განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.10.2018
საქმის ნომერი
240210018001659013
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
25.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240210018001659013

საქმე№2/ბ-987-18წ.

განჩინება

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები :ნანა კალანდაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),თამარ სვანიძე, ლაურა მიქავა

სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე

აპელანტი - ნ--- ძ--------ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანება“

წარმომადგენელი - მ------- ბ-------- (დირექტორი)

დავის საგანი - მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ს----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება

აღწერილობითი ნაწილი

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

1.1.1.2016 წლის 26 დეკემბერს ნ--- ძ--------მა (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანების“ (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი) მიმართ და მოითხოვა 2005-2006 წლების შიდა სტანდარტით მისაღები სახელფასო დავალიანების -79.60 ლარის და მისი დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურება. (იხ. სამოქალაქო საქმე № 2/593-16, სარჩელი ს.ფ. 1-14)

სარჩელში მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

- მოსარჩელის განმარტებით, 2005-2006 წლებში იგი მუშაობდა ექიმ სპეციალისტად (ალერგოლოგი) მოპასუხე შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–-------- გაერთიანება“ში .

- 2005 წელს დაიდო კონტრაქტი მასსა და მოპასუხეს შორის, სადაც არ იქნა მითითება იმაზე, თუ რას წარმოადგენდა ხელფასი შიდა სტანდარტით , რაც შემონატანების მიხედვით უნდა განსაზღვრულიყო , თუმცა, როგორც შემდგომ სხვა დავის წარმოების პროცესის მიმდნარეობისას იქნა განმარტებული როგორც ამავე საზოგადოების ეკონომისტის,ასევე დირექტორის მიერ, ხელფასის ფონდი 2004-2006 წლებში შეადგენდა შენატანების 40%.

-მის მიერ მოპასუხე შპს ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–-------- გაერთიანებაში შეტანილი თანხების ოდენობა 2005 წლის თებერვლიდან დეკემბრის ჩათვლით საზოგადოების დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად დაანგარიშებულ იქნა 80(ოთხომოცი) ლარის ოდენობით, ხოლო პოლიკლინიკის მთავარი ეკონომისტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით აღნიშნული შეადგენდა 89.10 (ოთხმოცდაცხრა ლარი და 10 თეთრი) ლარს, რაც უფრო რეალურად უნდა იქნეს მიჩნეული. ამდენად, შიდა სტანდარტით მას ხელფასის სახით 2005 წელში უნდა მიეღო 89.10 ლარის 40%, ანუ 35.60 (ოცდათხუთმეტი ლარი და 60 თეთრი)ლარი , რაც არ მიუღია.შესაბამისად, ასეთის 11 წლის მანძილზე დაყოვნებისათვის ყოველ დაყოვნებულ დღეზე, დაყოვნებული თანხიის 0.07%-ის ოდენობით, 2005 წელზე მისაღები აქვს 100.40 (ასი ლარი და 40 თეთრი), სულ ჯამურად (35.60+ 100.40)= 136 (ასოცდათეთქვსმეტი)ლარი.

-მის მიერ მოპასუხე შპს ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–-------- გაერთიანებაში შეტანილი თანხების ოდენობა 2006 წელს საზოგადოების დირექტორის მიერ გაცემული ცნობის თანახმად დაანგარიშებულ იქნა 91 (ოთხმოცდათერთმეტი) ლარის ოდენობით, ხოლო პოლიკლინიკის მთავარი ეკონომისტის ცნობით ეს არის 110 (ასათი) ლარი, რაც რეალურად უნდა იქნეს მიჩნეული. ამდენად, შიდა სტანდარტით მას ხელფასის სახით 2006 წელში უნდა მიეღო 110 ლარის 40%, ანუ 44 (ორმოცდაოთხი), რაც არ მიუღია.შესაბამისად, ასეთის 10 წლის მანძილზე დაყოვნებისათვის ყოველ დაყოვნებულ დღეზე, დაყოვნებული თანხიის 0.07%-ის ოდენობით, 2006 წელზე მისაღები აქვს 113.20 (ასცამეტი ლარი და 20 თეთრი), სულ ჯამურად (44+ 113.20)= 157.20 (ასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 20 თეთრი)ლარი.

1.1.2 მოპასუხის პოზიცია

- მოპასუხე შპს ,,ს----ის ა-----–-----------–- პ---–---–-------- გაერთიანების“ მიერ წარდგენილი იქნა რა ზემოხსენებულ სარჩელზე შესაგებელი, სარჩელი არ იქნა ცნობილი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. სახელდობრ მიეთითა , რომ ნ--- ძ--------ს 2005-2006 წლებში აღებული აქვს აქვს შიდა სტანდარტით მისაღები ხელფასი და რომ თუ აღნიშნულს სადაოდ ხდიდა, ასეთი არ განუცხადებია 2008 წელს, როდესაც მას 2008 წლის 12 ივნისის წერილზე პასუხის სახით ეცნობა ხსენებულის თაობაზე. მოპასუხის მიერ მიეთითა, რომ სარჩელი უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიცაა.(იხ. შესაგებელი. ს.ფ 25-33)

 

1.2.1 2017 წლის 0- თებერვალს ნ--- ძ--------მა (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანების“ (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი) მიმართ და მოითხოვა 2006 წელს ადგილობრივი გამგეობის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოსათვის მისაღები სახელფასო დავალიანების - 540 (ხუთასორმოცი) ლარის და მისი დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურება. (იხ. სამოქალაქო საქმე № 2/72-17, სარჩელი ს.ფ.83-95)

სარჩელში მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

-2006 წლის 3 აპრილიდან მუშაობდა მოპასუხე დაწესებულებაში ექიმ საპეციალისტად, ალერგოლოგად.

-მასსა და მოპასუხე შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–-------- გაერთიანებას“ შორის დაიდო კონტრაქტი №-, რაც ითვალისწინებდა იმ სამუშაოს მოცულობას, რაც მას, როგორც ექიმს, უნდა შეესრულებინა 2006 წლის ბოლომდე -30 დეკემბრამდე რაიონული გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტის ხელშეკრულების საფუძველზე მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების პროგრამით .

-მან შეასრულა ზემოხენებული პროგრამის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულება, თუმცა ასეთის შესაბამისი ანაზღაურება , რაც კონტრაქტის მიხედვით ეკუთვნოდა თვეში 60 ლარის ოდენობით, არ აუღია.

-ამდენად, იგი ითხოვს გამგეობის მიერ ჩარიცხული თანხიდან 9 თვეზე გაანგარიშებით ხელფასს კონტრაქტის მიხედვით თვეში 60 ლარის ოდენობით - 540 (ხუთასორმოცი) ლარს და ასეთის 10 წლის მანძილზე დაყოვნებისათვის ყოველ დაყოვნებულ დღეზე, დაყოვნებული თანხიის 0.07%-ის ოდენობით, 10 წელზე 1379,70 (ერთი ათას სამასასამოცდაცხრამეტი ლარი და 70 თეთრი ლარის ანაზღაურებას.

1.2.2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე შპს ,,ს----ის ა-----–-----------–- პ---–---–-------- გაერთიანების“ მიერ წარდგენილი იქნა რა ზემოხსენებულ სარჩელზე შესაგებელი, სარჩელი არ იქნა ცნობილი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო. სახელდობრ მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენლის მიერ შესაგებელში განიმარტა, რომ ვინაიდან ექიმთა ნაწილი, რომელთა კატეგორიასაც განეკუთვნებოდა ნ--- ძ--------იც, არ ფინანსდებოდა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის მიერ, მან თხოვნით მიმართა ს----ის რაიონის გამგეობას, რომ დაეფინანსებინა სადაზღვევო პროგრამის გარეშე დარჩენილი ექიმები. შესაბამისად, გამგეობის მიერ მოხდა კარდიოლოგიური, რევმატოლოგიური, სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური, ომის ვეტერანების ა-----–-----------–ი დახმარებისა და ალერგოლოგიური კაბინეტების დაფინანსება. ამ პროგრამით რაიონის ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ყველა ექიმს და მათ შორის ნ--- ძ--------ს, მიღებული აქვს შესაბამისი ანაზღაურება, რაც შეეხება აღნიშნულის დამადასტურებელ მტკიცებულებებს - სახელფასო უწყისებს, ასეთი შენახვის ვადის გასვლის - ხანდაზმულობის გამო განადგურებულია. (იხ.შესაგებელი ს.ფ. 100-108).

 

1.3.1. 2017 წლის 13 ოქტომბერს ნ--- ძ--------მა (მოსარჩელე, შემდგომში აპელანტი მხარე) სარჩელი აღძრა მოპასუხე შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანების“ (შემდგომში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე/აპელანტი) მიმართ და მოითხოვა სიტყვიერად დადებული გარიგების შედეგად სადაზღვევო პროგრამის შესაბამისად 2005 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვის, თითოეულ თვეზე 55 ლარის, სულ 220(ორასოცი) ლარისა და მისი დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურება 12 წელზე გაანგარიშებით 675 (ექვსასსამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით (იხ. სამოქალაქო საქმე № 2/783-17, სარჩელი ს.ფ. 139-151)

სარჩელში მოსარჩელის მიერ მიეთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

-2005 წელს იგი მუშაობდა ექიმ ალერგოლოგად მოპასუხე დაწესებულებაში. ---2005 წელს პირველი 9 თვე იმუშავა კონტრაქტით, ხოლო 9 თვის შემდეგ კი დირექტორმა სიტყვიერად უთხრა, რომ გაეგრძელებია მუშაობა წლის ბოლომდე და ხელფასს მისცემდა სადაზღვევო პროგრამის შესაბამისად.

- მისი ხელფასი იყო თვეში 115 ლარი, თუმცა ის იღებდა 60 ლარს, შესაბამისად ასანაზღაურებელი აქვს 2005 წლის სექტემბრის, ოქტობრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვის მიუღებელი ხელფასის სახით სწორედ აღნიშნული სხვაობა თითოეულ თვეზე 55 ლარის ოდენობით , სულ ჯამურად 220 ლარის ოდენობით და ასევე ეკუთვნის მისი დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურება 12 წელზე გაანგარიშებით 675 (ექვსასსამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით . (იხ.სარჩელი.ს.ფ.139-151)

1.3.2.მოპასუხის პოზიცია

- მოპასუხე შპს ,,ს----ის ა-----–-----------–- პ---–---–-------- გაერთიანების“ მიერ წარდგენილი იქნა რა ზემოხსენებულ სარჩელზე შესაგებელი, სარჩელი არ იქნა ცნობილი უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო, სახელდობრ მოპასუხე საზოგადოების წარმომადგენლის მიერ განიმარტა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------–ი დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ალერგოლოგის დაფინანსება გათვალისწინებული არ იყო და შესაბამისად საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და შპს,,ს----ის ა-----–-----------–-კლინიკურ გაერთიანებას“ შორის დადებული ხელშეკრულება ალერგოლოგის დაფინანსებას არ ითვალისწინებდა.შესაბამისად მისი ხელფასი 2005 წელს არ იყო 115 ლარი, არამედ ასეთი კონტრაქტის შესაბამისად შეადგენდა 60 ლარს, რაც 9 თვის მანძილზე მუშაობის პერიოდში მას ანაზღაურებული აქვს 540 ლარი ოდენობით. (იხ.ს.ფ.171-179)

 

1.4 1. ს----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით ნ--- ძ--------ის ზემოხსენებულინ სამივე სარჩელი შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–-------- გაერთიანების“ მიმართ, გაერთიანდა ერთ წარმოებად.

 

2.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ს----ის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ნ--- ძ--------ის სარჩელით წარმოდგენილი მოთხოვნები მოპასუხე შპს ,,ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანების“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი იქნა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე ნ--- ძ--------ი შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანებასთან“ დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 1995-2006 წლებში დასაქმებული იყო ამავე საზოგადოებაში ექიმ ალერგოლოგის თანამდებობაზე .

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტებები;

შრომის ხელშეკრულება;

 

2.2. სადავო პერიოდში (2005-2006 წლებში ) სამედიცინო პერსონალის , მათ შორის ექიმების , შრომის ანაზღაურება ა-----–-----------–ი დახმარების სახით გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის წარმოებდა სამი სტანდარტით - I) ე. წ. შიდა სტანდარტით , რაც გულისხმობდა შრომის ანაზღაურებას გამომუშავების მიხედვით , II) ,,უმუშევრების სოციალური დაცვის დასაქმების ხელშეწყობის , ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის 2003 წლის სახელმწიფო პროგრამებით “ და მათ შორის , ,,მოსახლეობის ა-----–-----------–ი დახმარების სახელმწიფო პროგრამით “ დადგენილი სტანდარტით , რაც გულისხმობდა შრომის ანაზღაურებას სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული კომპონენტებისა და ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად , სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და III) ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დაფინანსების ფარგლებში , რაც გულისხმობდა სამედიცინო პერსონალის მომსახურების დაფინანსებას ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით , თვითმმართველი ერთეულის მიერ ჯანდაცვის დაწესებულებისათვის შესაბამისი სახსრების გამოყოფის შემთხვევაში .

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტებები;

-შრომის ხელშეკრულება;

-საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის №---- ბრძანება;

 

2.3. მოსახლეობის ა-----–-----------– -სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ნ--- ძ--------ს ანაზღაურება არ მიუღია . ის ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას იღებდა შიდა სტანდარტით და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში .

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

2.4. 2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------– -სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ,ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–--------ი გაერთიანების“ დირექტორს შორის 2005 წელს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ , რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის ა-----–-----------–ი დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა . ამ ხელშეკრულების მე-17 მუხლით მხარეთა ( შემსყიდველის -საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის და მიმწოდებლის -შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“) სხვა უფლება -მოვალეობებთან ერთად , განისაზღვრა მათი ვალდებულება - პაციენტებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა მხოლოდ ნორმატიული აქტით დამტკიცებული ,,პროგრამის “ფარგლებში .

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------–-სამედიცინო დახმარების პროგრამა;

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

2.5. 2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------– -სამედიცინო დახმარების პროგრამა ექიმ -ალერგოლოგის მომსახურებას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად , საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“ დირექტორს შორის 2005 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ , არ მოიცავდა ექიმ -ალერგოლოგის მომსახურებას.

სასამართლომ დაასკვნა, რომ ნ--- ძ--------ს 2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------– -სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება არ ეკუთვნის .

სასამართლო აღნიშნულ დასკვნამდე მივიდა შემდეგ გარემოებათა შეფასების საფუძველზე:

2.5.1. მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების, ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციის, სოციალურად საშიში დაავადებების გავრცელების შეზღუდვის, მოსახლეობისა და მიზნობრივი ჯგუფებისათვის სამედიცინო პროფილაქტიკური მომსახურების გაწევის მიზნით, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის №---- ბრძანებით დამტკიცდა „უმუშევრების სოციალური დაცვის დასაქმების ხელშეწყობის, ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამები“, რომელიც მოიცავდა „ჯანმრთელობის ხელშეწყობის, დაავადებათა პრევენციისა და ეპიდკონტროლის სახელმწიფო პროგრამას“, „მოსახლეობის სტაციონარული დახმარების სახელმწიფო პროგრამას“, „მოსახლეობის ა-----–-----------–ი დახმარების სახელმწიფო პროგრამას“ და ა.შ.

 

2.5.2. მოსარჩელე შრომის ანაზღაურებას ითხოვდა „მოსახლეობის ამბულატორული დახმარების 2005 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.

 

2.5.3. „მოსახლეობის ამბულატორული დახმარების 2005 წლის სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პირველადი ჯანდაცვის ქსელის მეშვეობით და ქვეყნის მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების ბაზისური პაკეტის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღნიშნული პროგრამა მოიცავდა იმ კომპონენტებისა და ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევა ა-----–-----------–ი მომსახურების ბაზისური პაკეტით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

2.5.4. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიუთითა, რომ მოსახლეობის ა-----–-----------–ი დახმარების ფარგლები არ იყო შეუზღუდავი და სახელმწიფო პროგრამა კატეგორიულად განსაზღვრავდა ა-----–-----------–ი მომსახურების იმ კომპონენტებს, რომლებიც მიჩნეული იყო პრიორიტეტულად და რომელთა დაფინანსების მიზნითაც ხდებოდა მიზნობრივი სახსრების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

2.5.5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანებით ასევე განისაზღვრა ჯანდაცვის სფეროში მოქმედი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების წესები და უფლებამოსილ პირთა წრე. ამავე ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სახელმწიფო პროგრამების შემსრულებლებთან ანგარიშსწორების წესი, რომლის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ჯანდაცვით და სხვა სახელმწიფო პროგრამებს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი (შემდეგში - „ფონდი“) და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი.განსახილველი წესის მეორე მუხლის თანახმად, სამინისტროს მართვაში არსებული სახელმწიფო პროგრამების აღსრულება მიმდინარეობს სამინისტროსა (დამკვეთსა) და შემსრულებლებს შორის დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად. ფონდი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი, როგორც დამკვეთები, ბრძანებით განსაზღვრავენ ხელშეკრულების გაფორმების, შესრულებული სამუშაოების მიღებისა და ანგარიშსწორების წესს.ამავე წესის მე-9 მუხლით დადგინდა, რომ გაწეულ მომსახურებაზე (შესრულებულ სამუშაოზე) დამკვეთსა და შემსრულებელს შორის ანგარიშსწორება განხორციელებულიყო ხელშეკრულების პირობების დაცვით.

 

2.5.6. სასამართლომ ზემოთ მოხმობილი ნორმების ანალიზის საფუძველზე მიუთითა,რომ ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ფარგლებს და გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამები, არამედ ამ პროგრამის აღსრულების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა შორის დადებული ხელშეკრულებებიც .

 

2.5.7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის №---- ბრძანებით დადგინდა, რომ პროგრამის რეალიზაციაში მონაწილე ორგანიზაციების შერჩევა განხორციელდებოდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

 

2.5.8. დადგენილია, რომ ჯანდაცვის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანების აღსრულების ფარგლებში, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდსა (შემდეგში - ფონდი) და შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“ (შემდეგში - დაწესებულება) დირექტორს შორის 2005 წელს დაიდო ხელშეკრულება ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის ა-----–-----------–ი დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ, „დაწესებულება“ ვალდებული იყო ა-----–-----------–ი სამედიცინო მომსახურება გაეწია მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების მიხედვით, ხოლო „ფონდი“ კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების პროგრამის კომპონენტის მიხედვით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება „დაწესებულებისათვის“, ამ ხელშეკრულების №- დანართით გათვალისწინებული ფინანსური პარამეტრებისა და ხელშეკრულების თანმხლები - „ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის“ შესაბამისად.

 

2.5.9. ამდენად, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის №---- ბრძანებითა და ამ ბრძანებით დამტკიცებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით - „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ მკაცრად განისაზღვრა მოპასუხე შპს „ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–--------ი გაერთიანების“ ვალდებულება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გაეწია ზემოთ მითითებული ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრულ ფარგლებში. შესაბამისად, განისაზღვრა შპს „ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“ უფლებამოსილება - გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის ანაზღაურება მიეღო იმავე დანართების შესაბამისად შესრულებული სამუშაოსათვის.

 

2.5.10. ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა (შემდეგში - ფონდი) და შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“ (შემდეგში - დაწესებულება) დირექტორს შორის 2005 წელს დადებული ხელშეკრულების თანხმლები - „ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესით“ და ხელშეკრულების №- დანართით გათვალისწინებული იყო ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მიმართვის შესაძლებლობა მხოლოდ ოფთალმოლოგთან, ნევროლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ოტორინოლარინგოლოგთან, ქირურგთან, ონკოლოგთან, ფთიზიატრთან და რენტგენოლოგთან. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული იყო მხოლოდ ზოგადი პროფილის ექიმის და ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ქირურგის, ონკოლოგის, ფთიზიატრის და რენტგენოლოგის მომსახურების დაფინანსება (ექიმის მიმართვით) საბიუჯეტო სახსრებით. იგივე აქტები კატეგორიულად განსაზღვრავდა ფინანსურ პარამეტრებს თითოეული ზემოთ მითითებული სამედიცინო მომსახურებისათვის.

 

2.5.11. წარმოდგენილი ხელშეკრულება და მისი დანართები სპეციალისტ - ალერგოლოგის კონსულტაციის დაფინანსებას საბიუჯეტო სახსრებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანება“ უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა სპეციალისტ - ალერგოლოგის მომსახურების დაფინანსება, მით უფრო სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყოფილი სახსრებიდან.

 

2.5.12. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო, ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“ დირექტორს შორის 2005 წელს სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე დადებული ხელშეკრულებით- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, დგინდება, რომ მხარეები ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებაზე და შესაბამისად, მის ანაზღაურებაზე, არ შეთანხმებულან და ვერც შეთანხმდებოდნენ, ვინაიდან ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ხოლო სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებდა ექიმ-ალერგოლოგის მომსახურების დაფინანსებას. ვინაიდან 2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------–-სამედიცინო დახმარების პროგრამა ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებას არ ითვალისწინებდა, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო, ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“ დირექტორს შორის დადებული ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულებაც არ მოიცავდა ექიმ- ალერგოლოგის მომსახურებას. ზემოხსენებულიდნ გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ნ--- ძ--------ს, რომელიც იყო ექიმ- ალერგოლოგი, ამ პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება არ მიუღია და არც ეკუთვნის.

 

2.6. სადავო პერიოდში (2005-2006 წლებში ) შიდა სტანდარტით ნ--- ძ--------ისათვის დარიცხული და ანაზღაურებული ხელფასის ოდენობის შეუსაბამობა , ა-----–-----------– - სამედიცინო მომსახურების სახით მის მიერ გაწეულ შრომით საქმიანობასთან, სათანადო მტკიცებულებებით დადგენილი ვერ იქნა .

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა შეფასების საფუძველზე:

2.6.1საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ.

 

2.6.2.სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო პერიოდში (2005-2006 წლებში) სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ექიმების, შრომის ანაზღაურება ა-----–-----------–ი დახმარების სახით გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის, სხვა სახის სტანდარტებთან ერთად წარმოებდა ე. წ. შიდა სტანდარტით, რაც გულისხმობდა შრომის ანაზღაურებას გამომუშავების მიხედვით.

 

2.6.3. მხარეებს შორის 2005 და 2006 წლებში დადებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული იყო შიდა სტანდარტით გასაცემი ხელფასის ფონდი, რაც შეადგენდა სამედიცინო პერსონალის (ექიმების) მიერ შემოტანილი თანხის 40%-ს. შესაბამისად, გაწეული საექიმო შრომითი საქმიანობისათვის ხელფასის დარიცხვა (გაანგარიშება) წარმოებდა გაწეული სამედიცინო მომსახურების სახისა და რაოდენობის შესატყვისად, სამედიცინო პერსონალის (ექიმების) მიერ წარდგენილი წერილობითი ინფორმაციის საფუძველზე.

 

2.6.4.სასამართლომ მიუთითა, რომ სადავო პერიოდში ნ--- ძ--------ს შიდა სტანდარტით გათვალისწინებული კუთვნილი შრომის ანაზღაურება მიღებული აქვს, რომლის საფუძვლიანობა იმ პერიოდში სადავოდ არ გაუხდია და რომ მოსარჩელე სადავოდ მიიჩნევს ხელფასის სახით დარიცხული თანხის შესაბამისობას მის მიერ გაწეულ შრომით საქმიანობასთან და აცხადებს, რომ სახელფასო ანაზღაურება მიიღო არასრულად, კერძოდ, 2005 წელს დააკლდა 35.60 ლარი, ხოლო 2006 წელს-44 ლარი, ჯამში 79.60 ლარი.

მოსარჩელის განმარტებით, ეს სხვაობა განპირობებულია მისი შენატანების შესახებ დირექტორის მიერ გაცემულ ცნობასა და მთავარი ეკონომისტის დაანგარიშებებში არსებული შეუსაბამობით. ანუ მოსარჩელის მოსაზრებით, დირექტორის მიერ გაცემულ ცნობაში ასახულია ნაკლები ოდენობის შენატანი, ვიდრე მთავარი ეკონომისტის ცნობაში, რამაც შესაბამისად ასახვა პოვა მის შრომის ანაზღაურების ოდენობაზე და მთლიანობაში 2005-2006 წლებში მიიღო 79.60 ლარით ნაკლები ხელფასი.

 

2.6.5. ზემოხსენებული შეუსაბამობის დასადასტურებლად მოსარჩელეს მტკიცებულების სახით წარმოდგენილი აქვს ორ ფურცელზე ხელნაწერის სახით შესრულებული თვეებისა და ციფრების ჩანაწერი, ხელმოწერით „მთ.ეკონომისტი: მ.ა-–----“.

 

26.6. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლზე მითითებით აღნიშნა, რომ წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს აქტები, საბუთები, საქმიანი და პირადი ხასიათის წერილები, რომლებიც შეიცავს ცნობებს საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა შესახებ. აღნიშნული მუხლის შესაბამისად, წერილობით მტკიცებულებას წარმოადგენს წერილობით შესრულებული ნებისმიერი ინფორმაცია, როგორც ოფიციალური დოკუმენტები, ისე ცნობები, აქტები, ხელწერილები, დოკუმენტები.

 

2.6.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ--- ძ--------ის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერი არ წარმოადგენს ისეთი სახის მტკიცებულებას, რომელიც შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპის გათვალისწინებით, ეჭვქვეშ დააყენებს ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანების დირექტორის მიერ, სათანადოდ დამოწმებული სახით გაცემულ ცნობაში ასახული ინფორმაციის სიზუსტეს. კერძოდ, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ჩანაწერიდან, რასაც ის მიიჩნევს მის მიერ შეტანილი თანხების დამადასტურებელ მტკიცებულებად, შეუძლებელია მისი შინაარსისა და დანიშნულების გარკვევა, ანუ გარკვევა იმისა, თუ რას ეხება, ან რა მიზნით არის შესრულებული ეს ჩანაწერი და ყველაზე მთავარი, - თუ ვის ეკუთვნის ჩანაწერში ასახული მონაცემები.

 

2.6.8.სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ ვითარებაში, როცა წარმოდგენილია ჩანაწერის მხოლოდ ბუნდოვანი ფრაგმენტი, საიდანაც არ დგინდება მასში ასახული ინფორმაციის ადრესატი, სასამართლოს მიერ მისი გაზიარება და გადაწყვეტილების მასზე დაფუძნება, ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო პროცესის პრინციპებს.

 

2.6.9. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარმოდგენით ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება იმის შესახებ, რომ შიდა სტანდარტით 2005-2006 წლებში, ჯამში ეკუთვნოდა შრომის 79.60 ლარით მეტი ანაზღაურება. წარმოდგენილ მასალებზე დაყრდნობით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სადავო პერიოდში ხელფასი დაერიცხა სრულად, მის მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურებისა და წარდგენილი ინფორმაციის შესატყვისად, ვინაიდან სხვა რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

2.7. სასამართლოს მიერ დადასტურებულად ვერ იქნა მიჩნეული ის ფაქტი , რომ ნ--- ძ--------ს არ მიუღია 2006 წლის (9 თვის ) შრომის ანაზღაურება ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებიდან .

აღნიშნულ დასკვნამდე სასამართლო მივიდა შემდეგ გარემოებათა შეფასების საფუძველზე:

2.7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 10--ე მუხლზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

2.7.2.სასამართლომ მიუთითა,რომ განსახილველ შემთხვევაში, სადავო პერიოდში (2006 წელი) სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ექიმების, შრომის ანაზღაურება ა-----–-----------–ი დახმარების სახით გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის, სახელმწიფო პროგრამისა და შიდა სტანდარტის ფარგლებში დაფინასების გარდა, წარმოებდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დაფინანსების ფარგლებში, რაც გულისხმობდა სამედიცინო პერსონალის მომსახურების დაფინანსებას ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით, თვითმმართველი ერთეულის მიერ ჯანდაცვის დაწესებულებისათვის შესაბამისი სახსრების გამოყოფის შემთხვევაში.

 

2.7.3. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ--- ძ--------ს მოსახლეობის ა-----–-----------–-სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება არ მიუღია და რომ იგი ყოველთვიურ შრომის ანაზღაურებას იღებდა შიდა სტანდარტით, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მოქმედი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

 

2.7.4. სასამართლომ დაადგინა, რომ საქმეზე წარმოდგენილი ს----ის რაიონის გამგეობასა და შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანების” დირექტორს შორის 2006 წელს დადებული №------- ხელშეკრულების თანახმად, ს----ის რაიონის გამგეობამ აიღო ვალდებულება მოსახლეობის სამედიცინო დახმარების 2006 წლის მუნიციპალური პროგრამის შესრულების უზრუნველყოფის შესახებ. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა სხვადასხვა პროგრამის, მათ შორის ალერგოლოგიური პაციენტების ა-----–-----------–ი მომსახურების დაფინანსება.

 

2.7.5. სასამართლომ დაადგინა, რომ ზემოაღნიშნულის საფუძველზე ნ--- ძ--------სა და შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანების“ დირექტორს შორის 2006 წლის 3 აპრილს დაიდო ხელშეკრულება (კონტრაქტი) რომლის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ღირებულება განისაზღვრა 60 ლარით და რომ აღნიშნული დასტურდება ასევე 2006 წლის მუნიციპალური პროგრამით დაფინანსებული კაბინეტების ხარჯთაღრიცხვით, რომელიც დამტკიცებულია შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–--------ი გაერთიანების“ დირექტორის მიერ;

 

2.7.6. ნ--- ძ--------ის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ იმ გარემოების შეფსასებისას, რომ არ მიუღია 2006 წლის 9 თვის (აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით) შრომის ანაზღაურება, რომელიც მუნიციპალური პროგრამით იყო დაფინანსებული და რომლის ოდენობა შეადგენდა ყოველთვიურად 60 ლარს. (ჯამში 540 ლარი), სასამართლომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ასეთის არსებობის შემთხვევაში, ნ--- ძ--------ი უფლებამოსილი იყო მაშინვე, 2006 წელსვე, სადავოდ გაეხადა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების- სამუშაოს შესრულების სანაცვლოდ შესაბამისი ანაზღაურების მიუღებლობა, რაც მას იმ პერიოდში არ განუხორციელებია. ნ--- ძ--------ს, 2006 წელს და არც შემდგომ, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ გაუპროტესტებია და სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ 2006 წელს, აპრილის თვიდან, ანუ მას შემდეგ, რაც შრომის ხელშეკრულება გაფორმდა მოპასუხესთან, მთელი წლის განმავლობაში, შრომობდა და არ იღებდა შრომის საფასურს.

 

2.7.7. სასამართლომ ზემოხსენებულთან ერთად მიუთითა მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანების“ დირექტორის №----, 2--------- წლის ბრძანებაზე, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–-------- გაერთიანებაში“ დაცული 2001-2009 (ჩათვლით) წლების საბუღალტრო და სამედიცინო დოკუმენტაცია განადგურებულია და რომ შესაბამისად, შეუძლებელია სახელფასო უწყისების შემოწმებისა და ნ--- ძ--------ის მიერ მითითებულ პერიოდში ხელფასის მიუღებლობის (ან მიღების) ფაქტის დადგენა.

 

2.7.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით - განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.იმ ვითარებაში კი როცა მოპასუხე ორგანიზაციაში ხანდაზმული დოკუმენტაცია განადგურებულია, ხოლო მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, თუნდაც მისი განცხადება - რომ სადავო პერიოდში ერთხელ მაინც მიმართა ადმინისტრაციას თავისი უფლების დაცვის მიზნით და ვერ მიაღწია მიზანს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება. მხარის მხოლოდ განმარტება ფაქტობრივ გარემოებაზე, თუ ის არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებით, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სასამართლო გადაწყვეტილებას. შესაბამისად, ნ--- ძ--------ის განმარტება, რომ 2006 წლის სახელფასო ანაზღაურება ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებიდან, არ მიუღია, გაზიარებული არ იქნა.

 

გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება

 

2.8. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ მიუთითა საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 53-ე, 31-ე, მუხლებზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 128-ე, 129-ე, 138-ე,144-ე მუხლებზე.

 

2.8.1. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება და განმარტა, რომ ზოგადად, ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება, ან ორივე ერთად, შესაბამისად, ურთიერთობის მონაწილეები არიან კრედიტორი - პირი, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, მოვალე - რომელიც ვალდებულია შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება.

 

2.8.2. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე ნაწილზე, რომლის თანახმადაც ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

2.8.3. ზემოთ მოხმობილი ნორმები შეაჯერა რა საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, სასამართლომ განმარტა, რომ პირის უფლება ვალდებული პირისაგან მოითხოვოს რაიმე მოქმედების შესრულება ან მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავება, შეიძლება მხოლოდ კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან, ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებიდან, უსაფუძვლო გამდიდრებიდან და ა.შ. შესაბამისად, თუ არ არსებობს ხელშეკრულება, ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები , არ არსებობს ვალდებულებაც. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილ იქნა რა ის გარემოება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის ვალდებულება არ გააჩნია, არ არსებობს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.8.4. სასამართლომ მიუთითა საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე პუნქტზე, რომლის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი და განმარტა, რომ შრომის ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში, დამსაქმებლის ამგვარი ვალდებულება სადავო პერიოდში - 2005-2006 წელს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული არ იყო.

 

2.8.5. სასამართლომ განმარტა, რომ ამჟამად მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება არსებულ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაზე და რომ ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ შრომით ურთიერთობებზე ამავე კანონის 31-ე მუხლის დანაწესი ვერ გავრცელდება.ამასთან სასამართლომ მიუთითა, რომ ისეთ შემთხვევაშიც კი, თუნდაც განსახილველ სამართალურთიერთობაზე გავრცელება ჰპოვოს ზემოხსენებულმა ნორმამ, საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 31-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე ანგარიშსწორების დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების ვალდებულება არ არსებობს დამოუკიდებლად, ის უშუალოდ დაკავშირებულია დამსაქმებლის ვალდებულებასთან უზრუნველყოს დასაქმებულთან ანგარიშსწორება.

 

2.8.6. სასამართლომ ზემოთ მოხმობილი ნორმა შეაჯერა რა საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებასთან მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დამსაქმებელს - მოპასუხე შპს „ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–-------- გაერთიანებას“ მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია შრომის ანაზღაურების ვალდებულება, არ არსებობს მოპასუხისათვის შრომის ანაზღაურების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდევინების სამართლებრივი საფუძველიც.

 

2.8.7. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნები ხანდაზმულიცაა .

 

2.8.8. სასამართლომ მიუთითა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველ ნაწილზე, განმარტა, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა და რომ სახელშეკრულებო ურთიერთობებთან მიმართებით კანონით განსაზღვრულია სპეციალური ვადა, რაც შეადგენს სამ წელს.

 

2.8.9. სასამართლომ აპელირება გააკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და განმარტა, რომ სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება. სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავისი ინიციატივით გამოიკვლიოს ხანდაზმულობის საკითხი. ამის შესახებ დაინტერესებულმა პირმა უნდა მიუთითოს, რაც გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან - თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად. შესაბამისად, სასამართლოს მხრიდან თავისი ინიციატივით ხანდაზმულობის ვადაზე მითითება უნდა შეფასდეს მხარეთა უფლებების, მხარეთა შეჯიბრებითობის, თანასწორობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დარღვევად.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მოსამზადებელ ეტაპზევე, შესაგებელში მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

2.8.10. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

 

სასამართლომ ზემოთ მოხმობილი ნორმა შეაჯერა რა საქმეში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს 2005-2006 წლებში წარმოშობილი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულებას.

 

2.8.11. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ასევე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა, უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიც იყო და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტმა გაერთიანებული საქმიდან №2/593-16წ საქმეზე წარმოდგენილი სარჩელის, რომელიც შეეხება 2005-2006 წლების შიდა სტანდარტით მისაღები სახელფასო დავალიანების -79.60 ლარის და მისი დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურებას, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა შემდეგზე:

3.1.1. სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული სარჩელით წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად მიეთითა იმაზე, რომ თითქოსდა ის ითხოვდა დაკლებულ ხელფასს, მაშინ როდესაც მისი მოთხოვნაა მითითებულ პერიოდზე საერთოდ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.

3.1.2. სასამართლომ არასწორად მიუთითა იმაზე, რომ თითქოსდა მის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მისი მოთხოვნის საფუძლიანობა, რადგან საზოგადოების ეკონომისტ ა-–----ს მიერ გაცემული ცნობის გარდა მან სასამართლოს წარუდგინა საზოგადოების დირექტორის ხელმოწერილი ცნობები .

3.1.3 სასამართლომ შეგნებულად არ დააკმაყოფილა მისი კანონიერი მოთხოვნა და არ მოატანინა მოპასუხეს სახელფასო უწყისები,რომლის შენახვის ვადაც კანონის თანახმად არის 75 წელი, რომლითაც ის დაადასტურებდა თავისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

3.2. აპელანტმა გაერთიანებული საქმიდან №2/72-17 საქმეზე წარმოდგენილ სარჩელის, რომელიც შეეხება 2006 წელს ადგილობრივი გამგეობის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოსათვის მისაღები სახელფასო დავალიანების - 540 (ხუთასორმოცი) ლარის და მისი დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურებას, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა შემდეგზე:

3.2.1. სასამართლომ არასწორად არ დააკმაყოფილა მისი კანონიერი შუამდგომლობა და მოპასუხეს არ დაავალა წარმოედგინა ს----ის რაიონის გამგეობასა და მოპასუხე შპს ,,ს----ის-ა-----–-----------–-პ---–---–-------- გაერთიანებას შორის 2006 წელს დადებული №------- ხელშეკრულების დედანი, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და წარმოადგენს მოპასუხე საზოგადოების დირექტორის ფანტაზიის ნაყოფს.

3.2.2. გამგეობას არ დაუდევს რა ზემოხსენებული ხელშეკრულება, მას არ გააჩნდა თანხის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თითქოსდა ის ანაზღაურებას იღებდა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანებით მოქმედი ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.მაშინ როდესაც ის ითხოვს მიუღებელი ხელფასის ანაზრაურებას მოპასუხე მხარესთან 2006 წლის 03 აპრილს დადებული კონტრაქტის საფუძველზე.

3.2.3. სასამართლომ განსახილველ შემთხვევაშიც შეგნებულად არ დააკმაყოფილა მისი კანონიერი მოთხოვნა და არ მოატანინა მოპასუხეს სახელფასო უწყისები, რომლის შენახვის ვადა კანონის თანახმად არის 75 წელი და რომლითაც დაადასტურებდა თავისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

3.3.აპელანტმა გაერთიანებული საქმიდან №2/783-17 საქმეზე წარმოდგენილ სარჩელის, რომელიც შეეხება სიტყვიერად დადებული გარიგების შედეგად სადაზღვევო პროგრამის შესაბამისად 2005 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვის, თითოეულ თვეზე 55 ლარის, სულ 220(ორასოცი) ლარისა და მისი დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურებას 12 წელზე გაანგარიშებით 675 (ექვსასსამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითა შემდეგზე:

3.3.1.სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ თითქოს შეისწავლა ხელშეკრულება და №- დანართი და ასეთის შეფასებით დაადგინა, რომ მას, როგორც ალერგოლოგს, 2005 წლის დაფინანსება არ ეკუთვნის.

3.3.2 მას მოპასუხესთან 2005 წელს დადებული ჰქონდა კონტრაქტი და შესაბამისად ის იღებდა ალერგოლოგის დაფინანსებას, მაგრამ ყოველთვიურად მხოლოდ 60-60 ლარის ოდენობით,მაშინ როდესაც როგორც ექიმ-სპეციალისტს, უნდა მიეღო 115 ლარი, შესაბამისად სასამართლომ არ შეისწავლა და არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.

3.3.3. 2005 წელს კონტრაქტი დადებული ჰქონდა კანონიერად, რადგან სადაზღვევო პროგრამაში ვერ მოხვდნენ მხოლოდ რევმატოლოგი და ინფექციონისტი, რაც დგინდება ნ. ყ------–---–-ს წერილით.

3.3.4. სასამართლომ განსახილველ შემთხვევაშიც შეგნებულად არ დააკმაყოფილა მისი კანონიერი მოთხოვნა და არ მოატანინა მოპასუხეს სახელფასო უწყისები, რომლის შენახვის ვადა კანონის თანახმად არის 75 წელი და რომელიც დაადასტურებდა მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

3.4.მოსარჩელის თვალსაზრისით, მის სასარჩელო მოთხოვნებზე ხანდაზმულობა არ ვრცელდება თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა.

 

3.5. ნ--- ძ--------ის სააპელაციო საჩივაზე წერილობითი შესაგებელი წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, საზოგადოების დირექტორმა მ------- ბ--------მ, რომელიც არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და მიუთითა შემდეგზე:

3.5.1. ნ--- ძ--------ის მოსაზრება თითქოს 2006 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულება № 5----0- დადებული ერთის მხრივ სენაკის რაიონის გამგეობას, წარმოდგენილი გამგებელ გ-------------–---–-ს სახით და მეორეს მხრივ შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანებას“ შორის, წარმოდგენილი დირექტორ მ------- ბ--------ს სახით, არის ყალბი დოკუმენტი, არ შეესაბამება სიმართლეს, რადგან თვით ხელშეკრულებაზე გარკვევით ჩანს რაიონული გამგეობის შტამპი და მხარეთა ხელმოწერები.

3.5.2.2006 წელს არ ფინანსდებოდა რა ექიმთა გარკვეული ნაწილი სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის მიერ, მან, როგორც დაწესებულების დირექტორმა, თხოვნით მიმართა სენაკის რაიონის გამგეობას, რომ დაეფინანსებინა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დაფინანსების გარეშე დარჩენილი ექიმები და მედდები.

3.5.3. სენაკის რაიონის გამგეობის კეთილი ნების საფუძველზე გაზიარებულ იქნა მისი თხოვნა და მოხდა კარდიოლოგიური, რევმატოლოგიური, ინფექციური, სტომატოლოგიური, გინეკოლოგიური, ომის ვეტერანების ა-----–-----------–ი დახმარების და ალერგოლოგიური კაბინეტების დაფინანსება 2004-2005-2006 წლებში.

3.5.4 ნ--- ძ--------ი როდესაც მითითითებს იმის თაობაზე, რომ თითქოსდა გამგეობასა და შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანებას“ შორის ხელშეკრულება №5----0- არ დადებულა და ასეთი თითქოსდა ბუნებაში არ არსებობდა, აღნიშნულით წინააღმდეგობაში მოდის მისივე ხელმოწერით დადასტურებულ 2006 წლის იმ კონტრაქტთან, რომლითაც ის აყენებს მოთხოვნას და რომელშიც ნათლად წერია, რომ ,,დამქირავებელი'' ვალდებულია აუნაზღაუროს ,,დაქირავებულს'' 60 ლარი რაიონული გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტის ხელშეკრულების საფუძველზე.

3.5.5.ნ--- ძ--------ს მიღებული აქვს ხელფასი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით თვეში 60 ლარის ოდენობით.

3.5.6. რაც შეეხება სახელფასო უწყისების სასამართლოსთვის წარდგენის მოთხოვნას, ასეთი შეუძლებელია, რადგან ის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო განადგურებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად 2015 წლის 25 დეკემბრის 37/კ ბრძანების საფუძველზე შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ.

3.5.7. ნ--- ძ--------ს 2005-2006 წლებში შიდა სტანდარტით გამომუშავებული აქვს მიზერული თანხები , რაც აღებული აქვს.

3.5.8.სადაზღვევო კომპანიის ხელშეკრულებები და შესაბამისი დანართები, სადაც მითითებულია იმის თაობაზე, თუ ვინ განეკუთვნებოდა პროგრამით დაფინანსებულ ექიმ-სპეციალისტთა კატეგორიას, ცხადჰყოფს, რომ ჩამონათვალში საერთოდ არ არის მითითებული ალერგოლოგი, ამდენად ალერგოლოგი არ ფინანსდებოდა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის მიერ არცერთი წლის მანძილზე, შესაბამისად ნ--- ძ--------ს არ ეკუთვნოდა სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით ანაზღაურება.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

4.1.ფაქტობრივი დასაბუთება

სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ, წინამდებარე გადაწყვეტილების 2.1.-2.6.3 პუნქტებითა და 2.7.-2.7.7 პუნქტებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს და ამასთან თითოეულ სარჩელთან მიმართებაში დამატებით გამოყოფს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეს. სახელდობრ:

 

4.1.1.გაერთიანებული საქმიდან №2/593-16წ საქმეზე წარმოდგენილი სარჩელის, რომელიც შეეხება 2005-2006 წლების შიდა სტანდარტით მისაღები სახელფასო დავალიანების -79.60 ლარის და მისი დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურების მოთხოვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

4.1.1.1. მოსარჩელე ნ--- ძ--------ი შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანებასთან“ დადებული კონტრაქტის საფუძველზე 2005-2006 წლებში, როგორც დაქირავებული პირი, დასაქმებული იყო ამავე საზოგადოებაში ექიმ ალერგოლოგის თანამდებობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2005 წლის კონტრაქტი № 1(იხ.ს.ფ.15);

- 2006 წლის 03 აპრილის კონტრაქტი (იხ.ს.ფ.22-23)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, საპელაციო საჩივარი, სააპელაციო შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები)

-

4.1.1.2 სარჩელზე დართული მტკიცებულებით- მხარეთა მიერ 2005 წელში დადებული №- კონტრაქტის მე-5 პუნქტის თანახმად შრომის ანაზღაურება სანარდოა,დამქირავებელი ვალდებული იყო აენაზღაურებინა დაქირავებულის შრომა შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ხოლო ამავე კონტრაქტის მე-7 პუნქტის თანახმად დაქირავებული ვალდებული იყო გაეწია მომსახურება სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული შიდა სტანდარტით, ხოლო შესრულებული სამუშაოს შემონატანი განისაზღვრა თვეში 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2005 წლის კონტრაქტი № 1(იხ.ს.ფ.15)

 

4.1.1.3. სარჩელზე დართული მტკიცებულებით - მხარეთა მიერ 2006 წლის 03 აპრილს დადებული კონტრაქტის , რომელიც ძირითადად ეხებოდა და განსაზღვრავდა რაიონული გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტის ხელშეკრულების საფუძველზე მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების პროგრამით შესასრულებელ მხარეთა უფლება-მოვალეობებს, მე-7 პუნქტის თანახმად ასევე განისაზღვრა, რომ შიდა განაწესებიდან გამომდინარე დაქირავებულს ზემოხსენებული პროგრამით შესასრულებელი სამუშაოს გარდა სამედიცინო დახმარების გაწევა ევალდებულებოდა სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული შიდა სტანდარტითაც. ამავე პუნქტის თანახმად ხელფასის ფონდი განისაზღვრა შემოტანილი თანხის 40%-ით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 200წლის 03 აპრილის კონტრაქტი (იხ.ს.ფ.22-23)

 

4.1.1.4. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით - მოპასუხე შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“ მიერ გაცემული ცნობითა და 2008 წლის 12 ივნისის პასუხად მოპასუხე საზოგადოების დირექტორის მიერ ნ--- ძ--------ისადმი ამავე წლის 9 ივნისით დათარიღებული № 2-- მიწოდებული წერილობით ინფორმაციით დადგენილია, რომ 2005 წელში ექიმ ნ--- ძ--------ის შეტანილი თანხა თვეების მიხედვით იყო შემდეგი მოცემულობით: თებერვალი-2 ლარი, მარტი-0 ლარი, აპრილი-10ლარი, მაისი-0 ლარი, ივნისი-20 ლარი, აგვისტო-4 ლარი, სექტემბერი-4 ლარი, ოქტომბერი-10 ლარი, ნოემბერი-19 ლარი, დეკემბერი-11 ლარი. ამდენად, დადგენილია, რომ კონტრაქტით გათვალისწინებული შენატანი თვეში 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით მოპასუხე საზოგადოებაში ნ--- ძ--------ის მიერ 2005 წელში არ განხორციელებულა , ხოლო რაც შეეხება 2006 წელს , ნ--- ძ--------ის შესრულებული სამუშაოს სახით შეტანილი თანხა თვეების მიხედვით იყო შემდეგი მოცემულობით: აპრილი-0 ლარი; მაისი-4 ლარი; ივნისი-16 ლარი; ივლისი-0 ლარი; აგვისტო-0 ლარი; სექტემბერი-50 ლარი; ოქტომბერი-13 ლარი; ნოემბერი-0 ლარი; დეკემბერი-8 ლარი. ამდენად, დადგენილია, რომ ნ--- ძ--------მა 2005 წელს მთლიანად გამოიმუშავა შიდა სტანდარტით 80 (ოთხმოცი) ლარი, ხოლო 2006 წელს-91(ოთხმოცდათერთმეტი) ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ექიმ ნ--- ძ--------ის მიერ 2005-2006 წლებში თვეების მიხედვით შეტანილი თანხების თაობაზე შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“ მიერ გაცემული ცნობა -დანართი№2 (იხ.ს.ფ.17; 65)

-ნ--- ძ--------ის 2008 წლის 12 ივნისის წერილზე შპს ს----ის ა/პ გაერთიანების დირექციის 2008 წლის 09 ივნისის № 2-- წერილობითი პასუხი ის (იხ.ს.ფ.54-55)

 

4.1.1.5 აპელანტის მოთხოვნა 2005-2006 წლების შიდა სტანდარტით მისაღები სახელფასო დავალიანების -79.60 ლარის და მისი დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში ეფუძნება არა მოპასუხე საზოგადოების დირექციის მიერ გაცემულ ცნობას, არამედ, როგორც თავად მიუთითებს, ამავე საზოგადოების ეკონომისტის მიერ გაცემულ ცნობებს, რომლის მიხედვითაც, მისი შენატანი მოპასუხე საზოგადოებაში 2005 წელს იყო შემდეგი მოცემულობით: თებერვალი-2 ლარი, ივნისი-14 ლარი, აგვისტო-4 ლარი, სექტემბერი-34 ლარი, ოქტომბერი-10 ლარი, ნოემბერი- 14 ლარი, დეკემბერი -11.10 ლარი, სულ ჯამურად 89.10(ოთხმოცდაცხრა ლარი და 10 თეთრი) ლარი, ხოლო 2006 წელში კი შესრულებული სამუშაოს სახით შენატანი თანხა თვეების მიხედვით იყო შემდეგი მოცემულობით: იანვარი-4 ლარი, მარტი-15 ლარი, მაისი-4 ლარი, ივნისი- 16 ლარი, სექტემბერი-50 ლარი, ოქტომბერი-13 ლარი, დეკემბერი - 8 ლარი, სულ ჯამურად 110 (ასათი) ლარი.

აღნიშნული ჩანაწერები არ შეიცავს რა მაინდინტიფიცირებელ მონაცემებს, არ დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ასეთი უტყუარად წარმოადგენს ნ--- ძ--------თან მიმართებით გაცემულ ცნობებს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

სარჩელზე დართული -დანართი№3 (იხ.ს.ფ.18-19).

 

4.1.1.6. შიდა სტანდარტის მიხედვით ხელფასის ფონდი განისაზღვრებოდა შეტანილი თანხის 40%-ით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

2006 წლის 03 აპრილის კონტრაქტის მე-7 პუნქტი (იხ.ს.ფ.22-23)

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).

 

4.1.1.7. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით - შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანების 2015 წლის 30 დეკემბრის 2001-2009 წლის სამედიცინო და საბუღალტრო დოკუმენტაციის განდადგურების აქტი №--ით დადგენილია, რომ ამავე საზოგადოების დირექტორის 2009 წლის №---- ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ მოახდინა 2001 წლის 01 იანვრიდან 2010 წლის 01 იანვრამდე პერიოდის ვადაგასაული სამედიცინო და საბუღალტრო დოკუმენტაციის განადგურება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანების 2015 წლის 30 დეკემბრის 2001-2009 წლის სამედიცინო და საბუღალტრო დოკუმენტაციის განდადგურების აქტი №- (იხ.სფ.220-221)

 

4.1.1.8. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ნ--- ძ--------ს 2005-2006 წლებში შიდა სტანდარტით მისაღები ანაზღაურება ზემოხსენებულ პერიოდში არ მიუღია, მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებულ ვერ იქნა.

 

4.1.1.9. განსახილველი მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

4.1.2. გაერთიანებული საქმიდან №2/72-17 საქმეზე წარმოდგენილ სარჩელის, რომელიც შეეხება 2006 წელს ადგილობრივი გამგეობის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოსათვის მისაღები სახელფასო დავალიანების - 540 (ხუთასორმოცი) ლარის და მისი დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურების მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.2.1. მოსარჩელე ნ--- ძ--------ი შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანებასთან“ 2006 წლის 03 აპრილს დადებული კონტრაქტის საფუძველზე როგორც დაქირავებული პირი, დასაქმებული იყო ამავე საზოგადოებაში ექიმ ალერგოლოგის თანამდებობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2006 წლის 03 აპრილის კონტრაქტი (იხ.ს.ფ.96)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, საპელაციო საჩივარი, სააპელაციო შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები)

 

4.1.2.2.სარჩელზე დართული მტკიცებულებით - მხარეთა მიერ 2006 წლის 03 აპრილის დადებული კონტრაქტის მე-5 პუნქტის თანახმად შრომის ანაზღაურება პირდაპირ სანარდოა, დამქირავებელი ვალდებული იყო აენაზღაურებინა დაქირავებულის შრომა შესრულებული სამუშაოს მოცულობის შესაბამისად. ამავე პუნქტის დანახმად დამქირავებელი აუნაზღაურებდა დაქირავებულს 60 ლარს რაიონული გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტის ხელშეკრულების საფუძველზე მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების პროგრამით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2006 წლის 03 აპრილის კონტრაქტი (იხ.ს.ფ.96)

 

4.1.2.3. ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ნ--- ძ--------ს 2006 წელს ადგილობრივი გამგეობის პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოსათვის მისაღები ხელფასი ზემოხსენებულ პერიოდში (9 თვე) არ მიუღია, მოსარჩელის მიერ სათანადო მტკიცებულებებით დადასტურებულ ვერ იქნა.

 

4.1.2.4. განსახილველი მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

4.1.3. გაერთიანებული საქმიდან №2/783-17 საქმეზე წარმოდგენილ სარჩელის, რომელიც შეეხება სიტყვიერად დადებული გარიგების შედეგად სადაზღვევო პროგრამის შესაბამისად 2005 წლის სექტემბრის, ოქტომბრის, ნოემბრისა და დეკემბრის თვის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

4.1.3.1. 2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------– -სამედიცინო დახმარების პროგრამა ექიმ -ალერგოლოგის მომსახურებას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად , საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო, ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“ დირექტორს შორის 2005 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, არ მოიცავდა ექიმ -ალერგოლოგის მომსახურებას.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------–-სამედიცინო დახმარების პროგრამა. (იხ.სფ.160-163; 180-185);

-ა-----–-----------–-სამედიცინო დახმარების პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ჩამონათვალი (იხ ს.ფ. 164-167; 187-51).

4.1.3.2.საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდსა (შემდეგში - ფონდი) და შპს ”ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების” (შემდეგში - დაწესებულება) დირექტორს შორის 2005 წელს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების თანახმად დადგენილია,რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის ა-----–-----------–ი დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ, „დაწესებულება“ ვალდებული იყო ა-----–-----------–ი სამედიცინო მომსახურება გაეწია მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების მიხედვით, ხოლო „ფონდი“ კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების პროგრამის კომპონენტის მიხედვით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება „დაწესებულებისათვის“, ამ ხელშეკრულების №- დანართით გათვალისწინებული ფინანსური პარამეტრებისა და ხელშეკრულების თანმხლები - „ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის“ შესაბამისად.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-ხელშეკრულება №----------- (იხ.სფ. 168; 186)

-2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------–-სამედიცინო დახმარების პროგრამის დანართი №- (იხ.ს.ფ. 41; 190;)

4.1.3.3. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო, ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“ დირექტორს შორის დადებული ,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების დანართი №--ით დადგენილია, რომ ასეთი არ მოიცავდა ექიმ- ალერგოლოგის მომსახურებას. ზემოხსენებულიდნ გამომდინარე სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ--- ძ--------ს 2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------– -სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში სამუშაო არ შეუსრულებია და შესაბამისად ამ სახის მომსახურების გაწევისათვის ანაზღაურება არ ეკუთვნის .

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

-2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------–-სამედიცინო დახმარების პროგრამა. (იხ.სფ.160-163; 180-185);

-ა-----–-----------–-სამედიცინო დახმარების პროგრამით განსაზღვრული ღონისძიებების ჩამონათვალი (იხ ს.ფ. 164-167; 187-51).

-ხელშეკრულება №----------- (იხ.სფ. 168; 186)

-2005 წლის მოსახლეობის ა-----–-----------–-სამედიცინო დახმარების პროგრამის დანართი №- (იხ.ს.ფ.41; 190)

 

4.1.3.4.სასამართლო არ იზიარებს საჩივრის ავტორის მითითებას იმის თაობაზე, რომ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2005 წლის სახელმწიფო ა-----–-----------–ი დახმარების პროგრამა ითვალისწინებდა ალერგოლოგის დაფინანსებას დგინდება სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის ნ. ყ------–---–-ს წერილით, რადგან აღნიშნულის შინაარსი ნათლად ცხადჰყოფს, რომ მოცემულ წერილში განხილული საკითხები ეხება მხოლოდ 2003 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფონდსა და სამედიცინო დაწესებულებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების მოცულობის საკითხებს და ამდენად, აღნიშნულს შემხებლობა არ აქვს დავის საგანს განკუთვნად პერიოდთან.

სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:

სახელმწიფო სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილის ნ. ყ------–---–-ს წერილი (იხ.ს.ფ.215)

 

4.1.3.5. ზემოხსენებულთან ერთად განსახილველი მოთხოვნა ხანდაზმულია.

 

4.2.სამართლებრივი დასაბუთება

 

4.2.1 სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილების 2.8.1.-2.8.11 პუნქტებში მითითებულ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით მიუთითებს შემდეგს:

4.2.2. სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტ ნ--- ძ--------ის სააპელაციო საჩივარში გადმოცემულ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ პირველი სარჩელით წარმოდგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, რომელიც შეეხებოდა 2005-2006 წლების შიდა სტანდარტით მისაღები სახელფასო დავალიანების -79.60 ლარის ანაზღაურებას, სასამართლომ არასწორად მიუთითა იმაზე, რომ ის ითხოვდა დაკლებულ ხელფასს, მაშინ როდესაც მის მოთხოვნას წარმოადგენს მითითებულ პერიოდზე საერთოდ მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება, თუმცა პალატა აქვე აღნიშნავს, რომ აღნიშნული გავლენას არ ახდენს მოცემულ მოთხოვნასთან მიმართებით მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგზე, რადგან სარჩელით წარმოდგენილი ზემოხსენებული მოთხოვნის დასაბუთების ტვირთი მოსარჩელის მიერ შეძლებულ ვერ იქნა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში განვითარებულ სამართლებრივ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად მიუთითა იმის თაობაზე, რომ თითქოსდა მის მიერ სათანადო მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული მისი მოთხოვნის საფუძლიანობა, რადგან გარდა იმისა, რომ არც სარჩელით წარმოდგენილი ამ მოთხოვნის დასადასტურებლად მის მიერ მითითებული მტკიცებულებით (ეკონომისტ ა-–----ს ჩანაწერები),რომელიც ვერ მიიჩნევა ვარგის მტკიცებულებად ფორმადაუცველობისა და მაიდინტიფიცირებელი მონაცემების არარსებობის გამო და არც მოპასუხე მხარის მიერ გაცემული ცნობებით არ დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას არ ანაზღაურებია სადაო პირიოდზე გამომუშავების მიხედვით შიდა სტანდარტით მისაღები თანხები. ზემოთ მოხმობილი დოკუმენტებით დგინდება მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მას არც ერთი თვის განმავლობაში არ შეუტანია თვეში 70 (სამოცდაათი) ლარის ოდენობით თანხა და რომ მის მიერ განხორციელებული შენატანები მნიშვნელოვნად მცირე იყო ნარდობის ხელშეკრულებით შესასრულებელ ვალდებულებასთან.

 

საპელაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ დაურღვია საპროცესო უფლებები და შეგნებულად არ დააკმაყოფილა მისი კანონიერი მოთხოვნა არ მოატანინა რა მოპასუხეს სახელფასო უწყისები, რომელიც დაადასტურებდა მისი მოთხოვნის კანონიერებას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ნ--- ძ--------ის საპროცესო უფლების დარღვევას ადგილი არ ჰქონია,რადგან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით -შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანების 2015 წლის 30 დეკემბრის 2001-2009 წლის სამედიცინო და საბუღალტრო დოკუმენტაციის განდადგურების აქტი №--ით დადგენილია, რომ ამავე საზოგადოების დირექტორის 2009 წლის №---- ბრძანების საფუძველზე შექმნილმა კომისიამ მოახდინა 2001 წლის 01 იანვრიდან 2010 წლის 01 იანვრამდე პერიოდის ვადაგასაული სამედიცინო და საბუღალტრო დოკუმენტაციის განადგურება. განადგურებული დოკუმენტების წარმოდგენის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილება კი მოკლებულია სამართლებრივ დასაბუთებას. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის თვალსაზრის იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ქმედება კანონსაწინააღმდეგო იყო და რომ საბუღალტრო ხასიათის დოკუმენტების შენახვის ვადა კანონის თანახმად არის 75 წელი, რადგან 2012 წლის რედაქციით მოქმედი ,,ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშგებისა და აუდიტის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, რომელიც გავრცელებას ჰპოვებდა შესაფასებელ პერიოდზე (2015 წელი), ასევე ამჟამად მოქმედი ზემოხსენებული კანონის (2016 წლის რედაქცია) მე-4 მუხლის მე-18 პუნქტის თანახმად, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით არსებული ფინანსური ანგარიშგებები, ასევე ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, სუბიექტთან ინახება 6 წლის განმავლობაში.

 

4.2.3.რაც შეეხება შემდგომი ორი სარჩელით წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად განმარტა, რომ აპელანტის მოთხოვნები დაუსაბუთებელი იყო, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად ნ--- ძ--------მა, როგორც მოსარჩელემ, ვერ შეძლო დაემტკიცებინა გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის მოთხოვნებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო ზემოაღნიშნულ დასკვნამდე სწორად მივიდა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების განსახილველი სამართალურთიერთობის მომწესრიგებელ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებისა და შესაბამისი საკანონმდებლო ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. სახელდობრ:

 

4.2.3.1.სააპელაციო სასამართლო იზიარებს რა განსახილველი სარჩელებით წარმოდგენილი მოთხოვნების საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას, უპირველესად მიუთითებს, რომ სადავო პერიოდში (2005-2006 წლები ) სამედიცინო პერსონალის , მათ შორის ექიმების , შრომის ანაზღაურება ა-----–-----------–ი დახმარების სახით გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის წარმოებდა სამი სტანდარტით :

1) ე. წ. შიდა სტანდარტით , რაც გულისხმობდა შრომის ანაზღაურებას გამომუშავების მიხედვით ;

2) ,,უმუშევრების სოციალური დაცვის დასაქმების ხელშეწყობის , ჯანმრთელობის დაცვისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამედიცინო და რეაბილიტაციის 2003 წლის სახელმწიფო პროგრამებით “ და მათ შორის , ,,მოსახლეობის ა-----–-----------–ი დახმარების სახელმწიფო პროგრამით “ დადგენილი სტანდარტით , რაც გულისხმობდა შრომის ანაზღაურებას სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული კომპონენტებისა და ამ პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად , სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით ;

3)ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დაფინანსების ფარგლებში , რაც გულისხმობდა სამედიცინო პერსონალის მომსახურების დაფინანსებას ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით , თვითმმართველი ერთეულის მიერ ჯანდაცვის დაწესებულებისათვის შესაბამისი სახსრების გამოყოფის შემთხვევაში .

 

4.2.3.2„მოსახლეობის ამბულატორული დახმარების 2005 წლის სახელმწიფო პროგრამის“ თანახმად, ამ პროგრამის მიზანს წარმოადგენდა მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, მოსახლეობისათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდება პირველადი ჯანდაცვის ქსელის მეშვეობით და ქვეყნის მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების ბაზისური პაკეტის ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. აღნიშნული პროგრამა მოიცავდა იმ კომპონენტებისა და ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელთაც უნდა უზრუნველეყოთ მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების გაწევა ა-----–-----------–ი მომსახურების ბაზისური პაკეტით გათვალისწინებულ ფარგლებში. ამდენად, მოსახლეობის ა-----–-----------–ი დახმარების ფარგლები არ იყო შეუზღუდავი და სახელმწიფო პროგრამა კატეგორიულად განსაზღვრავდა ა-----–-----------–ი მომსახურების იმ კომპონენტებს, რომლებიც მიჩნეული იყო პრიორიტეტულად და რომელთა დაფინანსების მიზნითაც ხდებოდა მიზნობრივი სახსრების გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდსა (შემდეგში - ფონდი) და შპს ”ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების” (შემდეგში - დაწესებულება) დირექტორს შორის 2005 წელს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის ა-----–-----------–ი დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ, „დაწესებულება“ ვალდებული იყო ა-----–-----------–ი სამედიცინო მომსახურება გაეწია მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების მიხედვით, ხოლო „ფონდი“ კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების პროგრამის კომპონენტის მიხედვით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება „დაწესებულებისათვის“, ამ ხელშეკრულების N- დანართით გათვალისწინებული ფინანსური პარამეტრებისა და ხელშეკრულების თანმხლები - „ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის“ შესაბამისად. ამდენად, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით - „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ მკაცრად განისაზღვრა მოპასუხე შპს „ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–--------ი გაერთიანების“ ვალდებულება სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გაეწია ზემოთმითითებული ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრულ ფარგლებში. შესაბამისად, განისაზღვრა შპს „ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების” უფლებამოსილება - გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის ანაზღაურება მიეღო იმავე დანართების შესაბამისად შესრულებული სამუშაოსათვის.

 

,,სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდსა (შემდეგში - ფონდი) და შპს ,,ს----ის ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანების“ (შემდეგში - დაწესებულება) დირექტორს შორის 2005 წელს დადებული ხელშეკრულების თანხმლები - „ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესით“ და ხელშეკრულების №- დანართით გათვალისწინებული იყო ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მიმართვის შესაძლებლობა მხოლოდ ოფთალმოლოგთან, ნევროლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ოტორინოლარინგოლოგთან, ქირურგთან, ონკოლოგთან, ფთიზიატრთან და რენტგენოლოგთან. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული იყო მხოლოდ ზოგადი პროფილის ექიმის და ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ქირურგის, ონკოლოგის, ფთიზიატრის და რენტგენოლოგის მომსახურების დაფინანსება (ექიმის მიმართვით) საბიუჯეტო სახსრებით. იგივე აქტები კატეგორიულად განსაზღვრავდა ფინანსურ პარამეტრებს თითოეული ზემოთ მითითებული სამედიცინო მომსახურებისათვის. წარმოდგენილი ხელშეკრულება და მისი დანართები სპეციალისტ - ალერგოლოგის კონსულტაციის დაფინანსებას საბიუჯეტო სახსრებით, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,ა-----–-----------– - პ---–---–-------- გაერთიანება“ უფლებამოსილი არ იყო მოეხდინა სპეციალისტ - ალერგოლოგის მომსახურების დაფინანსება.

 

4.2.3.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა შეფასებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო პერიოდში (2006 წელი) სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ექიმების, შრომის ანაზღაურება ა-----–-----------–ი დახმარების სახით გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის, სახელმწიფო პროგრამისა და შიდა სტანდარტის ფარგლებში დაფინასების გარდა, წარმოებდა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის დაფინანსების ფარგლებში, რაც გულისხმობდა სამედიცინო პერსონალის მომსახურების დაფინანსებას ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრებით, თვითმმართველი ერთეულის მიერ ჯანდაცვის დაწესებულებისათვის შესაბამისი სახსრების გამოყოფის შემთხვევაში, რასაც ნათლად ცხადჰყოფს თვით ნ--- ძ--------სა და შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–-------- გაერთიანებას შორის 2006 წლის 03 აპრილის კონტრაქტი, რომლის მე-პუნქტში ნათლად და ერთმნიშვნელოვნად მითითებულია, რომ დამქირავებელი აუნაზღაურებდა დაქირავებულს 60 ლარს რაიონული გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტის ხელშეკრულების საფუძველზე მოსახლეობის ა-----–-----------–ი სამედიცინო დახმარების პროგრამით. მოცემულ შემთხვევაში ნ--- ძ--------ი გაერთიანებული საქმიდან №2/72-17 საქმეზე წარმოდგენილ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს სწორედ ზემოხსენებულ კონტრაქტს და განმარტავს, რომ ამ კონტრაქტით ითხოვს გამგეობის ჩარიცხულ თანხებს 9 თვეზე 60 ლარის ოდენობით. ასეთ შემთხვევაში სამართლებრივი თვალსაზრისით ლოგიკურ დასაბუთებას მოკლებულია აპელანტის სააპელაციო საჩივარში მითითებული განმარტება იმის თაობაზე, რომ 2006 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულება № 5----0- დადებული ერთის მხრივ ს----ის რაიონის გამგეობას, წარმოდგენილი გამგებელ გ-------------–---–-ს სახით და მეორეს მხრივ შპს ,,ს----ის ა-----–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანებას“ შორის, წარმოდგენილი დირექტორ მ------- ბ--------ს სახით, ბუნებაში არარსებული დოკუმენტია, რადგან, აღნიშნულით წინააღმდეგობაში მოდის მისივე ხელმოწერით დადასტურებულ 2006 წლის 03 აპრილის კონტრაქტის იმ დანათქმთან, რომლითაც ის აყენებს მოთხოვნას და რომელშიც ნათლად წერია, რომ ,,დამქირავებელი'' ვალდებულია აუნაზღაუროს ,,დაქირავებულს'' 60 ლარი რაიონული გამგეობის ადგილობრივი ბიუჯეტის ხელშეკრულების საფუძველზე. გარდა აღნიშნულისა, სამართლებრივი თვალსაზრისით განსახილველ შემთხვევაში დავის საგნიდან გამომდინარე არსებითი მნიშვნელობისაა არა ის საკითხი, არსებობდა თუ არ არსებობდა რეალურად ზემოხსენებული კონკრეტული ხელშეკრულება, არამედ ის რომ თავად აპელანტი ითხოვს ადგილობრივ ბიუჯეტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შესაბამისი ანაზღაურების მიღებას, თუმცა იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მას არ მიუღია 2006 წლის 03 აპრილის კონტრაქტის საფუძველზე მისაღები თანხები, იმ ვითარებაში, როცა მოპასუხე ორგანიზაციაში ხანდაზმული დოკუმენტაცია განადგურებულია, ხოლო მის მიერ არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, თუნდაც მისი განცხადება - რომ სადავო პერიოდში ერთხელ მაინც მიმართა ადმინისტრაციას თავისი უფლების დაცვის მიზნით და ვერ მიაღწია მიზანს, მოსარჩელის მიერ შეძლებულ ვერ იქნა.

 

4.2.3.4. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება შეჯიბრებითობის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით - განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ნ--- ძ--------ის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული ის გარემოებები, რაზედაც ის ამყარებდა თავის მოთხოვნებს.

 

4.2.3.5. ნ--- ძ--------ის მიერ ვერ იქნა რა დამტკიცებული ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც ემყარებოდა სარჩელებით წარმოდგენილი ძირითადი მოთხოვნები სახელფასო დავალიანებისა და შრომის ანაზღაურების თანხების მიუღებლობის თაობაზე, ბუნებრივია, არ არსებობდა ასეთიდან გამომდინარე მოთხოვნების-მისი დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურების ფაქტობრივი საფუძვლები, თუმცა აქვე უნდა აღინიშოს ისიც, რომ რაიონულმა სასამართლომ სწორად მიუთითა იმაზეც, რომ მხოლო საქმის განხილვის დროისათვის მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მესამე პუნქტის თანახმადაა დამსაქმებელი ვალდებული ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი და რომ შრომის ანაზღაურების დაყოვნების შემთხვევაში, დამსაქმებლის ამგვარი ვალდებულება სადავო პერიოდში - 2005-2006 წელს მოქმედი შრომის კანონთა კოდექსით გათვალისწინებული არ იყო. ამასთან სწორად განმარტა, რომ რადგან ამჟამად მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის - შრომის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ არსებულ შრომით სამართლებრივ ურთიერთობაზე, ამ კოდექსის ამოქმედებამდე არსებულ შრომით ურთიერთობებზე ამავე კანონის 31-ე მუხლის დანაწესი გავრცელებას ვერ ჰპოვებდა .

ამდენად, ნ--- ძ--------ის მოთხოვნები არა მხოლოდ ფაქტობრივ დასაბუთებას, არამედ სამართლებრივ დასაბუთებასაც მოკლებულია.

 

4.2.4. სააპელაციო სასამართლო ასევე სავსებით იზიარებს მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარე) მითითების საფუძველზე რაიონული სასამართლოს პოზიციას აპელანტის მოთხოვნების ხანდაზმულობის თაობაზე.

პალატა არ იზიარებს ნ--- ძ--------ის სამართლებრივ თვალსაზრისს იმის თაობაზე, რომ მის სასარჩელო მოთხოვნებზე, მიიჩნევს რა ასეთს პირად არაქონებრივ უფლებად, ხანდაზმულობა არ ვრცელდება თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტისა.

 

4.2.4.1 განსახილველი საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლო უპირველესად მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით, ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. ამდენად, ფული ქონებაა და, შესაბამისად, შრომის ანაზღაურების მოთხოვნა არ არის არაქონებრივი უფლება და მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის ვადა.

4.2.4.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის თანახმად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. განახილველი ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში ნ--- ძ--------ის სარჩელებით წარმოდგენილი მოთხოვნების, რომლებიც მოიცავს 2005-2006 წლებს, თანახმად მას ანაზღაურება ყოველთვიურად, ე.ი. პერიოდულად უნდა მიეღო. შესაბამისად, მისი მოთხოვნა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებიდან გამომდინარეობს, ამდენად მასზე ვრცელდება ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას.

 

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება 1-ლი ინსტანციის სასამართლოს და დადგენილად მიიჩნევს, რომ ნ--- ძ--------ის სარჩელების წარმოდგენის დროისათვის (2016 წლის 26 დეკემბერი, 2017 წლის 02 თებერვალი, 2017 წლის 13 ოქტომბერი) მისი მოთხოვნები ხანდაზმული იყო.

4.2.4.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე.ამდენად, სარჩელისაგან თავის დაცვის ერთ-ერთი ფორმაა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მითითება. აღნიშნული გამომდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან - თუ ერთ მხარეს ენიჭება დარღვეული უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, მეორე მხარე უფლებამოსილია, გამოიყენოს ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმი მოწინააღმდეგე მხარის პოზიციის გასაქარწყლებლად.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სარჩელებით წარმოდგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში ასეთის უსაფუძლობასთან ერთად მოსამზადებელ ეტაპზევე, შესაგებელში მიუთითა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. შესაბამისად, ვალდებულების არსებობის შემთხვევაშიც კი მას შეეძლო იგი არ შეესრულებინა.

 

4..2.5. ზემოაღნიშნული მსჯელობების გაზიარებით პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომნ--- ძ--------ის მოთხოვნები უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიც იყო და მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა.

 

4.2.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.

 

განასხილველ შემთხვევაში იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ქ. ნ--- ძ--------ის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარის თქმით (უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო) კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის თანახმად, ნ--- ძ--------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

 

5. შემაჯამებელი სასამართლოს დასკვნა

 

5.1. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ნ--- ძ--------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტისა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 2591-ე, 390-ე, 391-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ნ--- ძ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

3. აპელანტი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია;

4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5-6 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

5.განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6.საქართველოს სამოქალაქო საროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის სასამართლო განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლეები: ნანა კალანდაძე

(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

 

თამარ სვანიძე

 

ლაურა მიქავა