განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330100116001228472-1ბ/366-18წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: მა-------–------
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: მ-------------, დაბადებული19---–-–-----------ტოს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N---------37, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. თ---–-------–----–----–-----------------–----------------------------------------------–-------------------–----------–-------------------------------------–--
ადვოკატი: პა--–--------ე;
კვალიფიკაცია:საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია);
სასჯელი: ჯარიმა 1 000 ლარის ოდენობით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა მა-------–------მ და ითხოვა მსჯავრდებულ მ-------------ს დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი;
მსჯავრდებულმა მ-------------მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
მ-------------ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლომ დაადგინა :
2015 წლის 2 ივნისს, საღამოს საათებში, ქალაქ თ---–--–--------–---------------------- დასახლებაში, ,,თ-------------–-–----’ ქარხანასთან, მ-------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სცემა გ---–-----------------, კერძოდ, ფეხი რამდენჯერმე ამოარტყა ფეხებს შორის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ემუხლით გათვალისწინებული შედეგი.
დაზარალებულმა გ---–-----------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ მან მ--------------- გაიცნო 2008 წელს, შვიდი წელი ერთად იყვნენ. მ-------------მა მისი მთელი ქონება გადაიფორმა თავის სახელზე, შემდეგ პოლიციაში დაასმინა თითქოს ბეჭედი მოპარა, მან პოლიციაში განაცხადა, რომ ბეჭედი უკან დაუბრუნა. 2015 წლის 2 ივნისს, იგი ადვოკატ ხ-------------–--–--ასთან ერთად პირად საკითხებზე სალაპარაკოდ ხ----–---------------------- ეზოში შეხვდა მ-------------ს, მის ადვოკატს კ-------------- და თე------------ძეს. მ---ს სურდა ამ ყველაფრის გადაღება. კ-------------მ მას ჰკითხა რა პრეტენზიები ჰქონდა მ---სთან, უპასუხა ქონება დაკარგა და აპირებდა სასამართლოში განეცხადებინა, მ--- განერვიულდა ამოარტყა ფეხი უხერხულ ადგილას, შემდეგ ტუფლი გაიხადა და დაარტყა, ორმა ადამიანმა დააკავა მ---, დარტყმის შედეგად ძლიერი ტკივილები იგრძნო, შემდეგ გარეთ გავიდა და დაურეკა პოლიციას, როცა პოლიცია მოვიდა მ---მ ზურგში წიხლი დაარტყა, პირველად სასქესო ორგანოზე დაარტყა, მეორედ დაარტყა უკანა მხარეს, დახრილი იყო და უკან დაარტყა ფეხი. პირველად როდესაც დაარტყა იქ იყო ხ------------------------ და მ---. მეორედ რომ დაარტყა ვინ დაინახა ეს ფაქტი არ იცის თუმცა პოლიცია იქ იყო. სასწრაფო გამოძახებული იქნა და სავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე 5 ადამიანი იყო, სიმწრისგან ვერაფერს ხედავდა, ფეხსაცმელიც ესროლა მ---მ, რომელიც მოხვდა. ისე დაარტყა რომ სამი თვე ტკივილები ჰქონდა და მკურნალობდა,მ--- დააკავეს იქ მყოფმა პირებმა მეტჯერ რომ აღარ დაერტყა მისთვის. მას მ-------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.
მოწმე ხ-------------–--–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ივნისს მას დაუკავშირდა მ-------------ი და შეხვედრა სთხოვა, რაზეც დათანხმდა. შეხვედრა საკუთარ ოფისში დაუთქვა. საღამოს მ---მ კვლავ დაურეკა და უთხრა, რომ გ---–-----------------ს საცხოვრებელ სახლთან ახლოს იყო და მანდ შეხვედროდნენ ერთმანეთს, რაზეც ის და ფ------- (გ---–-----------------) დათანხმდნენ. მ-------------ი შეხვედრაზე ადვოკატ კ--------------თან და თე------------ძესთან ერთად მივიდა. მ--- ფ------- თავიდან მშვიდად ესაუბრებოდა, სურათებიც კი გადაიღეს მსჯავრდებულმა და დაზარალებულმა. მ--- აგრესიული მას შემდეგ გახდა რაც ფ-------- უთხრა, რომ ძალიან დამაზარალე, ბიზნესი ჩამიშალე, ბევრი ფული გამომძალე, სხვა კაცში გამცვალე და მიმატოვეო. ამ საუბრის დროს მ--- გახდა აგრესიული, ჩანთა ჰქონდა ხელში და ტელეფონი ეკავა, ეს ტელეფონი ესროლა ფ------- სახეში, გაიხადა ფეხზე და ორივე ფეხსაცმელი ესროლა მარტო ის არ აკავებდა აკავებდა მასთან ერთად ორი მამაკაცი და თავადაც აკავებდა, სულ სამი ადამიანი აკავებდა. მ---ს ორივე ხელი მას ეჭირა და ეუბნებოდა დაწყნარებულიყო გაუსხლტა ხელიდან მ--- ფ------- ამოარტყა წინიდან ფეხი, ფ------- წაიქცა და რომ წაიქცა მაშინ გაიხადა მ---მ ფეხზე ჯერ ერთი ფეხსაცმელი ესროლა ფ------- შემდეგ მეორე. ვერ აკავებდნენ განერვიულებული იყო.
წაქცეულს ტუფლი და ჩანთა კიდევ ესროლა სამი ადამიანი იყო გადაფარებული ფარიდზე და მიუხედავად ამისა მ--- ხან იქიდან ხან აქედან ურტყავდა ფ-------. მ---მ ფ------- დაარტყა ჩანთა, წიხლი, ტუფლი რამოდენიმეჯერ დაარტყა. ფ------- კოჭლობით გავარდა დაურეკა პატრულს, რომელიც წამებში მოვიდა ფ------- უთხრა კუდიანი ხარო კუდი გაქვს რომელიც შენი თილისმა არისო და იმ კუდს მოგაჭრიო და უკნიდან ფეხი წვეტიანი ტუფლი კიდე ამოარტყა ისე მოულოდენლად მოხდა ეს რომ პატრულის სამი ეკიპაჟი იყო და აზრზე ვერ მოვიდნენ. ფ------- თვალებიდან ცრემლები მოდიოდა, პატრულმა გამოუძახა სასწრაფოს, ექიმმა თქვა რომ ორივე მხარეს იყო დანარტყამი და აუცილებლად უნდა წაეყვანათ სავადმყოფოში, ფ------- ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო და მკურნალობდა. დაზარალებულს მ-------------ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
მოწმე კ-------------მ განმარტა, რომ იგი დაზარალებულის გ---–-----------------ს ფირმის ინტერესებს იცავდა და მასთან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა, ხოლო მ-------------ი არის მისი ნათესავი, რომელთანაც ასევე კარგი ურთიერთობა აქვს. 2015 წლის 2 ივნისს მას დაუკავშირდა მ-------------ი, რომელმაც უთხრა, რომ მისმა პარტნიორმა აიღო მისი ბეჭედი და აღარ დაუბრუნა. მ---მ უთხრა, რომ განცხადება ჰქონდა შეტანილი პოლიციაში და შესაბამის განყოფილებაში გაყოლა სთხოვა. მან გამოწერა ორდერი და მ---სთან ერთად წავიდა საგამოძიებო ორგანოში. გამომძიებელმა მას განუმარტა, რომ მ-------------ს და გ---–----------------- ჰქონდათ სპეციფიკური დამოკიდებულება და თუ შესაძლებელი იქნებოდა პირადად გაერკვიათ კონკრეტული საკითხები. საღამოს მობილური ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა მ-------------ი, რომელმაც უთხრა, რომ იგი შეხვედრას აპირებდა დაზარალებულთან და კვლავ გაყოლა სთხოვა. მ---სთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი თ----------ი, შეხვედრის ადგილას მას, მ---ს და თ----------ს დახვდნენ დაზარალებული გ---–----------------- და მისი ადვოკატი ხ-------------–--–--ა. მსჯავრდებულმა და ფ-------- თავდაპირველად ბეჭედზე დაიწყეს საუბარი, შემდეგ კი თვითონ ჩაერია და ფ------- ჰკითხა რა უნდოდა მ---სგან, რა დროსაც დაზარალებულმა უპასუხა, რომ მას სურდა მ--- მასთან დაბრუნებულიყო. საუბრისას ფ------- წავიდა მ---სკენ და ჰკითხა რატომ იღებდა მათ საუბარს, ამ ნათქვამზე მ---მ უპასუხა, რომ შენ არ იყავი ჩემს შვილებს ჩვენი სექსუალური კავშირის ჩანაწერი რომ აჩვენეო და დაიწყო კივილი, მას მოერიდა და გვერძე გავიდა, ჯიკაობა დაიწყეს მ---მ და მისმა პარტნიორმა, ცოტა ხანში მან დაინახა მ--- დამჯდარი, ფ-------ც იყო გარეთ ყვიროდა დამარტყაო თუ რაღაც ამდაგვარი, მ--- იძახდა ფ-------- მომაყენა შეურაცხყოფაო. ფიზიკური შეურაცხყოფა არ დაუნახავს დაზარალებულის მხრიდან, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მ---ს ეცვა თუ არა ფეხსაცმელები არ ახსოვს. მ--- ისტერიკებში ჩავარდა ცუდად გახდა სასწრაფო გამოძახებული იქნა, მ---ს ჩანთა და რაღაცეები ძირს ეგდო, ნივთები თ------იმ აკრიფა. დაზარალებული იძახდა რომ მ---მ შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მ--- იძახდა, რომ ფ-------- მიაყენა შეურაცხყოფა, მ---ც ამბობდა დამარტყაო ფ-------ც ამბობდა დამარტყაო, ერთმანეთს აბრალებდნენ, არ ახსოვს ზუსტად დამარტყა თუ დამაგდოვო, ფ------- სასწრაფოს მანქანაში ჩასვევს, პატრულიც იქვე იმყოფებოდა მას პირადად დარტყის ფაქტი არ დაუნახავს. იგი სადაც იმყოფებოდა დიდი ალბათობით დაინახავდა მ---ს შეურაცხყოფა, რომ მიეყენებინა ჯაჯგურს ჰქონდა ადგილი.
მოწმე თ-----------------ძემ განმარტა, რომ მ-------------ს დაახლოებით 12 წელია იცნობს და მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ისინი ოჯახებით მეგობრობენ. მუშაობდა გ---–----------------თან, თუმცა რადგან ბიზნესი წაგებაზე მუშაობდა იგი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამუშაო ადგილი. 2015 წლის 2 ივნისს ის, მ-------------ი და კ------------- შეხვდნენ გ---–----------------- და მის ადვოკატს ხ-------------–--–--ას. საუბრის დაწყებისას კ-------------მ მას სთხოვა საუბარში არ ჩარეულიყო, რის გამოც დაახლოებით სამი ნაბიჯით უკან დაიხია. მ---მ და ფ-------- ერთმანეთში საუბარი დაიწყეს ბეჭედთან დაკავშირებით, მ--- ფ------- ბეჭდის დაბრუნებას სთხოვდა, ხოლო ფ------- პასუხობდა, რომ ბეჭედი უკვე დაუბრუნა. მ---მ ჩართო ტელეფონი და დაიწყო შეხვედრის გადაღება, რაღაც მომენტში არ შეიძლება, არ შეიძლებას ძახილით მისკენ წავიდა ფ-------, მ---ს მაისურში მოკიდა ხელი და დაუწყო ჯაჯგური, მ--- ცდილობდა მის მოგერიებას, თუმცა ვერ მოიგერია, იმდენად მოუჭირა ხელი რომ ტელეფონიც კი დააგდებინა და სწორედ ამ დროს ჩაერია თვითონ და გააშველა ფ------- და მ---. მ--- ფ------- ქურდს ეძახდა, ხოლო ფ------- მ---ს ,,ბოზს’’. მ---მ მას შემდეგ დაიწყო ყვირილი, რაც ფ------- მობილურის წასართმევად მივიდა. მ--- ფ-------სკენ არ გაწეულა. იგი ფ------- და მ---ს შუაში იმიტომ ჩაუდგა, რომ ტელეფონის ძირს დავარდნის შემდეგ ერთმანეთს ეჯაჯგურებოდნენ და არ უნდოდა საქმე ფიზიკურ დაპირისპირებამდე მისულიყო. ძირს რომ წააქცია მ--- ფ--------, მაშინ დაიწყო ყვირილი, რომ დაიძაბა სიტუვაცია თავად შუაში ჩაუდგა, იმიტომ რომ შეიძლება მისულიყო საქმე ფიზიკურ შეურაცხყოფამდე განმუხტა სიტუვაცია და ჩადგა შუაში, მ--- გამოვიდა წყობილებიდან ნაზარი დაეტაკა და წააქცია მ---. მ---ს ნაზარი არ უცემია. ეჯაჯგურებოდნენ ერთმანეთს და გამწვავდა სიტუაცია, გააშველა და ჩადგა შუაში, ამის შემდეგ ერთმანეთს ლანძღვა დაუწყეს, ფ------- ხელი ჰქონდა აწეული ასევე ფეხი და წამოვიდა დასარტყმელად მ---სკენ, აპირებდა დარტყმას ხათუნამ ატეხა კივილი რომ არ დაერტყა, დაეტაკა მხრით და წააქცია ქალბატონი, ამის შემდეგ ფ------- გავარდა გარეთ წამოაყენა ქალბატონი და დასვა იქვე, ფ------- სწრაფი ნაბიჯებით გავიდა გარეთ, ხოლო თვითონ მ--- მანქანასთან გაიყვანა და სასწრაფო დახმარებას გამოუძახა. მ-------------ის მხრიდან გ---–-----------------ს მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ ერთმანეთს.
მოწმე გ----------------–---მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ მუშაობს თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მე-3 ოცეულის პატრულ ინსპექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის 2 ივნისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას რა დროსაც მან და მისმა მეწყვილე ა-–-------–------–---–-- „ცენტრიდან“ მიიღეს გამოძახება, გამოძახების ინიციატორი იყო მამაკაცი, რომელიც აცხადებდა რომ ქალმა მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ადგილზე მისვლისას დახვდათ მამაკაცი და ქალბატონი. მამაკაცი მოხრილ მდგომარეობაში იყო და მათ უთითებდა, რომ ქალბატონმა უხერხულ ადგილზე ამოარტყა ფეხი. სასწრაფო უკვე ადგილზე იყო, რომელიც მამაკაცს უწევდა დახმარებას, თუმცა შემდეგ ქალბატონმაც განმარტა, რომ შეუძლოდ იყო და მისთვის ცალკე გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. მათ მიერ ასევე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახური და დაიწყო გამოძიება.
ანალოგიური გარემოებები დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ა-–-------–------–---–--. გამომძიებელმა დამატებით აღნიშნა, რომ ადგილზე მისული სიტუაციაში გარკვევას ცდილობდა და მ-------------ს ჰკითხა იქ განვითარებულ მოვლენებზე, რომელმაც უპასუხა, რომ ,,კუდში ამოვარტყვი, რადგან რამდენჯერაც ვუთხარი მოიჭერი, ის არ იჭრის, იმიტომ რომ მისთვის თილისმააო’’. საუბრისას მ-------------ი შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გამოუძახა. თავად გადაიყვანა მ-------------ი საგამოძიებო ორგანოში, თუმცა ქალბატონმა ჩვენება იმავე დღეს არ მისცა, რადგან შეუძლოდ იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძებელმა დ---------–-–--ლმა განმარტა, რომ მუშაობს თბილისის საპატრულო პოლიციაში უფროს გამომძიებლად. მორიგე იყო როდესაც შეტყობინება მიიღო, რომ ხეხილ სანერეგე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ცემის ფაქტს, გამოცხადდა მითითებულ ადგილზე სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ადგილზე იმყოფებოდნენ გ----------------–--- და ა-–-------–------–---–ი. დაზარალებული განმარტავდა, რომ მ-------------მა ამოარტყა ფეხი, ფეხებს შუა და ეტკინა. იქვე იმყოფებოდა ხ-------------–--–--ა, რომელმაც დაადასტურა დაზარალებულის ნაამბობი და თქვა რომ ისიც იქ იყო როდესაც მ---მ დაარტყა ფ------- ფეხი, ფეხებს შუაო და არა მარტო ფეხი დაამატა ტუფლიც კი ესროლაო, რომელიც დაზარალებულს მოხვდა მკერდზე და ფეხზეო, ამის შემდეგ მოიკითხა ქალბატონი მ-------------ი, რომელიც იმყოფებოდა თავის მანქანაში განაცხადა, რომ იყო ცუდად და არ შეეძლო რაიმეს განმარტება. მან სრულად დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა.
მსჯავრდებულმა მ-------------მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2015 წლის 2 ივნისს მას დაუკავშირდა გ---–-----------------ს (ფ-------ს) ადვოკატი ხ-------------–--–--ა და შეხვედრა სთხოვა. შეხვედრაზე თ-----------------ძესთან და კ--------------თან ერთად მივიდა. იქ დამსწრეები გააფრთხილა, რომ საუბარს მობილურის მეშვეობით გადაიღებდა. დაიწყეს საუბარი ბეჭედთან დაკავშირებით. იგი ფ------- ბეჭდის დაბრუნებას სთხოვდა და სწორედ ამ დროს მისკენ წავიდა ფ-------, რომელმაც მაჯაში მოუჭირა ხელი და ცდილობდა ტელეფონი წაერთმია, ეჯაჯგურებოდა მას და ძირს დააგდებინა ტელეფონი. მათ შორის თ-----------------ძე ჩადგა და გააშველა. ტანსაცმელს ისწორებდა, როდესაც ფ------- წინა მხრით იმდენად ძლიერად დაეჯახა, რომ ძირს დააგდო და მუშტი მოუღერა, რა დროსაც ხ-------------–--–--ამ ფ------- დაუყვირა, რომ არ დაერტყა. შემდეგ თ----------მა წამოაყენა. იმდენად განერვიულებული იყო, რომ ტელეფონი ხელში ეჭირა და ჩანთაში ეძებდა. დაურეკა თავისი უბნის პოლიციელს, რომელსაც პატრულთან დარეკვა სთხოვა. ხოლო მას შემდეგ, რაც ფ-------- მის არასრულწლოვან ქალიშვილს მათი სექსუალური კავშირის ვიდეო აჩვენა მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო და რამდენჯერმე თვითმკვლელობაც კი სცადა. მისი მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა ფ------- არაერთხელ მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის მ-------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა მიუთითებს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
პალატა მიუთითებს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულს წარმოადგენს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურებულია, რომ მ-------------მა განახორციელა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ამ დანაშაულის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, მართალია ცემა არ იწვევს ჯანმრთელობის დაზიანებას, მაგრამ იგი მაინც შეიძლება ჩაითვალოს ჯანმრთელობის საწინააღმდეგო დანაშაულად, ვინაიდან ადამიანის სხეულზე დარტყმა ან სხვაგვარი ძალადობა, რაც ფიზიკურ ტკივილს იწვევს, დაკავშირებულია ადამიანის ორგანიზმის ქსოვილისა და უჯრედის გარკვეულ ცვლილებასთან და ამდენად მეტ-ნაკლებად ხელყოფს ჯანმრთელობას. ობიექტურ მხრივ, ცემა გამოიხატება ძალადობით მოქმედებაში, შედეგში (ფიზიკური ტკივილი) და მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ცემა ძალადობის ერთ-ერთი სახეა და ნიშნავს სხვა პირის სხეულზე ერთდროულად რამდენიმე დარტყმას, რომელიც დაზარალებულის ფიზიკურ ტკივილს იწვევს. სუბიექტურ მხრივ განსახილველი დანაშაული პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, დამნაშავეს სურს ფიზიკური ტკივილი მიაყენოს პირს თავისი ძალადობითი მოქმედებით.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ მ-------------ის მიერ სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას იმის თაობაზე, რომ განაჩენი არ ემყარება სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, სწორად არ არის გადმოცემული ფაქტები, რომელიც დაფიქსირებული იქნა მოწმეთა მიერ სასამართლო სხდომაზე, იგნორირებული იქნა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოს მიერ გამოკვლელული მტკიცებულებები, რომ არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რომ მან ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას, მ-------------ის უდანაშაულობის და სააპელაციო საჩივარში გაკეთებული დასკვნებს ბრალდების მხარის მტკიცებულებების შესახებ და აღნიშნავს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მ-------------მა ჩაიდინა ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, გ---–-----------------სა და ხ-------------–--–--ას ჩვენებები არის თანხვედრილი, თანმიმდევრული და მათ ჩვენებებში არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები არ იკვეთება. გ---–-----------------ს მიერ ერთმნიშვნელოვნად იქნა დადასტურებული მ-------------ის მიერ მისთვის ფეხის რამდენჯერმე დარტყმის ფაქტი, თუ ვინ შეესწრო დარტყმის ფაქტს აღნიშნულზე დაზარალებულმა განმარტა, რომ პირველი დარტყმის ფაქტს შეესწრო ხ-------------–--–--ა, თ-----------------ძე და კ-------------, მეორე დარტყმის ფაქტს დაინახავდა თუ არა ვინმე არ იცის, რადგან თვითონ ზურგით დახრილ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დაზარალებული გ---–----------------- და მოწმე ხ-------------–--–--ა დეტალურად მიუთითებენ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე - გ---–-----------------ა და მ-------------ს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზზე, მის განვითარებაზე და შედეგზე, მათი ჩვენებები თანმიმდევრულია და არ შეიცავენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას.
პალატა მიუთითებს და ყურადღებას ამახვილებს კ--- მ-------ის ჩვენებაზე, რომელიც არ არის სარწმუნო და დამაჯერებელი, რადგან მისი განმარტებიდან გამომდინარე იგი სწორედ კონფლიქტის გამწვავების მომენტში გაერიდა კონფლიქტის მონაწილეებს და ნაცვლად იმისა, რომ განემუხტა მდგომარეობა და გაეშველებინა მხარეები მოშორდა მათ და არ დაუნახავს ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, თუმცა მოწმე კ------------- რომელიც მ-------------ის ნდობით აღჭურვილი პირია არ ადასტურებს, იმ ფაქტს რომ მ-------------ს გ---–-----------------სთვის არ დაურტყამს. ამასთან მოწმეები ხ-------------–--–--ა და კ------------- ადასტურებენ, რომ გ---–----------------- ყვიროდა მ---მ დამარტყაო. მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის არსებულ კონფლიქტს ნაწილობრივ ადასტურებს მოწმე თ-----------------ძეც, თუმცა იგი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე საუბრობს. ამასთან ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ თუ მხარეებს შორის მხოლოდ სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი რატომ ჩაუდგა თ-----------------ძე შუაში დაზარალებულსა და მსჯავრდებულს გაშველების მიზნით. ამდენად, პალატაც არ იზიარებს მოწმე თ-----------------ძის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მ-------------ს ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია გ---–-----------------სათვის, ვინაიდან საწინააღმდეგოს ადასტურებს დაზარალებული გ---–----------------- და ფაქტის თვითმხილველი ხ-------------–--–--ა, რომელთა ჩვენებები თავის მხრივ არის ურთიერთშეთანხმებული, მათ შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს.
პალატ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს ირიბი ჩვენების დეფინაციას, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.’’
პალატა აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა.
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.
ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - გ----------------–---, ა-–-------–------–---–ი და დ---------–-–--ლი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ ჩვენებებში მითითებული ინფორმაცია (უშუალოდ ჩხუბის თაობაზე) ეფუძნება სხვა პირების მონათხრობსა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობას, შესაბამისად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მათი გამოკითხვის ოქმებით დაადგინოს შემთხვევის ადგილზე მომხდარი ფაქტები და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს. აღნიშნული მტკიცებულებები პირდაპირ არ მიუთითებენ მ-------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
პალატა მიუთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება მ-------------ის მიმართ განხორციელებული ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, კონკრეტულ შემთხვევაში დარტყმის ფაქტი დადასტურებულია მოწმე ხ-------------–--–--ასა და დაზარალებულ გ---–-----------------ს ჩვენებებით, რაც შეეხება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 27 ივლისის N0-------- დასკვნას, სტაციონალური პაციენტის სამედიცინო ბარათი №9------ის ჩანაწერების მიხედვით, გ---–----------------- დაუდგინდა დიაგნოზი პოსტტრავმული ორქიტი. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული დიაგნოზი დაუზუსტებელია და დაზიანებების ხარისხის განსაზღვრისას მხედველობაში ვერ იქნა მიღებული. წარმოდგენილ სამედიცინო საბუთის ჩანაწერებში, გ---–-----------------ს სხეულზე მექანიკური დაზიანებების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ ყოფილა. ამდენად, აღნიშნული დასკვნა ფაქტის არსებობის ან არარსებობის დადასტურების თვალსაზრისით რაიმე მტკიცებულებით ინფორმაციას არ შეიცავს.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში შესაძლოა დარტყმის ხასიათიდან და ხარისხიდან გამომდინარე არ მოხდა იმგვარი დაზიანება, რაც ქმნის თუნდაც ჯანმრთელობის დაზიანების მინიმალურ ხარისხს, თუმცა სხეულზე ობიექტური დაზიანებების არ არსებობა არ გამორიცხავს დარტყმის ფაქტს, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც დარტყმის ფაქტი დადასტურებულია მოწმის და დაზარალებულის ჩვენებებით. ამასთან ზოგადად ფიზიკური ტკივილის განცდა სუბიექტური შეფასების და მსჯელობის საგანია, რომელზეც როგორც წესი მიუთითებს დაზარალებული და იმ პირობებშიც როდესაც მას დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, სასამართლო იზიარებს დაზარალებულის ჩვენებას ტკივილის განცდის ნაწილში, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ჩვენება მისცა და განმარტა რომ დარტყმის შედეგად ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა. გ---–-----------------ს გამარტებით, მან დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის ცემის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი (რამდენჯერმე დარტყმა და ფიზიკური ტკივილი). პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 (2) მუხლის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული კონსტიტუციური პრინციპი ასევე განმტკიცებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v. Austria, პუნქტი 15). მოცემულ შემთხვევაში პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ მის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით შეასრულა მისი მოვალეობა და მტკიცებულებებით დაადასტურა მ-------------ის მიერ გ---–-----------------ს ცემის ფაქტს.
პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ მოწმე დ---------------–--------------------------------------------–---–----------–-----------–---–------------------–---–-----------------------------------–---–---------------------------------–----------------------------–-----------------------–---–-- ჩვენებებზე, რომლითაც დასტურდება, მხოლოდ ის ფაქტი რომ მსჯავრდებულს და დაზარალებულს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ ჩვენებებში მითითებული ინფორმაცია არ ეხება განსახილველი სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, არ იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, არ შესწრებიან ფაქტს (მ-------------ის მხრიდან გ---–-----------------სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს), შესაბამისად, პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მათი ჩვენებებით დაადგინოს ან უარყოს მ-------------ის მხრიდან გ---–-----------------სათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი.
პალატა განმარტავს, რომ რაც შეეხება ვიდო ჩანაწერებს აღნიშნული ვიდეო ჩანაწერები გაკეთებულია შეხვედრის საწყის ეტაპზე, მანამდე ვიდრე მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი დაიწყებოდა. ჩანაწერები ასახავენ მხოლოდ მ-------------სა და გ---–----------------- შორის არსებული საუბრის მცირე მონაკვეთს და არ იძლევა სრულ სურათს იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ვიდეო ჩანაწერები ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ მ--- ა--------ს არ განუხოციელებია ფ-------ს მიმართ ცემა რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასევე სადავო არ არის ის გარემოება რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ხ-------------–--–--ა და ჰქონდა იქ მიმდინარე მოვლენების რეალურად დანახვის შესაძლებლობა. შესაბამისად, ხ-------------–--–--ას ჩვენებაში, სადაც ის დეტალურად აღწერს შემთხვევის ადგილზე მიმდინარე მოვლენებს, ამ მიმართებით ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, მით უფრო რომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე საკითხებთან მიმართებით მისი ჩვენება შესაბამისობაშია გ---–-----------------ს ჩვენებასთან.
პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, რომლის მიხედვითაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მოწმე ხ-------------–--–--ა წარმოადგენს გ---–----------------ს ინტერესებს მ-------------ის მიმართ არსებულ სამოქალაქო დავაში, ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის წერილზე და აღნიშნავს, რომ მოწმე ხ-------------–--–--ას მიერ გ---–----------------ს ინტერესების დაცვა ქონებრივ დავაში ვერ შეფასდება მისი ჩვენების არ გაზიარების, ან მასში ეჭვის შეტანის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რაც შეეხება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის 26 აპრილის წერილში ასახულ პატრულ ინსპექტორების მიერ სამხრე კამერებით გადაღებული ჩანაწერების არსებობის საკითხს, მათი არ არსებობა დასტურდება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ამასთან პატრულ ინსპექტორების მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება არ არის გამოყენებული ფაქტის (ცემის), დამადასტურებელ მტკიცებულებად მათი შინაარსის (უშუალოპდ ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით) ირიბ მტკიცებულებად მიჩნევის გამო.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პარაგრაფი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პარაგრაფი 32).
პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ-------------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა მ-------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
მ-------------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მ-------------ის სასჯელის დამძიმების თაობაზე და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სამართლიანია.
ბრალდების მხარე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი და მსგავსი ხასიათის დანაშაულის შედეგად წარმოქმნილი პოტენციური საფრთხე, ასევე ის გარემოება რომ ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, შესაბამისად მიაჩნია, რომ მ-------------ს უნდა განესაზღვროს უფროს მკაცრი სასჯელი;
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას არა სასჯელის სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარი ის კი არ არის დამნაშავე მკაცრად დაისაჯოს, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს იმას, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი. ამდენად პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს სასჯელის დანიშვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა უსაფუძვლო და არაადეკვატურია.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს სამართლიანი სასჯელის დანიშვნა, რაც გულისხმობს სასჯელის დანიშვნას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დადგენილი სანქციის ფარგლებში, ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელი დანიშნა შესაბამისი სანქციის ფარგლებში.
ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა განისაზღვრება სისხლის სამართლის კანონით, რომელიც მოქმედებდა მისი ჩადენის დროს. დანაშაულის ჩადენის დროის განსაზღვრას არსებითი მნიშვნელობა აქვს კანონის უკუძალის საკითხის გადასაწყვეტად, რადგან სსკ-ის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სისხლის სამართლის კანონი ამკაცრებს სასჯელს მას უკუძალა არ გააჩნია.
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) კრიმინალიზებული იყო ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციით, სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დისპოზიცია იდენტური შინაარსით გადავიდა 126-ე მუხლის პირველ ნაწილში, თუმცა ამ დანაშაულისათვის დამძიმდა სასჯელი, კერძოდ:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულისათვის (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) სასჯელის სახედ და ზომად გათვალისწინებულია ჯარიმა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სსკ-ის 2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია - 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა გამასწორებელ სამუშაოს ვადით თხუთმეტ თვემდე.
პალატა აღნიშნავს, რომ მ-------------ის მიერ დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილია 2015 წლის 2 ივნისს, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 2016 წლის 14 დეკემბრიდან მოქმედი რედაქცია აუარესებს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) მდგომარეობას - ამკაცრებს სასჯელს, შესაბამისად, ახალ კანონს უკუძალა ვერ მიენიჭება და მ-------------ის ქმედების დანაშაულებრიობა და დასჯადობა უნდა განისაზღვროს ქმედების ჩადენის დროს მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).
ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვალისწინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი (არ გააჩნია), დამამძიმებელი გარემოებები (არ გააჩნია) დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება ის გარემოება რომ მ-------------ის მიერ ჩადენილი იქნა ძალადობრივი ხასიათის დანაშაული, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, (მ-------------მა გ---–----------------- რამდენჯერმე დაარტყა ფეხი), მ-------------ის ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნება, სურვილი იმისა რომ დაზარალებულისათვის დარტყმის განხორციელებით მიეყენებინა ფიზიკური ტკივილი, მისი პირადი და ეკონომიკური პირობები - ჰყავს მეუღლე და შვილები, საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება, არის დასაქმებული და სასჯელის დანიშვნის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ მ-------------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი, მ-------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ მ-------------ისა და თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ მა-------–------- სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
2.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
3. მ-------------ი (პ/ნ 0----------)ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით;
4.მ-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია;
5. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დისკები შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
-მობილური ტელეფონი სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს;
6. განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი