განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.11.2018
საქმის ნომერი
080210118001987925
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №080210118001987925

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-708-18 26 ნოემბერი, 2018 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენელი - - და-–- სა----–--- - სა-–--------------–---–ი - - პა---- ჩე---–-–---–- - - რო-------------–--–--ა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახა-–- გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

- და-–- სა----–---ს (წარმომადგენელი სა-–-----------------–---–ი) სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და მოეხსნა ყადაღა მოპასუხე პა---- ჩე---–-–---–-ს საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. წ---–-------, 9 ა-----–-- ქ. №7, ს/კ №--.0-.3-.0--.0-.0--;

- სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა ბიუჯეტში;

 

2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. მხარეებს შორის 2015 წელს დაიდო ზეპირი ფორმით ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე და მოპასუხე შეთანხმდნენ, რომ მოპასუხე ჩა----რებდა სარემონტო სამუშაოებს და-–- სა----–---ს ბინაში, ხოლო მოსარჩელე თანხას გადასცემდა პა---- ჩ----–-–---–ს.

 

2.2. სსიპ ლ---- ს----------–-- ს----–----- ს----------–-- ე------------- ბიუროს მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, და-–- სა----–---ს ბინაში, მდებარე ქ.ქ--------, ბ------ ქ. №---2--ში, დამკვეთის განმარტებით, შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: მოეწყო თაბაშირ-მუყაოს ტიხარი, თაღი და ჭერი, შეიცვალა ელექრტომოწყობილობები, იატაკზე მოეწყო კერამომაგნიტის ფილები, კედლებზე გაიკრა შპალერი, ფანჯრებზე მოეწყო მეტალოპლასტმასის რაფები და საცრემლეები. სააბაზანოში შესრულებული სამუშაოების დადგენა ვერ მოხერხდა. ბინის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 4950.97 ლარს, მათ შორის მასა-–-ს ღირებულება 2968.75 ლარს. შესრულებული სამუშაოების ხარისხი ვიზუალური დათვა-–-ერებით დამაკმაყოფილებელია;

 

2.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებიდან არ ირკვევა, თუ რა ოდენობის თანხა გადასცა და-–- სა----–---მ პა---- ჩ----–-–---–ს და რა მიზნით. ამასთან წარმოდგენილი დოკუმენტები შესრულებულია უცხოურ ენაზე და მისი შესაბამისი ქართული თარგმანი საქმეს არ ერთვის;

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. განსახილველ შემთხვევაში, მხარეებმა დადეს ნარდობის ხელშეკრულება, შეთანხმდნენ პირობებზეც. მოსარჩელე მისცემდა თანხას, ხოლო მოპასუხე განახორციელებდა სამუშაოებს და-–- სა----–---ს საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებაზე (სკ-ის 629.1.-ე, 630-ე მუხლი). მოპასუხის მიერ შესრულებულ იქნა ცალკეული სახის სარემონტო სამუშაოები, რაც აღწერილია ექსპერტიზის დასკვნაში, შესრულება მიღებულ იქნა შემკვეთის მიერ. ხოლო დარჩენილი სამუშაოები, მხარის განმარტებით, დაასრულა მოსარჩელემ. აღნიშნული მიუთითებს მასზე, რომ მხარეთა შორის შეთანხმება შეწყდა;

 

2.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდება შემდგომში;

 

2.6. ამ ნორმის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული. აღნიშნული ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება;

 

2.7. ამასთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართულრთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი – ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე;

 

2.8. უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება (თანხა) მიიღო შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება კიდევაც უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას;

 

2.9. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული;

 

2.10. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებათა შეფასება ხდება ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია;

 

2.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება სახელმწიფო ენაზე, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის მე-8 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ენა არის ქართული, აფხაზეთში - აგრეთვე აფხაზური. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები ქართულ ენაზე, ან ამ დოკუმენტების სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

 

2.12. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან 5396 აშშ დოლარი სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად გადასცა პა---- ჩ----–-–---–ს, რომელმაც განახორციელა მხოლოდ 8000 ლარის სამუშაოები, ხოლო 9000 ლარი მიითვისა;

 

2.13. ამდენად, ამ ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარესაა, რომელმაც ვერ შეძლო მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეა-–-ზება და ვერ წარმოადგინა მის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები;

 

2.14. საქმეში არსებული წერილობითი მასალა, რომელიც არ არის შესრულებული ქართულ ენაზე და არ არის თარგმნილი ქართულად, სადავო ფაქტის დამადასტურებელ საკმარის მტკიცებულებად ვერ განიხილება. ამ დოკუმენტების მტკიცებულებად მიღების შემთხვევაშიც კი არ დასტურდება პა---- ჩე---–-–---–-ს მიერ უშუალოდ და-–- სა----–---საგან თანხის მიღების ან გადარიცხვის ფაქტი;

 

2.15. გარდა ამისა, და-–- სა----–---ს ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ შემდეგში გაწეული სამუშაოებისა და ღირებულების დასადასტურებლად. მხოლოდ მხარის განმარტება არაა საკმარისი იმის დასადგენად, რომ რადგან პა---- ჩ----–-–---–მა არ დაასრულა და-–- სა----–---ს საცხოვრებელი ბინის რემონტი სრულად, ამიტომ ის გამდიდრდა უსაფუძვლოდ, ხოლო მოსარჩელის მიერ მოხდა მისივე სახსრებით სამუშაოების დასრულება. და-–- სა----–---ს წარმომადგენელმა ასევე ვერ დაასაბუთა ზიანის მიყენების ფაქტი და მისი ოდენობა;

 

2.16. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება შესრულებულ იქნა იმ ფარგლებში, რა ხარჯის გაწევაც მოხდა მოსარჩელის მიერ. შესაბამისად მოპასუხე პა---- ჩე---–-–---–- და-–- სა----–---ს ხარჯზე არ გამდიდრებულა და არც თანხა მიუღია უსაფუძვლოდ. ამდენად, არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1. აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით, სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე პასუხი არ იყო გაცემული, არცერთ მტკიცებულებაზე არ იყო წარმოდგენილი შენიშვნები და მოპასუხის მოსაზრებები, მოპასუხემ შესაგებელში ყველა ფაქტობრივი გარემოება აღიარა. სასამართლომ არ გაიზიარა ისეთი მტკიცებულებები რომელიც სადაოდ არ გაუხდია მოპასუხე მხარეს;

 

3.2. მოპასუხე მხარემ არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სხდომაზე სადაო არ გახადა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი რუსულ ენოვანი საბანკო გზავნილები, სადაც ლათინური ასოებით იკითხება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებიბი და წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე დააყენა შუამდგომლობა საბანკო და სოციალური ქსელის საშუალებით მიმოწერების ამოღების შესახებ;

 

3.3. სასამართლო პროცესზე გამოცხადებული მოწმე ხელოსანი გ---- მ-------–-–---–ი, რომელიც დაცვის მხარის მიერ იყო მოყვანილი არ დაიკითხა პროცესზე, რადგან მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რა ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად იყო გამოცხადებული მოწმე ყველაფერს ეთანხმებოდა;

 

3.4. ასევე მოპასუხის მიერ სადაო არ გამხდარა მოსარჩელის შუამდგომლობა პროკურატურიდან საქმის გამოთხოვის შესახებ და შესაგებელშიც არ ქონდა მოსაზრება დაფიქსირებული სარჩელში დაყენებულ შუამდგომლობაზე, კერძოდ სისხლის სამართლის საქმეში პა---- ჩე---–-–---–-ს მიერ მიცემულ ჩვენებაზე, სადაც ის აღიარებს 17000 ლარის მიღებას და-–- სა----–---სგან რემონტის გასაკეთებლად. აღნიშნული შუამდგომლობა მოსამზადებელ პროცეზე არ განიხილა სასამართლომ რადგან ჩათვალა რომ მოპასუხე მას სადაოდ არ ხდიდა;

 

3.5. საქმეზე თანდართული წერილობითი მტკიცებულებებით დასტუდება 4300 აშშ დოლარის გაგზავნა პა---- ჩე---–-–---–-სათვის და პა---- ჩე---–-–---–-ს მიერ მინდობილობის საფუძველზე, 2000 ლარის გამოტანა საქართველოს ბანკიდან და-–- სა----–---ს ანგარიშიდან;

 

3.6. სარჩელზე თანდართული სესხის ხელშეკრულება არ გამოიკვლია სასამართლომ, რომელიც ასევე სადაო არ გაუხდია მოპასუხეს;

 

3.7. სასამართლომ არ იხელმძღვანელა ს.ს.ს.კ-ის მე-4, 201-ე, 203-ე, ს.ს.კ-ის 976-ე, 979-ე მუხლებით. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდებოდა, რომ პა---- ჩ----–-–--მა მიიღო 17000 ლარი და სარემონტო სამუშაოებს მოახმარა 5000 ლარი. ის გამდიდრდა უსაფუძვლოდ. ასევე სარჩელზე თანდართული იყო სესხის ხელშეკრულება რომელიც ადასტურებდა, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი 1500 ლარის ოდენობით. მოწმე გ---- მ-------–-–---–ი სწორედ ამ ფაქტებს დაადასტურებდა რომ დაკითხულიყო.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ;

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და წინამდებარე განჩინებაში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს (შინამდებარე განჩინების 2.1.-2.16. პუნქტები) და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:

 

4.2. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეებს შორის დაიდო ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც პა---- ჩ----–-–---–ს და-–- ს-----–--ს მიერ გამოგზავნილი თანხებით უნდა გაერემონტებინა და-–- სა----–---ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.ქ-------–-, ბ------ ქ. №---2-/55-ში;

 

4.3. საქმეში არსებული საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ქ.ქ-------–-, ბ------ 22-2- №55-ში მდებარე და-–- სა----–---ს საკუთრებაში არსებული საცხოვრებელ ბინაში ექსპერტიზის დამკვეთის განმარტებით, შესრულდა შემდეგი სახის სამუშაოები: მოეწყო თაბაშირ-მუყაოს ტიხარი, თაღი და ჭერი, შეიცვალა ელექრტომოწყობილობები, იატაკზე მოეწყო კერამომაგნიტის ფილები, კედლებზე გაიკრა შპალერი, ფანჯრებზე მოეწყო მეტალოპლასტმასის რაფები და საცრემლეები. საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 4950.97 ლარს, მათ შორის მასა-–-ს ღირებულება 2968.75 ლარს. საცხოვრებელი ბინის რეაბილიტაციაზე შესრულებული სამუშაოების ხარისხი ვიზუალური დათვა-–-ერებით დამაკმაყოფილებელია (იხ. ექსპერტიზის დასკვნა ს/ფ.: 53-63);

 

4.4. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვა-–-სწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური;

 

4.5. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არაა ზეპირი ნარდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან სამუშაოების შესასრულებლად მოპასუხეს გადასცა საერთო ჯამში 17 000 ლარი, რასაც მოპასუხე უარყოფს და ადასტურებს მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული თანხის მისთვის გადაცემას რა ფარგლებშიც მის მიერ შესრულებული იქნა შესაბამისი სამუშაოები. მოსარჩელე უთიტებს, რომ მოპასუხემ სარემონტო სამუშაოებისთვის დახარჯა მხოლოდ 8000 ლარი, ხოლო დანარჩენი 9000 ლარი მიითვისა. ამდენად, მხარეთა შორის სადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს მოპასუხისათვის 9000 ლარის გადაცემა, მოპასუხის მიერ ნარდობის ხელშეკრულების პირობების დარღვევა იმ თვალსაზრისით, რომ მან რემონტისათვის განკუთვნილი და მისთვის გადაცემული თანხებიდან 9000 ლარი არ მოახმარა ბინის რემონტს და ეს თანხა მიითვისა;

 

4.6. მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავა-–-ა ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან;

 

4.7. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება;

 

4.8. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვა-–-სწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეა-–-ზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის;

 

4.9. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყა-–-ბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლენი, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

 

4.10. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება;

 

4.11. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან);

 

4.12. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგა-–-თად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყა-–-ბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან;

 

4.13. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი – მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა;

 

4.14. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მტკიცების საგანში შემავა-–- გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64);

 

4.15. პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვა-–-სწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; niderost-huber v. Switzerland, § 24; k.s. v. finland § 21; ასევე, სუსგ №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი);

 

4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველი კატეგორიის დავაში, მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს უნდა მიეთითებინა და დაემტკიცებინა, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მოსარჩელეს იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით;

 

4.17. ზემოთ დასახელებული ნორმების (სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლები) თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვა-–-სწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს;

 

4.18. სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში;

 

4.19. ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო იმსჯელებს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა (სუსგ 6.06.2017წ. საქმე №ას-584-543-2017);

 

4.20. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განსახილველ საქმეზე მოსარჩელემ მოთხოვნა დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულების პირობები არ შეასრულა, მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შესრულების მიუხედავად, მას ნარდობის საგანი არ გადასცა სრულად გარემონტებულ მდგომარეობაში. მოპასუხის მხრიდან ზემოაღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელემ განიცადა ზიანი;

 

4.21. მოსარჩელემ საკუთარი მტკიცების ტვირთის ფარგლებში წარმოადგინა ექსპერტის დასკვნა, რომლითაც მითითებულია თანხის ის ოდენობა, რაც გამოყენებულ იქნა უძრავი ნივთის შეკეთებისათვის, რასაც არც მოპასუხე უარყოფს, ხოლო სარჩელით მოთხოვნილი თანხის 8000 ლარის მიღებას მოპასუხე არ ადსატურებს და არც მოსარჩელის მხრიდან არის წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი მტკიცებულება;

 

4.22. პალატა მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

 

4.23. პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს/აპელანტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლის 1–ლი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, უნდა დაედასტურებინა მოპასუხისათვის ამ ოდენობის თანხის გადაცემა და შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულება, რაც მის მიერ დადასტურებული ვერ იქნა. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რომ მან მოპასუხეს გადასცა მის მიერ მითითებული ოდენობის თანხა და რომ მოპასუხემ სათანადოდ არ შეასრულა შეთანხმებული სამუშაოები, რაც იქნებოდა მოპასუხისათვის ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების საფუძველი. საქმეში არაა წარმოდგენილი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა მოპასუხისათვის 8000 ლარის გადაცემის ფაქტი. ასევე არაა დადასტურებელი კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ მხარეები და რა ფარგლებში იკისრა პა---- ჩ----–-–---–მა სარემონტო სამუშაოების შესრულება, რა მდგომარეობაში უნდა ჩაებარებინა საცხოვრებელი ბინა და-–- სა----–---ს. შესაბამისად, შეუძლებელია იმის განსაზღვრა და შეფასება თუ რა ფარგლებში არ შეასრულა მოპასუხემ მასზე დაკისრებული ვალდებულება;

 

4.24. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობებს და მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილ მიმოწერის ამონარიდები და მოწმეთა ჩვენებები არ წარმოადგენენ სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებას თანხის გადაცემის დასადასტურებლად. პალატა აქვე განმარტავს, რომ ასეთ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებებიც კი არარელევანტურ მტკიცებულებას წარმოადგენს, რადგან გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს საამისოდ ვარგისი მტკიცებულებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვაგვარად, სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად. მოსარჩელემ მოთხოვნის დასადასტურებლად ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეა-–-ზება ანუ სარჩელში მითითებული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული. მოსარჩელემ/აპელანტმა საქმის წარმოების ვერც ერთ ეტაპზე, გარდა ახსნა-განმარტებისა, ვერ წარმოადგინა ვარგისი მტკიცებულებები, რაც მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი გახდებოდა. აღნიშნულის შესაბამისად, მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპიდან გამომდინარე მოსარჩელემ/აპელანტმა ვერ შეასრულა საპროცესო ვალდებულება - სათანადო მტკიცებულებით დაედასტურებინა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია;

 

4.25. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვა-–-სწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ და-–- სა----–---ს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვა-–-სწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;

 

6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. და-–- სა----–---ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. ძალაში დარჩეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვა-–-სწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლაურა მიქავა