განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
210100118002532472
ინსტანცია
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 210100118002532472

საქმე №1ბ/1379-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-----------–---–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ-----–-------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N4----------- საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ს---------------------------–---------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის 12 ნაწილით და ამავე კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან დაზარალებულ გ---–--–-------–---–ის ეპიზოდი), ამავე კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან დაზარალებულ ბ-----–-------–---–ის ეპიზოდი).

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით ვ-----–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 01(ერთი) წლის ვადით.

 

ვ-----–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან დაზარალებულ გ---–--–-------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 01(ერთი) წლის ვადით.

 

ვ-----–-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან დაზარალებულ ბ-----–-------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 01(ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ვ-----–-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ვ-----–-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ბრალდების ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ვ-----–-------–---–ს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01(ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -2018 წლის 20 მაისიდან.

 

ვ-----–-------–---–ს მსაჯვრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახის წევრის მიმართ სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

ასევე, ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

ასევე, ვ-----–-------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ.

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 11 მაისს, დილის საათებში, სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ვ-----–-------–---–მა იმის გამო, რომ მეუღლე - ნ------------–-–---–მა მას უთხრა, რომ სახლში არ იყო საკვები და არ იცოდა რით უნდა გამოეკვება მათი 11 წლის შვილი - გ---–--–-------–---–ი, მეუღლეს ნ------------–-–---–ს მარჯვენა მხარში დაარტყა ორჯერ.

 

2018 წლის 18 მაისს, დაახლოებით 11:00 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ვ-----–-------–---–მა იმის გამო რომ მეუღლე - ნ------------–-–---–მა მას უთხრა, რომ სახლში აღარ იყო ფქვილი და არ იცოდა როგორ მოქცეულიყო, მეუღლეს - ნ------------–-–---–ს ხელი დაარტყა რამდენჯერმე კისრის და ხელი მოუჭირა ყელში, აღნიშული შემთხვევიდან რამდენიმე საათში, დაახლოებით 17:00 საათზე საცხოვრებელ სახლში ვ-----–-------–---–მა იმის გამო რომ მეუღლემ არაჰიგიენურობის გამო მისცა შენიშვნა, მეუღლეს ნ------------–-–---–ს, ხელი რამდენჯერმე დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილებში.

 

2018 წლის 20 მაისს, დაახლოებით 07:00 საათზე, სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში, ვ-----–-------–---–მა მის მეუღლეს ნ------------–-–---–ს მოსთხოვა დაეტოვებინა სახლი, რაზედაც ამ უკანასკნელმა განაცხადა უარი, აღნიშნულის გამო ვ-----–-------–---–მა მას ხელები დაარტყა თავის და სხეულის სხვადასხვა ადგილებში.

 

მეუღლის - ვ-----–-------–---–ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ზემოაღნიშნული სისტემატური ძალადობის შედეგად ნ------------–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტანჯვა.

 

2018 წლის მაისის თვის დასაწყისში, დილის საათებში სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში, საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, ეზოში ვ-----–-------–---–მა, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის ნიადაგზე, ზურგში ხელის ორჯერ დარტყმით ძალადობა განახორციელა თავის არასრულწლოვანი შვილის, 11 წლის გ---–--–-------–---–ის მიმართ.

 

ვ-----–-------–---–ის ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად გ---–--–-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2017 წლის აპრილის თვის ბოლოდან, 2017 წლის სექტემბრის თვემდე დროის შუალედში, სიღნაღის რაიონი სოფელ ზემო ბოდბეში, ც-------–---–--ის საცხოვრებელ სახლში, ვ-----–-------–---–მა ოჯახური კონფლიქტის დროს ხელების და ფეხების სხეულის სხვადასხვა ადგილებში დარტყმით ძალადობა განახორციელა თავისი არასრულწლოვანი შვილის, 8 წლის ბ-----–-------–---–ის მიმართ.

 

ვ-----–-------–---–ის ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბ-----–-------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ-----------–---–--მ რომელმაც მოითხოვა ცვლილებების შეტანა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში და მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–ისთვის სასჯელის სახედ და ზომად 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ ვ-----–-------–---–ი არ არის ნასამართლევი, არ ყოფილა რაიმე კანონდარღვევაში შემჩნეული, მეზობლებისგან და ახლობლებისგან ხასიათდება მხოლოდ და მხოლოდ დადებითად, დანაშაულის შემდგომ არ უცდია მიმალვოდა გამოძიებას, დაკავებისას სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მისი დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში, გამოძიებასთან ითანამშრომლა და მისცა ობიექტური ჩვენება, არ უცდია დაზარალებულებზე (ოჯახის წევრებზე) ზეწოლა რათა მათგან მიეღო მისთვის სასურველი ჩვენება, სასამართლოში თავი ცნო დამნაშავედ, ბრალდების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციები გახადა უდავო მტკიცებულებად, რის გამოც მათი სასამართლოში გამოკვლევა

 

არ მომხდარა და მიენიჭა პრეიუდიციული ძალა, გულწრფელად ინანიებს მომხდარს და ითხოვს პატიებას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ვ-----–-------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. ვ-----–-------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების ს--------------–---–--------------–--–----–---–--------------–----–---–-----------------------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულების: ნ------------–-–---–ის, გ---–--–-------–---–ის და ბ------–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ფოტოცხრილით, ვ-----–-------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმით, ბრალდებულ ვ-----–-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტოცხრილით, ნ------------–-–---–ის სამედიცინო ექსპერტიზის N003398118 დასკვნით, ბრალდებულის განცხადებითა საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-----------–---–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანის და მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–ისთვის სასჯელის სახედ და ზომად 06(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებას, რომ მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს და ისე განუსაზღვრა მას, სამართლიანი სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ ვ-----–-------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ამასთან პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მსჯავრდებულს სასჯელი სამივე ეპიზოდში დანიშნული აქვს აღნიშნული მუხლების სანქციით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ვ-----–-------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის გ-----------–---–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ვ-----–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 126-ე მუხლის 12ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ვ-----–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან დაზარალებულ გ---–--–-------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.

 

ვ-----–-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (არასრულწლოვან დაზარალებულ ბ-----–-------–---–ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ვ-----–-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 111 126-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ვ-----–-------–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ბრალდების ორი ეპიზოდი) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ ვ-----–-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ-----–-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 20 მაისიდან.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართულ ნივთმტკიცებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად, კერძოდ: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები დისკის სახით შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი