განაჩენი

სისხლის სამართლის 29.11.2018
საქმის ნომერი
140100118002524628
ინსტანცია
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002524628

საქმე №1ბ/1253-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ნა----------–-ას

ადვოკატ - ხვ------------–-–---–ის

გამართლებულ - თე--------------ის

მონაწილეობით,გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა----------–-ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

თე----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 15 ივლისს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების მისამართზე: კ-----------------------–------------ი, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენით თე--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

თე--------------ეს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით;

მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, კ-----------------------–-----------ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, თე--------------ემ ეჭვიანობის ნიადაგზე, არასრუწლოვანი 9 წლის თე--------------ის თანდასწრებით მეუღლეს მა------------–---–ს ვედრო ესროლა და მოარტყა ტანის არეში, რა დროსაც მა------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

მანვე, 2018 წლის 22 მაისს, დაახლოებით 09:00 საათზე, კ-----------------------–-----------ში მდებარე თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მუშტი დაარტყა მარჯვენა მხარის არეში, რა დროსაც მა------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ამავე დროს, თე--------------ემ მა------------–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც მა------------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით თე--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში გამართლდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა----------–-ამ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და თე--------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ გაიზიარა მოწმეთა ჩვენებები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ბრალდებული თე--------------ე წლების განმავლობაში ძალადობდა მეუღლზე, იგი იყო ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული, რის გამოც მოკლებული იყო საკუთარ ქმედებებზე კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას; ასევე არ იქნა გაზიარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომლის მიხედვითაც შემთხვევის ადგილიდან, რომელიც მდებარეობს მა------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ამოღებული იქნა ნივთიერები მტკიცებულება - სათლი, რომელიც შემთხვევის დღეს თე--------------ემ ქერით სავსე მდგომარობაში ესროლა მეუღლეს - მა------------–---–ს ტანის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გასათვალისწინებელია ისეც, რომ მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის ჩადენის ფაქტს შეესწრო ასევე მათი არასრულწლოვანი შვილი - 9 წლის თე--------------ე. ის გარემოება, რომ არასრულწლოვან ბავშვებს უწევთ სისტემატიური ფსიქოლოგიური ძალადობის ქვეშ ცხოვრება, საფრთხეს უქმნის არამარტო ცოლ-ქმრის ურთიერთობას, არამედ მცირეწლოვანი შვილების ნორმალურ ფსიქიკურ გარემოში განვითარებას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე სახელმწიფოს მკაცრი მიდგომა ოჯახში ჩადენილი დანაშაულების მიმართ, ვინაიდან აღნიშნული დანაშაული, რაც ტრადიციულად მიიჩნეოდა ოჯახის „შიდა საქმედ“ გასცდა ამ ვიწრო გაგებას. ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის ეფექტიანი აღსრულება შეუძლებელი იქნება თუ მკაცრი პოლიტიკის გატარება არ განხორციელდება ყველა შესაბამისი უწყების მხრიდან.

 

გამართლებულ თე--------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხვ------------–-–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს გამამართლებელი განაჩენის ძალაში დატოვება.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

გამართლებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ მა------------–---–ის და მოწმეების: თე---------------ის, ან----------ის, ნი------------ის, თე--------------ის, მა---------------–---–ის, ომ---------–---–---–ის, მა--------–---–---–ის, გიო-------–----ის, გი----------------ის გამოკითხვის ოქმები, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, ტანსაცმლის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები და სხვა მტკიცებულებები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ, ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი უდავოდ გახადა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად მათი გამოკვლევა არ მომხდარა. ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებების შეფასება მოხდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

დაცვის მხარემ სადავოდ გახადა დაზარალებულ - მა------------–---–ის და მოწმეების - ან-------- და თე--------------ეების გამოკითხვის ოქმები. ამასთან, დაზარალებულმა და მოწმეებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოში უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის წინააღმდეგ.

 

ბრალდების მხარე მიუთითებს ოჯახური დანაშაულის სპეციფიკაზე და აღნიშნავს, რომ სასამართლომ პირის ქმედება საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების და მტკიცებულების დეტალური ანალიზით უნდა შეაფასოს.

აპელანტის მოსაზრებას პალატა იზიარებს, მაგრამ თვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა, ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს, რომ მოწმეები: მა---------------–---–ი, ომ----------–---–---–ი და მა--------–---–---–ი არ არიან ფაქტის უშუალო თვითმხილველნი, ისინი ადასტურებენ თე--------------ესა და მა------------–---–ს შორის ხშირი კონფლიქტის არსებობას, თუმცა განმარტავენ, რომ კონკრეტული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს უშუალოდ არ შესწრებიან, ფაქტს ასევე არ შესწრებიან მოწმეები: გიო-------–----ე და გი----------------ი, რომლებიც გამოკითხვის ოქმებში განმარტავენ, რომ თე--------------ე დაკავებული იქნა ოჯახური ძალადობის და მუქარის ფაქტთან დაკავშირებით.

აღნიშნულ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები არ შეიძლება გახდეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველნი. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების თანახმად კი, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც მხოლოდ ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამასთანავე, ბუნებრივია მათ არ შეუძლიათ დაადასტურონ ის ფაქტი, განიცადა თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი ან გაუჩნდა თუ არა მას მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 24 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით კი, მოქალაქე მა------------–---–ს სხეულზე მექანიკურ დაზიანებათა ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.

ამდენად, პალატის აზრით, ვერ იქნა დადასტურებული ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ თე--------------ემ განახორციელა ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აპელანტი მიუთითებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე, რომლის მიხედვითაც ამოღებული იქნა სათლი, პალატა იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ მოცემული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რაც დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, მაგრამ მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება ვერ გახდება თე--------------ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ და უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ იქნა დადასტურებული ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არცერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა თე--------------ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაზე.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს პროკურორის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა----------–-ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

თე--------------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - სათლი, რომელიც ინახება შსს კასპის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს.

 

გამართლებულ თე--------------ეს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე