განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
200100118002447780
ინსტანცია
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002447780

საქმე №1/ბ-1139-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

9 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ----------------–---–ის,მსჯავრდებულის: თ---------------ის,ადვოკატ: დ----------–-----ის

 

მონაწილეობით,თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ---------------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და მცხოვრების: ა-------------------------–-----------–---ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ---------------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ.

მანვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

აგრეთვე ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოხატა შემდეგში:

 

2018 წლის თებერვლის თვის ბოლო რიცხვებში, ა-------------------------–----------–---ში თ---------------ემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ორსულ მეუღლეს - რ------------–----------ეს, კისრის არეში ხელი ძლიერად წაავლო, რა დროსაც რ-----------–----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, ა-------------------------–-----------ში, გ------–----------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თ---------------ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარი მეუღლის მამას - გ------–----------ეს, რა დროსაც გ------–----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, ა-------------------------–-----------ში, გ------–----------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თ---------------ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარი მეუღლის დედას - მ--------–----------ეს, რა დროსაც მ--------–----------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენით თ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 (ორასი) საათი.

 

თ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120(ას ოცი) საათი.

 

თ---------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მეორე ეპიზოდში, როგორც ზედმეტად წარდგენილში, გამართლდა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ---------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200(ორასი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 20 აპრილიდან 2018 წლის 23 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (4 (ოთხი) დღე-საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 20 (ოცი) საათი) და თ---------------ეს საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 (ას ოთხმოცი) საათი.

 

თ---------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორსული ქალის მიმართ.

აგრეთვე ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რაც გამოხატა შემდეგში:

2018 წლის თებერვლის თვის ბოლო რიცხვებში, ა-------------------------–----------–---ში თ---------------ემ საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ორსულ მეუღლეს - რ------------–----------ეს, კისრის არეში ხელი ძლიერად წაავლო, რა დროსაც რ-----------–----------ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით საღამოს 19:00 საათზე, ა-------------------------–-----------ში, გ------–----------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, თ---------------ე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარი მეუღლის დედ-მამას - მ--------–----------ესა და გ------–----------ეს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------–---–მა, რომელმაც მოითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენში ცვლილებების შეტანა კერძოდ: თ---------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლს მაკვალიფიცირებელი გარემოება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული მუქარისათვის არ გააჩნია. როდესაც პიროვნება ერთი ქმედებით ახორციელებს ორ ან მეტ დანაშაულს, სახეზეა იდეალური ერთობლიობა და თითოეულ მის დანაშაულს შესაბამისი შეფასება და კვალიფიკაცია უნდა მიეცეს. მოცემულ შემთხვევაში გ------–----------ის მიმართ განხორციელებული მუქარის დაზარალებული ვერ იქნება მ--------–----------ე და პირიქით, მ--------–----------ის მიმართ განხორციელებული მუქარის ადრესატი გ------–----------ე. აგრეთვე თ---------------ისათვის დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, ვინაიდან მან განახორციელა არაერთი განზრახი ძალადობრივი ქმედება მისი ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის ორსული მეუღლის მიმართ.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თ---------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულების გ------–----------ის, მ--------–----------ისა და რ-----------–----------ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ვ------–-----------------------------–---–-----–--–---------–-–---–----------------------------------–-–---–-------------–--------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დაკავების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, მსჯავრდებულ თ---------------ის, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთთან ერთად, აგრეთვე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ორ დამოუკიდებელ ეპიზოდში, დამნაშავედ ცნობის თაობაზე, პალატა ვერ დაეთანხმება ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა თ---------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებებს.

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას, რომლის თანახმად, თ---------------ე საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მეორე ეპიზოდი) გათვალისწინებულ ქმედებაში გამართლდა, როგორც ზედმეტად წარდგენილში, ვინაიდან, წარდგენილი ბრალდების მიხედვით, თ----------------ე 2018 წლის 20 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა საკუთარი მეუღლის დედ-მამას - მ--------–----------ესა და გ------–----------ეს, რა დროსაც მათ გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ანუ თვითონ ბრალდების მხარე დადგენილად მიიჩნევს, რომ თ---------------ის ქმედება მიმდინარეობდა უწყვეტად, ერთიანი განზრახვით, არის ერთი ქმედება, რაც განხორციელდა ორი პირის მიმართ. ერთი ქმედების ორ ეპიზოდად დაკვალიფიცირება გამოიწვევს პირის ორმაგ დასჯას. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ეს არ არის ცალკე ეპიზოდი და მისი მსჯავრდება უნდა მოხდეს ერთი ქმედებისათვის. ქმედების სიმრავლე არ შეიძლება განისაზღვროს დაზარალებულების რაოდენობით. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში თ---------------ის ქმედება არის ერთი ეპიზოდი და მისი მსჯავრდება უნდა მოხდეს მხოლოდ ერთი დანაშაულისათვის.

 

სააპელაციო პალატას, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნა - მსჯავრდებულისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელის, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, განსაზღვრის თაობაზე, იმ მოტივით, რომ მისთვის დანიშნული სასჯელი არის მსუბუქი, მიაჩნია, რომ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თ---------------ემ განახორციელა განზრახი ძალადობრივი ქმედება მისი ოჯახის წევრების მიმართ, მათ შორის ორსული მეუღლის მიმართ და მიუხედავად ამ გარემოებისა, მას არ მორიდებია და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მეუღლეს. აგრეთვე, საქმის ფაქტობრივ გარემოებათა მხედველობაში მიღებით, პალატა თვლის, რომ თ---------------ისათვის განსაზღვრული სასჯელი ლმობიერია და გამოყენებული უნდა იქნას უფრო მკაცრი სასჯელი, თუმცა აღნიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს მას პირობითად (დანაშაულის კატეგორიის და მსჯავრდებულის აღიარების მხედველობაში მიღებით). აღნიშნულთან ერთად, პალატა ასევე ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა აღიარა დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიების ორგანოებთან, მეუღლესთან შერიგებულია და კონფლიქტის შემდეგ შეეძინა მესამე შვილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ თ---------------ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოყენებულ იქნეს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რადგან პალატის აზრით სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელი იქნება საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე.

 

ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენში, თ---------------ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება, სასჯელის ნაწილში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ----------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

ცვლილება შევიდეს თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის განაჩენში;

 

თ---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

 

თ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.

 

თ---------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მეორე ეპიზოდში, როგორც ზედმეტად წარდგენილში, გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და თ---------------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თ---------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 20 აპრილიდან 2018 წლის 23 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო - 4 (ოთხი) დღე და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 180 (ას ოთხმოცი) საათი - თავისუფლების აღკვეთის 36 (ოცდათექვსმეტი) დღე.

 

მსჯავრდებულ თ---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი, გამოსაცდელი ვადის პერიოდში, განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

თ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას, თ---------------ის მიმართ შეფარდებული გირაოს უზრუნველყოფის მიზნით, თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 აპრილის განჩინებით დაყადაღებულ თ---------------ის (პირადი N0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი