განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 120100118002578260
საქმე №1/ბ-1332-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: გ--–----------ის,მსჯავრდებულ: გ---------------–---–ის,ადვოკატ: მ-------------–--ის
მონაწილეობით,ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ---------------–---–ის მიმართ დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, პ/ნ 1----------- მცხოვრების ქ--------------------–----------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენით გ----------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.
გ----------------–---–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ---------------–---–ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.
გ---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მისი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ-----------–--------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ---------------–---–მა არასრულწლოვან 1--------- წელს დაბადებულ ვ-–----------–------ეს მოქაჩა მარცხენა ყურიდან და ძლიერად დაარტყა ფეხი საჯდომზე, ყურის მოქაჩვითა და ფეხის დარტყმით ვ-–----------–------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2018 წლის 29 მაისს, დაახლოებით 09:30 საათზე, ქ-----------–--------–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ---------------–---–მა ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენა არასრულწლოვან ვ-–----------–------ეს, რასაც გამოესარჩლა ვ-–----------–------ის მამა ი-------–-------, რომელმაც მისცა შენიშვნა, შენიშვნის მიცემით გაღიზიანებულმა გ---------------–---–მა ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი გულმკერდის არეში ი-------–-------ს, რომელმაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა კ---------–---–---–მა რომელმაც მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენის გაუქმება და გ---------------–---–ისთვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა.
აპელანტი, აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლომ საერთოდ არ იღო ყურად დაზარალებულების, განსაკუთრებით არასრულწლოვან დაზარალებულის მდგომარეაბა, მათთვის საზოგადოების წინაშე მიყენებული დამამცირებელი მოპყრობა და დაზიანებები. აღნიშნული განაჩენი იმდენად ლმობიერია, რომ მსჯავრდებულს უქმნის დაუსჯელობის სინდრომს, რაც მისთვის სტიმულის მიმცემი და წამახალისებელიც კი არის.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა გ---------------–---–ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. გ---------------–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ ი-------–------ის ჩვენებით, ვ-–----------–------ის ჩვენებით, 2018 წლის 31 მაისის Nº4--------- სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მოწმეთა ი--------–------ის, ვ-–----------–------ის, მ-------–-------ს გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებებით, გ----------------–---–-ს ბრალდებულად ცნობის შესახებ დადგენილებით, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა
რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენის გაუქმებისა და გ---------------–---–ისთვის კანონიერი და უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს, სრულად გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ მსჯავრდებული გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და ისე განუსაზღვრა მას სასჯელი, რასაც პალატაც ეთანხმება და თვლის, რომ გ---------------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ასევე პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი, თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატამ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის მოსმენისას მიიჩნია, რომ გ---------------–---–ს სრულად აქვს გაცნობიერებული ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, გულწრფელად ინანიებს ჩადენილს, კმაყოფაზე ჰყავს სამი არასრულწლოვანი შვილი (მსჯავრდებულისვე განმარტებით სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი ჯარიმა მას უკვე ანაზღაურებული აქვს) ამიტომ მისთვის, სასჯელის დამძიმების აუცილებლობა არ არსებობს.
ამასთან, სააპელაციო საჩივარში არ ყოფილა მითითებული რაიმე ახალ გარემოებაზე, რომელიც შეიძლება უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის საფუძველი გამხდარიყო.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---------–---–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 29 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ----------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.
გ----------------–---–- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ---------------–---–ს საბოლოოდ ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით.
გ---------------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას თ--------------–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას 5000 ლარის ფარგლებში, მდებარე: ქ---------------------–----------, ს--------–-------------------------------------------------- (2018 წლის 05 ივლისის განჩინება).
ჯარიმის გადახდაზე კონტროლის განხორციელება უზრუნველყოს სააღსრულებო ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი