განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2018
საქმის ნომერი
330310017001773980
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310017001773980

საქმე №3ბ/2766-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

22 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე (მომხსენებელი) - შოთა გეწაძე

მოსამართლეები - ილონა თოდუა, გიორგი გოგიაშვილი

 

სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - შპს „ი------- მ-------------- რ-------“;

წარმომადგენელი - ნ---- ყ----–-–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - მ------ კ------–-ა;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ს----------–--- ფინანსთა სამინისტრო;

წარმომადგენელი - თ----- ტ--–----ე;

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის ბრძანება N-----, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს ,,ი------- მ-------------- რ-------ის (---------“ საჩივარი საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა კ------იის საჩივარი და სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის ბრძანება N----- დარჩა ძალაში;

 

1.3. მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე.

 

2. მოპასუხეების პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო სხდომასა და წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნო და მოითხოვა არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

2.2. მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომასა და წერილობით წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს არ დაკმაყოფილდეს სარჩელი უსაფუძვლობის გამო.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

მოსარჩელე შპს ,,ი------- მ-------------- რ-------ის (---------“ ს/ნ 2-------- სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 03 ივნისის N----- ბრძანების (გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ) თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე და 68-ს მუხლების თანახმად, შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 432 298 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 432298 ლარი, ჯარიმა 0. შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 746 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 746 ლარით. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახდელები, შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------)) პირადი აღიცხვის ბარათზე აისახოს ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით (იხ.ს.ფ. 37).

 

4.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 28 მარტის N----------- წერილით, შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) წერილობით ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 18 ნოემბრის N----- ბრძანების შესაბამისად, ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველომ შეისწავლა შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი. განემარტა, რომ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა განხორცელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N 994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66.2. მუხლის შესაბამისად. შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდატორის 2014 წლის 22 იანვრის და 2015 წლის 3 სექტემბრის თარიღით მომზადებული ამონაწერების მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან მიხედვით შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) მესაკუთრე 100% წილის მმართველია უცხოური საწარმო ,,ი------- მ-------------- რ-------ის ფ---–-- ლ--------ი, კ--------ი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 იანვრის N---- წერილის მიხედვით, შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (---------“ (ს/ნ 2--------) არის შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იის“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრე. საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიხედვით, საზოგადოების მიმართ ხორციელდება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. რეგისტრირებულია საგადასახადო/გირავნობა იპოთეკის უფლება, რაც წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად. საგადასახადო/გირავნობა იპოთეკის უფლება წარმოშობილია 2014 წლის 04 ივნისს (შეტყ. N---------). შემოსავლების სამსახურის 23.12.2014 წლის N0------- ბრძანებით, შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) ქონებას დაედო ყადაღა. ქონებაზე ყადაღის დადების აქტი შედგა 25.09.2014 წელს და დაყადაღებულ იქნა შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) 100%-იანი წილი შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იაში“ (ს/ნ 2--------) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.12.2015 წლის N------ წერილის მიხედვით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (---------“-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ ითვალისწინებს პირის სახელწოდების მიხედვით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ მუხლის 67.2. მიხედვით, 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის უფლებამოსილი საგადასახადი ორგანოს მიერ მომზადებულ დადებით დასკვნას, შემოსავლების სამსახურის უფროსის შესაბამის დასკვნასთან ერთად უგზავნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილ ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელ კომისიას, რომელიც ამზადებს შესაბამის დასკვნას და წარუდგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრს, რომელიც გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესახებ.

 

წარმოდგენილი ინფორმაციებით დადგინდა, რომ შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (---------“ (ს/ნ 2--------) არის შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იის“ (ს/ნ 2--------) მფლობელი და საჯარო რეესტრის 14.01.2016 წლის N---- წერილის მიხედვით ამ კომპანიის კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრე ანუ შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (---------“ (ს/ნ 2--------) აქვს აქტივები.

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66.2. ,,ა“ მუხლის მიხედვით, საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება თუ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები. ამავე 66.2.,,ვ“ მუხლით, საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (---------“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდატორის განცხადებაზე თანდართული 22.01.2015 წლის და 03.09.2015 წლის თარიღებით მომზადებული საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, აღნიშნული საზოგადოების ლიკვიდაცია დაწყებულია.

 

წარმოდგენილია ,,ი------- მ-------------- რ-------ის ფ---–-- ლ--------ი-ს“ დირექტორთა საბჭოს 05.11.2015 დამოწმებული ქვეკომიტეტის სხდომის ოქმი, რომლითაც გადაწყდა შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (---------“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდაციის პროცესის დაწყება, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში მოიხსნას რეგისტრაციიდან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

22.01.2015 წლის და 03.09.2015 წლის თარიღებით მომზადებული საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერების მიხედვით, შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (---------“ (ს/ნ 2--------) მფლობელი და 100% წილის მმართველია უცხოური კომპანია ,,ი------- მ-------------- რ-------ის ფ---–-- ლ--------ი“ და არა ,,ე---- მ------ ფ---–-- ლ--------ი“.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.01.2016 წლის N---- წერილით დაწყებულია შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (---------“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდაციის პროცესი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ მიხედვით, საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამოშლის შემთხვევაში.

 

შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება ზემოაღნიშნული პირობების შესრულების შემთხვევაში.

 

4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 18 ივლისის N----- ბრძანების ( შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ის“ (ს/ნ 2--------) საჩივრის არ დაკმაყოფილების თაობაზე) თანახმად, შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (--------- -ის“ (ს/ნ 2--------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განიმარტა გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა.

 

დავის საგანი: სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 28 მარტის N----------- წერილი.

 

სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის #994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლი (იხ.ს.ფ. 83-85, 122-125).

 

4.4. შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) შედარების აქტის მიხედვით, 30.12.2015 წლის მდგომარებით, გადასახადის გადამხდელს გააჩნია აღიარებული საგადასახადო დავალიანება, სულ ნარჩენი - 399251.49; საურავი -156427; ზედმეტობა - 2889.52 (იხ.ს.ფ. 126).

 

4.5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 21.12.2015 წლის N------ წერილით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს წერილობით ეცნობა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (---------“-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (ნივთებზე) რეგისტრირებული არ არის. ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ იძლევა პირის სახელწოდების მიხედვით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას, რის გამოც სასაურველი იყო წარედგინათ დამატებითი ინფორმაცია. ასევე ეცნობათ, რომ ზემოაღნიშნული ინფორმაცია მოძიებულია უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საიდენტიფიკაციო ნომრებით რეგისტრირებული უძრავი ნივთების მიხედვით.

 

4.6. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.01.2016 წლის N---- წერილით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს წერილობით ეცნობა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (---------“ (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იის“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრედ. დაწყებულია შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდაცია. საფუძველი: უცხოური საწარმო ,,ი------- მ-------------- რ-------ის ფ---–-- ლ--------ი-ს“ (კ--------ი, 1-----) კრების ოქმი. მარეგისტრირებელი ორგანოს აქტი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.01.2014 წლის გადაწყვეტილება N------------

 

დაწყებულია შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------ია-ს“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდაცია. საფუძველი: შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) გადაწყვეტილება. მარეგისტრირებელი ორგანოს აქტი: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.01.2014 წლის გადაწყვეტილება N------------

 

4.7. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის (05.05.2016 წლის მდგომარეობით) თანახმად, შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (---------“ (ს/ნ 2--------) რეგისტრირებულია 11.11.2005 წელს (სახელმწიფო რეგისტრაციის N1-------). მფლობელი და 100% წილის მმართველია უცხოური კომპანია ,,ი------- მ-------------- რ-------ის ფ---–-- ლ--------ი“, კ--------ი 1-----, 17.09.2004. ლიკვიდაცია დაწყებულია. გირავნობა რეგისტრირებული არ არის. ყადაღა: 1----------- 26/09/2014 13:05:13. შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) 100%-იანი წილი შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იაში“ (ს/ნ 2--------). საფუძველი: აქტი ქონებაზე ყადაღის დადების შესახე, გამოცემული 23.09.2014 წლის N0------- ბრძანების საფუძველზე, 25.09.2014, შემოსავლების სამსახური. საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა 1----------- 04/06/2014 12:10:44. საგანი: მთელი ქონება. საფუძველი: შეტყობინება, N--------, 04.06.2014. შემოსავლებისსამსახური.

 

4.8. 25.09.2014 წლის ქონებაზე ყადაღის დადების აქტის მიხედვით დაყადაღებულია შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2--------) 100%-იანი წილი შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იაში“ (ს/ნ 2--------).

 

4.9. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 09.12.2015 წლის N------- წერილით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს წერილობით ეცნობა, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (---------“ (ს/ნ 2--------) სახელზე რიცხული ქონების (მიწის ნაკვეთის) შესახებ.

 

4.10. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს 10.12.2015 წლის N-------- წერილით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს წერილობით ეცნობა, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში არსებული უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით, შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ზე“ (ს/ნ 2--------) ს---------–-- წ----------–-- მოპოვების ლიცენზიის გაცემა არ ფიქსირდება.

 

4.11. სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 05.12.2015 წლის M----------------- წერილით, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს წერილობით ეცნობა, რომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, იმ დრის მდგომარეობით, შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ის“ (ს/ნ 2--------) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ იმფორმაცია მოძიებული ვერ იქნა(იხ.ს.ფ. 17-18, 129-133, 140, 142, 144).

 

4.12. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საჩივარი №13--------) შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ის “ (ს/ნ 2-------) საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

გადაწყვეტილებაში აღინიშნა:

მომჩივანი: შპს „ი------- მ-------------- რ-------ის (---------“ (ს/ნ 2--------); შემმოწმებელი: ადმინისტრირების დეპარტამენტი

დავის საგანი: საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე უარი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: 1) შემოსავლების სამსახურის 18.07.2016 წლის №----- ბრძანება; 2) ადმინისტრირების დეპარტამენტის 28.03.2016 წლის N----------- წერილი.

დარიცხული თანხა: 615 413 ლარი (09.11.2016 წლის მდგომარეობით).

ფაქტების აღწერა: კომპანიამ ადმინისტრირების დეპარტამენტის 28.03.2016 წლის N----------- წერილთან დაკავშირების მოთხოვნით მიმართა შემოსავლების სამსახურს. შემოსავლების სამსახურის 18.07.2016 წლის №----- ბრძანებაში არსებული ინფორმაციით ირკვეოდა, რომ კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება კომპიუტერულ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დარიცხული თანხების გადაუხდელობის შედეგად. შემოსავლების სამსახურის 18.07.2016 წლის №----- ბრძანებით სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია: ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 3 ივნისის N----------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვეოდა შემდეგი გარემოებები: შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (---------“-ს (ს/ნ 2--------) საგადასახადო დავალიანება 2015 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხება 552789,65 ლარის ოდენობით. საგადასახადო დავალიანება კომპიუტერულ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით წარმოშობილია შემოწმების აქტის საფუძველზე მოგების და საშემოსავლო გადასახადებში დარიცხული თანხების გადაუხდელობის შედეგად. შპს „ი------- მ-------------- რ-------ის (---------“-ს ლიკვიდატორის მიერ წარმოდგენილია 2014 წლის 22 იანვრის და 2015 წლის 3 სექტემბრის თარიღით მომზადებული ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელთა მიხედვით შპს „ი------- მ-------------- რ------- (---------“-ს (ს/ნ 2--------) მესაკუთრე, 100%-იანი წილის მმართველია უცხოური საწარმო ი------- მ-------------- რ-------ის ფ---–-- ლ--------ი, კ--------ი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 იანვრის N---- წერილით, შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (---------“ (ს/ნ 2--------), არის შპს „ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იის“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის N------ წერილით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (---------“-ს საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის, საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ ითვალისწინებს პირის სახელწოდების მიხედვით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის 9 დეკემბრის N------- წერილით, სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (---------“-ს სახელზე რიცხული ქონების (მიწის ნაკვეთის) შესახებ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 დეკემბრის N-------- წერილით, უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (----------ს“ (ს/ნ 2--------) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა არ ფიქსირდება. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 5 დეკემბრის M---------------- წერილით სააგენტოს სარეგისტრაციო ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (----------ს“ (ს/ნ 2--------) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა.

 

მიეთითა სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლი; საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66.1. მუხლი.

 

აღინიშნა, რომ საქმესთან დაკავშირებით წარმოდგენილი მასალებით სრულყოფილად ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ გადასახადის გადამხდელს არ აქვს ქონება ან/და აქტივები, შესაბამისად, საჩივარი გახლდათ უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი. არ არსებობდა საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

მომჩივნის არგუმენტაცია: იმ მომენტისათვის, როდესაც კომპანიამ მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, მიმდინარეობდა კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი და შემოსავლების სამსახური ინფორმირებული იყო აღნიშნულის თაობაზე იმავე წერილში, რომლითაც მოთხოვნილი იყო დავალიანების ჩამოწერა. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის N----------- წერილში მოცემული განმარტებისა და მითითების საფუძველზე მიმართა შემოსავლების სამსახურს და წარადგინა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესით განსაზღვრული დოკუმენტაცია. მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ადასტურებდა, რომ კომპანიას არ გააჩნდა ქონება ან/და აქტივები, კერძოდ წარდგენილი ჰქონდა: 1) შპს ი------- მ-------------- რ-------ის (--------- (ს/ნ 2--------) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან; 2) ცნობა საგადასახადო დავალიანების შესახებ; 3) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობა შპს ი------- მ-------------- რ-------ის (--------- (ს/ნ 2--------) ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. 4) შპს ი------- მ-------------- რ-------ის (--------- (ს/ნ 2--------) ცნობა და ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია. ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციით დგინდება და დასტურდება, რომ კომპანიას ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მომენტისათვის არ გააჩნდა და მის სახელზე არ ირიცხებოდა რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება.შემოსავლების სამსახურმა იმ მოტივით განაცხადა დავალიანების ჩამოწერაზე უარი, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა ლიკვიდაციაში მყოფი კომპანიის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი. დავის განმხილველმა ორგანომ დავალიანების ჩამოწერის საკითხი განიხილა საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე. დავების განხილვის საბჭოზე კომპანიას დაევალა დამატებით წარედგინა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი ინფორმაცია, გააჩნდა თუ არა კომპანიას სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია და ადმინისტრირების დეპარტამენტს დაევალა ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ხელახლა განეხილა დავალიანების ჩამოწერის საკითხი. კომპანიამ წარადგინა ამ უწყებიდან მიღებული წერილი, რომ კომპანიაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა არ ფიქსირდებოდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის უგულებელყოფით, შემოსავლების სამსახურმა დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ახალი საფუძველი მონახა, კერძოდ, თუ მანამდე საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის განხილვისას მსჯელობა ხდებოდა იმ გარემოებაზე მსჯელობით, გააჩნდა თუ არა პირს ქონება/აქტივები, შემდგომ უკვე შეწმოსავლების სამსახურმა განაცხადა, რომ კომპანიას საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერება პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოშლის შემთხვევაში. საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით საგადასახადო დავალიანება ჩამოიწერება, თუ იურიდიული პირი კანონმდებლობით დადგენილი წესით ამოიშალა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიიულ პირთა რეესტრიდან. ნორმატიული აქტით დადგენილია, რომ აღნიშნული საფუძვლით დავალიანების ჩამოწერისას შესწავლილი უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფორმაცია: ა) საგადასახადო დავალიანების შესახებ; ბ) უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება (დედანი ან სათანადო წესით დამოწმებული ასლი) იურიდიულ პირის ლიკვიდაციის შესახებ; გ) პირის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან ამოშლის შესახებ. აღინიშნა, რომ იმ მომენტისათვის, როდესაც კომპანიამ მიმართა შემოსავლების სამსახურს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით, დაწყებული იყო და მიმდინარეობდა კომპანიის ლიკვიდაციის პროცესი და შემოსავლების სამსახური ინფორმირებული იყო აღნიშნულის თაობაზე იმავე წერილში, რომლითაც მოთხოვნილი იყო დავალიანების ჩამოწერა. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საწარმოს ლიკვიდაცია და შესაბამისად საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ საწარმოს კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესის დასრულების შემდგომ. კომპანიას ბიუჯეტის მიმართ გააჩნია საგადასახადო დავალიანება, ანუ კომპანიის მიერ არ არის დასრულებული კრედიტორთა დაკმაყოფილების პროცესი და შესაბამისად შეუძლებელია დასრულდეს ლიკვიდაციის პროცესი, რაც იქნება რეესტრიდან ამოშლის საფუძველი. კომპანიამ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თხოვნით იმიტომაც მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომ საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა ლიკვიდაციის პროცესის დასრულება. ამ დროს კი შემოსავლების სამსახურმა მოითხოვა ჯერ კომპანიის რეგისტრაციის გაუქმება, რაც საგადასახადო ორგანოს მოსაზრებით უნდა გამხდარიყო საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საფუძველი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 5 აპრილის N----------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა. საჯარო რეესტრიც დაეყრდნო „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნას, რომ მანამ სანამ არ მოხდება ყველა კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფლება, ვერ მოხდება კომპანიის ლიკვიდაციის პროცესის დასრულება და შესაბამისად რეგსტრაციის გაუქმება. ზემოაღნიშნული გარემოებებით დასტურდება, რომ შემოსავლების სამსახურმა რამოდენიმეჯერ დააყენა ეჭქვეშ საკითხი თუ რამდენად სწორად იყო მითითებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის სამართლებრივი საფუძველი, თუმცა საბოლოოდ დავის განმხილველმა ორგანომ დავალიანების ჩამოწერაზე უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ წარდგენილი მასალებით სრულყოფილად არ დასტურდებოდა გადამხდელის მიერ ქონების/აქტივების არ ფლობის ფაქტი. მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება უარის თქმის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რადგან კომპანიას ნამდვილად არ გააჩნია ქონება/აქტივები. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით წარადგინა შესაბამისი მტკიცებულებები შესაბამისი უწყებებიდან, რომ კომპანიას არ გააჩნდა არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება. რაც შეეხება იმას, რომ შპს „ი------- მ-------------- რ-------ის (---------“ (ს/ნ 2--------) არის შპს „ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იის“ 100% წილის მფლობელი, შემოსავლების სამსახურისათვის კარგად არის ცნობილი, რომ შპს „ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იაც“ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში, მასაც არ გააჩნია არანაირი ქონება/აქტივები და შპს „ი------- მ-------------- რ-------ის (---------“ პარალელურად ამ კ------იის მიერაც შემოსავლების სამსახურში წარდგენილი იყო განცხადება საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს გაუქმდეს გასაჩივრებული აქტები და მოხდეს საწარმოზე რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

 

დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამართლებრივი საფუძველი: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის პირველი და 2.,,ა" პუნქტი.

 

სადავო საქმეზე არსებული მასალებით და ადმინისტრირების დეპარტამენტის 23.08.2016 წლის N110332-21-05 წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდებოდა, რომ კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანება კომპიუტერულ ბაზაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, წარმოშობილია საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადებში დარიცხული თანხების გადაუხდელობის შედეგად. შპს „ი------- მ-------------- რ-------ის (---------“-ს ლიკვიდატორის მიერ წარდგენილია 2014 წლის 22 იანვრის და 2015 წლის 3 სექტემბრის თარიღით მომზადებული ამონაწერები მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელთა მიხედვით შპს „ი------- მ--------------რ-------ი (---------“-ს (ს/ნ 2--------) მესაკუთრე, 100%-იანი წილის მმართველია უცხოური საწარმო ი------- მ-------------- რ-------ის ფ---–-- ლ--------ი, კ--------ი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 14 იანვრის N---- წერილით, შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (---------“ (ს/ნ 2--------), არის შპს „ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იის“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში 100%-იანი წილის მესაკუთრე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 21 დეკემბრის N------ წერილით, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის (საქართველოს მასშტაბით მოქმედებს 2009 წლის მაისიდან) მონაცემებით შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (---------“ საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის და საჯარო რეესტრის წარმოების წესი არ ითვალისწინებს პირის სახელწოდების მიხედვით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015 წლის 9 დეკემბრის N------- წერილით, სამინისტრო არ ფლობს ინფორმაციას შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (----------ს“ სახელზე რიცხული ქონების (მიწის ნაკვეთის) შესახებ. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 10 დეკემბრის N-------- წერილით უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის მონაცემებით შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (----------ს“ (ს/ნ 2--------) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემა არ ფიქსირდება. სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 5 დეკემბრის M---------------- წერილით, სააგენტოს სარეგისტრაციო ელექტრონული მონაცემთა ბაზის თანახმად, შპს „ი------- მ-------------- რ-------ი (----------ს“ (ს/ნ 2--------) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია მოძიებული ვერ იქნა.

 

იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ სადავო საქმეზე წარმოდგენილი მასალებით არ დასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნია ქონება/აქტივები, საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საგადასახადო ორგანოს უარი პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერაზე მართებულია (იხ.ს.ფ. 29-36).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ს“ (ს/ნ 2-------- ) გააჩნია სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ აღიარებული საგადასახადო დავალიანება. ამასთანავე, იგი არის შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იის“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში 100%-იანი წილის (აქტივის) მესაკუთრე. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით, შემოსავლების სამსახურის 23.12.2014 წლის N0------- ბრძანების საფუძველზე, ყადაღა დაედო შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ის“ (ს/ნ 2--------) მფლობელობაში არსებულ აქტივს - შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------ია-ს“ (ს/ნ 2--------) კაპიტალში შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ის“ (ს/ნ 2--------)1000%-იან წილს. ამასთან, საგადასახადო/გირავნობა იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით. შპს ,,ი------- მ-------------- რ------- (----------ის“ (ს/ნ 2--------) ლიკვიდაცია არ არის დასრულებული და საწარმო არ არის ლიკვიდირებული. შესაბამისად, კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის ამოშლილი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრიდან.

 

ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66.1. მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.

 

6. შპს „ი------- მ-------------- რ-------ის“ სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

 

6.1. შპს „ი------- მ-------------- რ-------ის“ სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, ვინაიდან კომპანიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით დასტურდებოდა, რომ მას ლიკვიდაციის პროცესის დაწყების მომენტისათვის არ გააჩნდა რაიმე სახის უძრავ-მოძრავი ქონება, კერძოდ: ა) ,, შპს „ი------- მ-------------- რ-------ის (---------“ ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის მიხედვით, კომპანია არ იხდიდა ქონების გადასახადს, რადგან აღნიშნული არ გააჩნდა; ბ) შპს „ი------- მ-------------- რ-------ის (---------“ გაცემული ცნობით, ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, დასტურდება, რომ კომპანიას არ გააჩნია ბალანსზე რიცხული ქონება/აქტივები; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ 2009 წლიდან დღემდე შპს „ი------- მ-------------- რ-------ის“ სახელზე საკუთრების უფლებით არ არის რეგისტრირებული რაიმე სახის უძრავი აქტივი.

 

შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იაში“ შპს „ი------- მ-------------- რ-------ის“ 100%-იან წილთან დაკავშირებით, აპელანტი აღნიშნავს, რომ შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იაც“ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში, არც მას გააჩნია ქონება/აქტივი. აღნიშნულმა კომპანიამ, მოსარჩელის მსგავსად, განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს „ი------- მ-------------- რ-------ის“ საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხი, რასაც არეგულირებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული ,,მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები. შესაბამისად, სააპელაციო პალატას აპელანტის (მოსარჩელის) მოთხოვნის საფუძვლიანობის დადგენის აუცილებელ წინაპირობად მიაჩნია, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისათვის, დადგენილი წინაპირობების თანხვედრა.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო დავალიანება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოიწერება თუ დადგენილია, რომ პირს არ აქვს ქონება ან/და აქტივები. იგივე დანაწესს ითვალისწინებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული წესიც. კერძოდ, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის საკითხს განიხილავს უფლებამოსილი საგადასახადო ორგანო, რომელიც საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის მიზანშეწონილობის შესახებ ამზადებს დასკვნას; დასკვნის მოსამზადებლად შესწავლილი უნდა იქნეს გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია, თუ პირს არ გააჩნია ქონება ან/და აქტივები (66.1,2.,,ა“ მუხლი). ამდენად, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის ერთ-ერთი წინაპირობაა ქონების ან/და აქტივის უქონლობა. გადასახადის გადამხდელის საკუთრების უფლება ნებისმიერ ქონებაზე გამორიცხავს საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესაძლებლობას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას, წარმოადგენს აპელანტს (მოსარჩელეს) საკუთრების უფლებით უფიქსირდება თუ არა რომელიმე სახის ქონება/აქტივი.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ,,ქონების“ განმარტება, დეფინიციის დონეზე, მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლში, რომლის თანახმად, ქონება, ამ კოდექსის მიხედვით, არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. თავის მხრივ არამატერიალური ქონების განმარტება მოცემულია ამავე კოდექსის 152-ე მუხლში, რომლის თანახმად, ამგვარი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ არამატერიალურ ქონებას განეკუთვნება წილები ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საზოგადოებაში. იგი წარმოადგენს პარტნიორის უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობას, რომელიც პირს აქვს საზოგადოების წევრობიდან გამომდინარე. იგი გამოხატავს პარტნიორის უფლებას მიიღოს საზოგადოების მართვაში მონაწილეობა და მისი წილის პროპორციულად მიიღოს დივიდენდები ამავე საზოგადოებიდან. ამდენად, წილი წარმოადგენს არამატერიალურ სიკეთეს/ქონებას, რომელიც ისევე შეიძლება გახდეს კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი, როგორც ნებისმიერი მატერიალური ნივთი, რომელიც არ არის ბრუნვიდან ამოღებული. შესაბამისად, წილი როგორც არამატერიალური ქონებრივი სიკეთე წამოადგენს ქონების ერთ-ერთ სახეს.

 

პალატა აღნიშნავს, რომ უფლება არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე აღირიცხება საჯარო რეესტრში (სსკ-ს 311-ე მუხლი). კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის მხოლოდ ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირდება ,,????????? შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სუბიექტების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, ასევე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემები. ამდენად, წილებზე საკუთრების უფლება დგინდება მარეგისტრირებელ ორგანოში განხორციელებული ჩანაწერის შესაბამისად, რომლის მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია (ამავე კანონის მე-5 მუხლი).

 

განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულია შპს ,,ი------- მ-------------- რ-------ის“ 100% წილის უფლება შპს ,,ს----------–--- ს---------–-- წ----------–-- გ------------- კ------იაში“. ამდენად, აპელანტი (მოსარჩელე) საკუთრების უფლებით ფლობს არამატერიალურ ქონებას. მოცემული ფაქტობრივი გარემოება წინააღმდეგობაში მოდის აპელანტის განმარტებასთან, რომ მას არ გააჩნია ქონება. ამასთან, აპელანტის მითითება, რომ შპს ,,ს----------–--- წ----------–-- გ------------- კ------ია“ იმყოფება გაკოტრების რეჟიმში და არ გააჩნია არანაირი ქონება, არ ცვლის ფაქტს მასზედ, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში გააჩნია არამატერიალური ქონება, წილის სახით.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აპელანტის (მოსარჩელეს) რეგისტრირებული არამატერიალური ქონება გამორიცხავს მისივე მოთხოვნის, საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის თაობაზე, საფუძვლიანობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ არ არსებობს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ჩამოწერისათვის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 252.1. მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N994 ბრძანებით დამტკიცებული „მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის“ 66.1. მუხლით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა დავა, აპელანტმა ვერ შეძლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით გაკეთებული სამართლებრივი დასკვნების გაბათილება. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, რის გათვალისწინებითაც უცველელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

 

8. პროცესის ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. შპს ,,ი------- მ-------------- რ-------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლეები:

 

შოთა გეწაძე -

 

ილონა თოდუა -

 

გიორგი გოგიაშვილი -