განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100115001063679
საქმე №1ბ/677-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
მარინე თათრიაშვილის, მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------------–იას,ადვოკატის: ვ------------–-----ის,მსჯავრდებულის: ზ---------–--ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ზ---------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------------–-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ზ---------–--ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #0----------), ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–--------------------------------------------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე–2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ---------–--ემ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 31 იანვარს, ღამის საათებში, ქ.------–--–-----------–---–----------------------ის გადაკვეთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ---------–--ემ ხელებით და ფეხებით ცემის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ა---------–----------–---–ს, რომელიც, მიყენებული დაზიანებების შედეგად, 2015 წლის 19 მარტს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის განაჩენით:
ზ---------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე–2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ზ---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 3 მაისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 29 ივნისიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
გაუქმდა ზ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო.
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზ---------–--ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ------------–-----ემ.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა მსჯავრდებულ ზ---------–--ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ზ---------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------------–-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ზ---------–--ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ზ---------–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).
საქმეში არსებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, დაზარალებულის უფლებამონაცვლის და მოწმეების – რ---------------–---–ის, ნ-------------–---–--------–---–ის, თ---------------–---–ის, ი-----------–---–ის, გ---------------–-–---–ის, ი----------------–ის, დ----------–---ს, გ--------------–--ის, ზ-----------–-–---–ის, ი---------–----ის, რ-----------–--ის, ლ----------–---------ის, გ---------------ის ჩვენებების, ექსპერტების - ე---------------–--–---–ის, ნ-----–------------–--ის, ვ--------–-----–--ის, ს------------–----ას, გ--------–--–--ის, დ--------------–--ს ჩვენებების, მოწმე პ------------------ის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებების, ამოცნობის ოქმის, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის, ტოტალიზატორ „კ--------–----ის“ გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერის ჩანაწერის დათვალიერების ოქმის, ა---------–----------–---–ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის, ქ-------–--–---------------–---–-----------------ში მდებარე ლომბარდის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერის 2015 წლის 31 იანვრის ღამის ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების ოქმის, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №------ დასკვნის, სამედიცინო ექსპერტიზის №0--------, №0-------- და №0-------- დასკვნების, ტრასოლოგიური ექსპერტიზის №1------- დასკვნის, ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნის ბიოლოგიური ექსპერტიზის №1----- დასკვნის, კომპანია „ჯ------–---ან“ გამოთხოვნილი ინფორმაციის დათვალიერების ოქმის - შეფასების და გააანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ზ---------–--ემ ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე–2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით). უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ზ---------–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ზ---------–--ის მიერ ზემოაღნიშნული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის არგუმენტაციად მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე: მართალია, ზ---------–--ე აღიარებს ა---------–----------–---–თან ფიზიკური დაპირისპირებისა და მისი ცემის ფაქტს, თუმცა ზ---------–--ეს ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაული არ ჩაუდენია, მას არ ჰქონია ა---------–----------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვა და საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომ სწორედ ზ---------–--ის მიერ ა---------–----------–---–ზე მიყენებული ფიზიკური დაზიანების შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც საბოლოო ჯამში, საავადმყოფოში ხანგრძლივი მკურნალობის მიუხედავად, გამოიწვია დაზარალებულის გარდაცვალება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ გაიზიარებს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში, აგრეთვე, სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაცვის მხარის მიერ მითითებულ ზემოხსენებულ მოსაზრებებს. პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის არგუმენტირებულ მსჯელობას და დასკვნებს ზ---------–--ის ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დამნაშავეობასთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს მოწმეების - ი-----------–---–ისა და პ------------------ის ჩვენებებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ზ---------–--ემ ა---------–----------–---–ს ჯერ ინტერნეტ კაფეში, შემდეგ ქუჩაში, გ-------–---–----------------------ის გადაკვეთაზე, სრულიად გამიზნულად, ხელებისა და ფეხების არაერთჯერადი დარტყმით სხეულის სხვადასხვა ადგილებზე, მათ შორის თავის, სადაც ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციონირებისათვის უმნიშვნელოვანესი ორგანო - თავის ტვინია, არეში მიაყენა სხეულის დაზიანებები, რა დროსაც დაზარალებულს ცხვირიდან და კეფის მხრიდან წამოუვიდა სისხლი, იყო უგონო მდგომარეობაში. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით ასევე დადგენილი და დადასტურებულია, რომ შემთხვევის დროს როგორც ინტერნეტ კაფეში, ისე მის გარეთ, ქუჩაში, ა---------–----------–---–ი ზ---------–--ის გარდა არავის უცემია. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შესაბამისობაშია ტოტალიზატორ „კ--------–----ის“ გარე პერიმეტრზე და დ----------–---–-----------------ში მდებარე ლომბარდის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერებთან, რომლებშიც ნათლად ასახულია ის აგრესიული ძალადობრივი ქმედებები, რასაც ახორციელებს ზ---------–--ე ა---------–----------–---–ის მიმართ, მათ შორის ხელის კვრა სხეულზე, რა დროსაც ა---------–----------–---–ი მთელი სხეულით ეცემა ტროტუარზე, აგრეთვე, ფეხის ძლიერად დარტყმა სახის არეში ქვაფენილზე ჩაცუცქულ მდგომარეობაში მყოფი ა---------–----------–---–ისთვის, რა დროსაც ეს უკანასკნელი ინერციით ვარდება და სიმძიმით ურტყამს თავს ქვაფენილზე, წევს გაუნძრევლად.
მოწმე გ---------------–-–---–მა სასამართლოში აჩვენა, რომ 2015 წლის 31 იანვარს მუშაობდა ქ-------–--–----------------ზე მდებარე პურის საცხობში, საიდანაც დაახლოებით 20 მეტრში ინტერნეტ კაფეა. დაახლოებით 4:00-დან 5:00 საათამდე პერიოდში, ვიღაც უცნობმა ბიჭმა მიუკაკუნა ვიტრინაზე და უთხრა, რომ ბიჭი იყო ცუდად, სჭირდებოდა დახმარება და გამოეძახებინა სასწრაფო დახმარება. გარეთ გამოსულმა ნახა (მოწმემ), რომ დაბალი გამხდარი ბიჭი იწვა გზის შუა ნაწილში უგონო მდგომარეობაში და კეფის არეში სისხლი მოსდიოდა. ასევე სისხლი იყო ბორდიურზეც. უცნობი ბიჭის მობილური ტელეფონით დარეკა სასწრაფოში, შემდეგ კი დაზარალებული გადააწვინა გვერდით, რომელსაც უჭირდა სუნთქვა. ამ დროს გაჩერებული ტაქსიდან გადმოსული ბიჭებიც მოვიდნენ დასახმარებლად. მათ გააჩერეს საპატრულო პოლიციის მანქანა. შემთხვევის ადგილზე მალევე მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.
მოწმე დ----------–---მ სასამართლოში აჩვენა, რომ 2015 წლის 31 იანვარს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას და მუშაობდა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ექიმ რეანიმატოლოგის პოზიციაზე, რა დროსაც სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ განყოფილებაში შეყვანილი იქნა პაციენტი ა---------–----------–---–ი უკიდურესად მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში. დაზარალებულს აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლჩაქცევები და ესკორიაციები სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში და ცხვირის ძვლის მოტეხილობა. პაციენტი გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ჩაუტარდა შესაბამისი გამოკვლევები, კომპიუტერული ტომოგრაფია და დაესვა დიაგნოზი - მწვავე სუბდურული ჰემატომა, ანუ ქალა ძვლის ხაზოვანი მოტეხილობა, რაც გულისხმობს სისხლჩაქცევას თავის ტვინის ნივთიერებას შორის. პაციენტი საჭიროებდა ქირურგიულ ჩარევას და იგი გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში.
მოწმე ი----------------–ის ჩვენებით, მუშაობს ექიმ-რეანიმატოლოგად წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკაში. პაციენტი ა---------–----------–---–ი კლინიკაში შევიდა უმძიმეს მდგომარეობაში, გაყვანილი იქნა საოპერაციო განყოფილებაში და ჩაუტარდა სათანადო ნეიროქირურგიული ოპერაცია, რის შემდეგაც შეყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის მიზნით, სადაც იყო მისი (მოწმის) მეთვალყურეობის ქვეშ. ა---------–----------–---–ი იყო ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე და მისი მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე. იყო სიცოცხლისთვის საშიში მძიმე მდგომარეობა - ქალა-ტვინის ტრავმა, კომატოზური მდგომარეობა, ტვინის დაზიანებით. მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, პაციენტი ა---------–----------–---–ი ისე, რომ მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და კონტაქტში არ შესულა, დაახლოებით ერთი თვის მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად. ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „წ--------------------–----ის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის ბარათი N1----ის ჩანაწერების მიხედვით, ა---------–----------–---–ი მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 31.01.15წ-ს 07:18სთ-ზე (კლინიკიდან გაწერის თარიღი და დასკვნითი კლინიკური დიაგნოზი მითითებული არ არის). სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით ა---------–----------–---–ს აღენიშნება ჭრილობა კეფის მიდამოში, ჰემატომა და ესკორიაციები მარცხენა თვალბუდის მიდამოში, ესკორიაციები მენჯის მიდამოში. თავის ტვინის კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევით დადგინდა მარჯვნივ ძირითადი ძვლის დიდი ფრთის მოტეხილობა, ცხვირის ძვლების მოტეხილობა, მწვავე სუბდურული ჰემატომა მარჯვენა შუბლ-თხემ-საფეთქლის კონვექსზე, ტრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა;
ვინაიდან სამედიცინო საბუთში არ არის აღწერილი კეფის მიდამოში არსებული ჭრილობის მორფოლოგიური სურათი, მიმყენებელი საგნის დადგენა ექსპერტიზას არ შეუძლია; ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით;
დაზიანებები ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, მოქ: ა---------–----------–---–ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით;
ბიოლოგიური სიკვდილი კლინიკაში დაფიქსირდა - 2015 წლის 19 მარტს, 07:00 სთ-ზე, რაც არ ეწინააღმდეგება გვამის გამოკვლევისას ნანახ ნაადრევ გვამურ მოვლენებს;
ა---------–----------–---–ის სხეულზე აღენიშნებოდა: ქალა-ტვინის ბლაგვი, დახურული ტრავმა, სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარის ქვეშ, თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ, თავის ტვინის ნივთიერებაში, რბილ გარსებში და რბილი გარსების ქვეშ; ცხვირის ძვლების მოტეხილობა; თხემის არეში მარჯვნივ უსწოროკიდეებიანი, გაკერილი ჭრილობა; დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს და ერთობლიობაში, ცოცხალ პირთა ექსპერტიზაში, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა სიკვდილი;
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზის №0-------- დასკვნის ჩანაწერებით ა---------–----------–---–ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, ღეროს დისლოკაციითა და ჩაჭედვით.
ა---------–----------–---–ს სხეულზე აღენიშნებოდა: ქალა-ტვინის ბლაგვი, დახურული ტრავმა, სისხლჩაქცევები თავის რბილი საფარის ქვეშ, თავის ტვინის მაგარი გარსის ქვეშ, თავის ტვინის ნივთიერებაში, რბილ გარსებში და რბილი გარსების ქვეშ; ცხვირის ძვლების მოტეხილობა; თხემის არეში მარჯვნივ უსწოროკიდეებიანი, გაკერილი ჭრილობა; დაზიანებები სიცოცხლის დროინდელია, განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ცოცხალ პირთა ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, დამდგარ შედეგთან უშუალო მიზეზობრივ კავშირში იმყოფებიან. აღნიშნული დაზიანებების იზოლირებულად გამოყოფა და შეფასება შეუძლებელია, კონკრეტულად ცალკე აღებულმა რომელმა დაზიანებამ გამოიწვია ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა დადგენა შეუძლებელია. ყველა დაზიანება განიხილება ერთობლიობაში, ვინაიდან ა---------–----------–---–ის სიკვდილის მიზეზია ქალა-ტვინის დახურული ტრავმის შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრი შეშუპება, ღეროს დისლოკაცია და ჩაჭედვა. ორივე წვივის არეში აღენიშნებოდა სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები ნაჭდევების სახით, რომლებიც განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის-(საგნების) მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს და ცოცხალ პირთა ექსპერტიზის შემთხვევაში ატარებენ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით ა---------–----------–---–ს აღენიშნებოდა ჰემატომა და ესკორიაციები მარცხენა თვალბუდის არეში და ესკორიაციები მარცხენა თეძოს ფრთის არეში, განვითარებული არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და ატარებენ სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებათა ნიშნებს. დაზიანებების განვითარება შესაძლებელია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის უშუალო ზემოქმედებით და ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე დაცემით.
აღნიშნული სამედიცინო ექსპერტიზების ჩატარების ფაქტი, მიმდინარეობა და შედეგები დაადასტურეს სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა - ს------------–----ამ, გ--------–--–--ემ და დ--------------–--მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ზემოხსენებული მტკიცებულებების გააანალიზებისა და შეფასების შემდეგ დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ 2015 წლის 31 იანვარს, ღამის საათებში, ქ.------–--–-----------–---–----------------------ის გადაკვეთაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზ---------–--ემ სრულიად გამიზნულად, ხელებით და ფეხებით ცემის შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენა ა---------–----------–---–ს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედებაში სახეზეა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც მსჯავრდებულს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მისი მოქმედების შესაძლო შედეგს – დაზარალებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და სურდა ეს შედეგი. ზ---------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათო მიდამოში ადასტურებს იმას, რომ მისი ქმედებიდან გამომდინარე, ინტელექტუალური თვალსაზრისით შესაძლო შედეგს იგი უცილობლად ითვალისწინებდა, ამასთან, სურდა ამ შედეგის (ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება) დადგომა. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თანამდევი შედეგით დაკვალიფიცირებული დანაშაული, ანუ ზ---------–--ის დანაშაულებრივი ქმედებით ძირითადი შედეგი - ა---------–----------–---–ის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება - გამოწვეულია პირდაპირი განზრახვით, ხოლო თანამდევი შედეგი - ა---------–----------–---–ის სიცოცხლის მოსპობა - დადგა გაუფრთხილებლობით. ამასთან, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს მიზეზობრივი კავშირი ა---------–----------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და მის სიკვდილს (დამდგარი შედეგი) შორის, მოვლენათა განვითარების ჯაჭვში რაიმე გარეშე ფაქტორის ჩარევას ადგილი არ ჰქონია და მოცემულ შემთხვევაში ა---------–----------–---–ის სიკვდილი არ დადგებოდა, რომ არა ზ---------–--ის მიერ მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.
რაც შეეხება დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა დასაბუთებულად და სამართლიანად მიიჩნევს და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, საზოგადოებრივი საშიშროება, დამდგარი მძიმე შედეგი და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით არ არის უსამართლო და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ზ---------–--ისთვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულ ზ---------–--ის მიერ ჩადენილი, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატა ეთანხმება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ---------–--ის მიმართ, არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ზ---------–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ---------–--ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ვ------------–-----ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 მაისის განაჩენი მსჯავრდებულ ზ---------–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ზ---------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე–2 ნაწილით (2015 წლის 14 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;
ზ---------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 3 მაისიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის პერიოდი - 2015 წლის 29 ივნისიდან 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ---------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას მ----------–-----–--ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს - ქ-------–--–-------------------------------–---------------------------, საკადასტრო კოდით - 0----------------------, რომელიც დაყადაღებულია 10 000 (ათი ათასი) ლარის ნაწილში;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
გამოძიების მიერ ამოღებული დაქტილოფირები, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-8 განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გამოძიების მიერ ამოღებული მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები და ასფალტის ნატეხები, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-8 განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ქ-------–--–-----------–---–-------------ში მდებარე ლომბარდის (ინდ. მეწარმე ნათელა სულთანიანი) სამეთვალყურეო ვიდეო თვალის ჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და ქ-------–--–-----------–---–-------------ში მდებარე შპს „ო---------ის“ სამეთვალყურეო ვიდეო თვალის ჩანაწერი ორ ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
ა---------–----------–---–ის ტანსაცმელი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-8 განყოფილებაში, დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს;
ა---------–----------–---–ის სისხლის ნიმუში, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ინახება შსს გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მე-8 განყოფილებაში, განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები, ლაზერულ დისკზე, დალუქული ერთ პაკეტად, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
შპს „ჯ------–---ან“ გამოთხოვილი ინფორმაცია სატელეფონო ზარების შესახებ, ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს, საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და ზ---------–--ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშები, დალუქული ორ პაკეტად (გაგზავნილია ექსპერტიზაზე), განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე