განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002178906
საქმე №1ბ/1075-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძე
მოსამართლეები: ნინო სანდოძე
ნათია ბარბაქაძე
ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ-------------ს
მსჯავრდებულ: ხ----–------------ის
ადვოკატის: მ------------–--ის
თარჯიმნის: ა---------–--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ხ----–------------ის და მისი ინტერესების დამველი ადვოკატების მ------------–--ის და ზ------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0900210017001) ხ----–---------------------------ს მიმართ. ხ----–------------ი დაბადებულია 1--- წლის 24 მარტს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №3----------- საშუალო განათლებით, განქორწინებული, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ. რ--------------------------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილი (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხ----–------------მა ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ასევე ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:
ხ----–------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შემდგომი გასაღების მიზნით უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალებების - 1,8907 გრამი ,,ჰეროინის“, 0,0603 გრამი ,,მორფინის“ (მარილი) და 0, 0199 გრამი ,,კოდეინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერებები, დაფასოებული 14 ცალად.
2017 წლის 4 ოქტომბერს ქ, რ-------ში, ბ-------ს ქუჩაზე, ე.წ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე ხ----–------------მა ნარკოტიკული საშუალებების - 0,13 გრამი ,,ჰეროინის“, 0,0041 გრამი ,,მორფინის“ (მარილი) და 0,0015 გრამი ,,კოდეინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერება, დაფასოებული 1 ცალად, 100 ლარად უკანონოდ გაასაღა ნ-------ი თ---–-------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
2017 წლის 6 ოქტომბერს ქ. რ-------ში, ბ-------ს ქუჩაზე, ე.წ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე ხ----–------------მა ნარკოტიკული საშუალება 0,0412 გრამი ,,ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, დაფასოებული 1 ცალად, 200 ლარად უკანონოდ გაასაღა ნ-------ი თ---–-------ზე, რაც იმავე დღეს ამოღებული იქნა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ.
ხ----–------------მა 9 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების - 1,3814 გრამი ,,ჰეროინის“, 0,0448 გრამი ,,მორფინის“ (მარილი) და 0,0149 გრამი ,,კოდეინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერებები შეინახა შარვლის ჯიბეში. 3 ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებების - 0,3381 გრამი ,,ჰეროინის“, 0,0114 გრამი ,,მორფინის“ (მარილი) და 0,0035 გრამი ,,კოდეინის“ (მარილი) შემცველი ნივთიერებები კი შეინახა ქ. რ-------–-------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში. ზემოხსენებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა 2017 წლის 13 ოქტომბერს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქ. რ-------–------------------------------------------–- მდებარე საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის და ხ---– კ----------ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენით:
ხ----–------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (პირველი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ხ----–------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (მეორე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით
.
ხ----–------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ხ----–------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
ხ----–------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 13 ოქტომბრიდან.
ხ----–------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 15 (თხუთმეტი) წლის ვადით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ხ----–------------მა და მისი ინტერესების დამველმა ადვოკატებმა მ------------–--ემ და ზ------------–---–მა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა ხ----–------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 5 ივლისს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის ნაწილობრივ შეცვლა, კერძოდ, ხ----–------------ისთვის სასჯელის მინიმუმ ზღვრამდე შემცირება, ვინაიდან მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ითანამშრომლა გამოძიებასთან, არ არის ნასამართლევი, ჰყავს 3 მცირეწლოვანი შვილი.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებულ განაჩენი ხ----–------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები კვალიფიკაციის კუთხით შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამ თვალსაზრისით სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ხ----–------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს ხ----–------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენას. კერძოდ: 2017 წლის 13 ოქტომბრის ხ----–------------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადასტურებულია, რომ ხ----–------------ს აღმოაჩნდა 9 ცალი მოშავო-მოყავისფრო თავმომწვარ პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული ფხვნილისებრი ნივთიერება. ამავე დღეს ხ----–------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, რომელიც მდებარეობს ქ. რ-------ი, ბ-----------------------------------------–-- ამოღებული იქნა 3 ცალი მოშავო-მოყავისფრო თავმომწვარ პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული ფხვნილისებრი ნივთიერება.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა რ-------- ლ-----ამ და გ------ თ----------–--ემ დაადასტურეს ხ----–------------ის პირადი და ბინის ჩხრეკის კანონიერად ჩატარება და შედგენილი ოქმების სისწორე.
2017 წლის 05 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ნ------- თ---–-------საგან ამოღებული მოყავისფრო ფხვნილისებური ნივთიერება წონით 0,57 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ ნივთიერებას, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ რაოდენობით 0,13 გრამს, ნარკოტიკულ საშუალება ,,მორფინს“ (მარილი), რაოდენობით 0,0041 გრამს და ნარკოტიკულ საშუალება ,,კოდეინს“ (მარილი) რაოდენობით 0,0015 გრამს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარმა ექსპერტმა ი-----------მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2017 წლის 05 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2017 წლის 07 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ ნ------- თ---–-------საგან ამოღებული ხ----–--------------ისაგან შეძენილი მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით წონით 0,075 გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნარევს, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ საერთო წონით 0,0412 გრამს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარმა ექსპერტმა ა-–---------------------ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2017 წლის 07 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
2017 წლის 14 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა, რომ 2017 წლის 13 ოქტომბერს ხ----–--------------ის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები: პოლიეთილენის ნაჭრებში 9 ცალად დაფასოებული ყავისფერი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით საერთო წონით 5,98 გრამი, შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს: ,,ჰეროინს“ წონით 1,3814 გრამს, ,,მორფინს“ (მარილი) წონით 0, 0448 გრამს და ,,კოდეინს“ (მარილი) წონით 0,0149 გრამს. პოლიეთილენის ნაჭრებში 3 ცალად დაფასოებული ყავისფერი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით საერთო წონით 1,47 გრამი, შეიცავს კუსტარული წესით დამზადებულ ნარკოტიკულ საშუალებებს: ,,ჰეროინს“ წონით 0,3381 გრამს, ,,მორფინს“ (მარილი) წონით 0, 0114 გრამს და ,,კოდეინს“ (მარილი) წონით 0,0035 გრამს. პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერებები ერთნაირი ქიმიური შემადგენლობისაა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარმა ექსპერტმა თ-------------–--ამ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა 2017 წლის 14 ოქტომბრის N1--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა ორი ცალი DVD-R დისკი, რომელზეც მოთავსებულია ფარული აუდიო ვიდეო მასალა. 2017 წლის 19 ოქტომბრის N1----- ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ გამოსაკვლევად წარდგენილ ვიდეოგრამაში არსებულ აუდიონაწილს მონტაჟის ნიშნები არ აღენიშნება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მთავარმა ექსპერტმა ე------------–-–---–მა და დ--------------–--ლმა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს 2017 წლის 19 ოქტომბრის N1----- ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლში მითითებულია, თუ რა შემთხვევებში მიიჩნევა სასამართლოს განაჩენი კონონიერად, დასაბუთებულად და სამართლიანად: ,,1) განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში, 2) განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს და 3) განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ: დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა ზემოაღნიშნული ნორმების გაანალიზების შემდეგ განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, რადგან თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოებების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასთან და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ ხ----–------------ს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ორი ეპიზოდი) და ამავე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით.
მითითებული გარემოების შეფასების და გაანალიზების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს დაცვის მხარის მოთხოვნაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს მინიმუმამდე იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაზედაც ზემოთ იქნა მითითებული.
პალატა არ ეთანხმება დაცვის მხარის არგუმენტაციას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს შემდეგს: ხ----–------------მა დროის მცირე მონაკვეთში - 4 დან 6 ოქტომბრამდე ჩაიდინა სამი დანაშაულებრივი ქმედება და თითოეული მათგანი წარმოადგენს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს. გასათვალისწინებელია, რომ ამოღებული იქნა ძლიერმოქმედი და არაიოლად მოსაპოვებელი ნარკოტიკული საშუალებების - ,,ჰეროინის“, ,,მორფინის“ და ,,კოდეინის“ ნარევი, რაც მიუთითებს მსჯავრდებულის სათანადო დანაშაულებრივ კავშირებზე, რომელთა მეშვეობითაც მისთვის ეს ნარკოტიკული საშუალებები იოლად ხელმისაწვდომია. ყოველივე აღნიშნული ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების ინტესივობასთან ერთად მიუთითებს მათ მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, რის გამოც ხ----–------------ისთვის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის - 9 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა სამართლიანად უნდა იქნას მიჩნეული. (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალსწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრულია 8 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა). სასჯელის დანიშვნისას პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორედ ის შემამსუბუქებელი გარემოებები მიიღო მხედველობაში რაზედაც დაცვის მხარემ მიუთითა სააპელაციო საჩივარში - აღიარება და ნასამართლობის არ ქონა. ამიტომ ხ----–------------ისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ოპტიმალურ სასჯელად უნდა იქნას მიჩნეული და მისი შემცირების საფუძველი სახეზე არ არის.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რომელიც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორცილებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი ხ----–------------ის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების კვალიფიკაციის თვალსაზრისით არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი, რის გამოც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი ხ----–------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკოს მე-20 მუხლის მე-5 პუნქტით, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ხ----–------------ის ინტერესების დამველი ადვოკატებების მ------------–--ის და ზ------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 5 ივლისის განაჩენი ხ----–------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ხ----–------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (პირველი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
ხ----–------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (მეორე ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით;
ხ----–------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ პუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით (ორივე ეპიზოდში) დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ხ----–-------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;
ხ----–------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 (თხუთმეტი) წლის ვადით - საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ოცი (ოცი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო საქმიანობის უფლება, ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
მედველობაში იქნას მიღებული, რომ ხ----–------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ხ----–-------------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი
და მისი ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 13 ოქტომბრიდან.
ნივთიერი მტკიცებულება - ნარკოტიკული ნივთიერებები, დალუქული N FCD
7415559; N FCD 653652; N FCD 653671 და N FCD 653672 პაკეტებში, რომელიც ინახება შსს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ხ----–------------ის პირადი ნივთები (ფულადი თანხა) რომელიც ინახება შსს ცკპდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს;
ორი ცალი DVD დისკი, რომლებიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ვ. ლომიძე
მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე
ნ. სანდოძე