განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 0---170-8002670736
საქმე N 2/ბ-1117-18წ.
განჩინება
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ირმა პერანიძე
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
სიმონ ჩხაიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი: გ------- წ-----, მ-----– მ----------
კერძო საჩივრის ავტორი: შ-- ,,შ--- ს---–-“
წარმომადგენელი: რ----–-- ნ-–----–---–- (დირექტორი), ვ--–------ გ---------
გასაჩივრებული განჩინება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება
დავის საგანი: გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, განჩინების კანონიერება
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 27 და 28 სექტემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს ი------–---------------------------------------------------–------------- წარმომადგენელმა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინების განმარტება მოითხოვა. კერძოდ, მოითხოვა განმარტება იმისა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინების საფუძველზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დადგენილი აკრძალვა, მხოლოდ ფიზიკურ პირზე, მ------ ა-–--–-–---–--- ვრცელდება, თუ საწარმოს სხვა, ახლად დანიშნულ დირექტორსაც შეეხება.
გარდა ამისა, იმ ნაწილში, რომლითაც პარტნიორს-გ------- წ-----ს (პ/ნ 6----------) აეკრძალა, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) კუთვნილი წილის 66.7 % -ის გასხვისება, გარიგებების დადება და საბანკო ანგარიშებიდან თანხების მიღება, იგულისხმება, თუ არა .ყველა სახის გარიგების დადება, მათ შორის სუბიექტში დირექტორისა და წესდების ცვლილებაც.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ი------–---------------------------------------------------–------------- განცხადება დაკმაყოფილდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინების უცვლელად დატოვებული სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები განიმარტა შემდეგნაირად:
მე-2 პუნქტი: სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, გ------- წ-----ს (პ/ნ 6----------) აეკრძალოს, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) კუთვნილი წილის 66.7 % -ის გასხვისება, გულისხმობს, რომ მას, როგორც შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) წილის 66.7 %-ის მესაკუთრე პარტნიორს, აქვს უფლება დადოს ნებისმიერი გარიგება და განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რაც არ ეწინააღმდეგება ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონისა და შ-- ,,შ--- ს---–-ს" წესდებას, საერთოდ მოქმედ კანონმდებლობას. მას ეკრძალება მხოლოდ, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) კუთვნილი წილის 66.7 % -ის გასხვისება.
მე-3-მე-4 პუნქტები: სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) დირექტორს მ------ ა-–--–-–---–- (პ/ნ 6----------) აეკრძალოს, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) სახელით ყველა სახის გარიგებების დადება, საბანკო ანგარიშებიდან თანხების მიღება, ასევე სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) დირექტორს, მ------ ა-–--–-–---–- (პ/ნ 6----------) აეკრძალოს ქ. ბათუმში, გ------–---–-- ქუჩა N--- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.2-.0-.0--) მრავალსართულიან მშენებარე სახლში უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა - გულისხმობს, რომ აკრძალვა შეეხება შ-- ,,შ--- ს---–-ს" (საწარმოს) დირექტორს და არა კონკრეტულად ფიზიკურ პირს მ------ ა-–--–-–---–-, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება დირექტორი.
სასამართლომ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების განმარტებისას სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლებიდან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ბუნდოვანია განჩინების იმ ნაწილის ჩანაწერი, რომელიც შეეხება შ-- "შ--- ს---–-ს" (საწარმოს) დირექტორის მ------ ა-–--–-–---–-- მიმართ აკრძალვას, რაც უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ აკრძალვა შეეხება შ-- "შ--- ს---–-ს" (საწარმოს) დირექტორს და არა კონკრეტულად ფიზიკურ პირს მ------ ა-–--–-–---–-, ვინაიდან, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება დირექტორი.
უზრუნველყოფის გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, სწორედ დირექტორს ეკრძალება ამ მოქმედებების განხორციელება, თორემ დირექტორის შეცვლის შემთხვევაში, თუ ეს აკრძალვა აღარ იარსებებს, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება რისკის ქვეშ დადგება.
განსახილველ შემთხვევაში, კომპანიაა მოპასუხე და არა მისი დირექტორი. დირექტორი წარმოადგენს კომპანიას და არის მისი ხელმძღვანელი.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს შ-- "შ--- ს---–-ს" პარტნიორებმა გ------- წ-----მ, მ-----– მ----------მ და მისი გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორთა მითითებით, სასამართლომ, 2018 წლის 12 ივნისის განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტების განმარტებისას დაადგინა, რომ განჩინებით გამოყენებული აკრძალვა ვრცელდება, არა მხოლოდ შ-- ,,შ--- ს---–-ს“ დირექტორ მ------ ა-–--–-–---–---, არამედ ამ შ---ს ნებისმიერ დირექტორზე, რითაც დაარღვია სსკ 262-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აკრძალვა და შეცვალა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, ვინაიდან, მასში ჩაამატა ისეთი კომპონენტი, რაც არც განჩინებაში ეწერა, არც მისი შინაარსიდან და არც განმცხადებელთა მოთხოვნებიდან არ მოიაზრებოდა.
გარდა ამისა, სსსკ 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს უფლება აქვს განმარტოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 12 ივნისის განჩინება მიიღო მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძემ, ხოლო განმარტა მოსამართლე სალიხ შაინიძემ.
მოსამართლეს უფლება აქვს აღსრულების ხელშეწყობის მიზნით, განმარტოს გადაწყვეტილება მხარეთა ან აღმასრულებლის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრი არც მხარეა და არც აღმასრულებელი, ამასთან ეს განჩინება უკვე აღსრულებულია, რის გამოც მისი განმარტება დაუშვებელია.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ასევე, შ-- ,,შ--- ს---–-ს“ დირექტორმა რ----–-- ნ-–----–---–-- და მისმა წარმომადგენელმა ვ--–------ გ---------მ და მისი გაუქმება მოითხოვეს.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით ისე განმარტა 12.06.2018წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტები, რომ შეცვალა მათი შინაარსი და არასწორად დადგინდა, რომ მ------ ა-–--–-–---–-- მიმართ განჩინებით გამოყენებული აკრძალვები ვრცელდებოდა, არა მხოლოდ შ-- შ--- ს---–-ს დირექტორ მ------ ა-–--–-–---–---, არამედ ამ შ---ს ნებისმიერ სხვა დირექტორზე.
განმარტებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ნამდვილად არ იყო ბუნდოვანი, შესაბამისად, არ არსებობდა მისი განმარტების აუცილებლობა.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო გულისხმობდა, რომ განჩინებაში მოყვანილი ფორმულირებით შეზღუდვები დაწესებული ჰქონდა, არა კონკრეტულად საზოგადოების დირექტორს-მ------ ა-–--–-–---–-, არამედ ნებისმიერ დირექტორს, რომელიც მომავალში გახდებოდა საზოგადოების დირექტორი, მაშინ მოცემულის შესახებ აუცილებლად მიუთითებდა განჩინების სამოტივაციო ნაწილში. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევაში იგი გარიგებების დადების უფლებას აუკრძალავდა შ-- „შ--- ს---–-“-ს, როგორც იურიდიულ პირს და არა საზოგადოების კონკრეტულ დირექტორს საზოგადოების სახელით.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრს წარედგინა პარტნიორთა კრების ოქმი, მ------ ა-–--–-–---–-- ნაცვლად, შ-- „შ--- ს---–-“-ს დირექტორის თანამდებობაზე რ----–-- ნ-–----–---–-- დანიშვნის შესახებ, 2018 წლის 21 სექტემბერს, მოსარჩელეებმა, სარჩელის უზრუნველყოფის ახალი განცხადებით მიმართეს სასამართლოს და ამჯერად მოითხოვეს, ზოგადად, შ-- „შ--- ს---–-“-ს დირექტორისთვის იმავე ქმედებების აკრძალვა, რაც 12.06.2018წ. განჩინებით გავრცელდა დირექტორ მ------ ა-–--–-–---–-- მიმართ. აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ 2018 წლის 12 ივნისს განცხადების შეტანისას მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ზოგადად, შ-- „შ--- ს---–-“-ს დირექტორისათვის შეზრუდვების დაწესება, არამედ, მათ მოითხოვეს კონკრეტულად საზოგადოების დირექტორის-მ------ ა-–--–-–---–--ათვის შეზღუდვების დაწესება.
სამწუხაროდ, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით დადგენილმა განმარტებამ მოახდინა შ-- „შ--- ს---–-“-ს სრული პარალიზება. კერძოდ, დირექტორებისათვის შემზღუდველი არაკანონიერი აკრძალვები განუსაზღვრელი ვადით დაფიქსირდა საჯარო რეესტრის რეგისტრირებულ მონაცემებში, რის გამოც, იგი, როგორც სამეწარმეო სუბიექტი ვეღარ ახორციელებს თავის პირდაპირ დანიშნულებას – სამეწარმეო საქმიანობის ფარგლებში მრავალსართულიანი სახლის მშენებლობას, მათ შორის, დაზიანებული სამშენებლო ობიექტის ღობის შეკეთებას, მუშახელისათვის მომსახურების საფასურის გადახდას, მე-17 დაუმთავრებელ სართულზე ატანილი არმატურის, ფიცრების და სხვადასხვა დიამეტრის შესაკრავი მავთულების დამაგრებას, უკვე აშენებული სართულების აივნების პერიმეტრის დროებითი მოაჯირებით აღჭურვას, რაც წარმოშობს აუდიტორის დასკვნით გამოთვლილი 4-მილიონიან ზარალს.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე სალიხ შაინიძე) ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე) 2018 წლის 12 ივნისის (საქმე № 010217718002487693) განჩინება განმარტა არაუფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე, რადგან საჯარო რეესტრი არც მხარე იყო და არც აღმასრულებელი. შესაბამისად, მოსამართლეს არ ჰქონდა უფლება დასაშვებად მიეჩნია ეს განცხადება მით უფრო, როდესაც განჩინება უკვე აღსრულებული იყო და შესაბამისი შეზღუდვები რეგისტრირებული იყო მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების
დასაბუთება
სააპელაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი კერძო საჩივარი, მოიკვლია საქმეში არსებული მასალები, მოახდინა ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება და თვლის, რომ გ------- წ------, მ-----– მურვანაიძის, შ-- ,,შ--- ს---–-ს“ დირექტორის-რ----–-- ნ-–----–---–-ს და მისი წარმომადგენლის, ვ--–------ გ---------- კერძო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ 2018 წლის 27 და 28 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა საქართველოს ი------–---------------------------------------------------–------------- წარმომადგენელმა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინების განმარტება მოითხოვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ი------–---------------------------------------------------–------------- განცხადება დაკმაყოფილდა და ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები განიმარტა შემდეგნაირად:
მე-2 პუნქტი: სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, გ------- წ-----ს (პ/ნ 6----------) აეკრძალოს, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) კუთვნილი წილის 66.7 % -ის გასხვისება, - გულისხმობს, რომ მას, როგორც შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) წილის 66.7 %-ის მესაკუთრე პარტნიორს, აქვს უფლება დადოს ნებისმიერი გარიგება და განახორციელოს ნებისმიერი მოქმედება, რაც არ ეწინააღმდეგება ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონისა და შ-- ,,შ--- ს---–-ს" წესდებას, საერთოდ მოქმედ კანონმდებლობას. მას ეკრძალება, მხოლოდ, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) კუთვნილი წილის 66.7 % -ის გასხვისება.
მე-3-მე-4 პუნქტები: სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) დირექტორს მ------ ა-–--–-–---–- (პ/ნ 6----------) აეკრძალოს შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) სახელით ყველა სახის გარიგებების დადება და საბანკო ანგარიშებიდან თანხების მიღება, და სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) დირექტორს მ------ ა-–--–-–---–- (პ/ნ 6----------) აეკრძალოს, ქ. ბათუმში, გ------–---–-- ქუჩა N--- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.2-.0-.0--) მრავალსართულიანი მშენებარე სახლში უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, - გულისხმობს, რომ აკრძალვა შეეხება შ-- "შ--- ს---–-ს" (საწარმოს) დირექტორს და არა კონკრეტულად ფიზიკურ პირს- მ------ ა-–--–-–---–-, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება დირექტორი.
დასახელებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს გ------- წ-----მ, მ-----– მ----------მ და მისი გაუქმება მოითხოვეს.
ამავე განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს ასევე, შ-- ,,შ--- ს---–-ს“ დირექტორმა რ----–-- ნ-–----–---–-- და წარმომადგენელმა ვ--–------ გ---------მ, რომლებმაც მისი გაუქმება მოითხოვეს.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 420-ე, 377-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს განჩინებას კერძო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 262-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
აღნიშნული ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე, დასაშვებია არა ყველა გადაწყვეტილების განმარტება, არამედ მხოლოდ ისეთის, რომლის შინაარსიც გაუგებარია. გადაწყვეტილების განმარტება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც მხარეები ან აღმასრულებელი ზუსტად ვერ ადგენენ, თუ რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად, სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება.
განსახილველ შემთხვევაში ირკვევა, რომ საქართველოს ი------–---------------------------------------------------–------------- წარმომადგენელმა, განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება.
ვინაიდან, საჯარო რეესტრის ვალდებულებაა სამეწარმეო რეესტრში მონაცემთა ცვლილებების და შეზღუდვების დარეგისტრირება, პალატას მიჩნია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი აკრძალვის აღსრულებისათვის (რეგისტრირებისათვის), გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების შემთხვევაში, მას უფლება აქვს განმარტებისათვის მიმართოს სასამართლოს.
ამდენად, კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია განმცხადებლის არაუფლებამოსილებაზე გაზიარებული ვერ იქნება.
რაც შეეხება მომჩივანთა პრეტენზიას გასაჩივრებული განჩინების უსწორობის თაობაზე, პალატა ნაწილობრივ იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით, გ------- ბ---–------ და თ------ გ------–---- წარმომადგენელი ითხოვდა, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით:
1) გ------- წ-----ს (პ/ნ 6----------) აეკრძალოს შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) კუთვნილი 66.7 % წილის გასხვისება, გარიგებების დადება და საბანკო ანგარიშებიდან თანხების მიღება;
2) შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) დირექტორს მ------ ა-–--–-–---–- (პ/ნ 6----------) აეკრძალოს, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) სახელით ყველა სახის გარიგებების დადება და საბანკო ანგარიშებიდან თანხების მიღება;
3) სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მ------ ა-–--–-–---–- (პ/ნ 6----------) აეკრძალოს, ქ. ბათუმში, გ------–---–-- ქუჩა N--- (მიწის(უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი N--.2-.0-.0--) მრავალსართულიან მშენებარე სახლში უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინებით სრულად დაკმაყოფილდა აღნიშნული მოთხოვნები, თუმცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 სექტემბრის განჩინებით, გ------- წ------ საჩივრის საფუძველზე გაუქმდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც გ------- წ-----ს აეკრძალა გარიგებების დადება და საბანკო ანგარიშებიდან თანხების მიღება. სხვა ნაწილში განჩინება დარჩა უცვლელად.
განსახილველ შემთხვევაში, პალატა ეთანხმება განმცხადებლის (საქართველოს ი------–---------------------------------------------------–-------------) მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 12 ივნისის განჩინების კანონიერ ძალაში შესული ნაწილი ბუნდოვანია და საჭიროებს განმარტებას და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გ------- წ-----სთან მიმართებაში სწორად განმარტა ბუნდოვანი ნაწილი, როცა აღნიშნა, რომ მის მიმართ დადგენილი აკრძალვა შეეხებოდა, მხოლოდ შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) კუთვნილი წილის 66.7 % -ის გასხვისებას და არა მოქმედი კანონმდებლობის, ,,მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონისა და შ-- ,,შ--- ს---–-ს" წესდების საფუძველზე დადებულ სხვა გარიგებებს.
შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.
რაც შეეხება დირექტორის, მ------ ა-–--–-–---–-- მიმართ დადგენილი აკრძალვის ნაწილში განმარტებას, პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ 12.06.2018წ. განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტების განმარტება არ შეესაბამება 12.06.2018წ. განჩინების სამოტივაციო ნაწილში დაფიქსირებულ მსჯელობას და იმ განცხადების შინაარსს, რაც საფუძვლად დაედო უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების სახით დადგენილ შეზღუდვას.
ის გარემოება, რომ 12.06.2018 წლის განჩინების გამოტანის საფუძვლად წარდგენილი განცხადებით მოსარჩელეები ითხოვდნენ, მხოლოდ მ------ ა-–--–-–---–--, როგორც საწარმოს დირექტორის მიმართ აკრძალვის (შეზღუდვის) დადგენას, დასტურდება, ასევე მოსარჩელეთა, გ------- ბ---–------ა და თ------ გ------–---- ახალი, 21.09.2018წ. განცხადების შინაარსითაც, რომლითაც მოთხოვნილია, სარჩელის უზრუნველსაყოფად ზოგადად, შ-- ,,შ--- ს---–-ს" დირექტორისათვის ისეთივე აკრძალვის დადგენა, რაც მ------ ა-–--–-–---–-- მიმართ იყო წარდგენილი.
აღნიშნული გარემოება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინების მიხედვით, ეს შეზღუდვა დადგენილი არ ყოფილა შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4--3--9--) სხვა დირექტორებზე, რაც არასწორად განიმარტა გასაჩივრებული განჩინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე, 386-ე, 394-ე მუხლის ე1 პუნქტის, 420-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და იღებს ახალ გადაწყვეტილებას (განჩინებას), თუ გადაწყვეტილების (განჩინების) დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შეფასება შეუძლებელია.
თუ სააპელაციო (კერძო) საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას (განჩინებას) საქმეზე.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორთა მოთხოვნა ნაწილობრივ დასაბუთებულია, უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება შ-- ,,შ--- ს---–-ს" დირექტორის, მ------ ა-–--–-–---–-- მიმართ დადგენილ შეზღუდვასთან დაკავშირებით განმარტების ნაწილში და საქართველოს ი------–---------------------------------------------------–------------- განცხადების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინების მე-3 და მე-4 პუნქტები უნდა განიმარტოს შემდეგნაირად:
,,სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, უშუალოდ მ------ ა-–--–-–---–- (პ/ნ 6----------), როგორც შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) დირექტორს აეკრძალოს, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) სახელით ყველა სახის გარიგებების დადება, საბანკო ანგარიშებიდან თანხების მიღება, ასევე ქ. ბათუმში, გ------–---–-- ქუჩა N--- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.2-.0-.0--) მრავალსართულიან მშენებარე სახლში უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- წ------, მ-----– მ-----------, შ-- ,,შ--- ს---–-ს“ დირექტორის- რ----–-- ნ-–----–---–-ს და მისი წარმომადგენლის, ვ--–------ გ---------- კერძო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება ნაწილობრივ, კერძოდ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4-ე პუნქტების განმარტების ნაწილში;
3. საქართველოს ი------–---------------------------------------------------–------------- განცხადება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4-ე პუნქტების განმარტების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 და მე-4-ე პუნქტები, რომლითაც სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) დირექტორს, მ------ ა-–--–-–---–- (პ/ნ 6----------) აეკრძალა შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) სახელით ყველა სახის გარიგებების დადება, საბანკო ანგარიშებიდან თანხების მიღება, ასევე ქ. ბათუმში, გ------–---–-- ქუჩა N--- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.2-.0-.0--) მრავალსართულიან მშენებარე სახლში უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, განიმარტოს შემდეგნაირად:
სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნით, უშუალოდ მ------ ა-–--–-–---–- (პ/ნ 6----------), როგორც შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4-- 3-- 9--) დირექტორს, აეკრძალოს, შ-- ,,შ--- ს---–-ს" (ს/ნ 4--3--9--) სახელით ყველა სახის გარიგებების დადება, საბანკო ანგარიშებიდან თანხების მიღება და ქ. ბათუმში, გ------–---–-- ქუჩა N--- (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N--.2-.0-.0--) მრავალსართულიან მშენებარე სახლში უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის განმარტების ნაწილში, ამავე სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
6. კერძო საჩივრის ავტორთა მიერ, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
7. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ირმა პერანიძე
მოსამართლეები: ნანა კალანდაძე
სიმონ ჩხაიძე