განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.11.2018
საქმის ნომერი
330210016001585323
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სერვიტუტი
თარიღი
30.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001585323

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/4060-18 23 ოქტომბერი, 2018 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მაია სულხანიშვილი

 

სხდომის მდივანი – მარინე თათრიაშვილი

 

აპელანტი – ბმა ,,მ--–---–---–-- გ--------”

წარმომადგენელი – დ--------------

 

მოწინააღმდეგე მხარე – ბმა ,,ლ------ ქ------------ე“

წარმომადგენელი – ა-–---------------–---

 

დავის საგანი – აუცილებელი გზის მოწყობა-სარგებლობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით ბმა ,,მ--–---–---–-- გ--------ს“ სარჩელი ბმა ,,ლ------ ქ------------ე“-ს მიმართ აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.1. ქ. თბილისში, მ--–---–---–-- ქ N----ში (ს/კ 0---------------) მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ჩამოყალიბებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------“.

 

2.2. ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ მიმდებარედ, ქ. თბილისში, ე. ტ----–---–-ს (ყ-------ს) ქ. N--ში (ს/კ 0---------------) მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ლ------ ქ------------ე“.

 

2.3. ზემოთ აღნიშნული ამხანაგობები („მ--–---–---–-- გ--------“ და „ლ------ ქ------------ე“), განთავსებულია მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთებზე.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ოქტომბრის N5--------- დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისი, მ--–---–---–-- ქ. N----ში მდებარე (ს/კ 0---------------) მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთთან (ეზო) ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისათვის საჭირო გზის მოწყობა, ტ----–---–-ს ქუჩის მხრიდან, შესაძლებელია N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული კიბის და ამავე ნაკვეთის ნაწილის გამოყენებით. ამავე ექსპერტიზის დასკვნაში, კვლევის ნაწილში აღნიშნულია, რომ - ობიექტის ადგილზე შესწავლისას გაირკვა, რომ ქ. თბილისი, მ--–---–---–-- ქ. N--- (ს/კ 0---------------) განთავსებულია ხუთ სართულიანი შენობა-ნაგებობა, რომლის შემადგენლობაში შედის სამი სადარბაზო, რომელთაგან ორს გააჩნია გასასვლელი შენობა-ნაგებობის ორივე მხარეს (როგორც მ--–---–---–-- ქუჩის მხარეს, ასევე ტ----–---–-ს ქუჩის მხარეს). აღსანიშნავია, რომ დასკვნის მომზადების მდგომარეობით, N0--------------- მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებული კიბის საშუალებით მოსახლეობას ჰქონდა საშუალება დაკავშირებოდა, როგორც მათი სახლის სამხრეთით არსებულ განაშენიანებისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთს, ასევე პირდაპირ ე. ტ----–---–ს ჩიხს.

 

სასამართლომ საგულისხმოდ მიიჩნია გარემოება მასზედ, რომ კონკრეტული დასკვნის ფარგლებში შესაფასებელი საკითხი (კითხვა) მდგომარეობდა შემდეგში - აუცილებელი ფეხით მოსიარულეთა გზის მოწყობის შესაძლებლობა საერთო სარგებლობის ეზოში ტ----–---–-ს ქუჩის მხრიდან, ხოლო შედგენილი დასკვნის შესაბამისად, ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისათვის საჭირო გზის მოწყობა, ტ----–---–-ს ქუჩის მხრიდან, შესაძლებელი იყო თუ არა მოპასუხე ბმა „ლ------ ქ------------ე“-ს კუთვნილი (ს/კ 0---------------) მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული კიბის და ამავე ნაკვეთის ნაწილის გამოყენებით.

 

ამდენად, სასამართლოს შეფასებით, შესასწავლი საკითხისა და მიღებულ დასკვნის ერთობლივი განხილვა, ვერ განაპირობებდა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრული აუცილებელი გზის დადგენისათვის საჭირო წინაპირობებს, პირველ რიგში, საკითხი დასმული იყო ტ----–---–-ს ქუჩიდან სასურველ ტერიტორიამდე მისასვლელად აუცილებელი ფეხით მოსიარულეთა გზის მოწყობის შესაძლებლობასთან დაკავშირებით და არა ზოგადად კონკრეტულ ნაკვეთამდე მისასვლელად აუცილებელ გზასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოს აზრით, ცალსახად არ იკვეთებოდა ამ გზის აუცილებლობა. ამასთან, დასკვნის შესაბამისად ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისათვის საჭირო გზის მოწყობა, ტ----–---–-ს ქუჩის მხრიდან, შესაძლებელი იყო მოპასუხეთა კუთვნილი (ს/კ 0---------------) მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული კიბის და ამავე ნაკვეთის ნაწილის გამოყენებით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დასკვნა შედგენილია ტ----–---–-ს ქუჩის მხრიდან კონკრეტულ ნაკვეთამდე დასაკავშირებლად საჭირო ფეხით მოსიარულეთა გზის განსასაზღვრად, ამასთან, დასკვნაში საუბარია საჭირო გზის მოწყობის შესაძლებლობაზე და კონკრეტული დასკვნა არ განსაზღვრავს მოსარჩელეთა კუთვნილ საერთო მიწის ნაკვეთზე დასაკავშირებლად აუცილებელ გზად მოპასუხეთა საკუთრებაში არსებულ ნაკვეთსა და კიბის უჯრედს, რის გამოც სასამართლომ კონკრეტული მტკიცებულება ვერ მიიჩნია ნაკვეთის აუცილებელ გზად ჩათვლისთვის სათანადო მტკიცებულებად.

 

2.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დასკვნის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა აუდიტორული მოკვლევა, სადაც შესასწავლ საკითხს შეადგენდა - ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ (მდებარე ქ. თბილისში, მ--–---–---–-- გ-------- N----ში) საკუთრებაში არსებული 6 კვ.მ. მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0---------------) საჯარო გზიდან უმოკლესი მანძილით დაკავშირება და ასევე, მოთხოვნილი იქნა დასკვნა ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ საკუთრებაში არსებული მრავალბინიანი შენობა-ნაგებობის შესახებ, კერძოდ რამდენი სადარბაზო აქვს შენობას (ს/კ 0---------------), აქედან რომელია დახურული სადარბაზო და რომელი ღია სადარბაზო.

 

2017 წლის 27 სექტემბრის აუდიტორული მოკვლევის შესაბამისად (N1----------), ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0---------------), ფართობით 6 კვ.მ დაკავშირება საჯარო გზიდან უმოკლესი გზით შესაძლებელია მ--–---–---–-- გ--------დან გამჭოლი სადარბაზოს გავლით, რომლის მანძილიცაა 20 და 17 მეტრი, ხოლო ტ----–---–-ს ჩიხის მხრიდან მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად საჭიროა 21 მეტრის გავლა. ასევე, დასკვნის შესაბამისად, ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ საკუთრებაში არსებულ მრავალბინიან შენობა-ნაგებობას აქვს სამი სადარბაზო: აქედან ორი (გამჭოლი) იწყება მ--–---–---–-- გ--------დან და გადის ეზოში მიწის ნაკვეთთან ფართობით 6 კვ.მ. ხოლო მესამე დახურულია ანუ ცალმხრივად გადის ტ----–---–-ს ქუჩაზე (ეზოში არ გადის).

 

სასამართლოს შეფასებით, კონკრეტული აუდიტორული მოკლევა კიდევ უფრო ნათელს ხდის მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას, რამდენადაც დასკვნის შესაბამისად, ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ მაცხოვრებლებს კუთვნილ ტერირორიამდე მისვლა საჯარო გზიდან უმოკლესი გზით შეუძლიათ მ--–---–---–-- გ--------დან გამჭოლი სადარბაზოს გავლით, რომლის მანძილიცაა 20 და 17 მეტრი, ხოლო ტ----–---–-ს ჩიხის მხრიდან მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად საჭიროა 21 მეტრის გავლა, რაც ცალსახად გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუცილებელ გზად მიჩნევის შესაძლებლობას.

 

2.6. დადგენილია, რომ ამხანაგობა „ლ------ ქ------------ეს“ კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ერთადერთი და უალტერნატივო შესაძლებლობას ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ საერთო მიწის ნაკვეთთან (ეზო) დასაკავშირებლად.

 

სასამართლომ შენიშნა, რომ აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი დასკვნებით, ამასთან, სასამართლომ სათანადო გარემოებად ვერ მიიჩნია მოსარჩელე მხარის მოსაზრება, რომელიც თავის პოზიციას ამყარებდა იმაზე მითითებით, რომ ბმა „მ--–---–---–-- გ--------ს“ მაცხოვრებლებისათვის არაკომფორტულია მხოლოდ მ--–---–---–-- გ--------თ სარგებლობა ნებისმიერი საჭიროებისათვის, მათ შორის მაცხოვრებლებისათვის უხერხულია ნაგვის გადასაყრელად გ-------ზე გასვლა, ასევე მ--–---–---–-- გ--------ს ტერიტორიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხშირია ტერიტორიაზე საპროტესტო გამოსვლები, სხვადასხვა აქციები, რის გამოც გართულებულია საცხოვრებელ სახლთან დაკავშირება, ამასთან, მოსარჩელე ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებდა სამომავლოდ შესაძლო ხანძარზე, რა დროსაც ევაკუაციისათვის ერთადერთი გასასვლელი შესაძლებელია იყოს ტ----–---–-ს ქუჩა და არა მ--–---–---–-- გ--------. აღნიშნულ საფუძვლები სასამართლომ ვერ მიიჩნია იმ აუცილებლობად, რა შემთხვევაშიც გამართლებულია სხვისი საკუთრების შეზღუდვა. მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ბმა „მ--–---–---–-- გ--------ს“ მაცხოვრებლებს არ აქვთ შეზღუდული სადავო ტერიტორიით სარგებლობა და ისინი სარჩელის განხილვის მდგომარეობითაც სურვილისამებრ სარგებლობდნენ გადასაადგილებლად აღნიშნული ნაკვეთით, რასაც ადასტურებდა თავად მოსარჩელე, თუმცა მიუხედავად დავის არ არსებობისა, იგი ითხოვდა ოფიციალურად მინიჭებოდა უფლება ესარგებლა მოპასუხეთა კუთვნილი ტერიტორიით აუცილებელი გზის საფუძვლით, რათა სამომავლოდ აღმოფხვრლიყო ყოველგვარი საშიშროება. სასამართლომ საყურადღებოდ მიიჩნია ასევე ის ფაქტი, რომ სადავო იყო ფეხით მოსიარულეთა გზა, სადაც ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეუძლებელია.

 

სასამართლომ არსებული პოზიცია ვერ მიიჩნია დაცვის ღირს ინტერესად, რამეთუ მოსარჩელემ თავად დაადასტურა, რომ მეზობლებს შორის დავა გადაადგილებასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების შეზღუდვასთან მიმართებით ვერ დააფუძნა სამომავლოდ შესაძლო უფლების დარღვევას, რისი რეალურობაც საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა. სასამართლომ შენიშნა, რომ მოცემული ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ მაცხოვრებლებს გადაადგილება არ შეზღუდვიათ და ამ თვალსაზრისით მათი უფლება თუ კანონიერი ინტერესი შელახული არ იყო. კონკრეტულ შემთხვევაში, აუცილებელი გზის დადგენის გარდაუვალობის (ერთადერთი და უალტერნატივო შესაძლებლობა მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად) დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის მხარეზე იყო, რომელმაც სათანადო, სამართლებრივად ვარგისი მტკიცებულებებით ვერ უზრუნველყო საკუთარი მოთხოვნის საფუძვლიანობის დამტკიცება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.7. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

 

საკუთრების, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით გარანტირებული უფლების საკანონმდებლო შეზღუდვა დადგენილია უზენაესი კანონის ამავე ნორმით და სამოქალაქო კოდექსის მეორე თავით, რომელიც სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელი ნორმების ერთობლიობას წარმოადგენს და მათი სისტემური ანალიზის გზით უნდა მოხდეს განსახილველი სადავო სამართალურთიერთობის გადაწყვეტა. საკუთრების უფლების შეზღუდვის საკითხის განხილვისას სასამართლო უფრო მკაცრი და დასაბუთებული კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს იმ მიზნით, რომ გაუმართლებლად არ შეიზღუდოს იგი, როგორც ინდივიდის უფლების განუყოფელი მახასიათებელი. მაშინ როცა სასამართლო საკუთრების შეზღუდვის მართებულობაზე მსჯელობს, იგი გამორიცხავს ყველა შესაძლო სხვა ვარიანტს და თუ დაადგენს, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს, იღებს გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების შეზღუდვის თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან და ა.შ. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი). ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ აღნიშნა, რომ „აუცილებელ გზაში იგულისხმება არა მარტო ბილიკი, საცალფეხო გზა, არამედ სამანქანე გზაც“. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, „საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური. მესაკუთრის ულებები შეზღუდულია ან კანონით, ან ხელშეკრულებით (სკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი). 180-ე მუხლში საკუთრების უფლების კანონისმიერი შებოჭვის პირობებია მოცემული. თუ არსებობს ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები, მაშინ მეზობელმა უნდა ითმინოს თავისი მიწის ნაკვეთის დატვირთვები“ (იხ.სუსგ №ას-144-486-07, 26 ივლისი, 2007 წელი).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა სადავო მიწის ნაკვეთის სარგებლობის უალტერნატივოდ გამოყენების აუცილებლობა საჯარო გზასთან დასაკავშირებლად. საქმეში წარმოდგენილი დასკვნით დადგენილ იქნა, რომ ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ მაცხოვრებლებს კუთვნილ ტერიტორიამდე მისვლა საჯარო გზიდან უმოკლესი გზით შეუძლიათ მ--–---–---–-- გ--------დან გამჭოლი სადარბაზოს გავლით, რომლის მანძილიცაა 20 და 17 მეტრი, ხოლო ტ----–---–-ს ჩიხის მხრიდან მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად საჭიროა 21 მეტრის გავლა, რაც ცალსახად გამორიცხავს მოსარჩელის მიერ მოპასუხის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუცილებელ გზად მიჩნევის შესაძლებლობას. ამასთან, მოსარჩელემ თავად დაადასტურა, რომ მეზობლებს შორის დავა გადაადგილებასთან დაკავშირებით ამ დრომდე არ ყოფილა, შესაბამისად, სასამართლომ გადაწყვეტილება საკუთრების უფლების შეზღუდვასთან მიმართებით ვერ დააფუძნა სამომავლოდ შესაძლო უფლების დარღვევას, რისი რეალურობაც საქმეში არსებული მასალებით არ დასტურდებოდა. სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის სუბიექტური წარმოდგენები გადაადგილებასთან მიმართებით, ვერ გამოიწვევს იმ აღიარებული სიკეთის შეზღუდვას, რასაც საკუთრება ჰქვია. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამხანაგობა „ლ------ ქ------------ე“-ს კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენდა ერთადერთ და უალტერნატივო შესაძლებლობას ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ საერთო მიწის ნაკვეთთან (ეზო) დასაკავშირებლად, ხოლო მოსარჩელე არ წარმოადგენდა აუცილებელი გზის მოთხოვნის მფლობელს, რადგან მან ვერ დაამტკიცა მოპასუხის მიწის ნაკვეთებზე აუცილებელი გზის დადგენის გარდაუვალობის ფაქტი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ის გარემოება, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად, ცალსახად არ იკვეთება გზის აუცილებლობა, აპელანტის განმარტებით, კორპუსი წარმოადგენს მ--–---–---–-- გ-------ზე და დაბა ყ-------ს ქუჩაზე კუთხეში განთავსებულ შენობას, რომელსაც მ--–---–---–-- მხრიდან შემოსაზღვრული ბარიერებით არ გააჩნია მანქანის მისადგომი, ასევე - სასწრაფო დახმარების მანქანაც სწორედ, რომ ტ----–---–-ს ქუჩის მხრიდან მიდის, კორპუსს გააჩნია სახანძრო კიბე, რომელიც ასევე ტ----–---–-ს ქუჩის მხარეს ჩამოდის ეზოში, ასევე ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობისთვის ნამდვილად უხერხულია სამსახურში წასვლის წინა გამოვიდეს მ--–---–---–-- გ-------ზე, გადაყაროს საყოფაცხოვრებო ნარჩენები იმ ბუნკერში, რომელიც დგას ტ----–---–-ს ქუჩაზე და ვერ ისარგებლოს კორპუსის ეზოთი და ეზოდან ასასვლელი იმ ბილიკით და კიბის უჯრედით, რომელსაც გაყავს მანქანებამდე და ნაგვის ბუნკერამდე, ასევე შესაძლო ხანძრის პირობებში - ვერ ისარგებლებენ სახანძრო კიბით. აპელანტის მოსაზრებით, ის გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით სარგებლობენ აღნიშნული ბილიკით, არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეკუთვნით ოფიციალურად.

 

აპელანტთა განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ე.წ. ,,აუდიტორული მოკვლევა" და თავად მოპასუხის მიერ აღიარებული ხარვეზიანი მოკლვლევა ჩათვალა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის საბათილოდ. აპელანტთა აზრით, არსად მოკვლევაში აზომილი-გაზომილი მანძილი არ რის წარმოდგენილი, ასევე აბსურდულია იმის მტკიცება, რომ თურმე ერთი მეტრი მანძილის გულისთვის მათ არ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტ----–---–-ს ქუჩის მხრიდან ისარგებლონ არსებული ბილიკით, შესაძლო ხანძრის დროს საერთოდ დაივიწყონ სახანძრო კიბე და ისტორიულად არსებული სადარბაზოებით არ ისარგებლონ. ამავდროულად, სასამართლომ არამართებულად დაადგინა ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთი არ წარმოადგენს ერთადერთ და უალტერნატივო შესაძლებლობას ეზოსთან დასაკავშირებლად. სასამართლო არასწორად აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ დღეის მდგომარეობით ამხანაგობა ,,მ--–---–---–-- გ--------ს" მაცხოვრებლებს გადაადგილება არ შეზღუდვიათ და ამ თვალსაზრისით მათი უფლება შელახული არ არის. აპელანტთა აზრით, მათ წარადგინეს ექსპერტიზის დასკვნა და ამ დასკვნით ცალსახად არის მითითებული აუცილებელი-საჭირო გზის მოწყობის შესახებ.

 

აპელანტები მიუთითებენ, რომ სასამართლომ მართალია გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლი), მაგრამ არასწორედ შეაფასა იგი, რადგან წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა არ ჩათვალა მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებად მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე და ამასთან, გადაწყვეტილების მე-8 გვერდის მეორე აბზაცში მთავარ დასაბუთებად გამოიყენა ე.წ. ,,აუდიტორული მოკვლევა" სადაც აღნიშნულიაა ,,მანძილი 21 მეტრი 6 კვ.მ მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად“, რეალურად კი აღნიშნული მიწის ნაკვეთი 78 კვ.მ-ია და შესაბამისად 21 მეტრი მცირდება 7-8 მეტრამდე, ამრიგად, გასაჩივრებული მოტივაცია საქმეში არსებული მტკიცებულებებით არასწორია, რადგან თუ კი მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზი სასამართლომ მიიღო მტკიცებულებად, ასევე მოისმინა მოპასუხის განმარტება, რომ დასკვნაში "ხარვეზიაო" მაშინ ყურადღება უნდა მიექცია იმ გარემოებაზეც, რომ 21 მეტრი მანძილი თავისთავად მცირდებოდა რადგან ერთი ციფრის ცვლილება ავტომატურად იწვევდა მეორე (მანძილის) ციფრის ცვლილებას.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება

 

4.1. პალატა თვლის, რომ დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

- ქ. თბილისში, მ--–---–---–-- ქ N----ში (ს/კ 0---------------) მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში ჩამოყალიბებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------“.

 

- ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ მიმდებარედ, ქ. თბილისში, ე. ტ----–---–-ს (ყ-------ს) ქ. N--ში (ს/კ 0---------------) მდებარე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში არსებობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ლ------ ქ------------ე“.

 

- ამხანაგობები -„მ--–---–---–-- გ--------“ და „ლ------ ქ------------ე“ განთავსებულია მეზობლად მდებარე მიწის ნაკვეთებზე.

 

- დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 28 ოქტომბრის N5--------- დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისი, მ--–---–---–-- ქ. N----ში მდებარე (ს/კ 0---------------) მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთთან (ეზო) ფეხით მოსიარულეთა გადაადგილებისათვის საჭირო გზის მოწყობა, ტ----–---–-ს ქუჩის მხრიდან, შესაძლებელია N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში არსებული კიბის და ამავე ნაკვეთის ნაწილის გამოყენებით. ამავე ექსპერტიზის დასკვნაში, კვლევის ნაწილში აღნიშნულია, რომ - ობიექტის ადგილზე შესწავლისას გაირკვა, რომ ქ. თბილისი, მ--–---–---–-- ქ. N--- (ს/კ 0---------------) განთავსებულია ხუთ სართულიანი შენობა-ნაგებობა, რომლის შემადგენლობაში შედის სამი სადარბაზო, რომელთაგან ორს გააჩნია გასასვლელი შენობა-ნაგებობის ორივე მხარეს (როგორც მ--–---–---–-- ქუჩის მხარეს, ასევე ტ----–---–-ს ქუჩის მხარეს). აღსანიშნავია, რომ დასკვნის მომზადების მდგომარეობით, N0--------------- მიწის ნაკვეთის ფარგლებში არსებული კიბის საშუალებით მოსახლეობას ჰქონდა საშუალება დაკავშირებოდა, როგორც მათი სახლის სამხრეთით არსებულ განაშენიანებისაგან თავისუფალ მიწის ნაკვეთს, ასევე პირდაპირ ე. ტ----–---–ს ჩიხს.

 

- 2017 წლის 27 სექტემბრის აუდიტორული მოკვლევის შესაბამისად (N1----------), ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0---------------), ფართობით 6 კვ.მ დაკავშირება საჯარო გზიდან უმოკლესი გზით შესაძლებელია მ--–---–---–-- გ--------დან გამჭოლი სადარბაზოს გავლით, რომლის მანძილიცაა 20 და 17 მეტრი, ხოლო ტ----–---–-ს ჩიხის მხრიდან მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად საჭიროა 21 მეტრის გავლა. ასევე, დასკვნის შესაბამისად, ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ საკუთრებაში არსებულ მრავალბინიან შენობა-ნაგებობას აქვს სამი სადარბაზო: აქედან ორი (გამჭოლი) იწყება მ--–---–---–-- გ--------დან და გადის ეზოში მიწის ნაკვეთთან ფართობით 6 კვ.მ. ხოლო მესამე დახურულია ანუ ცალმხრივად გადის ტ----–---–-ს ქუჩაზე (ეზოში არ გადის).

 

4.2. პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას მასზედ, რომ სადავო გზა არ წარმოადგენს ბმა ,,მ--–---–---–-- გ--------ს“ საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ერთადერთ და აუცილებელ გზას.

 

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლში, რომლის მიხედვითაც, მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული კატეგორიის დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებლი ეფუძნება.

 

განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან განაშენიანებისაგან თავისუფალ ნაწილზე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან აუცილებელი გზის გამოყენების მიზნით ფეხით მოსიარულეთა გზით სარგებლობის უფლების აღიარება. ამდენად, აპელანტი მოითხოვს მოწინააღმდეგე მხარის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე დაუბრკოლებლად სარგებლობის უფლების მიცემას. ამასთან, აპელანტი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ აღნიშნული საუბნო გზა მისთვის ერთადერთი დამაკავშირებელია საჯარო გზასთან.

 

პალატა მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადასაწყვეტად აუცილებელია აპელანტის როგორც მოთხოვნის, ისე მისი სამართლებრივი საფუძვლების საფუძვლიანი ანალიზი;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მიწივა ტერიტორიასთან, არამედ საჯარო, ელექტრო და ნავთობის ქსელთან ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს. აღნიშნული მუხლის ანალიზი იძლევა არაერთი დასკვნის გაკეთების საფუძველს. კერძოდ, აუცილებელი გზა არ შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაშ დადგინდეს, ასეთ დროს სახეზე უნდა მიწის ნაკვეთის არაჯეროვანი კავშირი სხვადასხვა კომუნიკაციებთან. მაგრამ იგი არ გულისხმობს ნებისმიერი სახის ტერიტორიასთან ან კომუნიკაცასთან კავშირს, არამედ გარკვეულ, კანონით განსაზღვრულ კომუნიკაციებთან და რაც მთავარია, ეს დაკავშირება უნდა გამომდინარეობდეს აუცილებლობიდან, რაც გულისხმობს იმას, რომ მიწის ნაკვეთისათვის გარდა მითითებული გზისა ნაკლებად უნდა არსებობდეს სხვა ალტერნატივა. ასეთის არსებობის შემთხვევაში კი გამოკვეთილი უნდა იყოს ამ გზის გამოყენების უპირატესობა სხვებთან შედარებით. კერძდ, აუცილებელი გზის დადგენით რაც შესაძლებელია ნაკლებად უნდა შეიზღუდოს სხვა მიწის მესაკუთრის უფლებები. მოთხოვნილი გზა ყველაზე მოხერხებულ უნდა იყოს და ყველაზე მეტად უნდა შეესაბამებოდეს სწორედ ამ კონკრეტული მიზნით გზის გამოყენებას. მიწის ნაკვეთის უკეთ გამოყენების მიზნით მხარეებმაშეიძლება დაადგინონ სერვიტუტიც, მაგრამ განსხვავებით სერვიტუტისაგან, აუცილებელი გზის მოთხოვნა გამომდინარეობს არა მხარეთა შეთანხმებიდან, არამედ კანონიდან გამომდინარე ვალდებულებიდან, რომ იმ მიწის მესაკუთრემ, რომელზეც გადის აუცილებელი გზა უნდა ითმინოს მის მიოწის ნაკვეთზე განხორციელებული აუცილებელი გზის მოსაწყობად აუცილებელი ღონისძიებები და გზის ექსპლოატაციის შედეგები. ასევე, აუცილებელი გზის დადგენა ხდება მაშნ, როდესაც ერთ მიწის ნაკვეთს სხვადასხვა კომუნიკაციებთან კავშირი არ გააჩნია.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებულ მიწის ნაკვეთს არ აქვს სხვა მიწის ნაკვეთთან ან კომუნიკაციებთან კავშირი. მითითებული გზა, რომელზეც აპელირებს აპელანტი რეალურად არსებობს, უფრო მეტიც, საქმის მასალებით არ დგინდება ისიც , რომ მოსარჩელეს ხელს უშლის ვინმე ამ გზით სარგებლობაში. აპელანტი ამ თვალსაზრისით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხანდახან მათ უკრძალავენ ამ გზაზე სიარულს და შესაძლებელია, იქ მოპასუხემ აღმართოს სხვა ნაგებობა ან გამოიყენონ სხვა მიზნებისათვის. მოცემულ შემთხვევაში ამ გზის გამოყენების აკრძალვის ფაქტის დამამდასტურებელი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. ხოლო ის გარემოება, რომ შემდგომში შესაძლებელია დაირღვეს მათი უფლებები, ვერ გახდება მოცემული დავის განხილვის საგანი. შეუძლებელია ვიმსჯელოთ იმ უფლების აღდგენაზე, რომელიც ჯერ დარღვეული არ არის.

 

როგორც აპელანტი განმარტავს, საჯარო გზიდან მათ კუთვნილ უძრავ ქონებამდე საცალფეხო გზა და ეზოში ჩამავალი კიბე ნამდვილად არსებობს, თუმცა კორპუსი წარმოადგენს მ--–---–---–-- გ-------ზე და დაბა ყ-------ს ქუჩაზე კუთხეში განთავსებულ შენობას, რომელსაც მ--–---–---–-- მხრიდან შემოსაზღვრული ბარიერებით არ გააჩნია მანქანის მისადგომი, ასევე - სასწრაფო დახმარების მანქანაც სწორედ, რომ ტ----–---–-ს ქუჩის მხრიდან მიდის, კორპუსს გააჩნია სახანძრო კიბე, რომელიც ასევე ტ----–---–-ს ქუჩის მხარეს ჩამოდის ეზოში, ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობისთვის ნამდვილად უხერხულია სამსახურში წასვლის წინა გამოვიდეს მ--–---–---–-- გ-------ზე, გადაყაროს საყოფაცხოვრებო ნარჩენები იმ ბუნკერში, რომელიც დგას ტ----–---–-ს ქუჩაზე და ვერ ისარგებლოს კორპუსის ეზოთი და ეზოდან ასასვლელი იმ ბილიკით და კიბის უჯრედით, რომელსაც გაყავს მანქანებამდე და ნაგვის ბუნკერამდე, ასევე შესაძლო ხანძრის პირობებში - ვერ ისარგებლებენ სახანძრო კიბით.

 

პალატა ასევე მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნებით ცალსახად დგინდება, რომ ხუთ სართულიანი შენობა-ნაგებობის შემადგენლობაში შედის სამი სადარბაზო, რომელთაგან ორს გააჩნია გასასვლელი შენობა-ნაგებობის ორივე მხარეს (როგორც მ--–---–---–-- ქუჩის მხარეს, ასევე ტ----–---–-ს ქუჩის მხარეს), ამასთან, ამხანაგობა „მ--–---–---–-- გ--------ს“ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0---------------), ფართობით 6 კვ.მ დაკავშირება საჯარო გზიდან უმოკლესი გზით შესაძლებელია მ--–---–---–-- გ--------დან გამჭოლი სადარბაზოს გავლით, რომლის მანძილიცაა 20 და 17 მეტრი, ხოლო ტ----–---–-ს ჩიხის მხრიდან მიწის ნაკვეთთან დასაკავშირებლად საჭიროა 21 მეტრის გავლა, მრავალბინიან შენობა-ნაგებობის სამი სადარბაზოდან ორი კი არის გამჭოლი დ იწყება მ--–---–---–-- გ--------დან და გადის ეზოში მიწის ნაკვეთთან ფართობით 6 კვ.მ., ხოლო მესამე დახურულია ანუ ცალმხრივად გადის ტ----–---–-ს ქუჩაზე, პალატა შენიშნავს, რომ საფუძველს მოკლებულია აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ მოპასუხის მიწის ნაკვეთი წარმოადგენს ერთადერთ და უალტერნატივო შესაძლებლობას ეზოსთან დასაკავშირებლად, ამასთან, პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოცემული მდგომარეობით ამხანაგობა ,,მ--–---–---–-- გ--------ს" მაცხოვრებლებს გადაადგილება არ შეზღუდვიათ და ამ თვალსაზრისით მათი უფლება შელახული არ არის, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც თავად აპელანტი არ ხდის აღნიშნულ გარემოებას სადავოდ და აცხადებს, რომ სარჩელის ფარგლებში მოთხოვნილი გზით ამხანაგობის წევრები არაოფიციალურად სარგებლობენ და სადავო ეს გზა ბმა ,,ლ------ ქ------------ე“-ს მხრიდან არ გამხდარა.

 

4.3. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის ის გარემოება, რომ სადავო გზა წარმოადგენს ბმა ,,მ--–---–---–-- გ--------ს“ საჯარო გზასთან დამაკავშირებელ ერთადერთ და აუცილებელ გზას, შესაბამისად, არ არსებობს აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლები.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბმა ,,მ--–---–---–-- გ--------ს“ სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება.

 

6. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის გამო არ არსებობს წანამძღვრები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მიხედვით მხარეთა შორის სასამართლო ხარჯების განაწილებისათვის.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბმა ,,მ--–---–---–-- გ--------ს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება.

 

3. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია სულხანიშვილი