განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №080210015001131375
საქმე №2/ბ-1107-18
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - მირანდა ირემაძე
შუამდგომლობის ავტორი - სს „------ ჯ------“
წარმომადგენელი - ნ---- ლ-------ია
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ-----“
წარმომადგენელი - გ---- კ-------–---–ი
სააპელაციო პალატამ განიხილა სს „------ ჯ------“-ს შუამდგომლობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ,სააპელაციო პალატამ გამოარკვია:
1. სადაზღვევო კომპანია „------ ჯ------“ და შპს „ვ-----“-ს შორის, 2015 წლის 03 აპრილს, გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება ავტოტ-------------ს დ---------- შესახებ, რომლის ფარგლებშიც დაზღვეულ იქნა ავტომანქანა „-----––ა------“ სახ. ნომრით „--–1--–G-“;
2. დ---------, სხვა შემთხვევებთან ერთად, აგრეთვე მოიცავდა ავტომობილის დაზიანებას უფლებამოსილი მძღოლის ბრალით ავარიის შედეგად. დ---------- ხელშეკრულების მე-6 მუხლის „ლ“ პუნქტით განისაზღვრა სტანდარტული გამონაკლისები, რომლებიც არ მიიჩნეოდა სადაზღვევო შემთხვევად: 1. ავარია უფლებამოსილი მძღოლის მიერ ნორმების შემდეგი ან მსგავსი უხეში დარღვევით. 2. რკინიგზის გადასასვლელზე შემობრუნება ან გასვლა, როცა შლაგბაუმი დაკეტილია ან იკეტება; 3. დგომა-გაჩერება რელსებზე, გვირაბში, ხიდზე ან ესტაკადაზე მოსახვევში (იძულებითი გაჩერების გარდა); 4.მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა; 5. გასწრება (ა) უწყვეტი ხაზის გადაკვეთით გვირაბში ან ხიდზე, (ბ) გასწრებაზე გასული ავტომობილისა, (გ) გზიდან გადასვლით;
3. გ-----ს--------ზ------------ საავტომობილო გზის 63-ე კილომეტრზე, 2015 წლის 12 სექტემბერს, წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ავტომობილის მართვისას, დ----- დ--------ემ ვერ უზრუნველყო საჭის უსაფრთხო მართვა, ჩავარდა წყლის საწრეტ არხში, შეეჯახა არხის ბეტონს და გადაბრუნდა;
4. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (Nაბ 0---------) თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის (შემდგომში - ასკ) 125.10-ე მუხლის საფუძველზე (მანევრირების წესების დარღვევა) მძღოლი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად;
5. სამართალდარღვევის ოქმი არ გასაჩივრებულა;
6. დამზღვევმა, 2015 წლის 14 სექტემბერს, განცხადებით მიმართა სადაზღვევო კომპანიას და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, რაზეც 2015 წლის 24 სექტემბერს უარი მიიღო;
7. სადაზღვევო კომპანიამ საპატრულო პოლიციიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის საფუძველზე დაადგინა, რომ გამოვლენილი იყო დ---------- სახელშეკრულებო პირობებით გათვალისწინებული სტანდარტული გამონაკლისი–საწინააღმდეგო მიმართულებით სვლის დროს მომხდარი შემთხვევა. მზღვეველის განმარტებით, ვინაიდან დგინდებოდა სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სტანდარტული გამონაკლისი - „საპირისპირო მიმართულებით სვლა“, არ არსებობდა ზიანის ანაზღაურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი;
8. დამზღვევმა შპს „ვ-----“-მ 2015 წლის 23 ოქტომბერს სარჩელი აღძრა მზღვეველის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ 2 700 აშშ დოლარის დაკისრება;
9. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2 700 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სადაზღვევო კომპანია „------ ჯ------“-ს სააპელაციო საჩივარი შპს „ვ-----“-ს წინააღმდეგ: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მზღვეველისათვის, დამზღვევის სასარგებლოდ, 2700 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე და შპს ,,ვ-----’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 263.70 ლარის გადახდა დაეკისრა;
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 11 ნოემბერს განცხადებით მომართა მოპასუხის წარმომადგენელმა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 261-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა მოითხოვა;
13. აპელანტის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სამართლწარმოების დროს იშუამდგომლა, რომ დავის სადაზღვევო კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვეტის შემთხვევაში შპს ,,საქართველოს ტ--------------- და პ------–------ კ--–---- ე------------- ცენტრის” მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნის საფასური - 300 ლარი მოსარჩელე მხარეს დაკისრებოდა. მიუხედავად აღნიშნული შუამდგომლობისა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არ არის ასახული დასკვნა აღნიშნული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე, ამდენად, მოპასუხემ მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა და ექსპერტიზის საფასურის - 300 ლარის მოსარჩელისთვის დაკისრება;
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის განჩინებით, განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დარჩა განუხილველი;
15. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება;
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით სადაზღვევო კომპანია ''ა----- ჯ------“-ს კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინების გაუქმების თაობაზე, დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 18 იანვრის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს სადაზღვევო კომპანია ''ა----- ჯ------''-ს მიერ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ განცხადების ხელახლა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
17. სააპელაციო პალატა საქმის ხელახალი განხილვისას გაეცნო საქმის მასალებს, მხარის შუამდგომლობას და თვლის, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე მიღებული უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება და შპს „ვ-----“-ს სს „------ ჯ------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ შპს „საქართველოს ტ------------- და პ------–------ კ--–---- ე------------- ცენტრი“-ს მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნის საფასურის 300 ლარის გადახდა შემდეგ გრემოებათა გამო:
18. დადგენილია, რომ შპს „ვ-----“-მ 2015 წლის 23 ოქტომბერს სარჩელი აღძრა სს „------ ჯ------“-ს წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ 2 700 აშშ დოლარის დაკისრება;
19. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2700 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა;
20. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;
21. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სადაზღვევო კომპანია „------ ჯ------“-ს სააპელაციო საჩივარი შპს „ვ-----“-ს წინააღმდეგ: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა მზღვეველისათვის, დამზღვევის სასარგებლოდ, 2 700 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე და შპს ,,ვ-----’’-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 263.70 ლარის გადახდა დაეკისრა;
22. დადგენილია, რომ სამართალწარმოების პროცესში, 2015 წლის 21 დეკემბერს, სს „------ დ---------“-მ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარადგინა შუამდგომლობა, რომლითაც ითხოვა, რომ სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ გადახდილი ექსპერტიზის საფასური 300 ლარის დაკისრება (იხ.ს.ფ.102);
23. შუამდგომლობის ავტორმა შუამდგომლობას დაურთო საექსპერტო მომსახურების ხელშეკრულებისა და საფასურის სახით 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები (ს.ფ.103-106);
24. მითითებული მტკიცებულებებით პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სადაზღვევო კომპანია „------ ჯ------“-ს მიერ, 2015 წლის 02 დეკემბერს, სასამართლოსგარეშე ხარჯის, სახით, კერძოდ შპს „საქართველოს ტ------------- და პ------–------ კ--–---- ე------------- ცენტრი“-ს მიერ საექსპერტო დასკვნის მომზადებისთვის გადახდილი იქნა 300 ლარი;
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;
26. საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმა აზუსტებს წესს, რომლის თანახმადაც ესა თუ ის მხარე შეიძლება გათავისუფლდეს მხოლოდ იმ სასამართლო ხარჯებიდან, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა იქნეს შეტანილი, მაგრამ მხარე არ შეიძლება გათავისუფლდეს ხარჯებისაგან, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ უნდა იქნეს გადახდილი. ამრიგად, თუ მხარემ დავის პროცესში გაიღო ხარჯი (სასამართლო ხარჯი, სასამართლოსგარეშე ხარჯი) და სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ, მაშინ ამ ხარჯის გადახდა ეკისრება მეორე მხარეს. ამასთან ცხადია, რომ მხარეთა შორის ხარჯების განაწილება, ერთი მხარის მიერ გაწეული ხარჯების მეორე მხარეზე გადაკისრება უნდა მოხდეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად;
27. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „------ დ----------“ სასარგებლოდ იქნა გამოტანილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება; ამასთან დადგენილია, რომ სს „------ დ----------“ მიერ, საქმის წარმოების პროცესში გაღებული იქნა სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით 300 ლარი, კერძოდ შპს „საქართველოს ტ------------- და პ------–------ კ--–---- ე------------- ცენტრი“-ს მიერ საექსპერტო დასკვნის მომზადებისთვის, მან გადაიხადა 300 ლარი. შესაბამისად სააპელაციო პალატა თვლის, რომ მითითებული თანხა უნდა დაეკისროს წაგებულ მხარეს - შპს „ვ-----“-ს სს „------ დ----------“ სასარგებლოდ;
28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით;
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის თანახმად: გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ: იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.
სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 261-ე, 53-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „------ დ----------“ შუამდგომლობა (განცხადება) დამატებითი გადაწვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2017 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე გამოტანილი იქნას დამატებითი გადაწყვეტილება.
3. შპს „ვ-----“-ს სს „------ დ----------“ სასარგებლოდ დაეკისროს სასამართლოსგარეშე ხარჯის, კერძოდ შპს „საქართველოს ტ------------ და პ------–------ კ--–---- ე------------- ცენტრი“-ს მიერ მომზადებული საექსპერტო დასკვნის საფასურის 300 ლარის ანაზღაურება;
4. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დამატებითი გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლაურა მიქავა