განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002533855
საქმე №1ბ/1217-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - კა--------–---–---–ის
მსჯავრდებულ - ვლ-----------------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ვლ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვლ-----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 1----------, მცხოვრების: ქ. ბ----------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენით ვლ-----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
ვლ-----------------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 23 მაისს, ღამის საათებში არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ვლ-----------------ე მივიდა თავის საცხოვრებელ სახლში მისამართზე ქ. ბ---------------------------------ში, მისი არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის გამო დედამ დე----–----------ემ გამოთქვა უკმაყოფილება, აღნიშნულით განაწყენებულმა ვლ-----------------ემ არასრულწლოვანი შვილის ბე-----------ის თანდასწრებით დედას მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდეგ ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, რის გამოც დე----–----------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვლ-----------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და გამართლება, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ დანაშაული არ ჩაუდენია, იგი გამომძიებელმა შეიყვანა შეცდომაში, უთხრა, რომ ეღიარებინა დანაშაული და ჯარიმით ან გაფრთხილებით გაუშვებდნენ, ანალოგიური უთხრა მის მშობლებსაც და მათ ჩვენებები არარსებული ფაქტების შესახებ მიაცემინეს.
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კა--------–---–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენის ძალაში დატოვება.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ამასთან, მსჯავრდებულმა დააზუსტა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენის ძალაში დატოვების შემთხვევაში მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება.
ბრალდების მხარე არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მსჯავრდებულ ვლ-----------------ის განმარტებას, მისი უდანაშაულობის შესახებ, პალატა არ იზიარებს და მხედველობაში იღებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ვლ-----------------ემ თავი ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ საქმის განხილვისას მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მტკიცებულებები, შესაბამისად მათი გამოკვლევა არ მომხდარა. ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნულ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულ ვლ-----------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, კერძოდ: მსჯავრდებულ ვლ-----------------ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დასტურდება საქმეში არსებული მოწმეების: გი---------------ის და ბე-----------ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულ დე----–----------ის გამოკითხვის ოქმით და საქმეში არსებული სხვა უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით.
პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეში - „ჰ-ი იტალიის წინააღმდეგ“ (CASE OF HERMI v. ITALY, საჩივარი N 18114/02, 18.10.2006, §73) განმარტა, რომ კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) არც მატერიალური და არც შინაარსობრივი მხარე არ უკრძალავს პირს საკუთარი ნებით და სურვილით აშკარად ან ნაგულისხმევად უარი განაცხადოს სამართლიანი სასამართლოს უფლებით დაცულ გარანტიებზე. თუმცა, ასეთი უარი, თუ იგი ეფექტურია კონვენციის მიზნებისთვის, დადგენილი უნდა იყოს ცალსახად და უზრუნველყოფილი შესაბამისი მნიშვნელობის მინიმალური გარანტიებით; მოცემულ შემთხვევაში, როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებით ირკვევა, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის დროს მტკიცებულებები არ გამოუკვლევიათ, რადგან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა; ამასთან, ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მსჯავრდებულმა ვლ-----------------ემ მტკიცებულებათა გამოკვლევაზე (მათ შორის, მოწმეთა დაკითხვაზე) საკუთარი ნება-სურვილით განაცხადა უარი.
რაც შეეხება მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელს პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა მხედველობაში იღებს, რომ ვლ-----------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებად მხედველობაში იქნა მიღებული მისი აღიარება. ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა, პალატა ასევე ითვალისწინებს მსჯავრდებულის ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს და მიაჩნია, რომ სასჯელი სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვლ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 01 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვლ-----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით.
ვლ-----------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია. ვლ-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 24 მაისიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე