განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 190100117002105872
საქმე №1ბ/557-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის, ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: გ--------------–--ის, გ---------–---------ის
ადვოკატის: ნ-----------–---–ის
მსჯავრდებულის: თ---------------------–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ თ---------------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე, თ---------------------–ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №31---------- საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: ქ------–------------–------------ ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ტ-–----------------- დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენით, თ---------------------–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ თ---------------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ივლისიდან.
ამავე განაჩენით, მ--–--------------–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულ მ--–--------------–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა მისი დაკავების მომენტიდან.
თ---------------------–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში: თ---------------------–მა და მ--–--------------–--ემ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, განიზრახეს ა---------------ის კუთვნილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (-------–--–-----------------–-------------------------------------------------–-------------------------------------------------------------- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაუფლება. მათ დაამზადეს 2017 წლის 12 ივლისით დათარიღებული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვით თითქოს მ--–--------------–--ე იყო ა---------------ის წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მისი კუთვნილი უძრავი ქონება. აღნიშნული მინდობილობის გამოყენებით მ--–--------------–--ესა და მის რძალს ა-------------–---–ს შორის 2017 წლის 17 ივლისს გაფორმდა ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც თითქოს ა-------------–---–მა შეიძინა დასახელებული მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც აღნიშნული ყალბი დოკუმენტებით 2017 წლის 18 ივლისს, დასახელებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა ა-------------–---–ის სახელზე და მოხდა მისი დაყოფა 2000 კვ.მ. (----------------------------------------------------------- მიწის ნაკვეთებად. 2017 წლის 20 ივლისს თ---------------------–ის, მ--–--------------–--ისა და გამოძიების ამ ეტაპზე დაუდგენელ პირების მიერ მიწის ნაკვეთის ნაწილი 1263 კვ.მ გაყიდული იქნა შპს ,,მ---------- 189 450 აშშ დოლარად.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ---------------------–მა, რომელმაც მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. საქმის არსებითი განხილვისას არასწორად იქნა შეფასებული წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც ობიექტურად ვერ დადგინდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მიღებული იქნა უსამართლო გადაწყვეტილება.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას ვინაიდან ის წინააღმდეგობაში მოდის პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებთან, რომელთა ერთობლიობაც პირდაპირ მიუთითებს, თ---------------------–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და პალატას მათში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გააჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ა---------------ემ განმარტა, რომ ბრალდებულ თ---------------------–ს არ იცნობს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ აქვს. 2008 წელს შეიძინა 3--- კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს ქ------–--–--------------------------------- მისი გაყიდვის სურვილი არასოდეს ჰქონია და არც მინდობილობა აქვს გაცემული სხვის სახელზე ნაკვეთის გასაყიდად. იგი არ იცნობს მ--–--------------–--ეს და ა-------------–---–ს. როგორც მისთვის ცნობილია გაყალბებული დაკოუმენტით გაიფორმა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ა-------------–---–მა, გაყო ორ ნაწილად და ისე გაიყიდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-------------–---–მა განმარტა, რომ 2017 წლის 14 ივლისს მასთან ოჯახში მივიდა მისი მეუღლის - მ-----–----------–--ის ძმა მ--–--------------–--ე, რომელმაც უთხრათ, რომ მის მეგობარს ჰქონდა მიწის ნაკვეთი და სთხოვათ ა-------------–---–ის გაფორმებულიყო იგი, ვინაიდან მეგობარსაც და მის მეუღლესაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ ბანკში. ის(ა-------------–---–ი) 2017 წლის 17 ივლისს მივიდა იუსტიციის სახლში მ--–--------------–--ესთან ერთად და მის სახელზე დაირეგისტრირა აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობდა დ------–-------------ზე მეტ ფართობზე. მეორე დღეს, ისევ შეხვდნენ ისინი ერთმანეთს იუსტიციის სახლში და შეძენილი მიწის ნაკვეთი გამიჯნეს ორ ნაწილად. 20 ივლისს კი მითითებული მიწის ნაკვეთის გასაყიდად ისევ მივიდა მ--–--------------–--ესთან ერთად იუსტიციის სახლში. მ--–----ს თან ახლდა მაკლერი და მიწის ნაკვეთის შემძენი შ-----------ე. შეავსეს დოკუმენტაცია ბინის ნასყიდობის შესახებ, რის შემდეგაც შმაგიმ ბანკიდან გამოიტანა 190 ათასი აშშ დოლარი და მისცა მ--–----ს. ამის შემდეგ მ--–--------------–--ე არ უნახავს. იმავე დღეს მასთან სახლში მივიდა თ---------------------–ი და უთხრა, რომ მის მიერ გაყიდული მიწის ნაკვეთის თანხა იყო სხვა ხალხის და უნდა დაებრუნებინათ, ან უნდა ეთქვა მ--–----ის ადგილსამყოფელი. მეორე დილას, 2017 წლის 21 ივლისს თ---------------------–ი კვლავ დაუკავშირდა მის მეუღლეს და შეხვედრა სთხოვა. ვინაიდან მეუღლე დაკავებული იყო, თ---------------------–ს შეხვდა მაზლთან - ი-----–-----------–--ესთან ერთად, რა დროსაც თ---------------------–მა კვლავ იკითხა თუ სად იყო მ--–--------------–--ე. ასევე შესთავაზა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდებოდა თუ გაყიდიდა დარჩენილ მიწის ნაკვეთს. უთხრა, რომ 30.000 დოლარს მისცემდა მათ, ხოლო დანარჩენი „ჩვენო“ ასე განუმარტა. ამ შეხვედრის დასრულებიდან, როდესაც სახლში მიდიოდა, თ---------------------–მა კიდევ დაურეკა და ამჯერად სხვა მამაკაცთან ერთად შეხვდა, რომელსაც სახეზე სამედიცინო ნიღაბი და სათვალე ეკეთა. აღნიშნულმა მამაკაცმა უთხრა, რომ ამ საქმეში ქურდები იყვნენ გარეულები და ტყავს გააძრობდნენ თუ მ--–----ი არ გამოჩნდებოდა ან თანხას არ დააბრუნებდა. მოწმის განმარტებით,იმავე დღეს, თ---------------------–ი კვლავ დაუკავშირდათ, რომელსაც მოწმე ქ.თბილისში ე-–--–--------- შეხვდა მეუღლესთან მ-----–----------–--ესთან და მაზლთან - ი-----–-----------–--ესთან ერთად. მან მაკლერთან დაარეკინა, რომ დარჩენილი მიწის ნაკვეთი გაეყიდათ. მაკლერი იყო ვინმე ა-------, მას ესაუბრნენ მიხეილ და ი-----–-----------–--ეები და უთხრეს, რომ მიწის ნაკვეთის დარჩენილი ნაწილის გაყიდვაც უნდოდათ. მაკლერთან შეხვედრას თ---------------------–ი არ ესწრებოდა, გვერდით იყო გასული, მე არ გამოვჩნდებიო ასე თქვა. ა-------- უთხრათ, რომ მ--–--------------–--ეს დალოდებოდნენ რამდენიმე დღე და დაშორდნენ ერთმანეთს. ამავე წლის 25 ივლისს მასთან სახლში მივიდნენ ფინანსური პოლიციის თანამშრომლები და წაიყვანეს დაკითხვაზე, მან გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. ამ მიზნით, როდესაც თ---------------------–მა დაურეკა მიწის ნაკვეთის მყიდველთან შეხვედრის თაობაზე, შეატყობინა გამომძიებელს და შეხვედრის დეტალები ფარულად გადაიღეს. კერძოდ შეხვედრაზე მივიდა მაზლთან ი-----–-----------–--ესთან ერთად იუსტიციის სახლში. იუსტიციის სახლთან თ---------------------–მა დაარეკინა მყიდველთან, რომელიც შიგნით ელოდებოდათ. ამავე საუბრის დროს სანამ იუსტიციის სახლში შევიდოდნენ მისმა მაზლმა თ---------------------–ს სთხოვა სრულყოფილად გაერკვია თუ რა ხდებოდა, რომელმაც უპასუხა, რომ მათ მიერ გაყიდული, დ------–----------- მიწის ნაკვეთის თანხა იყო სხვისი, რომელიც მ--–--------------–--ემ წაიღო და გაიქცა. მ--–--------------–--ეს მხოლოდ ნაწილი - 30000 ეკუთვნოდა, ხოლო დანარჩენი უნდა დაებრუნებინა. ა-------------–---–ის განმარტებით, მისთვის ცნობილი არ იყო, რომ მიწის ნაკვეთი რეალურად სხვას ეკუთვნოდა და მის სახელზე დარეგისტრირება მესაკუთრის თანხმობის გარეშე მოხდა. მ--–--------------–--ემ უთხრა, რომ ყველაფერი ხდებოდა კანონიერად. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თ-----------–-ს თქმით, თუ მეორე მიწის ნაკვეთს გაყიდიდა, მას აღარ შეაწუხებდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმეებმა მ-----–----------–--ემ და ი-----–-----------–--ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ-----------ემ განმარტა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე ხნით ადრე დაუკავშირდა მაკლერს - ა-------------ეს და სთხოვა დახმარებოდა სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოსაყენებლ მიწის ფართობის შეძენაში დახმარებოდა. მოგვიანებით დაუკავშირდა ა-------, უთხრა, რომ დ------–- გამოჩნდა რაღაც მიწის ნაკვეთი და ასევე მიაწოდა მას საკადასტრო მონაცემები. მან ელექტრონულად შეამოწმა საკადასტრო კოდი და ამონაწერზე ნახა, რომ მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული იყო ა---------------ის სახელზე. ამის შემდეგ წავიდა მიწის სანახავად დ------–-. გასაყიდი მიწის ნაკვეთი იყო 3000 კვ.მ-ზე მეტი, საიდანაც მოწმემ აირჩია თუ რომელი მხარე იყო მისთვის უფრო მისაღები, მოხდა მიწის ნაკვეთის გამიჯვნა და მან შეიძინა 1263 კვ.მ. კერძოდ, როდესაც მან ბანკიდან სესხის გაცემაზე დადებითი პასუხი მიიღო, დაუკავშირდა ამირანს და 2017 წლის 20 ივლისს საჯარო რეესტრში შეახვედრა მესაკუთრეებს: ა-------------–---–ს და მ--–--------------–--ეს. მიწის ნაკვეთის დოკუმენტები წესრიგში იყო და იუსტიციის სახლში უშუალოდ ა-------------–---–თან დადო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. ნაკვეთის შესაძენად მას გამიჯვნის დროს 10.000 აშშ დოლარი უკვე გადახდილი ჰქონდა ბე-ს სახით, ხოლო ხელშეკრულების დადების დღეს ბანკიდან გამოიტანა 179000 აშშ დოლარი და მისცა მ--–--------------–--ეს, რომელსაც ხელში პარკი ეჭირა და ალაგებდა ფულს. იგი ბრალდებულ თ---------------------–ს არ იცნობს.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-------------ემ განმარტა, რომ ბრალდებულ თ---------------------–ს არ იცნობს. იგი არის უძრავი ქონების აგენტი. მასთან საქმიან ურთიერთობაში მყოფმა შ-----------ემ სთხოვა, რომ დახმარებოდა მიწის ნაკვეთის შეძენაში დიღმის ტერიტორიაზე. იგი დაუკავშირდა ასევე უძრავი ქონების აგენტს - მ-----------ეს, რომელმაც რამდენიმე დღეში უთხრა, რომ ვინმე მ--–--------------–--ეს სურდა მიწის ნაკვეთის გაყიდვა. მ--–--------------–--ისგან მიღებული საკადასტრო კოდის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ვინმე ა---------------ეს, რაზეც საყვარელიძემ განუმარტათ, რომ თავად მუშაობდა საჯარო სამსახურში, ამიტომ მიწის ნაკვეთი გაფორმებული იყო მამიდის (თუ ბიცოლის) სახელზე, რომელიც მოხუცებული იყო და ჰქონდა მისგან მინდობილობა ნაკვეთის გაყიდვის თაობაზე. მათ უარი განაცხადეს მინდობილობის საფუძველზე შეეძინათ ქონება, რის გამოც მ--–----მა უთხრა, რომ მოაგვარებდა აღნიშნულ საკითხს და დაუკავშირდებოდა. პარალელურად შ-----------ემ ნახა მიწის ნაკვეთი, თუმცა იგი იყო დიდი ფართობის, მას კი სურდა 1200 კვ.მ-ის შეძენა, რის გამოც მოითხოვა, რომ მომხდარიყო გამიჯვნა. შ-----------ემ გადაიხადა ბე 10000 აშშ დოლარის ოდენობით. რამდენიმე დღის შემდეგ დაურეკა მ--–--------------–--ემ და უთხრა, რომ მიწის ნაკვეთები გაიმიჯნა, გაფორმდა რძლის ა------------–---–-- სახელზე და მისგან შეიძლებოდა შეძენა. მათ გადაამოწმეს და საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთი მართლაც იყო რეგისტრირებული ა------------–---–-- სახელზე. 2017 წლის 20 ივლისს, შ-----------ესთან ერთად მივიდა იუსტიციის სახლში, შეხვდნენ მ--–--------------–--ეს და ა------------–---–-- და მათ შორის გაფორმდა ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება. შ-----------ემ თანხა აიღო ბანკიდან და იქვე სალაროსთან გადასცა მ--–--------------–--ეს. რამდენიმე დღის შემდეგ მას დაურეკა ვინმე დათომ ტელეფონის ნომრიდან 5------------ რომელმაც უთხრა, რომ იყო მ--–--------------–--ის ბიძაშვილი და ჰკითხა, ხომ არ იცოდა მ--–----ის ადგილსამყოფელი. ამის შემდეგ მას დაუკავშირდა მ--–--------------–--ის ძმა ი-----–- და უთხრა, რომ სურდა შეხვედრა. ქ.თბილისში ე.წ. „–-------- ტერიტორიაზე, მოწმე შეხვდა მას და ა------------–---–-- რომლებსაც სურდათ გამიჯნული ნაკვეთის მეორე ნაწილის გაყიდვა. მან უთხრა, რომ მ--–----ის გამოჩენამდე თავი შეეკავებინათ რაიმე სახის გარიგებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა მოწმე მ-----------ემ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--–- ა---––---–---–მა განმარტა, რომ თარჯიმანთა ბიუროს ოფისში კლიენტმა, რომლის ვინაობაც არ ახსოვს, მოითხოვა აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე შედგენილი მინდობილობის თარგმნა და დამოწმება. მინდობილობა ეხებოდა მიწის ნაკვეთის გაყიდვას, რომელიც რუსული ენიდან ქართულ ენაზე თარგმნა ე---------------მა. დ--–- ა---––---–---–ის ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლო სხოდმაზე დაადასტურა მოწმე ე---------------მა და განმარტა, რომ 2017 წლის 14 ივლისს, დ--–- ა---––---–---–მა გადასათარგმნად მისცა მინდობილობა. როგორც ახსოვს ვინმე ა---------------ე ენდობოდა მ--–--------------–--ეს, რომ მას განეკარგა მიწის ნაკვეთი. მინდობილობა შესრულებული იყო აზერბაიჯანულ და რუსულ ენაზე. მან თარგმნა რუსული ენიდან ქართულ ენაზე და დაამოწმა თარგმანი ნოტარიულად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ--------–---–--ემ განმარტა, რომ მასთან სახლში მივიდა დიდი ხნის ნაცნობი გ----------------–---–ი ასევე საერთო ნაცნობთან - მათევოსიანთან ერთად. მათ უთხრეს, რომ მა----------- ჰქონდა მიწა გასაყიდი, რომელზეც ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო ორშაბათ დღეს და მყიდველისაგან ფულის გამორთმევისთვის მას გადაუხდიდა 200 აშშ დოლარს. იგი დათანხმდა შემოთავაზებაზე, და დაშორდნენ ერთმანეთს. ორშაბათამდე კვლავ დაუკავშირდა გ----------------–---–ი, უთხრა, რომ მა----------- ჰქონდა მასთან საქმე და გასულიყო ბ--–------–-- ქუჩაზე. იქ შეხვდა მა-----------, რომელსაც ჩაუჯდა მანქანაში. ცოტა მოგვიანებით მოვიდა თ---------------------–ი, რომელმაც რაღაც ქაღალდები მოიტანა, სავარაუდოდ აზომვითი ნახაზები. უთხრეს, რომ ეს ქაღალდები უნდა გადაეცა მიწის ნაკვეთის მყიდველისთვის. ასევე მათთვის უნდა ეთქვა, რომ იყო მ-----–----------–--ე. იგი მანქანით მიიყვანეს მ------------- ქუჩაზე, სადაც შეხვდა მყიდველებს, გადასცა მათ საბუთები და უთხრა, რომ იყო მი–-----------–--ე. მეორე დღეს გ----------------–---–თან ერთად მივიდა იუსტიციის სახლში, სადაც ყურადღება უნდა მიექცია მყიდველებისთვის და მათი გამოჩენის შემთხვევაში უნდა დაერეკა თ-----------–--- და მ------------------- თ-----------–- შემოვიდა იუსტიციის სახლში, შეხვდა იმ პირებს, ვისაც მან ქაღალდები გადასცა დ------–- და საუბრის დროს თ-----------–- დააკავა პოლიციამ. მოწმის განმარტებით ვინაიდან დიდ ფულზე იყო საუბარი, მისი დახმარება ამიტომ სჭირდებოდათ, რომ უბრალოდ ყურადღება მიექცია მყიდველისა და გამყიდველისათვის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----------------–---–მა განმარტა, რომ მას და მის ძმას სურდათ მიწის ნაკვეთის შეძენა და ამ მიზნით ისინი უკავშირდებოდნენ სხვადასხვა სამაკლერო კომპანიებს. მას დაახლოებით 2017 წლის ივლისის თვეში ტელეფონით დაუკავშირდა მისთვის უცნობი მამაკაცი, სავარაუდოდ მაკლერი, რომელმაც განუცხადა, რომ გასაყიდი იყო მიწის ნაკვეთი. შემდეგ გასაყიდი მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე, დიდ დ------–- შეხვდა ერთ პირს, რომელიც არ იცის იგივე პიროვნება იყო ვინც ტელეფონზე დაუკავშირდა, თუ სხვა. უთხრა, რომ იყო მიწის მესაკუთრე - მი–-----------–--ე. ამასთან განუცხადა, რომ მიწის ნაკვეთი რძალზე იყო გაფორმებული და ოჯახური კონფლიქტის გამო უნდოდათ მისი გაყიდვა. შეხვედრაზე იმყოფებოდა მისი ძმა ა-–---------------------–---–ი და მათი მეგობარი. მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმდნენ, რომ შეიძენდა 2000 კვ.მ-ის ფართობის მიწის ნაკვეთს კვადრატულს - 90 აშშ დოლარად. მანვე განუმარტა, რომ რძალთან შეხვედრის სურვილი არ ჰქონდა და ამიტომ იუსტიციის სახლში მისი ძმა და რძალი გადაუფორმებდნენ ბინას. იუსტიციის სახლში შეხვდა აღნიშნულ პირებს, თუმცა მიწის ნაკვეთი ვეღარ იყიდა, რადგან ადგილზე მოვიდნენ სამართალდამცავები და წაიყვანეს პროკურატურაში. ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-–---------------------–---–მა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------------ემ განმარტა, რომ იუსტიციის სახლთან მუშაობს დაწესებულებაში, სადაც ამზადებენ აზომვით ნახაზებს და არიგებს მათ ბუკლეტებს. 2017 წლის 24 ივლისს მასთან მივიდა თ---------------------–ი, უთხრა, რომ პასპორტი არ ჰქონდა და სთხოვა მისი სახელით მოეთხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლება. ამ მომენტში მასაც არ ჰქონდა პასპორტი თან, რის გამოც მან თავის მხრივ დახმარება სთხოვა იქვე მყოფ ე-–----ს მ------ეს. ვინაიდან ამონაწერის განახლებაში დანაშაულებრივი არაფერი არ იყო და ამასთან თ-----------–- შეპირდა რომ 15 ლარს აჩუქებდათ, დასთანხმდნენ მას და შევიდნენ იუსტიციის სახლში. თ---------------------–მა მისცა მას ცისფერი ფურცელი, სადაც ეწერა ა-------------–---–ი, საკადასტრო კოდი, 2-------------------------- და ამ მიწის ნაკვეთზე უნდა მოეთხოვათ ამონაწერის განახლება. ამავე ფურცელზე მოწმემ დაიწერა ამ პიროვნების ტელეფონის ნომერი და სახელი ვ--------------–--ე. ხსენებული პირი არ დაელოდა მათ მიერ ამონაწერის განახლებას, თქვა რომ ეჩქარებოდა და წავიდა. მონაცემების განახლების შემდეგ მოწმემ ეს ფურცელი შეინახა და შემდეგ გადასცა გამომძიებელს. ნ-------------ის ჩვენება პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე ე-–------------ემ.
2015 წლის 09 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან N0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის (მდებარე ქალაქ თბილისი, დ------------–------------------–--------------------------------------------------------) მესაკუთრეა ა---------------ე (პ/ნ 0----------).
2017 წლის 12 ივლისის მინდობილობით, ა---------------ემ, დაბ. 3---------წ. პ/ნ 0----------, უფლებამოსილება მიანიჭა საქართველოს მოქალაქე მ--–--------------–--ეს, დაბ. 1---------–------------------ რომ იგი ყოფილიყო მისი მინდობილი პირი საქართველოში შემდეგი უფლებამოსილების შესრულებისათვის: ნასყიდობა, გაქირავება, გაყოფა, საკუთარ თავზე გადაფორმება, ნებისმიერი კერძო საკუთრების გამიჯვნა, იპოთეკით დატვირთვა, მათ შორის მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი 0---------------, მდებარე ქალაქი თბილისი, დ--------------------------------–--------------------------------------------------------- საკადასტრო კოდი 0---------------. თარგმანი შესრულებულია რუსულ ენაზე, მინდობილობა გაცემულია 1 წლის ვადით, ხელმოწერით ა---------------ე, თარჯიმანი ე---------------ი.
2017 წლის 17 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ა---------------ემ (პირადი N0----------) წარმომადგენლის მ--–--------------–--ის მეშვეობით, ა-------------–---–ს მიყიდა მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქალაქი თბილისი, დ------------------------------–------------------------------ მიმდებარედ, 3--- (სამიათას ორასსამოცდასამი) კვ.მ, არასასოფლო სამეურნეო, N0---------------. ნასყიდობის თანხის ღირებულებაა 189 000 აშშ დოლარი. ხელს აწერეს გამყიდველის წარმომადგენელი მ--–--------------–--ე, მყიდველი ა-------------–---–ი.
2017 წლის 17 ივლისის განცხადებით, დაინტერესებული პირი ა-------------–---–ი (პ/ნ 0----------) საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს თხოვნით, გარიგების საფუძველზე მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქალაქ თბილისში, დიდ დ------–-, 1--------- მ/რ შორის, პ--------------------- მიმდებარედ (ნაკვ.6---), საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N88-------------------------) გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული მოთხოვნა დაკმაყოფილდა.
2017 წლის 17 ივლისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქალაქ თბილისში, დიდ დ------–-, პ------–-------------- შორის, პ--------------------- მიმდებარედ (ნაკვ.6---), მესაკუთრეა ა-------------–---–ი.
2017 წლის 18 ივლისის განცხადებით, ა-------------–---–ი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსაგან ითხოვს უძრავი ნივთის დაყოფის საკუთრების უფლების რეგისტრაციას უძრავ ნივთზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N---------------------------- გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა ზემოაღნიშნული განცხადება.
2017 წლის 18 ივლისის ამონაწერებით საჯარო რეესტრიდან, N0--------------- და N01.10.08.006.623 საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთები რეგისტრირებულია ა-------------–---–ზე.
2017 წლის 20 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით: ა-------------–---–მა გაყიდა მიწის ნაკვეთი შპს ,,მ----------, წარმომადგენლი - შ-----------ე. არსებული უძრავი ნივთი მდებარეობს: ქ.თბილისში, I------------- შორის, პ--------------------- მიმდებარედ, 1263 (ათას ორასსამოცდასამი) კვ.მ, არასასოფლო-სამეურნეო, N0---------------. ნასყიდობის საგნის ღირებულებაა 189 500 დოლარი, შესაბამისი კურსით ლარებში 454 800 ლარი. ხელს აწერენ გამყიდველი ა-------------–---–ი და მყიდველის წარმომადგენელი შ-----------ე.
შპს „---------- წარმომადგენლის შ-----------ის განცხადებით, იგი ითხოვს საკუთრების უფლების რეგისტრაციას გარიგების საფუძველზე უძრავ ნივთზე, რომელიც მდებარეობს ქ. თბილისში, პ------–-------------- შორის, პ--------------------- მიმდებარედ (ნაკვ 6---).
2017 წლის 24 ივლისის განცხადებით, დაინტერესებული პირი ე-–------------ე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართავს ამონაწერის გაცემის მოთხოვნით მიწის ნაკვეთზე, მდებარე ქ.თბილისში, დიდ დ------–-, პ------–-------------- შორის, პ--------------------- მიმდებარედ (ნაკვ.6---).
2017 წლის 26 ივლისს ნ-------------ისაგან ამოღებულ იქნა ფურცელი, რომელზეც იკითხება ხელით შესრულებული შემდეგი წარწერები ,,-------------------- ა-------------–---–ი---------------------------“, ხოლო მის მეორე გვერდზე ხელით შესრულებული წარწერა ,--------------------------–--ე“. ამასთან მეორე ცხრიანი გამუქებულია მელნით;
2017 წლის 29 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით, ნ-------------ემ განაცხადა, რომ ამოსაცნობად წარმოდგენილი სამი პიროვნებიდან მან ამოიცნო მარცხნიდან მეორე ადგილას მყოფი თ---------------------–ი. მისი განცხადებით, იგი დარწმუნებულია, რომ 2017 წლის 24 ივლისს სწორედ იგი გაეცნო მას სახელით - ვ--------------–--ე და მან სთხოვა იუსტიციის სახლში საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლება, ვინაიდან თავად მას არ ჰქონდა პასპორტი. ნ-------------ის განმარტებით, მან პიროვნება ამოიცნო სახით, აღნაგობით და სიმაღლით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ფარული ვიდეო ჩანაწერების თანახმად, 2017 წლის 25 ივლისს. ქ.თბილისში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ი-----–-----------–--ე და ა-------------–---–ი შეხვდნენ თ---------------------–ს. იგი ამბობს, რომ აქვს ახალი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და არის მსურველი ვისაც უნდა მიწის ყიდვა. თ---------------------–ი აძლევს ნომერს და ამბობს, რომ 30 იქნება მისი. ი-----–- ეკითხება მა--------–- რა მოხდა მის ძმასა და მას შორის. თე---------------------–ი პასუხობს რომ მიწა გაიყიდა 180-ად და მას უნდა აეღო 30, ხოლო 150 უნდა მიეტანა მისთვის, მან კი სულ წაიღო ეს ფული. თ---------------------–ი კარნახობს ტო------–---–-ს ნომერს. ი-----–-----------–--ე ეკითხება რა მოხდება მაშინ თუ ეს მიწა გაიყიდება და დაანებებდნენ თუ არა თავს მას. შემდეგ აღნიშნული პირები იუსტიციის სახლში სხვა პირებთან ერთად საუბრობენ მიწის გაყიდვაზე და კონფიგურაციაზე.
2017 წლის 14 აგვისტოს სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ქ. თბილისში, დიდი დიღომი, I------------- შორის, პ--------------------- მიმდებარედ (ნაკვ.6---) მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (3--- კვ.მ) საბაზრო ღირებულება 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 476 398 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (---------------------) შეადგენს 1 138.639 ლარს.
ქ. თბილისში, დიდი დიღომი, I------------- შორის, პ--------------------- მიმდებარედ (ნაკვ.6---) მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (2000 კვ.მ) საბაზრო ღირებულება 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 292 000 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (---------------------) შეადგენს 697 909 ლარს.
ქ. თბილისში, დ------------------------------–------------------------------ მიმდებარედ (ნაკვ.6---) მდებარე, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის (1263 კვ.მ) საბაზრო ღირებულება 2017 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 194 00 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში (---------------------) შეადგენს 463 679 ლარს. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ქ------------------–-–---–მა.
2017 წლის 13 სექტემბრის ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხელმოწერები ას----------------ს (ქართულ ენაზე) და ილ----------------ს (რუსულ ენაზე) სახელით, განლაგებული: მინდობილობებზე 2017 წლის 12 ივლისის თარიღით (რუსულ და აზერბაიჯანულ ეგზემპლიარებზე), შესრულებულია თუ არა ა-------------–---–ის, ვი---------------------ს, გ----------------–---–ის, ი-----–-----------–--ის, თ---------------------–ის მიერ, შეუძლებელია გამოსაკვლევი ხელმოწერების უხარისხობის გამო. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს ექსპერტებმა ც---- ზ------მ და თ------------–-–---–მა.
დაცვის მხარე, მსჯავრდებულის უდანაშაულობას ასაბუთებს იმ გარემოებებზე მითითებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება თე-------------------–---ს მონაწილეობა მ--–--------------–--ის მიერ როგორც ყალბი მინდობილობის დამზადებისას, ასევე სადავო მიწის ნაკვეთის ა-------------–---–ზე გადაფორმებისა და მისი ნაწილის შ-----------ეზე გასხვისების პრეცედურებში.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მიხედვით, თაღლითობა განმარტებულია როგორც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით. ხსენებული დანაშაულებრივი ქმედება, რომ მივიჩნიოთ დასრულებულად, საკმარისია პირი დაეუფლოს სხვის მატერიალურ სიკეთეს და შესაძლებლობა ჰქონდეს საკუთარი სურვილისამებრ განკარგოს იგი. ხოლო საკითხს, თუ უშუალოდ რა ფორმით განახორციელებს იგი დაუფლებული ქონების განკარგვის შესაძლებლობას, ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მეტიც, როდესაც სახეზეა უძრავი ქონება, თაღლითობის დამთავრებულად ცნობისათვის საკარისია დამნაშავემ მიიღოს ამ ნივთზე უფლება, თუნდაც, დაირეგისტრიროს იგი თავის სახელზე. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ თ---------------------–მა და მ--–--------------–--ემ ამ უკანასკნელის ოჯახის წევრის სახელზე მოტყუებით დაარეგისტრირეს ქ.თბილისში, დიდ დ------–-----------, დაზარალებულ ა---------------ის კუთვნილი 3--- კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რის შემდეგაც ჰქონდათ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გაესხვისებინათ ან სხვაგავარად განეკარგათ იგი.
პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ თ---------------------–ისა და მ--–--------------–--ის განზრახვა მოიცავდა ას----------------ს მიწის ნაკვეთის მოტყუებით, ყალბი დოკუმენტის საფუძველზე დაუფლებას, რაც თავის მხრივ დასტურდება 2017 წლის 12 ივლისის ყალბი მინდობილობით. რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებაში უშუალოდ თ---------------------–ის როლს, მოწმეებმა ა-------------–---–მა და ი-----–-----------–--ემ განმარტეს სასამართლო სხდომაზე, რომ თ---------------------–ი მათგან ითხოვდა მ--–--------------–--ეს დაებრუნებინა სწორედ ის თანხა, რაც მან აიღო ა-------------–---–ის სახელზე გადაფორმებილი, დ------–----------- მიწის ნაკვეთის გაყიდვით. მათ თ---------------------–მა არაერთხელ განუმარტათ საუბარში, რომ მიწის ნაკვეთის გაყიდვით აღებული 180 000 აშშ დოლარიდან, მხოლოდ 30.000 აშშ დოლარი ეკუთვნოდა მ--–--------------–--ეს, დანარჩენი კი უნდა დაებრუნებინა. მოწმეების ჩვენება სრულ შესაბამისობაშია ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერთან, სადაც თ---------------------–ი საუბრობს, რომ მიწა გაიყიდა 180-ად, მ--–----ს მისთვის უნდა მიეტანა 150, მან კი სულ წაიღო ეს ფული.
მოწმეებმა ა-------------–---–მა, ი-----–-----------–--ემ და მ-----–----------–--ემ დაადასტურეს, რომ თ---------------------–ი ითხოვდა მათგან გაეყიდათ ა-------------–---–ის სახელზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთის დარჩენილი ნაწილი და თანხა მიეცათ მისთვის, თუ უნდოდათ, რომ თავი დაენებებინა და მ--–--------------–--ის მიერ წაღებული ფულადი თანხა მათგან აღარ მოეთხოვა.
პალატას არ გააჩნია საფუძველი, ეჭვი შეიტანოს აღნიშნული პირების მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორაციის ნამდვილობაში, ვინაიდან იგი სხვადასხვა ფაქრტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გამყარებულია სასამართლოს სხდომაზე დაკითხული არაერთი მოწმის ჩვენებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით.
მსჯავრდებულ თ---------------------–ის მიერ ა-------------–---–ის სახელზე გადაფორმებული მიწის ნაკვეთით დაინტერესება დადასტურებულია ასევე, მოწმეების ნ-------------ის და ე-–------------ის ჩვენებებით, რომელთა მეშვეობითაც მსჯავრდებულმა საჯარო რეესტრში განაახლა სადავო მიწის ნაკვეთის ამონაწერი. 2017 წლის 29 ივლისის პირის ამოცნობის ოქმით და ნ-------------ისაგან ამოღებულ ფურცელზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ნ-------------ეს სწორედ თ---------------------–მა სთხოვა დ------–----------- ას------------–----–-ს საკუთრებაში არსებული მინის ნაკვეთის განახლებული ამონაწერი.
პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის პოზიცია, თითქოს მ--–--------------–--ეს მსჯავრდებულის ვალი ჰქონდა 10.000 დოლარის ოდენობით და ამ თანხის დაბრუნებას ითხოვდა თ---------------------–ი მ--–--------------–--ის სი ოჯახის წევრებისაგან და სწორედ ამ საკითხზე საუბრობს იგი საქმეზე წარმოდგენილ ჩანაწერებზე. აღნიშნული ვერსია უსაფუძვლოა, ვინაიდან ის აშკარა წინააღმდეგობაშია მოწმეების ა-------------–---–ის, ი-----–-----------–--ის, მ-----–----------–--ის ჩვენებებთან და ფარულ ვიდეო ჩანაწერებთან.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს აპელანტის იმ არგუმენტაციაზეც, რომ ბრალდების მხარის მიერ საქმის გამოძიება არ არის სრულყოფილად განხორციელებული. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე როგორც ბრალდების მხარე, უფლებამოსილი იყო მოეპოვებინა მტკიცებულებები საკუთარი პოზიციის გასამყარებლად, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ასევე, უსაფუძვლოა დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ოქმებზე არ არის გამომძიებლის ხელმოწერა დაფიქსირებული. აღნიშნული დათვალირების ოქმები წარმოადგენს ორგვერდიან დოკუმენტებს, რომელთა მეორე გვერდზეც მითითებულია მისი შემსრულებელი პირების ელექტრონული ხელმოწერა.
ამდენად, პალატა აანალიზებს, რა სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებეულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებების, მოწმეების: ა-------------–---–ის, ი-----–-----------–--ის, მ-----–----------–--ის, შ-----------ის, ა-------------ის, მ-----------ის, დ--------–---–--ის, ნ-------------ის და ე-–------------ის ჩვენებების, ა-------------–---–ის საჯარო რეესტრისადმი მიმართვების, 2017 წლის 17 ივლისის და 20 ივლისის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების, საჯარო რეესტრიდან ამონაწერების და ტექნიკური და ხელწერის ექსპერტიზის დასკვნის ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ თ---------------------–მა ჩაიდაინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენი არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულ თ---------------------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 22 მარტის განაჩენი თ---------------------–ის მიმართ დარჩეს უცვლელად;
3. თ---------------------–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. მსჯავრდებულ თ---------------------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 29 ივლისიდან.
5. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავრდებულ თ---------------------–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
6. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 ივლისის განჩინებით ა-------------–---–ის სახელზე რეგისტრირებულ ქ.თბილისი, დ------------------------------–------------------------------ მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთებზე (2---------------------------------------- კვ.მ, ს/კ 0---------------) დადებული ყადაღა.
7. მოცემულ საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეზე დართული DVD და CD დისკები და ნ-------------ისაგან ამოღებული პატარა ფურცელი ჩანაწერები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით, ხოლო საქმეზე დართული, თ---------------------–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, დაუბრუნდეს მსჯავრდებულს ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრებს.
8. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ. მაჭავარიანი