განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 080210018001424403
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე № 2\ბ - 597
26 ოქტომბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე: თამარ სვანიძე
სხდომის მდივანი _ მირანდა ირემაძე
აპელანტები: თ----- გ--------–--ე, ბ---- გ--------–--ე, გ------ი გ--------–--ე
წარმომადგენლები: ბ--–- ბ-----ე
მოწინააღმდეგე მხარე: რ--------- გ--------–--ე
წარმომადგენელი: გ------ი ო----–-ძე
დავის საგანი _ კომლის წევრად აღიარება; ქონების მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილებები: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება
აღწერილობითი ნაწილი:
1. რ--------- გ--------–--ემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე მხარეებად ბ---- გ--------–--ე, გ------ი გ--------–--ე და თ-----ი გ--------–--ე მიუთითა და ითხოვა მოსარჩელე რ--------- გ--------–--ის კომლის წევრად აღიარება; მოპასუხეების: ბ---- გ--------–--ის, თ-----ი და გ------ი გ--------–--ეების საკუთრებაზე მიმართ, მოსარჩელე რ--------- გ--------–--ის სასარგებლოდ, საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება მთლიან საცხოვრებელ სახლზე მდებარე: წ---–---------------------–---–-------, ს/კ 2----------- და მთლიანი სახლის ნაწილის (ძველი სახლი) 305.2 კვ.მ შესაბამის მიწის (513.5
კვ.მ) ნაკვეთთან ერთად რ--------- გ--------–--ის პ/ნ 5---------- საკუთრებად რეგისტრაცია, ასევე შესაბამისი ცვლილების განხორციელება საჯარო რეესტრში. მოსარჩელემ ასევე ითხოვა მოპასუხეებზე - ბ---- გ--------–--ეზე, გ------ი გ--------–--ესა და თ-----ი გ--------–--ეზე რ--------- გ--------–--ის სასარგებლოდ, მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის სოლიდარულად გადასახდელად დაკისრება.
2. მოსარჩელის განმარტებით, ის დაიბადა და დღემდე ცხოვრობს თავისი მშობლების დატოვებულ - სადავო სახლში, რომელიც მთლიანად რეგისტრირებულია მოპასუხეებზე; მდებარე: წ---–---------------------–---–-------ში. მოსარჩელის ძმამ, თ-----ი გ--------–--ემ 1978 წელს შეირთო მეუღლე და საცხოვრებლად გადავიდა მეუღლესთან, წ---–--------------------------–--------------–-, აღნიშნული დროიდან მას და მის შვილებს ბ---- გ--------–--ესა და გ------ი გ--------–--ეს სადაო სახლში არ უცხოვრიათ. მშობლებმა სიცოცხლეშივე მისცეს თ----- გ--------–--ეს კუთვნილი წილი, რაც გამოიხატა იმაში, რომ გამოუყვეს ეზოს ნაწილი და ძველ სახლზე (სადაც ისინი ცხოვრობდნენ), მისცეს მიშენების უფლება. თ----- გ--------–--ემ 1985 წლიდან დაიწყო მიშენება ძირძველ სახლზე, პარალელურად დადიოდა რუსეთში და თუ შეაგროვებდა თანხას აგრძელებდა მშენებლობას. დღეის მდგომარეობით, თ----- გ--------–--ის მიერ სახლის მიშენებულ ნაწილში ცხოვრება შეუძლებელია ვინაიდან ეხლახან დასრულდა ლესვითი სამუშაოები, საცხოვრებელი პირობები სახლს არ გააჩნია.
3. მიუხედავად იმისა, რომ 1975 წელს რ--------- გ--------–--ე დაქორწინდა, ფაქტობრივად ის ცხოვრობდა თავისი მშობლების სახლში, ვინაიდან მეუღლე ქორწინების შემდეგ მალევე წავიდა რუსეთში. მოსარჩელის მეუღლე 1978 წელს გარდაიცვალა და ორმოცის გადახდის შემდეგ მან განაგრძო ცხოვრება თავისი მშობლების სახლში (აღნიშნულზე არავის არავითარი პრეტენზია არ გამოუთქვამს ვინაიდან შეთანხმებული იყვნენ მშობლების სიცოცხლეშივე) და დღესაც მოსარჩელე ცხოვრობს მშობლების დატოვებულ ძველ სახლში.
მოპასუხეთა განმარტება:
4. მოპასუხეებმა - თ-----ი გ--------–--ემ, ბ---- გ--------–--ემ და გ------ი გ--------–--ემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და რ--------- გ--------–--ე არასწორად მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, თითქოს მოპასუხეები არ ცხოვრობენ სადავო ქონებაში. აღნიშნულ სადაო ქონებაში 1--------- წლებში, როგორც კომლის წევრები ისე ცხოვრობდნენ, თ-----ი და რ--------- გ--------–--ეების მამა, ს-------------------–--ე, თ----- გ--------–--ე, შვილიშვილები ბ---- და გ------ი გ--------–--ეები. ს-------------------–--ის გარდაცვალების შემდეგ ქონებას დაეუფლა მოპასუხე თ-----ი გ--------–--ე. მოპასუხეები განმარტავენ, რომ ქონებას ფლობდნენ და განაგებდნენ თავად, ასევე გააუმჯობესეს მისი მდგომარეობაც. რ--------- გ--------–--ე კი ცხოვრობდა გარდაცვლილი მეუღლის სახლში, რომელიც მოგვიანებით გაყიდა.
სასამართლოს გადაწყვეტილება და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით: დაკმაყოფილდა რ--------- გ--------–--ის სარჩელი. მოსარჩელე რ--------- გ--------–--ე აღიარებული იქნა ს--------- ვ-–---------- ძე გ--------–--ის (მდებარე წ---–----------------–--–---–-------) კომლის წევრად. გაუქმდა საჯარო რეესტრის ჩანაწერი მოპასუხეების: ბ---- გ--------–--ის, თ-----ი გ--------–--ის და გ------ი გ--------–--ის საკუთრების მიმართ, მთლიან საცხოვრებელ სახლზე მდებარე: წ---–---------------------–---–-------, ს/კ 2----------- და სახლის ნაწილი (ძველი სახლი) 305.2 კვ.მ შესაბამის მიწის (513.5 კვ.მ) ნაკვეთთან ერთად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იქნა რ--------- გ--------–--ის საკუთრებად. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის გადახდილი 490.00 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარი, ექსპერტიზის დასკვნისათვის-100 ლარი, იურიდიული მომსახურებისათვის - 200 ლარი, საჯარო რეესტრში მტკიცებულებათა მიღებისათვის - 20.50 ლარი, ყადაღის რეგისტრაციის - 21 ლარი, სოლიდარულად დაეკისრათ მოპასუხეებს, მოსარჩელის სასარგებლოდ. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივნისის განჩინება, ბ---- გ--------–--ის, გ------ი გ--------–--ის და თ-----ი გ--------–--ის სახელზე რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლზე (ს/კ. 2-----------) ყადაღის დადების შესახებ დარჩა უცვლელი.
6. დადგენილი იქნა, რომ 1976 წლის 22 მარტიდან რ--------- გ--------–--ე იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მ-----–------–--–--–---–თან, რომელიც გარდაიცვალა 1978 წლის 10 მაისს.
7. დადგენილი იქნა, რომ რ--------- გ--------–--ისა და თ----- გ--------–--ის მშობლები არიან გარდაცვლილი. დედა, ე-–-------------–--ე გარდაიცვალა 2003 წლის 08 დეკემბერს, ხოლო მამა, ს-------------------–--ე - 2006 წლის 12 ნოემბერს.
8. დადგენილი იქნა, რომ კომლის შემადგენლობაში სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1-------- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებული იყო
ს---------- (ს---------) ვ-–---------- ძე გ--------–--ე, ხოლო კომლის შემდგენლობაში ირიცხებოდნენ: ს--------- ვ-–---------- ძე გ--------–--ე -ოჯ. უფროსი; ე-–------------ ასული გ--------–--ე - ცოლი; რ------- ს----------ს ასეული გ--------–--ე-შვილი; ც------ ს----------ს ასეული გ--------–--ე-შვილი; თ-----ი ს----------ს ძე გ--------–--ე - შვილი; გ---–----- ს----------ს ასეული გ--------–--ე - შვილი; რ------ ს----------ს ძე გ--------–--ე -
შვილი; ამავე სოფლის 1-------- წლების კომლის წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ს--------- (ს---------) ვ-–---------- ძე გ--------–--ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ს---------- (ს---------) ვ-–---------- ძე გ--------–--ე, ე-–------------ ასული გ--------–--ე - ცოლი; რ------- ს----------ს ასეული გ--------–--ე-შვილი, გადახაზულია (მინიშნება გაურკვეველია); ც------ ს----------ს ასეული გ--------–--ე-შვილი; თ-----ი ს----------ს ძე გ--------–--ე - შვილი; რ------ ს----------ს ძე გ--------–--ე -შვილი;
9. დადგენილი იქნა, რომ კომლის შემადგენლობაში სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1-------- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ს---------- ვ-–---------- ძე გ--------–--ე, ხოლო კომლის შემდგენლობაში ირიცხებიან: ს--------- ვ-–---------- ძე გ--------–--ე -ოჯ. უფროსი; ე-–------------ ასული გ--------–--ე - ცოლი გადახაზულია, მინიშნებით გარდაიცვალა 2003 წლის 08 დეკემბერს; თ-----ი ს----------ს ძე გ--------–--ე - შვილი; ბ----ი თ-----ი ძე გ--------–--ე - შვ. შვილი; გ------ი თ-----ის ძე გ--------–--ე - შვ. შვილი;
10. ამავე სოფლის 2-------- წლების კომლის წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ს--------- (ს---------) ვ-–---------- ძე გ--------–--ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ს---------- (ს---------) ვ-–---------- ძე გ--------–--ე, თ-----ი ს----------ს ძე გ--------–--ე - შვილი; ბ----ი თ-----ი ძე გ--------–--ე - შვ. შვილი; გ------ი თ-----ის ძე გ--------–--ე - შვ. შვილი;
11. საინფორმაციო ბარათით დადგენილი იქნა, რომ რ--------- გ--------–--ე რეგისტრირებულია წ---–------------–---–-----------------.
12. დადგენილი იქნა, რომ რ--------- გ--------–--ე ბავშვობიდან, გარდა აწ/გარდაცვლილ მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდისა, ცხოვრობს წ---–--------------–----–----------------–---–-------–-------------–----.აღნიშნული სადავო უძრავი ქონების სართულის რაოდენობა - 2 სართული; ოთახების რაოდენობა - 6, შენობის საერთო ფართი - 676.4 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი - 133.8 კვ.მ, არასაცხოვრებელი ფართი - 223.0 კვ.მ, საზაფხულო ფართი - 319.6 კვ.მ; მოშენების ფართი - 371.2 კვ.მ.
13. დადგენილი იქნა, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: № 2-----------, მდებარე: წ---–--------------------------–---–------- - მესაკუთრეები არიან: ბ---- გ--------–--ე; გ------ი გ--------–--ე და თ-----ი გ--------–--ე. ბ---- და გ------ი გ--------–--ეები ფაქტობრივად ცხოვრობენ წ---–--------------–----–----------------–--------------–-, მითითებულ საცხოვრებელ ადგილას ცხოვრების ზუსტი ხანგრძლივობა სასამართლომ ვერ დაადგინა.
14. სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1306-ე,1319-ე, 170-172-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. კერძოდ, კომლის წევრობის და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი. ხოლო მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ შეძლო სარჩელში მითითებული ფაქტების უარყოფა.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:
ფაქტობრივი საფუძვლები
15. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხეების თ-----ი, ბ---- და გ------ი გ--------–--ეების მიერ იქნა გასაჩივრებული სააპელაციო წესით.
16. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყევტილების გაუქმება და რ--------- გ--------–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ითხოვეს.
17. განმარტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი წყალტუბოს რაიონის სოფელ წყალტუბოს სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1---------- წლის, ასევე 2-------- წლების საკომლო წიგნში არსებული რეგისტრაციით დასტურდება მათი კომლის წევრობა, რომელიც არ არის გაუქმებული, შესაბამისად უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც კოლის წევრებს გაუუქმდათ საკუთრების უფლება კომლის ქონებაზე, რომელთა წევრებიც ისინი იყვნენ.
18. მოსარჩელე რ--------- გ--------–--ე გათხოვების შემდეგ მალევე დაქვრივდა, მაგრამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გაიყიდა მეუღლის სახლი და 3000 აშშ დოლარი იმ სახლიდან მიაკუთვნეს რ--------- გ--------–--ეს. აღნიშნულის შემდგომ, რ--------- გ--------–--ე ორი წელი ცხოვრობდა ქირით ქალაქ წყალტუბოში. მან სახელმწიოსაგან მიიღო ორ ოთახიანი ბინა ქ. წყალტუბოში, რომელიც გაყიდა და საბოლოოდ დაბრუნდა თ----- გ--------–--ის სახლში. ძმამ მას დართო ნება ეცხოვრა იქ.
19. სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება და არ იმსჯელა ქონების გაუმჯობესების ფაქტზე, სახეზე არის თ----- გ--------–--ის მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯები, შესრულებულია სხვადასხვა სამუშაო, კერძოდ მიშენებულია აივნები, გამოცვლილია კარ-ფანჯარა და სხვა.
20. აპელანტთა მითითებით, სასამართლომ არასწორად გააუქმა თანასაკუთრება კომლის საერთო ქონებაზე და მიაკუთვნა მოსარჩელეს მთელი ქონება ისეთ ვითარებაში, როცა სხვა კომლის წევრებსაც გააჩნდათ საკუთრების უფლებები ამავე ქონებაზე.
21. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებითა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით რ--------- გ--------–--ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარსი თქმა ითხოვეს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
22. პალატამ მოისმინა მხარეთა და მათი წარმომადგენლების განმარტებები, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და თვლის, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება რ--------- გ--------–--ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ რ--------- გ--------–--ის სარჩელი ს--------- ვ-–---------- ძე გ--------–--ის კომლის წევრად აღიარების თაობაზე - არ უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერი 1138 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და 676.45 კვ.მ. განაშენიანებული ფართიდან (ს.კ. 2-----------) – 513კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და 305.2 კვ.მ. განაშენიანებულ ფართზე და 513.5 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 305.2 კვ.მ. განაშენიანებული ფართი უნდა აღირიცხოს რ--------- გ--------–--ის საკუთრებად.
ამგვარ გადაწყვეტილებამდე პალატა შემდეგ გარემოებათა გამო მივიდა;
23. დადგენილია, რომ მოდავე მხარეები რ--------- გ--------–--ე და თ-----ი გ--------–--ე არიან დედმამიშვილები, და-ძმა.
24. დადგენილია, რომ მათი მშობლები იყვნენ აწ.გარდაცვლილი - დედა, ე-–-------------–--ე, რომელიც გარდაიცვალა 2003 წლის 08 დეკემბერს, და მამა, ს-------------------–--ე, გარდაცვლილი - 2006 წლის 12 ნოემბერს.
25. საქმეში, ს.ფ. 30-ზე განთავსებულია 2016 წლის 1 ივნისს მომზადებული საარქივო ცნობა. მითითებული საარქივო ცნობა ასახავს წ---–---------------------------–-–---–------–- მდებარე ს--------- გ--------–--ის კომლის თაობაზე არსებულ ჩანაწერებს. მითითებული ცნობა გადმოგვცემს კომლის თაობაზე ინფორმაციას 1---------1--- წლების მდგომარეობით. ცნობის თანახმად: კომლის შემადგენლობაში სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1-------- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებული იყო ს---------- (ს---------) ვ-–---------- ძე გ--------–--ე, ხოლო კომლის შემდგენლობაში ირიცხებოდნენ: ს--------- ვ-–---------- ძე გ--------–--ე -ოჯ. უფროსი; ე-–------------ ასული გ--------–--ე - ცოლი; რ------- ს----------ს ასეული გ--------–--ე-შვილი; ც------ ს----------ს ასეული გ--------–--ე-შვილი; თ-----ი ს----------ს ძე გ--------–--ე - შვილი; გ---–----- ს----------ს ასეული გ--------–--ე - შვილი; რ------ ს----------ს ძე გ--------–--ე - შვილი; ამავე სოფლის 1-------- წლების კომლის წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ს--------- (ს---------) ვ-–---------- ძე გ--------–--ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ს---------- (ს---------) ვ-–---------- ძე გ--------–--ე, ე-–------------ ასული გ--------–--ე - ცოლი; რ------- ს----------ს ასეული გ--------–--ე-შვილი, გადახაზულია (მინიშნება გაურკვეველია); ც------ ს----------ს ასეული გ--------–--ე-შვილი; თ-----ი ს----------ს ძე გ--------–--ე - შვილი; რ------ ს----------ს ძე გ--------–--ე -შვილი;
26. საქმეში არ არის წარმოდგენილი საარქივო ცნობა, რომელიც დაადასტურებდა 1--- წლისათვის კომლში რ--------- გ--------–--ის წევრად რეგისტრაციის ფაქტს.
27. აღნიშნული უმთავრესი მტკიცებულების არარსებობის გამო უსაფუძვლოა რ--------- გ--------–--ის მოთხოვნა სევერიან გ--------–--ის კომლის წევრად აღიარების შესახებ.
28. ამავე პერიოდში (1--- წლისათვის) კომლის წევრებად თ-----, გ------ი და ბ---- გ--------–--ეების კომლის წევრად რეგისტრაციის ფაქტი ასევე დაუდასტურებელია საქმის მასალებით.
29. მხარეებმა სასამართლოს წარმოუდგინეს 2014 წლის 17 ივლისს გაცემული საარქივო ცნობა. ცნობაში ასახულია, რომ კომლის შემადგენლობაში სასოფლო საბჭოს აღმასკომისა და საკრებულოს 1-------- წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ს---------- ვ-–---------- ძე გ--------–--ე, ხოლო კომლის შემდგენლობაში ირიცხებიან: ს--------- ვ-–---------- ძე გ--------–--ე -ოჯ. უფროსი; ე-–------------ ასული გ--------–--ე - ცოლი გადახაზულია, მინიშნებით გარდაიცვალა 2003 წლის 08 დეკემბერს; თ-----ი ს----------ს ძე გ--------–--ე - შვილი; ბ----ი თ-----ი ძე გ--------–--ე - შვ. შვილი; გ------ი თ-----ის ძე გ--------–--ე - შვ. შვილი; ამავე სოფლის 2-------- წლების კომლის წიგნში კომლის უფროსად რეგისტრირებულია ს--------- (ს---------) ვ-–---------- ძე გ--------–--ე, ხოლო კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: ს---------- (ს---------) ვ-–---------- ძე გ--------–--ე, თ-----ი ს----------ს ძე გ--------–--ე - შვილი; ბ----ი თ-----ი ძე გ--------–--ე - შვ. შვილი; გ------ი თ-----ის ძე გ--------–--ე - შვ. შვილი;
30. საქმეში არსებული (ს.ფ.26) საინფორმაციო ბარათით დადგენილი იქნა, რომ რ--------- გ--------–--ე რეგისტრირებულია წ---–------------–---–----------------- – 2003 წლის 20 ნოემბრიდან.
31. დადგენილია, რომ 2003 წლის 20 ნოემბერს სადავო ქონებაზე რეგისტრაციით რ--------- გ--------–--ეს არ მოუპოვებია კომლის ქონებაზე რაიმენაირი ქონებრივი უფლებები, იმის გამო, რომ საკოლმეურნეო კომლებმა, რომლებიც თანასაკუთრების ობიექტს წარმოადგენდენენ 1--- წლამდე, (ე.ი. ვიდრე კოლმეურნეობების გაუქმებამდე) მასში რეგისტრირებული ყველა წევრისათვის - 1--- წლიდან შეწყვიტეს არსებობა.
32. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეუნრეობის და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის წესის შესახებ” სახელმწიფო საბჭოს 1---წ. 21 ოქტომბრის №29 დეკრეტისა და მთავრობის 1992 წლის 22 ოქტომბრის №949 დადგენილების საფუძველზე, 1--- წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობისა და კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ – სამართლებრივ ფორმებზე გადასვლა, კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად არსებობა შეწყვიტა საკოლმეურნეო კომლმაც.
33. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ 1996 წლის 22 მარტის კანონის მე-4 მუხლის თანახმად, საკომლო მეურნეობა რეგისტრირებულ უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში).
34. თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრთა საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. კანონის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 2000 წლის 14 ივნისის კანონით. ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4 ნაწილი უთითებს, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული დანაწესი კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და საადგილმამულო მეურნეობაზე კომლის წევრთა თანასაკუთრების არსებობა მოწესრიგდეს სამოქალაქო კანონმდებლობით.
35. საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება 1--- წლისათვის სადავო კომლში რ--------- გ--------–--ის წევრად რეგისტრაციის ფაქტი. 2003 წელს რეგისტრაცია, (ასევე 1-------- წლების მდგომარეობით კომლში რეგისტრაცია) კი ვერ გახდება რ--------- გ--------–--ისათვის რაიმე სახის ქონებრივი, მათ შორის საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი, არამედ აღნიშნული ფაქტი შეიძლება განხილული იქნას მისი რეგისტრაციის ფაქტად, თანახმად “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონისა.
36. 1--- წლის მდგომარეობით რ--------- გ--------–--ის, ასევე თ-----, ბ---- და გ--------–--ეების კომლის წევრად აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი მხარეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა.
37. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად: “სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე”.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით: “სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად: "თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს".
40. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
41. სააპელაციო პალატა თვლის, რომ რ--------- გ--------–--ის მოთხოვნა კომლის წევრად აღიარების თაობაზე უსაფუძვლოა და მას დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
42. დადგენილია, რომ სადავო ქონებაზე, როგორც კომლის ქონებაზე, მოდავე მხარეებს 1--- წელს რეგისტრაციით არ მოუპოვებიათ საკუთრების უფლება, შესაბამისად სევერიან გ--------–--ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საერთო რეჟიმი მემკვიდრეობისა თუ საკუთრების უფლების წარმოშობის შესახებ.
43. დადგენილია, რომ სევერიან გ--------–--ე გარდაიცვალა 2006 წლის 12 ნოემბერს, და ამ პერიოდისთვის გაიხსნა სამკვიდრო გარდაცვლილის ქონებაზე, მდებარე წყალტუბოს რაიონი, სოფელი წყალტუბოში.
44. დადგენილია, რომ მოსარჩელე რ--------- გ--------–--ე და თ-----ი გ--------–--ე არიან ს--------- გ--------–--ის კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეები - შვილები.
45. საქმეში, ს.ფ.40-ზე განთავსებულია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, წყალტუბოს ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლის წარმომადგენლის მიერ 2016 წლის 30 ივნისს გაცემული ცნობა (ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ), რომლის თანახმადაც დგინდება, რომ რ--------- გ--------–--ე ბავშვობიდან, გარდა აწ/გარდაცვლილ მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდისა, ცხოვრობს წ---–--------------–----–----------------–---–-------–-------------–----.
46. უდავოდ დგინდება - რ--------- გ--------–--ის მიერ, ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით, სამკვიდროს გახსნისთანავე, სევერიან გ--------–--ის სამკვიდრო ქონების მიღების ფაქტი. ის დაეუფლა მამის სამკვიდრო ქონებას.
47. ეს გარემოება პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულმა მოწმეებმაც დაადასტურეს.
48. უტყუარადაა დადასტურებული, რომ მამის სევერიან გ--------–--ის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში თ----- გ--------–--ეს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის. თუმცა თ-----ი გ--------–--ის მხრიდან სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით დაუფლების ფაქტს სადავოდ არ ხდის მოსარჩელე.
49. დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების მახასიათებლებია: სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 1138.00 კვ.მ. შენობა - ნაგებობის ჩამონათვალი N01 განაშნიანების ფართობი 371.2კვ.მ.. საერთო ფართიდან 676.4 კვ.მ.
50. საქმეში განთავსებულია აუდიტორული დასკვნა 2----–-–---------–----, რომლის მიხედვითაც დადგენილია, რომ შენობის საერთო ფართია 674.6 კვ.მ., განაშენიაბების ფართია 371.2 კვ.მ. ხოლო შენობის ძველი ნაწილის ფართია (676.4 – 371.2) 305.2. კვ.მ. შენობისძველი ნაწილისშესაბამისი მიწის ნაკვეთის (პროპორციული გაანგარიშებით) შეადგენს 513.5 კვ.მ. -ს. დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე აცხადებს პრეტენზიას მოსარჩელე მხარე და ამ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობას ითხოვს, სამკვიდროს ნაწილზე, სახელდობრ ძველ სახლზე და შესაბამის მიწის ნაკვეთზე.
51. პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თავად მოსარჩელე, მიუხედავად იმისა, რომ 1138კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული 676.4კვ.მ. შენობა ნაგებობით (პირველი და მეორე შენობა ნაგებობა) წარმოადგენდა ს--------- გ--------–--ის სამკვიდროს, - პრეტენზიას აცხადებს სამკვიდროს ნაწილზე, რომელიც არის 305.2კვ.მ. შენობის ძველი ნაწილი და 513.5 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რაც სამკვიდრო ქონების ნახევარზე ½-ზე ნაკლებია.
52. იმის გათვალისწინებით, რომ ს--------- გ--------–--ეს ყავდა 2 მემკვიდრე - მოდავე მხარეები, პალატა მიიჩნევს, რომ სამკვიდრო ქონების ნახევარზე ნაკლებ ქონებაზე წარდგენილი სარჩელი (იმ პირობებში, როცა მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით არის დაუფლებული საკვიდრო მასას) - საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს და რ--------- გ--------–--ე ცნობილი უნდა იქნეს მითითებული ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ.
სამართლებრივი დასაბუთება:
54. დადგენილია, რომ რ--------- გ--------–--ე არ წარმოადგენდა ს--------- გ--------–--ის კომლის წევრს 1--- წლისათვის (კოლმეურნეობათა რეორგანიზაციის დროისათვის), თუმცა ეს არ გამორიცხავს მის ქონებრივ უფლებებს სადავო ქონებაზე, რადგან სადავო ქონებასა და სევერიან გ--------–--ის სამკვიდროზე უნდა გავრცელდეს მემკვიდრეობის მიღების საერთო წესი.
55. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობა - გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი,ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
56. ამავე კოდექსის 1319-ე და 1320-ე მუხლების მიხედვით, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების შემდეგ. სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.
57. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან; ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.
58. კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები,მეუღლე და მშობლები.
59. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განსაზღვრავს სამკვიდრო ქონების მიღების წესსა და ვადას. კერძოდ: სკ-ის 1421-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
60. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის მიხედვით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
61. კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელე რ--------- გ--------–--ე წარმოადგენს სევერიან გ--------–--ის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს თ----- გ--------–--ესთან ერთად. ასევე დადგენილია, რომ რუსუდნ გ--------–--ემ სამკვიდროს გახსნისთანავე მიიღო მემკვიდრეობა, სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით.
62. დადგენილია, რომ ქონება, რომელსაც იგი სამკვიდროდან ითხოვს, სამკვიდრო მასის ნახევარზე ნაკლებია (პალატა ვერ გასცდება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს სამოქალაქო საპროცესო კოდქესის 248-ე მუხლის თანახმად).
63. ამგვარი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების არსებობისას, სააპელაციო პალატა თვლის, რომ რ--------- გ--------–--ის მოთხოვნა სადავო ქონების ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;
59. დაეკისროთ ბ----, გ------ი და თ----- გ--------–--ეებს რ--------- გ--------–--ის სასარგებლოდ 401 ლარის გადახდა;
60. საქმეზე განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი;
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გადაწყვიტა:
1.თ-----, ბესი და გ------ი გ--------–--ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. რ--------- გ--------–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. გაუქმდეს საჯარო რეესტრის ჩანაწერი 1138 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან და 676.45 კვ.მ. განაშენიანებული ფართიდან (ს.კ. 2-----------) – 513კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და 305.2 კვ.მ. განაშენიანებულ ფართზე და 513.5 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და 305.2 კვ.მ. განაშენიანებული ფართი აღირიცხოს რ--------- გ--------–--ის საკუთრებად.
5. რ--------- გ--------–--ის სარჩელი ს--------- ვ-–---------- ძე გ--------–--ის კომლის წევრად აღიარების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;
6. დაეკისროთ ბ----, გ------ი და თ----- გ--------–--ეებს რ--------- გ--------–--ის სასარგებლოდ 401 ლარის გადახდა;
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 ივნისის განჩინებით განხორციელებული უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს უცვლელი;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. Aამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
10. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მიზნით.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, გადაწყვეტილების დადგენილებითი ნაწილის მე-8-11 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
მოსამართლე: თამარ სვანიძე