განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2018
საქმის ნომერი
330100118002386326
ინსტანცია
თარიღი
27.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100118002386326, საქმე №1/ბ-1487-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - გი------ მუ-------ი.

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - თე--------- ფა--------ის ძე შა-–--–---–ი, დაბადებული 199--–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №4----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქ. წ---------------------------–-----------; ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–--------–-------------------------------------–-----------–------------------------------------------------;

 

მსჯავრდებული - ამ-----ი გი------ს ძე ჯა-----–---–ი, დაბადებული 199--–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–-------–--------–---–----------------------;

 

მსჯავრდებულ თე--------- შა-–--–---–ის ადვოკატები - გე-–--------–--–---–ი, გი-------–--–---–ი;

 

მსჯავრდებულ ამ-----ი ჯა-----–---–ის ადვოკატი - ლე------------ე.

 

კვალიფიკაცია:

 

თე--------- შა-–--–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

ამ-----ი ჯა-----–---–ი - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

 

თე--------- შა-–--–---–ი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

 

ამ-----ი ჯა-----–---–ი - თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, თე--------- შა-–--–---–ს და ამ-----ი ჯა-----–---–ს მსჯავრი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: თე--------- შა-–--–---–მა და ამ-----ი ჯა-----–---–მა, წინასწარი შეთანხმებით, კახეთში, წნორის რაიონში, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება ან----------–------ს, კერძოდ, 2018 წლის 15 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათის შემდეგ, ამ-----ი ჯა-----–---–მა და თე--------- შა-–--–---–მა ან----------–------ი მისი ნების საწინააღმდეგოდ გაიყვანეს საცხოვრებელი სახლის ცალკე ოთახში და არ აძლევდნენ წასვლის საშუალებას, თავისუფლებააღკვეთილ დაზარალებულს კი ამ-----ი ჯა-----–---–ი და თე--------- შა-–--–---–ი ცემდნენ და აიძულებდნენ ეღიარებინა თევზის ქურდობა და ამავე დროს დაესახელებინა თანამონაწილენი. თე--------- შა-–--–---–მა და ამ-----ი ჯა-----–---–მა ან----------–------ი გაათავისუფლეს 2018 წლის 15 იანვარს გამთენიისას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენით, თე--------- შა-–--–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

თე--------- შა-–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

თე--------- შა-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 იანვრიდან.

 

ამ-----ი ჯა-----–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

ამ-----ი ჯა-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

ამ-----ი ჯა-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 26 იანვრიდან.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა მა----------------–---მა, მსჯავრდებულ ამ-----ი ჯა-----–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლე------------ემ და მსჯავრდებულ თე--------- შა-–--–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გე-–--------–--–---–მა და გი-------–--–---–მა. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და თე--------- შა-–--–---–ისა და ამ-----ი ჯა-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების თავდაპირველ მოთხოვნას წარმოადგენდა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ამ-----ი ჯა-----–---–ის და თე--------- შა-–--–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას, წარმოდგენილი იქნა პროკურორ მა----------------–---ის წერილობითი შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე მსჯავრდებულების თე--------- შა-–--–---–ის და ამ-----ი ჯა-----–---–ის მიმართ, რაც შეთანხმებულია ზემდგომ პროკურორთან.

 

შუამდგომლობების თანახმად, თე--------- შა-–--–---–ს და ამ-----ი ჯა-----–---–ს განემარტათ საპროცესო შეთანხმების არსი, რაზეც მსჯავრდებულებმა, მათი ინტერესების დამცველი ადვოკატებისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით განაცხადეს თანხმობა ბრალზე გარიგებისა და სასჯელზე შეთანხმების თაობაზე. 2018 წლის 21 ნოემბერს, მსჯავრდებულებს, მათYადვოკატებსა და პროკურორს შორის გაფორმდა ოქმები საპროცესო შეთანხმების შესახებ.

 

პროკურორმა ითხოვა მსჯავრდებულებთან მიღწეული საპროცესო შეთანხმებების დამტკიცება შემდეგი პირობებით:

 

თე--------- შა-–--–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა 5 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამ-----ი ჯა-----–---–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა 5 წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახით ჯარიმის დაკისრება 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

შუამდგომლობებს მხარი დაუჭირეს პროკურორმა გი------ მუ-------მა, მსჯავრდემულმა თე--------- შა-–--–---–მა, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გე-–--------–--–---–მა და გი-------–--–---–მა, მსჯავრდებულმა ამ-----ი ჯა-----–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლე------------ემ.

 

სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობების საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქმეში „ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (ამასთან დაკავშირებით სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, § 17, Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27 November 2008; რუცინსკი პოლონეთის წინააღმდეგ, § 12, Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20 February 2007). საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი კონვენციის მოთხოვნებთან შეუსაბამო არ არის (იხ: ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ mutatis mutandis, Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6 July 2010). აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საპროცესო შეთანხმება შეიძლება წარმოადგენდეს კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიან საშუალებას, რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება, გამოყენებული იქნეს მსუბუქი სასჯელები და შემცირდეს პატიმართა რაოდენობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით სისხლის სამართალწარმოების შემცირება ხდება. აღნიშნული არ შეიძლება დარღვევად ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის შესაბამისად (ვრცლად იხ. ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი No. 9043/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, 2014 წლის 24 აპრილი).

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებით თე--------- შა-–--–---–მა და ამ-----ი ჯა-----–---–მა უარი თქვეს სააპელაციო საჩივრების არსებითად განხილვაზე, რაც გაცნობიერებული და ნებაყოფლობითი გადაწყვეტილება იყო. საქმის გარემოებების გათვალისწინებით, პალატა დარწმუნდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალადობის ან სხვა რაიმე უკანონო ქმედების შედეგი არ ყოფილა. ასევე არ დგინდება, რომ უფლებაზე უარის თქმა საჯარო ინტერესს ეწინააღმდეგება.

 

სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ შუამდგომლობები წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მათი დამტკიცების თაობაზე. პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულების მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმებები ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულების მხრიდან ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ. მსჯავრდებულები თე--------- შა-–--–---–ი და ამ-----ი ჯა-----–---–ი სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს. მათი განმარტებით, სრულად ეთანხმებიან დადგენილებებში და განაჩენში მითითებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები თე--------- შა-–--–---–ი და ამ-----ი ჯა-----–---–ი სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

მსჯავრდებულები აცნობიერებენ, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები, მათთვის ასევე ცნობილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლით გათვალისწინებული მათი უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა, ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება თე--------- შა-–--–---–ის და ამ-----ი ჯა-----–---–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. დაზარალებულ ან----------–------ის ჩვენებით, მოწმეების: გ-------------–---–-----------------–---–----------–-–--–--–---–-------–-------------–---–-----------------–---–-------–-------–---–-----–---–--------–---–----–-------------–---–---------------------–-------------------–---–------------------–---–ის და სხვათა ჩვენებებით, ფონოსკოპიური ექსპერტიზის №64/ფ დასკვნით, ექსპერტ ეთ----------–-–---–ის ჩვენებით, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი დემოგრაფიული მონაცემებით, შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ნუსხით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ფარული საგამოძიებო მოქმედებათა შედეგად მოპოვებული მასალების და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, უტყუარად დასტურდება თე--------- შა-–--–---–ის და ამ-----ი ჯა-----–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, წარმოდგენილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებულ, საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულებმა აღიარეს დანაშაული, დაეთანხმნენ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარი თქვეს სასამართლოს მიერ მათი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, -

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის მა----------------–---ის შუამდგომლობები დაკმაყოფილდეს.

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმებები დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულებს თე--------- შა-–--–---–სა და ამ-----ი ჯა-----–---–ს შორის.

 

ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 23 ოქტომბრის განაჩენში.

 

თე--------- შა-–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, თე--------- შა-–--–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად თე--------- შა-–--–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

თე--------- შა-–--–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

თე--------- შა-–--–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 26 იანვრიდან 2018 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

 

ამ-----ი ჯა-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 ივნისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, ამ-----ი ჯა-----–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, ამ-----ი ჯა-----–---–ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ამ-----ი ჯა-----–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ამ-----ი ჯა-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 26 იანვრიდან 2018 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

 

თე--------- შა-–--–---–ს და ამ-----ი ჯა-----–---–ს დაეკისროთ მოვალეობა, პრობაციის სამსახურის ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ მუდმივი ბინადრობის ადგილი. მათ ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

- თე--------- შა-–--–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული აიფონ 6-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3-------------- (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში), 4 ცალი სანადირო ცეცხლსასროლი თოფი, 1 ცალი პნევმატური თოფი, ერთი ცალი თოფის ლულა და 30 ცალი ვაზნა (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ლოჯისტიკის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ თე--------- შა-–--–---–ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;

 

- ამ-----ი ჯა-----–---–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული აიფონ 7-ის ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 3--------------, (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ ამ-----ი ჯა-----–---–ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, კანონით დადგენილი წესით;

 

- თე--------- შა-–--–---–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერებისას ამოღებული საკეტები (ინახება საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში), სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

- მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 3 დისკზე; შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი 1 CD დისკზე; ადგილმდებარეობის დროს გადაღებული ფოტოსურათები, ჩაწერილი ერთ DVD დისკზე, ვიზუალური თვალთვალის დროს გადაღებული ვიდეომასალა, ჩაწერილი 5 დისკზე; გამოთხოვილი ინფორმაცია, ჩაწერილი 2 დისკზე; ფარული საგამოძიებო მოქმედების - „ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“, შედეგად მოპოვებული აუდიო მასალა, ჩაწერილი 2 ცალ DVD-R ფორმატის დისკზე; ლ-----------–---–ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანა “VOLKSWAGEN JETTA”-ში, ლ-----------–---–ის მიმართ განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 3 ცალ DVD-R ფორმატის დისკზე; ლ-----------–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5------------ზე და ამ-----ი ჯა-----–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5------------ზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 2 ცალ CD-R ფორმატის დისკზე; ბი--------------–--ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5------------ზე და მა---------–-----–---–ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5----------- განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადების და ჩაწერის“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 1 ცალ CD-R ფორმატის დისკზე; ლ-----------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა “VOLKSWAGEN JETTA”-ში, განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედების - „ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერის და ფოტოგადაღების“ შედეგად მოპოვებული აუდიომასალა, ჩაწერილი 1 ცალ DVD-R ფორმატის დისკზე; ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ბრალდებულების ლ-----------–---–ის, ბი--------------–--ის, მა---------–-----–---–ის, რა------------------იას, ამ-----ი ჯა-----–---–ის და თე--------- შა-–--–---–ის მიმართ სასამართლოში პირველი წარდგენის 2018 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ დისკზე; ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული მი----– შა-–--–---–ის 2018 წლის 19 თებერვლის დაკითხვის აუდიოჩანაწერი, ჩაწერილი 1 ცალ CD დისკზე; ლ-----------–---–ის, ბი--------------–--ის, მა---------–-----–---–ის, რა------------------იას, ამ-----ი ჯა-----–---–ის და თე--------- შა-–--–---–ის 2018 წლის 26 იანვარს ბრალდებულის სახით გამოკითხვისას და მოწმე ბე---------–-----–---–ის 2018 წლის 2 თებერვალს გამოკითხვისას გადაღებული ვიდეო ჩანაწერები, ჩაწერილი 7 ცალ DVD-R ფორმატის დისკზე - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.

 

განაჩენის გასაჩივრება შეუძლიათ მსჯავრდებულებს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში და პროკურორს იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულებმა დაარღვიეს საპროცესო შეთანხმების პირობა - დარღვევის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე