განაჩენი

სისხლის სამართლის 13.11.2018
საქმის ნომერი
330100118002391176
ინსტანცია
თარიღი
13.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002391176

საქმე №1ბ/1120-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

8 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: თ------------------–--ს,გამართლებულ: ზ---------------–---–ის,ადვოკატების: დ----------------------–-----ს

მონაწილეობით,ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ---------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: ქ-------–---------------–------------–----------------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–-------–--------------------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ზ---------------–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში და ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლით, 118-ე მუხლით ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის მარტის თვის დასაწყისში, ქ-------–--–-----–------------------------------------------------ში, ზ---------------–---–ი იარაღის მსგავსი საგნის დემონსტრირებით მის მეუღლეს თ---------------ეს, რამდენიმეჯერ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც თ---------------ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2018 წლის მარტის თვეში, ქ-------–--–-----–-------------------------------------------------------ში, ზ----------------–---–მა მის მეუღლეს თ----------------ეს, მათი არასრულწლოვანი შვილების მარიამ და სესილი დათუაშვილების თანდასწრებით რამდენიმეჯერ ხელი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით ზ---------------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა და ზ---------------–---–ის ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის განხილვისას წარდგენილი იქნა ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და ობიექტური მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ზ---------------–---–ის მიმართ შერაცხული დანაშაული სწორედ მან ჩაიდინა, კერძოდ: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის თაობაზე, მოწმეების: თ---------------ის, ბი----------------–--------------------–-–---–ის გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, ბინის ჩხრეკის ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცება. მოწმე თ---------------ემ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და ჩვენება არ მისცა საქმის არსებით განხილვაზე, რაც არ ნიშნავს იმ გარემოებას, რომ მოწმე რაიმეს ან უარყოფს ან ადასტურებს. ასევე მხედველობაში არ იქნა მიღებული ის გარემოება, რომ თ---------------ე ეკონომიურად არის დამოკიდებული გამართლებულ ზ---------------–---–ზე, რაც მასზე ზემოქმედების მოხდენის წყაროს წარმოადგენს.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ზ---------------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ზ---------------–---–ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმეების გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას და წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, დაზარალებულმა თ---------------ემ, რომელიც არის ზ---------------–---–ის მეუღლე, ჩვენება არ მისცა და გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება.

თავის მხრივ, ზ---------------–---–მა გამოიყენა მისთვის კანონით განსაზღვრული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ბ-----------------–მა განმარტა, რომ ის და მისი თანამშრომელი ლ-–------------–---–ი იმყოფებოდნენ სამსახურში, რა დროსაც დაურეკა პ---------------–-–---–მა და სთხოვათ მისულიყვნენ გ-–---------------------------------------ში მდებარე ბინაში. მისვლისას მათ პაატა ჩორგოლაშვილმა განუცხადა, რომ შესული იყო შეტყობინება ოჯახური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. მათ მიერ ჩატარებული იქნა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ზ---------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა. ზ---------------–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მისაღებ ოთახში მდებარე კარადიდან ამოღებული იქნა პისტოლეტის მსგავსი საგანი. პისტოლეტი იყო ნაცრისფერი შავში გაწყობილი. თ---------------ემ, რომელიც ესწრებოდა ჩხრეკას მათ განუმარტა, რომ პისტოლეტი ეკუთვნოდა მის მეუღლეს ზ---------------–---–ს და სწორედ ამ იარაღით ემუქრებოდა ეს უკანასკნელი.

 

მოწმე პ---------------–-–---–მა განმარტა, რომ ხელმძღვანელობისგან მიღებული დავალების შემდეგ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე თბილისში, გლდანის მე-8 მ/რაიონში მდებარე ზ---------------–---–ის საცხოვრებელ სახლთან. მას და მის მეწყვილეს ა---------–------–ს კორპუსის მე-6 სართულზე შეხვდათ პიროვნება, რომელმაც კითხვაზე განაცხადა, რომ იყო ზ---------------–---–ი, ვინაიდან შეტყობინებაში როგორც მოძალადე ნახსენები იყო ზ---------------–---–ი მოხდა მისი დაკავება, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის დროს მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ზ---------------–---–ი გადაყვანილი იქნა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. ხოლო მათ მიერ მოხდა დამხმარე ჯგუფის გამოძახება, რომლებმაც ჩაატარეს ბინის ჩხრეკა.

 

გარდა ამისა, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებების ნაწილი (ალკოტესტით შემოწმების ოქმი, ბინის ჩხრეკის ოქმი, დათვალიერების ოქმი, ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,EKOL SAVA MAGNUM” მოდელის ხმოვანი პისტოლეტი, ბალისტიკური ექსპერტიზის N1374/ბ დასკვნა) დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია და დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, თითოეულ მათგანს პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა და მიღებული იქნა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მოწმეების გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციით და წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებებით დასტურდება ზ---------------–---–ის ბრალდება, ვინაიდან მოწმეთა ჩვენებების, ასევე, წერილობითი და ნივთერ მტკიცებულებათა შეფასებით, უტყუარად არ დგინდება ზ---------------–---–ის მხრიდან მეუღლის - თ---------------ის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ფიზიკური ძალადობის ფაქტები. უფრო მეტიც, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებიდან, კერძოდ მოწმეების ბ-----------------–ის და პ---------------–-–---–ის ჩვენებებიდან, რომლებიც არიან პოლიციის თანამშრომლები და შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე - ქ------–--–-----–--------------------------------------------------ში, დგინდება შემთხვევის ადგილზე არსებული მდგომარეობა, ისინი მიუთითებენ თუ რა მოქმედებები განახორციელეს მათ, რა სიტუაციაში მოახდინეს ბრალდებულის სახით ზ---------------–---–ის დაკავება, რის შემდეგაც ბინის ჩხრეკის დროს ამოიღეს პისტოლეტის მსგავსი იარაღი, თუმცა არც ბ-----------------–ი და არც პ---------------–-–---–ი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები). შესაბამისად, მათ მიერ მიცემული ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები, კერძოდ იმ პირის ვინაობა, რომელმაც თ---------------ის მიმართ განახორციელა ძალადობა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა. პაატა ჩორგოლაშვილმა მხოლოდ ბრალდებულის დაკავებაში მიიღო მონაწილეობა და საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას გადმოცემითაც არ ფლობს, ხოლო რაც შეეხება ბ-----------------–ს - ეს უკანასკნელი, ისიც მუქარასთან დაკავშირებით მხოლოდ თ----------------ისაგან ფლობს ინფორმაციას, რომელმაც თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე აღნიშნული აღარ დაადასტურა (გამოიყენა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-15 და 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით მინიჭებული უფლება). საყურადღებოა, რომ საქმეში, არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი არ მოიპოვება, რომელიც ზ---------------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას დაადასტურებდა. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებს, მათ შორის მოწმეთა ჩვენებებს, აგრეთვე იმ მტკიცებულებებს, რომლებიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ზ---------------–---–ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავს.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ზ---------------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში ურთიერთთავსებადი, დამაჯერებელი და ობიექტური მტკიცებულებების ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ზ---------------–---–ის მხრიდან თ---------------ის მიმართ მუქარისა და ძალადობრივი ქმედების ფაქტები.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 40-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ზ---------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ზ---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი ზ---------------–---–ის მიმართ.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ------------------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის განაჩენი ზ---------------–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ზ---------------–---–ი უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ზ---------------–---–ის მიმართ, გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

გამართლებულ ზ---------------–---–ს განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი:

ბინის ჩხრეკისას ამოღებული ,,EKOL SAVA MAGNUM” მოდელის ხმოვანი პისტოლეტი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი