განაჩენი

სისხლის სამართლის 15.11.2018
საქმის ნომერი
010141318700068284
ინსტანცია
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010141318700068284

საქმე № 1ა.გ./5---18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მურმან ისაევი

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ჭ------------ას (პირადი N1----------) შუამდგომლობა - ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით, ჭ------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 144–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ–ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სსკ–ის 144–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ–ის 55-ე მუხლის გამოყენებით - თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით ჭ------------ას განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 05 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 06 (ექვსი) წელი.

 

საქართველოს სსკ–ის 260-ე მეხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ–ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საქართველოს სსკ-ის 144–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ–ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ჭ------------ას განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით ჭ------------ას განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 05 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ–ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 06 (ექვსი) წელი.

 

მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო საქმიანობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.

 

2018 წლის 22 ოქტომბერს მსჯავრდებულმა ჭ------------ამ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ითხოვა მის მიმართ არსებული განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

სააპელაციო პალატამ, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ჭ------------ას შუამდგომლობის საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 310-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე – საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ), საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით, არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2014 წლის 1 მაისიდან, 2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის გამოყენება პირადი მოხმარების მიზნით 70 გრამამდე გამომშრალი ,,მარიხუანას“ შეძენა-შენახვისათვის.

 

პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების დასაბუთებიდან გამომდინარე, მსჯავრდებული ჭ------------ა უნდა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------–ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელისაგან, ვინაიდან ზემოხსენებული განაჩენით მას მსჯავრი დაედო 20,81 გრამი ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი ,,მარიხუანას“ უკანონო შეძენა, შენახვისათვის.

 

პალატა განმარტავს, რომ მართალია, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონმა სისხლის სამართლის კოდექსში 2731-ე მუხლის დამატებით შეამსუბუქა ამავე კოდექსის 260-ე მუხლით („ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის №2 დანართის ცხრილით გათვალისწინებული ჩამონათვალის - „ნარკოტიკული საშუალებების“ 73-ე და 92-ე გრაფებით განსაზღვრულ ნარკოტიკულ საშუალებებთან - მცენარე კანაფსა და მარიხუანასთან მიმართებით) დადგენილი პასუხისმგებლობა, თუმცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილება კრძალავს 70 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება - „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონო შეძენისა და შენახვისათვის მსჯავრდებისას პირის მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას. ჭ------------ას დანაშაული ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსში ზემოხსენებული ცვლილების განხორციელებამდე, ხოლო დანაშაულის ჩადენის დროს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, ახალი კანონით, მსჯავრდებულ ჭ------------ას სამართლებრივი მდგომარეობა არ უმჯობესდება, რის გამოც მისი მოქმედება არ უნდა გავრცელდეს მის მიმართ. შესაბამისად, არ არსებობს ჭ------------ას მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 მარტის N83აგ-17 განჩინება).

 

ამასთან, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, მსჯავრდებულ ჭ------------ას აღუდგინოს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, რადგან აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჭ------------ას შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------–ის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 310-314-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ჭ------------ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------–ის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

 

მსჯავრდებული ჭ------------ა გათავისუფლდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 15 აპრილის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელისგან - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

გაუქმდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შთანთქმის პრინციპით სასჯელის დანიშვნაზე მითითება.

 

ჭ------------ას მოსახდელად დარჩეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144–ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშულისთვის დანიშნული სასჯელი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ–ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი -თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 05 (ხუთი) წელი ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 06 (ექვსი) წელი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–-------------–ის განაჩენი სხვა ნაწილში, მათ შორის უფლებების ჩამორთმევის ნაწილში, დარჩეს უცვლელი.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ნინო სანდოძე

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მურმან ისაევი