განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001941928
საქმე #1ბ/---18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მურმან ისაევმა
ნანა გიგიტაშვილის და მაია ყუშიტაშვილის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების: დ---------------- და გ------------------
მსჯავრდებულების: გ------- ს-------–---–ის და გ------- ო--------ის
ადვოკატის: ზ------ რ-------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულების გ------- ს-------–---–ის და გ------- ო--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ------ რ-------–---–ი სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): გ------- გ------ ს-------–---–ის, დ----------–-------–-–-----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N0----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ქ.თბილისი, გ------- წ-------–-------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ.თბილისი, ს------------------ში მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით;
გ------- ა-------- ძე ო--------ის, დაბადებულის 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქის, პირადი №0----------, არასრული-საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, მცხოვრების: ქ.თბილისი, ნ-------–------------–- მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს განაჩენით გ------- ს-------–---–ს და გ------- ო--------ს მსჯავრი დაედოთ ყაჩაღობაში, ე.ი. ჩაიდინეს თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 18:40 საათზე, გ------- ო--------ი და გ------- ს-------–---–ი თავს დაესხნენ ქ------–---------–------------------ში განთავსებულ სასურსათო მაღაზიის მოლარე ზ----- ზ-------ანს. გ------- ს-------–---–მა ძალის გამოყენებით შებოჭა ზ----- ზ-------ანი და პირზე ააფარა ხელი, ხოლო გ------- ო--------მა დაიწყო მაღაზიის სალაროდან თანხის ამოღება. ზ----- ზ-------ანმა თავდამსხმელებს გაუწია წინააღმდეგობა. იგი ცდილობდა თავის გათავისუფლებას და დაყვირებას, რის გამოც გ------- ს-------–---–ი მას ურტყამდა სახის არეში, რის შედეგადაც ზ----- ზ-------ანმა მიიღო ქვედა ყბის მოტეხილობა, რაც მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. გ------- ო--------ი მაღაზიის სალაროდან დაეუფლა 350 ლარის ოდენობით ფულად თანხას და პოლიეთილენის პარკს, რომელშიც მოთავსებული იყო 300 ლარად ღირებული სიგარეტები, რის შემდეგაც ორივე თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენით:
გ------- ს-------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------- ს-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 მარტის 01:52 საათიდან.
გ------- ო--------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 05 აგვისტოს განაჩენით, გ------- ო--------ის მიმართ, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 08 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა, ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით გ------- ო--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------- ო--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 მარტის 01:02 საათიდან.
პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების გ------- ს-------–---–ის და გ------- ო--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ------ რ-------–---–მა.
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ის ეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც ურთიერთწინააღმდეგობრივ ხასიათს ატარებს. გარდა ამისა, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, მათ შორის მსჯავრდებულების ამოცნობის ჩატარებისას ამოსაცნობ პირებთან ერთად დაზარალებულის წინაშე წარდგენილი იყვნენ პირები, რომლებიც მკვეთრად განსხვავდებოდნენ მსჯავრდებულებისგან, რის გამოც საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ არის დადასტურებული, რომ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდენეს მსჯავრდებულებმა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულების გ------- ს-------–---–მა და გ------- ო--------მა ასევე მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ზ------ რ-------–---–მა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;
ბრალდების მხარემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულების გ------- ს-------–---–ის და გ------- ო--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ------ რ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ამავე კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის და 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა, აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გ------- ს-------–---–მა და გ------- ო--------მა ჩაიდინეს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედებები.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ------- ს-------–---–ის და გ------- ო--------ის მიერ ძარცვის ე.ი. სხვისი ნივთის აშკარა დაუფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენის ფაქტი დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ზ----- ზ-------ანმა განმარტა, რომ მუშაობს ა---–------------------ში მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ სასურსათო მაღაზიაში გამყიდველად. მაღაზია ეკუთვნის მის ნათესავ - გ------- ზ-------ანს, სადაც გამყიდველად ასევე მუშაობს გ------- ზ-------ანის მეუღლე - შ------- ქ-----. 2017 წლის 13 მარტს, საღამოს, დაახლოებით 18:40 საათზე, მაღაზიაში შევიდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რა დროსაც თავად იდგა შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულ მაცივრებთან და გამოვიდა სალაროებისკენ რათა მომსახურებოდა მათ. მოულოდნელად ერთ-ერთი მათგანი, რომელიც იყო შედარებით დაბალი, შევიდა სალაროს მხარეს, მოკიდა ხელი მხარზე, ერთი ხელი ააფარა პირზე, ხოლო მეორე ხელით ცდილობდა მისთვის ხელების დაჭერას. შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას, რა დროსაც თავდამსხმელმა რამდენჯერმე ყბასა და სახის მიდამოში ძლიერად დაარტყა მუშტი, რამაც გამოიწვია ქვედა ყბის მოტეხილობა და სისხლდენა. ამასობაში, მეორე თავდამსხმელმა გამოაღო სალაროს უჯრა, აიღო ქაღალდის კუპიურები და ხურდა ფული, ხოლო თავდამსხმელმა, რომელიც აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, მაღაზიიდან გაქცევის დროს გაიტაცა დახლის ქვეშ მოთავსებული დიდი ზომის ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავებული ჰქონდა სხვადასხვა დასახელების სიგარეტი. მაღაზიიდან გაქცევისას, თავდამსხმელებს გაეკიდა რ------------–------ თუმცა მათი დაკავება ვერ შეძლო. ორივე თავდამსხმელს მაღაზიაში შესვლის დროს შეხედა სახეზე და მათი დამახსოვრება არ გასჭირვებია. კერძოდ, თავდამსხმელი, რომელიც აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას იყო შედარებით დაბალი, სუსტი აღნაგობის, დაახლოებით 175 სანტიმეტრი სიმაღლის, ხორბლისფერი, მრგვალი პირისახით, საშუალო ზომის ცხვირით და ტუჩებით, ოდნავ მოშვებული წვერით, ტანთ ეცვა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და თეთრი ფერის დუტის ჟილეტი, ხოლო მეორე თავდამსხმელი იყო, დაახლოებით 180 სანტიმეტრი სიმაღლის, სუსტი აღნაგობის, შავგვრემანი, ოდნავ მოშვებული წვერით, ტანთ ეცვა ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი და მუქი ფერის კაპიუშონიანი ზედა. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელებმა მაღაზიიდან გაიტაცეს ფულადი თანხა 300 ლარამდე და სიგარეტები. მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო გ------- ო--------ი და გ------- ს-------–---–ი. მისივე ჩვენებით, მასთან მისული იყო გ------- ს-------–---–ის მეუღლე, რომელმაც სთხოვა პატიება, ვინაიდან მისი მეუღლე სავარაუდოდ იქნებოდა ნასვამ მდგომარეობაში და თავადაც გაკვირვებული იყო მომხდარით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- ზ-------ანმა განმარტა, რომ დაკავებულია მცირე ბიზნესსაქმიანობით - თბილისში, ა---–------------------ში ფლობს სასურსათო მაღაზიას, სადაც გამყიდველებად დასაქმებულები არიან მისი მეუღლე შ------- ქ----- და ნათესავი ზ----- ზ-------ანი. 2017 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში დაუკავშირდა მეუღლე და სთხოვა მაღაზიაში მისვლა, ვინაიდან ნაცემი იყო ზ----- ზ-------ანი. ადგილზე მისვლისას, პოლიციის მიერ შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრული იყო ლენტით, ხოლო მაღაზია იყო ღია, ჩამტვრეული ჰქონდა მინები, ასევე იატაკს და სხვადასხვა ნივთს ემჩნეოდა სისხლის კვალი. ზ----- ზ-------ანი ნაცემ მდგომარეობაში იმყოფებოდა სახლში. მოწმის განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა, მისი თანხმობით, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი. როგორც შემდგომ ნახა, მაღაზიიდან წაღებული იყო თანხა 350 ლარის ოდენობით და სიგარეტები. მაღაზიაში ასევე ნახა უჯრაში შენახული თანხა, რასაც ეფარა სხვადასხვა ნივთი და რვეულები, რის გამოც თავდამსხმელებისთვის თანხა დარჩა შეუმჩნეველი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------ ო-------ნმა განმარტა, რომ 2017 წლის 17 მარტს, ჩხრეკა ჩატარდა მის საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც ამოღებულ იქნა ელვაშესაკრავიანი ჟაკეტი და ორი ცალი ჯინსის შარვალი. მოწმის განმარტებით, ბინის ჩხრეკაში თავად მონაწილეობა არ მიუღია. სახლში მისვლისას, ადგილზე დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ტანსაცმელი უკვე ამოღებული ჰქონდათ. ბრალდების მხარის მხრიდან მოწმეს წარედგინა სისხლის სამართლის საქმეში 55-60 გვერდზე მოთავსებული მ------ ო-------ნის ბინის ჩხრეკის ოქმი და 61-63 გვერდზე მოთავსებული მისი დაკითხვის ოქმი, რასთან დაკავშირებითაც განმარტა, რომ აღნიშნულ ოქმებზე შესრულებული ხელმოწერა, რითაც ადასტურებს მისი მონაწილეობით ბინის ჩხრეკის ჩატარების ფაქტს, ეკუთვნის მას, რასაც ნებაყოფლობით მოაწერა ხელი, მას შემდეგ რაც ოქმის შინაარსი ეთარგმნა თარჯიმნის მიერ. მისივე ჩვენებით, ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები დაილუქა მისი თანდასწრებით, თუმცა ვერ ხსნის იმ გარემოებას, თუ რატომ მოაწერა ხელი ჩხრეკის ოქმს, როგორც ჩხრეკაში მონაწილე პირმა და რატომ მისცა გამომძიებელს ჩვენება, თითქოს ბინის ჩხრეკაში თავად იღებდა მონაწილეობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ-–-------- ი---------მ განმარტა, რომ 2017 წლის 17 მარტს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 13 მარტს, ზ----- ზ-------ანის მიმართ განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები იყვნენ: გ------- ს-------–---–ი და გ------- ო--------ი, რომლებიც უნდა ყოფილიყვნენ წ-------–--------------ის მიმდებარედ, რომელთაც შესაძლოა პირადად და ასევე საცხოვრებელ სახლში ჰქონოდათ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მო–----------- მ-----–---–-- განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თანამშრომლებთან: ლ---------------–---- და დ----- გო----–---–--ან ერთად, მონაწილეობა მიიღო გ------- ს-------–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ბინის ჩხრეკა ჩატარდა გ------- ს-------–---–ის მამის - გ-- ს-------–---–ის მონაწილეობით, რა დროსაც ამოღებულ იქნა გ------- ს-------–---–ის ტანსაცმელი, კერძოდ, ლურჯი ჯინსის შარვალი, ზოლებიანი ჯემპრი და ასევე ჯემპრი ელვაშესაკრავით. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთები გ------- ს-------–---–ს შესაძლოა, ასევე ჰქონოდა თ---–--–-----------------------------------ში მდებარე, მისი დის - ე-------------–---- საცხოვრებელ სახლში, თუმცა აღნიშნული სახლის ჩხრეკის შედეგად, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ------- რ-----მ განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, თანამშრომელ გ------- ბ------------ ერთად, ჩაატარა გ------- ო--------ის და მისი მამის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა. ჩხრეკა ჩატარდა ნ-------–-------------ში მდებარე, ს-------–------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ქირით ცხოვრობდა გ------- ო--------ი. ადგილზე მისვლისას, ბინაში დახვდა სახლის მეპატრონე - ს-------–------ და ა------- ო--------ი. სახლის ჩხრეკის შედეგად, ტანსაცმლის კომოდიდან ამოღებულ იქნა ჯემპრი, ქურთუკი და მაისური. ამის შემდგომ, წ-------–--------------ში, გაჩხრეკილ იქნა გ------- ო--------ის მამის და დედინაცვლის - მ------ ო--------ის საცხოვრებელი ბინა, რა დროსაც ამოღებულ იქნა რუხი ფერის ჟაკეტი ელვაშესაკრავით და ორი ჯინსის შარვალი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ შ------- კ--–-----ემ აღნიშნა, რომ 2017 წლის 11 სექტემბერს, მის მიერ გაცემულ იქნა ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნა, რომლის თანახმადაც პაკეტში წარწერით: „ანაწმენდები ათ ცალ სტერილურ ბამბისთავიან ჩხირზე, ამოღებული ა---–------------------ში არსებული სასურსათო მაღაზიიდან“ მოთავსებულ: მაღაზიის სალაროს უჯრის სახელურიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N4) გენეტიკური პროფილი და ზ----- ზ-------ანის (ობ.N20, პაკეტი წარწერით: „ზ----- ზ-------ანისგან აღებული სისხლის ნიმუში“) გენეტიკური პროფილი იდენტურია. სალარო უჯრაზე არსებული გასაღებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის (ობ.N5) შერეული გენეტიკური პროფილის ერთ-ერთი წილი და ზ----- ზ-------ანის (ობ.N20) გენეტიკური პროფილი იდენტურია. პაკეტში წარწერით: „მოწითალო ფერის ლაქის ნიმუშები, მოთავსებული სამ ცალ ქაღალდის კონვერტში“ მოთავსებულ პოლიეთილენის პარკის ფრაგმენტზე (ობ.N6), მუყაოს ქაღალდის ფრაგმენტზე (ობ.N7) და დოლბანდის ფრაგმენტზე (ობN8) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- ზ-------ანს (ობ.N20). პაკეტში წარწერით: „გ------- ს-------–---–ისგან ამოღებული შარვალი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი“ მოთავსებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მუქი მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ.N15) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ----- ზ-------ანს (ობ.N20). მოწმის განმარტებით, ბირთვული დეენემი არის ძალიან ინდივიდუალური და მსოფლიოს მასშტაბით ერთი ადამიანის გენეტიკური პროფილი, გარდა მისი მონოზიგოტის - ერთი კვერცხუჯრედიდან განვითარებული კვერცხუჯრედისა, სხვას არ შეიძლება ჰქონდეს, რაც არის პრაქტიკაში გამორიცხული. სასამართლო ექსპერტიზის ისტორიაში არ დაფიქსირებულა ორი ადამიანის სხვადასხვა გენეტიკური პროფილის იდენტობა. შესაბამისად, მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა არის კატეგორიული. მისივე ჩვენებით, ფეხსაცმელზე არსებული სისხლის ლაქა იყო ზემოდან, არ იყო მიდებული ან წასმული. იგი იყო თვალით ხილული, ვიზუალურად აღქმადი, როგორც სისხლზე საეჭვო.
2017 წლის 18 მარტის ამოღების ოქმის თანახმად, ბრალდებულ გ------- ს-------–---–ისგან ამოღებულ იქნა ღია მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, რომელსაც საქამრის შიგნითა მხარეს, შუა ნაწილში, დაკერებული აქვს იარლიყი და იკითხება წარწერა „SPENCER”, ასევე ამოღებულ იქნა ერთი წყვილი ღია მოყავისფრო, ხავერდოვანზედაპირიანი ფეხსაცმელი, ამავე ფერის თასმებით.
ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის შესაბამისად, დაზარალებულ ზ----- ზ-------ანის მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა დისკზე არსებული ვიდეოჩანაწერი, სადაც ჩაწერილია, თბილისში, გ--------–---–--------------–ი მდებარე, ი-----–------------–---–-- საცხოვრებელი სახლის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ვიდეოჩანაწერი 2017 წლის 13 მარტს 18:42 საათიდან - 18:45 საათამდე დროის შუალედში, რომელშიც ჩანს საცხოვრებელი სახლის კედელი და მის წინ არსებული ბილიკი, სადაც 18:42:24 საათზე ფიქსირდება ორი პიროვნება, ამათგან ერთს აცვია რუხი ფერის კაპიშონიანი ქურთუკი, ლურჯი ჯინსის შარვალი და მუქი ფერის ფეხსაცმელი, ხოლო მეორეს - თეთრი ფერის კაპიშონიანი მოსაცმელი, თავზე აფარია კაპიუშონი და აცვია ჯინსის ლურჯი შარვალი და ყავისფერი ფეხსაცმელი, ხოლო ხელში უჭირავს ლურჯი პოლიეთილენის პარკი. ამავე ჩანაწერში ჩანს, რომ ორივე პიროვნება სწრაფად გარბის ბილიკზე, რომლებსაც უკან მისდევს „BMW X5“-ის მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოდიან პიროვნებები და მისდევენ მათ. დათვალიერების დროს ზ----- ზ-------ანმა აღნიშნა, რომ ჩაცმულობით, აღნაგობით და საერთო ვიზუალური მდგომარეობით, ჩანაწერში ასახული ორი პიროვნება, არიან სწორედ ის პირები, რომლებიც დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და გასტაცეს ფულადი თანხა და სიგარეტები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ------- ო--------მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ თბილისში, ა---–------------------ში მდებარე, მაღაზიის დაყაჩაღებაში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. აღნიშნული მაღაზია მდებარეობდა მის უბანში და არაერთხელ უსარგებლია, როგორც მომხმარებელს, ასევე იცნობს მაღაზიის გამყიდველ - ზ----- ზ-------ანს. მისივე განმარტებით, ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირები, როგორც ჩაცმულობით ისე აღწერილობით განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან. შემთხვევის დღეს გ------- ს-------–---–ს არ შეხვედრია და მასთან ერთად მაღაზიაში საერთოდ არ ყოფილა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გ------- ს-------–---–მა თავის არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ ა---–------------------ში მდებარე მაღაზიით არაერთხელ უსარგებლია და იცნობს გამყიდველ ზ----- ზ-------ანს. მაღაზიის დაყაჩაღებაში მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. მისივე ჩვენებით, მისი მონაწილეობით ჩატარდა ამოცნობა, რა დროსაც ამოსაცნობად წარდგენილი პირები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ როგორც აღნაგობით, ისე ჩაცმულობით. რაც შეეხება ფეხსაცმელს. მსჯავრდებულის განმარტებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, პოლიციის თანამშრომლებმა ძალით გახადეს და ჩააცვეს სხვა ფეხსაცმელი. სანამ პოლიციის თანამშრომლები ფეხსაცმელს წაართმევდნენ, მას არანაირი სისხლის ლაქა არ ჰქონია და თუ ჰქონდა, წაუსვეს პოლიციის თანამშრომლებმა.
პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებული პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დეტალურად აღწერს 2017 წლის 13 მარტს მომხდარ შემთხვევას, რა დროსაც იგი თანმიმდევრულად გადმოცემს შემთხვევის დროს მაღაზიაში (სადაც ის მუშაობდა) კონკრეტული პირების მიერ განხორციელებულ მოქმედებებს, რა დროსაც ირკვევა, რომ აღნიშნულ დღეს, დაახლოებით 18:40 საათზე, ქ------–---------–------------------ში განთავსებულ სასურსათო მაღაზიაში შევიდა ორი პიროვნება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა შებოჭა და პირზე ააფარა ხელი, ხოლო გ------- ო--------მა დაიწყო მაღაზიის სალაროდან თანხის ამოღება. ამ დროს იგი ცდილობდა თავის გათავისუფლებას და დაყვირებას, რა დროსაც თავმდამსხმელთანაგან ერთ-ერთმა დაარტყა სახის არეში, რა დროსაც მიიღო სხეული დაზიანება, ხოლო თავდამსხმელებმა მაღაზიის სალაროდან გაიტაცეს 350 ლარის ოდენობით ფულად თანხას და პოლიეთილენის პარკი, რომელშიც მოთავსებული იყო 300 ლარად ღირებული სიგარეტები. დაზარალებული თავის ჩვენებაში ასევე უთითებს, რომ მან კარგად დაიმახსოვრა თავდამსხმელების გარეგნობა და სახეები, რადგან მათ ნიღმები არ ეკეთათ, რის შემდეგაც ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად - პირის ამოცნობებით დარწმუნებით ამოიცნო მსჯავრდებულები.
პალატა დაზარალებულის ჩვენებაში ასახული ინფორმაციის სანდოობის კუთხით აღნიშნავს, რომ დაზარალებულის ჩვენება გამყარებულია გ------- ზ-------ანის ჩვენებით, რომელიც თავის ჩვენებაში უთითებს, რომ მას მომხდარი ფაქტიდან უახლოეს პერიოდში შემხებლობა ჰქონდა დაზარალებულ - ზ----- ზ------იანთან, რომელიც მითითებული შემთხვევის შემდეგ იყო ნაცემ მდგომარეობაში, ხოლო მაღაზიაში იატაკზე და სხვადასხვა ნივთებს ემჩნეოდა სისხლის კვალი. ამასთან, დგინდება ის გარემოებაც, რომ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული იქნა მსჯავრდებულების ტანსაცმელი, რომლებსაც ჩაუტარდათ ექსპერტიზები, რა დროსაც გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ გ------- ს-------–---–ისგან ამოღებულ მარჯვენა ფეხსაცმელზე არსებული მუქი მოწითალო-მოყავისფრო ლაქა წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის დაზარალებულ ზ----- ზ-------ანს.
მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის მიერ გაჟღერებულ ვერსიაზე, თითქოსდა აღნიშნული სისხლი კვალი მსჯავრდებულის ფეხსაცმელზე აღმოჩნდა ამოღების შემდეგ, წასმის გზის, რაც არ შეიძლება გაზიარებული იქნეს, რადგან როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მითითებული საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ჩვენებებით და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის ამსახველი ოქმით დგინდება, საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთების დალუქვა განხორციელებული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, განსაკუთრებით საგულისხმოა ბიოლოგიური ექსპერტის ჩვენების ის ნაწილი, სადაც იგი კატეგორიული ფორმით აღნიშნავს, რომ ფეხსაცმელზე არსებული ლაქა არ იყო მიდებული ან წასმული, რაც კიდევ დაზარალებულის ჩვენებასთან, ამოცნობის ოქმებთან, ნივთიერ მტკიცებულებებთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთხელ უტყუარად ადასტურებს გ------- ს-------–---–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს და მის უშუალო ფიზიკურ კონტაქტს ზ----- ზ-------ანთან, რაზედაც ასევე უთითებდა თავად დაზარალებული, რომელიც მკაფიო ფორმით აცხადებს, რომ გ------- ს-------–---–მა შებოჭა იგი, რომელსაც ის უწევდა წინააღმდეგობას.
მოცემული შემთხვევის დროს, რომ დანაშაულებრივი ქმედება მსჯავრდებულების მიერ იქნა განხორციელებული, გამყარებულია მათი ამოცნობის ოქმებითაც, რა დროსაც დგინდება, რომ დაზარალებულს 3 სხვა პირთან ერთად ამოსაცნობად წარედგინა მსჯავრდებულები (ცალ-ცალკე), რომელმაც მოახდინა მათი დარწმუნებით იდენტიფიცირება/ამოცნობა. ამოცნობის პროცედურებთან დაკავშირებით დაცვის მხარე აპელირებს, რომ ამ დროს დარღვეული იქნა კანონმდებლის მიერ იმპერატიულად განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ კი ამოსაცნობი პირები მკვეთრად განსხავავდებოდნენ ამოსაცნობად წარდგენილი პირებისგან, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს.
პალატა უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქვევს იმ გარემოებას, რომ ამოცნობამდე დაზარალებული გამოკითხული იქნა ამოსაცნობი პირების ინდივიდულალური ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას ამოსაცნობ პირებთან ჰქონდა შეხება (რაც კანონის იმპერატიულ მოთხოვნას წარმოადგენს), რა დროსაც დაზარალებულმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებას პიროვნებების ფიზიკური მონაცემების და მათთან შემხებლობის კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. რის შემდეგაც, ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები - პირის ამოცნობები, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო მსჯავრდებულები და მიუთითა რა ნიშან-თვისებით ამოიცნო ისინი (რაც ასევე კანონის მოთხოვნას წარმოადგენს). ამასთან, მოწმე ტ------– ა------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის მარტის თვეში, პოლიციის თანამშრომელთა თხოვნით, მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში. ამოცნობა ჩატარდა სპეციალურად განკუთვნილ შემინულ ოთახში. ამოცნობის პერიოდში, მასთან ერთად ამოსაცნობად წარდგენილი იყო კიდევ ორი პიროვნება, თუმცა ბრალდებულ პირთაგან ამოსაცნობ ოთახში იმყოფებოდა თუ არა რომელიმე, ვერ იხსენებს. როგორც ახსოვს, დაზარალებულმა ამოცნობის პერიოდში ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო პიროვნება, გვარად ო--------ი. ამოცნობის ჩატარებამდე, დაზარალებული არასდროს უნახავს. ამოცნობის ჩატარებასთან დაკავშირებით, გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი, რასაც გაეცნო და მოაწერა ხელი. ამოცნობის ჩატარებისას, ამოსაცნობად წარდგენილ სამივე პიროვნებას ეცვა ერთმანეთის მსგავსი ტანსაცმელი, სამივე მათგანს ჰქონდათ წვერი და თავი გადაპარსული. ამოცნობის დაწყებამდე ო--------ს მიეცა უფლება თავისუფლად შეერჩია მისთვის სასურველი ადგილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ს-----–--ლმა განმარტა, რომ 2017 წლის გაზაფხულზე, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რაზეც გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა ოქმი, რომლის შინაარსს გაეცნო ნაწილობრივ. გამომძიებლის მიერ განემარტა, თუ რასთან დაკავშირებით იქნა ოქმი შედგენილი, რის შემდეგაც მოაწერა ხელი. ამოცნობის ჩატარებამდე დაზარალებულს, ან სხვა პიროვნებას, არ შეხვედრია. ამოცნობა ჩატარდა შემინულ ოთახში, რა დროსაც დაზარალებულმა ამოიცნო ერთ-ერთი პიროვნება, მაგრამ თუ ვინ ამოიცნო, არ ახსოვს, ასევე ვერ იხსენებს ამოცნობის ჩატარების დროს რა ტანსაცმელი ეცვა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ----- კ-------–--მა განმარტა, რომ 2017 მარტის თვეში, ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში. ამოსაცნობად წარდგენილი იყო სამი პიროვნება, რომელთაგან სხდომაზე წარმოდგენილი ბრალდებულებიდან იყო თუ არა რომელიმე, არ ახსოვს. ამოცნობის ჩატარებამდე, დაზარალებულს, ან სხვა პიროვნებას, გარდა პოლიციის თანამშრომლებისა, არ შეხვედრია. ამოცნობის დროს, გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა ოქმი, რასაც გაეცნო ამოცნობის დასრულების მერე, ხოლო მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ გამოძიებას მასთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია არ გააჩნდა, მოაწერა ოქმს ხელი. ამოცნობის დროს რა ტანსაცმელი ეცვა, ვერ იხსენებს.
მოცემულ პირების ასევე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საგამოძიებო მოქმედებებში - პირის ამოცნობებში მონაწილე დაზარალებულის/მოწმეთა ჩვენებების და ამოცნობის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაციით დგინდება, რომ ისინი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობასთან და შედეგებთან მიმართებით იძლევიან ერთ საერთო სურათის ამსახველ ინფორმაციას, რა დროსაც მკაფიო ფორმით იკვეთება, რომ ამომცნობს ამოსაცნობი პირები წარედგინა იმავე სქესის 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისგან და ამოსაცნობი პირებისგან (ინდივიადუალურად მსჯავრდებულებისგან) მკვეთრად არ განსხვავდებონენ გარეგნობითა და ტანსაცმლით. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოებაც, რომ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას დაცული იქნა კანონმდებლის მიერ იმპერატიულად მოხოვნილი წინარე პირობებიც, შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით ნათელია, რომ საგამოძიებო მოქმედების - ამოცნობის ოქმებში ასახული ინფორმაციის გაუზიარებლობის პროცესუალურ/სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება, რის გამოც დაცვის მხარის არგუმენტები ამოცნობის ჩატარების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებს არ გაზიარების შესახებ დაუსაბუთებელია და მას პალატა ვერ გაიზიარებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერება ცხადყოფს, რომ მათში ასახული ინფორმაციები დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით გვევლინებიან კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევის თვალსაზრისით, რა დროსაც ნათლად იკვეთება, რომ 2017 წლის 13 მარტს, დაახლოებით 18:40 საათზე, გ------- ო--------ი და გ------- ს-------–---–ი შევიდნენ ქ------–---------–------------------ში განთავსებულ სასურსათო მაღაზიაში, საიდანაც ზ----- ზ-------ანის თანდასწრებით აშკარად ფორმით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით წინაწარი შეთანხმებით ჯგუფურად, მაღაზიის სალაროდან დაეუფლნენ 350 ლარის ოდენობით ფულად თანხას და პოლიეთილენის პარკში მოთავსებულ 300 ლარად ღირებულ სიგარეტებს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
პალატა საქმეზე უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შემდეგ ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სამართლებრივ შეფასებას, სადაც ის უთითებს, რომ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მსჯავრდებულების მიერ განხორცილებული იქნა ყაჩაღურად სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, რადგან მართალია მსჯავრდებულებმა სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება მოახდინეს აშკარა ფორმით, მაგრამ საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ეჭვის გამომრიცხავად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ არის დადგენილი, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულების მიერ გამოყენებული იქნა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ან ძალადობის მუქარა. უფრო მეტიც, დაზარალებული გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში მკაფიო ფორმით უთითებს, რომ მსჯავრდებულების მხრიდან რაიმეს მოთხოვნას ან მუქარას ადგილი არ ჰქონია. დგინდება ისიც, რომ მსჯავრდებულებს დანაშაულებრივი ქმედების განხორცილებისას ცეცხლსასროლი იარაღი, ან სხვა ნივთი, რომელთა დემონსტრირებით/არსებობით შესაძლოა საფრთხე შექმნოდა დაზარალებულის სიცოცხლეს არ გააჩნდათ. გარდა აღნიშნულისა, არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულებათა ისეთი სახის ერთობლიობა (რაც აუცილებელ პირობას წარმოადგენს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის), რომლითაც ობიექტური პირი დარწმუნდებოდა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად არსებობაში.
ზემოაღნიშნულის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით შედეგად უტყუარად დგინდება, რომ მსჯავრდებულების გ------- ს-------–---–ის და გ------- ო--------ის მიერ განხორციელებული ქმედებები იძლევა საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების ობიექტური და სუბიექტური ნიშნების უტყუარად არსებობას, რაც გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის თვალსაზრისით იძლევა ეჭვის გამომრიცხველ საფუძველს მსჯავრდებულების აღნიშნული მუხლით მსჯავრდებისათვის, შესაბამისად, გ------- ს-------–---–ის და გ------- ო--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან (რომლითაც პირველი ინსტანციის მიერ მოხდა მსჯავრდებულების მსჯავრდება) უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „დ“ ქ/პუნქტებზე.
პალატა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულის მამხილებელი ჩვენებები. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია ფაქტების (მსჯავრდებულების ქმედებების ძარცვად კვალიფიკაციის თვალსაზრისით) ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე, სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას.
პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულის კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ მსჯავრდებულების მიერ განხორცილებულია განზრახ მძიმე დანაშაული, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მსჯავრდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს მის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, შესაბამისად, პალატა თვლის, რომ გ------- ს-------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით, ხოლო გ------- ო--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „დ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისათვის, განაჩენთა ერთობლიობით საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. პალატას მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი არის თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულების პიროვნებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულების პიროვნებების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამდენად, მსჯავრდებულების გ------- ს-------–---–ის და გ------- ო--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ------ რ-------–---–ი სააპელაციო საჩივრის მოთხოვა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენში გ------- ს-------–---–ის და გ------- ო--------ის მიმართ, უნდა შევიდეს ცვლილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულების გ------- ს-------–---–ის და გ------- ო--------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ------ რ-------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 დეკემბრის განაჩენში გ------- ს-------–---–ის და გ------- ო--------ის მიმართ, შეტანილ იქნეს ცვლილება;
გ------- ს-------–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“,“დ“ ქ/პუნქტებზე და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------- ს-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 მარტის 01:52 საათიდან.
გ------- ო--------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“, „დ“ ქ/პუნქტებზე და აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისთვის სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 05 აგვისტოს განაჩენით, გ------- ო--------ის მიმართ, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 06 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს, ზემოაღნიშნული განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 02 (ორი) წლითა და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ------- ო--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ გ------- ო--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 18 მარტის 01:02 საათიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2017 წლის 20 მარტის განჩინებით, გ------- ო--------ის და გ------- ს-------–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული: ანაწმენდები და ლაქის ანაწმენდები, ზ----- ზ-------ანისაგან აღებული სისხლის ნიმუში, გ------- ს-------–---–ისგან და გ------- ო--------ისგან აღებული თმის ნიმუშები, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, ასევე შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–--------- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
მ------ ო-------ნის სახლიდან ამოღებული ტანსაცმელი, ს-------–------ს სახლიდან ამოღებული ტანსაცმელი, გ-- ს-------–---–ის სახლიდან ამოღებული ტანსაცმელი და გ------- ს-------–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომლებიც გადაგზავნილი იყო ექსპერტიზაზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს.
CD დისკი საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათებით, CD დისკი ზ----- ზ-------ანისგან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, CD დისკი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათებით, CD დისკი გ------- ო--------ისგან ნიმუშის აღების დროს გადაღებული ფოტოსურათებით და CD დისკი გ------- ს-------–---–ისგან ნიმუშის აღების დროს გადაღებული ფოტოსურათებით, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი