განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2018
საქმის ნომერი
190100118002405948
ინსტანცია
თარიღი
26.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002405948

საქმე №1ბ/1134-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: ხ-----------------ის, ა-----------–---–ის

ადვოკატების: ნ-------------ის, მ-----–-------–---–ის

გამართლებულის: ი---------------–---ის

თარჯიმნის: ზ---------------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ ი---------------–---ის, დაბადებულის 1----–-–----- აპრილს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, უმაღლესი განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: რ------------------–-----------------–-------–---------------ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-----------–-----–----–----–-----------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი---------------–---მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 7 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე, ი---------------–---მა, ქ-----------–-----–----–----–-----------ში მდებარე დროებით საცხოვრებელ ბინაში, თავის მეუღლეს, ც---–-----------ას, მათ შორის ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი კამათის დროს, ხელის სხეულის სხვადასხვა ადგილზე დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენით:

 

ი---------------–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ი---------------–---ის მიმართ გამოტანილი, რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის გამამართლებელი განაჩენის, რომელიც აპელანტს უკანონოდ და დაუსაბუთებლად მიაჩნია, გაუქმებას და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი გამართლებულ ი---------------–---ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.

 

სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ი---------------–---ის მიმართ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენს, რომელიც მიაჩნია უკანონოდ და დაუსაბუთებლად. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში აპელირებს იმ გარემოებებზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა გამოძიების პროცესში შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები.

 

სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში წარმოდგენილ, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, კერძოდ, შეტყობინებას დანაშაულის შესახებ, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, მოწმის სახით დაკითხული საპატრულო პოლიციის წარმომადგენლების - დ-------–---–----ისა და დ-------------ის ჩენებებს, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით ი---------------–---ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა ც---–-----------ამ აჩვენა, რომ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ი---------------–---თან ერთად შემთხვევის დღეს სახლში იმყოფებოდა, როდესაც მისი მეუღლის ტელეფონზე შევიდა შეტყობინება და ზარი ი--------ის ყოფილი მეუღლისგან, რაზეც იეჭვიანა და ისტერიკა დაემართა. ი--------ი აწყნარებდა და რადგან აღარ ჩერდებოდა (დაზარალებული), დაუჭირა ხელები და ჩაეხუტა. ი--------ს მისთვის არ დაურტყამს და არც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიუყენებია. იგი (ც---–-----------ა) გახდა ცუდად და ი--------მა გამოიძახა სასწრაფო. ექიმებთან ერთად პოლიციის თანამშრომლებიც მოვიდნენ, რომლებმაც უთხრეს, რომ ზარი იყო შესული ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მას (ც---–-----------ას) ქართული ენა კარგად არ ესმის და დასახმარებლად დაურეკა მეზობელს, რომელმაც აუხსნა, რომ პოლიციის განყოფილებაში გაყოლას სთხოვდნენ. ხელის მოწერა იყო საჭირო და ამით დასრულდებოდა ყველაფერი, თუმცა მისი მეუღლე დააკავეს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში ბრალდებულმა ი---------------–---მა განმარტა, რომ ც---–-----------ა მისი მეორე მეუღლეა, რომელთანაც იმყოფება არარეგისტრირებულ ქორწინებაში. შემთხვევის დღეს ყოფილმა მეუღლემ ტელეფონზე მიწერა შეტყობინება, რაზეც ც---–-----------ამ იეჭვიანა და ისტერიკა დაემართა. იგი (ბრალდებული) უხსნიდა, რომ არაფერი მასსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის არ ხდებოდა, თუმცა ც---–- არ მშვიდდებოდა, სიბრაზისაგან დაამსხვრია ბოთლი, ასევე უნდოდა თეფშების დამტვრევა, რისი საშუალებაც მან (ი---------------–---მა) არ მისცა და ხელები გაუკავა. შემდეგ ც---–-----------ა ცუდად გახდა, რის გამოც მან (ბრალდებულმა) დარეკა 112-ში ექიმის გამოსაძახებლად. ექიმებთან ერთად მათთან საპატრულო პოლიციაც მივიდა, რაც გაუკვირდა, რადგან მათ პოლიციის დახმარება არ ჭირდებოდათ. მან (ბრალდებულმა) და მისმა მეუღლემ ქართული ენა კარგად არ იციან და სიტუაციაში გასარკვევად ც---–-მ მეზობელს დაურეკა. მეზობელმა უთხრა, პოლიციის თანამშრომლები განყოფილებაში წაყოლას სთხოვდნენ. ბოთლის ნამსხვრევებზე აუხსნა, რომ ჩხუბის დროს მისმა მეუღლემ გატეხა. სასწრაფოს ექიმებმა ც---–-ს დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც ისიც განყოფილებაში წაიყვანეს. მას (ი---------------–---ს) მეუღლე არ უცემია და ექიმის გამოძახების დროს ოპერატორს უთხრა, რომ მისი მეუღლე ცუდად იყო და დახმარება ჭირდებოდა.

 

სასამართლოში მოწმე მ-----------------ემ აჩვენა, რომ ი---------------–---ზე და ც---–-----------აზე გაქირავებული აქვს მეზობლად მდებარე თავისი ბინა. მათთან აქვს ახლო ურთიერთობა. შემთხვევის დღეს დაურეკა ც---–-----------ამ და ნამტირალევი ხმით სთხოვა დახმარება. მათთან სახლში რომ შევიდა, ნახა, პოლიციის თანამშრომლები ი---------------–---ს ელაპარაკებოდნენ, ი--------ი ეუბნებოდა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზე კამათი მოუვიდათ და მეუღლის დასამშვიდებლად ექიმი გამოიძახა. რაღაცეები მათ საუბარში თვითონ (მოწმემ) უთარგმნა. ც---–- ტიროდა და იყო გაურკვევლობაში. ი--------ი მეუღლესთან და ბავშვთან ერთად ქირით დაახლოებით 2 წელია ცხოვრობს მის სახლში და სხვა დროს მეუღლეებს შორის კამათის ხმა არ გაუგია. პოლიციაში მიცემულ ჩვენებას ხელი ისე მოაწერა, არ წაუკითხავს.

 

ქვემო ქართლის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორებმა დ-------–---–----ემ და დ-------------ემ სასამართლო სხდომაზე აჩვენეს, რომ 2018 წლის 7 აპრილს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ქალბატონმა განუცხადა მათ, რომ მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა ეჭვიანობის ნიადაგზე და მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მიაჯახა კედელზე, რის გამოც იტკიებდა თავს. აქვე იყო ოჯახის მეზობელი, რომელიც ცოლ-ქმარს რუსულად ესაუბრებოდა. ოთახში ეყარა გატეხილი ბოთლის ნამსხვრევები.

 

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით და ექსპერტ ა-–-------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ ც---–-----------ას ობიექტური შემოწმებით აღენიშნება ნაჭდევი მარცხენა წინამხრის მიდამოში, მრავლობითი სისხლნაჟღენთები სხეულზე, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სისხლნაჟღენთი მარცხენა მხარის შუა მესამედის უკანა ზედაპირზე ხანდაზმულობით ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის ადგილს, ხანდაზმულობით 5-6 დღისაა, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს.

 

ყველა ზემოხსენებული მტკიცებულების შეფასების და გააანალიზების შემდეგ სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის დასკვნას ი---------------–---ის ბრალად შერაცხულ დანაშაულში გამართლების შესახებ. აღნიშნული მტკიცებულებებით სააპელაციო პალატას მოცემულ საქმეზე დადგენილად და დადასტურებულად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2018 წლის 7 აპრილს, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეებს - ი---------------–---სა და ც---–-----------ას შორის, მათსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში, ნამდვილად მოხდა კონფლიქტი, რაც გამოწვეული იყო ც---–-----------ას მხრიდან ი---------------–---ის მიმართ ეჭვიანობის ნიადაგზე. აღნიშნული კონფლიქტის დროს ც---–-----------ა ჩავარდა ისტერიკაში და გახდა ცუდად. ი---------------–---ი აწყნარებდა ც---–-----------ას, რა დროსაც ხელებით აკავებდა, ეხვეოდა და ხელებს უჭერდა სხეულზე, რითაც არ აძლევდა ჩხუბის გაგრძელების საშუალებას. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ მოცემულ შემთხვევაში ი---------------–---ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული ქმედება ვერ ჩაითვლება იმგვარ ძალადობად (დარტყმა, ცემა და ა.შ.), რაც ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების მიხედვით გამოცხადებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულად და შესაბამისად, დასჯად ქმედებად. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ ი---------------–---ი მოქმედებდა განზრახ, გაცნობიერებული ჰქონდა მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და სხეულის ფიზიკური დაზიანების გზით სურდა მეუღლის მიმართ იმგვარი ძალადობრივი ქმედებების ჩადენა, რაც უცილობლად გამოიწვევდა ამ უკანასკნელის ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რაზეც აპელირებს სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში, მხარეთა მიერ არ არის სადავოდ გამხდარი, რომ ც---–-----------ას მართლაც აღენიშნება სისხლნაჟღენთები სხეულზე, რაც შესაბამისობაშია არა მარტო დაზარალებულის, არამედ ი---------------–---ის ჩვენებასთანაც, რომ კონფლიქტის დროს დასაწყნარებლად იგი ხელებს უჭერდა სხეულზე ც---–-----------ას, ამასთან ექსპერტიზის დასკვნით, თვითონ დაზარალებულის გადმოცემით, არ დასტურდება, რომ ც---–-----------ას ძალადობით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მისმა მეუღლემ ი---------------–---მა. რაც შეეხება პატრულ-ინსპექტორების ჩვენებას - თვითონ ქალბატონმა განუცხადა მათ, რომ მეუღლესთან კონფლიქტი მოუვიდა ეჭვიანობის ნიადაგზე და მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, პატრულ-ინსპექტორები არ არიან ი---------------–---სა და ც---–-----------ას შორის კონფლიქტის შემსწრე პირები, ხოლო თვითონ დაზარალებულ ც---–-----------ას სასამართლოში დაკითხვისას არ დაუდასტურებია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. სააპელაციო პალატის სხდომაზე დაცვის მხარის მიერ ასევე წარმოდგენილი იქნა ც---–-----------ას ნოტარიულად დამოწმებული განცხადება (უდავო მტკიცებულება), რომელშიც ეს უკანასკნელი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მასსა და ი---------------–---ს შორის მოხდა მცირე კამათი მისი (ც---–-----------ას) ეჭვიანობის საფუძველზე და აღნიშნული კამათი ფიზიკურ ძალადობაში არ გადაზრდილა.

 

გარდა აღნიშნულისა, პალატას საყურადღებოდ და მნიშვნელოვნად მიაჩნია მტკიცებულებებით დადგენილი საქმის ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ, მას შემდეგ, რაც კონფლიქტის დროს ც---–-----------ა გახდა ცუდად, ი---------------–---მა თვითონ დარეკა 112-ში და გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თავად დაზარალებულს პოლიციისთვის არ მიუმართავს, ამ უკანასკნელმა მხოლოდ მას შემდეგ დაურეკა მეზობელს - მ-----------------ეს, რაც მათთან სახლში გამოცხადდნენ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები და პოლიციის თანამშრომლები, რომლებთან კომუნიკაციაც ქართული ენის არცოდნის გამო გაუჭირდათ ი---------------–---სა და ც---–-----------ას და სწორედ მ-----------------ე უთარგმნიდა რუსულ ენაზე ი---------------–---ს პოლიციელთა სავალდებულო მითითებებს.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი---------------–---მა ჩაიდინა მეუღლის მიმართ ძალადობა, რომ იგი მოქმედებდა მეუღლის მიმართ ძალადობის ჩადენის განზრახვით და კონფლიქტის დროს მისი მოქმედება მიმართული იყო მეუღლეზე ფიზიკური შეურაცხყოფისა და შესაბამისად, ფიზიკური ტკივილის მიყენებისკენ. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი---------------–---ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ი---------------–---მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი გამართლებულ ი---------------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 ივნისის განაჩენი ი---------------–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ი---------------–---ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ი---------------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია;

 

გამართლებულ ი---------------–---ს განემარტოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;

 

ნივთიერი მტკიცებულება - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე დართული პასპორტი, დაუბრუნდეს ი---------------–---ს;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე