განაჩენი

სისხლის სამართლის 26.10.2018
საქმის ნომერი
330100114653188
ინსტანცია
თარიღი
26.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114653188

საქმე №1ბ/20-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ეკატერინე ობოლაძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ზა-------------–---–ის

ადვოკატების - ირ---–----------ას, ლე-------------ას

მსჯავრდებულ - სა-–-----------–---–ის

მონაწილეობით,მსჯავრდებულ სა-–-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

სა-–-----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 01 დეკემბერს, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, უმაღლესი განათლებით, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ---------–---------------–-----–------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–-----------------–-------------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენით სა-–-----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სა-–-----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

სა-–-----------–---–ი 2010 წლის 13 სექტემბრიდან მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობებზე. 2013 წლის 01 თებერვლიდან დაინიშნა იმავე სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ამასთან, 2012 წლის 26 სექტემბერს მიენიჭა ქედის, შუახევის და ხულოს სარეგისტრაციო სამსახურების ტერიტორიულ კომპეტენციას მიკუთვნებულ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. შესაბამისად, სა-–-----------–---–ი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლება მოხელესთან გათანაბრებულ პირად.

ქ. ბათუმში მცხოვრებ ამ--------–----ეს საარქივო მონაცემებით ქედის რაიონის სოფელ ზენდიდში ერიცხებოდა დაურეგისტრირებელი 1800 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ამასთან, ამ უკანასკნელს ქედის რაიონის, დაბა ქედაში თვითნებურად დაკავებული ჰქონდა 1407 კვ/მ მიწის ნაკვეთი. ამ--------–----ეს სურდა საკუთრების უფლებით დაერეგისტრირებინა აღნიშნული თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს კომპეტენციას განეკუთვნებოდა, მან მითითებული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში დარეგისტრირების მიზნით, 2013 წლის 19 მარტს, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურს, რა დროსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად რეგისტრაციისათვის წარადგინა მის მიერ დაბა ქედაში თვითნებურად დაკავებული 1407 კვ/მ მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა, რომლის თანახმად მას სოფელ ზენდიდში ერიცხებოდა 1800 კვ/მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დოკუმენტები შესასრულებლად დაეწერა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტს - სა-–-----------–---–ს. ამ უკანასკნელმა ხსენებული სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა 2013 წლის 10 მაისს იმ მოტივით, რომ ამ--------–----ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეუსაბამობაში იყო საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტთან.

2013 წლის 12 ივნისს, მითითებული სარეგისტრაციო წარმოება განახლდა იმ საფუძვლით, რომ ამ--------–----ის მიერ წარდგენილი იქნა დაბა ქედის რწმუნებულის ცნობა, რომლის თანახმად ამ--------–----ე დაბა ქედაში სარგებლობდა 1400 კვ/მ მიწის ნაკვეთით. მომდევნო დღეს, 2013 წლის 13 ივნისს, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ დამატებით წარსადგენი იყო საარქივო ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ. ვინაიდან, ხსენებული დოკუმენტი წარდგენილი არ იქნა, 2013 წლის 15 ივლისს, აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა.

2014 წლის 2 აპრილს, მას შემდეგ, რაც ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ უარი უთხრა ამ--------–----ეს, მის მიერ თვითნებურად დაკავებული, დაბა ქედაში მდებარე 1407 კვ/მ მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე, ამ უკანასკნელმა იმავე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების მიზნით კვლავ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურს, რა დროსაც რეგისტრაციისათვის ხელახლა წარადგინა ზემოაღნიშნული იგივე დოკუმენტები, მათ შორის ადრე მოთხოვილი საარქივო ცნობაც კომლის შემადგენლობის შესახებ. ხსენებული წარმოებაც დაეწერა სა-–-----------–---–ს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სა-–-----------–---–ს სარეგისტრაციო წარმოების პროცესში ეკისრებოდა გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევა და სწორი სამართალშეფარდება, რაც კანონიერი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას წარმოადგენდა. გარდა ამისა, სა-–-----------–---–ს ევალებოდა, შეეფასებინა და დაედგინა, სარეგისტრაციო ობიექტი იყო თუ არა რეგისტრაციაუნარიანი ნივთი. ამასთან, მასვე უნდა გამოეკვლია კონკრეტული სარეგისტრაციო დოკუმენტების და რეგისტრაციასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტების ურთიერთშესაბამისობა, მათ შორის რეგისტრაციას დაქვემდებარებული ნივთის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის და საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისობა.

აღნიშნულის მიუხედავად, სა-–-----------–---–მა კანონით დაკისრებული მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, მან აღნიშნული სარეგისტრაციო წარმოებისას უგულებელყო ზემოდასახელებული კანონების მოთხოვნები, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. კერძოდ, მან არ გაითვალისწინა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის მიხედვით ამ--------–----ეს მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა სოფელ ზენდიდში, ხოლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილი იყო და შესაბამისად საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი იყო დაბა ქედაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, სა-–-----------–---–ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2014 წლის 4 აპრილს, ამ--------–----ის სახელზე დარეგისტრირდა დაბა ქედაში მდებარე 1407 კვ/მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 2-.0-.3--2--, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა სა-–-----------–---–მა, რომელმაც წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ეფუძნება მხოლოდ ლოგიკურ მსჯელობას და გადაწყვეტილება მიღებულია კანონმდებლობისა და სათანადო მტკიცებულებების იგნორირებით, სასამართლოს მიერ არ არის უარყოფილი დაცვის მხარის დასაბუთებული პოზიცია და არ არის გაზიარებული სა-–-----------–---–ის გამამართლებელი მტიცებულებები, კერძოდ:

სასამართლოს ნამსჯელი არ აქვს მოხელის უფლებამოსილებაზე, თუ რა კომპეტენცია გააჩნდა პირს და მხოლოდ კომპეტენციიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე დარღვევას - უფლებამოსილების არასათანადო შესრულებას. სა-–-----------–---–ს ბრალი წარედგინა სამსახურებრივი გულგრილობისათვის. ბრალდების მხარემ თავის დასკვნით სიტყვაში არაერთხელ აღნიშნა, რომ სა-–-----------–---–მა ქმედება ჩაიდინა გაუფრთხილებლობით - დაუდევრობით. საქართველოს სსკ-ს მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“, ხოლო იმავე მუხლის პირველი ნაწილით, „გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით“. სსკ-ს 342-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული არ არის გაუფრთხილებლობის შესახებ. შესაბამისად, სსკ-ს მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სსკ-ს 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (სამსახურებრივი გულგრილობა) გაუფრთხილებლობით ჩადენა არ ისჯება საქართველოს სს კოდექსით. სსკ-ს მე-10 მუხლის მე-4 ნაწილთან დაკავშირებით იგივე მოსაზრება არის გატარებული სისხლის სამართლის ლიტერატურაში. (მერაბ ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, მეცხრე გამოცემა, თბილისი 2013, გვ. 247).

სა-–-----------–---–ის, როგორც სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის, სამსახურებრივ უფლებამოსილებაში შედიოდა უძრავ ნივთებზე საკუთრებისა თუ სხვა სანივთო უფლებების რეგისტრაცია. რეგისტრატორის კომპეტენციას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია „საჯარო რეესტრის შესახებ“ და დამატებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, როგორც ზოგადად ადმინისტრაციული ორგანოების მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მარეგულირებელი კანონი. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. კანონი განსაზღვრავს რეგისტრაციის ზოგად პრინციპებს მე-9 მუხლით, ხოლო „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-14 მუხლი რეგისტრაციის დამატებით პირობებს. ასევე, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე, „მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე. ისინი პასუხისმგებელი არიან მხოლოდ რეგისტრირებული მონაცემებისა და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე“.

აპელანტის აზრით, ამ--------–----ის მიერ 2014 წლის 2 და 3 აპრილს წარდგენილი დოკუმენტაცია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და ინსტრუქციით საკმარისია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. ამასთან, №------------ განცხადებით ირკვევა, რომ განმცხადებელი სარგებლობდა 1 დღიანი დაჩქარებული სარეგისტრაციო მომსახურებით და გადახდილი ჰქონდა მომსახურების საფასური 150 ლარი; ანუ რეგისტრატორს გადაწყვეტილება უნდა მიეღო 1 სამუშაო დღეში. 4 აპრილს განახლებულია სარეგისტრაციო წარმოება და იმავე დღეს მიღებულია გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.

სამსახურებრივ გულგრილობად მიჩნეულია ის, რომ სა-–-----------–---–მა არ გამოიკვლია ამ--------–----ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა; რომ განმცხადებელს ნაკვეთი ერიცხებოდა სოფელ ზენდიდში, ხოლო რეგისტრაცია მოხდა დაბა ქედის ტერიტორიაზე. დაცვის მხარის მიერ დეტალურად გამოკვლეულ იქნა, თუ რის საფუძველზე იქნა მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და ეს სავსებით აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რაც რეგისტრატორს მოეთხოვება უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის დროს. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მოხელის კომპეტენცია არ არის დადგენილი სასამართლოს მიერ. განაჩენის დასაბუთებაში ხაზი არის გასმული, რომ ლოგიკურად დოკუმენტები ერთმანეთს უნდა ედრებოდეს და „დოკუმენტურად ზენდიდში არსებული“ მიწა რატომ დარეგისტრირდა დაბა ქედის სარეგისტრაციო ზონაში. მაშინ როცა, საქმეში წარმოდგენილია ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის №13 დადგენილება „ქედის მუნიციპალიტეტში დასახლებათა გაერთიანებების (თემი) შექმნის შესახებ“ და ამავე საკრებულოს 2011 წლის 25 ნოემბრის დადგენილება №33 „ქედის მუნიციპალიტეტში დასახლებათა გაერთიანებების (თემი) შექმნის შესახებ“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის №13 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“. ამ დადგენილებით განსაზღვრულია ქედის თემში შემავალი სოფლები; კერძოდ, დადგენილების დანართის პირველი პუნქტის მიხედვით, ქედის თემის შემადგენლობაში სხვა სოფლებთან ერთად შედის „დაბა ქედა“ და „სოფელი ზენდიდი“. საქმეში ამ 2 დასახლების რუქა ან სხვა გამყოფი ხაზის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ მოიპოვება, დაცვის მხარის მიერ დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა ზენდიდსა და დაბა ქედას შორის საზღვრები დაზუსტებული, ყველა მოწმემ ერთმნიშვნელოვნად მიუთითა, რომ საზღვრები არ იყო დაზუსტებული და არ არსებობდა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

განაჩენში მითითებულია საქმის გარემოებების არასათანდო გამოკვლევის შესახებ, რაც არ არის მართებული. რეგისტრატორის მიერ, გადაწყვეტილების მიღებამდე გამოკვლეული და დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იყო განცხადება, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (საარქივო ცნობები), საკადასტრო აზომვითი ნახაზი და მომსახურების საფასურის გადახდის დოკუმენტი; 2. საარქივო ცნობაში არ იყო მითითებული, კონკრეტულად სად მდებარეობდა სოფელ ზენდიდში გამოყოფილი მიწის ნაკვეთი: ქუჩა ან სხვა მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ამის გამო, განმცხადებელმა წარმოადგინა დაბა ქედის რწმუნებულის მიერ 06.06.2013 წელს გაცემულ №6- ცნობა, რომელშიც მითითებული იყო ამ--------–----ის მიერ დაბა ქედაში მიწის ნაკვეთის ფლობისა და სარგებლობის ფაქტი; 3) ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 31 იანვრის №13 დადგენილების საფუძველზე, სოფელი ზენდიდი და დაბა ქედა ერთი გაერთიანების/თემის დასახლებებია და მათ შორის საზღვარი არ არის გამიჯნული; 4) სარეგისტრაციო მასალებში წარდგენილი იყო ამ--------–----ის 2013 წლის 19 მარტის განცხადება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურის სახელზე, რითაც ირკვეოდა რომ მიუხედავად საარქივო ცნობაში მითითებული 0,18 ჰა მიწის ნაკვეთისა, იგი თანახმა იყო მისთვის დაერეგისტრირებინათ 1407,1 კვ. მ. მიწის ნაკვეთი საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისად. ეს სავსებით ჯდება კანონის მოთხოვნაში, როცა პირი ამცირებს მის მოთხოვნას, ვიდრე ეკუთვნის. შესაძლოა, მომიჯნავე რეგისტრაციების შედეგად მიწის ნაკვეთი სრული ფართობით არ იყოს წარმოდგენილი და პრაქტიკაში მისი არაერთი შემთხვევა ფიქსირდება. 5) 2012 წლის 23 ოქტომბერს, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, სახელმწიფოს მიერ ამ--------–----ისათვის სწორედ დაბა ქედაში იყო 1145 კვ. მ. მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული საკადასტრო კოდით 2-.0-.34.2--; რეგისტრაციას საფუძვლად უდევს საკომლო წიგნის ჩანაწერი ანუ მიწის გამოყოფა რეფორმის ფარგლებში სოფელ ზენდიდში. ეს დასტურდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან უძრავი ქონების შესახებ, მომზადებული 23.10.2012 წელს, საკადასტრო კოდი: 2-.0-.3--2--; როგორც ყველა სისტემური რეგისტრაცია, ესეც გაუქმებულია 2013 წლის 7 მაისს. ამ--------–----ემ ჩვენებაში განაცხადა, რომ მას განცხადება დააწერინეს რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით (შემდგომში სისტემური რეგისტრაციები 2013 წელს მთლიანად გაუქმდა ქვეყნის მასშტაბით და გაუქმდა მათ შორის, ამ--------–----ისათვის რეგისტრირებული ნაკვეთი); ამ--------–----ის მიერ წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი ესაზღვრებოდა დაბა ქედის ტერიტორიაზე საჯარო რეესტრში ამ--------–----ის ძმისათვის უკვე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს და მასაც გააჩნდა მსგავსი საკომლო წიგნის ამონაწერი სოფელ ზენდიდში მიწის გამოყოფის შესახებ; 7) საჯარო რეესტრში დაცული იყო რუკა, რომელიც საინფორმაციოდ დაერთო ამ სს საქმეს და რითაც ხელმძღვანელობდნენ რეგისტრატორები. რუქიდან დგინდება, რომ ამ--------–----ე რეგისტრაციას ითხოვდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში მოსახლეობისათვის იყო დარიგებული და იქ სახელმწიფო საკუთრება არ ფიქსირდებოდა; 8) ამ--------–----ის სახელზე სხვა მიწის ნაკვეთი არ იყო საჯარო რეესტრში რეგისტრირებული. იგივე დასტურდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 30.04.2014 წლის №----- წერილით, რომელიც გაეგზავნა გამომძიებელს, დგინდება რომ ამ--------–----ის სახელზე ქედის რ-ნის სოფ. ზენდიდის ტერიტორიაზე უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით არ არის რეგისტრირებული. იგივე დაადასტურა მოწმის სახით ჩვენების მიცემისას სასამართლოში ამ--------–----ემ 10.05.2017 წელს; მან განმარტა, რომ სოფელ ზენდიდში მიწა არ აქვს, არც არსებობს ფიზიკურად და ეს არის მისთვის 90-იან წლებში გამოყოფილი ნაკვეთი.

აჭარის ა/რ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ტერიტორიული ორგანო ქედის არქივის მიერ 05.0-.2013 წლის №3- საარქივო ცნობის მიხედვით, დაბა ქედის საკრებულოს საარქივო დოკუმენტებიდან, კერძოდ, 1996-2000 წლების სოფ. ზენდიდის საკომლო წიგნის ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მოქ. ბე–----ე ამირან თ-----ის ძე არის ოჯახის უფროსი. ოჯახის შემადგენლობაში ირიცხება თვითონ და კომლს აწერია სულ მიწა 0,18 ჰა. იმავე არქივის მიერ 02.04.2014 წელს გაცემული №0------- საარქივო ცნობით, „ბე–----ე ა------ თ-----ის ძე არის ოჯახის უფროსი. ოჯახის შემადგენლობაში ირიცხება თვითონ“. საარქივო ცნობაში არ არის მითითებული კონკრეტული მისამართი, მათ შორის, თუნდა სოფელ ზენდიდში კონკრეტულად სად მდებარეობს ეს ნაკვეთი; გაუგებარია, მსგავსი ზოგადი ხასიათის საარქივო ცნობით, როგორ უნდა მოახდინოს რეგისტრატორმა მიწის ნაკვეთის იდენტიფიკაცია. დოკუმენტებში შეუსაბამობის გამო, მოთხოვნილი იყო რწმუნებულის ცნობა; სხვა გზა, იდენტიფიკაციისათვის არ არსებობდა. ამის გამო, ფაქტობრივად ერთადერთი შესაძლებლობა რჩება დამატებით იქნეს მოთხოვნილი ინფორმაცია მუნიციპალიტეტიდან. სწორედ ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო - დაბა ქედის თემის რწმუნებულის მიერ 06.06.2013 წელს გაცემულ №6- ცნობით, ამ--------–----ე ნამდვილად ცხოვრობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში და დაბა ქედის ტერიტორიაზე სარგებლობს 0,14 ჰა მიწის ფართობით. სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომლის სა-–-----------–---–ის მიერ დაბა ქედის რწმუნებულის მიერ 06.06.2013 წელს გაცემული №6- ცნობა გამოყენებული იყო იმ მიზნით, თუ სად გააჩნდა მიწის ნაკვეთი ამ--------–----ეს ზენდიდში თუ დაბა ქედაში. მიწის კატეგორიის, დანიშნულების დადგენის და სხვა მსგავსი მიზნობრიობით არ ყოფილა გამოყენებული რწმუნებულის ცნობა.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 19.09.2014 წლის №0-------- წერილში, რომელიც 25.05.2014 წელს წარედგინა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურს და მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის გაუქმება, საკმაოდ ვრცელი შეფასება არის მოცემული ქედის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო - დაბა ქედის რწმუნებულის მიერ 06.06.2013 წელს გაცემული №6- ცნობის. გამგებლის წერილში არსად არ არის მითითებული, რომ დაბა ქედის რწმუნებულს ამ შინაარსის ცნობის გაცემის უფლებამოსილება არ ჰქონდა. გამგებელი მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ „ცნობაში არ არის განსაზღვრული მოქ. ა. ბ-–-----ს მიერ დაბა ქედის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის სარგებლობის ფორმა ანუ არ არის ასახული თუ რა ფორმით სარგებლობს მიწის ნაკვეთს და არ დასტურდება მისი მართლზომიერ მფლობელობაში არსებობა. ასევე, არ არის მითითებული ნაკვეთის კონკრეტული ადგილმდებარეობა. არ არის განსაზღვრული ნაკვეთის ფუნქცია (სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა თუ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და კატეგორია“.

სასამართლოზე ჩვენება მისცეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა: 06.04.2017 წელს კომისიის თავმჯდომარემ გუ------------–--ემ, კომისიის წევრებმა ნუ-------------ემ და ას-–-------–----ემ, 23.02.2017 წელს გამგებლის თანაშემწემ და იმავდროულად კომისიის წევრმა მე-----------ემ. მოწმეებმა განმარტეს ის მიზეზები, რის გამოც ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 2 აპრილის №0------- გადაწყვეტილებით უარი ეთქვა ამ--------–----ეს დაბა ქედაში ა-------------------- მდებარე 1407.1 კვ. მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის საცხოვრებელი ერთი ერთეული - 15.6 კვ. მ. საკუთრების უფლების აღიარებაზე. ამასთან, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2014 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება არ ყოფილა წარდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურში და ეს ფაქტი სარეგისტრაციო წარმოების პროცესში უცნობი იყო სა-–-----------–---–ისათვის. მოწმე ნუ-------------ემ 06.04.2017 წლის ჩვენებაში აღნიშნა, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიის უარი საჯარო რეესტრს არ ეგზავნება.

სსკ-ს 342-ე მუხლის პირველ ნაწილს გააჩნია მაკვალიფიცირებელი ნიშანი და როგორც განაჩენიდან ირკვევა, 10130 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთის მოქალაქეზე რეგისტრაციის შედეგად დაირღვა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები, რადგანაც მუციციპალიტეტმა ვერ შეძლო გზის გაყვანა. სს საქმის მასალებით არ არის დადგენილი, სადავო მიწის ნაკვეთი ეკუთვნის სახელმწიფოს თუ საერთოდ სხვა მოქალაქეს. ბრალდების მხარეს არ მიუმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსათვის და არც აჭარის ა/რ ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსთვის, არ არის დაზარალებულად ცნობილი სახელმწიფოს წარმომადგენელი ეკონომიკურ სფეროში, მაგალითად უფლებამოსილი სამინისტრო. ქედის გამგებელი აცხადებს, რომ ამ ნაკვეთზე ინვესტიციის წახალისებისათვის ანუ ღვინის ქარხანასთან მისასვლელი უფრო მოკლე გზა უნდა გაეყვანა, მაგრამ სადაც გზა უნდა გასულიყო, იყო თუ არა ამ ნაკვეთის განკარგვაზე უფლებამოსილი სახელმწიფო, ეს საკითხი გაურკვეველია. შესაბამისად, სახეზე არ არის სსკ-ს 342-ე მუხლის მაკვალიფიცირებელი ნიშანი - სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა, რითაც დანაშაულის შემადგენლობა ვერ დგება, რაც სა-–-----------–---–ისათვის ბრალის უსაფუძვლოდ წარდგენას ადასტურებს.

მნიშვნელოვანია, რომ ამ--------–----ისათვის საკუთრების უფლებით დაბა ქედაში მდებარე 1407 კვ. მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, 2014 წლის 25 სექტემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურისათვის წარდგენილია ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის განცხადება ამავე მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. განცხადებას ერთვის გამგებლის 2014 წლის 19.09.2014 წლის №0-------- წერილი. ამ წერილში გამგებელი დაბა ქედის რწმუნებულის მიერ 06.06.2013 წელს გაცემული №6- ცნობის დეტალურ შეფასებას ახდენს. მაგრამ, მხოლოდ ეს წერილი ვერ გახდა რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. ამის შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურს დამატებით წარედგინა გამგებლის 2014 წლის 1 ოქტომბრის №0-------- წერილი, სადაც კონკრეტულად მითითებულია, რომ „ა. ბ-–-----ს მიერ №------------ განაცხადით წარმოდგენილი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი არ არის სოფ. ზენდიდი საკომლო წიგნის ჩანაწერებში ასახული მისი საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, ხოლო საკადასტრო აზომვითი ნახაზით სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და 2-.0-.3--2-- საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში აწ უკვე რეგისტრირებული 1407 კვ. მ. მიწის ნაკვეთი კი წარმოადგენს სხვა ფართობს, რომელიც მდებარეობს დაბა ქედის ტერიტორიაზე და მას იგი სარგებლობდა თვითნებურად“. მხოლოდ ამ დამატებით წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე 2014 წლის 1 ოქტომბერს სარეგისტრაციო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამ--------–----ისათვის 2-.0-.3--2-- საკადასტრო კოდით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 1407 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგიტრაციის გაუქმების შესახებ.

ქედის მუნიციპალიტეტის გამგებლის და-------------ის 08.10.2015 წლის ჩვენებით, ამ მიწის ნაკვეთზე გზა უნდა გაეყვანათ გარკვეული ინვესტიციის ხელშეწყობის მიზნით. მისივე განცხადებით, პროექტი ვარდებოდა; ირკვევა, რომ ეს გზა არ გაუყვანიათ. ეს სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს სახელზე საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებიათ. იმავდროულად დგინდება, რომ მიწის ნაკვეთს ისევ ამ--------–----ე ფლობს და სარგებლობს. შესაბამისად, გაუგებარია რაში გამოიხატა სახელმწიფოს ინტერესების არსებითი დარღვევა. უფრო მეტიც, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს შიდა კონტროლის სამსახურის მიერ 25.11.2014 წელს მომზადებული დასკვნა „ამ--------–----ის განცხადების საფუძველზე ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე“. დასკვნის გამოცემას საფუძვლად დაედო იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გადაგზავნილი მასალები. ამ დასკვნით, შიდა კონტროლის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია სა-–-----------–---–ს შეეფარდოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, დასკვნაში დისციპლინური პასუხიმგებლობის საფუძვლად მითითებულია სა-–-----------–---–ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების №8----------- დაუსაბუთებლობა. ამ გადაწყვეტილებით, 2014 წლის 01 ოქტომბერს გაუქმდა ამ--------–----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. გამოდის რომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის გაუქმებას მიიჩნევდა დაუსაბუთებლად, რაც 2014 წლის 4 აპრილის რეგისტრაციის სისწორეს ნიშნავს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას სა-–-----------–---–ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს სა-–-----------–---–ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად სააპელაციო საჩივარი განიხილება სააპელაციო საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.

დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, სა-–-----------–---–ის მიერ 2014 წლის 4 აპრილს, ამ--------–----ის სახელზე დარეგისტრირდა დაბა ქედაში მდებარე 1407 კვ/მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 2-.0-.3--2--. დაცვის მხარის განმარტებით, სა-–-----------–---–მა გადაწყვეტილების მიღებამდე სათანადოდ გამოიკვლია წარდგენილი დოკუმენტები და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება.

დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება და არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ, რომ ამ--------–----ემ დაბა ქედაში 1407 კვ. მ. მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების მიზნით 2013 წლის 19 მარტს, განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურს, რა დროსაც სხვა დოკუმენტებთან ერთად რეგისტრაციისათვის წარადგინა დაბა ქედაში მდებარე მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და საარქივო ცნობა, რომლის თანახმად მას სოფელ ზენდიდში ერიცხებოდა 1800 კვ/მ მიწის ნაკვეთი. აღნიშნული დოკუმენტები შესასრულებლად დაეწერა სა-–-----------–---–ს. თუმცა მან ხსენებული სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა 2013 წლის 10 მაისს იმ მოტივით, რომ ამ--------–----ის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზი შეუსაბამობაში იყო საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტთან. 2013 წლის 12 ივნისს, მითითებული სარეგისტრაციო წარმოება განახლდა იმ საფუძვლით, რომ ამ--------–----ის მიერ წარდგენილი იქნა დაბა ქედის რწმუნებულის ცნობა, რომლის თანახმად ამ--------–----ე დაბა ქედაში სარგებლობდა 1400 კვ/მ მიწის ნაკვეთით. მომდევნო დღეს, 2013 წლის 13 ივნისს, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა იმ მოტივით, რომ დამატებით წარსადგენი იყო საარქივო ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ. 2013 წლის 15 ივლისს, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან, საარქივო ცნობა წარდგენილი არ იქნა. 2014 წლის 2 აპრილს, ამ--------–----ემ იმავე მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების მიზნით კვლავ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქედის სარეგისტრაციო სამსახურს, რა დროსაც რეგისტრაციისათვის ხელახლა წარადგინა ზემოაღნიშნული იგივე დოკუმენტები, მათ შორის ადრე მოთხოვილი საარქივო ცნობაც კომლის შემადგენლობის შესახებ. 2014 წლის 4 აპრილს, სა-–-----------–---–მა ამ--------–----ის სახელზე დაარეგისტრირა დაბა ქედაში მდებარე 1407 კვ/მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 2-.0-.3--2--.

პალატა ითვალისწინებს, რომ 1996-2000 წლების სოფელ ზენდიდის საკომლო წიგნებში მისამართები არ არის ნაჩვენები, შესაბამისად მიწა სად მდებარეობდა საკომლო წიგნებში არ იყო მითითებული. ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მოქალაქე ამ--------–----ე არის ოჯახის უფროსი, შემადგენლობაში ირიცხება თვითონ ანუ ერთი წევრი და აწერია 0,18 ჰექტარი. რაცა სევე დასტურდება სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული შო-------------–--ის და ბა------–-----–--ის ჩვენებებითაც, კერძოდ:

მოწმე შო-------------–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მუშაობს ქედის არქივის წამყვან სპეციალისტად, 2013-2014 წლებში მუშაობდა იმავე სამსახურში. 2013 წლის 19 თებერვალს განცხადებით მიმართა ამ--------–----ემ და ითხოვა საკომლო წიგნიდან 1996-2000 წლების კომლის შემადგენლობა ქონების ჩვენებით. 1996-2000 წლის სოფელ ზენდიდის საკომლო წიგნის ჩანაწერების თანახმად კომლის უფროსი იყო ამ--------–----ე და კომლს ეწერა 0,18 ჰა მიწის ნაკვეთი. 2013 წლის 5 მარტს არქივიდან №3- ცნობა იქნა გაცემული. შემდეგ 2014 წელს ამ--------–----ემ კვლავ მიმართა და ითხოვა 2001-2006 წლების საკომლო წიგნიდან მხოლოდ კომლის შემადგენლობა. დადგინდა, რომ ამ--------–----ე იყო კომლის შემადგენლობაში, შესაბამისი ცნობა №2--- გაიცა 2014 წლის 2 აპრილს. მოწმემ განმარტა, რომ დაბა ქედის საკრებულოში შედის რამდენიმე სოფელი, რომლებიც სათითაოდ არის დაყოფილი საკომლო წიგნებად, შესაბამისად დაბა ქედას საკომლო წიგნი არის ცალკე, ცნობები გაცემული იქნა სოფელ ზენდიდის საკომლო წიგნიდან. წიგნებში მისამართები არ არის ნაჩვენები, შესაბამისად მიწა სად მდებარეობდა საკომლო წიგნებში არ იყო მითითებული.

მოწმე ბა------–-----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი არის ქედის არქივის უფროსი და იმავე თანამდებობაზე იყო 2013 წელს. 2013-2014 წლებში არქივის მიერ გაცემული იქნა მოქალაქე ამ--------–----ეზე საკომლო წიგნის ამონაწერი და ცნობები, კერძოდ 1996-2000 წლების წიგნიდან საკომლოს ჩანაწერი, მიწისა და ოჯახის წევრების შესახებ, ხოლო 2014 წელში გაიცა კომლის შემადგენლობის შესახებ ცნობა. პირველი ცნობა გაიცა 05.0-.2013 წელს, ცნობის შინაარსის თანახმად: დაბა ქედის საარქივო დოკუმენტებიდან კერძოდ, 1996-2000 წლების სოფელ ზენდიდის საკომლო წიგნების ჩანაწერებიდან ჩანს, რომ მოქალაქე ამ--------–----ე არის ოჯახის უფროსი, შემადგენლობაში ირიცხება თვითონ ანუ ერთი წევრი და აწერია 0,18 ჰექტარი. 2001-2006 წლების წიგნებში კი მხოლოდ კომლის შემადგენლობაზე ინფორმაცია წერია. დოკუმენტები მოამზადა არქივის თანამშრომელმა შ--------------–--ემ, ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერა ბა------–-----–--ემ.

 

შესაბამისად, აღნიშნული ცნობის წარდგენით რაიმე არსებითი ახალი გარემოება, რაც დაადასტურებდა, რომ ამ--------–----ეს ნამდვილად ეკუთვნოდა დაბა ქედაში მდებარე 1407 კვ/მ მიწის ნაკვეთი, არ დადგენილა, მაშინ როცა სა-–-----------–---–ი ვალდებული იყო დაედგინა რეგისტრაციას დაქვემდებარებული ნივთის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის და საკადასტრო აზომვითი ნახაზის შესაბამისობა. აღნიშნული ასევე დასტურდება, მოწმე გი---------------ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, ქედის რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა, რომ მართლზომიერად ფლობდა პირი მიწის ნაკვეთს, სარეგისტრაციო სამსახურს არ უნდა მიეჩნია სარწმუნო დოკუმენტად, რადგან ურთიერთკავშირი უფლების დამადასტურებელ დოკუმენტსა და აზომვით ნახაზს შორის ცნობით არ დასტურდება.

 

აპელანტთა აზრით, სასამართლოს ნამსჯელი არ აქვს მოხელის უფლებამოსილებაზე, თუ რა კომპეტენცია გააჩნდა პირს და მხოლოდ კომპეტენციიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ადგილი რაიმე დარღვევას - უფლებამოსილების არასათანადო შესრულებას.

დაცვის მხარის მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან დადგენილია, სა-–-----------–---–ის როგორც უფლებამოსილების ფარგლები, ასევე კომპეტენციაც, კერძოდ: რაც შეეხება სა-–-----------–---–ის კომპეტენციას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე სე------–------–---–ის 2010 წლის 13 სექტემბრის ბრძანებით დადგენილია, სა-–-----------–---–ი მიღებული იქნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში შტატგარეშე მოსამსახურედ; ამავე სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ი----------ას 2011 წლის 10 მაისის ბრძანებით სა-–-----------–---–ი დაინიშნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურში არქივარიუსის თანამდებობაზე. 2012 წლის 26 სექტემბრის ბრძანებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახურის არქივარიუსს სა-–-----------–---–ს მიენიჭა ქედის, შუახევის და ხულოს სარეგისტრაციო სამსახურების სარეგისტრაციო სამსახურების ტერიტორიული კომპეტენციას მიკუთვნებულ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება, ხოლო 2012 წლის 25 სექტემბრის ბრძანების თანახმად მიენიჭა ქედის, შუახევის და ხულოს სარეგისტრაციო სამსახურების ტერიტორიულ კომპეტენციას მიკუთვნებულ საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება.

აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სა-–-----------–---–ი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ითვლებოდა მოხელესთან გათანაბრებულ პირად.

სა-–-----------–---–ის უფლებამოსილება კი განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონით და ინსტრუქციით. ამასთან, სა-–-----------–---–ს თავისი უფლებამოსილების განხორციელების დროს უნდა ეხელმძღვანელა სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებით და ამ აქტების საფუძველზე სრულად გამოეკვლია რეგისტრაციისათვის აუცილებელი ყველა გარემოება. მოცემულ შემთხვევაში კი მას უნდა დაედგინა რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის მიხედვით ამ--------–----ეს მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა სოფელ ზენდიდში, ხოლო საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილი იყო და შესაბამისად, საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი იყო, დაბა ქედაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

სა-–-----------–---–ის უფლებამოსილება ასევე დადგენილია მოწმე გი---------------ის ჩვენებითაც, რომელიც არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის, რეგისტრაციის სამსახურის უფროსი, კერძოდ, ჩვენების მიცემისას მოწმემ განმარტა, რომ რეგისტრაციის წესი ზოგადად განსაზღვრულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ კანონით“, კანონქვემდებარე აქტით - იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია - საჯარო რეესტრის შესახებ №4, სამოქალაქო კოდექსით და სხვა. პირველ რიგში ხდება განცხადების ჩაბარება, სკანირება, დოკუმენტებს იხილავს რეგისტრატორი, რომელიც დოკუმენტაციის ანალიზის შედეგად იღებს ან რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებას, ან შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას, თუ დოკუმენტაცია ხარვეზიანია, ან უარის შესახებ გადაწყვეტილებას კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. მოთხოვნიდან გამომდინარე საკუთრების დამადასტურებელი სხვადასხვა დოკუმენტი შეიძლება იქნეს წარდგენილი. მიწის საკუთრებაზე შეიძლება არსებობდეს მართლზომიერი მფლობელობის-სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც წარმოადგენს საკუთრების უფლების აღიარების საფუძველს. საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი სასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე ყველაზე გავრცელებული დოკუმენტი არის მიღება-ჩაბარების აქტი გაცემული რეფორმის პერიოდში 1992-19999 წლებში, ასევე საკუთრების მოწმობა, რომელსაც გასცემს საკრებულოებში აღიარებით კომისიები, ხოლო რაც შეეხება აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაციას, მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტი შეიძლება იყოს საარქივო ცნობა კომლის შემადგენლობის შესახებ, შეიძლება იყოს მებაღის წიგნაკი, ან საგადასახადო სიიდან ამონარიდი 2007 წლამდე. თუ დოკუმენტაცია არ იძლევა მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებას სხვადასხვა მიზეზის გამო, მაგალითად თუ წარმოდგენილია ურთიერთსაწინააღმდეგო დოკუმენტაცია, რომლითაც ცალსახად არ დგინდება მოთხოვნის არსი, სუბიექტი, ობიექტი, მიწის ნაკვეთის ფართი, ოდენობა, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დამატებით მოსთხოვოს პირს დოკუმენტების წარმოდგენა. რომელია ძირითადი და რომელი დამატებითი დოკუმენტი არ განისაზღვრება, რადგან დოკუმენტები ერთმანეთს ავსებს. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრება 30 დღეში და წარმოდგენილი არ იქნება მითითებული დოკუმენტები, წარმოება წყდება. ამონაწერში ზუსტად დოკუმენტი არ მიეთითება, რის საფუძველზეც მოხდა რეგისტრაცია. ყველა ის დოკუმენტი მიეთითება, რაც გამოყენებულია რეგისტრატორის მიერ. მოწმის განმარტებით, სარეგისტრაციო წარმოების დროს რეგისტრატორი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას, შესაბამისად რეგისტრაციაზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე არის ის პირი, ვინც უშუალოდ ახორციელებს რეგისტრაციას. მოცემულ შემთხვევაში კი რეგისტრაციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიღებული აქვს სა-–-----------–---–ს.

 

დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, სასამართლოში დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება, რომ ზენდიდსა და დაბა ქედას შორის საზღვრები დაზუსტებული არ იყო და არ არსებობდა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

აპელანტთა მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას გი---------------ემ განმარტა, რომ ზენდიდისა და ქედას საკადასტრო კვარტლის კოდები განსხვავებულია - 33-3-- რეგისტრატორს ჰქონდა იდენტიფიცირების საშუალება ეს მიწა ქედაში მდებარეობდა თუ ზენდიდში. საკადასტრო კოდის მინიჭების შემდეგ შესაძლებელია რუქის მიხედვით კონკრეტული ადგილმდებარეობა დაინახოს როგორც რეგისტრატორმა ასევე კადასტრის სამსახურის სპეციალისტმა, კერძოდ:

მოწმე გი---------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის, რეგისტრაციის სამსახურის უფროსად. სა-–-----------–---–ს პირადად არ იცნობს. დეპარტამენტი მასში შემავალი სამსახურების და განყოფილებების მეშვეობით ახორციელებს სარეგისტრაციო წარმოებას უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რაც გამოიხატება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. კონკრეტულ შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი იქნა საარქივო ცნობა კომლზე რიცხული ქონების შესახებ, რომელიც შინაარსიდან გამომდინარე გაცემული იყო ქედის სოფელ ზენდიდის საკომლო წიგნების ჩანაწერების მიხედვით, 0,18 ჰექტარზე. დოკუმენტი წარმოდგენილი იყო პირველადი რეგისტრაციის დროს საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან ადგილმდებარეობა მიწისა საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით არ შეესაბამებოდა საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებულ მონაცემებს, შემდგომ წარმოება შეწყდა. მომდევნო სარეგისტრაციო განაცხადის დროს დაინტერესებული პირის მიერ წარმოდგენილი იქნა ადგილობრივი რწმუნებულის მიერ გაცემული ცნობა, რომელიც ადასტურებდა, რომ დაინტერესებული პირი - ამ--------–----ე სარგებლობდა დაბა ქედაში მიწის ნაკვეთით, რაც გახდა რეგისტრაციის ერთ-ერთი საფუძველი რეგისტრაციაც განხორციელებულიყო ქედაში არსებულ ნაკვეთზე. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში უძრავი ნივთის მითითებული ადგილმდებარეობა უნდა შეესაბამებოდეს საკადასტრო აზომვითი ნახაზით წარმოდგენილი ნივთის ადგილმდებარეობას. საკადასტრო კოდი არის უძრავი ქონების, კონკრეტული მიწის ნაკვეთის უნიკალური მახასიათებელი, რომელიც ყველა ცალკეულ მიწის ნაკვეთს გააჩნია ინდივიდუალური, რეგისტრაციის მიზნებისათვის კადასტრი მთელს საქართველოში არის დაყოფილი პირობითად სარეგისტრაციო ზონებად, სექტორებად, კვარტლებად და ინდივიდუალური დაყოფის ნომრებად, ციფრობრივ მაჩვენებლებად. ფორმულა საკადასტრო კოდის არის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დამტკიცებული და კონკრეტულ სარეგისტრაციო ზონას გააჩნია თავისი მახასიათებელი ზონის კოდი, შემდგომ სექტორს გააჩნია თავისი ციფრობრივი მაჩვენებელი, კვარტალს თავისი და უკვე კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე გადიან სამნიშნა საკადასტრო კოდით, ანუ საკადასტრო კოდის მეშვეობით რეესტრის თანამშრომელი მისამართის მიუხედავად შეძლებს უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას, თუ სად მდებარეობს, რომელ სარეგისტრაციო ზონაში და ა. შ. ზენდიდისა და ქედას საკადასტრო კვარტლის კოდები განსხვავებულია - 33-3-- რეგისტრატორს ჰქონდა იდენტიფიცირების საშუალება ეს მიწა ქედაში მდებარეობდა თუ ზენდიდში. მუნიციპალიტეტის საზღვრები არ არის დადგენილი ზუსტად, თუმცა სარეგისტრაციო ზონები დადგენილია და ყველა შემთხვევაში სხვადასხვაა. საკადასტრო კოდის მინიჭების შემდეგ შესაძლებელია რუქის მიხედვით კონკრეტული ადგილმდებარეობა დაინახოს როგორც რეგისტრატორმა ასევე კადასტრის სამსახურის სპეციალისტმა. რეგისტრატორს შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს დამოუკიდებლად. რეგისტრაციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული აქვს სა-–-----------–---–ს, მასვე აქვს მიღებული შეჩერებისა და შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. ამ--------–----ის სახელზე 2012 წლის პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული იყო 1400 მ2 ნაკვეთი, თუმცა შემდგომ მან წარმოადგინა პირადი განცხადება გაუქმების შესახებ. როდესაც ქედის გამგეობიდან შევიდა დაინტერესებული პირის განცხადება სა-–-----------–---–მა გააუქმა რეგისტრაცია, მაგრამ გაუქმების გადაწყვეტილება არ იყო კანონთან შესაბამისობაში. იქიდან გამომდინარე რომ ყადაღა ედო ქონებას და ყადაღა პირდაპირ კრძალავს რეგისტრაციის გაუქმებას, მათ შორის საკუთრების უფლების გაუქმებასაც. წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა არ ითვლებოდა უფლების დამადასტურებელ ცნობად, არც ობიექტის იდენტიფიცირების საშუალებას იძლეოდა, ანუ უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი ჰქონდა წარმოდგენილი სოფელ ზენდიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ცნობის მიხედვით დასტურდებოდა ფაქტობრივი ფლობა მიწის ნაკვეთისა, რომელიც მდებარეობდა დაბა ქედაში, ე. ი. შესაბამისობა აზომვით ნახაზსა და უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს შორის აღნიშნული ცნობით არ არის დადგენილი.

 

აღნიშნული ასევე დასტურდება მოწმეების: და-------------ისა და უშ------------ის ჩვენებებით, კერძოდ:

მოწმე უშ------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2013 წელს მუშაობდა დაბა ქედის თემში, ამ--------–----ეს იცნობს როგორც ქედაში დაბადებულ-გაზრდილს. 2013 წელს ამ--------–----ე მივიდა მასთან სთხოვა მიეცათ ცნობა, რომ სარგებლობდა დაბა ქედას ცენტრში არსებული მიწის ნაკვეთით. უბნის რწმუნებული რ---------------ე და უშ------------ე გავიდნენ ადგილზე მიწის სანახავად, გამოკითხეს მეზობლები, მომიჯნავე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებმა, დაახლოებით 7 ადამიანმა დაადასტურა, რომ ნამდვილად ამ--------–----ე სარგებლობდა მიწის ნაკვეთით, კერძოდ ამუშავებდა, ჰქონდა ვენახი. შესაბამისად გასცეს ცნობა, რომ ამ--------–----ე სარგებლობს აღნიშნული მიწის ნაკვეთით. მფლობელობაზე ცნობაში არ ყოფილა საუბარი, ცნობა მიჰქონდათ მიწის აღიარების კომისიაში და შემდეგ კომისია წყვეტდა მიეკუთვნებინათ თუ არა მიწა პიროვნებისთვის. მოწმემ დაადასტურა მის მიერ 2013 წელს გაცემული ცნობა N6-, რომლის თანახმადაც ამ--------–----ეს პ/ნ 6----------, მიეცა ცნობა მასზედ, რომ ის ნამდვილად ცხოვრობს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში და დაბა ქედის ტერიტორიაზე სარგებლობს 0,14 ჰექტარი მიწის ნაკვეთით. ზუსტი საზღვრის დადგენა დაბა ქედას და ზენდიდის ტერიტორიას შორის არ იყო შესაძლებელი, შუაში იყო გამყოფი გზა დაახლოებით 6-7 მეტრი. საჭიროების შემთხვევაში მიმართავდნენ მუნიციპალიტეტს და ადგენდნენ საზღვრებს. მიწის მდებარეობა ცნობაში არ იყო მითითებული და ადგენდა კომისია.

მოწმე და-------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2013 წლის 11 სექტემბერს დაინიშნა გამგებლად და 2014 წელს კვლავ იქნა არჩეული იმავე თანამდებობაზე. აღნიშნულ პერიოდში ქედაში აშენდა და ფუნქციონირებს ვაზის ქარხანა, რამაც აუცილებელი გახადა ქარხნამდე გზის მიყვანა, 2013 წლის ბოლოს მოქალაქე ბე–----ემ მიწის ნაკვეთზე ჩადგა პატარა ქოხი, ზედამხედველობამ გააფრთხილა, რომ დაეშალა. ამ--------–----ემ მიმართა კომისიას და მათ უარი უთხრეს მიწის უფლების აღიარებაზე, რადგან შენობა 2007 წლამდე არ იყო ჩადგმული. 1 აპრილს ამ--------–----ემ უთხრა, რომ მიწა მიეცა, მან აუხსნა, რომ მის მოვალეობაში არ შედიოდა და არც უფლება ჰქონდა, აღნიშნული იყო საკრებულოს პრეროგატივა. აღმოჩნდა, რომ 4 ოქტომბერს მიწა დარეგისტრირებული იყო. და-------------ემ წერილობით მიმართა ქედის სარეგისტრაციო სამსახურს, რათა გაეუქმებინათ რეგისტრაცია, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქარხანა აღარ უნდა გახსნილიყო, თუმცა დაიწყეს ბრძოლა უკანონოდ გაფორმებული მიწის დაბრუნებაზე. მოწმემ განმარტა, რომ თავის დროზე მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე გაშენებული იყო ვაზი და იყო სახელმწიფო საკუთრება. როგორც ამ--------–----ემ განაცხადა მიწა იყო მისი წინაპრების საკუთრება, თუმცა არანაირი დამადასტურებელი საბუთი არ წარუდგენია. აღნიშნულთან დაკავშირებით მიმართეს არქივს, დაიწყეს მოკვლევა 1933 წლიდან - კოლექტივიზაციის პერიოდიდან, თუმცა ცნობა არ მიუღიათ, მიწა იყო სახელმწიფოს საკუთრება. მიწის ნაკვეთი ამ ეტაპისთვის არის მუნიციპალიტეტის საკუთრება, როგორც მისთვის ცნობილია საჯარო რეესტრმა გააუქმა საკუთრების უფლება. ამ--------–----ე ცხოვრობს სოფელ ზენდიდში, სადავო მიწის ნაკვეთი კი მდებარეობს ზენდიდიდან საკმაოდ მოშორებით. სოფელი ზენდიდი გამოყოფილია დაბა ქედისგან ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზით, ოფიციალური საბუთი, რომ სოფლებს შორის გაკეთებულია დემარკაცია არ არის. მის დანიშვნამდე რწმუნებულის მიერ გაიცა ცნობა, რომ ბე–----ე სარგებლობს მიწის ნაკვეთით. ცნობაში მიწის ნაკვეთის მისამართი არ წერია, უბრალოდ აღნიშნულია, რომ ამ--------–----ე ამუშავებს 1400 მ2 მიწის ფართობს. ცნობის არსებობის შესახებ მას შემდეგ გაიგეს რაც სარჩელი შეიტანეს უკვე მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის გაუქმებაზე. ამ--------–----ეს აქვს პრეტენზია მიწის ნაკვეთზე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს დავა, სადაც მესამე მხარედ არის წარმოდგენილი.

 

გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოში დაკითხულმა ყველა მოწმემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ ზენდიდი და დაბა ქედა არის სხვადასხვა ადმინისტრაციული ერთეული. ამ--------–----ის მიერ დარეგისტრირებული 1407,1 მ2 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ყოველთვის შედიოდა და ეკუთვნოდა ქედის მუნიციპალიტეტს. ამასთან, მოწმეთა ნაწილმა დაადასტურა, რომ ზენდიდი და დაბა ქედა ერთმანეთისგან გამიჯნულია, ნაწილმა კი აღნიშნა, რომ მათთვის აღნიშნული უცნობია. მოწმე გი----–------ემ კი განმარტა, რომ დაბა ქედა და სოფელი ზენდიდი რუკაზე აშკარად იყო სხვადასხვა სოფლები, ამიტომ აღარ გახდა ექსპერტიზის ჩატარება საჭირო, იმის დასადგენად თუ სად მდებარეობდა მიწა.

 

აპელანტები აღნიშნავენ, რომ ამ--------–----ის განცხადების საფუძველზე ჩატარებული ,,სამსახურებრივი შემოწმების შედეგებზე“. დასკვნის გამოცემას საფუძვლად დაედო იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან გადაგზავნილი მასალები. ამ დასკვნით, შიდა კონტროლის სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია სა-–-----------–---–ს შეეფარდოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, დასკვნაში დისციპლინური პასუხიმგებლობის საფუძვლად მითითებულია სა-–-----------–---–ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების №8----------- დაუსაბუთებლობა. ამ გადაწყვეტილებით, 2014 წლის 01 ოქტომბერს გაუქმდა ამ--------–----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. გამოდის რომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რეგისტრაციის გაუქმებას მიიჩნევდა დაუსაბუთებლად, რაც 2014 წლის 4 აპრილის რეგისტრაციის სისწორეს ნიშნავს.

აპელანტთა მოსაზრებას პალატა არ იზიარებს, ვინაიდან ის ფაქტი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრაციის გაუქმება მიიჩნევა დაუსაბუთებლად, ნამდვილად არ ადასტურებს 2014 წლის 4 აპრილის რეგისტრაციის სისწორეს, ვინაიდან სა-–-----------–---–მა რეგისტრაცია გააუქმა იმ ქონებაზე, რომელსაც ედო ყადაღა. აღნიშნული დასტურდება თავად გადაწყვეტილებით და ასევე მოწმე გი---------------ის სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებით. კერძოდ, მოწმემ აღნიშნა, რომ როდესაც ქედის გამგეობიდან შევიდა დაინტერესებული პირის განცხადება სა-–-----------–---–მა გააუქმა რეგისტრაცია, მაგრამ გაუქმების გადაწყვეტილება არ იყო კანონთან შესაბამისობაში, ვინაიდან ქონებას ედო ყადაღა, რაც პირდაპირ კრძალავს რეგისტრაციის გაუქმებას, მათ შორის საკუთრების უფლების გაუქმებასაც.

 

აპელანტები აღნიშნავენ, რომ სა-–-----------–---–ს ბრალი წარედგინა სამსახურებრივი გულგრილობისათვის, კერძოდ, ბრალდების მხარემ აღნიშნა, რომ სა-–-----------–---–მა ქმედება ჩაიდინა გაუფრთხილებლობით /დაუდევრობით/. საქართველოს სსკ-ს მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, „გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედება მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში“, ხოლო იმავე მუხლის პირველი ნაწილით, „გაუფრთხილებლობით დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია თვითიმედოვნებით ან დაუდევრობით“. სსკ-ს 342-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული არ არის გაუფრთხილებლობის შესახებ. შესაბამისად, სსკ-ს მე-10 მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, სსკ-ს 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების (სამსახურებრივი გულგრილობა) გაუფრთხილებლობით ჩადენა არ ისჯება საქართველოს სს კოდექსით.

პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ სა-–-----------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება არ წარმოადგენს დანაშაულს და განმარტავს, რომ სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია, გაუფრთხილებლობით ჩადენილი დანაშაულის ერთერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, აღნიშნული მუხლის დისპოზიციაში ცალსახადაა მითითებული, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება ხდება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. საქართველოს სსკ-ის მე-10 მუხლის /რაც ითვალისწინებს გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ცნებას/ პირველ ნაწილი მიუთითებს დაუდევრობით ჩადენილ ქმედებაზე, როგორც გაუფრთხილებლობით ჩადენილ დანაშაულზე. კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 10-ე მუხლის თანახმად, ქმედება დაუდევრობითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსში არსებობს მთელი რიგი მუხლები (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა), რომლებშიც გაუფრთხილებლობის შესახებ პირდაპირ მითითებული არ არის, თუმცა ჩადენის ფორმის და სპეციფიკურობის მიხედვით ითვლებიან გაუფრთხილებლობით დანაშაულებად.

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ სამსახურებრივი გულგრილობის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა - სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა. რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ვინაიდან, ექსპერტ ბაქარ ქემხაძის ჩვენების თანახმად დადგენილია, რომ დაბა ქედაში მდებარე 1407 მ2, №2-.0-.3--2-- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება 2014 წლის აპრილის თვის მდგომარეობით შეადგენდა 10130 ლარს. ამასთან, ქედის მუნიციპალიტეტის გამგებელ და-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ დაბა ქედის ტერიტორიაზე კახეთის ,,ტრადიციული მეღვინეობის კომპანიამ’’ გადაწყვიტა აეშენებინა ახალი ღვინის ქარხანა და განეხორციელებინა სერიოზული ინვესტიციები. კომპანიის წარმომადგენლებმა ქედის მუნიციპალიტეტისგან მოითხოვეს ახალი გზის გაყვანა, რაც ვერ მოხერხდა, ვინაიდან ამ--------–----ემ, რომელსაც სოფელ ზენდიდში ჰქონდა გამოყოფილი 1800 კვ/მ მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრში უკანონოდ დაირეგისტრირა დაბა ქედაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე, თვითნებურად დაკავებული, სახელმწიფოს კუთვნილი 1400 მ2 მიწის ნაკვეთი.

 

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წევრებმა: მე-----------ემ, მე----------ემ, ნუ-------------ემ, გუ------------–--ემ, შო----------ემ და ას-–-------–----ეის ჩვენებებით დადგენილია, რომ მოქალაქეების მიერ თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთების საკუთრებაში მიღების ერთადერთი კანონიერი საშუალება იყო აღიარების კომისიისათვის მიმართვა, მოცემულ შემთხვევაში კომისიამ უარი უთხრა ამ--------–----ეს, მათივე განმარტებით, ამ--------–----ემ ხსენებული მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა იმ საარქივო ცნობის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც მას მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა სოფელ ზენდიდში, მაშინ როდესაც დაბა ქედაში მდებარე სადავო მიწის ნაკვეთი ყოველთვის დაბა ქედას ტერიტორიას ეკუთვნოდა.

 

ამრიგად, პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ სა-–-----------–---–მა სამსახურებრივი მოვალეობა შეასრულა არაჯეროვნად, მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების შედეგად, მან სარეგისტრაციო წარმოებისას უგულებელყო კანონის მოთხოვნები, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები. კერძოდ, მან არ გაითვალისწინა, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის მიხედვით ამ--------–----ეს მიწის ნაკვეთი ერიცხებოდა სოფელ ზენდიდში, ხოლო, საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოთხოვნილი იყო და შესაბამისად საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარდგენილი იყო დაბა ქედაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე, სა-–-----------–---–ის მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის შედეგად, 2014 წლის 4 აპრილს, ამ--------–----ის სახელზე დარეგისტრირდა 10130 ლარად ღირებული დაბა ქედაში მდებარე 1407 მ2 მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 2-.0-.3--2--, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს სა-–-----------–---–ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. პალატა სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. შესაბამისად პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ სა-–-----------–---–ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ სა-–-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

სა-–-----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;

სა-–-----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია;

გირაოს შემტან პირს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით);

ნივთმტკიცება: 1 ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე