განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001888163
საქმე №1/ბ-1359-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
მსჯავრდებულ ზ-----------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზ------------------------------–---ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №3----------, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: თ---–--------------–---------------–--------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ზ------------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
ზ-----------–---ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 04 იანვარს, ქ.თბილისში, ო.ქინქლაძის და თეთნულდის ქუჩების კვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ზ-----------–---მა საღამოს საათებში, კ------------------–------ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავისა და სახის არეში ხელის რამდენიმე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა კ------------------–-----მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი დაზიანება, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ზ-----------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----------მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ზ-----------–---ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგომა.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ზ-----------–---ის მიმართ დაადგინა პროკურორის დაუსაბუთებელი მოთხოვნის საფუძველზე და მსჯავრდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დადგინდა ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საფუძველზე. სასამართლო სხდომაზე ზ-----------–---მა თავი დამნაშავედ არ ცნო, ხოლო მოწმის სახით დაკითხულმა მოწმეებმა ზ-------–---ის ჩვენება დაადასტურეს. აგრეთვე სასამართლო დაკითხვისას მოწმე ბ-----------–-–---–ს არ უთქვამს, რომ ზ-------–---ს მანქანის უკანა კარები გაუღო, რომ დამჯდარიყო და ელაპარაკათ. ასევე არასწორად არის მითითებული გ---------–-------ის ჩვენებაც, ვინაიდან მას არ უთქვამს, რომ ზ-----------–---ს მისთვისაც უნდოდა დაერტყა, მაგრამ იქვე მყოფი ბიჭები თ---–---ის დაწყნარებას და დაკავებას ცდილობდნენ.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ მსჯავრდებულის ზ-----------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ზ-----------–---ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა კ-----------------–-----მა განმარტა, რომ ზ-----------–---ი მან გაიცნო საქმიანი ურთიერთობიდან გამომდინარე, მომხდარ შემთხვევამდე დაახლოებით 2 თვით ადრე. 2017 წლის 04 იანვარს, მას დაურეკა თავისმა მეუღლემ გ---------–-------მა და უთხრა, რომ სატელეფონო საუბრისას ზ-----------–---მა მას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, იმავე დღის საღამოს კი უთხრა, რომ ზ-----------–---ს სურდა ენახა იგი, მასთან და ბ-----------–-–---–თან ერთად. თავდაპირველად, ზ------ შეხვედრას ითხოვდა ვაგზლის მოედანზე, თუმცა მათ მაშინვე შეხვედრა ვერ მოახერხეს, რის გამოც შემდგომ თავის საცხოვრებელ სახლში დაიბარა. ისინი ზ-----------–---ის საცხოვრებელ მისამართზე წავიდნენ გ---------–-------ის “N----------”-ის მარკის ავტომობილით, სადაც მისულებს თ---–---მა ანიშნა ცენტრალური გზიდან შესახვევში შესულიყვნენ, ხოლო ის პიროვნება, ვინც მასთან ერთად სიგარეტს ეწეოდა, მათი მისვლის შემდგომ წავიდა. მათ „მასპინძელს“ უკანა კარები გაუღეს, რომ დამჯდარიყო სალაპარაკოდ, რა დროსაც მან იკითხა, თუ სად იჯდა გ-----ს მეუღლე, პასუხის მიღების შემდეგ კი, მანქანას მეორე მხრიდან მოუარა, გამოაღო წინა კარების მარცხენა მხარე, სადაც დაზარალებული იჯდა და დაარტყა ორჯერ სახის არეში, ხოლო შემდეგ გადმოაგდო მანქანიდან და განაგრძო ცემა, რის გამოც იქვე მყოფი მეზობლები მიეშველნენ და ჩასვეს მანქანაში, ხოლო თ---–---ს აკავებდნენ და არ აძლევდნენ მანქანასთან მისვლის საშუალებას. კ-----------------–-----ი აღნიშნავდ, რომ თავად ზ------სთვის არ დაურტყამს. ზ------------–---ი მანქანას ურტყამდა ხელებს, ასევე ესმოდა ქალბატონის ყვირილი, რომელიც ამბობდა „ცემეთ, მოკალით, არ გაუშვათ, ცოცხალიო“. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, გ---------–-------მა ადგილზე გამოიძახა პატრული, თუმცა კარგად ვერ აუხსნა მისამართი, თუ სად იმყოფებოდნენ, ვითარება კი იყო დაძაბული, რის გამოც სწრაფად დატოვეს ტერიტორია. ამის შემდგომ, ისინი წავიდნენ პოლიციაში სხვა საქმეზე, რომელიც ეხებოდა ი-----------ში მათ ობიექტზე მომხდარი ქურდობის ფაქტს, რის გამოც პოლიციაში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები. მოწმე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ მას სტკიოდა კისერი და ბეჭები.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას მოწმე გ---------–-------მა განმარტა, რომ არის სამშენებლო კომპანია „ჩ---------–-ს“ დამფუძნებელი და დირექტორი, ხოლო ზ-----------–---ი არის მისი თანამშრომელი. აღნიშნულ კომპანიაში ზ-----------–---ი 2016 წლის ბოლოდან ასრულებდა სახურავის ხელოსნის ფუნქცია- მოვალეობებს. 2017 წლის იანვრის თვეში, მან ზ-----------–---ი სამ სხვა ხელოსანთან ერთად წაიყვანა კ-----------------------–-------ში სამუშაოდ. მისი წამოსვლიდან დაახლოებით ერთ საათში, მას დაურეკა ზ-----------–---მა და უთხრა, რომ შუქი წავიდა, რის გამოც ვეღარ მუშაობდნენ. ამ დროს გ---------–-------ი იმყოფებოდა ი-----------ში, რადგან სხვა ობიექტზე მოიპარეს იარაღები, მისული იყვნენ გამომძიებლები და ვერ დატოვებდა მათ, ამიტომ თ---–---ს სთხოვა მეზობლებთან გაერკვია რამდენ ხანში მოვიდოდა ელექტროენერგია, რის შემდეგაც გაირკვა, რომ ელექტროენერგია უახლოეს დღეებში არ იქნებოდა, ხოლო თ---–---ის მოთხოვნაზე მოეძიებინა გენერატორი, მან უპასუხა, რომ გენერატორი ფირმას არ გააჩნდა. სატელეფონო საუბრისას, ზ-----------–---მა მისი მისამართით დაიწყო ლანძღვა-გინება, რაზეც მოწმემ ერთ შემთხვევაში ასევე გინებით უპასუხა. ზ-----------–---მა კი უთხრა, რომ დიდუბეში ნახავდა და დაელაპარაკებოდა. როგორც მოწმისთვის თ---–---ის გვერდით მყოფი თანამშრომლებისაგან გახდა ცნობილი, ზ-------–---ი ტელეფონზე საუბრისას იყო ნასვამ მდგომარეობაში. როდესაც იგი თბილისში ჩამოვიდა, მოწმე დაკითხვაზე იმყოფებოდა ი-----------ში მომხდარი სამუშაო იარაღის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც ზ-------–---ი კვლავ ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა, ასევე სურდა, რომ თან წამოეყვანა მეუღლე და მათი კომპანიის საქმისმწარმოებელი ბ-----------–-–---–ი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, თ---–---მა მას ბევრჯერ დაურეკა და ყოველ ჯერზე აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაკითხვის დასრულების შემდეგ, როდესაც მოწმე დაუკავშირდა ზ-----------–---ს, იგი უკვე სახლში იყო წასული, რის გამოც უთხრა მისამართი და გ---------–-------ი თეთრი ფერის „ნ-----ს“ მარკის ავტომობილით მეუღლესთან და ბ-----------–-–---–თან ერთად აღნიშნულ მისამართზე გაემართა. საჭესთან, მარჯვენა მხარეს თავად იჯდა, ასევე წინა მხარეს, მარცხნივ იჯდა მისი მეუღლე, ხოლო უკან ბ-----------–-–---–ი. როდესაც მივიდნენ თ---–---მა ჰკითხა რომელი იყო მისი მეუღლე, რის შემდეგაც მივიდა მასთან, გააღო კარი, კისერში ხელი დაავლო და ბევრჯერ დაარტყა, მისკენაც წამოიწია, თუმცა დარტყმა ვერ მოახერხა, რადგან იქვე მყოფი ბიჭები და ბ--- თ---–---ის დაწყნარებასა და დაკავებას ცდილობდნენ. მოწმემ დარეკა პოლიციაში, თუმცა კარგად ვერ აუხსნა სად იმყოფებოდნენ, ხოლო იქ მყოფმა პირებმა ურჩიეს, რომ სწრაფად გაქცეულიყვნენ, რა დროსაც თ---–---მა მანქანას დაუწყო მუშტების დარტყმა, თუმცა, მაინც მოახერხეს იმ ადგილის დატოვება. როდესაც პატრულმა დაურეკა მან უთხრა, რომ ქარვასლასთან დახვდებოდა, საიდანაც პოლიციის თანამშრომლებმა ისინი დაკითხვაზე წაიყვანეს. მოწმე აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინციდენტისას იგი იყო 2-3 თვის ფეხმძიმე. ამის შემდეგ, იგი თ---–---ს არ შეხვედრია და მასთან რაიმე სახის ურთიერთობა არ ჰქონია.
მოწმე ბ-----------–-–---–მა განმარტა, რომ მუშაობს სამშენებლო კომპანიაში „ჩ--------–-“ მთავარი ინჟინერის პოზიციაზე. ზ-----------–---ის შესახებ კი იცის, რომ იგი კომპანიაში აყვანილი ჰყავდათ ერთ- ერთ ობიექტზე სახურავის გადასახურად. 2017 წლის 04 იანვარს, მას დაურეკა გ---------–-------მა და უთხრა, რომ მას ზ-----------–---მა დაურეკა და აგინა, რაზეც ბ-----------–-–---–მა განუცხადა, რომ შესაძლებელია, ეს გამოწვეული იყო იმ დღეს მათ მიერ მასალის მიუწოდებლობით. გ-----მ მოწმეს უთხრა, რომ თ---–---ს სურდა ენახა იგი თავის მეუღლესთან და მასთან ერთად, რის გამოც ზ-----------–---ის სახლში ის, გ-----სთან და მის მეუღლე კ-----სთან ერთად წავიდა. მათ სურდათ გაერკვიათ რაში იყო საქმე, რაზე იყო ნაწყენი იგი ან რა სჭირდებოდათ. როდესაც ადგილზე მივიდნენ, ზ------------–---ი ერთ პიროვნებასთან ერთად სიგარეტს ეწეოდა, რომელიც შემდგომ წავიდა, ხოლო მან ხელით ანიშნა მისულებს მისკენ წასულიყვნენ მანქანით. მოწმემ მას მანქანის უკანა კარები გაუღო, რომ დამჯდარიყო და ელაპარაკათ, თუმცა, თ---–---მა იკითხა, სად იჯდა გ-----ს მეუღლე, რისი გაგების შემდეგაც, შემოუარა მანქანას, გამოაღო წინა კარები, სადაც ქალბატონის მეუღლე იჯდა და სახეში ჩაარტყა კ-----------------–-----ს. მოწმე ზუსტად ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენჯერ დაარტყა მას თ---–---მა, თუმცა, დაზუსტებით შეუძლია თქვას, რომ ეს იყო ერთზე მეტი დარტყმა სახის არეში, რის შედეგადაც დაზარალებული მანქანიდან გადმოვარდა და ჩაიკეცა. აღნიშნულის შემდეგ იქვე მყოფი ხალხიც მივიდა მათთან და სცადეს გაშველებით სიტუაციის განმუხტვა, თან ეუბნებოდნენ, რომ წასულიყვნენ. თავად მოწმემაც ფიზიკურ შეურაცხყოფაზე ზ-----------–---ს ხელი დაუჭირა და აკავებდა, რა დროსაც მიხვდა, რომ თ---–---ი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გ---------–-------მა დარეკა პოლიციაში, რის შემდგომაც იქაურობა დატოვეს. აღნიშნულის შემდეგ, ზ-----------–---ს იგი არ შეხვედრია, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც თ---–---მა დაურეკა, ესაუბრა მას მომხდარზე და უთხრა, რომ საჩხუბრად არ უნდა დაებარებინა და თუ რამე პრეტენზია ჰქონდა, ჩხუბის გარეშე უნდა გამოეხატა.
მოწმე დ--------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 04 იანვარს აღნიშნულ საქმეზე დაიწყო გამოძიება ი-----–--------–---–ის მიერ, ხოლო მას მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ საგამოძიებო მოქმედებებში: მოწმის სახით მათი ნების შესაბამისად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე გამოკითხა გ---------–-------ი, კ-----------------–-----ი და ბ-----------–-–---–ი დიდუბე-ჩუღურეთის მე-3 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც მუშაობდა იმ დროისათვის. მან, ასევე, ბრალდებულს გააცნო ბრალდების შესახებ დადგენილება.
სხდომაზე მოწმე ი-----–---------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 04 იანვარს მან დაიწყო გამოძიება აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულის მიმართ იმ დღესვე დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და გააგზავნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ხოლო სხვა მონაწილეობა მას აღნიშნულ საქმეზე არ აქვს მიღებული.
მოწმე ი-------------ემ განმარტა, რომ 2005 წლიდან ზ-----------–---თან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. იგი აღნიშნავს, რომ მისი მეუღლე არის ხელოსანი და იმ პერიოდისთვის მუშაობდა ქალბატონთან ასევე ხელოსნად, თუმცა, მისი ვინაობა არ იცის. იცის, რომ ქალბატონი არ იხდიდა ხოლმე თანხას, ჰქონდათ სატელეფონო კონტაქტები, თუმცა ამის გამო გაღიზიანებული მისი მეუღლე არ ყოფილა. 2016 წლის 04 იანვარს, მათთან გაისმა ზარის ხმა, რა დროსაც ზ-----------–---ს ვიღაც აგრესიულად ესაუბრებოდა და სთხოვდა დიდუბეში მისულიყო, შემდეგ სთხოვა გადასასვლელ ხიდთან შეხვედროდა, ანუ ურეკავდა ბევრჯერ, რაზეც მისმა მეუღლემ რამდენჯერმე უთხრა უარი, ბოლოს კი, დაახლოებით 20:00 საათზე, ხმამაღალი ლაპარაკით გავიდა გარეთ, რაც მოწმისათვის უჩვეულო იყო, რადგან მეუღლე ასე აღელვებით არავის ელაპარაკებოდა ხოლმე. მან თავის მცირეწლოვან შვილს (იმ დროისათვის ბავშვი 3 წლისაც არ იქნებოდა) ხელი მოჰკიდა და მეუღლეს მაშინვე გარეთ გაჰყვა, რა დროსაც დაინახა, რომ თ---–---მა ღია ფერის მანქანას მიუთითა იქვე გაჩერებულიყო, სადაც იჯდა 3 პიროვნება. მოწმე დაახლოებით 3-4 ნაბიჯის მანძილზე გაჩერდა, რადგან მამაკაცების საუბარში არ ჩარეულიყო, რა დროსაც დაინახა, რომ მანქანის კარი გაიღო და იქიდან გადმოსულმა მამაკაცმა პირდაპირ, მათ შორის ყოველგვარი საუბრის გარეშე, მის მეუღლეს სახის არეში ჩაარტყა, რის შედეგადაც ზ-----ს ცხვირიდან სისხლი წასკდა. ასევე, მანქანიდან გადმოხტა ქალბატონი, რომელმაც მოუარა მანქანას და ზ-----ს უკნიდან დაარტყა. იგი ასევე იგინებოდა, იფურთხებოდა და გამოიძახა პოლიცია. აღნიშნულზე მათმა შვილმა დაიწყო განწირული ყვირილი, იქვე არსებულ მაღაზიასთან მყოფმა ნასვამმა მოქალაქეებმა, დაახლოებით 5-6-მა ბიჭმა, რომლებიც როგორც მისთვის, ასევე მისი მეუღლისთვის უცნობი პიროვნებები იყვნენ, გააშველეს ისინი, ხოლო მან თავისი შვილი შეასვა ზურგზე თ---–---ს, რომ დაეწყნარებინა და იგი ჩხუბიდან ბავშვის ყვირილზე გამოსული მეზობლების დახმარებით გამოიყვანა. აღნიშნულის შემდეგ, გამომძიებელმა დ--------------ემ მოწმე შემთხვევის ადგილზე მყოფ ორ ქალბატონთან ერთად დაიბარა პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე, სადაც ზეპირსიტყვიერად აღწერეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც გამომძიებელმა მათი მონათხრობი ტელეფონით გადასცა სხვა პირს, შემდეგ კი დაბარებულ ქალბატონებს კი ბოდიში მოუხადა, რომ დაღალა ბავშვი, რომელიც მოწმეს კვლავ ახლდა და უთხრა, რომ ამ ეტაპზე მეტი არაფერი იყო საჭირო. მოწმე აღნიშნავს, რომ მომხდარი კონფლიქტის შემდეგ დაუკავშირდა თავის დეიდაშვილს, რომელიც თ---–---ს გ--------–-------თან მუშაობის დაწყებაში დაეხმარა და უსაყვედურა, თუ რატომ შესთავაზა მათ ასეთ არაკეთილსინდისიერ გადამხდელებთან და დამსაქმებლებთან მუშაობა. როგორც მან იცის, მის მეუღლეს შემდგომში მისცეს კუთვნილი ანაზღაურება.
მოწმე მ------------ემ განმარტა, რომ იგი ცხოვრობს ქ------–--------------–--------------ში იტალიური ტიპის ეზოში, ხოლო ზ-----------–---ი აღნიშნულ საცხოვრებელში მისი მეზობელია. თბილისში მათ დაახლოებით 12 წლიანი მეზობლური ურთიერთობა აკავშირებთ, რა დროსაც იგი ხასიათდებოდა როგორც მშვიდობისმოყვარული, წყნარი მეზობელი და მისგან არც ფხიზელ, არც ნასვამ მდგომარეობაში რაიმე კონფლიქტურ სიტუაციას არ შესწრებია. 2016 წლის 04 იანვარს, სახლში ყოფნისას გაიგონა ისტერიკული წივილ-კივილი, რის გამოც გავიდა გარეთ და დაინახა ზ-----------–---ი, რომელსაც სახეზე სისხლი მოსდიოდა. მან თავისი შვილი მ-------, რომელიც ძალიან ტიროდა, ხელში აიყვანა და სახლში შეიყვანა. მოწმე აღნიშნავს, რომ იგი გაურკვევლობაში იყო და ვერ გაიგო რა ხდებოდა, რის გამოც თ---–---ის მეუღლეს ჰკითხა, თუ რა ხდებოდა მათთან, რაზეც მან უპასუხა, რომ სახლში მიუვარდნენ და ჯერ თავადაც ვერ გარკვეულიყო რაში იყო საქმე. მოწმემ დაინახა, რომ მეორე მხარეს იდგა მანქანა და ქალბატონი, რომელსაც ხელში ტელეფონი ეჭირა და ესაუბრებოდა სხვა პირს, რომელსაც სთხოვდა მალე მოსულიყვნენ, იქ ასევე იდგნენ მისთვის უცნობი კაცები და ვერ გაარკვია ვინ ვის ურტყამდა, მხოლოდ გაიგო, რომ ამბობდნენ „როგორ უნდა უბანში მოვარდნა, ამას გასწავლითო“. აღნიშნული ჩხუბის დროს ზ-----------–---ი უკვე სახლში იმყოფებოდა. მოწმე აღნიშნავს, რომ იგი იმყოფებოდა დაკითხვაზე კუკიის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობაში, სადაც გამომძიებელ დ---სთან ისაუბრა იმის შესახებ რაც დაინახა. გამომძიებელმა ტელეფონზე დაიწყო ხმამაღალი საუბარი, სადაც მოსაუბრეს გადასცემდა მის მიერ მოყოლილს, შემდეგ კი მოუხადა ბოდიში, რომ ამ ეტაპზე არ მოხდებოდა მათი დაკითხვა, მათი ჩვენებაც არსად არ დაუფიქსირებია, დაჰპირდა, რომ სახლში მივიდოდა, მაგრამ მის შემდეგ აღარ გამოჩენილა.
მოწმე ფ-------–-----–---მა განმარტა, რომ 2017 წლის 04 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, გაიგონა ბავშვის კივილი, რის გამოც გავიდა გარეთ და დაინახა, რომ სისხლიან ზ-----------–---ს ბავშვი ჰყავდა შემოხვეული და სახლისკენ მიდიოდა. მან თ---–---ს ჰკითხა თუ რა სჭირდა, თუმცა პასუხი არ მიუღია, რის გამოც გავიდა ჭიშკრის გარეთ, სადაც იმყოფებოდა ზ-----------–---ის მეუღლე ი-----. მასაც ჰკითხა თუ რაში იყო საქმე, რაზეც მან უპასუხა, რომ ზ-----ს მიუვარდნენ. მან ასევე დაინახა, რომ ჭიშკრის გარეთ იყო ხალხმრავლობა და ხმაური, თუმცა, აღარ უცდია გაერკვია რა ხდებოდა და სახლში შებრუნდა. მომხდარის შესახებ მას ზეპირსიტყვიერად გამოჰკითხა გამომძიებელმა დ--------------ემ დიდუბე- ჩუღურეთის პოლიციაში, შემდგომ კი ტელეფონზე ისაუბრა, დაბარებულ მოწმეებს უთხრა, რომ ამ ეტაპზე აღარ იყვნენ საჭირო და წაიყვანა სახლში. მოწმე აღნიშნავს, რომ ზ-----------–---ს იცნობს ბავშობიდან და ახასიათებს როგორც დადებით პიროვნებას, ხშირად ჰქონია მასთან ურთიერთობა და კარგად იცნობს. იგი ასევე, აღნიშნავს, რომ, მართალია, იკეთებს ქიმიოთერაპიას, რის გამოც აქვს ხოლმე სისუსტე, მაგრამ ეს მის მახსოვრობაზე არ მოქმედებს.
ზ-----------–---მა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის ნოემბრის თვის მეორე ნახევარში, მას დაურეკა მეუღლის ახლობელმა და უთხრა, რომ იყო სამუშაო კ-------------–----------–-------ში, რის შემდეგაც მას დაუკავშირდა გ---------–-------ი, რომელსაც აღნიშნული სამუშაოსთვის უნდა ეხელმძღვანელა და ობიექტის ნახვის შემდეგ მოილაპარაკეს სამუშაო პირობებზე. გ---------–-------ი კმაყოფილი იყო მათი მუშაობის სისწრაფით, თუმცა, 4 დღის შემდეგ დაიწყო მათი მოტყუება და დროულად არ ამარაგებდა მასალით. ვინაიდან სამშენებლო სამუშაოების დროს მსგავსი შემთხვევები ხდება, იგი არ ღიზიანდებოდა, პირიქით, აწყნარებდა ხოლმე თავის მეწყვილეებს. 2017 წლის 04 იანვარს, როდესაც მივიდნენ ობიექტზე, მან ნახა, რომ კვლავ არ იყო საკმარისი მასალა მოტანილი, რის გამოც დაურეკა გ-----ს, მან კი უპასუხა, რომ დაეწყოთ მუშაობა და იმ დღესვე ჩაუტანდა მასალას. მუშაობის დაწყებიდან 1 საათის შემდეგ წავიდა შუქი, რის გამოც, მას კვლავ მოუწია ხ--–-------თან დარეკვა, რაზეც მისგან მიიღო დაპირება, რომ ჩაუტანდა ე.წ. „დვიჟოკს“. როდესაც დაბნელდა და გ----- არ გამოჩნდა, დაახლოებით 18:00-19:00 საათზე წამოვიდნენ ობიექტიდან, მან კვლავ დაურეკა ხ--–-------ს, რა დროსაც ტელეფონიდან ქალბატონმა მისი მისამართით დაიწყო უწმაწური სიტყვების გამოყენება და დაიბარა ჯერ დიდუბეში, შემდეგ ვაგზლის მოედანზე, მაგრამ არცერთ ჯერზე არ მისულა. მოგვიანებით, ხ--–-------მა თავად დაურეკა და უთხრა ვაგზლის მოედნის გადასასვლელ ხიდთან მისულიყო, თუმცა, მოწმემ მას განუცხადა, რომ მისი სიტყვების აღარ სჯეროდა და უკვე სახლში იყო, ხოლო თუ მისი ნახვის სურვილი ჰქონდა, მისულიყო მასთან სახლში. მოგვიანებით, იგი მივიდა კიდეც ბრალდებულის სახლთან. როდესაც გარეთ გამოვიდა, მისმა მეუღლემ იგრძნო, რომ დაძაბული ვითარება იყო და ბავშვთან ერთად უკან გაჰყვა. მანქანიდან გადმოვიდა ხ--–-------ის მეუღლე, რომელმაც მას მიმართა - “ვის აგინებო“, დაარტყა ხელი და ატეხა ჩხუბი, მას შეუერთდა გ-----ც და მიაყენეს მას ფიზიკური შეურაცხყოფა. თავად თ---–---მა ჩხუბის დროს, მართალია, ხელი მოიქნია მათ მოსაშორებლად, თუმცა, ვერ მოასწრო დარტყმა, რადგან თავისმა შვილმა დაიწყო ყვირილი, ხოლო მეუღლემ ბავშვი შეაჩეჩა და იგი სიტუაციას გამოარიდეს. როგორც მეორე დღეს გაიგო, ხ--–------ის მეუღლეს იქვე არსებულ მაღაზიასთან მყოფ მთვრალ მოქალაქეებთანაც მოსვლია ჩხუბი. მეორე დღეს ასევე, დაურეკა გ-----ს მეუღლემ და უთხრა, რომ მასზე დაწერა საჩივარი პოლიციაში, რის შედეგადაც მომდევნო დღეს დაიბარეს პოლიციაში, სადაც ისაუბრა მომხდარი შემთხვევის შესახებ. გამომძიებელმა მას უთხრა, რომ არ დაეწერა ხ--–-------ის მეუღლეს სხვა პირებთანაც რომ მოუვიდა ჩხუბი, რადგან იგი „ცუდად“ ჩაეთვლებოდა. გამომძიებელმა ასევე, ახსენა, რომ ქალბატონთან საუბარში მათ საერთო ნაცნობიც აღმოაჩინეს. იგი თვლის, რომ გამომძიებელმა იგი მოატყუა და აღნიშნავს, რომ პოლიციაში მიცემული ჩვენება მას არ აქვს წაკითხული, თუმცა მოაწერა ხელი.ასევე აღნიშნავს, რომ მისგან რაიმე სახის მუქარას არც მანამდე და არც ჩხუბის შემდგომ ხ--–-------ისა და დაზარალებულის მიმართ ადგილი არ ჰქონია.
2017 წლის 27 იანვრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნის მიხედვით: კ-----------------–-----ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სახის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, სააპელაციო პალატა ვერ გაიზარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ-----------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენა ვერ დგინდება ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა საფუძველზე, რადგან სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად დასტურდება, ზ-----------–---ის მიერ კ-----------------–-----ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. კერძოდ, როგორც დაზარალებულ კ-----------------–-----ის ჩვენებით დგინდება, ზ-----------–---მა მას დაარტყა ორჯერ სახის არეში, ხოლო შემდეგ გადმოაგდო მანქანიდან და იქ განაგრძო ცემა, რის გამოც იქვე მყოფი მეზობლები მიეშველენ და ჩასვეს მანქანაში, ხოლო თ---–---ს აკავებდნენ და არ აძლევდნენ მანქანასთან მისვლის საშუალებას. დაზარალებულის აღნიშნული ჩვენება გამყარებულია ასევე, თვითმხილველი მოწმეების - გ---------–-------ისა და ბ-----------–-–---–ის ჩვენებებით, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ დაზარალებულ კ-----------------–-----ს ზ-----------–---მა სახეში ჩაარტყა და რომ ეს იყო ერთზე მეტი დარტყმა სახის არეში. აღნიშნული ჩვენებები ასევე, დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც, მათ შორის, შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ზ-----------–---ის მიერ განხორციელებულ დარტყმებს არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რასაც ადასტურებს 2017 წლის 27 იანვრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის მიხედვით, კ-----------------–-----ის სასამართლო სამედიცინო შემოწმებისას სახის მიდამოში აღინიშნებოდა სისხლნაჟღენთები და ნაჭდევი. მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე შუა მესამედში სისხლნაჟღენთი, რომლებიც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოშლის გარეშე.
ამასთან, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. დაზარალებულისა და მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს და არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ წერილობით მტკიცებულებებში მითითებულ ინფორმაციასთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
სააპელაციო პალატა აგრეთვე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ზ-----------–---ის ჩვენება, ასევე დაცვის მხარის მოწმეთა - ფ-------–-----–---ის, ი----- ნ------ისა და მ------------ის ჩვენებები წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო ზ-----------–---ისა და მისი მეუღლის - ი----- ნ------ის ჩვენება არათანმიმდევრულია, არასარწმუნო და დაუსაბუთებელია და ეწინააღმდეგება სასამართლოში გამოკვლეულ ყველა მტკიცებულებას, მათ შორის - მოწმეთა ჩვენებებს, ასევე 2017 წლის 27 იანვრის სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- დასკვნას და ემსახურება მხოლოდ ზ-----------–---ის მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. რაც შეეხება მ------------ისა და ფ-------–-----–---ის ჩვენებებს, როგორც მათ მიერ სასამართლოზე მიცემული ინფრომაციიდან ირკვევა, ისინი ფაქტის უშუალო თვითმხილველი მოწმეები არ ყოფილან, არამედ ქუჩაში განვითარებულ მოვლენებს ისინი მოგვიანებით შეესწრნენ. შესაბამისად, სასამართლო ვერც მათ ჩვენებებს გაიზიარებს და დაეყრდნობა განაჩენის დადგენისას.
აპელანტის აპელირებას, სადაც საეჭვოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში მითითებულ მოწმეების ბ-----------–-–---–ისა და გ----- ხ--–------ის ჩვენებების რეალობას, სადაც უთითებს, რომ ბ-----------–-–---–ს დაკითხვისას არ უთქვამს, რომ ზ-------–---ს მანქანის უკანა კარები გაუღო, რომ დამჯდარიყო და ელაპარაკათ. ასევე არასწორად არის მითითებული გ---------–-------ის ჩვენებაც, ვინაიდან მას არ უთქვამს, რომ ზ-----------–---ს მისთვისაც უნდოდა დაერტყა, მაგრამ იქვე მყოფი ბიჭები თ---–---ის დაწყნარებას და დაკავებას ცდილობდნენ, პლატა ვერ დაეთანხმა, რადგან ბ-----------–-–---–მა დაკითხვისას გარკვევით განმარტა, რომ ზ-----------–---ს მანქანის უკანა კარები გაუღო, რომ დამჯდარიყო და ელაპარაკათ. ასევე გ----- ხ--–------მა დაკითხვისას დაადასტურა, რომ ზ-----------–---ს მისთვისაც უნდოდა დაერტყა, მაგრამ იქვე მყოფმა კაცებმა დაიჭირეს.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ-----------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის სასამართლოს 2018 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ზ------------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მსჯავრდებულ ზ-----------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია.
მსჯავრდებულ ზ-----------–---ის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი