განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002484298
საქმე №1ბ/1364-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ დ-------------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----------–----------------ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N2----------, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის: მ--------–--------------------–-------------------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.------–--------------–-------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დ------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
დ------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
დ------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
დ------------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ-------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, დ-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დავით ძაგანიას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2018 წლის 27 აპრილის 14:40 საათიდან.
დავით ზაგანიას მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
დ-------------მ 2018 წლის 21 თებერვლიდან 19 მარტამდე არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - ლ----------–---–ს, კერძოდ, აგინებდა და ლანძღავდა მას, უწოდებდა უწმაწურ სიტყვებს. მათ შორის ანალოგიური ქმედებები დ-------------მ ლ----------–---–ის მიმართ განახორციელა 2018 წლის 25 თებერვალს, 2018 წლის 28 თებერვალსა და ამავე წლის 3 მარტს ქ. თბილისში ლ--–-----------–-------------------–-----------------------------ში. ზემოაღნიშნულმა ქმედებებმა გამოიწვია დაზარალებულის, ლ----------–---–ის ტანჯვა.
2018 წლის 4 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში ლ--–-----------–-------------------–-----------------------------ში, დ-------------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ----------–---–ს, მცირეწლოვანი შვილის ნ-----------–---–ის თანდასწრებით. კერძოდ, ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა ლ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 5 მარტს, საღამო საათებში, ქ. თბილისში ლ--–-----------–-------------------–-----------------------------ში, დ-------------მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ----------–---–ს კერძოდ, მუშტები დაარტყა თავისა და სახის არეში, რის შემდეგაც ბასრი საგნით დაუსერა მარცხენა მკლავი. ზემოაღნიშნული ქმედებების შედეგად დაზარალებულმა ლ----------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 4 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში ლ--–-----------–-------------------–-----------------------------ში დ------------- მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ლ----------–---–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ლ----------–---–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა დ-------------მ, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენის გაუქმება, იმ მოტივით, რომ საქმეზე არ იქნა ობიექტურად და სამართლიანად განაჩენი გამოტანილი, სამართლებრივად მკაცრად და უსამართლოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას განაჩენის გაუქმების თაობაზე, იმ მოტივით, რომ საქმეზე არ იქნა ობიექტურად და სამართლიანად განაჩენი გამოტანილი, სამართლებრივად მკაცრად და უსამართლოდ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, ვინაიდან საქმის მასალებით დასტურდება, რომ მსჯავრდებულმა დ-------------მ საქმის არსებითი განხილვის დროს სრულად ცნო დამნაშავედ თავი და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ მომხდარა დ-------------ს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევა, რადგან მხარეთა მიერ არ გამხდარა ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სადავო და მათ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული მტკიცებულებებად.
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დ-------------ს მიერ განხორციელებულ ქმედებას. დ-------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების: დ------------–---–--------------–-–---–------------------–---–---------------–---–------------------------------------–--ის, ლ----------–---–ის გამოკითხვისას მიღებული ინფორმაციით მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით, 2018 წლის 4 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის №002247118 დასკვნით.
რაც შეეხება სასჯელს და აპელანტის განმარტებით, მკაცრად და უსამართლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, ასევე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება, რომ იგი ნასამართლევია და მან ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ დ-------------ს მიმართ დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ-------------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
დ------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
დ------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
დ------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
დ------------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ-------------ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრაოს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 აპრილის განაჩენით დანიშნული ძირითადი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, დ-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 02 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ დ-------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან 2018 წლის 27 აპრილის 14:40 საათიდან.
მსჯავრდებულ დ-------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ნივთმტკიცებად ცნობილი: კომპიუტერული დისკები დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში და შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი