განაჩენი

სისხლის სამართლის 22.11.2018
საქმის ნომერი
330100118002463352
ინსტანცია
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330100118002463352 - 1ბ/1458-18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

26 ნოემბერი 2018წელი ქ. თბილისი

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: გ-----------------------------, დაბადებულის 1----–-–----------------–-- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ-------–-------–----–----–--------------------------------–-- ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–--------------–---–----------------------–--

 

კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

 

სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვე;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

მხარეთა პოზიცია:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ვა–------------ და მსჯავრდებულმა გი-----------------

 

ბრალდების მხარე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს შეცვლილი იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი გ----------------ს მიმართ სასჯელის ნაწილში და გ----------------- განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი;

 

მსჯავრდებული გ---------------- წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის მიმართ ახალი გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

 

ბრალდების არსი:

 

გ----------------მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი;

 

სასამართლომ დაადგინა:

 

გ----------------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, რაც გამოიხატა შემდეგში: ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: უნომრო იარაღი წარმოადგენს ქართული წესით დამზადებულ, 1--- წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს (------ იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. პისტოლეტს შეცვლილი აქვს ლულა, რომლის წინა ნაწილზე მოჭრილია ხრახნი მასზე მაყუჩის მოსარგებად. 8 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1--- წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (--- და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის (АПС), აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისთვის: P----------------- და სხვა; აღნიშნული 8 ცალი 1--- წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

22 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის ვაზნებს, განკუთვნილს ამავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „----------------- “A------------------------------------ ავტომატებისთვის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის სხვადასხვა მოდელის ლიცენზირებული ავტომატებისთვის, ასევე „------- და ,,------4” ხელის ტყვიამფრქვევებისთვის, აღნიშნული 22 ცალი 5,45 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

1 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1899 წლის ნიმუშის 7,65 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის პისტოლეტებისა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისთვის, ხოლო 6 ვაზნა წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ვაზნებს და განკუთვნილია 10,65-11,0 მმ კალიბრის რევოლვერებისთვის, კონკრეტულად კი ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ქარხნული წესით დამზადებულ, ფრანგული წარმოების 11,65 მმ კალიბრის ლეფორშეს მოდელის N108873 რევოლვერისთვის. აღნიშნული 7 ცალი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი N-----2 იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, სომხეთის წარმოების 9მმ კალიბრის „K6-92” მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება. N108873 იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ფრანგული წარმოების 11,65 მმ კალიბრის ლეფორშეს მოდელის რევოლვერს; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. რევოლვერს რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების კვლები არ აღენიშნება. NLH 6723 იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ბრიტანული წარმოების 9 მმ კალიბრის (.38) ენფილდის N2 Mk1 მოდელის რევოლვერს; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. რევოლვერს რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების აშკარა კვლები არ აღენიშნება. აღნიშნულ ცეცხლსასროლ იარაღებს და საბრძოლო მასალას მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ქ. თბილისში, ი--------–---–-------------–- მდებარე მის კუთვნილ სარდაფში, საიდანაც 2018 წლის 13 აპრილს, ამოღებული იქნა საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.

 

საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელ გ---------------–--ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის აპრილის თვეში მიმდინარეობდა გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, გასაღების ფაქტზე. აღნიშნულ სს საქმეზე ღ-------–--ს მიერ ჩატარებული იქნა შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: მსჯავრდებულ გ----------------ს პირადი ჩხრეკა, დაკავება, და სარდაფის ჩხრეკა. მას შემდეგ რაც პ----------------ს მიერ მოხდა იარაღის მართლსაწინააღმდეგო გასაღება დაიგეგმა ღონისძიება. ღონისძიების დროს გ---------------- იმყოფებოდა მ-------------- ერთად, აღნიშნული გახდა გ----------------ს პირადი ჩხრეკის ჩატარების საფუძველი. რაიმე სახის ოპერატიული ინფორმაცია ბ-------- მიმართ არ ჰქონიათ. პირად ჩხრეკაში ღ-------–--ს გარდა მონაწილეობდნენ გამომძიებლები ლ----------–---–-------–----------ი. პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც რეგისტრირებული იყო გ----------------ს სახელზე, ჰქონდა შენახვის და ტარების უფლება, ასევე ამოღებული იქნა იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და სარდაფის გასაღები. პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას ბ-------- განაცხადა, რომ სარდაფში ინახავდა პ----------------ს მიერ მიცემულ პარკს, რომელშიც რა ნივთები იყო მოთავსებული არ ახსოვდა და ასევე ინახავდა გაფუჭებულ იარაღს. აღნიშნული შენიშვნის სახით გაკეთდა ჩხრეკის ოქმზეც. აღნიშნულის საფუძველზე ღ-------–--ს მიერ, გამომძიებლების ა----–---–----------ს და თავად ბ-------- მონაწილეობით მოხდა სარდაფის ჩხრეკა. სარდაფის ადგილმდებარეობა მიუთითა თავად ბ--------. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის იარაღები, ვაზნები.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა, გ----------------ს პირად ჩხრეკაში, დაკავებასა და სარდაფის ჩხრეკაში მონაწილე საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა ლ-------------

 

2018 წლის 13 აპრილის სარდაფის ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს 10:40 საათიდან 12:15 საათამდე ჩხრეკა ჩატარდა ქ------–----------------–---–-------–- მდებარე სარდაფში, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის ყუთში მოთავსებული 300 ცალის ვაზნა მოთავსებული მუყაოს პატარა ზომის ყუთში, ასევე აღნიშნული ყუთიდან ამოღებული იქნა, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 22 ცალი, პისტოლეტი მჭიდით და რვა ცალი ვაზნით, აღნიშნულ პისტოლეტს დამონტაჟებული აქვს მაყუჩი. სარდაფში განთავსებული ტუმბოს უჯრიდან ამოღებულ იქნა ბარაბნიანი რევოლვერი V--------- ასევე ამოღებულ იქნა მეორე ბარაბნიანი რევოლვერი, რომელსაც დამაგრებული აქვს რემენი, ნომრით ამავე უჯრიდან ამოღებული იქნა შვიდი ცალი ვაზნა. სარდაფში არსებული ტუმბოს ზედაპირიდან პარკიდან აღებული იქნა, მოშავო ფერის დაშლილ მდგომარეობაში არსებული პისტოლეტი, ნო------------ იარაღს აქვს წარწერა G--------- ასევე ამოღებულ იქნა დაშლილ მდგომარეობაში ფისტოლეტი წარწერით P--- ნომრით A---- მოშავო ფერის ავტომატი M4-ს, მოშავო ფერის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი კონდახზე წარწერით K----- იარაღს აქვს წარწერა 3------ აღნიშნული ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი წარწერით о-----სარდაფში შესვლიდან მარჯვენა მხარეს არსებული ხის ტუმბოდან ამოღებული იქნა მუყაოს პარკი მასში მოთავსებული დაშლილ მდგომარეობაში არსებული ბარაბნიანი რევოლვერი, ნომრით 4894. ამავე, მუყაოს პარკში მოთავსებული იყო ყავა ჯაკობსის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია პისტოლეტის ჩარჩო. ჩხრეკის ოქმს თან ერთვის ჩხრეკაში მონაწილე პირების ხელმოწერები.

 

მსჯავრდებულ გ----------------ს დაკავების ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 13 აპრილს, 12:17 საათზე, ქ------–---------------–---–--------- სარდაფში დაკავებულ იქნა ბრალდებული პირი - გ----------------.

 

გ----------------ს მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენა ასევე დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა ამდენად, სასამართლოს დასკვნა გ----------------ს მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას კერძოდ, მოწმეების: ლ--------------------–----------------------------------------–---–--------------–-----–-----------------------–---–-------------------–---–------------------–---–---------------–-----------------------–---–-ს გამოკითხვის ოქმებს, ნივთიერი მტკიცებულების გახსნა-დათვალიერების ოქმებს, სასაქონლო ზედნადებების და საბაჟო დეკლარაციის დათვალიერების ოქმს და თანდართული დოკუმენტებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის 12 თებერვლის წერილით სალიცენზიო მოწმობის შესახებ, სანებართვო მოწმობას, ბალისტიკური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებს, პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმებს, ავტომანქანის ჩხრეკის ოქმს, ბინის ჩხრეკის ოქმს, სარდაფის ჩხრეკის ოქმს და საქმეში არსებული სხვა ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ მოახდინა სადავოდ და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასება. მტკიცებულებათა შეფასება მეტად რთული პროცესია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ლოგიკისა და სამართლებრივი კრიტერიუმების მეშვეობით მოსამართლის მიერ აღქმული ინფორმაციის გადამუშავება, გაანალიზება. სწორედ ამ პროცესის შედეგად სასამართლოს გამოაქვს მნიშვნელოვანი დასკვნები მტკიცებულებებში ფიქსირებული ინფორმაციის სხვა მტკიცებულებებთან, აგრეთვე არსებულ რეალობასთან შესაბამისობის თაობაზე. დასკვნები კი უშუალოდ აისახება იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სახით, რომლებიც საფუძვლად ედება გადაწყვეტილების მიღებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნა ყალიბდება არა მხოლოდ მტკიცებულებათა შეჯერებით, არამედ შეჯერებული ინფორმაციის შეფასებით არსებულ რეალობასთან მიმართებით.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ გ----------------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

პალატა მიუთითებს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ გ----------------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა შესაბამისად, ჩაიდინა დანაშაული გათვალისიწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

პალატა აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულის ობიექტია საზოგადოებრივი საშიშროება, დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რომელიც დანაშაულის საგნად ჩაითლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია გამოყენებისათვის. აღნიშნული მუხლის ობიექტური მხარე გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვაში, მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით, ისე უმოქმედებით.

 

იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს იარაღისათვის ადგილსამყოფლის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მისი შენახვის კანონიერი უფლება არ აქვს, ხოლო მართლსაწინააღმდეგო შენახვა შეიძლება მოხდეს მაგალითად საცხოვრებელ ბინაში ან და სხვა ადგილას.

 

საქართველოს სისხლისსამართლისკოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა და დამთავრებულად ითვლება (შეძენის ან შენახვის) ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში დანაშაული განზრახია, პირს შეგნებული აქვს რომ უკანონოდ შეიძინა, შეინახა მართლსაწინააღმდეგოდ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მოტივს და მიზანს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

მოცემულ შემთხვევაში პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას, იმის თაობაზე, რომ ვინაიდან დაკავების ოქმის თანახმად პ----------------ს დაკავება მოხდა 2018 წლის 13 აპრილს 10:10 საათზე, ხოლო გ----------------ს პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად კი ჩხრეკა დაიწო იმავე დროს 10:10 საათზე, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების შესახებ ვერ იარსებებდა, შესაბამისად ჩხრეკა ჩატარებულია დადგენილების გარეშე, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ პ----------------ს დაკავების ოქმის თანახმად, მ---------- ფაქტობრივი დაკავება მოახდინა ბ------------------ ხოლო დადგენილება გ----------------ს პირადი ჩხრეკის შესახებ გამოტანილია გამომძიებელ გ---------------–--ს მიერ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ პ----------------ს დაკავების ღონისძიებაზე გასულ გამომძიებლებს მ-------------- ერთად დახვდათ გ----------------ც და სწორეს ეს გახდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის წარმოების საფუძველი. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა ეჭვქვეშ ვერ დააყენებს მ---------- პირადი ჩხრეკის ჩატარებას, რადგან სრულიად შესაძლებელია იმავე დროს (საათზე და წუთზე) პარალელურ რეჟიმში მომხდარიყო დადგენილების გამოტანა და ჩხრეკის ჩატარება.

 

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს ადვოკატის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან ბ-------- პირადი ჩხრეკისას უკვე ამოღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი და იყო ინფორმაცია, რომ სარდაფშიც ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს, ბ-------- მიმართ უკვე არსებობდა გარკვეული ბრალდება და ის არ იყო ჩვეულებრივი გამვლელი, შესაბამისად უნდა განმარტებოდა ადამიანის ძირითადი უფლებები და დაკავების დროდ უნდა ჩათვლილიყო ჩხრეკის დაწყების დრო 10:10 საათი.

 

ამასთან დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სარდაფის ჩხრეკის დაწყებამდე გამომძიებლებისთვის ცნობილი იყო, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთები ინახებოდა გარკვეულ ადგილზე გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ იყო, უნდა ჩატარებულიყო ამოღება და არა სარდაფის ჩხრეკა. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ 2018 წლის 13 აპრილის გ----------------ს პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, ჩხრეკის შედეგად მარცხენა მხარეს საქამრიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი, მასში მოთავსებული მჭიდით და 15 ცალი ვაზნით, ასევე შარვლის წინა ჯიბიდან იარაღის რეგისტრაციის მოწმობა და გასაღები. შენიშვნის თანახმად კი ბ------- აცხადებს, რომ ფაქტობრივად ცხოვრობს ქ.თბილისი, ი---------–---–----------------–-, ამავე მისამართზე აქვს სარდაფი, სადაც ინახავს პ----------------ს მიერ მიტანილ თეთრი ფერის პაკეტს, თუ რა დევს პაკეტში მისთვის უცნობია. სარდაფში ასევე ინახავს მის კუთვნილ გაფუჭებულ იარაღებს. აღნიშნულიდან გამომდინარე დადგენილია, რომ ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა პისტოლეტი და ვაზნები აღნიშნული ვერ გახდებოდა დაკავების საფუძველი ვინაიდან ასევე ამოღებული იქნა იარაღის რეგისტრაციის მოწმობა. რაც შეეხება ინფორმაციის ქონას სარდაფში არსებულ იარაღთან დაკავშირებით, ჩხრეკის ოქმში გაკეთებული შენიშვნის თანახმად ბ------- განმარტავს, რომ სარდაფში ინახავს პ----------------ს მიერ მიტანილ თეთრი ფერის პაკეტს, თუ რა დევს პაკეტში მისთვის უცნობია. შესაბამისად კონკრეტული ინფორმაცია, რომ ბ------- სარდაფში ინახავდა უკანონოდ იარაღებს, პირადი ჩხრეკის დროს არ არსებობდა.

 

რაც შეეხება სარდაფის ჩხრეკას და არა საგამოძიებო მოქმედება ამოღების ჩატარებას, პალატა მიუთითებს, რომ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლებისთვის არ იყო ცნობილი სარდაფის კონკრეტული კუთხე ან სარდაფში არსებული კონკრეტული ადგილი საიდანაც შეიძლება ამოღება ჩაეტარებინათ, მით უფრო როცა ინფორმაცია იყო თეთრი ფერის პაკეტზე, რომელშიც კონკრეტულად რა იდო უცნობი იყო, საქართველოს სსსკ-ის 119-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი შეიძლება ამოღებულ იქნეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მისი ძებნა საჭირო არ არის. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოსაღებად ჩხრეკა შეიძლება ჩატარდეს, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ის ინახება გარკვეულ ადგილზე, გარკვეულ პირთან და მის აღმოსაჩენად საჭიროა ძებნა.

 

რაც შეეხება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის შენიშვნას, რომლის მიხედვითაც ის, ვინც ნებაყოფლობით ჩააბარებს ამ მუხლით გათვალისწინებულ საგნებს, გათავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები. პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული შენიშვნა მოქმედებს მაშინ, როცა პირი თავისი ინიციატივით მანამ სანამ საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელისთვის ცნობილი გახდება მსგავსი საგნის ქონის შესახებ, ნებაყოფლობით წარადგენს. შესაბამისად აღნიშნული შენიშვნა ვერ გავრცელდებოდა გ----------------ზე, რადგან მსჯავრდებულის მიერ მის სარდაფში რაიმე საგნების არსებობის შესახებ განაცხადა, მხოლოდ პ----------------ს დაკავებისა და თავად ბ-------- პირადი ჩხრეკის მიმდინარეობისას.

 

წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ მსჯავრდებულ გ----------------მ ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთან მსჯავრდებულ გ----------------ს მიმართ არ არსებობს ბრალის გამომრიცხველი რაიმე გარემოება. ამავდროულად, პალატა მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულ გ----------------ს მხილების კუთხით სასამართლოში წარდგენილი იქნა მოწმეები, რომელთა ჩვენებები ერთმანეთთან თანხვედრილია, ასევე თანხვედრილია საქმეში არსებულ სხვა ობიექტურ მტკიცებულებებთან და მათში ეჭვის შეტანის არანაირი საფუძველი არ არსებობს. სარდაფის ჩხრეკის ოქმი შედგენილია საპროცესო ნორმების სრული დაცვით რომლითაც დასტურდება, რომ 2018 წლის 13 აპრილს 10:40 საათიდან 12:15 საათამდე ჩხრეკა ჩატარდა ქ.თბილისი, ივ--------–---–-------–- მდებარე სარდაფში, რის შედეგადაც ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მოყავისფრო ფერის ყუთში მოთავსებული 300 ცალის ვაზნა მოთავსებული მუყაოს პატარა ზომის ყუთში, ასევე აღნიშნული ყუთიდან ამოღებული იქნა, პოლიეთილენის პარკში მოთავსებული 22 ცალი, პისტოლეტი მჭიდით და რვა ცალი ვაზნით, აღნიშნულ პისტოლეტს დამონტაჟებული ჰქონდა მაყუჩი. სარდაფში განთავსებული ტუმბოს უჯრიდან ამოღებულ იქნა ბარაბნიანი რევოლვერი V--------- ასევე ამოღებულ იქნა მეორე ბარაბნიანი რევოლვერი, რომელსაც დამაგრებული აქვს რემენი, ნომრით Z------ ამავე უჯრიდან ამოღებული იქნა შვიდი ცალი ვაზნა. სარდაფში არსებული ტუმბოს ზედაპირიდან პარკიდან აღებული იქნა, მოშავო ფერის დაშლილ მდგომარეობაში არსებული პისტოლეტი, ნო------------ იარაღს აქვს წარწერა G--------- ასევე ამოღებულ იქნა დაშლილ მდგომარეობაში ფისტოლეტი წარწერით P--- ნომრით A---- მოშავო ფერის ავტომატი M4-ს, მოშავო ფერის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი კონდახზე წარწერით K----- იარაღს აქვს წარწერა 3------ აღნიშნული ტუმბოს ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი წარწერით о----- სარდაფში შესვლიდან მარჯვენა მხარეს არსებული ხის ტუმბოდან ამოღებული იქნა მუყაოს პარკი მასში მოთავსებული დაშლილ მდგომარეობაში არსებული ბარაბნიანი რევოლვერი, ნომრით 4894. ამავე, მუყაოს პარკში მოთავსებული იყო ყავა ჯაკობსის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია პისტოლეტის ჩარჩო. ჩხრეკის ოქმს თან ერთვის ჩხრეკაში მონაწილე პირების ხელმოწერები. ხოლო ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ უნომრო იარაღი წარმოადგენს ქართული წესით დამზადებულ, 1--- წლის ნიმუშის, 9 მმ კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტს (------ იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. პისტოლეტს შეცვლილი აქვს ლულა, რომლის წინა ნაწილზე მოჭრილია ხრახნი მასზე მაყუჩის მოსარგებად. 8 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1--- წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის (--- და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტებისთვის (АПС), აგრეთვე შემდეგი პისტოლეტებისთვის: P----------------- და სხვა; აღნიშნული 8 ცალი 1--- წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 22 ცალი ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, 1974 წლის ნიმუშის 5,45 მმ კალიბრის ვაზნებს, განკუთვნილს ამავე კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის „----------------- “A------------------------------------ ავტომატებისთვის, კალაშნიკოვის კონსტრუქციის სხვადასხვა მოდელის ლიცენზირებული ავტომატებისთვის, ასევე „------- და ,,------4” ხელის ტყვიამფრქვევებისთვის, აღნიშნული 22 ცალი 5,45 მმ კალიბრის ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად. 1 ვაზნა წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ 1899 წლის ნიმუშის 7,65 მმ კალიბრის ვაზნას, განკუთვნილს ამავე კალიბრის პისტოლეტებისა და პისტოლეტ-ტყვიამფრქვევების დიდი ჯგუფისთვის, ხოლო 6 ვაზნა წარმოადგენს კუსტარული წესით დამზადებულ ვაზნებს და განკუთვნილია 10,65-11,0 მმ კალიბრის რევოლვერებისთვის, კონკრეტულად კი ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ქარხნული წესით დამზადებულ, ფრანგული წარმოების 11,65 მმ კალიბრის ლეფორშეს მოდელის N108873 რევოლვერისთვის. აღნიშნული 7 ცალი ვაზნა მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.

 

ექსპერტიზაზე გამოსაკვლევი N-----2 იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, სომხეთის წარმოების 9მმ კალიბრის „K6-92” მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. პისტოლეტ-ტყვიამფრქვევს რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების კვალი არ აღენიშნება. N108873 იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ფრანგული წარმოების 11,65 მმ კალიბრის ლეფორშეს მოდელის რევოლვერს; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის. რევოლვერს რაიმე კონსტრუქციული გადაკეთების კვლები არ აღენიშნება. NLH 6723 იარაღი წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ბრიტანული წარმოების 9 მმ კალიბრის (.38) ენფილდის N2 Mk1 მოდელის რევოლვერს; იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე რაიმე უტყუარი, დამაჯერებელი მტკიცებულება რაც გაამყარებდა დაცვის მხარის პოზიციას დაცვის მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული მისი პოზიცია იმის თაობაზე, რომ გ----------------ს პირადი ჩხრეკის და სარდაფის ჩხრეკის დროს დარღვეულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესები და ადამიანის ძირითადი უფლებები რის გამოც გამომძიებლის დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ, ბ-------- პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთმტკიცებები, იარაღზე ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული როგორც უტყუარი მტკიცებულება და მსჯავრდებულ გ----------------ს მიმართ გამოტანილი იქნეს გამამართლებელი განაჩენი საფუძველს მოკლებულია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).

 

პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია გ----------------ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ----------------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

გ----------------- პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია;

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გ----------------სათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.

 

ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი, ვინაიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა არაერთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რაც მაღალი ხარისხით საზოგადოებრივი საფრთხის შემცველია, ვიდრე მხოლოდ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. ამასთან დაუდგენელია რა მიზანს ემსახურებოდა აღნიშნული იარაღების დასაბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა, შესაბამისად მიაჩნია, რომ გ----------------- უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი;

 

პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმებაპირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი (2018 წლის 06 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4 წლამდე ვადით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა სწორედ ზემოთ აღნიშნული სანქციის ფარგლებში;

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია) და დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია), დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელებისას მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი, გ----------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: თანხა 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლოციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 3 ცალი დისკი, ზაზა გაბროშვილის ხმის ნიმუში 1 ცალი დისკი, პ----------------ს ხმის ნიმუში 1 ცალი დისკი, რომელიც გადაგზავნილია საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტაენტში,საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სს საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

კარაბინი - N---------- მაკაროვის კოსტრუქციის პისტოლეტი N1------------------ მოდელის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი N-------- 7,62 მმ კალიბრის ,,----- მოდელის ტყვიამფრქვევი N----- 12 კალიბრის გლუვლულიანი ორლულიანი თოფის ვერტიკალურად განლაგებული 310 მმ ზომაზე კუსტარულად გადაჭრილი ლულები; ,,----- მოდელის 9 მმ კალიბრის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ლულა და ჩამკეტი; რევოლვერის ჩარჩო ლულით და დოლურით, სახელურის მარცხენა ლოყა არის 1--- წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის N4894 ,,ნაგანის“ რევოლვერის ჩარჩო, ლულა დოლურით და სახელურის მარცხენა ლოყა. ირაღის ნაწილებიდან კი სახეზეა რევოლვერის დამშვები კავი, ჩახმახი, საბრძოლო ზამრაბა, მცოცავი და სარკმელი; ასევე N1812 პისტოლეტი ლულა, ჩარჩოს გარსაცმით, ჩარჩო და პისტოლეტის ნაწილები წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ვალტერის ,,P-38“ მოდელის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ლულას, ჩარჩოს გარსაცმს, ჩარჩოს, მცველს, გრძელი ქანჩს, ჩურჩულას ფარს და ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ კალიბრის ,,-------------------- პისტოლეტის ჩარჩოს და ლულას ჩარჩოს გარსაცმით, დამაბრუნებელ ზამბარას, მცირე ზამბარას, მოკლე ქანჩს, საცემელის ინდიკატორის ხუფს, მოკლე ჩამკეტ ღერძს, სახელურის ლოყებს და ,,------------ს“ პისტოლეტის მცირე ზომის ნაწილებს, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიაღების სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

,,G-------“ მოდელის 9 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი; ,---------“ მოდელის 9 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი; მაკაროვის კონსტრუქციის უნომრო პისტოლეტი; მაყუჩი; 9 მმ კალიბრის ,------- მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი N-----2; ფრანგული წარმოების 11,65 მმ კალიბრის ლეფორშეს მოდელის რევოლვერი #------; ბრიტანული წარმოების 9 მმ კალიბრის (.38) ენფილდის ,,N2 Mk1“ მოდელის რევოლვერი N-------- რომლებიც ინახება საქართველოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიაღების სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

 

308ცალი ვაზნებიდან, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიაღების სამსახურში და მაღაზია ,,დენთის“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვაზნებიდან, რომლებიც ინახება შსს შეირაღების სამსახურში, სამხედრო საბრძოლო ვაზნები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო დანარჩენი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.საქართველოს მთავარი პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ ვაჟა თოდუას და მსჯავრდებულ გ----------------ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;

 

3.გ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით (2018 წლის 06 ივნისის კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით;

 

4.გ----------------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

 

5.გ----------------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 13 აპრილიდან ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან;

 

6.ნივთიერი მტკიცებულება - თანხა 8000 (რვა ათასი) აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც ინახება საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს;

 

ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული 3 ცალი დისკი, ზაზა გაბროშვილის ხმის ნიმუში 1 ცალი დისკი, პ----------------ს ხმის ნიმუში 1 ცალი დისკი, რომელიც გადაგზავნილია საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ დეპარტაენტში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს სს საქმეს და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

კარაბინი - N---------- მაკაროვის კოსტრუქციის პისტოლეტი N1------------------ მოდელის 9 მმ კალიბრის პისტოლეტი N-------- 7,62 მმ კალიბრის ,,----- მოდელის ტყვიამფრქვევი N----- 12 კალიბრის გლუვლულიანი ორლულიანი თოფის ვერტიკალურად განლაგებული 310 მმ ზომაზე კუსტარულად გადაჭრილი ლულები; ,,----- მოდელის 9 მმ კალიბრის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ლულა და ჩამკეტი; რევოლვერის ჩარჩო ლულით და დოლურით, სახელურის მარცხენა ლოყა არის 1--- წლის ნიმუშის 7,62 მმ კალიბრის N4894 ,,ნაგანის“ რევოლვერის ჩარჩო, ლულა დოლურით და სახელურის მარცხენა ლოყა. ირაღის ნაწილებიდან კი სახეზეა რევოლვერის დამშვები კავი, ჩახმახი, საბრძოლო ზამრაბა, მცოცავი და სარკმელი; ასევე N1812 პისტოლეტი ლულა, ჩარჩოს გარსაცმით, ჩარჩო და პისტოლეტის ნაწილები წარმოადგენს ქარხნული წესით დამზადებულ, ვალტერის ,,P-38“ მოდელის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის ლულას, ჩარჩოს გარსაცმს, ჩარჩოს, მცველს, გრძელი ქანჩს, ჩურჩულას ფარს და ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ კალიბრის ,,-------------------- პისტოლეტის ჩარჩოს და ლულას ჩარჩოს გარსაცმით, დამაბრუნებელ ზამბარას, მცირე ზამბარას, მოკლე ქანჩს, საცემელის ინდიკატორის ხუფს, მოკლე ჩამკეტ ღერძს, სახელურის ლოყებს და ,,------------ს“ პისტოლეტის მცირე ზომის ნაწილებს, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიაღების სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს;

 

,,G-------“ მოდელის 9 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი; ,---------“ მოდელის 9 მმ კალიბრის უნომრო პისტოლეტი; მაკაროვის კონსტრუქციის უნომრო პისტოლეტი; მაყუჩი; 9 მმ კალიბრის ,------- მოდელის პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი N-----2; ფრანგული წარმოების 11,65 მმ კალიბრის ლეფორშეს მოდელის რევოლვერი #------; ბრიტანული წარმოების 9 მმ კალიბრის (.38) ენფილდის ,,N2 Mk1“ მოდელის რევოლვერი N-------- რომლებიც ინახება საქართველოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიაღების სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს;

 

308ცალი ვაზნებიდან, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ლოჯისტიკის დეპარტამენტის შეიაღების სამსახურში და მაღაზია ,,დენთის“ ჩხრეკის შედეგად ამოღებული ვაზნებიდან, რომლებიც ინახება შსს შეირაღების სამსახურში, სამხედრო საბრძოლო ვაზნები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს, ხოლო დანარჩენი დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი