განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2018
საქმის ნომერი
330100118002527726
ინსტანცია
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002527726

საქმე №1/ბ-1097-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ბ---------–---–ის

მსჯავრდებულის: მ-----------–-–---–ის

ადვოკატის: ი-–----------–-–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორის ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №010170218001) ი-–----------–-–---–ის მიმართ. ი-–----------–-–---–ი დაბადებულია 1--- წლის 19 ივლისს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №5----------), დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ---–---------------–--------------–------------------------–------------------–--------------–------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი-–----------–-–---–მა ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება.

 

ი-–----------–-–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2017 წლის შემოდგომაზე საქართველოს მოქალაქეებს გ----------------ესა და მ----------–---–ს სურდათ აშშ-ში გამგზავრება და ტურისტული ვიზის მიღების მიზნით აპირებდნენ, გაეკეთებინათ შესაბამისი განაცხადი ქ. თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოში. მათი ამ სურვილის შესახებ ცნობილი გახდა მათივე ნაცნობისთვის ი-–----------–-–---–ისთვის. ი-–----------–-–---–მა იფიქრა, რომ გ----------------ესა და მ----------–---–ს ტურისტული ვიზის აღების უფრო მაღალი შანსი ექნებოდათ, თუ მათ პასპორტში შეიტანდა ყალბ მონაცემებს ვითომდა გ----------------ესა და მ----------–---–ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის არაერთხელ გადაკვეთისა და შენგენის ქვეყნებში შესვლა-გასვლის ფაქტების ინტენსივობის შესახებ. ამიტომ, ი-–----------–-–---–მა გ----------------ესა და მ----------–---–ს შესთავაზა მათ პასპორტებში საზღვრის კვეთების შესახებ არარეალური მონაცემების შეტანა, რაზეც ეს უკანასკნელნი დასთანხმდნენ და ამ მიზნით საკუთარი პასპორტები გადასცეს. ამრიგად, რათა აშშ-ს საელჩოს გადაწყვეტილების მიმღები თანამშრომლების ნდობა ხელოვნურად გაზრდილიყო გ----------------ისა და მ----------–---–ის მიმართ, ი-–----------–-–---–მა კონკრეტულად დაუდგენელ დროსა და ვითარებაში საწერი საშუალებებით მათი პასპორტების სხვადასხვა გვერდებზე კუსტარულად და უკანონოდ შეიტანა საზღვრის კვეთის აღმნიშვნელი შტამპების ყალბი ანაბეჭდები, რომელთა თანახმად: გ----------------ემ 2017 წლის 24 სექტემბერს ვითომდა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი (საქართველოს ქ.თბილისი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „თბილისი“ („TBILISI”)), 2017 წლის 24 სექტემბერსვე იგი თითქოსდა შევიდა შენგენის ქვეყანაში (ავსტრიის რესპუბლიკა, ქ.ვენა, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „ვენა-შვეხატი“ („WIEN_SCHWECHAT”)), ხოლო 2017 წლის 28 სექტემბერს ვითომდა უკან გამოემგზავრა შენგენის ქვეყნიდან (ავსტრიის რესპუბლიკა, ქ. ვენა, სასაზღვრო გამტარი პუნქტიი „ვენა-შვეხატი“ („WIEN_SCHWECHAT”)), ხოლო მ----------–---–მა 2017 წლის 20 ნოემბერს ვითომდა გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი (საქართველო, ქ. ქუთაისი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „იმერეთი“ („IMERETI”)), 2017 წლის 20 ნოემბერსვე იგი თითქოსდა შევიდა შენგენის ქვეყანაში (იტალიის რესპუბლიკა, ქ. მილანი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „მალპენზა“ („MALPENSA”)), ხოლო 2017 წლის 26 ნოემბერს ვითომდა უკან გამოემგზავრა შენგენის ქვეყნიდან (ლიტვის რესპუბლიკა, ქ. ვილნიუსი, სასაზღვრო გამტარი პუნქტი „ვილნიუსი“ („VILNIUS”)). ამის შემდეგ ზემოხსენებული პასპორტები ყალბი მონაცემებით 2018 წლის 15 თებერვალს ი-–----------–-–---–მა გაასაღა გ----------------ეზე და მ----------–---–ზე. თვის მხრივ, გ----------------ემ და მ----------–---–მა გამოყენების მიზნით უკან დაიბრუნეს (შეიძინეს) თავიანთი გაყალბებული პასპორტები და 2018 წლის 15 თებერვალსვე წინასწარი შეცნობით ეს ყალბი ოფიციალური დოკუმენტები - საქართველოს მოქალაქის პასპორტები აშშ-ს ტურისტული ვიზის აღების მიზნით წარადგინეს (გამოიყენეს) ქ. თბილისში მდებარე აშშ-ს საელჩოში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენით:

 

ი-–----------–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-1 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით, საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის ვადის (2018 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით) გათვალისწინებით შეუმცირდა 1000 (ათასი) ლარით და საბოლოოდ ი-–----------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით;

 

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის პროკურატურის პროკურორმა ბ---------–---–მა.

 

პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით, კერძოდ ი-–----------–-–---–ს განესაზღვროს სასჯელი, რაც დაკავშირებული იქნა თავისუფლების რეალურ აღკვეთასთან.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ და დასკვნით სიტყვებში ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახით უფრო მძიმე სასჯელის დანიშვნს შესახებ, რადგან მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელი მეტად ლმობიერია და არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებიდან, მხედველობაში არ იქნა მიღებული ჩადენილი დანაშაულის სპეციფიკა, დანაშაულთა მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროება, მათი ჩადენის ხერხი, ანგარების მოტივი და ის, რომ ი-–----------–-–---–ის მიერ ჩადენილი დანაშაული პირდაპირ აზიანებს როგორც საქართველოს სახელმწიფოს, ისე საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ს სახელმწიფო ინტერესებს. აპელანტის მტკიცებით ი-–----------–-–---–ის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმის გამოყენებით ვერ იქნება მიღწეული სასჯელის მიზნები, რადგან არ მოხდება დანაშაულის არც კერძო და არც ზოგადი პრევენცია და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში.

 

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებულ განაჩენში მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით ცვლილება უნდა იქნას შეტანილი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: გ----------------ის, მ----------–---–ის და ი-–----------–-–---–ის გამოკითხვის ოქმების, გ----------------ის და მ----------–---–ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაციის, მ----------–---–ის და გ----------------ის სახელებზე გაცემული პასპორტების დათვალიერების ომების, დოკუმენტის ტექნიკური ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნების, მ----------–---–ის სახელზე გაცემული და გაყალბებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის (დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომერი 1--------), გ----------------ის სახელზე გაცემული და გაყალბებული საქართველოს მოქალაქის პასპორტის (დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომერი 1--------) და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ი-–----------–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება. ზემოხსენებული მტკიცებულებები საქართველოს სსსკ–ის 73–ე მუხლის „დ“ პუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლიში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად, კერძოდ: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.

 

სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა ზემოაღნიშნული ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

პალატა პირველი ინსტანციის მიერ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელის სამართლიანობის და კანონიერების შეფასებისას, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი თავის მოთხოვნას ასაბუთებს მსჯავრდებულის დამამაძიმებელ და შემამსუბუქებელ გარემოებებზე აპელირებით, რა დროსაც მნიშნვნელოვანია აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სახეზეა რამდენიმე დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება, სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების საფუძველი უნდა შეფასდეს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სადავოდ არ გაუხდია საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითიც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტრური მართლმსაჯულების განხორციელებას, რაც ბუნებრივია, მიჩნეულ უნდა იქნას ი-–----------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებად, მაგრამ მოცემულ საქმეზე ნათლად იკვეთება მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებიც, მათ შორის: 1) დანაშაული მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იქნა ანგარების მოტივით, რომელიც საზოგადოებრივი წესრიგის, კულტურისა და ზნეობის ნორმებს მაღალი ხარისხით ეწინააღმდეგება, 2) მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების სახე და ხერხი - მსჯავრდებულის მიერ გასაღების მიზნით დამზადებული იქნა ორი ყალბი ოფიციალური დოკუმენტი, რაც მის მიერ ჩადენილი ქმედებების მაღალ საშიშროებაზე მიუთითებს და 3) მსჯავრდებულის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შედეგად მოჰყვა ქ.თბილიში მდებარე აშშ-ს საელჩოს შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რაც ეწინაღმდეგება/აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, მათ შორის დანაშაულის ჩადენის მოტივს, მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების სახეს, ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, დანაშაულის ჩადენის ხასიათს და შედეგს (მართლსაწინააღმდეგო ქმედება უხეშად ეწინაღმდეგება საქართველოს სახელწიფო ინტერესებს, რაც განსაკუთრებით ამძიმებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობას) და მიიჩნევს, რომ ი-–----------–-–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის სახით საბოლოოდ 4000 ლარის ოდენობით ჯარიმის შეფარდება ვერ განიხილება სასჯელის თანაზომიერ და პროპორციულ ზომად.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის დაცვით და იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნას საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაღვრული სასჯელის მიზნების განხორციელება, პალატას მიაჩნია, რომ ი-–----------–-–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ არის აუცილებელი დანიშნული სასჯელის რეალურად მოხდა სასჯელარსრულების შესაბამის დაწესებულებაში და იგი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად. აღნიშნული წარმოადგენს ადექვატურ და პროპორციულ სასჯელის მიზნების მიღწევის უზრუნველყოფის თვალსაზრისით.

 

რაც შეეხება დანიშნული სასჯელის პირობით მსჯავრად ჩათვლის საკითხს, აღნიშნულთან მიმართებით პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ,,თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის“.

 

მოცემული მუხლის გაანალიზება, უპირველეს ყოვლისა, ცალსახად მიუთითებს სასამართლოს უფლებამოსილებაზე (და არა ვალდებულებაზე), გამოიყენოს აღნიშნული მუხლით დადგენილ დანაწესი კონკრეტული სასჯელის შეფარდებისას. როდესაც სასამართლო გადაწყვეტს ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით სასჯელი განუსაზღვროს კონკრეტულ პირს, მას ეკისრება ვალდებულება, დაადგინოს, არსებობს თუ არა კანონმდებლის მიერ აღნიშნული მუხლის შესაბამისი ნაწილით გათვალსწინებული გარემოებები/პირობები, კერძოდ, 1) მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული, 2) პირის აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან და 3) მსჯავრდებული/პირი წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ამასთან, მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი კატეგორიულად მოითხოვს მითითებული გარემოებების/პირობების კუმულაციურად არსებობას.

 

აღნიშნული ნორმის სამართლებრივი შეფასებისა და გაანლიზების შემდეგ კი პალატა ყურადღებას ამახვილებს საქმეზე მოცემული მუხლის გამოყენებისათვის საჭირო/აუცილებელი გარემოებების არსებობაზე და აღნიშნავს, რომ მხარეთა მიერ საქმეზე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით უტყუარად დგინდება, რომ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, მან თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარა მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება (სახეზეა ზემოაღნიშნული მუხლის პირველი და მეორე გარემოება/პირობა - აღაირების არსებობა და ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩადენის ფაქტი). ამასთან, საქმის მასალებით დადგენილი უტყუარი ფაქტობრივი გარემოებებით ნათლად დგინდება ისიც, რომ მსჯავრდებული განსახილველ საქმემდე ნასამართლევი არ ყოფილა.

 

ზეოაღნიშნული გარემოებების შეფასება ცხადყოფს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენებისათვის კანონმდებლის მიერ იმპერატიულად განსაზღვრული ყველა მოთხოვნის/პირობის კუმულაციურად არსებობა. ამასთან, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, მათ შორის მსჯავრდებულის პიროვნების და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით, ასევე თანაზომიერი და პროპორციული სასჯელის განსაზღვრისათვის აუცილებელ გარემოებათა შეფასებით პალატას მიაჩნია, რომ ი-–----------–-–---–ის მიმართ განსაზღვრული ადექვატური და პროპორციული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით ამ უკანასკნელს უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად, ხოლო გამოსაცდელ ვადად განიზაღვროს 2 (ორი) წელი, რომლითაც უზრუნველყოვილი იქნება სასჯელის მიზნების განხორციელება, რაც სამართლიანობის აღდგენაში, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებაში და დამნაშავის რესოციალიზაციაში გამოიხატება. სასამართლო მიუთითებს მოცემულ შემთხვევაში პირობითი მსჯავრის გამოყენების ეფექტურობაზე და აღნიშნავს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მსგავსი ან სხვა განზრახი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ამ განაჩენით დანიშნული სასჯელის რეალურად აღსრულების შიში საკმარისი შემაკავებელი ფაქტორია იმისათვის, რომ მსჯავრდებულმა ხელი აიღოს დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელებაზე. ამით კი მიიღწევა დანაშაულის პრევენციის მიზანი, რაც მეტად მნიშვნელოვანია ჩადენილი დანაშაულის მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროებისა და ამ დანაშაულით ხელყოფილი ობიექტის - საქართველოს სტრატეგიული ინტერესის პრიორიტეტულობის გამო. პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ დანიშნული სასჯელიდან ნაწილი - ორი თვე და ათი დღე მსჯავრდებულს რეალურად მოხდილი აქვს პენიტენციურ დაწესებულებაში და ამ ხნის განმავლობაში მსჯავრდებულს საშუალება ჰქონდა დაფიქრებულიყო მის მიერ ჩადენილი დანაშალებრივი ქმედების მოსალოდნელ შედეგებზე და გამოეტანა სათანადო დასკვნები.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ის მიმართ სასჯელის დამძიმების თვალსაზრისით უნდა შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ.თბილისის პროკურატურის შსს-ს ტერიტორიულ ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ბ---------–---–ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 31 ივლისის განაჩენში მსჯავრდებულ ი-–----------–-–---–ის მიმართ შევიდეს ცვლილება;

 

ი-–----------–-–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ი-–----------–-–---–ის მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

ი-–----------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2018 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ი-–----------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა - პრობაციის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე