განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 20.09.2018
საქმის ნომერი
330310017002218430
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
20.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3ბ/1525-18 20 სექტემბერი, 2018 წელი

ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - დე---------ე

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა დე---------ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი „დე---------ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ ბრძანება; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დე---------ის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფი-----------------------------------------------------------------ის მ--------–-- თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა დე---------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, 2015 წლის 3 აგვისტოდან, მის აღდგენამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ყოველთვიური - 1800 ლარის ოდენობით; საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა დე---------ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება იმ თანხის 30%-ის ოდენობით, რომელსაც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად მიიღებს მოსარჩელე.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. დე---------ე 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2014 წლის 20 ოქტომბრიდან იგი მსახურობდა ფი-----------------------------------------------------------------ის მ--------–-- თანამდებობაზე (ტ.1. ს.ფ. 17-21).

2.2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შ------------------------------------- დეპარტამენტის დირექტორს იმავე სამინისტროს ა------------–----–---------------------------------------------–--------------------–--------------- მოვალეობის შემსრულებელმა ზუ-----------ამ 2015 წლის 11 ივნისს N----- ახსნა-განმარტებითი ბარათით მიმართა. აღნიშნული ბარათის მიხედვით, დე---------ემ ზუ-----------ას უთხრა, რომ მ---------ს მ--------–ე გი--------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბოტაჟს, მ---------ს შეცდომაში შეყვანასა და თანხების არარაციონალურად ხარჯვას. ამასთან, დე---------ემ ზუ-----------ასთან იგივე მომდევნო დღესაც გაიმეორა, კულტურის სფეროს ფინანსური გაძლიერების და კაპიტალური დანახარჯების პროგრამის მე-2 პრეზენტაციაზე მუშობისას კი დე---------ემ გამოთქვა აზრი, რომ პრეზენტაცია მოჩვენებითი იყო და პროგრამის განსახორციელებლად საკმარისი თანხები არ არსებობდა (ტ.1. ს.ფ. 24).

2.3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მ---------ს დავალების შესაბამისად, ზუ-----------ას 2015 წლის 11 ივნისის N----- ახსნა-განმარტებითი ბარათის საფუძველზე შ------------------------------------- დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 8 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჩატარდა ინსპექტირება, რომლის ფარგლებში ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ ა------------–----–---------------------------------------------–--------------------–--------------- მოვალეობის შემსრულებელს - ზუ-----------ას, ფი-----------------------------------------------------------------ის მოვალეობის შემსრულებელს - ზუ------------–---–ს, იმავე დეპარტამენტის ბ------–-------–--------–------------------------------–----- სამმართველოს უფროსს - მა--------------–---–ს, შ------------------------–--------------- მოვალეობის შემსრულებელს - ირ---–-----------–---–ს, ნაერთი ბ--------------------------------------------------------------–----- სამმართველოს უფროსს - მა--------------–---–ს, ა------------–----–----------------------------------- მოვალეობის შემსრულებელს - ლე------------- და შტატგარეშე მოსამსახურეს - მა-------------ეს, ინფორმაცია იქნა მიღებული მ---------ს მ--------–ე გი--------------ისა და შ------------------------------------- დეპარტამენტის დირექტორის მ--------–ე ვა–------–----აგან, ასევე სამსახურებრივი ბარათი წარადგინა დე---------ემ.

ინსპექტირების შედეგად, 2015 წლის 28 ივლისის დასკვნით დადგენილ იქნა, რომ დე---------ემ მიზანმიმართულად სამინისტროს დისკრედიტაციისაკენ მიმართული ქმედებები განახორციელა და მ---------ს მ--------–-- მიმართ ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა, მის მიერ თანამშრომლებთან ნიჰილიზმის, უნდობლობისა და არაკოლეგიალური დამოკიდებულების დანერგვას ჰქონდა ადგილი, რაც ხელს უშლიდა სამინისტროში ნორმალური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას. ინსპექტირების დასკვნის მიხედვით, დე---------ემ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა (ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) ჩაიდინა, რაც საფუძველი იყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის (ტ.1. ს.ფ. 24-34).

2.4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 აგვისტოს N0----- ბრძანებით, შ------------------------------------- დეპარტამენტის დირექტორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის შესაბამისად, დე---------ე გათავისუფლდა ფინასური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მ--------–-- თანამდებობიდან 2015 წლის 3 აგვისტოდან, რაც მის მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში (ტ.1. ს.ფ. 23).

2.5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილებით დე---------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დე---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 აგვისტოს №0----- ბრძანება დე---------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დე---------ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში (ტ.1. ს.ფ. 38-47).

2.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება. საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა დე---------ის მიერ ისეთი სიმძიმის დარღვევის ჩადენა, რაც მისი გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. სასამართლომ ასევე გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ფაქტები, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია, მათი დადასტურების შემთხვევაშიც არ ქმნიდა მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს (ტ.1. ს.ფ. 48-49).

2.7. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 1 ნოემბრის N0----- ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია და დაიწყო დისციპლინური წარმოება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით (ტ.1. ს.ფ. 53).

2.8. დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის სხდომაზე მოსმენილ იქნა დე---------ის განმარტებები, ასევე შეკრებილ იქნა იმავე შინაარსის ახსნა-განმარტებები და სამსახურებრივი ბარათები და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის სხდომის N4 ოქმით მიჩნეულ იქნა, რომ დე---------ე არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას და უხეშად არღვევდა სამსახურებრივ მოვალეობებს, დე---------ის ქმედებით სამინისტრო იდგა მასზე დაკისრებული ამოცანების განხორციელების ჩაშლის რეალური საფრთხის წინაშე. დე---------ე სამინისტროსთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ფუჭად აცხადებდა, რითაც ხელს უწყობდა თანამშრომლებში საქმისადმი უნდობლობის დანერგვას, აღნიშნული კი თავისთავად ქმნიდა პროგრამის განუხორციელებლობის რისკებს, ხელს უშლიდა ნორმალური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (1997 წლის 31 ოქტომბრის) 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების, 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის მესამე პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის 27 ოქტომბრის) 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მინისტრს მიეცა რეკომენდაცია დე---------ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე 2015 წლის 3 აგვისტოდან (ტ.1. ს.ფ. 90-101).

2.9. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ ბრძანებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მ---------ს 2017 წლის 1 ნოემბრის N0----- ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის დისციპლინური წარმოების შედეგებისა და კომისიის სხდომის ოქმების საფუძველზე, დე---------ე გათავისუფლდა ფი-----------------------------------------------------------------ის მ--------–-- თანამდებობიდან 2015 წლის 3 აგვისტოდან (ტ.1. .ს.ფ. 50).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მეორე პუნქტით; მე-7, 29-30-ე, 42-ე, 44-ე მუხლით; ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით, მე-8 მუხლით; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტით და 23-ე მუხლის პირველი პუნქტით; „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლით; ევროპის სოციალური ქარტიის პირველი, მე-4 მუხლის მეოთხე პუნქტით, 24-ე მუხლით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, მე-5, მე-601 მუხლით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-24-ე, 32-33-ე მუხლებით.

4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“.

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48 -49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 11 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. მეტიც, მომჩივნის გათავისუფლების მიზეზი, მის პროფესიულ რეპუტაციას შეეხო. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში; ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში უნდა იმსჯელოს მოსარჩელე დე---------ის მიმართ, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებით მისი სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურის მიზანია უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონი პრეამბულაშივე ახდენს დეკლარირებას, რომ ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას.

4.4. სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 78-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; იმავე კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო - არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო.

აღნიშნული კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) გაფრთხილება; გ) არა უმეტეს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის გაცემის შეჩერებით _ არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა; ე) უფრო დაბალი თანრიგის თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა_არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სამსახურიდან განთავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.

ხსენებული კანონის 99-ე მუხლი შეეხება დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას, რომლის მეორე პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ხოლო მესამე პუნქტის საფუძველზე მოხელე ასევე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს. სასამართლო მიუთითებს დღეს მოქმედ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამასთან, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას. იმავე კანონის 96-ე მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები - ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

4.5. საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოვალეობების შეუსრულებლობამ ან არაჯეროვანმა შესრულებამ შესაძლოა გამოიწვიოს მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, რომელიც არის საჯარო მოსამსახურისათვის პროფესიული საქმიანობის განხორციელების პროცესში გამოვლენილი დარღვევებისათვის დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმა, მისი მიზანია საჯარო მოსამსახურის მიერ კანონმდებლობით დადგენილი ფუნქციების ჯეროვნად შესრულების უზრუნველყოფა და საქმიანობის პროცესის გაუმჯობესება, რაც სამომავლოდ სამსახურებრივი მოვალეობების დარღვევის შემთხვევების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს. დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.

4.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმის შესახებ, რომ სადავო აქტის გამოცემის წინაპირობა, მისი საფუძველი გახდა კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დე---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 აგვისტოს №0----- ბრძანება დე---------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დე---------ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.

4.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს მითითებაზე, რომ ,,მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დგინდება დე---------ის მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ “ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის ჩადენის ფაქტი, ხოლო ის ფაქტები, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია დისციპლინურ გადაცდომად, მათი დადასტურების შემთხვევაშიც არ ქმნის დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის შემადგენლობას.. “

ასევე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სათანადო მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა დე---------ის მიერ ისეთი სიმძიმის დარღვევის ჩადენა, რაც მისი გათავისუფლების ლეგიტიმური საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის პირობებში, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ემსჯელა და დაესაბუთებინა თუ რაში მდგომარეობდა უხეში დარღვევა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იღებდა ასეთ გადაწყვეტილებას და რატომ იყო გამორიცხული სხვა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენება მოხელის მიმართ, რომელსაც არც ერთი მოქმედი დისციპლინური სახდელი არ ჰქონდა.

4.8. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა ასახულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

4.9. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 25 მარტის Nბს-110-103(2კ-13) გადაწყვეტილებით, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილების სახე მის კანონიერ ძალაში შესვლისას აღსრულების სპეციფიკურ სახეს განეკუთვნება, რა დროსაც სასამართლო აქტი აღსრულდება მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო საკითხზე ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მეშვეობით. სასამართლოს განმარტებით, ამგვარი სასამართლო აქტის აღსრულებისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია არა მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეასრულოს სასამართლოს დავალება, არამედ ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელიც სასამართლომ გამოურკვევლად და დაუდგენლად ჩათვალა და ამავდროულად მათი გამოკვლევა -დადგენა სადავო საკითხის სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტისათვის აუცილებლად მიიჩნია, სათანადო პროცედურების და სამართლებრივი ინსტიტუტების მეშვეობით ჯეროვნად უნდა იქნეს გამოკვლეული, დადგენილი და შეფასებული.

4.10. საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ზემოაღნიშნულის უგულებელყოფა უნდა შეფასდეს არა მხოლოდ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცედურების არსებით დარღვევად, არამედ, იმავდროულად როგორც კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის არ აღსრულება, რაც სასამართლო აქტების სავალდებულოობის შესახებ კონსტიტუციური დანაწესის იგნორირებას ნიშნავს.

4.11. სასამართლომ ასევე გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 24 აპრილის №ბს-476-464(კ-13) გადაწყვეტილება.

4.12. სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო ბრძანება მიღებულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, თუმცა აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოვლენილი სხვა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა; ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ ცალმხრივად გაითვალისწინა სამსახურებრივი ბარათები და ახსნა-განმარტებები და მხედველობაში არ მიიღო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების მითითება მასზედ, რომ ის ფაქტები, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია, მათი დადასტურების შემთხვევაშიც არ ქმნიდა მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს; სასამართლომ აღნიშნა, მოპასუხეს არ დაუდგენია, არსებობდა თუ არა ისეთი გარემოებები, რაც შესაძლოა გამხდარიყო სადავო საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე შემოიფარგლა იმავე სახის მტკიცებულებებით და იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

4.13. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე გამოიყენა საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე „მოქალაქე აკაკი გოგიჩაიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმის №2/1/241 გვ.11); ასევე ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილება, რომლის მე-13 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას თავისუფლად აფიქსირებს თავის პოზიციას თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობასთან სამსახურებრივ საკითხებთან მიმართებით, მათ შორის, კრიტიკულ და განსხვავებულ მოსაზრებას. ამასთან, იმავე წესების 25-ე მუხლის საფუძველზე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურე თავს არიდებს ავტოკრატიული მმართველობის სტილს და უზრუნველყოფს ინიციატივებისა და კრიტიკისათვის ღია და თავისუფალი გარემოს შექმნას.

4.14. სასამართლომ განმარტა, რომ გამოხატვის საგანი შეიძლება იყოს თემა ან საკითხი, რომლის შესახებაც მიმდინარეობს მსჯელობა და ამა თუ იმ თვალსაზრისის გამოხატვა, რასაც განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან ჰქონდა ადგილი. დე---------ის მიერ თანამშრომელთა წრეში თანამშრომელთა საქმიანობის მიმართ გამოხატული შეხედულებები, რომლებიც არ არის თანხვედრაში იმავე საკითხებზე ამ თანამშრომელთა შეხედულებებთან, სასამართლოს მოსაზრებით ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არასწორად იქნა შეფასებული, როგორც დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო აქტის გამოცემა და მოსარჩელის კანონიერი უფლებების შელახვა. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელე დე---------ემ პირადი შეურაცხყოფა მიაყენა რომელიმე თანამშრომელს და მის მიერ გამოხატული აზრის შინაარსი გასცდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხის ფარგლებს, ან/და მის მიერ არ შესრულდა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლება-მოვალეობა, რის გამოც შეფერხდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებული ფუნქციის განხორციელება; საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განმეორებითი ადმინისტრაციული წარმოების დროს არ გამოუვლენია და არ დაუდგენია რაიმე ახალი გარემოება, რომელიც მოსარჩელე დე---------ის მიერ იმგვარი დისციპლინური გადაცდომის ჩადენას დაადასტურებდა, რომლის თანაზომიერი დისციპლინური ზომა სამსახურიდან გათავისუფლება იქნებოდა, ხოლო დადგენილი გარემოებები, როგორც აღინიშნა სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული ასეთი სახის დისციპლინურ გადაცდომად.

4.15. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, აგრეთვე ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ -სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან და ბათილად ცნო „დე---------ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ ბრძანება.

4.16. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა 2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ასევე დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე, თუმცა ამგვარი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში მისი აღდგენა უნდა განხორციელდეს ტოლფას თანამდებობაზე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი „დე---------ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ ბრძანება, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს უნდა დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი დე---------ის ფი-----------------------------------------------------------------ის მ--------–-- თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

4.17. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლის თანახმად, (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. ამასთან, სასამართლომ მიუთითა დღეს მოქმედი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე დე---------ის სამსახურში აღდგენა, მასვე დაეკისრა დე---------ისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან 2015 წლის 3 აგვისტოდან მის აღდგენამდე, განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ყოველთვიური - 1800 ლარის ოდენობით.

4.18. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველ და მესამე ნაწილებზე, 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, განსახილველ შემთხვევაში იურიდიული და წარმომადგენლობითი მომსახურების გაწევის თაობაზე 2017 წლის 1 ნოემბრის ხელშეკრულების 4.1. მუხლის საფუძველზე, იმის გათვალისწინებით, რომ დამკვეთს არ გააჩნდა სათანადო სახსრები მომსახურების ღირებულების წინასწარ ასანაზღაურებლად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთი შემსრულებელს გადაუხდიდა პრემიას 30%-ის ოდენობით იმ თანხებიდან ან/და სხვა მატერიალური ქონებიდან, რომელიც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად უნდა მიეღო დამკვეთს. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მოპასუხეს მოსარჩელის - დე---------ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება იმ თანხის 30%-ის ოდენობით, რომელსაც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად მიიღებს მოსარჩელე, არაუმეტეს 2000 ლარისა.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. აპელანტი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 01 ნოემბრის N0----- ბრძანების საფუძველზე შექმნილმა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელმა კომისიამ ჩაატარა ახალი ადმინისტრაციული წარმოება, ხელახლა შეაფასა, გამოითხოვა და გამოიკვლია შესაბამის თანამშრომელთა წერილობითი ახსნა- განმარტებები, ჩაატარა ზეპირი მოსმენის სხდომა, სადაც დეტალურად იქნა შესწავლილი თითოეული ფაქტობრივი გარემოება, დე---------ის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით.

5.2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 03 აგვისტოს N0----- ბრძანების „დე---------ის გათავისუფლების შესახებ“ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და 99-ე მუხლი; ხოლო „დე---------ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ ბრძანების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, როგორც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, 98-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი და 99-ე მუხლი, ისე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის 27 ოქტომბრის) 85-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, 96-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი და 94-ე მუხლი.

5.3. აპელანტი აღნიშნავს, რომ 2015 წლის 3 აგვისტოს N0----- ბრძანებით დე---------ის გათავისუფლების მიზეზია ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი(ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; მას შემდეგ რაც ზემოაღნიშნული ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ ჩატარებული ახალი ადმინისტრაციული წარმოების შედეგად საკითხის ირგვლივ არსებული ყველა დოკუმენტის სამართლებრივი ანალიზის შედეგად საქმეში არსებული ყველა ფაქტობრივი გარემოების შესწავლის საფუძველზე, 2017 წლის 17 ნოემბრის N------ ბრძანების გამოცემის საფუძვლად ასევე მითითებულ იქნა: სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება (2015 წლის 03 აგვისტოს N0----- ბრძანება არ ასახავდა)- დისციპლინური წარმოების პროცესში მოპოვებული მასალის ანალიზის საფუძველზე კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ დე---------ე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხზე თანამშრომლებთან ავრცელებდა მცდარ ინფორმაციას კერძოდ, იგი სხვა თანამშრომლებთან საუბარში სამინისტროსთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებულ პროგრამას ფუჭად აცხადებდა, რითაც ხელს უწყობდა თანამშრომლებში საქმისადმი უნდობლობის დანერგვას, აღნიშნული კი თავისთავად ქმნიდა პროგრამის განუხორციელებლობის რისკებს. ფინანსური ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მიერ სამინისტროს ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ქვედანაყოფის რანგობრივად ქვემდგომ თანამშრომლებთან მცდარი ინფორმაციის მიზანმიმართულად გავრცელება, აპელანტის მოსაზრებით წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის დარღვევას, რადგან დე---------ეს სწორედ იმ მიზნით მიმართავდნენ თანამშრომლები, რომ მიეღოთ მისგან სწორი და შესაბამისი კონსულტაცია, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში ევალებოდა; ასევე თანამდებობასთან შეუსაბამობა, არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები (2015 წლის 03 აგვისტოს N0----- ბრძანება არ ასახავდა)- საჯარო სამსახურის და მით უფრო თანამდებობის პირის არა უფლებას, არამედ ვალდებულებას წარმოადგენს სამსახურში მოვალეობის შესრულებისას მოქმედებდეს კომპეტენტურად; ვალდებულია დაიცვას ის მოთხოვნები, რომლებიც მას და მის თანამდებობას შეეხება, თავის სამსახურებრივ მოვალეობას უნდა ასრულებდეს მიუკერძოებლად და კეთილსინდისიერად, უნდა იმოქმედოს კოლეგიალობის პრინციპით, საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია თავისი უშუალო ხელმძღვანელის წინაშე. აპელანტი თვლის, რომ ქმედება შეუსაბამო იყო დე---------ის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან, რადგან საბიუჯეტო პროგრამის შემუშავება/მომზადების პროცესში მცდარი და არაკომპეტენტური მიმართულებების მიცემა სხვა თანამშრომლებისათვის მაღალი რისკის მატარებელი იყო თანამდებობის პირის მხრიდან და აღნიშნულით საფრთხე ექმნებოდა სამინისტროს მიზნების განხორციელებას. დე---------ის ქმედება ბუნებრივია ნერგავდა თანამშრომლებში საქმისადმი ნიჰილისტურ დამოკიდებულებას, დაწესებულებისადმი უნდობლობას, თანამშრომლებში არაჯანსაღი გარემოს დამკვიდრებას. აღნიშნული ქმედება თავისთავად მიმართული იყო დაწესებულების ინტერესების წინააღმდეგ; საფრთხეს უქმნიდა სამინისტროს მისთვის კანონით გათვალისწინებული მიზნის წარმატებით განხორციელებაში.

5.4. აპელანტმა აღნიშნა, რომ 2017 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით სამინისტროსთვის არ ყოფილა მიცემული კონკრეტული სახის მითითება, რაც სადავო საკითხის ხელახლა შესწავლის საქმეში არსებული დოკუმენტაციის ანალიზის დროს უნდა ყოფილიყო გამოკვლეული.

5.5. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ზუ-----------ას მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ფი-----------------------------------------------------------------ის მ--------–-- დე---------ის საკითხის რეალობის დადგენასთან დაკავშირებით ჩატარებული ინსპექტირების დასკვნა(2015 წელი) და „დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის დასკვნა (2017 წელი) არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები კომისიის დასკვნის მიხედვით განსხვავებულად შეფასდა, განსხვავებულია ბრძანების გამოცემის სამართლებრივი საფუძველიც, ასევე ასახულია დამატებით ფაქტობრივი გარემოებები.

5.6. აპელანტი აღნიშნავს, რომ დისციპლინური წარმოების პროცესში მოპოვებული მასალის ანალიზის საფუძველზე, კომისიამ დადგენილად მიიჩნია რომ დე---------ე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, თანამშრომლებთან ავრცელებდა მიზანმიმართულ მცდარ ინფორმაციას. იგი მსგავსი ქმედებებით პროგრამის განხორციელებას უქმნიდა რეალურ საფრთხეს, რაც ცალსახად ეწინააღმდეგებოდა საჯარო ინტერესს; აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, კომისიამ დადგენილად მიიჩნია, რომ საბიუჯეტო პროგრამის შემუშავება/მომზადების პროცესში მცდარი და არაკომპეტენტური მიმართულების მიცემა სხვა თანამშრომელთათვის მაღალი რისკის მატარებელი იყო თანამდებობის პირის მხრიდან, აღნიშნულით საფრთხე ექმნებოდა სამინისტროს მიზნების განხორციელებას და წარმოადგენდა სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევას.

5.7.კომისიის შეფასებით, დე---------ემ ჩაიდინა საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც უპირველესად მიმართული იყო და ზემოქმედებდა დაწესებულების შიდა სივრცეზე, თუმცა ვინაიდან დე---------ე წარმოადგენდა თანამდებობის პირს და შეხება ჰქონდა პროექტის ავტორებთან, სსიპებთან, მოქალაქეებთან და ა.შ. არსებობდა მაღალი ალბათობა, რომ არა მარტო სამსახურში, არამედ საზოგადოებაშიც გაევრცელებინა შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია, რაც წარმოუდგენელს ხდიდა და გამორიცხავდა მასზე უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდების შესაძლებლობას. აღნიშნულს ადასტურებს ასევე მოსარჩელის მხრიდან აპელირებული ცილისმწამებლური ბრალდებები ხელმძღვანელობის მიმართ, რაც გამოიხატებოდა როგორც სამინისტროში მუშაობის პერიოდში, ისე შემდეგ სასამართლოში საქმის წარმოების დროს, საქმისათვის არავითარ შემხებლობაში მყოფი ე.წ. „დასკვნების“ საქმეზე დართვის წარუმატებელ მცდელობაში, ასევე სააპელაციო საჩივარში წარმოდგენილ უსაფუძვლო არგუმენტებში.

5.8. აპელანტმა სააპელაციო საჩივრის დასასაბუთებლად იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 13 ივლისის N1/2/378 და 2009 წლის 6 აპრილის N2/1/415 გადაწყვეტილებებით.

5.9. აპელანტი აღნიშნავს, რომ კომისიის მიერ ობიექტურად შესწავლილი და გამოკვლეული გარემოებები თვალნათლივ ადასტურებენ, თუ რაში იყო გამოხატული დე---------ის მხრიდან ვალდებულების უხეში დარღვევა, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება სამინისტრომ და რატომ იყო გამორიცხული სხვა სახის დისციპლინური სახდელის გამოყენება მოხელის მიმართ, რომელსაც არც ერთი მოქმედი დისციპლინური სახდელი არ ჰქონდა. მოსარჩელის ქმედებები მისი ხასიათიდან გამომდინარე უარყოფითი გავლენის მომტანი იყო სამუშაო პროცესისთვის და შეუფერებელი იყო დე---------ის მიერ დაკავებული თანამდებობისთვის, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მიმართ ხელმძღვანელობის უნდობლობა, რაც გამორიცხავს მასთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობას.

5.10. აპელანტი აღნიშნავს, რომ მოსარჩელის ქმედებები მიმართული იყო და ემსახურებოდა სამინისტროს სახელის დისკრედიტაციის მცდელობას, იგი მიზანმიმართულად ცდილობდა თანამშრომლების შეცდომაში შეყვანას, ასევე საფრთხეს უქმნიდა სამინისტროსთვის უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებას.

აპელანტის მოსაზრებით სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა მნიშვნელოვანი გარემოებები კერძოდ: მოსარჩელისთვის არავის არანაირი ფორმით არ შეუზღუდავს აზრის გამოხატვის თავისუფლება; სამინისტრო მიესალმება საჯარო მოხელის მიერ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი არგუმენტირებული პოზიციის დაფიქსირების შესაძლებლობას და მაქსიმალურად უზრუნველყოფს ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას სადაც ყველა დასაქმებულ მოხელეს აქვს აღნიშნული შესაძლებლობა; ასევე მოსარჩელის ქმედება მიმართული რომ ყოფილიყო „პრობლემის“ რეალური გადაჭრის გზის ძიებაში იგი თანამშრომლებში არ დანერგავდა საქმისადმი უნდობლობას, არამედ გადაწყვეტილების მიმღებ პირთან მის უშუალო ხელმძღვანელთან განიხილავდა თავის არგუმენტებს სადავო საკითხისადმი, რაც დე---------ის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა.

5.11. აპელანტი აღნიშნავს, წარმოუდგენელია როგორ შეიძლება გაგრძელდეს ან რაიმე ფორმით შენარჩუნდეს შრომითი ურთიერთობა, როდესაც მოხელე არათუ ცდილობს პოზიციის ხელმძღვანელობისთვის გაზიარებას, არამედ ყველანაირ ხერხს იშველიებს კონფლიქტი ესკალაციაში გადაიზარდოს, საქმისადმი უნდობლობა ჩაუნერგოს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც უშუალოდ პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილეობენ.

5.12. აპელანტი ასევე აღნიშნავს, აზრის გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება გავიგოთ როგორც საყოველთაო თავისუფლების კანონის მიღმა არსებული თავისუფლება. ნებისმიერი სუბიექტი თავისუფალია მანამ, სანამ მისი უფლების განხორციელებით ზიანი არ ადგება სხვათა უფლებას, ასევე სახელმწიფო ინტერესს.

5.13. აპელანტი აღნიშნავს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს საჯარო მოსამსახურის, როგორც მოქალაქის გამოხატვის თავისუფლება და საჯარო მოსამსახურის, როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლის გამოხატვის თავისუფლების ხარისხი. საჯარო მოსამსახურე, როგორც მოქალაქე სარგებლობს გამოხატვის თავისუფლების ისეთივე ხარისხით, როგორც ნებისმიერი მოქალაქე; ხოლო საჯარო მოსამსახურის, როგორც საჯარო სამსახურის წარმომადგენლის გამოხატვის თავისუფლებაზე მსჯელობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი სამსახურებრივი სტატუსი და ამ სტატუსიდან გამომდინარე გარკვეული შეზღუდვები.

5.14. აპელანტი საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით აღნიშნავს, სასამართლოს აღნიშნულ შემთხვევაში უნდა ეხელმძღვანელა დამკვიდრებული სტანდარტით, სასამართლო პრაქტიკით და იმ შემთხვევაშიც თუ თვლიდა, რომ სახეზე იყო სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი, მეორე მხარეს ხარჯი უნდა აენაზღაურებინა 4%-იანი ლიმიტის ფარგლებში, რომელიც სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებით ოდენობის მაქსიმუმადაა მიჩნეული.

 

6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და ახალი გადაწყვეტილების მიღების დასაბუთება:

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასებისა შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხის გაცემად (იხ.ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03 Vande Hurkv. Netherlands, par. 61, Garcia Ruizv.Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); PerezvFrance [GC],par.81).

7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

7.1. დე---------ე 2012 წლიდან მუშაობდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2014 წლის 20 ოქტომბრიდან იგი მსახურობდა ფი-----------------------------------------------------------------ის მ--------–-- თანამდებობაზე (ტ.1. ს.ფ. 17-21).

 

7.2. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შ------------------------------------- დეპარტამენტის დირექტორს იმავე სამინისტროს ა------------–----–---------------------------------------------–--------------------–--------------- მოვალეობის შემსრულებელმა ზუ-----------ამ 2015 წლის 11 ივნისს N----- ახსნა-განმარტებითი ბარათით მიმართა; აღნიშნულის შინაარსით ირკვევა, დე---------ემ ზუ-----------ას უთხრა, რომ მ---------ს მ--------–ე გი--------------ის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბოტაჟს, მ---------ს შეცდომაში შეყვანასა და თანხების არარაციონალურად ხარჯვას; დე---------ემ ზუ-----------ასთან იგივე მომდევნო დღესაც გაიმეორა; კულტურის სფეროს ფინანსური გაძლიერების და კაპიტალური დანახარჯების პროგრამის მე-2 პრეზენტაციაზე მუშობისას კი დე---------ემ გამოთქვა აზრი, რომ პრეზენტაცია მოჩვენებითი იყო და პროგრამის განსახორციელებლად საკმარისი თანხები არ არსებობდა (ტ.1. ს.ფ. 24).

 

7.3. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის დავალების შესაბამისად, ზუ-----------ას 2015 წლის 11 ივნისის N----- ახსნა-განმარტებითი ბარათის საფუძველზე შ------------------------------------- დეპარტამენტის მიერ 2015 წლის 8 ივლისიდან 1 აგვისტომდე ჩატარდა ინსპექტირება, რომლის ფარგლებში ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ ა------------–----–---------------------------------------------–--------------------–--------------- მოვალეობის შემსრულებელს - ზუ-----------ას, ფი-----------------------------------------------------------------ის მოვალეობის შემსრულებელს - ზუ------------–---–ს, იმავე დეპარტამენტის ბ------–-------–--------–------------------------------–----- სამმართველოს უფროსს - მა--------------–---–ს, შ------------------------–--------------- მოვალეობის შემსრულებელს - ირ---–-----------–---–ს, ნაერთი ბიუჯეტის ფორმირებისა და პროგრამების ფინანსური ანალიზის სამმართველოს უფროსს - მა--------------–---–ს, ა------------–----–----------------------------------- მოვალეობის შემსრულებელს - ლე-------------ა და შტატგარეშე მოსამსახურეს - მა-------------ეს, ინფორმაცია იქნა მიღებული მ---------ს მ--------–ე გი--------------ისა და შ------------------------------------- დეპარტამენტის დირექტორის მ--------–ე ვა–------–----აგან, ასევე სამსახურებრივი ბარათი წარადგინა დე---------ემ.

ინსპექტირების 2015 წლის 28 ივლისის დასკვნის თანახმად დე---------ემ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაცდომა ჩაიდინა, რაც აპელანტმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მიიჩნია (ტ.1. ს.ფ. 24-34).

7.4. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 აგვისტოს N0----- ბრძანებით, შ------------------------------------- დეპარტამენტის დირექტორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, 79-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტისა და 99-ე მუხლის შესაბამისად, დე---------ე გათავისუფლდა ფინასური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მ--------–-- თანამდებობიდან 2015 წლის 3 აგვისტოდან, რაც მის მიერ გასაჩივრებული იქნა სასამართლოში (ტ.1. ს.ფ. 23).

7.5. მოცემული დავა არაერთხელ იქნა განხილული სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოების მიერ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 28 სექტემბრის განჩინებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 3 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც დე---------ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2015 წლის 3 აგვისტოს №0----- ბრძანება დე---------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დაევალა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დე---------ის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში (ტ.1. ს.ფ. 38-47).

7.6. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 1 ნოემბრის N0----- ბრძანების საფუძველზე, შეიქმნა დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისია და დაიწყო დისციპლინური წარმოება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით (ტ.1. ს.ფ. 53).

7.7. დისციპლინური წარმოების დამოუკიდებელი კომისიის სხდომაზე მოსმენილ იქნა დე---------ის განმარტებები, ასევე შეკრებილ იქნა იმავე შინაარსის ახსნა-განმარტებები და სამსახურებრივი ბარათები და კომისიის 2017 წლის 16 ნოემბრის სხდომის N4 ოქმით მიჩნეულ იქნა, რომ დე---------ე არ შეესაბამებოდა დაკავებულ თანამდებობას, რადგან მოპასუხის მოსაზრებით იგი უხეშად არღვევდა სამსახურებრივ მოვალეობებს, დე---------ის ქმედებით სამინისტრო იდგა მასზე დაკისრებული ამოცანების განხორციელების ჩაშლის რეალური საფრთხის წინაშე. აღნიშნული კომისიის სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (1997 წლის 31 ოქტომბრის) 78-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების, 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის, 99-ე მუხლის მესამე პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის 27 ოქტომბრის) 85-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, 96-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მინისტრს მიეცა რეკომენდაცია 2015 წლის 3 აგვისტოდან დე---------ის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე.(ტ.1. ს.ფ. 90-101).

7.8. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ ბრძანებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 1 ნოემბრის N0----- ბრძანების საფუძველზე შექმნილი კომისიის დისციპლინური წარმოების შედეგებისა და კომისიის სხდომის ოქმების საფუძველზე, დე---------ე 2015 წლის 3 აგვისტოდან გათავისუფლდა ფი-----------------------------------------------------------------ის მ--------–-- თანამდებობიდან. (ტ.1. .ს.ფ. 50).

8.1. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე შემოწმებულ და გამოკვლეული უნდა იქნეს განხორციელდა თუ არა მოსარჩელე დე---------ის სამსახურიდან გათავისუფლება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებულ შრომის უფლებას, შეესაბამება სახელმწიფოს ვალდებულება კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.

8.2. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა მოცემულ საქმეზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 78-ე მუხლი, რომლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა; გ) ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა ასევე იმავე კანონის 99-ე მუხლით, რომელიც შეეხება დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას; ამ მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხიმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა; იმავე მუხლის მესამე პუნქტის საფუძველზე მოხელე ასევე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობებს.

8.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად იხელმძღვანელა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (მოქმედი რედაქცია) 85-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოხელის დისციპლინური გადაცდომებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა განზრახ ან გაუფრთხილებლობით შეუსრულებლობა; ბ) საჯარო დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ ან გაუფრთხილებლობით შექმნა; გ) ეთიკის ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფა ან დარღვევა, რომელიც მიმართულია მოხელისა და საჯარო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ სამსახურის გარეთ. ამასთან, დისციპლინური გადაცდომა ითვლება მძიმედ, თუ: ა) დისციპლინურმა გადაცდომამ გამოიწვია დისციპლინური გადაცდომის ჩამდენი პირის რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან შესრულებას; სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე იმავე კანონის 96-ე მუხლზე, რომლითაც გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) თანამდებობრივი სარგოს 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე ვადით; დ) სამსახურიდან გათავისუფლება.

8.4. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ დისციპლინური ზომის გამოყენება, როგორც ადმინისტრაციის ცალმხრივი ნების გამოვლენა, მართლზომიერად უნდა განხორციელდეს, დისციპლინური ზომის გამოყენება მიზნად უნდა ისახავდეს დარღვევის პრევენციას. ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით; საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხიმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს ადეკვატური და დარღვევის სიმძიმის პროპორციული.

8.5. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას ითვალისწინებს ასევე იმ გარემოებას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულო ძალა გათვალისწინებულია ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით, რომლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

8.6. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ სადავო ბრძანება მიღებულ იქნა სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მაგრამ აღნიშნული აქტის შინაარსით დგინდება, რომ რეალურად არ შესრულებულა სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი აუცილებელი პირობები - სადავო აქტის გამოცემასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხის მიერ არ ყოფილა გამოვლენილი სხვა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ამგვარი გადაწყვეტილების მიღებას განაპირობებდა; ადმინისტრაციულმა ორგანომ კვლავ ცალმხრივად გაითვალისწინა სამსახურებრივი ბარათები და ახსნა-განმარტებები და მხედველობაში არ მიიღო კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების მითითება მასზედ, რომ ის ფაქტები, რაც მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დისციპლინურ გადაცდომად მიიჩნია, მათი დადასტურების შემთხვევაშიც არ ქმნიდა მოხელის თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო საფუძველს; ამდენად სააპელაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება არ ეფუძნება ახალ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით მოპასუხე შემოიფარგლა იმავე სახის მტკიცებულებებით და იმავე ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სადავო გადაწყვეტილება.

8.7. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა მოცემული დავის გადაწყვეტისას ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N200 დადგენილებით, რომლის მე-13 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურე სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას თავისუფლად აფიქსირებს თავის პოზიციას თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობასთან სამსახურებრივ საკითხებთან მიმართებით, მათ შორის, კრიტიკულ და განსხვავებულ მოსაზრებას. ამასთან, იმავე წესების 25-ე მუხლის საფუძველზე, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი საჯარო მოსამსახურე თავს არიდებს ავტოკრატიული მმართველობის სტილს და უზრუნველყოფს ინიციატივებისა და კრიტიკისათვის ღია და თავისუფალი გარემოს შექმნას. აღნიშნული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ დე---------ის მიერ თანამშრომელთა წრეში თანამშრომელთა საქმიანობის მიმართ გამოხატული შეხედულებები, რომლებიც არ არის თანხვედრაში იმავე საკითხებზე ამ თანამშრომელთა შეხედულებებთან, ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არასწორად იქნა შეფასებული, როგორც დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, რასაც შედეგად მოჰყვა უკანონო აქტის გამოცემა და მოსარჩელის კანონიერი უფლებების შელახვა.

8.8. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოსარჩელე დე---------ემ პირადი შეურაცხყოფა მიაყენა რომელიმე თანამშრომელს და მის მიერ გამოხატული აზრის შინაარსი გასცდა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხის ფარგლებს, ან/და მის მიერ არ შესრულდა მასზე დაკისრებული სამსახურებრივი უფლება-მოვალეობა, რის გამოც შეფერხდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონით მინიჭებული ფუნქციის განხორციელება.

9. სააპელაციო პალატა მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) 127-ე მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ სამსახურიდან განთავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში, მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (მოქმედი რედაქცია) 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, კი ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.

10.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად აღნიშნა, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე, თუმცა ამგვარი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში მისი აღდგენა უნდა განხორციელდეს ტოლფას თანამდებობაზე. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც ბათილად იქნა ცნობილი „დე---------ის გათავისუფლების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2017 წლის 17 ნოემბრის N------ ბრძანება, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს კანონიერად დაევალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დე---------ის ფი-----------------------------------------------------------------ის მ--------–-- თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ.

10.2. სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 112-ე მუხლით (2017 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქცია), რომლის თანახმად სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული მოხელე უფლებამოსილია მოითხოვოს გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო; ასევე იმავე კანონის 127-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რომლის შესაბამისად მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (დღეს მოქმედი რედაქცია) 118-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომლის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო; ვინაიდან მოპასუხეს დაევალა მოსარჩელე დე---------ის სამსახურში აღდგენა, მასვე კანონიერად დაეკისრა დე---------ისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი გათავისუფლების დღიდან 2015 წლის 3 აგვისტოდან მის აღდგენამდე, განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ყოველთვიური - 1800 ლარის ოდენობით.

10.3. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ დე---------ის სასარჩელო განცხადებების დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მისი აღსრულება უნდა დაევალოს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უფლებამონაცვლეს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს.

 

11. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია მოპასუხეს მოსარჩელის - დე---------ის სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება იმ თანხის 30%-ის ოდენობით, რომელსაც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად მიიღებს მოსარჩელე.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მესამე წინადადების იმპერატიული მოთხოვნაა, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში- განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი, რომლითაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი დე---------ის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფი-----------------------------------------------------------------ის მ--------–-- თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; ასევე გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტები და აღნიშნული პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:

 

3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დე---------ის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფი-----------------------------------------------------------------ის მ--------–-- თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;

 

4. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს დე---------ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურება სამსახურიდან დათხოვნის დღიდან, 2015 წლის 3 აგვისტოდან, მის აღდგენამდე განაცდური თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურება ყოველთვიური - 1800 ლარის ოდენობით;

 

5. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალოს დე---------ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის - ადვოკატის მომსახურების ხარჯის ანაზღაურება იმ თანხის 4%-ის ოდენობით, რომელსაც მოცემულ საქმეზე გამოტანილი შემაჯამებელი გადაწყვეტილების თანახმად მიიღებს მოსარჩელე, არაუმეტეს 2 000 ლარისა;

 

6. დანარჩენ ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩეს სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირველი, მეორე, მე-6 და მე-7 პუნქტები.

 

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე მარიამ ცისკაძე