განაჩენი

სისხლის სამართლის 14.11.2018
საქმის ნომერი
200100116001412562
ინსტანცია
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N200100116001412562, №1/ბ-991-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - შო---------ა.

 

დაცვის მხარე:

 

გამართლებული - ჯუ----- ჰ---–---ის ძე ბ--------ე, დაბადებული 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თე-–---- რაიონი, ს------–ი კი------ი;

 

ადვოკატი - ილ-----------–---–ი.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო მოყვანა და კულტივირება.

 

სასჯელი:

 

ჯუ----- ბ--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

თე-–---- რაიონული პროკურატურის პროკურორ შო---------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თე-–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ჯუ----- ბ--------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, შემდეგ გარემოებათა გამო: განაჩენი უკანონო და დაუსაბუთებელია, რადგან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ჯუ----- ბ--------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას (იხ. სააპელაციო საჩივარი, სხდომის ოქმი).

 

დაცვის მხარის მოთხოვნა - თე-–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან ჯუ----- ბ--------ის მიმართ არ არსებობს უტყუარი, ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თე-–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენით, ჯუ----- ბ--------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სასამართლომ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულად არ მიიჩნია წარდგენილი ბრალდებით ჯუ----- ბ--------ის ბრალეულობა. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯუ----- ბ--------ემ თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოში თე-–---- რაიონის ს------– კი------ში უკანონოდ მოიყვანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დამაძინებელი ყაყაჩო და 2016 წლის 25 მაისამდე ეწეოდა მის კულტივირებას. 2016 წლის 25 მაისს შსს თე-–---- რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ჯუ----- ბ--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოდან, ჩხრეკისას ამოიღეს მწვანე ფერის 20 ძირი ნედლი მცენარე, საერთო წონით 1212 გრამი, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - დამაძინებელ ყაყაჩოს.

 

პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს ჯუ----- ბ--------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს გამამართლებელი განაჩენი მის მიმართ.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, შსს თე-–---- რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა, მოწმე შა-–-- შ--–----–-–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 25 მაისს შეხვდა პიროვნებას, რომელმაც შეატყობინა, რომ თე-–---- რაიონის ს------– კი------ში მცხოვრებ ჯუ----- ბ--------ეს სახლში ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება და აპირებდა მოხმარებას. აღნიშნულის თაობაზე პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას. იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზეც, სადაც ხელმძღვანელ ამ----- ს--------ეს უჩვენა ჯუ----- ბ--------ის სახლი, რის შემდეგაც წავიდა და შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ მისთვის უცნობია.

 

მოწმის სახით დაკითხვისას, შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თე-–---- რაიონული სამმართველოს გამომძიებელმა იმ---- ს-----–---–მა განმარტა, რომ 2016 წლის 25 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა ჯუ----- ბ--------ის საცხოვრებელი სახლის და ეზოს ჩხრეკა. ჯუ----- ბ--------ეს წარუდგინა ჩხრეკის დადგენილება, რაზეც თანხმობის მიღების შემდეგ დაიწყო ჩხრეკა. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ გამომძიებლები ალ---------- ლ----ე, ნო----- ა------–---–ი და ექსპერტი თე----- ბ--------–---–ი. ჯუ----- ბ--------ემ მათ მიუთითა საცხოვრებელ სახლის ეზოს სამხრეთ ნაწილზე ყვავილების ბაღში 19 ძირ მცენარეზე, რომელსაც გარშემო მიწა ჰქონდა მოფხვიერებული და ფოთლები ჰქონდა შემოცლილი. ასევე მიუთითა ეზოს აღმოსავლეთ ნაწილში ერთ ძირ მცენარეზე, რომელსაც ასევე ფოთლები ჰქონდა შემოცლილი და მოფხვიერებული იყო მიწა. ექსპერტმა 19 ძირი მცენარე და 1 ძირი მცენარე შეფუთა და დალუქა. მათ გააგრძელეს ჩხრეკა, თუმცა სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. ჩხრეკის დამთავრების შემდეგ ჯუ----- ბ--------ემ განმარტა, რომ ეს მცენარეები იყო მისი, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხვისას, მოწმე თე----- ბ--------–---–მა განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო 2016 წლის 25 მაისს ჯუ----- ბ--------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, სადაც იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები და სახლის მეპატრონეები - ქალი და მამაკაცი. გამომძიებლის შეკითხვაზე ხომ არ გააჩნდათ მცენარეული მასა, რაც შესაძლოა ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალების შემცველი, მეპატრონეებმა მიუთითეს ორ ადგილზე, ერთი იყო ყვავილებთან დათესილი და ამოსული, ერთი ცალი კი საცხოვრებელი სახლის უკან ღობის ძირში. მან დანომრა მცენარეული მასა, გადაუღო ფოტო, ამოიღო, დალუქა და გამომძიებელს გადასცა. მოწმის ჩვენებით, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეები, ისევე, როგორც სხვა მცენარეები, იყო მოვლილი.

 

მოწმე ნო----- ა------–---–ის ჩვენებით, მუშაობს შსს თე-–---- რაიონული სამმართველოს უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2016 წლის 25 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მივიდა თე-–---- რაიონის ს------– კი------ში მდებარე ჯუ----- ბ--------ის საცხოვრებელ სახლში. მისვლისას, გამომძიებელმა იმ---- ს-----–---–მა ჯუ----- ბ--------ეს გააცნო ინფორმაციის შინაარსი, ასევე დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რის შემდეგაც ჯუ----- ბ--------ემ მიუთითა სახლის სამხრეთით ყვავილების ბაღში მომწვანო ფერის მცენარეებზე. ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სულ 20 ძირი მცენარე, რომლებიც იყო მოვლილი, მიწა გაფხვიერებული ჰქონდათ, ხოლო ფოთლები შემოცლილი. აღნიშნულ მცენარეებზე ჯუ----- ბ--------ემ განაცხადა, რომ იყო ნარკოტიკული საშუალების შემცველი და რომ ეკუთვნოდა მას, რის შემდეგაც იგი დააკავეს, გააცნეს უფლებები და წაიყვანეს შსს თე-–---- რაიონული სამმართველოს შენობაში.

 

მოწმე ალ---------- ლ----ემ ასევე დაადასტურა 2016 წლის 25 მაისს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ს------– კი------ში საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების ამოღების ფაქტი. მოწმის ჩვენებით, ჯუ----- ბ--------ემ განაცხადა, რომ ბაღი იყო თავისი და უვლიდა თვითონ.

 

2016 წლის 25 მაისის N7---- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სპეციფიკური სუნის მქონე მწვანე ფერის ოცი (20) ძირი ნედლი მცენარე, საერთო წონით 1212 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - დამაძინებელ ყაყაჩოს. დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა-------–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში, მოწმის სახით დაიკითხა ჯუ----- ბ--------ის დედა - ქ----- ბ--------ე, რომლის ჩვენებით, ის ცხოვრობს თე-–---- რაიონის ს------– კი------ში, შვილთან ჯუ----- ბ--------ესთან, რძალთან ეკ--------- ბ--------ესთან და შვილიშვილებთან ერთად. სახლის პირველ სართულზე თვითონ ცხოვრობს, ხოლო მეორე სართულზე ჯუ----- ბ--------ე თავის ცოლ-შვილთან ერთად. რძალთან კონფლიქტის გამო მისი შვილი ოჯახით ხუთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ცალკე და დაახლოებით ერთი წლის წინ დაბრუნდა უკან. სახლის ეზოში არსებული ყვავილების ბაღი ეკუთვნის მას. ბაღში ხუთი წელი არაფერი გაუკეთებია და არაფერი დაუთესავს, ყვავილები ამოვიდა თვითონ. ეზოში მაღაზიის გახსნის შემდეგ ყვავილები დაასუფთავა და ეზო მოაწესრიგა, რამდენიმე მცენარე გადარგო, მოაცალა ზედმეტი ბალახი და ფოთლები. მისთვის უცნობია, თუ რომელი მცენარე იყო აკრძალული. ჯუ----- ბ--------ე და მისი რძალი არასდროს შესულან მის მიწაზე ყვავილების დასამუშავებლად. შვილის დაკავების შემდეგ ის მივიდა პოლიციაში და განაცხადა, რომ ყვავილები ეკუთვნოდა მას.

 

ანალოგიური დაადასტურა სხდომაზე დაკითხვისას ჯუ----- ბ--------ის მეუღლემ ეკ--------- ბ--------ემ. მოწმის ჩვენებით, ეზოსთან მათ შეხება არა აქვთ, ვინაიდან ეკუთვნის დედამთილს. 2016 წლის 25 მაისს მათ სახლში მივიდა პოლიცია, რომელმაც მის მეუღლეს უთხრა, რომ დაკარგული იყო სარები, რომლებიც უნდა ენახათ. პოლიციელები შევიდნენ მისი დედამთილის ეზოში და ჯუ----- ბ--------ეს მცენარეებზე მიუთითეს, რაზეც მისმა მეუღლემ უთხრა, რომ მათი არ იყო. პოლიციამ უთხრა, ეთქვა მისი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დედასაც და ცოლსაც დააკავებდნენ. მოწმის ჩვენებით, ყვავილებს მისი დედამთილი უვლიდა და მას და მის მეუღლეს დედამთილის მიწის ნაკვეთში შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

 

ჯუ----- ბ--------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ დედასა და მეუღლეს შორის არსებული კონფლიქტის გამო იგი სამჯერ იყო სახლიდან წასული, ერთხელ ხუთი წლით, ერთხელ სამით. ბოლოს, როდესაც ოჯახით უკან დაბრუნდა, მან და მშობლებმა ყველაფერი გაიყვეს. ბაღი ეკუთვნის დედამისს და ბაღში შესვლის უფლება არ ჰქონდა არც მას და არც მის მეუღლეს, შესაბამისად, ყვავილებიც არ დაურგავთ. 2016 წლის 25 მაისს შესვენებაზე მივიდა სახლში, რა დროსაც მათთან მივიდა ორი თანამშრომელი, შ--–----–-–---–ი და ა------–---–ი, რომლებმაც უთხრეს, რომ შეძენილი ჰქონდა მოპარული სარები და ეზოს დაათვალიერებდნენ, რისი ნებაც მან დართო. როდესაც ნახეს, რომ ეზოში არ იყო სარები, დარეკეს სხვა პოლიციელებთან. ცოტა ხნის შემდეგ სხვა პოლიციელი მივიდა და მცენარეებზე მიუთითეს, თუ რა იყო ეს და უთხრეს, ეთქვა, რომ ყვავილები მისი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დედას და მეუღლესაც დაიჭერდნენ. შემდეგ ორდერი მოიტანეს და მთლიანი ბინა და ეზო გაჩხრიკეს. შემდეგ დააკავეს და ნარკოლოგიურში შეამოწმეს, სადაც არაფერი აღმოაჩნდა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი წარმოადგინა მხოლოდ ბრალდების მხარემ, რომელიც უთითებს, რომ განაჩენი არ არის დასაბუთებული და კანონიერი, რასაც პალატა ვერ დაეთანხმება.

 

თავდაპირველად აღსანიშნავია ის არგუმენტები, რაც სასამართლომ საფუძვლად დაუდო გამამართლებელ განაჩენს. სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკის შემცველი ,,დამაძინებელი ყაყაჩო“ ჯუ----- ბ--------ემ დათესა და მოიყვანა. ასევე არ დასტურდება კულტივაციის ფაქტი, რომ ჯუ----- ბ--------ემ მცენარის დამუშავების გზით გამოიყვანა ახალი სახეობა, ან აამაღლა მოსავლიანობის მოყვანის პირობები, ან მცენარეს შეუქმნა ისეთი პირობები, რომ არახელსაყრელ გარემოსადმი გამძლე და მოსავლიანი გაეხადა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2016 წლის 25 მაისს პოლიციის თანამშრომლების მიერ, ს------– კი------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალების შემცველი 20 ძირი დამაძინებელი ყაყაჩო, თუმცა დადასტურებულად არ მიიჩნია აღნიშნული მცენარის მოყვანა და კულტივირება ჯუ----- ბ--------ის მიერ.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დასადგენ გარემოებას წარმოადგენს არა მოწმეთა ჩვენებების შეფასება იმ ნაწილში იყო თუ არა მითითებულ მისამართზე აღნიშული მცენარეები, არამედ ის საკითხი, ეს მცენარეები მოიყვანა თუ არა ჯუ----- ბ--------ემ და მოახდინა თუ არა მათი კულტივირება.

 

პოლიციის თანამშრომელთა (იმ---- ს-----–---–ის, ნო----- ა------–---–ის, ალ---------- ლ----ის) ჩვენებების თანახმად, სწორედ ჯუ----- ბ--------ის მითითებით ამოიღეს ბაღიდან მცენარეები, რაც უარყო თავად ჯუ----- ბ--------ემ და განმარტა, რომ ჩხრეკის ოქმზე ხელმოწერა განპირობებული იყო შიშით, არ დაეკავებინათ მისი მეუღლე და დედა. საგულისხმოა ჯუ----- ბ--------ის დედის და მეუღლის ჩვენებები, რომელთა მიხედვით, აღნიშნულ ყვავილებს უვლიდა არა ჯუ----- ბ--------ე, არამედ ქ----- ბ--------ე.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოყვანის და კულტივირების ფაქტს ვერ დაადგენს 2016 წლის 25 მაისის N7---- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, სპეციფიკური სუნის მქონე მწვანე ფერის ოცი (20) ძირი ნედლი მცენარე, საერთო წონით 1212 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - დამაძინებელ ყაყაჩოს. ასევე აღსანიშნავია, რომ ნარკოლოგიური ექსპერტიზის N1----- დასკვნის თანახმად, ჯუ----- ბ--------ეს არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ, ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც - მათ შორის მისი მამა და ძმა ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა, რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს (ვრცლად იხილეთ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის განაჩენი, საქმეზე №294აპ-15).

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა სრულად იზიარებს სასამართლოს არგუმენტაციას და მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში, იმ დროს, როდესაც არ გამორიცხულა ჯუ----- ბ--------ის გარდა სხვა პირთა მიერ მცენარეების მოვლის ფაქტი, მხოლოდ პატაკი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება და მოწმეთა ჩვენებები ვერ გახდება ჯუ----- ბ--------ის დამნაშავედ ცნობის საფუძველი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ნარკოტიკის შემცველი დამაძინებელი ყაყაჩო იყო სხვა ყვავილებთან ერთად, ყველასთვის ხილულ ადგილზე, ხოლო ჯუ----- ბ--------ის გარდა, სახლში ცხოვრობენ სხვა პირებიც.

 

„ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ [...]. გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში. ეს რწმენა სასამართლოს, კანონით დადგენილი წესის მიხედვით წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყალიბდება, რომელსაც კანონით სანდო და დასაშვებად მიიჩნევს“ (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

 

აღსანიშნავია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; 25.12.2001, §30).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჯუ----- ბ--------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რასაც სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ პასუხობენ მტკიცებულებათა ერთობლიობის და უტყუარობის კონსტიტუციურ სტანდარტს, რაც საკმარისი აღმოჩნდებოდა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თე-–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი კანონიერი და დასაბუთებულია, რის გამოც უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თე-–---- რაიონული პროკურატურის პროკურორ შო---------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თე-–---- რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განაჩენი ჯუ----- ბ--------ის მიმართ.

 

ჯუ----- ბ--------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ცნობად იქნეს მიღებული, რომ გაუქმებულია ჯუ----- ბ--------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ყადაღა უნდა მოეხსნას გირაოს უზრუნველყოფის მიზნით თე-–---- რაიონული სასამართლოს 2016 წლის 30 მაისის განჩინებით დაყადაღებულ ი--- ბ--------ის (პირადი N2----------) უძრავ ქონებას, საკადასტრო კოდი: N0----------------------.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ ოცი ძირი დამაძინებელი ყაყაჩოს მცენარე, რაც ინახება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალურ საცავში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს.

 

§ ერთი ცალი CD დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

გამართლებულ ჯუ----- ბ--------ეს უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით, მოითხოვოს მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე