განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018002341707
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-785-2018 30 ოქტომბერი, 2018 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ფ--–--- კ-----–----ი
წარმომადგენელი - ბ----–-----------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ა-–-------- კ-----–----ი
წარმომადგენელი - გ-----------–--ე
დავის საგანი - თანამესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, ნაწილობრივ, გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ფ--–--- კ-----–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ფ--–--- კ-----–----ი ცნობილი იქნას ა-–-------- კ-----–----ის კუთვნილი შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო ს--- კ--------ის (ს/კ 4--------) საწესდებო კ-------–ის 89%-იანი წილიდან ½ წილის (44.5% წილი) მესაკუთრედ. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. ფ--–--- კ-----–----ი 1989 წლის 16 ივნისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ა-–-------- კ-----–----თან. 2.2. ფ--–--- კ-----–----სა და ა-–-------- კ-----–----ს შეეძინა ორი შვილი ლ---–- კ-----–----ი და ბ------ კ-----–----ი. 2.3. ა-–-------- კ-----–----ს და ნ-------------ს 2017 წლის 22 დეკემბერს შეეძინათ შვილი ბ----–---–---------- კ-----–----ი. 2.4. 2011 წლის 25 იანვარს ა-–-------- კ-----–----მა პარტნიოებთან ერთად დააფუძნა საზოგადოება შპს „ს--- კ--------ი“. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეეესტრიდან ამონაწერით დასტურდება, რომ შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) ს--- კ--------ი„-ს 89%-იანი წილის მფლობელს წარმოადგენს ა-–-------- კ-----–----ი. 2.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, სადაც მოვალეა ა-–-------- კ-----–----ი, ხოლო კ--------ორია შპს „კ-------– კ--------ი“ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებულია ა-–-------- კ-----–----ის 89%-იანი წილი შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია (მისო) ს--- კ--------ში“. 2.5. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ 2017 წლის 07 აგვისტოს გაცემული ბრძანება, დავალიანების გადახდევინების შესახებ, სადაც მოვალეა ა-–-------- კ-----–----ი, ხოლო კ--------ორია ე---–---------------–ი. 2.6. მხარეთა მიერ ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ არის გამხდარი; დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება. 2.8. სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი. 2.9. სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას, თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. 2.10. სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. 2.11. სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ. 2.12. სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2.13. სამოქალაქო კოდექსის 1168.2. მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით, კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა _ თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. მითითებული ნორმა მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმის ამგვარი განსხვავებული წესით დადგენას ითვალისწინებს მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილი შემთხვევების არსებობისას. სარჩელის სამართლებრივი საფუძველი აკონკრეტებს, თუ რა ფაქტობრივი გარემოებები უნდა იქნას გათვალისწინებული არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების შემოწმების დროს. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები საკმარისი არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168.2. მუხლის განხორციელებისათვის. მოსარჩელის მითითება, რომ მასთან ცხოვრობს არასრულწლოვანი შვილები, მოპასუხე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება სხვა ქალბატონთან და შეეძინა შვილი, ასევე ის გარემოება, რომ მოპასუხესთან არის მისი ძვირფასეულობა, ვერ იქნება გაზიარებული და ვერ გახდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168.2. მუხლის განმაპირობებელი გარემოება.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ფ--–--- კ-----–----მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მოსარჩელე მხარის წერილობითი შუამდგომლობების მიუხედავად, საქმეზე მიღებულიყო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მოპასუხე მხარის მიერ დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარმოუდგენლობის გამო, პირველი ინსტანციის სასამართლომ შუამდგომლობები არ განიხილა და არც დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა 04.05.2018წ. მოსამზადებელ სხდომაზე ან მომდევნო 16.05.2018წ. და 11.06.2018წ. მთავარ სხდომებზე. საქმეზე მიღებული მოტივირებული გადაწყვეტილების 2.1. პუნქტით (მოპასუხის პოზიცია) სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე ა-–-------- კ-----–----ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და იგი არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა, თუმცა საქმის არსებითად განხილვის შედეგად (რომელშიც მოპასუხე მხარე არ მონაწილეობდა) ფ--–--- კ-----–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იგი ცნობილი იქნა მეუღლის, ა-–-------- კ-----–----ის კუთვნილი შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო ს--- კ--------ის“ საწესდებო კ-------–ის 89%-იანი წილიდან 1/2 წილის (44,5% წილი) მესაკუთრედ. სასამართლოს აუცილებლად უნდა ემსჯელა მოსარჩელე მხარის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83.2. მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების გამოყენებით დაყენებული შუამდგომლობების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით და გამოეტანა განჩინება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ან უნდა დაეკმაყოფილებინა შუამდგომლობა და გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. საერთოდ რომ არ განეცხადებინა მოსარჩელე მხარეს აღნიშნული შუამდგომლობა, სასამართლოს, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232 (1)-ე მუხლისა, ვინაიდან მოპასუხემ ამ კოდექსის 201-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხი (შესაგებელი) არ წარმოადგინა და არც ასეთის მიზეზის თაობაზე აცნობა რაიმე სასამართლოს, უნდა ჩაეთვალა, რომ ეს გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით და ზეპირი მოსმენის გარეშე უნდა გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღება მით უფრო უნდა მომხდარიყო, რომ მოპასუხე მხარემ არავითარი ინტერესი არ გამოავლინა მის წინააღმდეგ აღძრული სამოქალაქო სარჩელის მიმართ და არა მარტო პასუხი (შესაგებელი) არ წარუდგინა სასამართლოს, არამედ არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ შეატყობინა სასამართლოს, ანუ მოპასუხე მხარემ გამოიჩინა სრული ინდეფერენტულობა. იმის გამო, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232(1)-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მხოლოდ ვარაუდი შეიძლება, სასამართლომ პასუხის (შესაგებლის) ვადაში წარუდგენლობა ხომ არ ჩათვალა საპატიოდ (თუმცა ამის საფუძველი საქმეში არ მოიპოვება). არ არის გამორიცხული, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას. 04.05.2018წ. მოსამზადებელ სხდომაზე და 16.05.2018წ. მთავარ სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხოლოდ მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს, რადგან მოპასუხე მხარე ან მისი წარმომადგენელი სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდნენ და 11.06.2018 წელს სასამართლომ გამოაცხადა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. თუკი ფ--–--- კ-----–----ის სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ამის თაობაზე მსჯელობა ასახული უნდა იყოს 11.06.2018წ. გადაწყვეტილებაში და სასამართლო უნდა ასაბუთებდეს, ასეთ შემთხვევაში რატომ არ მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ და რატომ მიიღო ჩვეულებრივი მოტივირებული გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. 3.2. სასამართლომ გადაწყვეტილების 6.2. პუნქტით არასწორად დაადგინა, რომ ფ--–--- კ-----–----ი სარჩელის დაკმაყოფილებას, სხვა საფუძვლებთან ერთად, ითხოვდა იმ საფუძვლითაც, რომ მასთან იმყოფებიან (ცხოვრობენ) არასრულწლოვანი შვილები და თავად არის შრომისუუნარო. მსგავს ფაქტობრივ გარემოებაზე მითითება ფ--–--- კ-----–----ის სარჩელში არ ფიგურირებს და არც მის წარმომადგენელს განუცხადებია პროცესზე ასეთი გარემოების არსებობის შესახებ. ფ--–--- კ-----–----ის სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების მე-2 პუნქტში აღნიშნულია შემდეგი: „ფ--–--- კ-----–----ი 16.06.1989 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება მოპასუხე ა-–-------- კ-----–----თან და მასთან თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ჰყავს 2 შვილი: ლ---–- კ-----–----ი (დაბ. 07.04.1988წ.) და ბ------ კ-----–----ი (დაბ. 12.02.1990წ.), ა-–-------- კ-----–----ს სხვა ქალთან, საქართველოს მოქალაქე ნ-------------სთან არარეგისტრირებული ქორწინებიდან ჰყავს 1 შვილი-ბ----–---–---------- კ-----–----ი (დაბ. 22.12.2017წ.)“. ფ--–--- კ-----–----ის წარმომადგენელი სასამართლოს სახელზე 03.05.2018წ. წერილობით ახსნა-განმარტებაში მიუთითებს: „მოპასუხე ა-–-------- კ-----–----მა წლების წინ შვეიცარიაში მიატოვა მასთან რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლე, მოსარჩელე ფ--–--- კ-----–----ი, რომელთანაც შეძენილი ჰყავდა იმ დროისათვის 2 არასრულწლოვანი შვილი, ჩამოვიდა საქართველოში, მეუღლესთან შეუთანხმებლად, დამოუკიდებლად დაიწყო წამგებიანი ბიზნესის წარმოება, საერთო ქონების ხარჯვა ოჯახის ინტერესების საზიანოდ და, შედეგად, დაედო სოლიდური ვალები სხვადასხვა კ--------ორების სასარგებლოდ“. ერთმნიშვნელოვნად ცხადია, რომ ფ--–--- კ-----–----ის შვილები კარგა ხნის გამოსული არიან არასრულწლოვნების ასაკიდან (ქალიშვილი ამჟამად 30 წლისაა, ხოლო ვაჟი-28 წლის) და იმ საფუძვლით, რომ ისინი ცხოვრობენ დედასთან, ფ--–--- კ-----–----ს ან მის წარმომადგენელს სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევა, არ მოუთხოვიათ და ვერც მოითხოვდნენ. სასამართლომ სწორად არ დაადგინა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც ფ--–--- კ-----–----ი ითხოვდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას და მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისიდან გადახვევას, იყო მეუღლის, ა-–-------- კ-----–----ის მიერ საერთო ქონების ხარჯვა ოჯახის ინტერესების საზიანოდ. სარჩელისა და მოსარჩელის ახსნა-განმარტების მიხედვით და თავად სასამართლოს გადაწყვეტილებითაც (3.1.4., 3.1.5., 3.1.6 პუნქტები) უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 24.01.2011 წელს საქართველოში შპს „მიკროსაფინანსო ოგანიზაცია ს--- კ--------ის“ დაფუძნების შემდეგ, რომელშიც ასევე ჩაიდო ფ--–--- კ-----–----ის კუთვნილი თანხები წილის 60%-ის საკუთრებაში დარეგისტრირების დაპირებით, მაგრამ რეალურად წილის 89% მიეკუთვნა ა-–-------- კ-----–----ს, ამ უკანასკნელს ამავე შპს-დან რაიმე დივიდენდი არ მიუღია. პირიქით, აღნიშნული შპს-ის და სხვა გაურკვეველ საქმიანობებთან დაკავშირებით აღებული პირადი ვალების გამო დღეის მდგომარებით სააღსრულებო ორგანოებში მიმდინარეობს 2 სააღსრულებო საქმის წარმოება, რომელთა მიხედვით, შესაბამის სააღსრულებო დოკუმენტების საფუძველზე (რომლებიც საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება), მოვალე ფიზიკურ პირს, ა-–-------- კ-----–----ს გადასახდელი აქვს ერთ შემთხვევაში კ--------ორ შპს „კ-------– კ--------ის“ სასარგებლოდ 321 611 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში-კ--------ორ უ--–---------------–ის სასარგებლოდ-250 000 აშშ დოლარი და 150 ლარი. ამჟამად ხორციელდება შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია მისო ს--- კ--------ის“ ა-–-------- კ-----–----ის კუთვნილი 89%-იანი წილიდან 1/3 წილის საბაზრო ღირებულების შეფასება, რის შემდგომ აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით გადაწყდება ამ წილის იძულებითი რეალიზაციის მიზნით აუქციონის გამოცხადების საკითხი. ასეთ მოცემულობაში სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ არ დგინდება „მოპასუხე ა-–-------- კ-----–----ი ოჯახის ინტერესების საწინააღმდეგოდ ხარჯავდა თანხებს“-რბილად რომ ითქვას, გაურკვეველია და პირდაპირ ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებებს. როცა დაუდგენელია, რაში და სად გაფლანგა ოჯახის ძვირადღირებული საერთო ქონება, რისთვის დაუგროვდა მსგავსი სოლიდური პირადი ვალები, რითაც იძულებით აუქციონზე გაყიდვის საფრთხე ემუქრება ქორწინების პერიოდში შეძენილ შპს-ის 89%-იან წილს, სრულიად კანონიერი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ დადასტურებულად ჩაითვალოს მოპასუხე მეუღლის მიერ საერთო ქონების ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯვის ფაქტი. იგივე ფაქტის (ფაქტობრივი გარემოების) მიმართ შესაძლოა სასამართლოს უფრო გაადვილებოდა შეფასება, თუკი სარჩელში მითითებული მოწმეები პროცესზე დაიკითხებოდნენ, რაც არ მოხდა მოსარჩელისაგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვინაიდან მოპასუხე მხარეს არც ერთ სასამართლო სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია. სამართლებრივი საფუძვლები 3.3. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. მან ასევე დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ ფ--–--- კ-----–----ი და ა-–-------- კ-----–----ი დაქორწინდნენ 1989 წლის 16 ივნისს. 4.2. მათ ჰყავთ ორი შვილი - 1988 წლის 7 აპრილს დაბადებული ლ---–- კ-----–----ი და 1990 წლის 12 თებერვალს დაბადებული ბ------ კ-----–----ი. 4.3. გარდა ამისა ა-–-------- კ-----–----ს ჰყავს 2017 წლის 22 დეკემბერს დაბადებული შვილი, ბ-–------–---------- კ-----–----ი. ბ-–------–---------- კ-----–----ის დედაა ნ-------------. 4.4. 2011 წლის 25 იანვარს ა-–-------- კ-----–----მა პარტნიორებთან ერთად დააფუძნა საწარმო, შპს მისო ს----კ--------ი. 4.5. ამ საწარმოში მოპასუხეს ეკუთვნოდა წილის 89%. 4.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ა-–-------- კ-----–----ს შპს კ-------–-კ--------ის სასარგებლოდ დაეკისრა 251 000 ლარისა და 62 102,26 ლარის გადახდა. 4.6.1. ამ გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების მიზნით კერძო აღმასრულებელი, ნანა კანკავა ახორციელებს სააღსრულებო ღონისძიებებს. 4.7. გარდა ამისა, აღსრულების ეროვნული ბიუროს გამარტივებული წარმოების სამსახურის წარმოებაშია უ--–---------------–ის განცხადება რესპოდენტს ა-–-------- კ-----–----ის მიმართ დავალიანების გადახდევინების თაობაზე. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც სხდომით თაობაზე ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. 4.8.1. ამის გამო, აპელანტმა გამოუცხადებელი მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე იშუამდგომლა. 4.9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. 4.9.1. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, კი ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. 4.9.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. 4.10. ამ ნორმათა საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დამტკიცებულად მიიჩნევა აპელანტის მიერ მითითებული ფაქტები და არა აპელანტის სამართლებრივი შეხედულებები (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, 2 მარტი, 2017 წელი, საქმე №ას-664-635-2016, პ. 201). 4.10.1. ამასთან, სასამართლო მოთხოვნას დააკმაყოფილებს იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები აპელანტის მოთხოვნას იურიდიულად გაამართლებს. 4.11. დადგენილია, რომ შპს მისო ს----კ--------ში მოპასუხემ წილი აპელანტთან რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეიძინა. 4.11.1. დადგენილია ისიც, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ და, ამ ნაწილში, იგი კანონიერ ძალაშია შესული. 4.12. ამის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში დავის საგანია შპს მისო ს----კ--------ში მოპასუხის კუთვნილ მთლიან წილზე აპელანტის მესაკუთრედ ცნობა. 4.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ. 4.14. უდავოა, რომ მოდავე მხარეთა შვილები სრულწლოვნები არიან. ამიტომ, ამ თვალსაზრისით წილთა თანაბრობის საწყისისათვის გადახვევის საფუძვლები არ არსებობს. 4.15. პალატის აზრით, აპელანტის მიერ მითითებული და დამტკიცებულად ცნობილი ფაქტებით არ გამომდინარეობს, რომ მოწინააღმდეგე მხარე საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ ხარჯავდა. 4.16. აპელანტს არ მიუთითებია, თუ როდის და რა ქონება გახარჯა მოწინააღმდეგე მხარემ ზემოხსნებული მიზნით და რატომ უნდა გამოეწვია ამას წილთა თანაბრობის საწყისისათვის გადახვევა. 4.16.1. აპელანტის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხეს ვალდებულებები სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში წარმოეშვა და ამ ვალდებულებების გამო აღსრულება მის კუთვნილ ქონებაზე მიმდინარეობს. 4.17. პალატის აზრით, ეს გარემოებები ოჯახის ინტერესების საზიანოდ ქონების ხარჯვას არ ნიშნავს. 4.18. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა: „შპს-ს წილზე, როგორც მეუღლეთა თანასაკუთრებაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია არა მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ საწარმოს წილზე საკუთრება ერთ-ერთი მეუღლის მიერ მოპოვებულია რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, არამედ, ასევე მხედველობაშია მისაღები წილის, როგორც საწარმოს ქონებისა და მასთან დაკავშირებული პარტნიორის უფლება-მოვალეობები, რომლებიც მოწესრიგებულია სპეციალური კანონისა და საზოგადოების, როგორც სამეწარმეოსამართლებრივი ურთიერთობების მონაწილე სუბიექტის წესდებით - პარტნიორთა შეთანხმებით... გასათვალისწინებელია არა მხოლოდ მეუღლეთა უფლება-ვალდებულებების განსაზღვრის თავისებურებები, არამედ, პარტნიორთა უფლება-ვალდებულებები, რაც კანონით და წესდებით მათ გააჩნიათ ერთ–ერთ მეუღლესთან. მეუღლეთა შორის დავის მოწესრიგებით არ უნდა იქნეს უგულებელყოფილი სხვა პირების უფლებები, რაც მათ გააჩნიათ „მეწარმეთა შესახებ“ კანონითა და წესდების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს დადგენილ ფაქტს, რომ... წილი საზოგადოებაში წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას, მაგრამ ამ წილის გაყოფისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ზემოაღნიშნული განმარტებების მიხედვით ის შეზღუდვები, რომელიც შეიძლება ეხებოდეს ახალი პარტნიორის მიღებას საზოგადოებაში“ – (სუსგ - 17 თებერვალი, 2017 წელი, საქმე №ას-605-579-2016, პ. 97-98). 4.19. იმ ფაქტზე, რომ საწარმოში წილის მთლიანად აპელანტის საკუთრებაში გადასვლა შპს მისო ს----კ--------ის პარტნიორთა შეთანხმებას შეესაბამებოდა, აპელანტს არ მიუთითებია. 4.20. ამის შესაბამისად, აპელნატის მოთხოვნა წილთა თანაბრობის პრინციპზე გადახვევის თაობაზე უსაფუძვლო იყო და საქალაქო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა იგი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ფ--–--- კ-----–----ის წარმომადგენლის, ბ----–-----------ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს. ფ--–--- კ-----–----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ფ--–--- კ-----–----ის წარმომადგენლის, ბ----–-----------ის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. ფ--–--- კ-----–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. დარჩეს უცვლელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილება;
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
6. ამ პირებმა განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
7. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
8. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა