განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 120310018002337200
საქმე N3ბ/2394-18
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - თინათინ ვაშაყმაძე
აპელანტი (მოსარჩელე) - ი------ა კ----------ე;
წარმომადგენელი - დ----------–--–---–ი;
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
წარმომადგენელი - მ------------------ა;
მესამე პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ს--–------------ის რეგიონალური ოფისი;
წარმომადგენელი - მ------------------ა;
მესამე პირები: ნ--- კ----------ე, ვ------- კ----------ე, ვ--–------ა კ----------ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;
1.აპელანტის მოთხოვნა:
1.1. გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა სრულად.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ი------ა კ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2.2. დასკვნები დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.2.1. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, 600.00 კვ.მ. მდებარე ბ---------------------ის ქ. N--, ს.კ.------------- თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ნ--- კ----------ეს (159.5კვ.მ. შენობა), ი------ა კ----------ეს (99.8 კვ.მ. შენობა და 100 კვ.მ. მიწის ფართი). უფლების რეგისტრაციის თარიღია 1---------წ (ტომი 1, ს.ფ 96-97).
2.2.2. 2----–-–------------ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა ვ------- კ----------ემ ქ. ბ--------------------ის ქ. N---ში მდებარე უძრავი ქონების მემკვიდრეობის საფუძველზე რეგისტრაციის შესახებ. საჯარო რეესტრის ერონულმა სააგენტომ 2--------- წელს მიიღო გადაწყვეტლება ვ------- კ----------ის უფლების რეგისტრაციის შესახებ და სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, 600.00 კვ.მ. მდებარე ბ---------------------ის ქ. N--, ს.კ.------------- თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ნ--- კ----------ეს (159.5კვ.მ. შენობა), ი------ა კ----------ეს (99.8 კვ.მ. შენობა და 100 კვ.მ. მიწის ფართი), ვ------- კ----------ეს, ვ--–------ა კ----------ეს (1/2 წილი) უფლების რეგისტრაციის თარიღია 2---------წ (ტომი 1, ს.ფ 262-266).
2.2.3. 2----–-–---------–--ს ი------ა კ----------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ნივთზე მდებარე ბ--------------------------ის ქ. N-- რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ (ტომი 1, ს.ფ 268).
2.2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------ის გადაწყვეტილებით ი------ა კ----------ის განცხადება უძრავი ნივთი დაყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ქ.ბ--------------------ის ქ. N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 501.00 კვ.მ. ს.კ.------------- თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ნ--- კ----------ეზე (159.5კვ.მ. შენობა), ი------ა კ----------ეზე (I-II სართული 99.8 კვ.მ.), ვ------- კ----------ეს, ვ--–------ა კ----------ეზე (1/2-1/2 წილი) უფლების რეგისტრაციის თარიღია 2---------წ. და ქ.ბ--------------------ის ქ. N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 100.00 კვ.მ. ს.კ.------------- საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ი------ა კ----------ეზე (ტომი 1, ს.ფ 314-316; 318-319).
2.2.5. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–----------ს მიიღო N------ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ბ-------------------------–--------------ის 2----–-–----------ის N--------------- გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ (ტომი 1 ს.ფ 331-332).
2.2.6. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–-----------ს მიიღო N------ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ბ-------------------------–--------------ის 2----–-–----------ის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან N------------ სარეგისტრაციო განცხადებას არ ერთოდა------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფასთან დაკავშირებით თანამესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა (ტომი 1 ს.ფ 384-388).
2.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მერვე მუხლის პირველ და მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის" მე-18 მუხლის თანახმად სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები.
საქართველოს კანონის ,,საჯარო რეესტრის შესახებ" 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ა1) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას.
სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ N------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქალაქ ბ---------–------------ის ქუჩა №--–ში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღრიცხულია ნ---, ი------ა, ვ------- და ვ--–------ა კ----------ეების საკუთრების უფლება თანამესაკუთრესთან ერთად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------ის გადაწყვეტილებით ი------ა კ----------ის განცხადება უძრავი ნივთის დაყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა და ქ.ბ---------–-----------ის ქ. N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 501.00 კვ.მ. ს.კ.------------- თანასაკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ნ--- კ----------ეზე (159.5კვ.მ. შენობა), ი------ა კ----------ეზე (I-II სართული 99.8 კვ.მ.), ვ------- კ----------ეზე, ვ--–------ა კ----------ეზე (1/2-1/2 წილი) უფლების რეგისტრაციის თარიღია 2---------წ. და ქ.ბ--------------------ის ქ. N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, 100.00 კვ.მ. ს.კ.------------- საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ი------ა კ----------ეზე.
ასევე დადგენილი, რომ------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთი აღირიცხა ი------ა კ----------ის ინდივიდუალურ საკუთრებად. საქმის მასალებით დადგენილია, რომ N------------ სარეგისტრაციო განცხადებას არ ერთოდა------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფასთან დაკავშირებით თანამესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953–ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავით განსაზღვრული წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 956–ე მუხლის თანახმად საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ.
ამავე კოდექსის 957-ე მუხლის თანახმად, ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ. ხმათა უმრავლესობა გამოითვლება წილთა მიხედვით. თითოეულ მოწილეს შეუძლია სამართლიანი შეხედულების მიხედვით მოითხოვოს ყველა მოწილის ინტერესის შესაბამისი მართვა და სარგებლობა, თუკი ეს შეთანხმებით ან უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ არის მოწესრიგებული. ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება.
ამავე კოდექსის 959-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს, რომ წილის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ მოწილეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე–14 მუხლის 23–ე პუნქტზე და აღნიშნა, რომ საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრეებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე. უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოადგენს ნივთის განკარგვას. ვინაიდან ამ დროს არსებობს თანამესაკუთრეთა წილის შემცირების შესაძლებლობა, აუცილებელია მათი წერილობითი თანხმობა უძრავი ნივთის დაყოფასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში ი------ა კ----------ეს 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან ეკუთვნის I-II სართულის 99,8 კვ.მ. - შენობა და 100 კვ.მ მიწის ფართი, თუმცა მიწის ნაკვეთის კონკრეტულად რომელ ნაწილში მდებარეობდა მისი კუთვნილი 100 კვ.მ. მიწის ფართი, რათა ის გამიჯნულიყო საერთო საკუთრებიდან, ამის იდენტიფიცირებისათვის საჭირო იყო სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობა. დაინტერესებული პირის მიერ N------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი არ ყოფილა თანამესაკუთრეთა თანხმობა ნივთის დაყოფის შესახებ.
სასამართლომ არ გაიზიარა ი------ა კ----------ის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გამიჯნული 100 კვ.მ. გამოყოფილი უნდა ყოფილიყო არა რეგისტრირებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, არამედ 999 კვ.მ.–დან, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა მართლზომიერად, რასაც ადასტურებდა 1----–-–-----------ის ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმადაც, მთლიანი სახლის მფლობელს წარმოადგენდა თავად. დართული გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 999 კვ.მ.–ს. ვინაიდან დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ქალაქ ბ---------–------------ის N---ში (კ-–------–-----), აღრიცხულია მიწის ნაკვეთი ფაქტიური ფართობით: 927 კვ.მ., ფართობი დოკუმენტით: 600 კვ.მ. მიწის ფართი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე 1--- წლამდე. 327 კვ.მ, საცხოვრებელი ლიტერი „ა“, ორსართულიანი, საერთო ფართი: 1492 კვ.მ., დამხმარე ფართი:57.6კვ.მ, ბინის მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა გრაფაში მითითებული არიან: კ---------------–---ა, კ----------ე ი------ა და კ--------------–ა. სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტზე, რომლის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა–ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1--- წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. სასამართ₾ომ აღნიშნა, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დასტურდება, რომ ქალაქ ბ---------–------------ის ქუჩა №--–ში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან უკვე რეგისტრირებული 600 კვ.მ.-ს გარდა სარეგისტრაციოდ დარჩენილია 327 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი (უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე 1--- წლამდე აღრიცხული).
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს“.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ი------ა კ----------ის მიერ მიერ დამატებითი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------ის N------ გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობათა მოთხოვნათა დაცვით და არ არსებოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისთვის, რის გამოც ი------ა კ----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ი------ა კ----------ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
სააპელაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ 2----–-–---------–ის თვეში განხორციელდა ი------ა კ----------ის მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მისსავე სახელზე რეგისტრაცია, რომელსაც საფუძვლად დაედო ი------ა კ----------ის განცხადება. რეგისტრაცია მოხდა კანონის სრული დაცვით და აპელანტს ცალკე დაურეგისტრირდა 100 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელსაც საფუძვლად დაედო ბ-----------------–-------------------------–------------------------–----–------------ის NN--- გადაწყვეტილება, რომელშიც ნათლად არის მითითებული, რომ ქალბატონ ი------ას გამოეყო 100 კვ.მ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომელიც მდებარეობს მისი საცხოვრებელი ოთახის მიმდებრედ.
აპელანტი მიუთითებს საჯარო რეესტრის ჩანაწერის პრეზუმფციაზე და აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს, რათა გამოეყო მისი კანონიერი წილი. რეალური ფართის მაგივრად, რომელიც არის 999 კვ.მ ან 927 კვ.მ, სხვადასხვა მონაცემებით, დაარეგისტრირეს 600 კვ.მ. შესაბამისად, გამოყოფა უნდა მომხდარიყო სწორედ ამ 600 კვ.მ-იდან.
აპელანტს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეთხოვა ყველა მტკიცებულება რაზეც მიუწვდებოდა ხელი. ასევე, ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა გასულიყო ადგილზე და იქ შეემოწმებინა არსებული მდგომარეობა, მაგალითად ის, თუ რამდენად შესაძლებელი იყო, ი------ა კ----------ის საკუთრებაში არსბეული 100 კვ.მ, რომელიც გადაეცა დ-------------------ს მიერ, ყოფილიყო სხვა ადგილას და არა იმ ადგილას სადაც რეალურად თვითონვე გააკეთეს რეგისტრაცია.
აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას, იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს საზიარო საკუთრების მართვის ნორმები, რადგან თავად ეს საზიარო საკუთრება არ იყო კანონიერი და მესამე პირებმა რეესტრის დახმარებით აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, და ნაკვეთის იდენტიფიკაციის დოკუმენტების არსებობის გარეშე დაარეგისტრირეს 600 კვ.მ საერთო საკუთრება. გარდა მორალური ზიანისა მოსარჩელეს მიადგა დიდი მატერიალური ზიანიც, ვიანიდან ჰქონდა კანონიერი ნდობა რეესტრის გადაწყვეტილების მიმართ.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ სააპელაციო საჩივრებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.
4.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
4.1.1. სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთი, 600.00 კვ.მ. მდებარე ბ---------------------ის ქ. N--, ს.კ.------------- თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ნ--- კ----------ეს (159.5კვ.მ. შენობა), ი------ა კ----------ეს (99.8 კვ.მ. შენობა და 100 კვ.მ. მიწის ფართი). უფლების რეგისტრაციის თარიღია 1---------წ.
4.1.2. 2----–-–------------ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით მიმართა ვ------- კ----------ემ და მოითხოვა ქ. ბ---------–------------ის ქ. N---ში მდებარე უძრავი ქონების რეგისტრაცია მემკვიდრეობის საფუძველზე. საჯარო რეესტრის ერონულმა სააგენტოს 2--------- N--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ------- კ----------ის მოთხოვნა. ამავე თარიღით მომზადდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის თანხმად, ქ. ბ---------–------------ის ქ. N---ში, მდებარე 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ს.კ.-------------, თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით ნ--- კ----------ეს (159.5კვ.მ. შენობა), ი------ა კ----------ეს (99.8 კვ.მ. შენობა და 100 კვ.მ. მიწის ფართი), ვ------- კ----------ეს, ვ--–------ა კ----------ეს (1/2 წილი).
4.1.3. 2----–-–------------–სს ი------ა კ----------ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ქ. ბ---------–-----------------ის ქ. N---ში მდებარე უძრავ ქონებაზე.
4.1.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------ის N--------------- გადაწყვეტილებით ი------ა კ----------ის განცხადება უძრავი ნივთი დაყოფის თაობაზე დაკმაყოფილდა. ამავე თარიღით მომზადდა ორი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. კერძოდ: 1) 1---------წ. ამონაწერის თანახმად, ქ.ბ--------------------ის ქ. N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო 501 კვ.მ მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით N------------ (ნაკვეთის წინა ნომერი:-------------), მესაკუთრეებად დაფიქსირდნენ: ნ--- კ----------ე - 159,5 კვ.მ - შენობა, ი------ა კ----------ე - I-II სართულის 99,8 კვ.მ, ვ------- კ----------ე, ვ--–------ა კ----------ე - ½ წილი, ვ------- კ----------ე, ვ--–------ა კ----------ე - ½ წილი. მესაკუთრეთა გრაფაში მიეთითა თანამესაკუთრე; 2) 1---------წ. ამონაწერის თანახმად, ქ.ბ--------------------ის ქ. N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით N------------ (ნაკვეთის წინა ნომერი:-------------), ერთპიროვნულ მესაკუთრედ დარეგისტრირდა ი------ა კ----------ე.
4.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–----------ს მიიღო N------ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ბ-------------------------–--------------ის 2----–-–----------ის N--------------- გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
4.1.6. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2----–-–-----------ს მიიღო N------ გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ ბ-------------------------–--------------ის 2----–-–----------ის N--------------- გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ, ვინაიდან N------------ სარეგისტრაციო განცხადებას არ ერთოდა------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის დაყოფასთან დაკავშირებით თანამესაკუთრეთა წერილობითი თანხმობა.
4.2. სამართლებრივი დასაბუთება:
4.2.1. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტმა სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.2.2. სააპელაციო პალატა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (Hirvisaari v. Finland, N32) გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; გარდა ამისა, აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გამოასწოროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობა (Hirvisaari v. Finland) და, პირიქით, ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება, არ აღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou (No. 2), §38-42).
4.2.3. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სადავოდ აქვს გამხდარი მარეგისტრირებელი ორგანოს, თვითკონტროლის განხორციელების ფარგლებში, გამოცემული ის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი ბ-------------------------–--------------ის 2----–-–----------ის გადაწყვეტილება ი------ა კ----------ის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. ბათილად ცნობილი აქტით, ი------ა კ----------ისა და ნ--- კ----------ის, ვ------- კ----------ის და ვ--–------ა კ----------ის თანასკუთრებაში არსებული 600 კვ.მ მიწის ნაკვეთის გაყოფით 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის ერთპიროვნულ მესაკუთრედ აღირიცხა ი------ა კ----------ე. ამდენად, მარეგისტრირებელმა ორგანომ ბათილად ცნო მის მიერვე მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის ერთპიროვნული საკუთრების უფლება გაუქმდა. განსახილველ შემთხვევაში, სადავო აქტის კანონიერების დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია შემოწმდეს ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ბათილად ცნობილი აქტის გამოცემის კანონიერება, რამეთუ აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა განსაზღვრავს განსახილველი დავის ბედს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციას არეგულირებს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის მე-2 მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი განმარტავს რეგისტრაციის ცნებას. მასში მოიაზრება ნივთზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესაბამის რეესტრში აღრიცხვა, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე. ხოლო თუ რა მოიაზრება თავად სარეგისტრაციო დოკუმენტში, განმარტავს მე-2 მუხლის ,,კ“ პუნქტი. კერძოდ, იგი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამდენად, სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების სახით ხორციელდება იმ უფლებათა აღრიცხვა მონაცემთა რეესტრში, რომელიც უკვე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე არის წარმოშობილი. უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელია სარეგისტრაციო დოკუმენტის - უფლების დამდგენი სამართლებრივი აქტის არსებობა, რომელიც წარმოშობს პირის უფლებას სარეგისტრაციო ობიექტზე. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, თუ: ა) განცხადებას არ ერთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად; ა1) არ არის გადახდილი სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური; ბ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ არის წარდგენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით; გ) განცხადება ან/და თანდართული დოკუმენტი ან ინფორმაცია არ იძლევა ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის საგნისა და სუბიექტის ან/და საგნის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის იდენტიფიკაციის საშუალებას.
დადგენილია, რომ N------------- საკატასტრო კოდით რეგისტრირებულ, ქალაქ ბ---------–------------ის ქუჩა №--–ში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე აღრიცხული იყო ნ---, ი------ა, ვ------- და ვ--–------ა კ----------ეების საკუთრების უფლება თანამესაკუთრესთან ერთად.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----------ის N--------------- გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი------ა კ----------ის განცხადება უძრავი ნივთი დაყოფის თაობაზე. ამავე თარიღით მომზადდა ორი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. კერძოდ: 1) 1---------წ. ამონაწერის თანახმად, ქ.ბ--------------------ის ქ. N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო 501 კვ.მ მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით N------------ (ნაკვეთის წინა ნომერი:-------------), მესაკუთრეებად დაფიქსირდნენ: ნ--- კ----------ე - 159,5 კვ.მ - შენობა, ი------ა კ----------ე - I-II სართულის 99,8 კვ.მ, ვ------- კ----------ე, ვ--–------ა კ----------ე - ½ წილი, ვ------- კ----------ე, ვ--–------ა კ----------ე - ½ წილი. მესაკუთრეთა გრაფაში ასევე მიეთითა თანამესაკუთრე; 2) 1---------წ. ამონაწერის თანახმად, ქ.ბ--------------------ის ქ. N---ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო 100 კვ.მ მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდით N------------ (ნაკვეთის წინა ნომერი:-------------), ერთპიროვნულ მესაკუთრედ დარეგისტრირდა ი------ა კ----------ე.
პალატა იზიზარებს სასამართლოს მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953–ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება საზიარო უფლებების თავით განსაზღვრული წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 956–ე მუხლის თანახმად საზიარო საგანს მოწილენი ერთობლივად მართავენ.
ამავე კოდექსის 957-ე მუხლის თანახმად, ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ. ხმათა უმრავლესობა გამოითვლება წილთა მიხედვით. თითოეულ მოწილეს შეუძლია სამართლიანი შეხედულების მიხედვით მოითხოვოს ყველა მოწილის ინტერესის შესაბამისი მართვა და სარგებლობა, თუკი ეს შეთანხმებით ან უმრავლესობის გადაწყვეტილებით არ არის მოწესრიგებული. ცალკეული მოწილის თანხმობის გარეშე არ შეიძლება სარგებლობის წილზე მისი უფლების შემცირება.
ამავე კოდექსის 959-ე მუხლის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია განკარგოს თავისი წილი, ხოლო საზიარო საგნის განკარგვა ხდება მხოლოდ ერთობლივად. შეთანხმებით შეიძლება განისაზღვროს, რომ წილის გაყიდვის შემთხვევაში დანარჩენ მოწილეებს აქვთ უპირატესი შესყიდვის უფლება.
საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე–14 მუხლის 23–ე პუნქტის შესაბამისად, „საერთო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის ფართობის დაყოფა ან სხვაგვარად განკარგვა შესაძლებელია მხოლოდ უძრავი ნივთის ყველა მესაკუთრის/მართლზომიერი მოსარგებლის/მფლობელის თანხმობით. ასეთ შემთხვევაში, რეგისტრაციის მიზნებისთვის, მესაკუთრედ/მართლზომიერ მოსარგებლედ/მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ ტექნიკური აღრიცხვის არქივსა და საჯარო რეესტრში აღრიცხული/რეგისტრირებული პირები. სხვა მესაკუთრეთა/მართლზომიერ მოსარგებლეთა/მფლობელთა არსებობის შესახებ გარემოებათა გამოკვლევაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უძრავი ნივთის განკარგვაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირებს. აღნიშნული წესი ასევე ვრცელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო საკუთრეებაში არსებულ მიწის ნაკვეთების დაყოფასა და სანივთო უფლებებით დატვირთვაზე." უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე მასზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია წარმოადგენს ნივთის განკარგვას. ვინაიდან ამ დროს არსებობს თანამესაკუთრეთა წილის შემცირების შესაძლებლობა, აუცილებელია მათი წერილობითი თანხმობა უძრავი ნივთის დაყოფასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში ი------ა კ----------ეს 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთიდან ეკუთვნის I-II სართულის 998 კვ.მ. - შენობა და 100 კვ.მ მიწის ფართი, თუმცა მიწის ნაკვეთის კონკრეტულად რომელ ნაწილში მდებარეობდა მისი კუთვნილი 100 კვ.მ. მიწის ფართი, რათა ის გამიჯნულიყო საერთო საკუთრებიდან, ამის იდენტიფიცირებისათვის საჭირო იყო სხვა თანამესაკუთრეთა თანხმობა. დაინტერესებული პირის მიერ N------------ სარეგისტრაციო განცხადებაზე წარდგენილი არ ყოფილა თანამესაკუთრეთა თანხმობა ნივთის დაყოფის შესახებ.
პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ი------ა კ----------ის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გამიჯნული 100 კვ.მ. გამოყოფილი უნდა ყოფილიყო არა რეგისტრირებული 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან, არამედ 999 კვ.მ.–დან, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა მართლზომიერად, რასაც ადასტურებდა 1----–-–-----------ის ტექნიკური პასპორტი, რომლის თანახმადაც, მთლიანი სახლის მფლობელს წარმოადგენდა თავად. დართული გეგმის მიხედვით მიწის ნაკვეთის ფართობი შეადგენდა 999 კვ.მ.–ს. ვინაიდან დადგენილია, რომ ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული მონაცემების მიხედვით, ქალაქ ბ---------–------------ის N---ში (კ-–------–-----), აღრიცხულია მიწის ნაკვეთი ფაქტიური ფართობით: 927 კვ.მ., ფართობი დოკუმენტით: 600 კვ.მ. მიწის ფართი უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე 1--- წლამდე. 327 კვ.მ, საცხოვრებელი ლიტერი „ა“, ორსართულიანი, საერთო ფართი: 1492 კვ.მ., დამხმარე ფართი:57.6კვ.მ, ბინის მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა გრაფაში მითითებული არიან: კ---------------–---ა, კ----------ე ი------ა და კ--------------–ა. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა–ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა–ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1--- წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. განსახილველ შემთხვევაში, ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემებით დასტურდება, რომ ქალაქ ბ---------–------------ის ქუჩა №--–ში მდებარე არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებიდან უკვე რეგისტრირებული 600 კვ.მ.-ს გარდა სარეგისტრაციოდ დარჩენილია 327 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთი (უფლების დამდგენი დოკუმენტის გარეშე 1--- წლამდე აღრიცხული).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს“.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ი------ა კ----------ის მიერ მიერ დამატებითი მტკიცებულებები წარდგენილი არ ყოფილა, რაც განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ დაუშვებელია მარეგისტრირებელი ორგანოს მხრიდან საკუთრების უფლების რეგისტრაცია არაჯეროვანი გამოკვლევის საფუძველზე, ზედაპირულად, მხოლოდ ფორმალისტური მიდგომით, რამეთუ ერთი პირის მიმართ საკუთრების უფლების რეგისტრაციით არ განხორციელდეს სხვა პირთა კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების ხელყოფა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფოში საკუთრების უფლების აღრიცხვის ორგანოს, რომელიც თავის მხრივ ემსახურება კონსტიტუციური უფლების დაცვას. ამდენად, უფლებამოსილმა ადმინისტრაციულმა ორგანომ იმგვარად უნდა განახორციელოს მასზედ დაკისრებული ფუნქციური ვალდებულებები, რომ არ ხელყოს რომელიმე პირის საქართველოს უზენაესი კანონით გარანტირებული საკუთრების უფლება. იმ შემთხვევაში როდესაც არაჯეროვნად იქნა განხორციელებული რეგისტრაცია, მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია თვითკონტროლის ფარგლებში შეისწავლოს განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება და შესაბამისი საფუძვლების არსებობის პირობებში ბათილად სცნოს იგი, რაც განხორციელდა კიდეც განსახილველ საქმეზე. ამდენად, მარეგისტრირებელმა ორგანომ სადავო აქტით გამოასწორა მის მიერ დაშვებული შეცდომა - უფლების არასწორი, შესაბამისი საფუძვლის გარეშე რეგისტრაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2----–-–-----------ის N------ გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი ამ გადაწყვეტილების ბათილად ცნობისთვის, რის გამოც ი------ა კ----------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რაც თავის მხრივ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
5.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრით ვერ იქნა გაბათილებული ახალციხის რაიონული სასამართლოს დასკვნები. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე აპელანტი გათავისუფებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი------ა კ----------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ილონა თოდუა