იქნენ ქურდობის ბრალდების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებებად.

 

მ------------–--ლის მობილურ ტელეფონში არსებული „ს-----–-----თ“ და სს „ს----------–---------ს“ ამონაწერით დასტურდება, რომ 2018 წლის 17 იანვარს მ------------–--ლის კუთვნილი „ს----------–---------ს“ პლასტიკური ბარათიდან განხორციელდა ტრანზაქცია ქ-------–--–------–-------------–ი მდებარე შპს „ო-----------ს“ სუპერმარკეტში, კერძოდ, გადახდილი იქნა 2.40 ლარი. როგორც ე.წ. „ს-----–------“ დათვალიერების ოქმიდან ირკვევა, მ------------–--ლიმა აღნიშნული ოპერაციის თაობაზე შეტყობინება მიიღო 2018 წლის 17 იანვარს, 21:47 საათზე. მოწმე დ--------------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ თუ მომხმარებელს ჩართული აქვს შესაბამისი სერვისი, განხორციელებული ოპერაციის თაობაზე შეტყობინება უნდა მიუვიდეს იმავე დღეს. თუმცა მოწმეს არ დაუკონკრეტებია შეტყობინების მომხმარებელთან ახასვა იმავე დღის რა პერიოდშია შესაძლებელი - გადარიცხვის მომენტშივე, თუ რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ. სს „ს----------–---------ს“ ამონაწერში მითითებული არ არის, შპს „ო-----------ს“ მაღაზიაში 2018 წლის 17 იანვარს თუ რომელ საათზე განხორციელდა მ------------–--ლის ბარათით 2 ლარის და 40 თეთრის პროდუქციის შეძენა. ამდენად, იმ ფონზე, რომ დაზარალებულის ტელეფონზე შეტყობინება მივიდა 21:47 საათზე, ამოღებული ვიდეოჩანაწერები ასახავს მხოლოდ 21:41-დან, 21:45 საათამდე პერიოდს, ხოლო ბანკის ამონაწერში მითითებული არ არის თანხის ჩამოჭრის ზუსტი დრო, აშკარაა, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე შეუძლებელია დადგინდეს - დაზარალებულის სახელფასო ბარათის მომხმარებელმა თუ რა დროს განახორციელა შპს „ო-----------ს“ მაღაზიაში შესაბამისი ტრანზაქცია.

 

სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება ის გარემოება, რომ 2018 წლის 17 იანვარს, 21:41 საათიდან, 21:45 საათამდე პერიოდში ი-----–----------ა ნამდვილად იმყოფებოდა ქ--–--------------ე მდებარე მაღაზია ,,ო---------–ი“, სადაც შეიძინა გარკვეული პროდუქცია, თუმცა აღნიშნულ შენაძენში რომ მან ნამდვილად 2 ლარი და 40 თეთრი გადაიხადა, წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული. თავად მსჯავრდებულმა ი-----–----------ამ განმარტა, რომ შოკოლადში და ენერგეტიკულ სასმელში, რომელიც მაღაზია ,,ო---------–ი“ შეიძინა, გადაიხადა 3 ლარი და 80 თეთრი. სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ი-----–----------ას მიერ სწორედ იმ იდენობით თანხის გადახდას, რაც შეტყობინების სახით მიუვიდა დაზარალებულ მ------------–--ლს, საქმის მასალებში არ მოიპოვება. აღნიშნულთან დაკავშირებით, უტყუარი მტკიცებულება იქნებოდა პროდუქტის შეძენის ქვითრის (ჩეკის) ამონაწერი, რომლითაც დადგინდებოდა, თუ რა პროდუქცია იქნა შეძენილი, რა ოდენობის თანხა იქნა გადახდილი და რომელი ბოლო ოთხი ციფრის მქონე ბარათით მოხდა ანგარიშსწორება, თუმცა აღნიშნული მტკიცებულება (ჩეკი) ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია.

 

საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება, სს „ს----------–---------ს“ ამონაწერის მიხედვით, იგივე ბარათი N*-------, რომელიც ფიქსირდება მ------------–--ლისგან გამოთხოვილ „სქრინშოთზე“, 2018 წლის 17 დეკემბერს, 21:43:02 საათზე გატარდა მეტროსადგურ ,,ღრმაღელეზე“ და მოხდა 50 თეთრის ჩამოჭრა. საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა ისიც, რომ 2018 წლის 17 იანვარს, 2------- საათზე ი-----–----------ა შედის ქ-------–--–------–-------------ში მდებარე სუპერმარკეტ „ო----------–ი“, 21:43:25 საათზე მიდის სალაროსთან, იხდის აღებული ენერგეტიკული სასმელის და შოკოლადის საფასურს და 21:44:21 საათზე გადის ობიექტიდან. ჩანაწერები სრულდება 21:45 საათზე. უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურდა, რომ კამერაზე დაფიქსირებულ დროსა და რეალურ დროს შორის ცდომილება არ არის. ამდენად, იმ პერიოდში, როდესაც ი-----–----------ა შესულია მაღაზია „ო---------–ი“ და იღებს გარკვეულ პროდუქტებს, დაზარალებულ მ------------–--ლის ბარათის გატარება ფიქსირდება მეტროსადგურ ,,ღრმაღელეზე“. ყოველივე ზემოაღნიშნულის საფუძველზე, იმ პირობებში, როდესაც ერთიდაიგივე ბარათით ორ სხვადასხვა ადგილზე განხორციელებული მოქმედების დროში თანხვედრას ბრალდების მხარემ ვერ მისცა სათანადო ახსნა, იბადება ეჭვი იმის თაობაზე, რომ მაღაზია „ო---------–ი“, 2------- საათიდან, 21:44:21 საათამდე პეროდში, პროდუქტების შეძენისას ი-----–----------ა სარგებლობდა თუ არა დაზარალებულის კუთვნილი სს „ს----------–---------ს“ ბარათით და ნამდვილად მან გადაიხადა თუ არა აღნიშნული ბარათით 2 ლარი და 40 თეთრი.

 

სასამართლო ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ბარათების იდენტიფიკაციის საკითხს და განმარტავს, რომ შპს „ო-----------დან“ გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით შეუძლებელია დადგინდეს, თუ ვის მიეკუთვნება ის პლასტიკური ბარათი, რომლის საშუალებითაც ი-----–----------ა ახორციელებს გადახდას. როგორც აღინიშნა, სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება ის უტყუარი ხასიათის მტკიცებულება, როგორიცაა გადახდის დამადასტურებელი ჩეკი/ქვითარი, რომელზეც, როგორც მოწმე მ-------------ა განმარტა, მითითებული იქნებოდა ტრანზაქციის ზუსტი დრო და ასევე მასზე დატანილი ბოლო ოთხი ციფრით მოხდებოდა იმ ბარათის იდენტიფიკაცია, რომლითაც განხორციელდა გადახდა.

 

რაც შეეხება უშუალოდ ი-----–----------ასგან ამოღებულ ბარათებს, ბრალდების მხარე მათ მ------------–--ლისადმი კუთვნილებას ადასტურებს თავად ამ უკანასკნელის ჩვენებით, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება. ამოღების ოქმის თანახმად, ი-----–----------ასაგან ამოღებულ იქნა მეტრომანის ბარათი, ციფრებით - 1--------- და თეთრი ფერის ელექტრონული პლასტიკური ბარათი, მასზე დატანილი ციფრებით - 0--------------------. ამდენად ბარათებზე არსებული ინფორმაციის საშუალებით რომელიმე პიროვნებისადმი ან ორგანიზაციისადმი მათი კუთვნილების დადგენა შეუძლებელია. გამოძიების ეტაპზე არ მომხდარა დაზარალებულის მიერ ბრალდებულისაგან ამოღებული ბარათების ამოცნობა. რაც შეეხება ბარათებზე არსებულ ციფრებს, დაზარალებულმა მ------------–--ლმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას ეს ციფრები არ ახსოვს, ვინაიდან ზეპირად არ იმახსოვრებს ბარათის ნომრებს. მოწმე მ---------------ის მითითებით, ყველა თანამშრომელის აქვს თავისი ელექტრონული გასაღები საიდენტიფიკაციო ნომრით. თუმცა, წარმოდეგნილ საქმის მასალებში არ მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა, და ვის სახელზე იყო გაცემული სამსახურებრივი ბარათი „აკ. ვ------გ ბ--------–---–ის კლინკიაში“ ი-----–----------ასაგან ამოღებულ თეთრ ბარათზე დატანილი საიდენტიფიკაციო ნომრით.

 

ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზარალებულმა და მოწმე მ---------------მა გარეგნულად აღწერეს კლინიკის სამსახურებრივი ბარათები, რომელიც ფერით და ფორმით ემთხვევა ი-----–----------ასაგან ამოღებულ ბარათს, ვერ გახდება პირის მსჯავრდების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებად მიჩნევის საფუძველი. იმ პირობებში როდესაც თავად ი-----–----------ა მიუთითებს, რომ საფულეში მოთავსებული მეტრომანი და მოთეთრო ფერის სამსახურებრივი ბარათი ეკუთვნოდა მას, აღნიშნული ვერსიის უარსაყოფად საჭირო იყო დამატებითი, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებების წარმოდეგნა, რაც ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა.

 

განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში დაკითხული იქნა არაერთი მოწმე და გამოკვლეული იქნა სხვა სახის მტკიცებულებები, თუმცა წარმოდგენილი ვერ იქნა იმ პირდაპირი ხასიათი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა ფაქტის უტყუარად მიჩნევისათვის, რომ ი-----–----------ამ ჩაიდინა ქურდობა და ასევე კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა. სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დაამტკიცა ი-----–----------ას მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენა, რაც ასევე საერთაშორისოდ აღიარებული მიდგომაა პირის დამნაშავედ ცნობის სტანდარტის თვალსაზრისით. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც გულისხმობს იმას, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მოცემულ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებებით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს, ასევე შეაფასა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული შეფასებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი-----–----------ა ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენი ი-----–----------ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

პროკურორ ი-----------–-–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენი:

 

ი-----–----------ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

ი-----–----------ა უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.

 

ი-----–----------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

ი-----–----------ას აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

საგამოძიებო ექსპერიმენტის 2 (ორი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

,,ო-----------დან“ გამოთხოვილი ვიდეო მასალის 1 (ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

მ------------–--ლის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ,,სქრინშოთების“ 1 (ერთი) ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ ინეს საქმის შენახვის ვადით.

 

ი-----–----------ასაგან ამოღებული მეტრომანის სამგზავრო ბარათი და კლინიკის ელექტრონული პლასტიკური ბარათი, რომელიც ინახება შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. კაპანაძე