განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №140100117002456414 -1ბ/760-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მაია თეთრაული
მურმან ისაევი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნ-----------–--
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული:გ--–------------------------------------–-------–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 2----------- საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ---------------–-------------------------------------–--------------------------–---–------------
ადვოკატი: მ--------------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი.
დისპოზიცია: განზრახ მკვლელობის მცდელობა;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წელი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ--–---------- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მარ------------–---–-- ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში, მსჯავრდებულ გ--–---------- დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა შესაბამისი სანქციის ფარგლებში.
ბრალდების მხარემ ითხოვა მსჯავრდებულ გ--–---------ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი;
გ--–---------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
განზრახ მკვლელობის მცდელობა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით.
სასამართლომ დაადგინა :
2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, ქ------–-, სარაჯიშვილის ქუჩა №3-ში მდებარე მ-----–----------- კუთვნილ საცხობში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, გ--–---------მ, მოკვლის მიზნით ო------–------–---–ს დანა განზრახ დაარტყა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, თუმცა, გ--–---------მ განზრახვა ბოლომდე სისრულეში ვერ მოიყვანა, ვინაიდან ო------–------–---–მა გაუწია მას წინააღმდეგობა და მოახერხა გაქცევა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
განზრახ მკვლელობის მცდელობა.
დაზარალებულმა ო------–------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, ქ------–-, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში, მის სამუშაო ადგილას, მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ--–--------- და მძინარე მდგომარეობაში მყოფს გულმკერდის არეში დანა დაარტყა. ამ დროს იგი საცხობში მარტო იმყოფებოდა. გააღვიძა გულმკერდის არეში ძლიერმა ტკივილმა და დაინახა მის საწოლთან მდგარი გ--–---------, რომელსაც ხელში დაახლოებით ოც სანტიმეტრიანი, შავტარიანი დანა ეჭირა. გ--–--------- ეუბნებოდა, რომ არ აპატიებდა ოჯახის დანგრევას დაცდილობდა მისთვის სიცოცხლის მოსპობას. მან წინააღმდეგობა გაუწია მსჯავრდებულს, მარჯვენა ხელზე, რომელშიც მას დანა ეჭირა, მაგრად მოჰკიდა ხელი და არ აძლევდა საშუალებას დანა მეორედ დაერტყა. გ--–--------- დანის მოქნევას კიდევ ცდილობდა. იგი ცდილობდა გ--–----------გან თავის დაღწევას, ამ დროს მათ ოთახიდან გარეთ გადაინაცვლეს, სადაც გ--–---------ს ხელი ჰკრა წააქცია და თავად კი გაიქცა სარაჯიშვილის ქუჩაზე, საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიისკენ, სადაც იგი დაიმალა და დაელოდა, როდის გაივლიდა გ--–---------, რომელიც დანით ხელში მას უკან მოსდევდა და კვლავ მოკვლით ემუქრებოდა. წარსულში მას გ--–---------სთან კონფლიქტური ურთიერთობა არ ჰქონია, თუმცა, ბოლო პერიოდში, ბრალდებული ეჭვიანობდა მის მეუღლეზე შ-----------–--–---–--ე, რაც გახდა მისი ამგვარი ძალადობრივი ქმედების მიზეზი.
მოწმე გ----------------–---–-- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე, როდესაც იგი მივიდა სამსახურში, ქალაქ კ---–-, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე საცხობში, ოთახში დახვდა მძინარე ო------–------–---–ი, თავად ოთახიდან გამოვიდა. დაახლოებით თხუთმეტ წუთში, მას შემოესმა ყვირილის ხმა და როდესაც ოთახში შევიდა, დაინახა გ--–---------, რომელსაც ერთ ხელში დანა ეჭირა, ხოლო მეორე ხელით ო------–------–---–ი საყელოთი ჰყავდა დაჭერილი და მოკვლით ემუქრებოდა. შეეცადა მათ გაშველებას, ამ დროს გ--–---------მ ხელი ასწია, რათა ო------–------–---–ისათვის დანა დაერტყა, თუმცა, მან ხელი დაუჭირა და არ მისცა დანის დარტყმის საშუალება. ამ დროს ო------–------–---–ი უკვე დაჭრილი იყო და მას თხოვდა დახმარების სათხოვნელად გარეთ გასვლას, გ--–--------- ყვიროდა და ო------–------–---–ს კვლავ მოკვლით ემუქრებოდა. ჭიდილის დროს ო------–------–---–მა შეძლო გ--–----------გან თავის დაღწევა, რის შემდეგაც იგი გაიქცა. მას უკან დაედევნა გ--–---------, რომელიც შორიდან კვლავ უყვიროდა, რომ მას მაინც მოკლავდა.
ბრალდებულმა გ--–---------მ მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მიუთითა, რომ მას ო------–------–---–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, მხოლოდ დაზარალებულის შეშინება უნდოდა. სურდა ო------–------–---–ი დაესაჯა იმისათვის, რომ მან მრავალწლიანი ოჯახი დაუნგრია. მას არ სურდა ო------–------–---–ის დანახვა, ვინაიდან ყოველი მასთან შეხვედრა იწვევდა მის გაღიზიანებას. 2017 წლის 9 ნოემბერს, იგი მივიდა ქ------–-, სარაჯიშვილის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში, სადაც მუშაობდა ო------–------–---–ი. როდესაც იგი ოთახში შევიდა, დაინახა მძინარე ო------–------–---–ი, რომელსაც ხმაურზე გამოეღვიძა და საწოლიდან წამოხტა. გ--–---------მ ო------–------–---–ს ტანსაცმლის საყელოზე მოკიდა ხელი, მეორე ხელით ჯიბიდან დანა ამოიღო და ცდილობდა მის შეშინებას. აღნიშნულის შემდეგ ო------–------–---–მა მას წინააღმდეგობა გაუწია, რაზეც გ--–--------- გაღიზიანდა, რადგან იგი მისგან პირიქით ბოდიშის მოხდას ელოდებოდა. ეგონა, რომ ო------–------–---–ი მუხლებზე დაიჩოქებდა და პატიებას ითხოვდა, თუმცა, მან ეს არ გააკეთა. ჭიდილის და ძიძგილაობის დროს, მისდა უნებურად, მისი მოქნეული დანა მოხვდა ო------–------–---–ს. როდესაც მან დაყვირა, „დაჭრილი ვარო“, გ--–---------მ ხელი ჰკრა მას და კარისკენ გადააგდო. მან დანას დახედა და დაინახა, რომ დანის წვერი სისხლით იყო დასვრილი. ამ დროს ოთარ ცქვტიშვილი გარეთ გავიდა და გაიქცა. უკან არ დადევნებია, იგი გამოვიდა საცხობიდან და საავადმყოფოს მიმართულებით წავიდა, რათა გაერკვია, როგორი იყო ო------–------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, პრეიუდიციად მიჩნეული მტკიცებულებების მიხედვით;
2018 წლის 09 ნოემბრის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ჩხრეკის შედეგად გ--–----------აგან ამოღებული იქნა შავტარიანი სამზარეულო დანა.
სამედიცინო ექსპერტიზის N006918917/ქრ დასკვნის თანახმად, ო------–------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ტრავმული ჰემოპნევ მოთორაქსი განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N1956/ცი დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გ--–----------აგან ამოღებული დანა, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი, მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
ქიმიური ექსპერტიზის N386/რან დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ გ--–----------აგან აღებულ ანაწმენდებზე რკინის კვალი დაფიქსირდა მარჯვენა ხელის ანაწმენდზე მცირე ინტენსივობით, მარცხენა ხელის ანაწმენდზე დიდი ინტენსივობით.
ბიოლოგიური ექსპერტიზის N440/სბ დასკვნის თანახმად, ოთ----–-----–---–-ს სისხლი მიეკუთვნება Οαβ/I/ ჯგუფს. გ--–---------- სისხლი მიეკუთვნება AB/IV ჯგუფს. ოთ----–-----–---–-ს სვიტერზე, მაისურზე და შარვალზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Οαβ/I/ ჯგუფს. წინდებზე და ფეხსაცმელზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. გ--–---------- ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Οαβ/I/ ჯგუფს. შარვალზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Οαβ/I/ ჯგუფს. გამოსაკვლევ წარმოდგენილ დანაზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Οαβ/I/ ჯგუფს. ოთ----–-----–---–-ს სისხლი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე, გამოსაკვლევად წარმოდგენილ დანაზე, გ--–---------- ქურთუკზე და ოთ----–-----–---–-ს სვიტერზე, მაისურზე და შარვალზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Οαβ/I/ ჯგუფს.
ტრასოლოგიური ექსპერტიზის N1149/ტრ დასკვნის თანახმად, ო------–------–---–ის სვიტერის და მაისურის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანებები, წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად. ო------–------–---–ის შარვლის, ქამრის, ერთი წყვილი წინდის და ფეხსაცმლის, ასევე გ--–---------- ტანსაცმლის ზედაპირზე რაიმე სახის დაზიანების კვალი, გარდა ექსპლუატაციური ცვეთისა არ აღინიშნება.
გ--–---------- მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა ამდენად, სასამართლოს დასკვნა გ--–---------- მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ, მოწმეების ლ----–------–---–-------–----–------–---–--------------------------------------------–--------------------------------–--–---–----------------–---–---–-- ჩვენებებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, გ--–---------- ტანსაცმლის ამოღების ოქმს და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მოახდინა სადავოდ და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება.მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ,მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ--–---------- დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელპირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე. ეს დებულება განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით, რომლის თანახმად, სიცოცხლე ადამიანის ხელშეუვალი უფლებაა და მას იცავს კანონი.
სიცოცხლის უფლება, თავისი მნიშვნელობის გამო, არის ის პირველი მატერიალურ-სამართლებრივი უფლება, რომელსაც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავისი პრაქტიკით ადასტურებს, რომ კონვენციის მე-2 მუხლი კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური დებულებაა. მასში გათვალისწინებულია ევროპის საბჭოში შემავალი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთი ყველაზე ფუძემდებლური ფასეულობა და, შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განსაკუთრებული ყურადღებით იხილავს სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს (იხ. ფედორჩენკო და ლოზენკო უკრაინის წინააღმდეგ (Fedorchenko and Lozenko v. Ukraine), განაცხადი no. 387/03, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 20 სექტემბრის გადაწყვეტილების პუნქტი 44).
პალატა აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარე გ--–---------ს ედავება განზრახ მკვლელობის მცდელობაში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დასჯადია განზრახ მკვლელობა, მკვლელობა მატერიალური დანაშაულია, რომლის სავალდებულო ობიექტურ ნიშანს წარმოადგენს დანაშაულებრივი შედეგის დადგომა სიკვდილის სახით, რომელიც ჩადენილია მოქმედებით ან უმოქმედებით, ამავე დროს უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამნაშავის მიერ ჩადენილ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას. იმისათვის, რომ პირი დაისაჯოს განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენისათვის, აუცილებელია, დადგინდეს მისი მხრიდან დანაშაულის ჩადენაზე გადაწყვეტილების მიღების არსებობა. მნიშვნელოვანია პირის სუბიექტური დამოკიდებულება მიღებული გადაწყვეტილებისადმი, რაც მოიცავს პირდაპირ და ევენტუალურ (არაპირდაპირ) განზრახვას.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილ არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ დაზარალებულ ო------–------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, მის სამუშაო ადგილას მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გ--–---------, რომელმაც მძინარე მდგომარეობაში მყოფს გულმკერდის არეში დანა დაარტყა. გააღვიძა გულმკერდის არეში ძლიერმა ტკივილმა და დაინახა მის საწოლთან მდგარი გ--–---------, რომელსაც ხელში დაახლოებით ოც სანტიმეტრიანი, შავტარიანი დანა ეჭირა. გ--–--------- ეუბნებოდა, რომ არ აპატიებდა ოჯახის დანგრევას და ცდილობდა მისთვის სიცოცხლის მოსპობას. გაღვიძებისთანავე მან წინააღმდეგობა გაუწია, მარჯვენა ხელზე, რომელშიც მას დანა ეჭირა, მაგრად მოჰკიდა ხელი და არ აძლევდა საშუალებას დანა მეორედ დაერტყა, გ--–--------- დანის მოქნევას კიდევ ცდილობდა. იგი ცდილობდა თავის დაღწევას, ოთახიდან გარეთ გადაინაცვლეს, გ--–---------ს ხელი ჰკრა და წააქცია თავად კი გაიქცა, გ--–--------- დანით ხელში მას უკან მოსდევდა და მოკვლით ემუქრებოდა. გ--–--------- ეჭვიანობდა მეუღლეზე რაც გახდა მისი ამგვარი ძალადობრივი ქმედების მიზეზი.
დაზარალებულის ჩვენებაში აღწერილი არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებების უტყუარობა დადასტურებულია პირდაპირი მოწმის გ----------------–---–-- ჩვენებით, რომელმაც მიუთითა რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 14:00 საათზე მივიდა საცხობში, ოთახში დახვდა მძინარე ო------–------–---–ი, იგი ოთახიდან გამოვიდა და დაახლოებით თხუთმეტ წუთში, მას შემოესმა ყვირილის ხმა და როდესაც ოთახში შევიდა, დაინახა გ--–---------, რომელსაც ერთ ხელში დანა ეჭირა, ხოლო მეორე ხელით ო------–------–---–ი საყელოთი ჰყავდა დაჭერილი და მოკვლით ემუქრებოდა. შეეცადა მათ გაშველებას, ამ დროს გ--–---------მ ხელი ასწია, რათა ო------–------–---–ისათვის დანა დაერტყა, თუმცა მან ხელი დაუჭირა და არ მისცა დანის დარტყმის საშუალება. ამ დროს ო------–------–---–ი უკვე დაჭრილი იყო და ითხოვდა დახმარებას, გ--–--------- ო------–------–---–ს კვლავ მოკვლით ემუქრებოდა. ჭიდილის დროს ო------–------–---–მა შეძლო გ--–----------გან თავის დაღწევა, რის შემდეგაც იგი გაიქცა. მას უკან დაედევნა გ--–---------, რომელიც შორიდან კვლავ უყვიროდა, რომ მას მაინც მოკლავდა.
მსჯავრდებულმა გ--–---------მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ მას ო------–------–---–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, მხოლოდ დაზარალებულის შეშინება უნდოდა. სურდა, ო------–------–---–ი დაესაჯა იმისათვის, რომ მან მრავალწლიანი ოჯახი დაუნგრია. 2017 წლის 9 ნოემბერს, იგი მივიდა ო------–------–---–თან, როდესაც იგი ოთახში შევიდა, დაინახა მძინარე ო------–------–---–ი, რომელსაც ხმაურზე გამოეღვიძა და საწოლიდან წამოხტა. მან ო------–------–---–ს ტანსაცმლის საყელოზე მოკიდა ხელი, მეორე ხელით ჯიბიდან დანა ამოიღო და ცდილობდა მის შეშინებას. ო------–------–---–მა წინააღმდეგობა გაუწია, რაზეც გ--–--------- გაღიზიანდა, ჭიდილის და ძიძგილაობის დროს, მისდა უნებურად, მისი მოქნეული დანა მოხვდა ო------–------–---–ს. როდესაც მან დაიყვირა, „დაჭრილი ვარო“, ხელი ჰკრა მას და კარისკენ გადააგდო. დანას დახედა და დაინახა, რომ დანის წვერი სისხლით იყო დასვრილი. ო------–------–---–ი გარეთ გავიდა და გაიქცა. იგი უკან არ დადევნებია, საავადმყოფოს მიმართულებით წავიდა, რათა გაერკვია, როგორი იყო ო------–------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
ამასთან, მსჯავრდებულ გ--–---------- ჩვენებით, მოწმეების - ლ----–------–---–----------–----–------–---–-- მიერ გამოძიებისას მიცემული უდავო ჩვენებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ მსჯავრდებულის მეუღლეს - შ-----------–--–---–- და დაზარალებულ ო------–------–---–ს ერთმანეთთან აკავშირებდათ სასიყვარულო ურთიერთობა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა გ--–----------ათვის, რის შემდეგაც, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი უთანხმოების გამო, იგი მეუღლეს დაშორდა.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება გ--–---------- მიერ ჩადენილი ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი, კერძოდ ის გარემოება რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, ქ------–-, სარაჯიშვილის ქუჩა №3-ში მდებარე მ-----–----------- კუთვნილ საცხობში, ეჭვიანობის ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, გ--–---------მ, მოკვლის მიზნით, ო------–------–---–ს დანა განზრახ დაარტყა გულმკერდის მარცხენა ნახევარში, რაც ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას მოწმე გ----------------–---–--, ო------–------–---–ის დაკითხვის ოქმებს, გ--–---------- დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმს (ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულება დანა), სასამართლო-სამედიცინო, დაქტილოსკოპიური, კრიმი ნალისტიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს.
მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. გ--–---------- დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით და დასტურდება, რომ ჩხრეკის შედეგად გ--–----------აგან ამოღებული იქნა შავტარიანი სამზარეულო დანა, რომელიც კრიმინალისტიკური ექსპერტიზის N1956/ცი დასკვნის თანახმად, დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას. გ--–---------მ სწორედ აღნიშნული დანით მიაყენა დაზიანებები ო------–------–---–ს, აღნიშნული დაზიანებები კი მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
პალატა მიუთითებს, რომ ჩადენილი ქმედების ხასიათი, დაზარალებულისათვის მიყენებული ჭრილობის სიმძიმე და ლოკალიზაცია უტყუარად ადასტურებს იმას, რომ გ--–---------, ინტელექტუალური თვალსაზრისით, მოსალოდნელი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (ო------–------–---–ის სიკვდილის დადგომას) უცილობლად ითვალისწინებდა. მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად დადგენილია, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულის მეუღლეს შორის არსებული სასიყვარულო ურთიერთობის გამო გ--–---------ს ამოძრავებდა შურისძიების მოტივი. იგი ოჯახის დანგრევაში სწორედ დაზარალებულს ადანაშაულებდა. პალატის აზრით დანის გამოყენების მომენტში გ--–--------- ითვალისწინებდა, რომ ჩადიოდა კანონით აკრძალულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, აცნობიერებდა, რომ მის ქმედებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა ო------–------–---–ის სიკვდილი და იმ მომენტში სურდა აღნიშნული შედეგის დადგომა მსჯავრდებულმა რეალურად სასიკვდილოდ გაიმეტა ო------–------–---–ი, რადგანაც მას დანით ჭრილობა მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო ისეთ არეში, როგორიცაა გულმკერდის მარცხენა ნახევარი. მსჯავრდებულის მყარ განზრახვაზე, მოეკლა ო------–------–---–ი, მიუთითებს მისი ქცევის განსაკუთრებული აგრესიულობა, კერძოდ, მას შემდეგ რაც მან გულმკერდის მარცხენა ნახევარში სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება მიაყენა ო------–------–---–ს, კვლავ ცდილობდა მისთვის დანის დარტყმას. მისი განეიტრალება შესაძლებელი გახდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაზარალებულის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შედეგად, მსჯავრდებული წაიქცა, ხოლო ო------–------–---–მა შეძლო გაქცევა. გაქცეულ დაზარალებულს გ--–--------- უკან დაედევნა და კვლავ მოკვლით ემუქრებოდა. პალატის მოსაზრებით, აშკარაა, რომ გ--–--------- განზრახვას ბოლომდე მიიყვანდა, რომ არა თავად დაზარალებულის აქტიური ქმედება, რომელმაც ჯერ ხელის დაჭერით სცადა მისი შეჩერება, შემდეგ ხელი კრა მას, წააქცია და ამ გზით შეაჩერა თავდამსხმელი.
მოცემულ შემთხვევაში, სასიკვდილო შედეგი არ დადგა სწორედ დაზარალებულის აქტიური წინააღმდეგობრივი ქმედების გამო და მოგვიანებით, მისთვის დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად. მიყენებული დაზიანების ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსჯავრდებული მსხვერპლის მიმართ მოქმედებდა მკვლელობის განზრახვით, რადგან ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში დაზიანების მიყენება (მძინარე ადამიანისათვის გულმკერდის მარცხენა ნახევარში დანით ჭრილობის მიყენება) მოკვლის განზრახვის გარეშე საფუძველს მოკლებულია. გ--–---------- მოქმედება იყო ო------–------–---–ის სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, თუმცა შედეგი - სიკვდილი, რასაც უშუალოდ ბრალდებულის განზრახვა მოიცავდა, ვერ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამდენად, გ--–---------- ქცევა მიუთითებს განზრახ მკვლელობის მცდელობის ყველა სავალდებულო სუბიექტური და ობიექტური ელემენტის არსებობაზე, რაც აუცილებელია 19, 108-ე მუხლით პირის მსჯავრდებისათვის.
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ გ--–--------- გამართლებული უნდა იქნეს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში და დამნაშავედ იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლის დისპოზიციით განსაზღვრული ქმედების ჩადენაში, დაცვის მხარის არგუმენტაცია, რომ გ--–---------ს არ ჰქონდა მოკვლის განზრახვის მცდელობა საფუძველს მოკლებულია, საქმეში წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, რითაც მყარად დასტურდება გ--–---------- მხრიდან ო------–------–---–ის სიცოცხლის როგორც უმაღლესი ღირებულების განზრახ ხელყოფის მცდელობა.
პალატა განმარტავს, რომ დანაშაულის მცდელობისას დასჯადობის წინაპირობას წარმოადგენს: 1. დანაშაულის განხორციელების გადაწყვეტილება, გამოხატული განზრახვაში; 2. დანაშაულის შემადგენლობის განხორციელების უშუალოდ დაწყება, რა დროსაც სისხლის სამართლით დაცულ სიკეთეს (სხვა ადამიანის სიცოცხლეს) უშუალო საფრთხე ემუქრება; 3. მოსალოდნელი შედეგის არარსებობა. ისეთი კატეგორიის დანაშაულთან მიმართებაში, როგორიცაა განზრახ მკვლელობის მცდელობა, განსაკუთრებით აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის ჩადენის მოტივი, ანუ რა ამოძრავებდა დამნაშავეს და რამ მიიყვანა იგი დანაშაულის ჩადენამდე. ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის აუცილებელია ასევე მხედველობაში იქნეს მიღებული ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღი და საშუალება, ჭრილობების რაოდენობა, ხასიათი და ლოკალიზაცია, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები, დამნაშავისა და დაზარალებულის მოქმედება დანაშაულის ჩადენის წინ, მათი ურთიერთდამოკიდებულება ზოგადად და დაზიანების მიყენების მომენტში.
პალატა განმარტავს, რომ უტყუარად დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს ო------–------–---–თან შეხვედრის ინიციატორი იყო მსჯავრდებული გ--–---------, რომელიც აღნიშნულ დღეს დანით შეიარაღებული მივიდა დაზარალებულის სამუშაო ადგილას. ეჭვგარეშეა და სადავო არ არის ასევე ის გარემოება, რომ 2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:45 საათზე, აღნიშნულ საცხობში, გ--–---------მ თანნაქონი დანით მძიმედ დაჭრა დაზარალებული ო------–------–---–ი. დაზიანების ხარისხი დადგენილია პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 25 ნოემბრის №006918917 დასკვნით, რომლის თანახმად, ო------–------–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ტრავმული ჰემოპნევმოთორაქსი, რაც განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გ--–---------- სურვილი დაზარალებულის გარდაცვალებასთან (შედეგთან) დაკავშირებით აშკარაა, მისი მხრიდან განხორციელებული ქმედება შედეგის დადგომის (გარდაცვალების) მიმართულებით იყო განხორციელებული და არა გაუფრთხილებლობით რასაც მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლი. დანის განზრახ დარტყმით (გულმკერდის მარცხენა ნახევარში რომელიც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო) მისი გარდაცვალების ალბათობის მაღალი ხარისხის გათვალისწინებით დადასტურებულად დგინდება, რომ გ--–---------ს ო------–------–---–ს მოკვლის განზრახვა გააჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ გ--–---------მ დაზარალებულ ერთხელ დაარტყა დანა იგი კიდევ ცდილობდა დანის მოქნევას, გ--–--------- დანით ხელში მას უკან მოსდევდა და კვლავ მოკვლით ემუქრებოდა. მისი მიზანი შურისძიება სამაგიეროს მიზღვა იყო, ვინაიდან მსჯავრდებული ეჭვიანობდა მის მეუღლეზე - შ-----------–--–---–--ე, გულმკერდის მარცხენა ნახევარში მიყენებული ჭრილობა დანით მიუთითებს იმაზე რომ მას გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ამდენად დაცვის მხარის აპელირება იმაზე, რომ გ--–---------- ქმედება უნდა დაკვალიფიცირდესსაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით საფუძველს მოკლებულია. გ--–---------- ქმედების თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით ჩადენა არ დასტურდება, პირიქით გ--–---------- აქტიური და აგრესიული ქმედება, დანაშაულის საგანი, ჭრილობის ადგილმდებარეობა, მუქარა,დანით დადევნება ეს გარემოებები დადასტურებულად ადგენს იმ ფაქტს, რომ გ--–---------მ ო------–------–---–ის მიმართ განახორციელა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-2 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანის სიცოცხლის უფლება კანონით არის დაცული და არავის სიცოცხლე არ შეიძლება განზრახ იყოს ხელყოფილი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სიცოცხლის უფლება არის კონვენციაში განსაზღვრულ უფლებათა და თავისუფლებათაგან ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტური ღირებულება დემოკრატიულ საზოგადოებაში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე McCann and others v. the United Kingdom).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2014 წლის 12 თებერვლის განაჩენში, სისხლის სამართლის №142აპ-13 საქმეზე, განმარტა, რომ ქმედების განზრახ მკვლელობად (მცდელობად) დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, ამასთან, ფაქტობრივად განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.
2015 წლის 2 დეკემბრის N322აპ-15 გადაწყვეტილებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ განზრახვის მიმართულების დასადგენად მნიშნელოვანია ზოგადად დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულების სწორი შეფასება, დაზიანების მიყენების მომენტში თითოეულის ქმედება და შემდგომი ქცევა, ასევე თვით საქმეში მონაწილე პირების ჩვენებები, მიყენებული დაზიანების ხასიათი და არაერთგზისობა.
პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ--–---------- მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ--–---------- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ--–---------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია;
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ--–----------ათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ მსჯავრდებული არ აღიარებდა, არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან, უარყოფთა ჩადენილ ქმედებას და ცდილობდა სასამართლოსათვის დაედასტურებინა მის მიერ დანაშაულის გაუფრთხილებლობით ჩადენა, აგრეთვე დანაშაულის სპეციფიკის, ხარისხის და სიმძიმის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ გ--–---------ს უნდა განესაზღვროს უფროს მკაცრი სასჯელი;
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე და პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში;
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენი, გ--–---------- მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისადა იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: განხორციელდეს გ--–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანის საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
გ--–---------- ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - გ--–---------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ო------–------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ო------–------–---–ს;
სისხლის, ხელის ანაბეჭდების, ხელის ანაწმენდების ნიმუშები და სისხლისმაგვარი ლაქები განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ--–---------- ინტერესების დამცველი ადვოკატის მ--------------–---–ის და გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
3. გ--–--------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
4. მსჯავრდებულ გ--–---------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 9 ნოემბრის 18:45 საათიდან.
5. მსჯავრდებულ გ--–---------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
6. ნივთიერი მტკიცებულება - განხორციელდეს გ--–---------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული დანის საპროცესო კონფისკაცია, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცეს სახელმწიფო საკუთრებაში და გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს;
გ--–---------- ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - გ--–---------ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ო------–------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს - ო------–------–---–ს;
სისხლის, ხელის ანაბეჭდების, ხელის ანაწმენდების ნიმუშები და სისხლისმაგვარი ლაქები განადგურდეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: მ. თეთრაული
მ. ისაევი